თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ განტევების ვაცი!

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 10:10 AM

ძველად, წარმართებს ქონდათ ერთი რიტუალი: წელიწადში ერთხელ დაიჭერდნენ თხას, ყველა თავის უბედურებას, სისუსტეს, შეცდომას და ასე შემდეგ "ნეგატივებს" "აბრალებდნენ" მას და შემდეგ ყელს ჭრიდნენ... აქედან მოდის ცნობილი გამოთქმა "განტევების ვაცის" შესახებ (არა მარტო აქედან, მაგრამ ესაა ყველაზე ძველი საწყისი ამ გამოთქმისა).

როგორც ვიცით ძალიან ხშირად ეშმაკს გამოხატავენ თხის სახით და ეს არქეტიპი "ობრაზი" ჩამჯდარია ჩვენს ქვეცნობიერ-ცნობიერში)...
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ჩნდება კითხვა: ხომ არ ვიმეორებთ იგივე "რიტუალს" უფრო ფართომასშტაბულად და აბსტრაქტულ (და არა მარტო აბსტრაქტულ) დონეზე? ხომ არ შევქმენით ეშმაკი განტევების ვაცად და მას ხომ არ ვაბრალებთ ჩვენს უმეცრებას, შეცდომებს და უბედურებებს? ჯერ კიდევ წარმართები ხვდებოდნენ რომ ყველა "უბედურების" მიზეზი თავად არიან და ასეთი რიტუალები რიტუალის და ცრურწმენის ხასიათს უფრო ატარებდნენ ვიდრე რეალური რწმენისა... რატომ ვცდილობთ ჩვენი "შეცდომების" ეშმაკზე გადაბრალებას? (რომელიც მუდამ ცდილობს რომ "გვაცდუნოს") და რატომ ვეძებთ ამ ეშმაკს ჩვენშიც და გარეთაც? (აქვე დავაკონკრეტებ რომ არ ვგულისხმობ რეალურ დემონებს და სულებს რომლებიც ისეთივე რეალობაა როგორიც ჩვენ ვართ... ვგულისხმობ ეშმაკის, სატანის, ლუციფერის (რაც გინდათ დაარქვით) "ობრაზს" რომელიც აბსტრაქტულია და ყველა ეს პატარა "დემონუკა" მას "მორჩილებს")

მაინტერესებს თქვენი აზრები და არა ციტატები...

ჯერ ღრმად განსაჯეთ და ეგრევე ნუ "ებრდღვნებით" პასუხის დასაწერად...

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 5 2009, 10:41 AM

Atman
ამ ფოტოს გარეშეც ხომ შეიძლება.. sad.gif

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 5 2009, 10:48 AM

უა

მაგარია...

გისმენთ ყურადღებით
აბა რას მეტყვით ახააალს?? biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 5 2009, 11:14 AM

Atman

ციტატა
რატომ ვცდილობთ ჩვენი "შეცდომების" ეშმაკზე გადაბრალებას?



ნუ, თუ ცდილობ ცოდვები ეშმაკს გადაბრალო, მაშინ, მადლი ანგელოზებს გადააბრალე.


ადამიანს ტავისუფალი ნება აქვს, ან ბოოტს ირცევს, ან კეთილს. იძულებას ადგილი არა აქვს, ამიტომ, არც გადაბრალებას აქვს აზრი.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 5 2009, 11:16 AM

Atman
დავწერდი რაღაცას, მაგრამ... biggrin.gif ოხ მაგრამ.. biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 11:31 AM

ციტატა
ნუ, თუ ცდილობ ცოდვები ეშმაკს გადაბრალო, მაშინ, მადლი ანგელოზებს გადააბრალე.


ციტატა
არც გადაბრალებას აქვს აზრი.


ციტატა
დავწერდი რაღაცას, მაგრამ...


ციტატა
ჯერ ღრმად განსაჯეთ და ეგრევე ნუ "ებრდღვნებით" პასუხის დასაწერად...



ციტატა
გისმენთ ყურადღებით


პოსტის ავტორი: athos თარიღი: Nov 5 2009, 11:52 AM

Atman

ციტატა
ძველად, წარმართებს ქონდათ ერთი რიტუალი:


რატომ წარმართებს? ეს ძველაღთქმისეული რიტუალია (და გამოთქმაც "განტევების ვაცი" აქედანაა):

8. წილი ჰყაროს აარონმა ამ ორ ვაცზე: ერთი წილი უფლისათვის, მეორე წილი - განტევებისთვის.
10. ხოლო ვაცი, რომელსაც განტევებაზე ხვდა წილი, ცოცხლად დაუყენოს უფალს, რათა შეუნდოს მას და გაუშვას განსატევებლად უდაბნოში.
20. მორჩება საწმიდარს, სადღესასწაულო კარვის და სამსხვერპლოს განწმედას და მიიყვანს ცოცხალ ვაცს.
21. თავზე დაასხამს ორთავე ხელს აარონი ცოცხალ ვაცს და აღიარებს მასზე ისრაელიანთა ყველა უკეთურებას, ყველა შეცოდებას და ყველა ცოდვას, ატვირთებინებს ვაცს და გაუშვებს უდაბნოში საგანგებო კაცის ხელით.
22. წაიღებს ვაცი ყველა მათ უკეთურებას დასაკარგავისაკენ; გაუშვებს თხას უდაბნოში.

ქრისტეს წინასახეა, რომელმაც ჩვენი ცოდვები იტვირთა

რაც შეეხება ყველაფრის ეშმაკისთვის გადაბრალებას, მგონი ყველა ქრისტიანმა იცის, რომ ჩვენი საქციელისთვის ჩვენ თავად ვაგებთ პასუხს smile.gif


რაც შეეხება ეშმაკის გამოსახვას, არა მგონია ამას განტევების ვაცთან ჰქონდეს კავშირი. უფრო წარმართული პანთეონიდანა, ფავნებს და სატირებს გამოხატავდნენ მასე

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 5 2009, 11:56 AM

athos
მეც ეგრე ვიცოდი ვაცზე 2kiss.gif


ისე პანიც თხაკაცაა, არავის გაგენებთ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 12:35 PM

athos

ციტატა
რატომ წარმართებს? ეს ძველაღთქმისეული რიტუალია (და გამოთქმაც "განტევების ვაცი" აქედანაა):


ყველაფერს ბიბლიას ნუ უკავშირებთ, მანამდეც ცხოვრობდა ხალხი ვიდრე მოსე მოვიდოდა და მითუმეტეს სხვა ადგილებშიც...

მე კონკრეტულად ამ ფაქტის წარმომავლობაზე და სიზუსტეზე არ მაქვს საუბარი და ამაზე კამათი უაზრობაცაა...

მთავარი კითხვაა რატომ გვყავს "ეშმაკი" "განტევების ვაცად" გამოყვანილი, რატომ ვაბრალებთ მას საკუთარ "შეცდომებს", (ხოლო ანგელოზებს კი საკუთარ "კარგ ნაბიჯებს"... რატომ არ შეგვიძლია საკუთარ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა და არ გადავაბრალოთ შექმნილ "მტერს" რომელიც მუდამ "გვდევნის", "გვაცდუნებს" და მხოლოდ ერთი "ოცნება" აქვს, "შეცდომები" დაგვაშვებინოს!

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 12:47 PM

ციტატა
ქრისტეს წინასახეა, რომელმაც ჩვენი ცოდვები იტვირთა


ქრისტეს თქვენ აკიდეთ ცოდვები და იმიტომ იტვირთა. მისი მისია თქვენი გამოღვიძება იყო პირველ რიგში... და ინფანტილიზმისგან სრულყოფამდე აყვანა.

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Nov 5 2009, 12:50 PM

Atman

ციტატა
მთავარი კითხვაა რატომ გვყავს "ეშმაკი" "განტევების ვაცად" გამოყვანილი, რატომ ვაბრალებთ მას საკუთარ "შეცდომებს",


არ ვიცი რა ვთქვა. მე საკუთარი თავის გარდა არავის ვაბრალებ შეცდომებს, ასე რომ, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს smile.gif

Atman
ციტატა
ქრისტეს თქვენ აკიდეთ ცოდვები და იმიტომ იტვირთა. მისი მისია თქვენი გამოღვიძება იყო პირველ რიგში... და ინფანტილიზმისგან სრტულყოფამდე აყვანა.


smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 12:52 PM

athos

ჰოდა ვინც ეშმაკს აბრალებს იმან დაწეროს პასუხი smile.gif

თუ არ შერცხვათ რა თქმა უნდა biggrin.gif

პ.ს. გამორიცხულია შენც არ აბრალებდე, თუნდაც იმით, რომ საკუთარ ტავში ეძებ ეშმაკს და ბნელ მხარეს a075.gif

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 5 2009, 12:52 PM

ციტატა(Atman @ Nov 5 2009, 12:47 PM) *

ქრისტეს თქვენ აკიდეთ ცოდვები და იმიტომ იტვირთა. მისი მისია თქვენი გამოღვიძება იყო პირველ რიგში... და ინფანტილიზმისგან სრტულყოფამდე აყვანა.

უიმე უიმე უიმე
რატო არ იღებ კურთხევას ხოლმე ასეთ პოსტებს რომ წერ biggrin.gif

პოსტის ავტორი: kikria თარიღი: Nov 5 2009, 01:02 PM

ალბათ იმიტომ,რომ ამით საკუთარ სისუსტეს უგულებელვყოფთ, და თავს ვიჯერებთ, რომ ეს ჩვენ კიარა, მან გამაკეთებინაო. არადა ეს ხომ მართლა ჩვენი სისუსტეებია და უნებისყოფობა?

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Nov 5 2009, 01:03 PM

აუჰ, ჩაქაფულს შეჭამდა კაცი sad.gif

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Nov 5 2009, 01:04 PM

ციტატა
პ.ს. გამორიცხულია შენც არ აბრალებდე, თუნდაც იმით, რომ საკუთარ ტავში ეძებ ეშმაკს და ბნელ მხარეს


ახლანდელი სამუშაო იმდენად მთიშავს, საკუთარ ნათელ და ბნელ მხარეებზე ფიქრისთვის დრო არ მრჩება.

მეორეს მხრივ მართალი ხარ, ბოროტებას სიკეთეს არ ვუთანასწორებ.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 01:09 PM

kikria

ციტატა
არადა ეს ხომ მართლა ჩვენი სისუსტეებია და უნებისყოფობა?


ეს კი უკვე შინაგანი "ეშმაკის" დევნაა, რომელსაც ზოგი საკუთარ "დაცემულ ბუნებას" უწოდებს, ზოგი იმ "ცოდვას" რომელიც დაბადებიდანვე თან დაგვყვება...
ზოგი კი არქმევს სახელს: "მე სუსტი ვარ და უნებისყოფო" და ამ შთაგონებაზე გადააქვს "ნეგატივი" smile.gif


პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 01:27 PM

კაიროს და აფხაზ! ციტატებით შემოსული არ დაგინახოთ აქ! ფეხზე გაიხადეთ და ისე შემოდით biggrin.gif

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Nov 5 2009, 01:53 PM

Atman

ფორუმზე რომ დაბრუნდი, შენც ეშმაკმა ხო არ გაცდუნა? unsure.gif biggrin.gif

რავა ხარ ისე? smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 01:56 PM

nino84

არ დავბრუნდი, მოვლინებით ვარ ნირვანადან, თანაც ის აღარ ვარ ვინც ვიყავი, სხვა ატმანი ვარ ახლა სხვა მისიით biggrin.gif

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Nov 5 2009, 02:47 PM

Atman
ერთხელაც იქნება, გამოგაგდებენ შენ მაგ ნირვანადან და მოგიწევს ფორუმზე ძველ სამსახურში დაბრუნება biggrin.gif
ძველი სახით და ძველი მისიით a075.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 5 2009, 02:48 PM

ციტატა(nino84 @ Nov 5 2009, 02:47 PM) *

Atman
ერთხელაც იქნება, გამოგაგდებენ შენ მაგ ნირვანადან და მოგიწევს ფორუმზე ძველ სამსახურში დაბრუნება biggrin.gif

laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 03:03 PM

nino84
b-a-r-b-a-r-e

ნუ აოფლიანებთ! სანამ განწყობაზე ვარ თემაზე ისაუბრეთ a075.gif

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Nov 5 2009, 03:08 PM

მე პირადად რამეს თუ ვაშავებ, საკუთარ თავზე მეშლება ნერვები, ეშმაკი სულ არ მახსენდება მაგ დროს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 03:10 PM

nino84

არ ლოცულობ ხოლმე?

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Nov 5 2009, 03:22 PM

Atman

ჩემი სიტყვებით უფრო ხშირად... smile.gif ანუ როცა უბრალოდ ღმერთს მიმართავ და შენი სიტყვებით ელაპარაკები smile.gif

თუ შენ ლოცვების რეგულარულ კითხვას გულისხმობ, ამ ბოლოს ეგრე აღარ სამწუხაროდ smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 03:24 PM

nino84

ციტატა
ჩემი სიტყვებით უფრო ხშირად... ანუ როცა უბრალოდ ღმერთს მიმართავ და შენი სიტყვებით ელაპარაკები


უმნიცა kiss1.gif thumbs.gif

ციტატა
ამ ბოლოს ეგრე აღარ სამწუხაროდ


რატომ სამწუხაროდ!!! g.gif

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Nov 5 2009, 03:38 PM

Atman

ციტატა
რატომ სამწუხაროდ!!! g.gif

ახლა როცა დილა-საღამოს ლოცვები დიდი ხანია არ წამიკითხავს, რომ დავაპირო წაკითხვა, გაძლებაზე ვიქნები.... ისევე როგორც წირვაზე გაჩერება ჩემთვის ახლა უფრო რთულია, ვიდრე მაშინ როცა რეგულარულად დავდიოდი smile.gif

თან ახლა ლოცვას როცა ვკითხულობ, უგულოდ ვკითხულობ, რაღაც მხოლოდ წესის დონეზე... ამიტომ ჩემი სიტყვებით მირჩევნია თქმა, გონება არ მეფანტება მაგ დროს smile.gif

სამწუხარო კი ისაა, რომ დიდი ხნის წაუკითხაობის შემდეგ ლოცვების წაკითხვა მიჭირს...
არ არის კარგი, როცა მარტო მაშინ ლოცულობ, როცა რთულ სიტუაციაში ხარ და ღმერთის დახმარება გჭირდება smile.gif ან პირიქით, როცა რაღაც ძალიან გიხარია და მაგ დროს გაგახსენდა ღმერთი smile.gif

ანუ ყოველი დღე რომ ღვთის საჩუქარია... მაგისთვის ღმერთისთვის მადლობა არასდროს მითქვამს

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 03:45 PM

მე კი ვერ ვხვდები რატომ უნდა ვთხოვოთ ღმერთს ის რაც ისედაც გვაქვს, უბრალოდ საჭიროა თვალი გავახილოთ და დავინახოთ.

და ვიღაც ეშმაკი არ შევთხზათ, რომელიც "დამნაშავეა" ყველა ჩვენს "უბედურებაში" umnik3.gif

ფანაწიკებო რატომ დუმხართ? დავიჯერო არავის არ სჯერა ეშმაკის არსებობის? ამ პოსტებს რომ შეხედო ასე გეგონება ეშმაკის არ გჯერათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Nov 5 2009, 03:51 PM

Atman

ციტატა
მე კი ვერ ვხვდები რატომ უნდა ვთხოვოთ ღმერთს ის რაც ისედაც გვაქვს, უბრალოდ საჭიროა თვალი გავახილოთ და დავინახოთ.

მერე რაც გაქვს მაგის გამო მადლობა არ უნდა თქვა?! rolleyes.gif
ციტატა
დავიჯერო არავის არ სჯერა ეშმაკის არსებობის? ამ პოსტებს რომ შეხედო ასე გეგონება ეშმაკის არ გჯერათ

ეშმაკის არსებობის არ მჯერა-თქო მე არ მითქვამს, თუ კითხვა მაგაზეა, მე მჯერა მისი არსებობის... smile.gif
მაგრამ როცა რამეს ვაშავებ ეშმაკის როლი ამაში სულ არ მაინტერესებს, უბრალოდ მაგ დროს ეშმაკი საერთოდ არ მახსენდება rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 03:53 PM

ციტატა
მერე რაც გაქვს მაგის გამო მადლობა არ უნდა თქვა?!


მადლობა რა თქმა უნდა, მაგრამ ღმერთს როგორც წესი გაჭირვების ჟამს მიმართავენ ძირითადად.

ციტატა
ეშმაკის არსებობის არ მჯჰერა-თქო მე არ მითქვამს, თუ კითხვა მაგაზეა, მე მჯერა მისი არსებობის... მაგრამ როცა რამეს ვაშავებ ეშმაკის როლი ამ ჩემს დაშავებაში სულ არ მაინტერესებს-თქო, უბრალოდ მაგ დროს ეშმაკი საერთოდ არ მახსენდება


რაღაც ფუნქციას ხო უნდა ასრულებდეს ეშმაკი შემნს გონებაში? რისთვის არსებობს? დეკორაციაა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 5 2009, 04:06 PM

ციტატა(Atman @ Nov 5 2009, 03:45 PM) *

მე კი ვერ ვხვდები რატომ უნდა ვთხოვოთ ღმერთს ის რაც ისედაც გვაქვს, უბრალოდ საჭიროა თვალი გავახილოთ და დავინახოთ.

რაც გგონია რომ ისედაც გაქვს, ეგ ღვთის მადლით გაქვს. ამას თუ მიხვდები, მადლობასაც შესწირავ მას. რა უნდა თხოვო და პირველ რიგში სულის ცხოვნება.

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Nov 5 2009, 04:07 PM

Atman

ციტატა
მადლობა რა თქმა უნდა, მაგრამ ღმერთს როგორც წესი გაჭირვების ჟამს მიმართავენ ძირითადად.

ხოდა ეგრე ვარ მეც, მაგრამ მარტო გაჭირვების ან სიხარულის დროს რომ არ მახსოვდეს და სხვა დროსაც მახსოვდესტქო, უკეთესი იქნება
ციტატა
რაღაც ფუნქციას ხო უნდა ასრულებდეს ეშმაკი შემნს გონებაში? რისთვის არსებობს? დეკორაციაა? biggrin.gif

ღმერთი და ეშმაკი ჩემთვის სიკეთე და ბოროტებაა smile.gif რომლისკენ ვიარო, მაგ არჩევანს მე ვაკეთებ smile.gif ხოდა თუ ცუდს ვაკეთებ ე.ი. მე ვარ დამნაშავე და მაგ დროს ეშმაკი იცინის თუ სიხარულისგან ცეკვავს უბრალოდ არ მაინტერესებს a075.gif
ანუ ჩემი აზრით ეშმაკი არსებობს იმდენად რამდენადაც არსებობს ბოროტება. მაგრამ ის ვერ გაიძულებს ცუდის გაკეთებას თუ გადაწყვეტილებას თავად არ მიიღებ... ის, ასე ვტქვათ, დაგეხმარება მხოლოდ ამ ამბავში, მაგრამ შენს ნაცვლად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას smile.gif მე ასე წარმომიდგენია rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 04:10 PM

nino84

ციტატა
ის, ასე ვტქვათ, დაგეხმარება მხოლოდ ამ ამბავში, მაგრამ შენს ნაცვლად ვერ მიირებს გადაწყვეტილებას მე ასე წარმომიდგენია


ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვს და შუალედორი ეშმაკზე, ან ჩამოაყალიბე, ან საერთოდ გააქრე შენი გონებიდან, თორე დრამატურგიულად ფუნქციას კარგავს შენი გონების ეშმაკი და ყალბი ხდება biggrin.gif

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Nov 5 2009, 04:16 PM

Atman
ეშმაკს გონებიდან მაშინ გავაქრობდი ბოროტება რომ არ არსებობდეს a075.gif

და ცუდ საქციელზე პასუხისმგებლობას მაშინ დავაკისრებდი თუ მე "თავისუფალი ნება" არ მექნებოდა

მე კიდე ადამიანის თავისუფალი ნებისაც მჯერა და ბოროტების არსებობისაც smile.gif ხოდა იყოს ეშმაკი რას მიშლის biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 5 2009, 04:20 PM

nino84

ციტატა
Atman
ეშმაკს გონებიდან მაშინ გავაქრობ, როცა ბოროტება გაქრება
და თუ ჩემს ნაცვლად გადაწყვეტილების ფუნქციას ეშმაკს მივცემ და შესაბამისად პასუხისმგებლობასაც მას დავაკისრებ, მაშინ საკუტარ თავს "თავისუფალი ნება" უნდა წავართვა


+

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 04:20 PM

nino84

მაშინ ასე გაგაფსიქოანალიზებ: შენი ეშმაკის ობრაზი თავად ცნება ბოროტებაა, თუმცა დიდ ყურადღებას არ აქცევ როგორც ვატყობ და მაგ მხრივ ნორმალურად გაქვს ნერვები tongue.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Nov 5 2009, 04:23 PM

ადამიანის გულისთქმა მხოლობ უფალს ესმის, :და სულთქმაი ჩემი შენგან არა დაეფარა.." ხომ წერია ფსალმუნში?? ბოროტმა იცის სისუსტე და ხვდება იმას თუ რა სიტუაციასი სეძლებს ადამიანის ცდუნებას,ხოდა თუ გამოუვიდა,სამომავლოთაც აუცილებლად გაითვალისწინებს,მე რასაც ვაშავებ,ის სხვას როგორ დავაბრალო??ეშმაკი პროვოკატორია,ის გაძლევს საცდურს და მარტო ადამიანზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა,ხომ ყველას ქონია სემთხვევა რო ხან გამოგვიჩენია ნებისყოფა და ხან ვერა...ყველაფერი რომ ბოროტს დავაბრალო აბა აღსარებაში რაღა ვთქვა???laugh.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 04:27 PM

izi-bartki

ციტატა
მე რასაც ვაშავებ,ის სხვას როგორ დავაბრალო??


ციტატა
ეშმაკი პროვოკატორია


ეს უკვე ბრალდებაა smile.gif

მე არ ვამბობ რომ ყველაფერს ეშმაკს აბრალებთ, მაგრამ თუნდაც მცირეს, რატომ აბრალებთ, თუნდაც პროვოკატორობას?

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 5 2009, 04:32 PM

ციტატა
მე არ ვამბობ რომ ყველაფერს ეშმაკს აბრალებთ, მაგრამ თუნდაც მცირეს, რატომ აბრალებთ, თუნდაც პროვოკატორობას?


იმიტომ, რომ რეალურად ასეა. კვამლი უცეცხლოდ არ არის. პროვოცირების გარშე ადამიანი ამდენ სისულელეს ვერ გააკეთებდა. ფანტაზია არ ეყოფა, ან უკიდურეს შემთხვევაში დაიღლება სისულელის კეტებით smile.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Nov 5 2009, 04:35 PM


Atman

ციტატა
ეს უკვე ბრალდებაა

ბრალდება არაა,ეგ მაგისი საქმეა,კაცთა მოდგმის დასაბამიდანsmile.gifიმიტომ არის ეგ ეშმაკი და არა ნათლის ანგელოზი,მე რასაც ვაშავებ,მომეკითხება ის რომ დავაშავე

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 04:47 PM

ციტატა
ბრალდება არაა,ეგ მაგისი საქმეა,კაცთა მოდგმის დასაბამიდან


მე პირადად შემეცოდებოდა მაგ საქმის გამო რომც არსებობდეს smile.gif

ბადრი

ციტატა
პროვოცირების გარშე ადამიანი ამდენ სისულელეს ვერ გააკეთებდა. ფანტაზია არ ეყოფა


აი ფანტაზია კი ნამდვილად ყოფნის ადამიანს biggrin.gif და პროვოცირებასაც საკუთარ თავს უკეთებს.

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Nov 5 2009, 04:49 PM

Atman
არსებობდა სიკეთეში,არსებობდა..მამა პაისიც წერდა რომ ეცოდებოდა ეშმაკები,მათთვის ლოცულობდა კიდეც მაგრამ ერთხელ,გამოეცხადა ეშმაკი და მის სიბრალულს დასცინა...

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Nov 5 2009, 04:54 PM

Atman

ციტატა
ფანაწიკებო რატომ დუმხართ? დავიჯერო არავის არ სჯერა ეშმაკის არსებობის? ამ პოსტებს რომ შეხედო ასე გეგონება ეშმაკის არ გჯერათ


ეშმაკის არსებობის დაჯერება ფანატიზმია?

მე არ მითქვამს რომ არ მჯერა
აი, ჩემი ფანატიკური აზრები ამ საკითხთან დაკავშირებით
http://church.ge/index.php?showtopic=2311&hl=

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 04:55 PM

izi-bartki

ეშმაკი არსებობს თუ მისი არსებობის გვჯერა... და არა სხვა შემთხვევაში.

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Nov 5 2009, 05:00 PM

ციტატა
მე არ ვამბობ რომ ყველაფერს ეშმაკს აბრალებთ, მაგრამ თუნდაც მცირეს, რატომ აბრალებთ, თუნდაც პროვოკატორობას?

აბა უფუნქციო ეშმაკი ეშმაკიც აღარაა. მისი "ეშმაკობა" იმაშია, რომ ბოროტების კეთებისკენ გიბიძგოს... მაგრამ ვერ იღებს შენს ნაცვლად გადაწყვეტილებას. smile.gif

ისევე როგორც ფულით ხელში რომ მიდიხარ და მათხოვარი გხვდება, ღმერთი ვერ გაიძულებს ამ კაცს დაეხმარეო... ეს გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღო smile.gif

ასე ვფიქრობ მე smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 05:01 PM

athos

ციტატა
ეშმაკის არსებობის დაჯერება ფანატიზმია?


საკუთრივ დარწმუნებულობა იმის რეალობაში რასაც ხედავ უკვე რაღაც კუთხით მცდარია და მით მითუმეტეს იმაში დარწმუნებულობა რაც არ გინახავს ფანატიზმია. მე არ ვამბობ რომ ეშმაკი არ არსებობს, მის არ არსებობაში დარწმუნებულობაც ფანატიზმი იქნებოდა. მე არ ვიცი ის არსებპბს თუ არა, იმიტომ რომ არ მინახავს, რელიგია კი ცდილობს დამარწმუნოს მის არსებობაში, შემაშინოს მისით და მასწავლოს მისგან თავდაცვის გზები, ანუ "რეალურს" მიხდის იმას, რასაც ბავშვობაში ვერც კი წარმოვიდგენდი. ბავშვობაში "ბუა"-თი გვაშინებენ, დიდობაში ეშმაკით ეგაა რა smile.gif

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Nov 5 2009, 05:10 PM

Atman

და რომ ნახო, გექნება რწმუნებულება მის არსებობაში?


პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 05:12 PM

protestanti

ციტატა
და რომ ნახო, გექნება რწმუნებულება მის არსებობაში?


ბევრ შიზოფრენიკს ელანდება რაღაცეები, მაგრამ ნამდვილად არსებობენ? smile.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Nov 5 2009, 05:12 PM

Atman

ციტატა
ეშმაკი არსებობს თუ მისი არსებობის გვჯერა... და არა სხვა შემთხვევაში.

არსებობს კიდეც და მისი არსებობისაც მჯერა,

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Nov 5 2009, 05:14 PM

ციტატა(Atman @ Nov 5 2009, 05:12 PM) *

protestanti
ბევრ შიზოფრენიკს ელანდება რაღაცეები, მაგრამ ნამდვილად არსებობენ? smile.gif

შიზოფრენიული პარანოია და ფანტომები რთული და ვრცელი თემაა.
მე გეკითხები : შენ, ნორმალურმა და ადეკვატურმა ადამიანმა რომ ნახო ეშმაკი,
სიფხიზლეში, ირწმუნებ მის არსებობას?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 05:17 PM

protestanti

ციტატა
შიზოფრენიული პარანოია და ფანტომები რთული და ვრცელი თემაა.მე გეკითხები : შენ, ნორმალურმა და ადეკვატურმა ადამიანმა რომ ნახო ეშმაკი,სიფხიზლეში, ირწმუნებ მის არსებობას?


უკიდურეს შემთხვევაში ვირწმუნებ (და თავს ამავე დროს შიზოფრენიკადაც ჩავთვლი biggrin.gif ) მაგრამ ვერ დავიჯერებ რომ რამეს დამიშავებს smile.gif (მე-ში ატმანს ვგულისხმობ და არა პიროვნებას სახელით და ხორცით a075.gif )

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Nov 5 2009, 05:19 PM

მოდი ფული ავაგროვოთ და ვიმწვადაოთ სადმე ბუნებაში rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Funkenstein თარიღი: Nov 5 2009, 05:21 PM

დემონები არიან სულიერი არსებები რომლებიც ცდილობენ რამენაირად გაცდუნონ და შენ ან ცდუნდები ან არა ეს უკვე შენს სიძლიერეზეა დამოკიდებული და შენ თუ ცდუნდი ესეიგი სუსტი ხარ და თუ არ ცდუნდი ესეიგი კაი ტიპი ხარ, ნუ მარტივად და იუმორით ეგ არის, მეტი არაფერი smile.gif ვიგაცამ რომ გითხრას ხიდიდან გადახტიო და შენ რომ გადახტე ვისი ბრალია შენი თუ იმის, მემგონი მეტწილად შენი ბრალი გამოდის smile.gif

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Nov 5 2009, 05:24 PM

ციტატა(Atman @ Nov 5 2009, 05:17 PM) *

protestanti
უკიდურეს შემთხვევაში ვირწმუნებ (და თავს ამავე დროს შიზოფრენიკადაც ჩავთვლი biggrin.gif ) მაგრამ ვერ დავიჯერებ რომ რამეს დამიშავებს smile.gif (მე-ში ატმანს ვგულისხმობ და არა პიროვნებას სახელით და ხორცით a075.gif )

ნუ, ატმანს, რა თქმა უნდა ვერაფერს დაუშავებს smile.gif

კაი.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 05:26 PM

Funkenstein

დემონები როგორც სულიერი არსებები ცალკე თემაა და მათი არსებობის მეც მჯერა, ისევე როგორც ელფების და გნომების biggrin.gif



protestanti

ციტატა
ნუ, ატმანს, რა თქმა უნდა ვერაფერს დაუშავებს კაი.


რა თქმა უნდა! a075.gif როგორ უნდა დაუშავო რამე იმას რაც არ არსებობს... და თან არსებობს, როცა რამეს დაუპირებ ქრება, როცა გიყვარს ჩნდება... biggrin.gif

syd

ციტატა
მოდი ფული ავაგროვოთ და ვიმწვადაოთ სადმე ბუნებაში


ფულს მე ავაგროვებ, მენდეთ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Nov 5 2009, 05:29 PM

ამ თემასთან დაკავშირებით ერთი პატერიკი გამახსენდა smile.gif

მორჩილი მარხვას დაარღვევს, კვერცხს მიირთმევს და აღსარებაზე მისული
ყველაფერს ეშმაკს გადააბრალებს : მამაო, ეშმაკმა მაიძულა (შთამაგონა) კვერცხის ჭამაო.
ამ დროს ''აღშფოთებული'' ეშმაკი დაიყვირებს : აზრადაც არ მომსვლია მისთვის
კვერცხის ჭამა მეიძულებინაო biggrin.gif

ტაკ ჩტო..

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Nov 5 2009, 05:29 PM

Atman

ციტატა
ფულს მე ავაგროვებ, მენდეთ



მწვადის ფულს შენ ვერ განდობ biggrin.gif

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Nov 5 2009, 05:30 PM

ციტატა(syd @ Nov 5 2009, 05:29 PM) *

Atman
მწვადის ფულს შენ ვერ განდობ biggrin.gif

ხო, რა იცი რა ეშმაკი შეუჩნდეს biggrin.gif
არ არსებობს, მაგრამ მაინც.. რა იცი რა ხდება laugh.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Nov 5 2009, 05:34 PM

protestanti

ციტატა
არ არსებობს, მაგრამ მაინც


არ უვერენი ხარ ძმაუ, რო არ არსებობს? cool.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 05:37 PM

protestanti

ციტატა
მორჩილი მარხვას დაარღვევს, კვერცხს მიირთმევს და აღსარებაზე მისულიყველაფერს ეშმაკს გადააბრალებს : მამაო, ეშმაკმა მაიძულა (შთამაგონა) კვერცხის ჭამაო.ამ დროს ''აღშფოთებული'' ეშმაკი დაიყვირებს : აზრადაც არ მომსვლია მისთვისკვერცხის ჭამა მეიძულებინაო


იცი ხანდახან შევდივარ ხოლმე "ეშმაკის ობრაზში" ვცდილობ წარმოვიდგინო რას გავაკეთებდი ეშმაკი რომ ვიყო და ვცდილობ გავეკაიფო ვინმეს... ყოველთვის იმას აკეთებენ რაც თვითონ უნდათ მაინც sad.gif

ხო კიდე ეშმაკთან დაკავშირებით, გამიგია ეშმაკი ფულით და ძალაუფლებით გაცდუნებსო, სადაა აქამდე რატო არ შემომთავაზა მე მაგის!!!!! g.gif

ციტატა
არ არსებობს, მაგრამ მაინც


გიყვართ რა უკიდურესობები, ნებისმიერი ვინც დარწმუნებულია რომ ეშმაკი არ არსებობს ისევე ცდება როგორც მის არსებობაში დარწმუნებულები a075.gif

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Nov 5 2009, 05:42 PM

ციტატა(syd @ Nov 5 2009, 05:34 PM) *

protestanti
არ უვერენი ხარ ძმაუ, რო არ არსებობს? cool.gif

ეს - მხოლოდ ატმანის აზრით rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 05:44 PM

protestanti

ნუ მაბრალებ რაღაცეებს, მე არ მითქვამს რომ უვერენნი ვარ ან ერთში ან მეორეში biggrin.gif

პოსტის ავტორი: Funkenstein თარიღი: Nov 5 2009, 05:52 PM

ვისაც ზღვა არ ააქვს ნანახი და ამტკიცებს რომ ზღვა არ არსებობსო ისევე მართალი არ არის როგორც ის ვისაც ზღვა ააქვს ნანახი და ამბობს რომ ზღვა არსებობსო, იმიტომ რომ ზღვა მართლა არსებოს და თუ ვინმეს ეზარება ზღვაზე წასვლა და ზგვის ნახვა ეს უკვე მისი პირადი პრობლემაა smile.gif

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Nov 5 2009, 05:52 PM

Atman

ციტატა
ხო კიდე ეშმაკთან დაკავშირებით, გამიგია ეშმაკი ფულით და ძალაუფლებით გაცდუნებსო, სადაა აქამდე რატო არ შემომთავაზა მე მაგის!!!!!

ჰეჰ, შენ ალბათ ჯოჯოხეთის კანდიდატი ყავხარ უკვე და ტყუილად რაღაზე დაიხარჯოს?! laugh.gif

ისე ახლა ეშმაკი თუ კითხულობს ამ თემას, ყველა ვარიანტში შენ გბალეშიკობს biggrin.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Nov 5 2009, 05:53 PM

ეეეე რა ხალხი ხართ რა, არც ჩაქაფულიო, არც მწვადიო... sad.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 05:55 PM

Funkenstein

ზღვა და ეშმაკი განსხვავდება მგონი... ზღვა კონკრეტული ცნებაა, ეშმაკი აბსტრაქტული. შენ გინახავს ეშმაკი?

nino84

ციტატა
ჰეჰ, შენ ალბათ ჯოჯოხეთის კანდიდატი ყავხარ უკვე და ტყუილად რაღაზე დაიხარჯოს?! ისე ახლა ეშმაკი თუ კითხულობს ამ თემას, ყველა ვარიანტში შენ გბალეშიკობს


მე რომ მბალეშიკობდეს მასონად გამხდიდა და უფრო მეტ შანსს მომცემდა თქვენი გონების მოწამლისთვის biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Nov 5 2009, 05:58 PM

აქ, მარტივად შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ რწმენის საკითხია.
ვიღაცას სწამს, ვიღაცას - არა.

და მგონი ვერთობით ამ თემაში და დროს და ენერგიას ამაოდ ვკარგავთ smile.gif
რა კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ, ვერ მესმის.

პ.ს. კაი ხაშლამაზეც არ ვიტყოდი ეხლა უარს smile.gif)))

პოსტის ავტორი: Funkenstein თარიღი: Nov 5 2009, 06:02 PM

ციტატა(Atman @ Nov 5 2009, 05:55 PM) *

Funkenstein

ზღვა და ეშმაკი განსხვავდება მგონი... ზღვა კონკრეტული ცნებაა, ეშმაკი აბსტრაქტული. შენ გინახავს ეშმაკი?

[

smile.gif მაგიტომ გეუბნები ქობულეთში ხომ მაინც უნდა წახვიდე რომ ზღვის არსებობა ირწმუნო აბა თბილისიდან როგორ დაინახავ a075.gif შენ არაფერს არ აკეთებ რომ ზღვა ნახო და ეგრე არ გამოვა მაი საქმე a075.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 06:11 PM

Funkenstein

ციტატა
მაგიტომ გეუბნები ქობულეთში ხომ მაინც უნდა წახვიდე რომ ზღვის არსებობა ირწმუნო აბა თბილისიდან როგორ დაინახავ შენ არაფერს არ აკეთებ რომ ზღვა ნახო და ეგრე არ გამოვა მაი საქმე


აჰა გასაგებია, ანუ ეშმაკი უნდა ვნახო რომ დავიჯერო, ხომ ვერ მირჩევდი როგორ ვნახო? ქობულეთამდე მატარებელი მაინც დადის და ეშმაკთან როგორ მივიდე? smile.gif

და მეორე კითხვა, ზღვა ვიცი რომ კარგია და მაგიტომ წავალ და ეშმაკი რაღაც არ მიზიდავს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 06:22 PM

ნაწყვეტი "წინასწარმეტყველიდან"

და ქალმა ერთმა უხუცესმა თქვა:
- გვითხარი სიკეთესა და ბოროტებაზე.
და მან მიუგო:
- მე სიკეთეზე თქვენში შემიძლია გესაუბროთ, მაგრამ არა სიბოროტეზე, რადგან რაა სიბოროტე თუ არა შიმშილითა და წყურვილით გატანჯული სიკეთე.
მართლაცდა, როცა სიკეთე შიმშილს განიცდის, იგი საკვებს ბნელ გამოქვაბულშიც კი ეძებს და წყურვილისას დამყაყებული წყალიც არ ეთაკილება.

თქვენ კეთილნი ხართ, როცა თავთან ხართ ერთნი.
მაგრამ როცა თავთან ერთნი არ ხართ, არ ბოროტდებით.

რადგან გაყოფილი სახლი მპარავთა ბუნაგი როდია, ის მხოლოდ და მხოლოდ გაყოფილი სახლია.
და გემსაც საჭეს გარეშე, სახიფათო კუნძულებს შორის ძალუძს უგზოო ტივტივი ისე, რომ ფსკერზე არ დაიძიროს.
თქვენ კეთილნი ხართ, როცა თქვენივე თავიდან ცდილობთ გასცეთ.
მაგრამ ბოროტნი არ ხართ, როცა კი თქვენთვის სარგებელს ეძებთ.
რამეთუ, სარგებლის მოპოვებისას თქვენ ფესვნი ხართ, მიწას ვინც დაეწაფება და მის მკერდს წოვს.
მერწმუნეთ, ნაყოფი ფესვს არ ეტყვის: `ჩემნაირი იყავი, მწიფე დ მწვნიანი, ჩემი ბარაქით ბედოვლათი~.
რადგან ნაყოფისთვის გაცემაა საჭირო, როგორც მიღება ფესვისთვის.

თქვენ კეთილნი ხართ, როცა ლაპარაკობთ ძილქუშიდან მთლიანად გამოღვიძებულნი.
მაგრამ არ ხართ ბოროტნი, როცა გძინავთ და ენა თქვენი ტყუილად ლაყბობს.
და ენაბრგვილობასაც ძალუძს უძლური ენის გამაგრება.
თქვენ კეთილნი ხართ, როცა მიზნისკენ მტკიცე ნაბიჯით თამამად მიიწევთ.
მაგრამ ბოროტნი არ ხართ, როცა კოჭლობთ მისკენ მივალნი.
ისინიც კი, ვინც კოჭლობენ, უკან-უკან არ მიდიან.
მაგრამ თქვენ უფრო სწრაფნი ხართ და ძლიერნი, კოჭლს კოჭლად არ მოაჩვენებთ თავს და საქციელი ესე, ზნეკეთილად მიგაჩნიათ.
ვერ დაითვლება მაგალითნი თქვენი სიკეთისა, მაგრამ ბოროტნი მაშინაც არ ხართ, როცა არ ხართ კეთილნი.
თქვენ მხოლოდ უქმობთ და ზარმაცობთ.
ეჰ, ირმებს რომ კუთათვის სიმარდის სწავლება არ ძალუძთ!..

თქვენი თავისკენ ლტოლვაში ვეებადაა თქვენი სიკეთე და იგი ყოველ თქვენგანშია.
მაგრამ ზოგში ლტოლვა ძალუმი ნაკადია, თქვენს წყლებს რომ ზღვისკენ მიაქანებს და მთაბართა საიდუმლოებანი და ტყეთა სიმღერანიც თან მიჰყავს.
ზოგში იგი პაწია ნაკადულია, განშტოებებში რომ იკარგება, გაიმარყუჟებს და შრება, ვიდრე კი მისწვდება ნაპირს.
მაგრამ დაე, ის, ვინც ბევრს მიილტვის, ნუ ეტყვის მას, ვინც მცირედით კმაყოფილდება: `რატომ აყოვნებ და მერყეობ?~
რამეთუ ჭეშმარიტად კეთილი შიშველს არ ჰკითხავს: `სადაა სამოსელი შენი?~ და არც უსახლკაროს: `რა დაემართა სახლს შენსას?~

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Nov 5 2009, 06:22 PM

Atman

ციტატა
მე რომ მბალეშიკობდეს მასონად გამხდიდა და უფრო მეტ შანსს მომცემდა თქვენი გონების მოწამლისთვის

ნუ ალბათ არც ისე სანდო ხარ, რომ პირდაპირ მასონი გაგხადოს... biggrin.gif

ა, რა იყო ახლა ეს laugh.gif
ციტატა
ეშმაკი რაღაც არ მიზიდავს


პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 06:32 PM

Funkenstein

ციტატა
არ მიზიდავს კარგი იყო! აბა თუ არ გიზიდავს წამო მაშინ ხინკალი მაინც ვჭამოთ, მის ჯინაზე, აქეთ შეგვეხვეწება გამიცანით, არ ვარ ცუდი ბიჭიო


მე ხორცს არ გეახლებით biggrin.gif

ისე მართლა არ უნდა იყოს ცუდი ბიჭი, კარგი გაძლება აქვს კიდევ ჩვენს ხელში biggrin.gif

შემდეგ ქურუმმა დასძინა:
- ლოცვაზე გვითხარი.

და მან მიუგო:
- თქვენ ლოცულობთ მწუხარებასა და საჭიროების ჟამს, ნეტავ ასევე დოვლათსა და სიხარულის სიუხვისას ლოცულობდეთ.
რადგან არსებობს განა ლოცვა, თუ არა თქვენივე ცოცხალ საუნჯეში შემღწეველი?
და თუ სივრცეში თქვენი წყვდიადის განფენით თავს ინუგეშებთ, მაშ თქვენ, გულის გაცისკროვნებეული გამონათებით ჰპოვებთ სიხარულს.
და თუ სამშვინველი თქვენი ლოცვისთვის გიბიძგებთ როცა კი სტირით, დაე, მაშინაც კი როცა მოთქვამთ, იგი ისევ და ისევ გიბიძგებდეთ მანამ, სანამ არ გაიცინებთ.
ლოცვისას ამაღლდებით, რათა ჰაერში მათ შეხვდეთ, ვინც ამჟამისათვის ლოცულობს და ვისაც შესაძლოა შეხვდეთ მხოლოდ ლოცვის ჟამს.
ამიტომ იმ უხილავ ტაძარში, მხოლოდ სატკბო ურთიერთობისათვის და დიადი აღფრთოვანებისათვის შედით.
რადგან თუ ტაძარში შეხვალთ რომ მოითხოვოთ, არ მიიღებთ.
თუ შეხვალთ და ძირს დაემხობით, არ წამოგაყენებენ.
და გინდ შეხვიდეთ რათა სხვებისათვის სიკეთე გამოლოცოთ, ლოცვა თქვენი შესმენილი არ იქნება.
ისიც საკმარისია, რომ უხილავ ტაძარში შედიხართ.

მე ვერ გასწავლით სიტყვებით ლოცვას.
ღმერთს თქვენი სიტყვები მხოლოდ მაშინ ესმის, როცა ის თვითონ გამოთქვამს მათ თქვენი ბაგიდან.
და ვერც ზღვათა, ტყეთა და მთათა ლოცვებს გასწავლით.
მაგრამ თქვენ - მთათა და ტყეთა და ზღვათა შობილნო, მათ ლოცვებს თქვენსავე გულში იპოვნით.
თუ ღამის სიჩუმეს ყურს მიუგდებთ, მყისვე მოუსმენთ მდუმარებაში როგორ უბნობენ ისინი: `უფალო ჩვენო, დაფრთიანებული ჩვენი არსობა შენი ნებაა ჩვენში ვნებული.
იგი ნდომაა შენი, ჩვენში მონდომებული.
იგი ზრახვაა შენი, იმ ჩვენ დღეებს, შენ რომ გეკუთვნის, იმ ღამეებად რომ აქცევს, ასევე შენი რაცაა.
ჩვენ ვერაფერს შეგთხოვთ, რადგან შენთვის ცნობილია ჩვენი სათხოვნელი, სანამ ისინი გაგვიჩნდებიან.
შენი არს ჩვენი სათხოვნელი და ბევრის გაცემისას შენ ყველაფერს გვაძლევ~.




თუ გინდათ მთლიან ტექსტს შემოგთავაზებთ smile.gif უზოოდ ღრმა და დამამშვიდებელი ტექსტია...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 06:39 PM

შემდგომ ამისა, ალმიტრამ თქვა:
- ხოლო ახლა გვითხარი სიკვდილის შესახებ.

და მან უპასუხა:
- გინდათ სიკვდილის საიდუმლო ამოიცნოთ. მაგრამ სად მიაგნებთ მას თუ არა შიგ სიცოცხლის გულში?
ბუ, ვისაც თვალები ღამემ აუხვია, დილის იდულამებას ვერ ახდის საფარველს.
თუ მართლა გნებავთ სიკვდილის სულის შეცნობა, სიცოცხლის ტანის საწილოდ თქვენი გულისკარი შეაღეთ.
რადგან სიცოცხლე და სიკვდილი ერთარსია, როგორც ერთარსია მდინარე და ზღვა.

თქვენი იმედებისა და გულისთქმათა სიღრმეში, მიღმას მდუმარე შემცნებაა ჩაფლული.
და როგორც თესლნი თოვლის ქვეშ მძინარენი, გული თქვენი გაზაფხულის შესახებ ხედავს სიზმრებს.
ერწმუნეთ სიზმრებს, რადგან მარადისობის ბჭენი მათშია მიმალული.
სიკვდილის შიში თქვენი, კანკალია მწყემსისა მეფესთან პირისპირ მდგომის, რომელიც ნიშნად მოწყალებისა მალე დაადებს ხელს.
განა მწყემსის თრთოლვაში, ის წინათმგრძნობი სიხარული არ იმალება, რომ მეფესთან იქნება ხელდასხმული?
მაგრამ ყველაზე მეტად განა ცახცახი არ აშფოთებს მას?
რადგან რაღაა გარდაცვალება, თუ არა ქარში შედგომა შიშვლად და მზეზე გალღვობა?
და რაღაა უკანასკნელი ამოსუნთქვა, თუ არა აფორიაქებულ მოქცევათა და მიქცევათაგან სუნთქვის გათავისუფლება, რომ მას ამაღლება და ადიდება შეეძლოს, ღვთის ძიება ნების ნებივრობით.

და მხოლოდ მდუმარების მდინარიდან როცა შესვამთ, ნადვილად ლაღად გალობას მაშინღა შეძლებთ.
და როცა მწვერვალს მიაღწევთ, მაშინღა დაიწყებთ ზეასვლას.
და როცა მიწაც უკან მოითხოვს თქვენს გვამს, მაშინ შეასრულებთ თქვენს ნამდვილ ცეკვას.




მოკლედ მაგარი ტექსტია, მეც ახლა ვკითხულობ პირველად. შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ:
http://www.lib.ge/body_text.php?4488




ეს კი მშობლების ბავშვებთან დამოკიდებულებაზე:

და შესთხოვა ქალმა, ვისაც ყრმა ეპყრა ხელთ: - გვითხარი ბავშვებზე.
და მან თქვა: - თქვენი შვილები თვენი არაა.
ისინი თავზე დამწუხრებული ცხოვრების ძენი და ასულნი არიან.
ქვეყნად თქვენი წყალობით მოდიან, მაგრამ არა თქვენთან.
თქვენთან არიან, მაგრამ თქვენ არ გეკუთვნიან.
შეგიძლიათ თქვენი სიყვარული მისცეთ, მაგრამ არა თქვენი ფიქრები.
მათ თავიანთი ფიქრი აქვთ.
შეგიძლიათ მათ სხეულს მისცეთ თავშესაფარი, მაგრამ არა მათ სამშვინველთ, რადგან მშვინვიერება მათი ხვალინდელის სახლში ბინადრობს, სადაც თქვენ ოცნებითაც ვერ შეხვალთ.
შეგიძლიათ მათ დაემსგავსოთ, მაგრამ მათ ვერ დაიმსგავსებთ, რადგან სიცოცხლე გუშინდელ დღეზე ვერ შეყოვნდება.
თქვენ მშვილდები ხართ, წინ ნატყორცნი ისრები კი შვილები არიან თქვენი.
მშვილდოსანი უსასრულობაშიც ხედავს მიზანს და თავისი ძალით გღუნავთ, რათა ისრები სწრაფად და შორს გასტყორცნოს.
დაე, ღუნს თქვენსას მშვილდოსნის ხელში სიხარული მოჰქონდეს, რადგან მშვილდოსანს ერთნაირად უყვარს მშვილდიც და ისარიც, რომელიც ერთ ადგილას არ ჩერდება.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 06:48 PM


* * *

მაშინ მდიდარმა შესთხოვა:
- გვითხარი როგორ გავცეთ.
და მან მიუგო: - თქვენი ქონებიდან როცა რაიმეს გაიღებთ, თქვენ ძალზე მცირედს გასცემთ.
ჭეშმარიტად მხოლოდ მაშინ გასცემთ, როცა თქვენგან გაიღებთ, მაშ, რაღაა თქვენი ქონება თუ არა ყველა ის ნივთი, რასაც ხვალინდელი საჭიროებისათვის დარაჯობთ.
და ხვალ? ხვალინდელი რას მოუტანს ისეთ ძაღლს, რომელიც წმინდა ქალაქში მიმავალ მომლოცველებს დაედევნება და უდაბნოს ქვიშებში ძვალს მალავს.
რა არის საჭიროების წინაშე შიში, თუ არა თავად საჭიროება?
განა მაშინ, როცა ჭა პირამდეა სავსე წყურვილის შიში თავად წყურვილი არაა?
არიან ასეთებიც, რომლებიც ბევრიდან ცოტას გასცემენ და გასცემენ განდიდებისთვის. მათი მალული ზრახვაა ძღვენს რაც ხრწნის.
ისეთებიც არიან, იმ ყველაფერ მცირედს რომ გასცემენ რაც აბადიათ, მათ სიცოცხლის რწმენა აქვთ და ცხოვრების გულუხვობისა სჯერათ და მათი საუნჯე არ დაილევა.
არიან, ვინც სიხარულით გასცემენ და სიხარული მათივე ჯილდოა.
ვინც ტკივლით გასცემს, ასეთებიც არიან და ტკივილი მათი ნათლობაა.
არიან გამღებნი, რომლებიც ტკივლი არ იციან, რომელნიც სიხარულს არ ეძებენ და იმ იმედით არ გაიღებენ, რომ ჩაეთვლებათ. ისინი ისევე გასცემენ, როგორც მირტა აფრქვევს სურნელებას და მათი საქციელით უფალი გვესაუბრება და მათი თვალებით უღიმის იგი მიწას.
კარგია მიცემა, თუ გთხოვენ, მაგრამ უკეთესია თხოვნის გარეშე გაცემა, როცა კი ხვდები წინასწარ.
გულუხვისათვის მიმღები კაცის ძებნა უფრო დიდი სიხარულია, ვიდრე თავად გაცემა.
განა რაიმე არსებობს რისი შენახვაც ღირს?
ყველაფერი, რაც გაბადიათ ოდესმე გაიცემა.
ამიტომ გაეცით ახლა, რომ გაცემათა დროს თქვენ გერგოთ და არა თქვენს შთამომავალთ.
ხშირად ამბობთ: `გავცდემიდი, ბევრს გავცემდი, მაგრამ ღირსეული ადამიანისთვის.~
ხენი თქვენს ირგვლივ და ფარანი თქვენს საძოვრებზე ასე როდი ამბობენ, ისინი გაიღებენ რათა იცოცხლონ, რადგან მალვა და შენახვა მათთვის სიკვდილია.
ჭეშმარიტად, ის, ვინც ღირსია თავისი დღენი და ღამენი მიიღოს თქვენგან, ყველაფერი დანარჩენის მიღების ღირსიცაა.
და ის, ვინც სიცოცხლის ოკეანიდან ყლუპის შესმა დაიმსახურა, ღირსია თავისი სასმისი თქვენი ნაკადულით აივსოს.
თვით უდაბნო თუა იმაზე დიდი, რაც თქვენს სიმამაცესა და სიმტკიცეშია დავანებული, გინდ შემწყნარებლობით როცა ღებულობთ?
ვინ ხართ ასეთნი, რომ ადამიანები ქედს იხრიან თქვენი სიამაყის წინაშე და გული გაიღეღონ, რათა ღირსეულობა მათი შიშვლად იხილოთ და სიამყე მათი დარცხვენისაგან განთავისუფლდეს?
ჯერ თავს დაუკვირდით, ღირსეულნი თუ ხართ, რათა გასცეთ ან აიღოთ.
ჭეშმარიტად, მხოლოდ სიცოცხლე იძლევა ცხოვრებას, ხოლო თქვენ, თავს რომ გულუხვებად მიიჩნევთ, მოწმენი ხართ მხოლოდ.
თქვენ, ძღვენის მიმღებნო, ყველაფერს აკი მიირთმევთ, მადლიერებით თავს ნუ დაიმძიმებთ, ნურც თქვენ დაიდგამთ უღელს და ნურც გამცემს გასტანჯავთ!
უკეთესია, მასთან ერთად ამაღლდეთ, დაე, ძღვენი მისი თქვენი ფრთები იყოს.
ხოლო მოვალეობაზე უზომო ზრუნვა, მის დიდსულოვნებაში დაეჭვებაა, ვისთვისაც დედა გულუხვი მიწაა, მამა კი – ღმერთი.




* * *

შემდეგ მოხუცმა მიკიტანმა ჰკითხა:
- ჭამა-სმაზეც გვითხარი.

და მან თქვა:
- ეჰ, თქვენ რომ მიწის სურნელით დანაყრება შეგეძლოთ, როგორც მცენარენი, ჰაეროვნად ფესვგადგმულნი სხივებით ისულდგმულებდით, მაგრამ იძულებულნი რადგან ხართ ხორცით გაძღეთ და ჩვილს დედის რძე აართვათ, რათა წყურვილი მოიკლათ, დაე, საქციელი თქვენი იდუმალი იყოს.
დაე, სუფრა სამსხვერპლოდ გექცეთ, რაზეც ტყისა და ველის ბინადართ, უმანკოსა და წმინდას, მათზე უფრო დიდ სიწმინდეს სწირავთ მსხვერპლად, რაც კაცშია.
როცა ნადირს განგმირავთ, თქვენს გულში ეუბნეთ მას: `ძალა, რომელმაც შენ მოგაკვდინა მეც მომაკვდენს და მეც მშთანთქავს, რამეთუ კანონი, ვიც შენი თავი გადმომცა უფრო დიადია. სისხლი შენი და სისხლი ჩემი მხოლოდ ცვარია ზეცაზე ადგმული ხისთვის ნაპკური~.

როცა კი ვაშლს ჩაკბეჩთ, თქვენს გულში ეუბნეთ: `თესლი შენი ჩემში ცოცხლობს, შენი გაისის კოკორი ჩემს გულში გაიფურჩქნება, სურნელი შენი ჩემში იშვება სუნთქვად და ერთად ვიხარებთ წელიწადის ყველა დროს~.
შემოდგომისას, ჭირნახულს რომ მოიწევთ და საწნახელში მტევნებს დააღვინებთ, გულში იზრახეთ: `მეც ყურძნის მტევანი ვარ საწნახელში ნაჟეჟი, ღვინო ახალი, ახალ ქვევრებში სამარდისოდ შესანახი...
და ზამთარში, ხაპით რომ მოსვამთ, ყოველი ყლუპი შეიქეთ გულში.
დაე, სამახსოვროდ უგალობდეთ შემოდგომას, რთველსა და საწნახელს: `მრავალჟამიერ გვიხაროდეს ერთად~.
დაე, საგალობელი შემოდგომის სამახსოვროდ დაგრჩეთ. ემადლეთ ვენახსა და საწნახელთ.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 06:54 PM

"სატანის შიში ღმერთში დაეჭვების ერთ-ერთი გზაა."

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 5 2009, 07:09 PM

Atman
Funkenstein

gio.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 07:12 PM

k@the

დიალოგები წაშალე, ტექსტები დატოვე a075.gif

პ.ს. შენც წაიკითხე smile.gif



და სთხოვა კაცმა:
- თვითშემეცნება გვასწავლე.

და მან მიუგო:
- მდუმარებაში თქვენი გულები დღეთა და ღამეთა საიდუმლოებას იგებენ, მაგრამ ყურთა თქვენთა გულისხმის სმენა სწყურიათ.
გინდათ სიტყვებით შეიცნოთ ის, რაც ფიქრით იცით ყოველთვის.
გინდათ თითები ახლოთ თქვენი სიზმრების შიშველ სხეულებს.
მშვენიერია.
უნდა გადმოიღვაროს თქვენი სამშვინველის წყარო მალული და რაკრაკით მიედინოს ზღვას.
და მაშინ საკუთარი, უკიდეგანო სიღრმეთა განძი თვალთა თქვენთა გაგემხილებათ.
ნურც თქვენი ცოდნის სიღრმეებს გაზომავთ არგანითა და საძირავით.
რადგან არსობა თქვენი ზღვაა უსაზღვრო და ულევი.
ნუ იტყვით: `მე მთელი ჭეშმარიტება აღმოვაჩინე~, უკეთესია თქვათ: `მე ჭეშმარიტება აღმოვაჩინე~.
ნუ იტყვით: `მე სამშვინველის გზა ვიპოვე~, უმჯობესია თქვათ: `მე ჩემს გზაზე მიმავალი სამშვინველი შემხვდა~.
რადგან სამშვინველი ყველა გზით დადის.
სამშვინველი მხოლოდ ერთი გზით არ დადის და არც ლერწამივით იზრდება.
სამშვინველი იხსნება და მშვენდება, როგორც ლოტოსის ყვავილი იფურჩქნება უთვალავი თავისი ფოთლით.

* * *

მაშინ მასწავლებელმა თქვა.
- გვითხარი სწავლებაზე.

Dდა თქვა მანაც:
- ვერც ერთი კაცი გაგიმხელთ იმას, რაც უკვე დაფლული თქვენი შემეცნების გარიჟრაჟზე თვლემს.
მოძღვარი, ვინც მოწაფეების გარემოცვაში ტაძრის ჩრდილში დაიარება, არა თავისი სიბრძნით გასცემს, არამედ მოწყალებისა თავისი რწმენით.
თუ ის ჭეშმარიტად ბრძენია, თავისი სიბრძნის საუფლოში კი არ მიგაბრძანებთ, ის თქვენივე გონების ზღურბლთან მიგიყვანთ.
ვარსკვლავთმრიცხველი სივრცის თავისებურ ხედვაზე გესაუბრებათ, მაგრამ ამ ცოდნას არ გიწილადებთ.
მუსიკოსს შეუძლია რითმი გადმოგცეთ, რითაც მთელი სამყაროა გაჟღენთილი, მაგრამ სმენას ვერ გადმოგცემთ, რითმს რაც ჩაიჭერს და ვერც ხმას, ექოდ რაც უბრუნდება.
და რიცხვთა მეცნიერებაში ხელდასხმული საზომსა და საწყაულზე კი იტყვის, მაგრამ თქვენ ვერ შეიძღვენათ იქ.
რადგან ერთი კაცის ხილვები მეორეს ვერ აფრთიანებს.
და რადგან ყოველი თქვენგანი ღვთის შემეცნებაში მარტოა, ასევე სათითაოდ მარტონი უნდა იყოთ ღვთის თქვენეული შემეცნებით და დედამიწის თქვენული წვდომით.

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Nov 5 2009, 07:27 PM

Atman

ციტატა
დიალოგები წაშალე, ტექსტები დატოვე


ალბათ ნიკოლოზ სერბიც მოგეწონება

აჰა:

http://blagoslovenie.su/izdat/books/nikserb/3.php

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 07:28 PM

athos







პოსტის ავტორი: athos თარიღი: Nov 5 2009, 07:29 PM

Atman
biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 07:34 PM

athos

Когда человек поворачивает свое лицо к Богу, все пути его ведут к Богу. Когда человек отворачивается от Бога, все пути ведут его к погибели. Когда человек окончательно отрекается от Бога и словом, и сердцем, он уже ничего не способен создать и сделать, что не служило бы к его полному разрушению, и телесному, и душевному.

ეს არ მომეწონა, ბეზბოჟნიკსაც ეშველება ოდესღაც a075.gif

და საერთოდ ვეღარ ვკითხულობ ქრისტიან წმინდანებს, "მგრუზავენ" sad.gif


აი მაგის შესატყვისი იგივე ციტატა რაც ზემოთ მოვიყვანე:

და ქალმა ერთმა უხუცესმა თქვა:
- გვითხარი სიკეთესა და ბოროტებაზე.
და მან მიუგო:
- მე სიკეთეზე თქვენში შემიძლია გესაუბროთ, მაგრამ არა სიბოროტეზე, რადგან რაა სიბოროტე თუ არა შიმშილითა და წყურვილით გატანჯული სიკეთე.
მართლაცდა, როცა სიკეთე შიმშილს განიცდის, იგი საკვებს ბნელ გამოქვაბულშიც კი ეძებს და წყურვილისას დამყაყებული წყალიც არ ეთაკილება.

თქვენ კეთილნი ხართ, როცა თავთან ხართ ერთნი.
მაგრამ როცა თავთან ერთნი არ ხართ, არ ბოროტდებით.

რადგან გაყოფილი სახლი მპარავთა ბუნაგი როდია, ის მხოლოდ და მხოლოდ გაყოფილი სახლია.
და გემსაც საჭეს გარეშე, სახიფათო კუნძულებს შორის ძალუძს უგზოო ტივტივი ისე, რომ ფსკერზე არ დაიძიროს.
თქვენ კეთილნი ხართ, როცა თქვენივე თავიდან ცდილობთ გასცეთ.
მაგრამ ბოროტნი არ ხართ, როცა კი თქვენთვის სარგებელს ეძებთ.
რამეთუ, სარგებლის მოპოვებისას თქვენ ფესვნი ხართ, მიწას ვინც დაეწაფება და მის მკერდს წოვს.
მერწმუნეთ, ნაყოფი ფესვს არ ეტყვის: `ჩემნაირი იყავი, მწიფე დ მწვნიანი, ჩემი ბარაქით ბედოვლათი~.
რადგან ნაყოფისთვის გაცემაა საჭირო, როგორც მიღება ფესვისთვის.

თქვენ კეთილნი ხართ, როცა ლაპარაკობთ ძილქუშიდან მთლიანად გამოღვიძებულნი.
მაგრამ არ ხართ ბოროტნი, როცა გძინავთ და ენა თქვენი ტყუილად ლაყბობს.
და ენაბრგვილობასაც ძალუძს უძლური ენის გამაგრება.
თქვენ კეთილნი ხართ, როცა მიზნისკენ მტკიცე ნაბიჯით თამამად მიიწევთ.
მაგრამ ბოროტნი არ ხართ, როცა კოჭლობთ მისკენ მივალნი.
ისინიც კი, ვინც კოჭლობენ, უკან-უკან არ მიდიან.
მაგრამ თქვენ უფრო სწრაფნი ხართ და ძლიერნი, კოჭლს კოჭლად არ მოაჩვენებთ თავს და საქციელი ესე, ზნეკეთილად მიგაჩნიათ.
ვერ დაითვლება მაგალითნი თქვენი სიკეთისა, მაგრამ ბოროტნი მაშინაც არ ხართ, როცა არ ხართ კეთილნი.
თქვენ მხოლოდ უქმობთ და ზარმაცობთ.
ეჰ, ირმებს რომ კუთათვის სიმარდის სწავლება არ ძალუძთ!..

თქვენი თავისკენ ლტოლვაში ვეებადაა თქვენი სიკეთე და იგი ყოველ თქვენგანშია.
მაგრამ ზოგში ლტოლვა ძალუმი ნაკადია, თქვენს წყლებს რომ ზღვისკენ მიაქანებს და მთაბართა საიდუმლოებანი და ტყეთა სიმღერანიც თან მიჰყავს.
ზოგში იგი პაწია ნაკადულია, განშტოებებში რომ იკარგება, გაიმარყუჟებს და შრება, ვიდრე კი მისწვდება ნაპირს.
მაგრამ დაე, ის, ვინც ბევრს მიილტვის, ნუ ეტყვის მას, ვინც მცირედით კმაყოფილდება: `რატომ აყოვნებ და მერყეობ?~
რამეთუ ჭეშმარიტად კეთილი შიშველს არ ჰკითხავს: `სადაა სამოსელი შენი?~ და არც უსახლკაროს: `რა დაემართა სახლს შენსას?~

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Nov 5 2009, 07:45 PM

Atman

ციტატა
და საერთოდ ვეღარ ვკითხულობ ქრისტიან წმინდანებს, "მგრუზავენ"


თუ ისევ დაუბრუნდები ქრისტიან წმინდანებს, აქ აუდიოწიგნებიცაა:
http://www.predanie.ru/mp3/mysli_o_dobre_i_zle_svjatitel_nikolaj_serbskij/

პოსტის ავტორი: Doc თარიღი: Nov 5 2009, 07:45 PM

ზღაპარი კეთილსა და ბოროტზე.
გაგახსენებთ ჰერც ფრანკის (Herz Frank) გენიალურ და მარტივ კინოფილმს ”ათი წუთით უფროსი”
http://www.youtube.com/watch?v=BesHd0TN3Ok&feature=player_embedded#

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 07:51 PM

athos

ციტატა
თუ ისევ დაუბრუნდები ქრისტიან წმინდანებს, აქ აუდიოწიგნებიცაა:


როგორ აგიხსნა არ ვიცი... უბრალოდ წმინდანთა წერილებში სხვა ლექსიკონია, მე კი სხვა სიტყვებით ვფიქრობ და ვაზროვნებ... ჩემ ლექსიკონში არაა სიტყვა ეშმაკი, არც ცოდვა, არც დაცემული ბუნება... არც მარადიული გეენა... და მართლმადიდებლობა საკმარისად შევისწავლე თავის დროზე და პასუხი ვერ მივიღე, ამიტომაც დავიწყე სხვაგან ძიება, პასუხებიც მივიღე და მართლმადიდებლობაც უკეთ შევიცანი.

Doc

ციტატა
გაგახსენებთ ჰერც ფრანკის (Herz Frank) გენიალურ და მარტივ კინოფილმს ”ათი წუთით უფროსი”http://www.youtube.com/watch?v=BesHd0TN3Ok...layer_embedded#


მაგარი ფილმია! ნანახი მაქვს ბევრჯერ.

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Nov 5 2009, 08:03 PM

Atman

ციტატა
როგორ აგიხსნა არ ვიცი...


არ არის ახსნა საჭირო, ისედაც მესმის smile.gif

ალბათ "Роза Мира"-ს და მსგავს ლიტერატურას კითხულობ. თეოსოფია გაინტერესებს ბლავატსკაიათი და გურჯიევით?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 5 2009, 08:09 PM

athos

ციტატა
ალბათ "Роза Мира"-ს და მსგავს ლიტერატურას კითხულობ. თეოსოფია გაინტერესებს ბლავატსკაიათი და გურჯიევით?


"როზა მირა" არც გამიგია და ბლავატსკაია და გურჯიევი ბავშვობაში უფრო მაინტერესებდა ვიდრე ახლა biggrin.gif

მე იმათ ვკითხულობ, ვინც უკვე მიხვდა, გაიღვიძა და აღარ ეძებს... ამათაც ინერციით ვკითხულობ, სხვა არ ვიცი რა ვაკეთო და იმიტომ smile.gif თანაც ვცდილობ თავად ავტორების ნაწერები წავიკითხო ან მოვისმინო და არა სხვა პირის იერ მოყოლილი (ისეთი როგორიც მაგალითად სახარებებია). "ბჰაგავატ გიტა", "დაო დენ ძინი" და რუმის ლექსები სრულიად საკმარისია ჩემთვის... დანარჩენს ჩემი გაუმაძღარი გონების გამო ვკითხულობ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 6 2009, 12:57 PM

http://vehi.net/areopagit/mistich.html cool.gif

სხვათაშორის რთული გასაგებია, მაგრამ გააჩნია ვინ კითხულობს

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 16 2010, 07:44 PM

დემონები: ვინ არიან ისინი?

ამბობენ, რომ ყველანაირი ბოროტება ეშმაკისგან მოდის. იმისათვის, რომ ბავშვები კარგად მოიქცნენ, მათ ხანდახან აშინებენ: "ცუდად თუ მოიქცევი გუდიანი კაცი წაგიყვანს!" ბავშვი იზრდება, "გუდიანი კაცი" ეშმაკად იქცევა, და შიში რჩება. ეშმაკები იმდენად რეალურნი არიან, რამდენადაც თქვენ გინდათ ეს. თუმცა თუ თქვენ არ აღიარებთ მათ ძალაუფლებას, ისინი ვერაფერს დაგიშავებენ. შეშლილ ადამიანს თოკი გველად ეჩვენება და შესაბამისად მოქმედებს. ნორმალური ადამიანი ხედავს, რომ ეს თოკია და არ ეშინია. მსგავსად ამისა ჩვენ შევქმენით მრავალი ისეთი საგანი, რაც მხოლოდ იმიტომაა რეალური, რომ ჩვენ მივეცით ამის უფლება. ჩვენს ცხოვრებაში ის ჭარბობს, რაზეც ენერგიის კონცენტრირებას ვახდენთ. პირველხარისხოვან მნიშვნელობას ვანიჭებთ მრავალ სიტუაციას, რომელთაც სინამდვილეში მნიშვნელობა არა აქვთ. და პირიქით, ცნობიერებიდან ვშლით ბევრ რაღაცას, რასაც პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. ეს გვაჩვენებს, თუ როგორი ძლევამოსილია ჭკუა. თუ მას ნებას მივცემთ, შეუძლია იმოქმედოს, როგორც ჩვენმა პირადმა დემონმა. თუ რაიმეს ჭკუით ვაღიარებთ, შესაბამისად მოქმედებაც გვიწევს. მაგალითად თუ ვინმე მეუბნება: "შენ ისე საძაგლად გამოიყურები, რომ ზიზღს იწვევ ჩემში!" - მე შემიძლია სხვადასხვაგვარად მოვიქცე. შემიძლია ეს სიტყვები აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მივიღო და გავბრაზდე. შემიძლია შეურაცხმყოფელს სამაგიერო გადავუხადო. შემიძლია სარკეში ჩავიხედო და გავარკვიო, მართლა საძაგლად გამოვიყურები თუ არა. შემიძლია პლასტიკურ ქირურგს მივმართო. ან - უბრალოდ არ მივცე საკუთარ თავს უფლება, რომ ეს გამოწვევა მივიღო. თუ არ მივიღებ მას, არაფრის გაკეთება არ მომიწევს იმისათვის, რომ შევეწინააღმდეგო. არაფრის დამტკიცება არ მომიწევს და არ მომიწევს საკუთარი საქციელის რამენაირად შეცვლა. როგორც კი ჭკუასთან ვაიგივებთ საკუთარ თავს და ვიღებთ იმას, რასაც ჭკუა გვთავაზობს, ჩვენ ვიღებთ არა მხოლოდ აზრებს, არამედ შესაბამის ემოციებს, ასოციაციებს და ქმედებებს. მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ეს, მთელ კომპლექტს ვიღებთ. ჩვენ უნდა ვიპოვოთ საშუალება, რომ ჭკუასთან აღარ გავაიგოვოთ საკუთარი თავი, აღარ უნდა ვიმოქმედოთ მისი ბრძანებებით, იმისათვის, რომ ყველანაირი სირთულე სულიერი ზრდისთვის გამოვიყენოთ.

არსებობს ნეგატიური გავლენის მრავალი ფორმა. ერთ-ერთი მათგანია - აზროფორმების საშუალებით მოქმედება. ყოველი აზრი, რომელსაც ამ პლანეტის მცხოვრებლები გამოვიმუშავებთ, გადადის ეთერში, ჰაერის ნატიფ ასპექტში. აზროფორმები საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ და გავლენას ახდენენ ინდივიდებზე და კოლექტივებზე. რაც უფრო ნეგატიურია აზროფორმები, მით უფრო სავალალოა მათი გავლენა. მსგავსი იზიდავს მსგავსს. ინდივიდუალური ცნობიერება ჯგუფური ხდება, რომელიც გამოვლინდება, როგორც ჩვენი პლანეტის კოლექტიური ცნობიერება.

ჩვენი ჭკუა შესაძლებელია მავნე არსებების საყუდარი გახდეს. სწორედ მათგან მოდის ძლივსშესამჩნევი ხმები, რომლებიც ჩვენს გარშემო ტრიალებენ. სწორედ ისინი ელოდებიან, როდის იქნება ვინმეს ცნობიერება მათთან უნისონში. სწორედ ისინი არიან ის რისკის მოყვარულები, რომლებიც გვაიძულებენ საფრთხეში ჩავიგდოთ საკუთარი თავი ან სხვა ადამიანები. ესენი არიან არსებები ნატიფი სამყაროებიდან. მათ ხმაზე რეაგირება სამი საშუალებითაა შესაძლებელი: ვუარყოთ ისინი, როგორც არარსებულნი; მივიღოთ როგორც რეალობა და ამოვიგდოთ თავიდან რასაც გვეუბნებიან; და ბოლოს, მივიღოთ როგორც რეალობა და მოვიქცეთ იმის შესაბამისად, რასაც გვეუბნებიან. ქმედება განისაზღვრება ადამიანის მდგრადობით აზროფორმების გავლენისადმი. ნაკლებად მდგრადი ადამიანები, რომლებიც აძლევენ თავს ნეგატიურ ენერგიაზე გადაწყობის უფლებას, მათი ზეგავლენის ქვეშ იქნებიან. ხმები მათთვის რეალური ხდება და შედეგად მათ შეუძლიათ გიჟური ქმედებები ჩაიდინონ. ხოლო თუ ჩვენ ვუარყოფთ ნეგატიურ ინფორმაციას, ეს არსებები არათუ ვერ მოქმედებენ ჩვენზე, არც კი შეეცდებიან ჩვენთან მოახლოებას. ამიტომ ჩვენთვის ისინი აღარ წარმოადგენენ რეალობას.

უარყოფით ენერგიებთან კავშირში შესვლა შეიძლება ოკულტიზმის, მაგალითად სპირიტიზმის საშუალებით. სულების გამოძახება საშიშია, მაშინაც კი, თუ ეს ხუმრობის ან გართობის გამო ხდება, რადგან ქმედების ამ ფორმამ შეიძლება დემონური ენერგია მოიზიდოს. ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სპირიტულ და მსგავს სეანსებში, ხანდახან ნეგატიური არსებების გავლენას გრძნობენ და შეიძლება შეპყრობილებიც კი გახდნენ. სწრაფად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სატანიზმს იყენებენ. ზოგიერთი მაღალი სამხედრო ჩინის პიროვნება ან ოლიგარქიის მაღალი საფეხურების წარმომადგენელი "სატანის ეკლესიაში" შედიან, მრავალი საიდუმლო ორგანიზაცია კი ეშმაკს ეთაყვანება.

ჩვენს დროში უნდა გავაძლიეროთსაკუთარი თავი იმ ბოროტების წინააღმდეგ, რაც ჰაერში ტრიალებს. ადრე კეთილი და ბოროტი ძალები არ იკავებდნენ ერთი და იმავე სამყაროს. სულიერი საწყისი ადამიანში საკმარისად ძლიერი იყო, რათა სიკეთეს და ბოროტებას ცალცალკე ეარსებათ. დროთა განმავლობაში ატმოსფერო ცოდვით გაიჟღინთა და სიკეთემ და ბოროტებამ დაიწყო ერთად თანაარსებობა - არა მხოლოდ ერთ სამყაროში, არამედ მოგვიანებით ერთ ადამიანშიც. თანამედროვე ადამიანი საკუთარ თავში მოიცავს უმაღლეს და უმდაბლეს "მეს", და ისინი გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს. ზოგიერთში მდაბალი "მე" დომინირებს და ისინი ცოდვებში იძირებიან, "მაღალი" მე იფარება ავხორცობით, ბრაზით და სიხარბით. ასეთი ადამიანები კარგავენ საკუთარი სხეულის ფლობის და მართვის უნარს. ისინი კარგავენ თავისუფლებას და ხდებიან სათამაშოები საკუთარი ჭკუის და გრძნობების ხელში. საჭიროა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ამ დამონების მიზეზები, რამეთუ ჩვენი ქმედებები ცხოვრებაში უშუალოდ ახდენს გავლენას იმაზე, თუ რა გვემართება სიკვდილის დროს და სიკვდილის შემდეგ.

გაგრძელება ალბათ იქნება?.. smile.gif

ვთარგმნო ინფორმაცია, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ, რა ხდება ჯოჯოხეთში და ა.შ.? umnik3.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jul 16 2010, 09:36 PM

Atman
საინტერესოა კი.. : ) გააგრძელე.. : ))

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 16 2010, 09:37 PM

iisperiTOVLI

ხვალ!

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 17 2010, 09:25 AM

სული სიკვდილის დროს და მას შემდეგ

(ნაწყვეტი ჯონ ფეივორსის წიგნიდან "სულიერი მებრძოლი")

სანამ ჯოჯოხეთურ პლანეტებზე ვისაუბრებთ, მოკლედ განვიხილოთ სიკვდილის პროცესი. ძველი ეგვიპტის კულტურაში, ანუ კემეტში, როგორც მას თავიდან უწოდებდნენ, სიკვდილისთვის მზადებას უზარმაზარ ყურადღებას უთმობდნენ, რადგან მთელი ცხოვრება - ეს არსით სიკვდილისთვის მზადებაა. სიკვდილის პროცესი დაწვრილებითაა გადმოცემული ეგვიპტურ "მკვდართა წიგნში". ძველი ეგვიპტელები სიკვდილის პროცესის საგულდაგულოდ დამუშავებულ და რთულ სისტემას იმიტომ კი არ აპრაქტიკებდნენ, რომ სიკვდილზე იყვნენ კონცენტრირებულნი, არამედ იმიტომ, რომ აცნობიერებდნენ სულის მარადიულობას და იმას, რომ სიკვდილის შემდეგ მის წინ მრავალფეროვანი შესაძლებლობები იშლება.

როცა სული სხეულს ტოვებს, იგი დაახლოებით 24 საათში მიდის გარკვეულ ადგილას, სადაც დაახლოებით ერთი მზიური წელიწადის განმავლობაში იყენებს შედარებით თავისუფალ მდგომარეობას. შემდეგ იგი წარდგება სასამართლოს წინაშე, რომელსაც სიკვდილის ღმერთი ხელმძღვანელობს. სასამართლო გამოყოფს სასიკეთო საქმიანობას ცოდვითი საქმიანობისაგან და განსაზღვრავს - რას იმსახურებს სული შემდეგ ცხოვრებაში - სიმშვიდეს და ტკბობას, თუ სასჯელს. სულს შეუძლია დატკბეს ზეციურ პლანეტებზე, დაიტანჯოს ჯოჯოხეთურ პლანეტებზე, ან აღმოჩნდეს დედამიწის დონის საშუალო პლანეტარულ სისტემებზე, სადაც სიამოვნება და ტანჯვა დაახლოებით თანაბარია.

ზოგიერთ სულს ათასობით ცხოვრების გავლა მოუწევს, სანამ დედამიწის მსგავს პლანეტაზე დაიბადება. ეს დამოკიდებულია გარკვეულ კარმულ პირობებზე, მაგალითად მშობლებზე ან წინა ცხოვრების ადგილსამყოფელზე. სხვა მხრივ ზოგიერთ სულს იმდენი რამე აქვს გასაკეთებელი დედამიწის მსგავს პლანეტებზე, რომ მათ დაუყოვნებლივ უკან აბრუნებენ. ჩვენს დროში მრავალი სული უკვე ელოდება დედამიწაზე დაბრუნებას.

ამ მდგომარეობას ართულებს აბორტები. აბორტების რიცხვის გაზრდის პროპორციულად იზრდება იმ სულების რიცხვი, რომლებიც საჭიროებენ სხეულს, მაგრამ არ შეუძლიათ მათი მოპოვება. ამიტომ იზრდება მოლოდინის დრო, დედამიწაზე დაბადებამდე. რამდენადაც ასტრალური სამყარო გადატვირთულია, სუმარული ენერგია იღვრება აგზნებაში და გაღიზიანებაში, რომელიც "ბომბავს" დედამიწის მოსახლეობას და იწვევს ქაოსს ჩვენს პლანეტაზე.

შეიძლება გაჩნდეს კითხვა: ნუთუ არ შეიძლება საერთოდ ავიცილოთ თავიდან ეს სიკვდილისშემდგომი პროცედურები? შეიძლება. ზოგიერთ სულს მჭიდრო კავშირი აქვს უზენაესი ღმერთის წარმოგზავნილებთან - როგორც შეძლებულ ადამიანს ყავს გავლენიანი და კომპეტენტური ადვოკატი, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს სასამართლოზე. თუ ასეთი შუამდგომელი, მაგალითად სულიერი მოძღვარი (გურუ), სულიერად საკმარისად წინწასულია, სულს შეუძლია თავიდან აიცილოს კარმიული სასამართლოს წინაშე წარდგომა. ეს როგორც წესი ხდება იმ შემთხვევებში, როცა სული დაკავშირებულია ტრანსცენდენტულ სისტემასთან და აღარაა მიჯაჭვული მატერიალურ სამყაროზე.

იესოც და სხვებიც ხაზს უსვამდნენ, რომ საჭიროა ვიყოთ ამქვეყნად, მაგრამ არ ვიყოთ ამ ქვეყნიდან. ახლა თქვენ იმყოფებით მატერიალურ სხეულში, მაგრამ თუ გააცნობიერებთ, რომ ეს სხეული მხოლოდ გარსია, აღარ ჩავარდებით ილუზიაში, აღარ გააიგივებთ საკუთარ თავს სხეულთან და არ მიეჯაჭვებით მას. ამგვარად როცა სხეულს დატოვებთ, არ მოგიწევთ მატერიალური მიჯაჭვულობების გადამუშავება. სინამდვილეში ღმერთი არც გვსჯის და არც გვაჯილდოვებს. ის უბრალოდ ქმნის სიტუაციას, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ დაამუშავოთ ის, რაზეც კონცენტრირებული იყავით ცხოვრების განმავლობაში. თუ თქვენი საქმიანობა მიმდინარეობს უხეშ დონეზე, ისევე როგორც ცხოველებში, შემდეგ ცხოვრებაში ამისთის უფრო შესაფერის სხეულს მიიღებთ. თუ მიდრეკილება გაქვთ ადამიანების ექსპლუატაციისკენ, მაშინ აღმოჩნდებით იმ პირობებში, სადაც თქვენ ექსპლუატირებას მოახდენენ. თუ თქვენ კონცენტრირებული ხართ ღვთაებრივზე, სულიერზე და ტრანსცენდენტულზე, თქვენი სხეული მოიპოვებს სულიერების თვისებას და დროთა განმავლობაში თქვენ აუცილებლად მიაღწევთ სულიერ სამყაროს.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 17 2010, 05:04 PM

გაგრძელება ამ თემაში დავწერე:

http://church.ge/index.php?showtopic=4180&st=160

პოსტის ავტორი: აბდალა თარიღი: Jan 19 2012, 07:46 PM

ახლებს ვთხოვ ამ თემაზეც ვი(კამათ)საუბროთ smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jan 19 2012, 08:44 PM

ფაქტიურად მართლმადიდებელ წმინდანებს, ბიბლიას და იესოს "აღადავებ" და რაღაზე უნდა " ვი(კამათ)საუბროთ"??? (biggrin.gif laugh.gif)

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Jan 19 2012, 09:09 PM

აბდალა

ციტატა
ახლებს ვთხოვ ამ თემაზეც ვი(კამათ)საუბროთ


ისევ პირველი პოსტის აზრზე დგახარ? smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jan 19 2012, 09:55 PM

georgios

ციტატა
ისევ პირველი პოსტის აზრზე დგახარ?

ეგ იგივეა მარად და მარად; არ სდევს ჟამთა ცვლას... smile.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Jan 19 2012, 09:57 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
ეგ იგივეა მარად და მარად; არ სდევს ჟამთა ცვლას...


ნუთუ ალექსანდრე ჭავჭავაძის ხელახალი განსხეულებაა, ამას მიმალავდით? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jan 19 2012, 10:06 PM

georgios

ციტატა
ნუთუ ალექსანდრე ჭავჭავაძის ხელახალი განსხეულებაა, ამას მიმალავდით?

laugh.gif biggrin.gif laugh.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: აბდალა თარიღი: Jan 20 2012, 06:24 AM

georgios

ციტატა
ისევ პირველი პოსტის აზრზე დგახარ?



ეგ უბრალოდ შეხედულებაა ერთ-ერთი. ბოლომდე არ ვიზიარებ.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Jan 20 2012, 11:59 AM

აბდალა

ციტატა
ეგ უბრალოდ შეხედულებაა ერთ-ერთი. ბოლომდე არ ვიზიარებ.


ჰო... ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც ეკლესიას წაუყენეს. გამოგონილი ეშმაკით ხალხს აშინებენო...

პოსტის ავტორი: აბდალა თარიღი: Jan 20 2012, 02:53 PM

georgios

ციტატა
ჰო... ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც ეკლესიას წაუყენეს. გამოგონილი ეშმაკით ხალხს აშინებენო...


თუ ბრალზე მიდგა საქმე, ეკლესიას კი არა ხალხს უნდა წაუყენონ, იმიტომ რომ ეკლესიაზე ამის გადაბრალებაც მისი განტევების ვაცად გამოყვანის მცდელობაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Jan 20 2012, 03:08 PM

აბდალა

ციტატა
თუ ბრალზე მიდგა საქმე, ეკლესიას კი არა ხალხს უნდა წაუყენონ, იმიტომ რომ ეკლესიაზე ამის გადაბრალებაც მისი განტევების ვაცად გამოყვანის მცდელობაა


ეს შენთვის ჩანს ხალხისთვის წასაყენებელი და ეკლესიას დღემდე ერთ-ერთ ბრალდებად ამას უყენებენ. თუმცა რა გასაკვირია მხოლოდ ეშმაკის მითოლოგიზება, როდესაც მთელი რელიგიური სისტემის მითოლოგიზებას ცდილობენ გარკვეული ჯგუფები...

პოსტის ავტორი: აბდალა თარიღი: Jan 20 2012, 03:36 PM

georgios

ციტატა
ეს შენთვის ჩანს ხალხისთვის წასაყენებელი და ეკლესიას დღემდე ერთ-ერთ ბრალდებად ამას უყენებენ. თუმცა რა გასაკვირია მხოლოდ ეშმაკის მითოლოგიზება, როდესაც მთელი რელიგიური სისტემის მითოლოგიზებას ცდილობენ გარკვეული ჯგუფები...


მთავარი ისაა, მიხვდნენ, რომ მითი და რეალობა ერთია a075.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Jan 20 2012, 08:39 PM

აბდალა

ციტატა
მთავარი ისაა, მიხვდნენ, რომ მითი და რეალობა ერთია


მთელი თავისი მოსწრება კაცობრიობა სწორედ მაგის გარჩევაშია, რა არის მითი და რა - რეალობა. a075.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)