IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> თბილისობა, თბილისობა 2013
G_saxva
პოსტი Oct 4 2013, 09:48 AM
პოსტი #1


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



“თბილისობა 2013″ 4–5–6 ოქტომბერს იმართება. ღონისძიებების ეპიცენტრია ძველი თბილისი — დედაქალაქის ისტორიული ნაწილი.
ისტორაია:
ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული თბილისში პირველად 1979 წ. 28 ოქტომბერს აღინიშნა. 1990-იანი წლების დასაწყისში პაუზის შემდეგ კვლავ განახლდა 1995 წ. და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. თბილისობის აღნიშვნაში მთელი საქართველოს მოსახლეობა მონაწილეობს. თბილისი სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები თავიანთ კუთხის წარმოჩინებას ცდილობენ და შემოდგომის უხვი მოსავლის ბაზრობებს მართავენ. ძველი თბილისი ჩვენ თვალწინ ცოცხლდება… ტრადიციად იქცა ამ დღესასწაულზე საპატიო თბილისელის დასახელებაც. 1979 წლიდან დღემდე თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 200 გამორჩეულ და ღირსეულ ადამიანს ერგო.

“თბილისობის დღესასწაულზე განსაკუთრებით უნდა გავიხსენოთ ჩვენი წარსული, ის წინაპრები, რომელთაც ეს ქალაქი დააარსეს, ააშენეს და დაიცვეს. პირველ რიგში, ვახტანგ გორგასალი, რომელმაც, როგორც ჩანს, ამ ადგილას ქალაქი ღვთის ლოცვა-კურთხევით დააარსა, რადგან შემდეგში იგი მთელი საქართველოს დედაქალაქად იქცა; დავით აღმაშენებელი, რომელმაც თბილისი 1122 წელს არაბების მრავალწლიანი მონობისგან გაათავისუფლა. თბილისის ისტორია ისევე მრავალტანჯულია, როგორც მთელი ქართველი ერისა, იგი მრავალგზის დაუნგრევიათ და დაურბევიათ, მაგრამ უფლის ნებით კვლავ აღმდგარა და წელში გამართულა, წინანდელზე უფრო ძლიერი და მშვენიერი. შეუძლებელია თბილისობაზე არ გავიხსენოთ ის ასიათასი ქართველი, რომელიც ჯალალედინმა აწამა რწმენისათვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყოველივე არა მხოლოდ წარსული, არამედ დღევანდელი დღეცაა, რადგან ის ასიათასი ქართველი ახლაც იცავს არა მხოლიად თბილისს, არამედ მთელ საქართველოს. ეს ის ზეციური მხედრიონია, რომელიც უფალს ქართველ ხალხს ავედრებს.

წინაპრების გახსენებამ მომავალზეც უნდა დაგვაფიქროს და საკუთარ გულშიც ჩაგვახედოს, კონკრეტულად რას ვაკეთებთ ჩვენ დღეს საქართველოსა და თბილისისათვის”, – უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (თბილისობა 28 ოქტომბერი, 1988 წ.)

ღონისძიებები:
თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებული პროგრამის მიხედვით, ღონისძიებები 4 ოქტომბერს, 20:30 საათზე ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღში დაიწყება, სადაც ახალბედა მუსიკალური ბენდების კონკურსი გაიმართება.
ძირითადი ღონისძიებები დედაქალაქში კი 5 და 6 ოქტომბერს იქნება.

თბილისობა 2013 პროგრამა
“თბილისობა” წელს 4-6 ოქტომბერს აღინიშნება. სადღესასწაულო ღონისძიებები 4 ოქტომბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღში ახალბედა მუსიკალური ბენდების კონკურსით გაიხსნება. პროგრამის ძირითადი ღონისძიებები კი 5-6 ოქტომბერს გაიმართება. კერძოდ, მეიდანზე, გორგასლის მოედანზე, ტრადიციული საწნახელი მოეწყობა და ყურძენი დაიწურება. აბანოთუბანში ბავშვებისთვის თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა “ფიროსმანი” ჩატარდება. მეიდანი ბავშვთა ფოლკლორულ ქორეოგრაფიულ ანსამბლებს უმასპინძლებს. ჩატარდება ნარდისა და ჭადრაკის სამოყვარულო ტურნირები, ხილის ფესტივალი, თბილისის IV საერთაშორისო სამხატვრო პლენერზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, ავტო შოუ, სადღესასწაულო მსვლელობა ბოტანიკურის ქუჩაზე, გასეირნება მტკვარზე ტივით – მეარღნის, მედუდუკეებისა და ყარაჩოღელების თანხლებით, ბაიდარების მსვლელობა მტკვარზე, პანტომიმის თეატრის წარმოდგენა რიყის პარკის ამფითეატრში, ევროპის მოედანზე ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა -”შავფაროსნები”, ბაზიერების შოუ; ასევე, გორგასლის მოედანზე ქართული პოპ მუსიკის კონცერტი, სხვადასხვა ეროვნების ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა; აბანოთუბანში, გორგასლის მოედანზე, კი ჯგუფის “ეგარი” და ჯგუფის “ბანი” კონცერტები. ევროპის მოედანზე ოთარ რამიშვილის 75 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, რომელზეც ოთო ნემსაძე ოთარ რამიშვილის დაუვიწყარ მუსიკას წარმოადგენს. ოქტომბერს „თბილისობა 2013“ ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიალით დაიხურება.
8 ოქტომბერს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის
5 და 6 ოქტომბერს ღონისძიებები დღის 12 საათზე დაიწყება. დაგეგმილ ღონისძიებებს შორისაა, მეიდანზე ღვინის დაწურვა, აბანოთუბანში ბავშვებისთვის თეატრალური მუსიკალური წარმოდგენა და ქორეოგრაფიულ ანსამბლთა კონცერტები, ნარდისა და ჭადრაკის სამოყვარულო ტურნირები, ხილის ფესტივალი შარდენზე და მის მიმდებარე ქუჩებზე, შშმ პირთა შემოქმედების წარდგენა, თბილისის მუნიციპალური სახლ-მუზეუმების თემატური ექსპოზიციები, ავტოშოუ, ბაიდარების მსვლელობა მტკვარზე, სამეცნიერო პიკნიკი და ა.შ. ღონისძიებებს 6 ოქტომბერს, 21:30 საათზე მშვიდობის ხიდზე მოძრაობის თეატრის საჰაერო შოუ დაასრულებს.

საგამოფენო დარბაზში გიწვევთ თბილისობისადმი მიძღვნილ გამოფენაზე „ კაცი,
რომელიც დააკლდა ქალაქს"
ოქტომბერს „თბილისობა 2013“ ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიალით დაიხურება.
რუ: მე+ინტერნეტი+ბევრი საინტერესო საიტი biggrin.gif

ერთი სიტყვით გილოცავთ თბილისობას და ღმერთმა მრავსა დაგვასწრო.ს სიხაურლსა და ბენიერებაში ეს და შემდგომი თბილისობა kiss1.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Oct 5 2013, 10:31 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
უბედნიერესი ვარ...
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 02:21 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი