IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> მოზაიკა
georgios
პოსტი Aug 14 2011, 12:34 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



მოზაიკა, რომელსაც ღრმა ფესვები გააჩნია, გავრცელდა ქრისტიანულ ხელოვნებაში და დღემდე დაცულია ნამუშევრები, რომლებიც გამორჩეულია და აღგვაფრთოვანებს.


მოზაიკის ხელოვნების საყურადღებო ნიმუშები არის, მაგალითად სიცილიაზე.
ეს არის სიცილიის ქალაქ ჩეფალუს საკათედრო ტაძარი.
IPB-ს სურათი


ამ ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავობა არის მოზაიკა. ის შესრულებულია როჟერ მეორის მიერ 1145 წელს მოწვეული ბიზანტიელი ოსტატების მიერ. არა მარტო ამ ტაძარში, ზოგადად იტალიის ხელოვნებაში ვხედავთ ბიზანტიელი ოსტატების გავლენას და ეს განსაკუთრებით ჩანს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, მათ შორის სიცილიაზე.

ჩეფალუს ტაძარში
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


ეს არის პალერმოში არსებული ტაძარი, მარტორანა.
IPB-ს სურათი

ეს კი ამ ტაძრის მოზაიკა

ხარება
IPB-ს სურათი

მთავარანგელოზი მიქაელი
IPB-ს სურათი

მთავარანგელოზი გაბრიელი
IPB-ს სურათი

მირქმა
IPB-ს სურათი

ღვთისმშობლის მიძინება
IPB-ს სურათი

შობა
IPB-ს სურათი




--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 14 2011, 12:54 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



უშესანიშნავესია girl_angel.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Aug 14 2011, 01:05 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



მარტორანას მოზაიკის სხვა ფრაგმენტები

მოწამეები ორესტე, ავქსენტი და იოანე
IPB-ს სურათი

მოციქულები პეტრე და ანდრია
IPB-ს სურათი

მოციქულები სიმონი და ბართლომე
IPB-ს სურათი

მოციქულები თომა და ფილიპე
IPB-ს სურათი

წმინდა იოაკიმე
IPB-ს სურათი

წმინდა ანა
IPB-ს სურათი

წმინდანები თეოდორე, მერკური და პროკოფი
IPB-ს სურათი

ღვთისმშობელი და გიორგი ანტიოქიელი
IPB-ს სურათი

ქრისტე გვირგივნით ამკობს როჟერ მეორეს
IPB-ს სურათი


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Aug 14 2011, 05:28 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



IPB-ს სურათი

გელათის მონასტერი : ღვთისმშლობლის ფრესკა შესრულებულია მოზაიკით

IPB-ს სურათი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Aug 14 2011, 05:31 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



lasha_k

კარგია ლაშა. smile.gif

საქართველოში არსებული მოზაიკის ფოტოსურათები ინტერნეტში ნაკლებადაა. ეს კი ბიჭვინთის მოზაიკის ფრაგმენტი.

IPB-ს სურათი

დათარიღებულია მეხუთე საუკუნით. მიაგნეს მეოთხე საუკუნის ბაზილიკაში, ბიჭვინთის კონცხზე.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 8 2011, 12:30 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიოს ტაძრის მოზაიკა

ქრისტე პანტოკრატორი
IPB-ს სურათი

ღვთისმშობელი ყრმა იესოსთან ერთად
IPB-ს სურათი

იოანე ოქროპირი
IPB-ს სურათი

მთავარანგელოზი გაბრიელი
IPB-ს სურათი

იმპერატორი ალექსანდრე
IPB-ს სურათი

იმპერატორი ლეონ მეექვსე მუხლს იყრის ქრისტეს წინაშე
IPB-ს სურათი

კონსტანტინოპოლის დამაარსებელი კონსტანტინე დიდი და ტაძრის ამგები იმპერატორი იუსტინიანე
IPB-ს სურათი


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 15 2011, 12:04 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



იტალიის ქალაქი რავენა ფლობს დიდ კულტურულ მემკვიდრეობას. მოზაიკის ხელოვნება აქ მაღალ დონეზე იყო, რასაც მომწმობს ტაძრების შიდა მოწყობა.

მაგალითისთვის ავიღოთ თუნდაც წმინდა აპოლინარი ახალის ტაძარი, რომელიც თეოდორიხმა ააშენებინა მეხუთე-მეექვსე საუკუნეებში. მასში არსებული მოზაიკა თარიღდება მშენებლობის დასრულების წლებით.

ტაძარი
IPB-ს სურათი

ხელისუფლის გამოსახულება. წარწერის მიხედვით ეტყობა, რომ ეს იუსტინიანეს გამოსახულება უნდა იყოს, მაგრამ ზოგი ვარაუდობს, რომ თეოდორიხია
IPB-ს სურათი

პილატეს სამსჯავრო. პილატე ხელს იბანს
IPB-ს სურათი

ლაზარეს აღდგინება
IPB-ს სურათი

წმინდანნი და წინასწარმეტყველნი
IPB-ს სურათი

საშინელი სამსჯავრო. ქრისტე მარჯვნივ დააყენებს ცხვრებს, ხოლო მარცხნივ თხებს.
IPB-ს სურათი

გარღვეულის განკურნება
IPB-ს სურათი

ქრისტე პანტოკრატორი. შესანიშნავი მოზაიკა
IPB-ს სურათი

ღვთისმშობელი
IPB-ს სურათი

თეოდორიხის პალატები
IPB-ს სურათი







პურის გამრავლება
IPB-ს სურათი

სასწაულებრივი თევზჭერა
IPB-ს სურათი

საიდუმლო სერობა. თევზი, როგორც ევქარისტული სიმბოლო. თუ დავაკვირდებით, იქ ზის თერთმეტი მოციქული, იუდა არ უნდა იყოს იქ, როდესაც ევქარისტია აღესრულება.
IPB-ს სურათი

მენელსაცხებლე დედები ცარიელ აკლდამასთან.
IPB-ს სურათი

ქრისტე იუწყება პეტრეს უარყოფაზე.
IPB-ს სურათი

გზა გოლგოთასკენ
IPB-ს სურათი


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 15 2011, 12:19 AM
პოსტი #8


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



გეორგიოს!მოზაიკოსი ხარ? biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 15 2011, 09:25 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



A.V.M
ციტატა
გეორგიოს!მოზაიკოსი ხარ?

არა. smile.gif

ხელოვნება ჩემი სისუსტეა და მათ შორის მოზაიკაც. smile.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 15 2011, 09:50 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



რავენაში თეოდორიხის დახმარებით აგებულია ასევე არიოზელთა ბაპტისტერიაც.

IPB-ს სურათი

აქ საყურადღებოა მოზაიკა, რომელიც ასახავს ნათლისღებას. საყურადღებოა, რომ აქ ქრისტე გამოსახულია სრულად შიშველი, რაც სავარაუდოდ მიანიშნებს არიოზელთა სწავლებაზე ქრისტეს ქმნადობის შესახებ. პერსონიფიცირებულია მდინარე იორდანე მოხუც კაცში. არიოზელთა სწავლება იმის შესახებ, რომ ნათლისღებისას შევიდა იესოში ღვთაებრივი საწყისი, ასახულია დეტალში, რომელშიც წყალი გადმოდის არა იოანეს ხელიდან, არამედ მტრედისგან.

IPB-ს სურათი

მოციქულთა პროცესია

IPB-ს სურათი

გამზადებული ტახტი
IPB-ს სურათი


რავენაში არის მეორე, მართლმადიდებლური ბაპტისტერია, ყველაზე ძველი შენარჩუნებული შენობა ქალაქში.
IPB-ს სურათი

ბაპტისტერიაში არის მოზაიკა, რომელიც ასევე ასახავს ნათლისღების სცენას. ცენტრში გამოსახულნი არიან იოანე და ქრისტე, ასევე მდინარე იორდანეს პერსონიფიკაცია - კაცი პირსახოცით. ცენტრის გარშემო გამოსახულნი არიან მოციქულები გვირგვინებით, რომლებიც იუწყებიან ზეციურ იერუსალიმზე.

IPB-ს სურათი

რავენას მთავარეპისკოპოსის კაპელაში გამოსახულია საკმაოდ იშვიათი სახეობა ქრისტეს გამოსახულების - მეომარი ქრისტე.
IPB-ს სურათი


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 18 2011, 11:55 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



რავენაში ყველაზე ადრეული მოზაიკა შემონახულია გალა პლაციდიას მავზოლეუმში, რომელიც დათარიღებულია მეხუთე საუკუნის მეორე მეოთხედით. აქ რომაული მხატვრული მემკვიდრეობა შეერწყა ქრისტიანობის მისწრაფებას ავსოლუტურობისკენ და ტრანსცენდენტურობისკენ, რამაც შექმნა შესანიშნავი ნიმუშები.


ეს ფრაგმენტი ასახავს ღამის ცას, მასზე გამოსახული ჯვარი ასახავს სიცოცხლის გამარჯვებას სიკვდილზე, მასში ნაგულისხმევი ქრისტე არის სიმართლის მზე, რომელსაც ბნელი ვერ ეწევა. ჯვრის დიდი ძელი მიმართულია აღმოსავლეთისკენ.
IPB-ს სურათი

აქ კი სიმბოლურად, ყვავილებითა და ვარსკვლავებით ასახულია სამოთხის ბაღი.
IPB-ს სურათი

მოციქულები
IPB-ს სურათი

ეს კი ცნობილი მოზაიკური ფრაგმენტი. ორი მტრედი შადრევნიდან სიცოცხლის წყალს სვამს. მტრედი, რომელიც ადრეული პერიოდიდან, კატაკომბებიდან გვხვდება სიმბოლურად სულის ნიშნად, მიგვითითებს, რომ სულები უკვდავების წყალს იღებენ.
IPB-ს სურათი

მწყემსი კეთილი.
განსხვავებით რომის კატაკომბებისგან, სადაც ქრისტე უბრალო სოფლის მწყემსივით არის გამოსახული, აქ იესო დიდებულია, ოქროსფერ კვართში და მოსასხამით. ხელში ჯვარი უჭირავს და მისი პოზა მისსავე ცენტრალურობას უსვამს ხაზს, ის ხედავს ყველა თავის ცხვარს, და ყველა ცხვარი მას ხედავს.
IPB-ს სურათი

წმინდა ლავრენტი, კოცონზე მიმავალი.
IPB-ს სურათი

ეს ძალზე ლამაზი ფრაგმენტი უკავშირდება ფსალმუნის ცნობილ ლექსს, სადაც საუბარია ირმების დაუოკებელ წყურვილზე, სიმბოლურად ეს უკავშირდება მორწმუნის დაუოკებელ მისწრაფებას სიცოცხლის წყაროსკენ - ქრისტესკენ.
IPB-ს სურათი


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 26 2011, 03:28 PM
პოსტი #12


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ვაჰ.. გამიხარდა ეს თემა ^^

მოზაიკა საინტერესო დარგია სახვითი ხელოვნების... გათვლილია შორიდან აღქმაზე..

იქნებ ცოტა რამ ტექნიკის ისტორიიდან დადოთ. მეც არ ვიცი და გავიგებდი ^^


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 26 2011, 03:42 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



ქევანა
ციტატა
იქნებ ცოტა რამ ტექნიკის ისტორიიდან დადოთ. მეც არ ვიცი და გავიგებდი ^^


მოკლედ აქ შეგიძლია გაეცნო

http://www.art-glazkov.ru/article/other/mozaika03.htm
http://www.mosaic.su/


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 4 2012, 12:05 AM
პოსტი #14


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ამ თემის ავტორი სადაა არ იცით ვინმემ?

(ნომერი მაინც მითხარით...)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Feb 11 2013, 03:17 PM
პოსტი #15


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



მაღალი დონის მოზაიკებია ჩემი აზრით...
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
სმალტა-ფერადი გამჭვირვალე მინა, რომელსაც იყენებენ მოზაიკაში


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2013, 03:32 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



IPB-ს სურათი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Feb 11 2013, 03:38 PM
პოსტი #17


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
ეს წინა სამი არის აია სოფიას მოზაიკები


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2013, 03:39 PM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



აია სოფია მეჩეთად უნდა გადაკეთდესო... sad.gif


ქეთ, კარგი თემა გაგვიხსენი a025.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Feb 11 2013, 04:27 PM
პოსტი #19


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ციტატა(marine @ Feb 11 2013, 03:39 PM) *

აია სოფია მეჩეთად უნდა გადაკეთდესო... sad.gif

მეჩეთის კოშკები ხო უკვე დიდი ხანია აქვს და არ გადაკეთებულა ჯერ?



ეს კი გელათის მოზაიკებია, ქართული კედლის მხატვრობის ძეგლი (1125-1130), ამკობს გელათის ტაძრის საკურთხევლის აფსიდის კონქს. ძირითადად კარგად არის შენახული, დაზიანებულია მხოლოდ კომპოზიციის ქვედა ნაწილი. ჩამოცვენილი კენჭების ადგილი მოხატულია XVI საუკუნეში. მოზაიკისა და ტაძრის ფრესკების ამგვარი შერწყმა საქართველოში სხვაგან არსად არ გვხვდება. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია ფეხზე მდგომი ღვთისმშობელი ჩვილით ხელში, აქეთ-იქით მთავარანგელოზები - გაბრიელი და მიქელი უდგანან, საკოსი და ლორონი აცვიათ, ცალ ხელში სფერო უჭირავთ, მეორეში - ლაბარუმი. ფიგურები გამოსახულია ოქროსფერ ფონზე. ღვთისმშობელს ჯვრებით დამშვენებული მუქი ლურჯი მაფორიუმი აცვია. სამოსის ნაოჭები მოშავო-ლურჯი ფერისაა და მუქი ტონები რბილად გადადის განათებული ნაწილებისაკენ. სახის კონტური მწვანე კენჭებით არის შემოწყობილი. წარბებისა და ცხვირის ჩრდილები ნუშის ფერია, წარბები და თვალის ჭრილი - შავი, მწვანე და რუხი კენჭებითაა შემოწერილი. ჩვილს ოქროს ქიტონი აცვია, ნაოჭები შესრულებულია აგურისფერი კენჭებით, ჰიმატიონიც ოქროსფერია. მისი სახე ღვთისმშობლის სახეზე უფრო მუქია, რაც კონტრასტს ქმნის ბრწყინვალე სამოსთან და მკავრ იერს ანიჭებს ჩვილს. მიქელ მთავარანგელოზს აცვია მწახე მწვანე ფერის საკოსი და ფერადი ქვებით მორთული, მდიდრულად მოქარგული ლორონი. გაბრიელ მთავარანგელოზის ტანსაცმელი შედარებით ერთფეროვანია. მჭიდროდ მოწყობილი ფერადი სმალტისა და ადგილობრივი კირქვის სხვადასხვა ზომის ოთხკუთხი კენჭებით. კომპოზიციის ყველა დეტალი, პლასტიკურიც და ფერადოვანიც გულმოდგინედ არის მოფიქრებული.

გელათის მოზაიკა დავით აღმაშენებლის ეპოქის მონუმტური ხელოვნების მაღალმხატვრული, დახვეწილი გემოვნებითა და ვირტუოზული ტექნიკით შესრულებული ნაწარმოებია.
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Feb 11 2013, 05:41 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



აია სოფია როგორც მუზეუმი ისეა... დასათვალიერებლად.. არც მეჩეთი, არც ტაძარი.

ერთ ხატმწერს, რომელსაც ტაძარი უნდა მოეხატა, წინამძღვარმა სთხოვა იქნებ ღვთისმშობელი კონქის მოხატულობაზე ლურჯ ფერებში დახატოვო, როგორც კანკელის ხატებიაო.. მან უარი უთხრა და რომელიღაც მსოფლიო კრების კანონი გადმოუდო, რომ არ შეიძლება ღვთისმშობლის გამოსახვა ლურჯ ფერებშიო, არამედ შიგნით ლურჯი და გარეთ წითელიო... ასეც დახატა... და მე მიჩნდება კითხვა ახლა... შეხედეთ აია სოფიას მოზაიკებს, შევხედოთ თუნდაც გელათის კონქის მოზაიკას, განა სულ ლურჯ ფერებში არ არის? რა, მათ არ იცოდნენ? (თუ არის ასეთი კანონი ეგეც საკითხავია.. არც მგონია რომ იყოს)... თუ უფრო მეტად მორწმუნენი და ერთგულნი არ იყვნენ თავიანთი სარწმუნოებისა?

არ შეიძლება ხატმწერმა ასე შეიბოჭო თავი და მოექცე ჩარჩოებში, ხატწერა არავის ბოჭავს, კანონიკა არ არის ჩარჩოები, მასში რომ იკეტებოდეს ხატმწერი. მაგრამ დღესდღეობით ეს შებოჭილობა ნამდვილად არის. და ამის გამო გარეშე ადამიანებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ, აი, ხატწერა თურმე ბოჭავს ადამიანს, ხელოვანს და არ აძლევს შემოქმედებისათვის გასაქანს... მოდი დავათვალიეროთ ძველი ფრესკები, მაკედონიაში, კვიპროსზე, საბერძნეთში და რაღა თქმა უნდა საქართველოში... დღეს რომ მსგავსი განვითარებით დაიწყოს ვინმემ მუშაობა (რა თქმა უნდა, ბაზისი აუცილებელია, აქამდე რომ მიხვიდე)ალბათ თითებს გაიშვერენ და იტყვიან - აი.. აი, ეს ხიბლშია... ხიბლშია... კანონიკას არ იცავს. არაკანონიკურია! და ა.შ. ეს ყველაფერი მასწავლებლებზეა დამოკიდებული. გარდა იმისა, რომ ხატწმერს ხატვას ასწავლი, ხატის დაწერას პრაქტიკულად.. ასევე უნდა ასწავლო აზროვნება ამ საკითხში.. რომ არც მასწავლებლის ხელი დაეტყოს საბოლოოდ მომავალ ხატმწერს (პირველ ეტაპებზე ეს ასეც უნდა იყოს), არამედ თავისს მიაგნოს, რაღაც შეიტანოს და ამავდროულად არ დაკარგოს ის, რაც ყველაში უნდა იყოს.

მგონი სათქმელი გადმოვეცი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი