IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

21 გვერდი V « < 18 19 20 21 >  
Reply to this topicStart new topic
> ქართული ხალხური სიმღერების ტექსტები
gio-1990
პოსტი Jan 3 2009, 10:39 PM
პოსტი #381


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 9-May 08
წევრი № 4,769



ბინდისფერია სოფელი თანდათან უფრო ბინდდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება
ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდდება

იმასაც მოკლედ უვლია, ვის გრძლად ეგონა იარა
თოფს ჟანგი შესჭამს, ჟანგს - მიწა, კაცის გულს - დარდი-იარა
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს
ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად, სხვას არა წაუღია-რა

ლექსო ამოგთქომ ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე
და შენ კი ჩემდა სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე
მოსთქომდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ყვებოდნენ
ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე
მოსთქომდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ყვებოდნენ
სახლო არ დაინგრეოდე, ცოლო არ გასთხოვდებოდე


--------------------
უფალო,იესო ქრისტე,ძეო ღვთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი Jan 4 2009, 12:00 AM
პოსტი #382


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



gio-1990
ციტატა
ბინდისფერია სოფელი თანდათან უფრო ბინდდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება
ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდდება

იმასაც მოკლედ უვლია, ვის გრძლად ეგონა იარა
თოფს ჟანგი შესჭამს, ჟანგს - მიწა, კაცის გულს - დარდი-იარა
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს
ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად, სხვას არა წაუღია-რა

ლექსო ამოგთქომ ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე
და შენ კი ჩემდა სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე
მოსთქომდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ყვებოდნენ
ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე
მოსთქომდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ყვებოდნენ
სახლო არ დაინგრეოდე, ცოლო არ გასთხოვდებოდე

წუთისოფელსა ამაოდ კბილებით რომ ვეჭიდებით
აქ თუ არაფრად ვარგიხარ იქაც არავის სჭირდები
ისეთ დროს უნდა წახვიდე, ისეთ დროს უნდა კვდებოდე
ამქვეყნად ენანებოდე, იმქვეყნად ენატრებოდე


--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lelai
პოსტი Jan 4 2009, 02:03 AM
პოსტი #383


ლელა
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 29
რეგისტრ.: 27-December 07
წევრი № 3,488



ციტატა(lamara @ Dec 31 2008, 04:42 AM) *

მეგრული სიმღერები არ იცით? დაწერეთ რა ტექსტები არ დაიზაროთ kiss1.gif
დიდი მადლობა წინასწარ madlioba.gif


ბაბუასგან მახსოვს ზოგი სიმღერა, სახეცვლილი ვარიანტებით. აგერ, ზოგი მათგანი, რაც კომპიუტერში მაქვს smile.gif

***
ართი ვარდი გამკოპწილი,
ხესე მიკინებუ თინა,
შურსუ თისუმეუნთხუა,
სასიამოვნო მაფუ რინა
სკანი გოლუაფირო
სკან თოლების ჭირიმა

მა ვამიჩქუ ათე ვარდი,
სონ ბაღაში ნარდი რენი,
ვართი ხომუ, ვართი ჟღირუ,
მუდვა კორჩიში ნარგირენი!
სკანი გოლუაფირო
სკან თოლების ჭირიმა

სკანი გოლუაფირო
სკან თოლების ჭირიმა

ართი ვარდი გამკოპწილი,
ხესე მიკინებუ თინა,
შურსუ თისუმეუნთხუა,
სასიამოვნო მაფუ რინა
სკანი გოლუაფირო
სკან თოლების ჭირიმა



***
ყოროფა არძა ართი ვა რე,
ჩქიმი ვე მიჭარე შხვაშა,
გიორდინი მიჩქუდუ დო
გოითირუქო მა სი შხვაშა.

ბორია რდას, ჭვიმა რდასი,
სქან მოულას მა ქიბგინა,
კანკალეშა გამკომილე,
ვაშილებუ თაში რინა...

სერ დო დღაში ართი მაფუ,
სქან შარას გინვოჯინექ,
სქან დუდი მიდამიღუ,
შხვაქ კარგუმოკილერქ.

ახ, ყოროფა სი ჯგირ დღაში,
გური მუჭო დომიხაში,
სერი იშენ სერი რენ დო
უკუმელა მაფუ დღაში.


***

ეს ყველაზე საყვარელიიიი


ვა გიორქო მა
ვა მორწონქო მა
იშენ ქუგორლუაფუდა
სქანი ჭირი მა...
უსქანეთი მა,
ვადმარინე მა,
გოლუაფირო მახარია,
სქანი ჭირი მა,
(გოლუაფრო გურიშ ვარდი,
სქანი ჭირი მა)
( მუ ჯგირი რექ მახარია
სქანი ჭირი მა)
( მისამღერის რამოდენიმე ვარიანტი გამიგია)



და ბოლოს, გილოცავთ შობა-ახალ წელს smile.gif


ახალ წანას მიგახვამანქ
ღორონთქ გოითანუას
ენა ჯვეში შხვა ახალი
დიჩელამო გეხარ.

სქან მაღაზა სქანი ბაღი
ლაიტიში ეფშა

ჟიო ჩიტი გოფურინი
სუა ქოფჩანაფუდას
შორს მითინი ქორუნსუდა
აშო ქორჭარაფუდას

ასე მეურქ გვალაშა
აშ ვამმართე წანაშა



ვეძებ სრულ ტექსტს სიმღერისას " ჩქიმი ცირა მახარია" - ჭოხონელიძეები რომ მღეროდნენ და "ცირა, ცირა, ნანაია ცირა ქუგალე".
აპა ჰე, სტყორცნეთ





ციტატა(dariala @ Dec 31 2008, 05:42 AM) *

მე მაგალითად ერთ ქორწილში მოვისმინე აქამდე არგაგონილი ვარიანტი: პარკუჭით წამაიყვანეს biggrin.gif ბავშვობაში კი თავადვე ვმღეროდი - "პადრუჩკით" წამაიყვანეეეს! " smile.gif ხომ ვიყავი გასალახი? biggrin.gif



ჰეჰ, მეც მასე ვმღეროდი ბავშვობაში "პარკუჭით ჩამაიყვანეს" მეთქი. თან არ ვიცოდი, რა იყო ეს პარკუჭი და მერე რომ ვისწავლეთ სკოლაში - ანატომიაში გულის პარკუჭი, გამიკვირდა, რა შუაშია მეთქი - გულის პარკუჭით როგორ ჩამოიყვანეს ის ქალი მეთქი laugh.gif ეტყობა, პარკუჭსაც მაინც თავისი ადგილი აქვს ამ ამბავში - უგულისპარკუჭოდ ხომ ვერ ჩამაიყვანდნენ იმ დიაცსა ი დალოცვილები smile.gif


--------------------
"...ბორცვზე ავიდა წმინდა ნინო, შემოუბრუნდა, მარჯვენა ხელი შორიდან მიაპყრო, ხელით კი ჯვარი ვაზისა, ვაზის ნასხლევი ეპყრა და სამთავე ხმას ისე შეერწყა, ისე შეუდგა ერთი ჩვენი რამ საგალობელი...
„შენ ხარ ვენახი“ იყო.
და ყველაზე დიდი ქალბატონის, მზე-მარიამის, ვრცელი მფარველის ხმაც ჩამოესმა".
( გურამ დოჩანაშვილი - "ორნი აქა-იქ")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lelai
პოსტი Jan 4 2009, 02:19 AM
პოსტი #384


ლელა
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 29
რეგისტრ.: 27-December 07
წევრი № 3,488



"მირანგულა"- დან ეს მახსოვს მარტო sad.gif

ვოო, საბრალო, მირანგულაო,
დედეშ, დედეშ მირანგულა,
ვოი დე, ვოი დედე.

და მერე "ვოი" ზარად ისმის.

კიდევ არის რამე ტექსტში?

კიდევ ერთი კითხვა :
ბოლო-ბოლო რომელია სწორი ვარიანტი "ჟინველოი" თუ "ნინველო" ? თუ ორივე გვხვდება?
("ნინველი ", როგორც მოგეხსენებათ სულხან-საბას განმარტებით ნიშნავს "ყმაწვილს", დღეს რომ "თინეიჯერს" ვეძახით smile.gif ზუსტად არ მახსოვს, როგორ განმარტავს).
მოკლედ, რომელია ამ სიმღერის ტექსტის სწორი ვარიანტი თუ იცით ფოლკლორის პროფესიონალებმა?


--------------------
"...ბორცვზე ავიდა წმინდა ნინო, შემოუბრუნდა, მარჯვენა ხელი შორიდან მიაპყრო, ხელით კი ჯვარი ვაზისა, ვაზის ნასხლევი ეპყრა და სამთავე ხმას ისე შეერწყა, ისე შეუდგა ერთი ჩვენი რამ საგალობელი...
„შენ ხარ ვენახი“ იყო.
და ყველაზე დიდი ქალბატონის, მზე-მარიამის, ვრცელი მფარველის ხმაც ჩამოესმა".
( გურამ დოჩანაშვილი - "ორნი აქა-იქ")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი Jan 4 2009, 08:56 PM
პოსტი #385


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



lelai
ციტატა
ბაბუასგან მახსოვს ზოგი სიმღერა, სახეცვლილი ვარიანტებით. აგერ, ზოგი მათგანი, რაც კომპიუტერში მაქვს

***
ართი ვარდი გამკოპწილი,
ხესე მიკინებუ თინა,
შურსუ თისუმეუნთხუა,
სასიამოვნო მაფუ რინა
სკანი გოლუაფირო
სკან თოლების ჭირიმა

მა ვამიჩქუ ათე ვარდი,
სონ ბაღაში ნარდი რენი,
ვართი ხომუ, ვართი ჟღირუ,
მუდვა კორჩიში ნარგირენი!
სკანი გოლუაფირო
სკან თოლების ჭირიმა

სკანი გოლუაფირო
სკან თოლების ჭირიმა

ართი ვარდი გამკოპწილი,
ხესე მიკინებუ თინა,
შურსუ თისუმეუნთხუა,
სასიამოვნო მაფუ რინა
სკანი გოლუაფირო
სკან თოლების ჭირიმა



***
ყოროფა არძა ართი ვა რე,
ჩქიმი ვე მიჭარე შხვაშა,
გიორდინი მიჩქუდუ დო
გოითირუქო მა სი შხვაშა.

ბორია რდას, ჭვიმა რდასი,
სქან მოულას მა ქიბგინა,
კანკალეშა გამკომილე,
ვაშილებუ თაში რინა...

სერ დო დღაში ართი მაფუ,
სქან შარას გინვოჯინექ,
სქან დუდი მიდამიღუ,
შხვაქ კარგუმოკილერქ.

ახ, ყოროფა სი ჯგირ დღაში,
გური მუჭო დომიხაში,
სერი იშენ სერი რენ დო
უკუმელა მაფუ დღაში.


***

ეს ყველაზე საყვარელიიიი


ვა გიორქო მა
ვა მორწონქო მა
იშენ ქუგორლუაფუდა
სქანი ჭირი მა...
უსქანეთი მა,
ვადმარინე მა,
გოლუაფირო მახარია,
სქანი ჭირი მა,
(გოლუაფრო გურიშ ვარდი,
სქანი ჭირი მა)
( მუ ჯგირი რექ მახარია
სქანი ჭირი მა)
( მისამღერის რამოდენიმე ვარიანტი გამიგია)



და ბოლოს, გილოცავთ შობა-ახალ წელს


ახალ წანას მიგახვამანქ
ღორონთქ გოითანუას
ენა ჯვეში შხვა ახალი
დიჩელამო გეხარ.

სქან მაღაზა სქანი ბაღი
ლაიტიში ეფშა

ჟიო ჩიტი გოფურინი
სუა ქოფჩანაფუდას
შორს მითინი ქორუნსუდა
აშო ქორჭარაფუდას

ასე მეურქ გვალაშა
აშ ვამმართე წანაშა

დიდი მადლობა. მეც გილოცავ ახალ წელს, მრავალს დაესწარი, ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს


--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agent-idumaleba.church.ge
პოსტი May 24 2010, 01:11 AM
პოსტი #386


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 22-May 10
მდებარ.: თბილისი - გურია - ოზურგეთი
წევრი № 8,880



თოვლის ფანტელი


თოვლის ფანტელი გაშიშვლებულ ტოტებს აცვივა,
ჩემო ჩიორა შენ ხომ არ გცივა,
მოდი ჩაგიკრა უბეში და თბილად იქნები,
არ დაგასველებს თოვლის ფფქები.

მოგიალერსებ ჩიტუნავ და ამას ვინატრებ,
ფიფქივით შენც არ გაუჩინარდე,
..თორემ ხომ ხედავ არე მარეს იმგვარადათოვს,
სხვა ჩემნაირად ვერვინ გაგათბობს. Х2
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი May 24 2010, 01:16 PM
პოსტი #387


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



agent-idumaleba.church.ge
თქვენი პოსტები წავშალე smile.gif მხოლოდ ბოლო დავტოვე smile.gif თავისთავად თემა კარგია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ "თოვლის ფანტელი" ხალხური სიმღერა არაა smile.gif
სხვა დროს გაითვალისწინეთ და ხალხური სიმღერების ტექსტები დადეთ a075.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agent-idumaleba.church.ge
პოსტი May 29 2010, 10:37 PM
პოსტი #388


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 22-May 10
მდებარ.: თბილისი - გურია - ოზურგეთი
წევრი № 8,880



ქართული ხმები & ანსაბლი ურმული - კარკუჩით წამაიყვანეს (მუსიკა: რ. ლაღიძე, ლექსი: ხალხური)

კარკუჩით წამაიყვანეს,
ქალი ლამაზი თმიანი,
შვიდი მაყარი თან მოჰყვა,
შვიდთავე ცხენოსნიანი.


მისამღერი:

..ბევრჯერ ვყოფილვარ მაყარში,
ბევრსაც ვარ გადანაყარი,
ის კიარ გამიგონია,
დედოფალს კოცნის მაყარი. Х2


ქალმა თქვა ახალგაზრდასა,
სიცილით შავეპარები,
მოვაკვლევინებ სურვილსა,
ახლო არ გავეკარები.

არ მაიშალა ლამაზმა,
შავი თოლების ბრიალი,
ცალად ხიდთან რო მივიდნენ,
დადგა ხანჯლების ტრიალი. Х2


პირმან დაგლოცათ ღვთისამან,
ნაწილმან ბარძიმისამან,
ალავერდს წმინდა გივარგიმ,
ქალაქში სივანისამან.


..ღმერთო ნუ მოშლი ამ სახლში,
ლხინსა და გახარებასა,
ვაჟების ქორწინებასა,
ქალების გასტუმრებასა. Х2
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი May 30 2010, 12:51 PM
პოსტი #389


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



კარგი თემაა არსდროს არ ვიცოდი ტექსტები ზეპირად sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი May 30 2010, 01:00 PM
პოსტი #390


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



აუუუუუ ვინმემ დადოს რა ტექსტი სიმღერის:
"მიყვარხარ ტკბილო კახეთო"


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr.satadarigo
პოსტი May 30 2010, 01:10 PM
პოსტი #391


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 527
რეგისტრ.: 11-July 09
წევრი № 7,252



ციტატა(kinoteli @ May 30 2010, 01:00 PM) *

აუუუუუ ვინმემ დადოს რა ტექსტი სიმღერის:
"მიყვარხარ ტკბილო კახეთო"



http://church.ge/index.php?showtopic=806&st=1760 ამ თემაში დადეს და ნახე კარგად tongue.gif


--------------------
მდგმურები ვართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი May 30 2010, 01:30 PM
პოსტი #392


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



ციტატა(mr.satadarigo @ May 30 2010, 01:10 PM) *

http://church.ge/index.php?showtopic=806&st=1760 ამ თემაში დადეს და ნახე კარგად tongue.gif

დიდი მადლობა.....მგონი სრული ტექსტი არ არის


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
valeridzia
პოსტი Jun 4 2010, 09:19 AM
პოსტი #393


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 6-October 09
წევრი № 7,584



"ყანსავ ყიფიანე"-ს ტექსტი ხომ არ მოგეპოვებათ?


--------------------
იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენზედა ვითარცა ჩვენ შენ გესავთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Qeti...
პოსტი Oct 13 2010, 04:22 AM
პოსტი #394


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 12-October 10
წევრი № 9,625



ალუდა ქეთელაური - გუდანის ჯვარი
სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,
თორღვაის ცხენი იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია
ჟამმა გზა-ბილიკებს უცნობს...

არც შენ დაბერდი გუდანის ჯვარო არ დაგიბერდეს ყმანია
შენს კარზედ აუარებლად საკლავიც მოგვიყვანია
დიდია გუდანის ჯვარი თანაც ბევრი ყავს ყმანია
მის კარზედ შემოვკრებილვართ ფიცვერცხლ ნაჭამი ძმანია

ნეტავ, რა ხმა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია,
მუცოს ბეჭები გაჰბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო.

არც შენ დაბერდი გუდანის ჯვარო არ დაგიბერდეს ყმანია
შენს კარზედ აუარებლად საკლავიც მოგვიყვანია
დიდია გუდანის ჯვარი თანაც ბევრი ყავს ყმანია
მის კარზედ შემოვკრებილვართ ფიცვერცხლ ნაჭამი ძმანია

სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ცეკვაა და არღანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს

არც შენ დაბერდი გუდანის ჯვარო არ დაგიბერდეს ყმანია
შენს კარზედ აუარებლად საკლავიც მოგვიყვანია
დიდია გუდანის ჯვარი თანაც ბევრი ყავს ყმანია
მის კარზედ შემოვკრებილვართ ფიცვერცხლ ნაჭამი ძმანია

აქ აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია,
ბეჭებგაბზარული მუცო.

არც შენ დაბერდი გუდანის ჯვარო არ დაგიბერდეს ყმანია
შენს კარზედ აუარებლად საკლავიც მოგვიყვანია
დიდია გუდანის ჯვარი თანაც ბევრი ყავს ყმანია
მის კარზედ შემოვკრებილვართ ფიცვერცხლ ნაჭამი ძმანია

გამათიბე ჩემო ცელოო,
ქადას გამოგიცხობენო
ქუჩნი ჩამამცდეს წკმუტუნითაო,
ცხენის ნალებით დატუქსვილნიო.

თენდები - სამოთხის გვრიტები

თენდები ნურც გათენდები
დიდო ღამეო სთვლისაო
ამოხვალ ნუმცა ამოხვალ
ცისკარო თენებისაო

დაიყეფნე ძაღლო, დაიყეფნე
შე შავის პატრონისაო
ქარაფს გიკიდნავს პატრონი
ფურ-ბერწის საბანდითაო


ღამეს ვათენებ თეთრადა
შვილი ვარ დიდის მთიოსაო
ძმობილსა შემიტყობინე
ამბავი შავი დღისაო

მე ის აქ არა გამწირავს
არცა შაირცხვენს პირსაო
გასჭრიან ჩამამაგდებენ
პირბასრი ფრანგულითაო

ღრუბლები დაფარფატობენ happy.gif


ღრუბლები დაფარფატობენ
როგორც შარბათით მთვრალები
შენ შემოხედვას ნატრულნი
შურით შემხედვენ ქალები

ფიქრმა დაღალა ვაჟკაცი
დაღალა მხრებში დახარა
დაღარა დაანაოჭა,
ზედ ყოილ აღარ ახარა

ბახტრიონიდან გიცქერი,
ლამაზო თუშის ქალაო
მე გული გადაგიშალე
შენ კი პასუხსაც მალავო

ქალო მითხარი შენი ვარ,
გული არ დამეხურება
მთას თუ მზის სხივი ანათებს,
ნისლით არ დაიბურება

ძნელი ყოფილა ტიალი
ქვეყნად ყოილი ქალისა
ყოფილა სულის მომკვლელი
დამათრობელი გულისა

მზეო ამოდი ამოდი
და ჩაეხუტე ქალს
ჩაეხუტე და გათბე
აღარ გაყვება სხვას happy.gif

wub.gif სანთელი wub.gif
შენ სანთელი ხარ უფლის ხმობილი,
ო, პაწაწინა თაფლის სანთელო.
გყოლია მრევლი ხელაპყრობილი -
შენ შეგინახავს ეს საქართველო
ჩამოგიქოლებს სული ტაძართა
და ეგ სიწმინდე გასაკვირია.
ბევრჯერ მომხდურმა ცრემლი წაგართვა,
ბევრჯერ დაღვრილხარ და გიტირია.
შენ სანთელი ხარ, სუსტი, უბრალო,
მაგრამ რამდენი კვნესა გიგრძვნია.
შენ საქართველოს ჭირისუფალო,

აყვავებულა
(ტექსტი: ელგუჯა უძილაური)

აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მოცურავს მთა-მთა.
.. დარდი მასწავლე ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა X2

ციხეგორობას სტუმრად მოგივალ,
არ გეოცები ნეტა?
.. შენთან ალერსი მწადიან ქალო,
ყოფნა მწადიან შენთან X2

და მერე თუნდაც ფშავლის ასულო,
შენ ძმათ შემაჭრეს ხმალზე,
.. ნეტა ვიცოდე როგორ მიტირებ,
გლოვის სევდიან ხმაზე X2

მაღალ ბილიკებს, მთებსა და ჯიუხვებს
რაისთვის სთელავ ნეტავ,
.. მოდი ვიქნები შენი წაწალი,
მთები დავლახოთ ერთად X2

აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მიცურავს მთა-მთა.
.. დარდი მასწავლე ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა X2


--------------------
როდესაც მეკითხებიან საქართველოში როდის ბრუნდებიო გული მტკივა და ჩუმად ვპასუხობ--ოდესმე კი დამიტოვებია იგი?


შენ გენაცვალე, სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა!


საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა,
მიწა მიჰქონდა, მიწა თბილი, მიწა მარადი,
შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან,
ქართულო მიწავ, ალბათ მიტომ დაპატარავდი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nika0201
პოსტი Dec 24 2010, 11:33 PM
პოსტი #395


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 17-June 07
წევრი № 2,213



ციტატა(შევრდომილი @ May 10 2008, 10:34 AM) *

ეს სიმღერა ხომ არ იცით ბოლომდე? smile.gif

"ქალავ ბრძოლის წინ გიხილე
შამამემატა იმედი
ერთი ათს შავერკინები
თუ კი შენ დამიტირებდი......."


ქალავ, ბრძოლის წინ გიხილე,
შემომემატა იმედი,
ერთი ათს შევერკინები,
თუ კი შენ გამიღიმებდი,
სიკვდილსაც არად ჩავაგდებ,
თუ კი შენ დამიტირებდი.

ეგ შენი შავი დალალნი,
დაწნული სარო მგონია,
შენებრ სადარი სიტურფე,
ამ ქვეყნად მოსაგონია,
შენთვის დაღუპულ ვაჟკაცსა,
თავი მძინარე მგონია.

ქალაუ, შენმა თოლებმა,
შემომიკიდეს ალია,
ამ გულში ცეცხლს ვერ ჩააქრობს
თვით დარიალის წყალია,
თუ კი უშენოდ ვერა ვძლებ,
რა ვქნა, რა ჩემი ბრალია.


ეს არის ტექსტი. smile.gif

ამის სიმღერა თუ გაქვთ ვინმეს, ამიტვირთეთ რა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნუკე
პოსტი Dec 16 2011, 01:57 PM
პოსტი #396


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 16-December 11
წევრი № 11,861



ციტატა(Jnosy @ Oct 10 2007, 12:54 PM) *

ცანგალა და გოგონა (ქართლური)
ცანგალა გოგონა, ჰე ჰეიდა.
ცანგალა და გოგონა, ჰე ჰეიდა.
ვარალალი ვარალალო
ვარალალი ვარალალო
ცანგალა და გოგონა, (ჰე) (ბანი ყოველთვის ასე გააყოლებს)
გოგონა და გოგონა, გოგონა და გოგონა
ჰოი გოგონა გოგონაო, ჰოი გოგონა გოგონაო
ბანი გვთხარით ბიჭებო, ვარალალი ვთქვათ ხმიანი, ცანგალა და გოგონა
ჩვენი ტატე რა ბიჭია, ჩვენი ტატე რა ბიჭია
მართლაც ვაჟკაცის წონაო, მართლაც ვაჟკაცის წონაო,
ვარალალი ვარალალო მისი ერთი ხელეული, ძნა არის არა კონა.
ქალაქში შეჰყვარებია, ქალაქში შეჰყვარებია
ერთი კოხტა გოგონაო, ერთი კოხტა გოგონაო
ტატე იმაი გაიძახის ეტყობა კარგი იქნება, გოგოა ოქროს წონა.
ახლა დავძახოთ ბიჭებო, ცანგალა გოგონა.
ცანგალა და გოგონა, ცანგალა გოგონა
ჩვენი ტატე ჩამოუვლის თვითონ იცის როგორაა, ღვთისმშობლობას ნიშნობა აქვს
მაყრად მოყავს სოფრონა
ტატე ბიჭი ინიშნება, ცანგალა გოგონა.
მაყრად მოყავს სოფრონა, ვაჰ რა ბიჭი სოფრონა.
მომღერალი მეფანდურე, მაღალია ჭოღონა, მაყრებად ამოვირჩიოთ
ნინია და კეკელა.
ქორწილისთვის მოვემზადოთ, ცანგალა გოგონა (დაუარე ტატეეეე...)
ვივარჯიშოთ ცეკვაშია. ცანგალა გოგონა.
სიმღერებიც გავიხსენოთ ჩაკრულო და მაყრულა, ცეკვა-თამაში გავმართოთ
ცანგალა და გოგონა,
ცანგალა და გოგონა, ცანგალა გოგონა
ცანგალა და გოგონა, ცანგალა გოგონა
გოგოებო ნუ ღონდებით ძაღლებივით ნუ ღრინავთ, ეგეთ ბიჭებს ამოგირჩევთ აქეთ ჯობდეს ათ წილად.
გაუსვი და გამოუსვი, ცანგალაგოგონა. როგორც ჭიანურია, ცანგალა გოგონა.
გოგოებო ითამაშეთ ცანგალა და გოგონა, თორემ ვეღარ გათხოვდებით შინ დარჩებით კენტადა.
აბა ბიჭო გადავძახოთ, ცანგალა გოგონა. ცანგალა და გოგონა, ცანგალა და გოგონა
ეს ბიჭი კარგად თამაშობს ფეხის ცერებზე დგება, ამან რომ რამე იტკინოს ნეტავ ვის დაბრალდება
ცანგალა და გოგონა, ცანგალა გოგონა
ცანგალა და გოგონა, ცანგალა გოგონა
გოგნი გოგნი გოგნი გოგო, გოგნი გოგნი გოგონაა, გოგნი გოგნი გოგნი გოგო, გოგნი გოგნი გოგონაა, (2-ჯერ)
ცანგალა და გოგონა, ცანგალა გოგონა
ცანგალა და გოგონა, ცანგალა გოგონა
გოგნი გოგნი გოგნი გოგო, გოგნი გოგნი გოგონაა, გოგნი გოგნი გოგნი გოგო (ჩერდება და შენელებით) გოგნი გოგნი გოგონა.
სამწუხაროდ აუდიო ჩანაწერი არ მაქვს smile.gif



აი ამ სიმღერის მუსიკაც http://www.youtube.com/watch?v=aIQ8XlpUqzU&feature=related
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
z u r a
პოსტი May 16 2012, 09:46 PM
პოსტი #397


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 26-July 11
წევრი № 11,372



მოგესალმებიტ ყველას. გმერთი გფარავდეთ და გეცეოდეთ.
თხოვნა მაქვს ყველასტან. თუ სჰეიდზლება ვაგიორქოს ტექსტი ვისაც აქვს ზუსტი ვარიანტი დადოს რა. ძალიან მომცონს და თუ ვინმე შეძლებს დახმარებას ღმერთი გაახარებს.წინასწარ დიდი მადლობა. გაიხარეტ და გამრავლდით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 16 2012, 10:38 PM
პოსტი #398


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



z u r a

ვაგიორქო მაა
ვამორწონქო მაა
იშენტ ქუგორლუაპუდა
სკანი ჭირიმა_2ჯერ
უსკანეთი მა
ვამორწონქო მა
გოლვაფირო მახარია
სკანი ჭირიმა_2ჯერ
უსკანეთი მაა
ვადმარინე მაა
გოლვაფირო მახარია სკანი ჭირიმა-2ჯერ
უსკანეთი მა
ვამორწონქო მა
მაფუსრული ჯოჯოხეთი
სკანი ჭირიმა-2ჯერ
---------------------------

1.ვრიანტი
ვაგიორქო მა,
ვადმარინე მა
იშენ ქუგოლუაფუნდო
სკანი ჭირიმა.

უსკანეთი მა,
თექიანა მა,
მაფუსრული ჯოჯოხეთი
სკანი ჭირიმა.(-2-ჯერ)

2. ვარიანტი
ვა გიორქო მა,
ვა მორცონქო მა,
ნამუშენი ვაგიორქო
სკანი ჭირიმა.

უსკანეთუ მა,
ვადმარინემა,
მუ ჯგირირექ მახარია,
სკანი ჭირიმა.

უსკანეთუ მა,
ვადმარინემა,
გოლვაფირო გურიში ვარდი,
სკანი ჭირიმა.
-------------------------

კიდევ ერთი ვარიანტი :

ვაგიორქო მა, ვა მორწონქო მა.
იშენ ქუგოლუაფუდო, სკანი ჭირიმა.

მის.:
უსკანეთი მა, ვადმარინექ მა.
გოლ'ვაფირო მახარია, სკანი ჭირიმა.

უსკანეთი მა, თექიანა მა,
მაფუსრული ჯოჯოხეთი, სკანი ჭირიმა.

მის.: ვაგიორქო მა, ვამორწონქო მა,
გოლ'ვაფირო გულიშ ვარდი, სკანი ჭირიმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T e R a
პოსტი Jul 21 2012, 12:35 PM
პოსტი #399


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 21-July 12
წევრი № 12,523



არხოტო, სამშობლო,
ჯიხვ–არწივების ბინაო,
შენს მტერსა შამაკლა,
შენს მკერდზედ დამაძინაო.

ბეთლემის კარზე ჰკიდია,
ოჟა ჯურღაის ფარიო,
მამულის ომის წადილით
ხანდისხან შესძრავს ქარიო.

მტერს შეუძახებს ქართველი,
მზერა აქვს არწივისანი.
ცას აიჭრება ხმა როგორც
ჯიხვზედ ნასროლი ისარი.

კარგი ყმის ცოლობა,
რად გიხარია ქალაუ.
მოკვდება ლაშქარში,
დარჩები ცარიალაო.

და თუ მოკვდება ვაჟკაცი,
არხოტის გულისთვინაო,
დედავ აცხოვნე ვაჟკაცი,
ვინც თავი იქ შესწირაო.

არხოტო, სამშობლო
არ გაიცვლება სხვაზედა.
ორივ ტკბილია ძმობილო
მირჩევნის ორთავ თვალზედა.

არხოტო, სამშობლო,
ჯიხვ–არწივების ბინაო,
შენს მტერსა შამაკლა,
შენს მკერდზედ დამაძინაო.




ეს ახოტოს სრული ვერსიაა. cool.gif
აუ ქალავ სიცოცხლეს სრული ვერსია თუ იცით ვინმემ დაწერეთ რა გეხვეწებით. smile.gif smile.gif smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T e R a
პოსტი Jul 21 2012, 03:28 PM
პოსტი #400


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 21-July 12
წევრი № 12,523



აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მოცურავს მთა–მთა,
დარდი მასწავლე ფშავლის ასულო,
ე მაგ თაფლისფერ თვალთა.

ციხე–გორობას მე სტუმრად მოვალ,
არ გეოცები ნეტა,
შენთან ალერსი მწადიან ქალო,
ყოფნა მწადიან შენთან.

და მერე თუნდაც ფშავლის ასულო,
შენ ძმათ შამაჭრან ხმალზედ,
ნეტავ ვიცოდე როგორ მიტირებ,
გლოვის სევდიან ხმაზედ.

მაღალ ბილიკებს, მთებს და ჭიუხებს,
რაისთვის სთელავ ნეტა.
მოდი ვიქნები შენი წაწალი,
მთები დავლახოთ ერთად.

აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მოცურავს მთა–მთა,
დარდი მასწავლე ფშავლის ასულო,
ე მაგ თაფლისფერ თვალთა.



ესეც აყვავებულა არაგვზე დეკა, კიდევ ბევრი ტექსტები მაქვს და საშუალების მიხედვით დავდებ ხოლმე rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

21 გვერდი V « < 18 19 20 21 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 02:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი