IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პოლემიკა "დიდგორის" სქიზმატურ დაჯგუფებასთან
devnili
პოსტი Jan 8 2009, 08:56 PM
პოსტი #1


ირაკლი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 1-January 09
წევრი № 6,202



პატივცემულო კანონისტო. ასეთი პასუხი გამოგიზავნა დიდგორელმა ნიკ გვარამიამ თქვენს შეკითხვებზე. მის ტონს არ ვეთანხმები და მეტად აღარ გამოვუქვეყნებ. დაე, თვითონ დარეგისტრირდნენ. ისინი კონტრ შეკითხვებს სვამენ.

_______________________________

დიახ, სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ, თქვენ მოქმედებთ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე დაგმობილი და შეჩვენებული გრიგორიანული პაპისტური კალენდრით, თქვენმა საყვარელმა „ბიჭუნა" მნათეუსმაც ხომ დიდი ზარზეიმით აღნიშნა კათოლიკური შობა 25 დეკემბერი (ახ. სტ.) თბილისის ფორუმზე და თქვნც პაპისტური კალენდრით დააგვირგვინეთ არაეკლესიური ახალი წელი 1 იანვარს (ახ. სტ.) და ამას საჯაროდ თავადაც ადასტურებთ, ბ-ნო კანონისტო, თქვენი შემდეგი სიტყვებით: „მაგრამ რამდენადაც საქართველოს სახელმწიფოში მოქმედებს გრიგორიანული კალენდარი, რომელიც იწყება 1 იანვარს, ამ დღეს აღვნიშნავთ ახალ წელს და ვულოცავთ ერთმანეთს."-(ავტორი „კანონისტი")" რადგან გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავთ ახალ წელს და ულოცავთ ერთმანეთს, მაშინ ექვემდებარებით წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგი კანონის მსჯავრს!: „რომელიც მისდევს გრიგორიანულ პასქალიასა და კალენდარს, სამღვდელო პირი იქნება ის თუ ერისაგანი, განკვეთილ იყოს ღმრთისაგან და შეჩვენებულ, და მიეცეს ის სატანჯველსა საუკუნესა, თავს დაატყდეს მას ყოველთა პატრიარქთა და მართლმადიდებელ წმიდა კრებათა წყევლა და მიეცეს იგი ცეცხლსა გეჰენიისასა" (მსოფლიო პატრიარქი კირილე, სიგელიონი, 1756წ.).

კარგით, მაშ ასე, საეკლესიო კალენდრის საკითხში აქეთ ინდიქტიონს (ღმერთის წესს) და იქით საერო 1 იანვარს (ახ.სტ.) (ეშმაკის წესს) ე. ი. ორივეს სცნობთ, ე. ი. ორ ბატონს ემსახურებით, და რადგან ეს საკითხი თქვენივე "აღსარებით" გავარკვიეთ, ახლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე და თუ შეიძლება გაგვეცით შემდეგ ორ კითხვაზე პასუხი:

ა) შეიძლება თუ არა პატრიარქი (ბერი) და სხვა ეპისკოპოსები ოპერაში ვერდის სპექტაკლზე (ნაბუქოდო) დაესწრნენ, (ამა წლის 4 იანვარს (ახ.სტ) მოხდა თქვენ იერარქთა ეს მორიგი თეატრალიზებული სამარცხვინო გართობა) მაშინ, როდესაც საეკლესიო სამართლით მსახიობობა ცოდვაა: წმიდა პავლე მოციქულის მე 6 კანონი (ერისკაცთა შესახებ): „თუ ეკლესიისკენ პირს იზამს მომღერალი, მსახიობი….ან დაცხრეს მისი საქმიანონობისგან, ან უკან გაბრუნდეს.", და თუ მითუმეტეს მღვდლის შვილებსაც კი ეკრძალებათ საერო სანახაობებზე სიარული, (:კართაგენის ადგილობრივი კრების მე 15 კანონი:

„მღვდელთა შვილები საერო სანახაობაში ნურც მონაწილეობას მიიღებენ, ნურც სანახავად წავლენ. ეს ყველა ქრისტიანს ექადაგება ყოველთვის, რომ სადაც გმობა იყოს, იქ არ უნდა მივიდნენ") რა უნდოდა თქვენს პატრიარქს და სინოდის წევრებს ოპერისა და ბალეტის თეატრში ვერდის ოპერაზე?

სასულიერო დასისთვის შეუფერებელი ქმედების ბრალმდებელი ლაოდეკიის კრების 54-ე და კონსტანტინეპოლის სამეუფეო პალატაში შეკრებილ მამათა 50-51 კანონები: „მღვდლებმა და საეკლესიო დასის სხვა წარმომადგენლებმა არ უნდა უყურონ ქორწილში ან წვეულებაში წარმოდგენილ სანახაობებს, არამედ სანამ შემოვიდოდნენ მსახიობები, უნდა ადგნენ და წავიდნენ; სასულიერო პირთაგან ნურავინ მიეცემა შვება-თამაშს, სახუმარო სანახაობას, მგოსანთა როკვას, ხოლო თუ ვინმე დაარღვევს ამ კანონს… თუ ვინმე სასულიერო პირი იქნება იგი, განიკვეთოს". !

მოციქულთა მე 6 კანონი (სასულიერო დასის შესახებ): „ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ნუ შეუდგება ამქვეყნიურ საზრუნავს, თუ არადა განიკვეთოს."

ბ) ასევე, თუ შეიძლება, გაგვეცით მეორე შეკითხვაზეც პასუხი, რატომ იყო თქვენი პირველიერარქი (პატრიარქი) სექტათა მსოფლიო ერეტიკული შესაკრებლის "ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" ერთერთი თანაპრეზიდენტი და რატომ ლოცულოდა ამ საბჭოს ასამბლეებზე სექტის წარმომადგენლებთან ერთად?, ასევე, რატომ ლოცულობდა მონოფიზიტებთან და პაპისტებთან, როგორც ქართულ ტაძრებში ისე ეჩმიაძინსა და ვატიკანში?: „დიდ ხუთშაბათს — ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი (არამართლმადიდებლები — ავტ.) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო- სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება, ხოლო დიდ შაბათს — ლიტონიობის დღესასწაულზე საქართველოს ეკლესიის სასურველი სტუმრები (ხაზგასმა ჩვენია — ავტ.) სრულიად საქართველოს პატრიარქთან და სიონის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად ღამის 12 საათიდან დილის 7 საათამდე აღავლენდნენ ლოცვებს ბრწყინვალე აღდგომის სადიდებლად".

„კვირას ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში საღმრთო-სადღესასწაულო ლიტურღია აღასრულეს ყოველთა სომეხთა უმაღლესმა პატრიარქ-კათალიკოსმა უწმიდესმა ვაზგენ I და უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II" (საპატრიარქოს ჟურნალი - ჯვარი ვაზისა, 1982წ. N2″)

მაშინ, როდესაც საეკლესიო სამართალით მკაცრად იკრძალება ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვა: მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს".

წმინდა იუსტინე პოპოვიჩი: „მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მწვალებელთა მიმართ - ანუ ყველა იმათ მიმართ, ვინც მართლმადიდებელი არ არის - ერთხელ და სამუდამოდ არის დადგენილი წმ.მოციქულთა და წმ.მამათა, ანუ ერთი და უცვალებელი ღმრთივსულიერი გარდამოცემის მიერ. ამ განჩინების თანახმად, მართლმადიდებლებს ეკრძალებათ მონაწილეობა რაიმე საერთო ლოცვასა თუ ღმრთისმსახურებაში მწვალებლებთან ერთად, "რამეთუ რაი მოყუსობა არს სიმართლისა და უსჯულოებისა? ანუ რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?" (2კორ. 6,14-15).

ჯერჯერობით, გთხოვთ გაგვცეთ პასუხი ამ ორ ბრალდებაზე, წინასწარ გაფრთხილებთ, თუ დაგვბლოკავთ, მაშინ უფრო საფუძვლიანად თქვენს მხილებას ჩვენს საითზე გავაგრძელებთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
devnili   პოლემიკა "დიდგორის" სქიზმატურ დაჯგუფებასთან   Jan 8 2009, 08:56 PM
კანონისტი   აქ მოვუყაროთ თავი ...   Jan 9 2009, 11:01 AM
კანონისტი   დიდგორის საიტს ნე...   Jan 9 2009, 11:17 AM
კანონისტი   აგერ ვნახე 1756 წლის ს...   Jan 9 2009, 01:50 PM
კანუდოსელი   ნამეტანი დიდ როლს ...   Jan 9 2009, 04:57 PM
afxazi   კანუდოსელი არაო, ე...   Jan 9 2009, 05:01 PM
იოანა   აქაც დავდებ ახლა ...   Jan 9 2009, 06:21 PM
inaina   დიდგორელების საყუ...   Jan 9 2009, 06:36 PM
კანონისტი   როგორ გავიგოთ, პას...   Jan 12 2009, 12:24 PM
ქავთარაძე   კანონისტი ეხერხებ...   Jan 12 2009, 02:23 PM
diletanti   ეს ბრამაა არის თუ ი...   Jan 12 2009, 03:35 PM
კანონისტი   diletanti შეურაცხყოფებს...   Jan 12 2009, 03:37 PM
diletanti   გმადლობ, შესწორები...   Jan 12 2009, 04:43 PM
devnili   მე აქაურ მკითხველს...   Jan 13 2009, 05:24 AM
მნათე   მნათეუსი შეჩვეულ...   Jan 13 2009, 05:36 AM
კანონისტი   დიდგორს ის, რომ რა...   Jan 13 2009, 05:00 PM
devnili   მოციქულთა 45-ე კანონ...   Jan 13 2009, 06:07 PM
კანონისტი   1. არსებული მნიშვნ...   Jan 13 2009, 06:17 PM
კანონისტი   თქვენ მიერ მოხმობ...   Jan 13 2009, 09:13 PM
devnili   კაცო კანონისტო, ნა...   Jan 13 2009, 10:47 PM
.ნინო   devnili ვერ გავიგე, მგო...   Jan 13 2009, 11:32 PM
ქეთინო   ამ სახელითა და გვა...   Jan 14 2009, 12:34 AM
კანონისტი   ახალ წელზე მგონი გ...   Jan 14 2009, 12:55 AM
ალექსანდრე   საინტერესო დისკუს...   Jan 14 2009, 12:57 AM
კანონისტი   .ნინო არ აღნიშნავე...   Jan 14 2009, 01:02 AM
devnili   სანამ დიდგორი თავა...   Jan 14 2009, 01:11 AM
კანონისტი   devnili უკაცრავად, ეს შ...   Jan 14 2009, 01:48 AM
devnili   მეგონა უკვე გამომი...   Jan 14 2009, 01:57 AM
კანონისტი   შეცდომით არის შეტ...   Jan 14 2009, 02:22 AM
.ნინო   დათო, ბოდიში ცოტა უ...   Jan 14 2009, 02:30 AM
staywhite   კანონისტი :) :მპუა: შ...   Jan 14 2009, 02:30 AM
კანონისტი   .ნინო ცხადია არანა...   Jan 14 2009, 02:38 AM
.ნინო   როგორ მიყვარს ბაშ...   Jan 14 2009, 02:41 AM
devnili   დიდი მადლობა ნინო ...   Jan 14 2009, 03:04 AM
კანონისტი   devnili ამ განყოფილება...   Jan 14 2009, 03:11 AM
იოანა   კანონისტი გაიხარე ...   Jan 14 2009, 03:52 AM
ბადრი   გილოცავთ წინადაცვ...   Jan 14 2009, 04:39 AM
მნათე   კანონისტი ისე შეც ...   Jan 14 2009, 04:48 AM
ბადრი   არ ვამბობდი მეც არ...   Jan 14 2009, 05:06 AM
მნათე   კონსტანტინეპოლის...   Jan 14 2009, 05:14 AM
KAIROS   ნამდვილად ისტორიუ...   Jan 14 2009, 06:03 AM
კანუდოსელი   არსად არ გაიშვას ა...   Jan 14 2009, 10:35 AM
Lashab   არსად არ გაიშვას ა...   Jan 15 2009, 01:20 AM
მნათე   უფალი რას იტყვის...   Jan 14 2009, 10:39 AM
კანონისტი   ეცადეთ, რომ უსაგნო ...   Jan 14 2009, 12:33 PM
devnili   me mgoni didgori agar apirebs tqventan kamatis gag...   Jan 15 2009, 06:31 AM
კანონისტი   devnili ძალიან სამწუხა...   Jan 15 2009, 10:35 AM
მნათე   devnili საქმე იმაშია, რ...   Jan 15 2009, 12:17 PM
კანონისტი   მნათე კორექტულად.   Jan 15 2009, 02:38 PM
ბადრი   ცუდია როცა გებუტებ...   Jan 15 2009, 11:33 PM
KAIROS   უფრო ცუდია, რომ მა...   Jan 16 2009, 12:29 AM
devnili   b-no "kanonisto", didgorze sheni teorieb...   Jan 16 2009, 02:49 AM
კანონისტი   მოგვიანებით ვუპას...   Jan 16 2009, 10:58 AM
staywhite   devnili და ამის არსი შე...   Jan 16 2009, 11:30 AM
კანონისტი   devnili მეც ვეთანხმები...   Jan 16 2009, 12:29 PM
კანონისტი   იმდენად ზედმიწევნ...   Jan 16 2009, 02:41 PM
ბექა   აუ საღოლ დავით ძალ...   Jan 16 2009, 03:20 PM
კანუდოსელი   კარგი იყო, ახლა უცე...   Jan 16 2009, 03:50 PM
კანონისტი   ბექა კანუდოსელი არ...   Jan 16 2009, 04:53 PM
devnili   kokoitis surati ro dagidviat da saberznetis antiek...   Jan 16 2009, 11:04 PM
კანონისტი   devnili ერთია, როდესაც ...   Jan 16 2009, 11:27 PM
devnili   შიდა ქართლის ტერიტ...   Jan 16 2009, 11:37 PM
.ნინო   devnili მაპატიეთ, მაგრა...   Jan 16 2009, 11:44 PM
devnili   დიდგორი არ არის ეკ...   Jan 17 2009, 12:01 AM
.ნინო   მაპატიეთ, მაგრამ ე...   Jan 17 2009, 12:24 AM
კანონისტი   იმავე პატრიარქმა ...   Jan 17 2009, 12:57 AM
subterranean   აუუუ წავიკითხე ეს ...   Jan 17 2009, 01:07 AM
კანონისტი   subterranean საკუთარ თავს, ...   Jan 17 2009, 01:16 AM
subterranean   subterranean საკუთარ თავს,...   Jan 17 2009, 01:20 AM
კანონისტი   subterranean იმიტომ, რომ მხ...   Jan 17 2009, 01:42 AM
subterranean   devnili თქვენი დემაგოგ...   Jan 17 2009, 01:48 AM
KAIROS   +++ ვფიქრობ ფორუმი ...   Jan 17 2009, 06:08 AM
devnili   ai, adre vusakvedure didgorelebs etapobrivad upasu...   Jan 17 2009, 03:55 PM
devnili   vinaidan shida fostashi ukve mivige muqara dablokv...   Jan 17 2009, 04:29 PM
Superboy   da ra mainteresebs basili mklavishvilis eklesias m...   Jan 17 2009, 04:30 PM
afxazi   devnili ნუ გამოგყავს სა...   Jan 17 2009, 06:32 PM
subterranean   devnili მინდა მოგახსენ...   Jan 17 2009, 11:23 PM
KAIROS   ნამდვილად პ.ს. ინფო...   Jan 18 2009, 12:41 AM
კანონისტი   რას მატყობთ აღელვ...   Jan 19 2009, 06:46 PM
daviti_23   კანონისტი "წინა კ...   Jan 23 2009, 12:30 AM
კანუდოსელი   უღირსი მღვდელი გი...   Jan 23 2009, 11:33 AM
KAIROS   ჰმ! საოცარია, მღვ...   Jan 23 2009, 04:23 AM
KAIROS   პ.ს.ს. ხედავ შენ როგ...   Jan 23 2009, 04:35 AM
staywhite   KAIROS :( <- ეს კია რა, რაღ...   Jan 23 2009, 11:25 AM
კანონისტი   პატივცემულო "მღ...   Jan 23 2009, 01:44 PM
კანონისტი   2 კურიოზი: 1. აუხსენი...   Jan 23 2009, 02:00 PM
კანუდოსელი   კანონისტი ჰმ...ნეტა...   Jan 23 2009, 02:25 PM
daviti_23   KAIROS მოიყვანე ადგილ...   Jan 23 2009, 05:13 PM
კანონისტი   daviti_23 წინა პოსტები წ...   Jan 23 2009, 05:16 PM
staywhite   daviti_23 შენც დიდგორელე...   Jan 23 2009, 05:36 PM
daviti_23   staywhite ჯერ ძალიან მაი...   Jan 23 2009, 07:46 PM
KAIROS   კანუდოსელმა გიპას...   Jan 24 2009, 04:11 AM
KAIROS   ნუ, მე რაც მეხებოდა...   Jan 24 2009, 05:31 AM
კანონისტი   ყოველ სისულელეზე ს...   Jan 24 2009, 01:07 PM
მნათე   მიუხედავად ჩემი დ...   Jan 24 2009, 02:37 PM
კანონისტი   მნათე რომის ეკლეს...   Jan 24 2009, 03:14 PM
მნათე   მიუხედავად ამისა, ...   Jan 24 2009, 03:17 PM
კანონისტი   მნათე არ არის მასე....   Jan 24 2009, 03:24 PM
მხევალი ნინო   კანონისტი უი, მე ე...   Jan 24 2009, 03:25 PM
მნათე   კანონისტი მაგ პირ...   Jan 24 2009, 03:35 PM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th May 2024 - 12:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი