საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
marine |
Oct 30 2017, 03:40 PM
პოსტი
#101
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კალაურის ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსში აღმოჩნდა საფლავი, რომელიც, მეცნიერთა თქმით, კახეთის მეფე კვირიკე დიდს ეკუთვნის. ცოტა ხნის წინ აქ იპოვეს კიდევ ერთი ასომთავრული წარწერა XI საუკუნისა. ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა მეფის საგვარეულო აკლდამა იყოს".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N28, 2017, გვ.18/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 19 2018, 09:15 PM
პოსტი
#102
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სახელოვან მეფეზე [წმ. სოლომონ I] ძლიერ იმოქმედა ნაჭიშკრევის მწარე მარცხმა. 1784 წლის 23 აპრილს მეფე ხონში აპირებდა წასვლას გიორგობის დღესასწაულზე. ის იყო ცხენზე უნდა ამხედრებულიყო, რომ უცებ გულაღმა დაეცა და გარდაიცვალა.
იმეფა 32 წელი და შთამომავლობას დაუტოვა დიდნი საქმენი. "იმერთა მეორე აღმაშენებელმა" ქვეყანა მკვდრეთით აღადგინა და ღრმა კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. დაკრძალეს გელათის მთავარ ტაძარში, სადაც მანამდე არცერთ მეფეს არ განუსვენია". /"სამთავროს მაყვლოვანი" N2, 2017, გვ.44/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 1 2018, 02:52 PM
პოსტი
#103
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გორგასალმა დაამკვიდრა რწმენის საოცარი სულისკვეთება, რომელიც ქრისტესთვის სიკვდილის მაძიებლობას ქადაგებდა. მისი სარწმუნოებრივი გულმხურვალება თვითდამკვიდრებისა და უკვდავების ის იშვიათი გამოხატულება იყო, რომლითაც საქართველომ გაუძლო მომხდური მტრის ბოროტებას და გადარჩა როგორც ქვეყანა.
უფლისთვის სიკვდილის მაძიებელ გორგასალს უფალმა გამარჯვების წყალობა მოსცა და ძლევამოსილი საქართველო შეაქმნევინა". /"კარიბჭე" N26, 2010, გვ.17/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 11 2018, 07:58 PM
პოსტი
#104
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თეიმურაზ I მეფედ ბოდბეში აკურთხეს"
/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 171/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 7 2018, 03:07 PM
პოსტი
#105
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დემეტრე თავდადებულს სამი ცოლი ჰყავდა (რაც ისტორიული აუცილებლობით იყო განპირობებული). ამის გამო მან სამი ეკლესია ააგო თბილისში (მეტეხის ტაძარი განაახლა, ნარიყალასა და თაბორის მთაზე ააგო ტაძრები). როგორც ჩანს, მას ეს ცოდვა ძალიან ტანჯავდა და ტაძრების აგებით სული დაიმშვიდა.
იგი ერთადერთი მოწამეა მთელ საქრისტიანოში, რომელსაც თავდადებული ჰქვია. "ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი" (პავლე მოციქული). მან აღასრულა მცნება მოყვასის სიყვარულის შესახებ და ხალხისთვის თავი დადო. ამიტომაც საქართველოს ეკლესიამ დემეტრე უყოყმანოდ შერაცხა წმინდანად." /"კარიბჭე" N13, 2006, გვ.12/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 7 2018, 08:59 PM
პოსტი
#106
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წერილობითი წყაროების მიხედვით, სვეტიცხოველში პირველი დაიმარხა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი. "მოკვდა ვახტანგ და დაეფლა მცხეთას, საკათალიკოსოსა ეკლესიასა შინა სვეტსა თანა (პატრიარქის საყდრის გვერდით, სვეტის ახლოს - აზუსტებს ნატროშვილი), რომელსა შინა არს ღმრთივ აღმართებულსა სვეტისაგან აღპყრობა". საფლავის ქვაზე დახატული ყოფილა მეფე ვახტანგი იმ ზომით, რა სიმაღლისაც იყო. პირვანდელ საფლავის ქვას ჩვენამდე არ მოუღწევია, გადმოცემით მარმარილოს ფილა შაჰ-აბასის ბრძანებით დაუმსხვრევიათ."
/"კარიბჭე" N13, 2006, გვ.31/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 9 2018, 09:51 PM
პოსტი
#107
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართლის მეფე გიორგი X სვეტიცხოველში იქნა დაკრძალული. მეფე ქართლში იდგა თურმე, მეჯვრისხევში. მოურთმევიათ თაფლი, შეჰყოლია ფუტკარი. ეცა ენაზე, გაუსივდა ნაკბენი და 8 ნოემბერს გარდაიცვალა. წამოუსვენებიათ და მცხეთის საპატრიარქო საყდარში დაუკრძალავთ. სხვა ვერსიით, გიორგი X შაჰმა მოაწამვლინა."
/"კარიბჭე" N13, 2006, გვ.32/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 27 2018, 08:42 PM
პოსტი
#108
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დილას, ნისლი რომ გაიფანტა, თავს დაესხა ვახტანგ მეფე სპართა ჯარს. შეტევის წინ მიმართა ჯარს: "ყოველი კაცი, რომელიც მტერს გადაურჩება და მტრის თავს ან ხელს არ გამოიტანს ბრძოლის ველიდან, ჩვენ თვითონ მოვკლავთ".
/"თბილისელები" N30, 2018, გვ.42/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 7 2019, 08:48 PM
პოსტი
#109
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საქართველოს მეფეთა - ფარნავაზის, მირიანის, ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებელის მიერ ქვეყნის სახელწიფოდ ჩამოყალიბების და ქრისტიანობის განმტკიცების პერიოდიდან, ვიდრე რუსეთის იმპერიასთან 1783 წელს დადებულ გარიგებამდე, მოგეხსენებათ, საქართველოს მთლიანი დაპყრობა სამართლებრივად არც არავის გაუფორმებია. მისი სიძლიერე ყოველთვის ქრისტიანობაზე და ქვეყნის ერთიანობაზე იყო დამოკიდებული და როდესაც ამას მიაღწევდნენ გამორჩეული მამულიშვილები, საქართველო ძლიერიც იყო და განუყოფელიც"
/"კრიალოსანი" N3, 2008, გვ.25/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 11 2019, 08:34 PM
პოსტი
#110
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩვენი აზრით, თიფიელი ფიხუნია, რომელიც ქაშქების პირველ მეფედ მოიხსენიება (ძვ. წ. XIV ს.), იყო ქართველურენოვანი მოსახლეობის ყველაზე ძველი მეფე. იგი დაახლოებით 200 წლით ადრე მეფობდა დიაოხის (ტაოხი, ტაო-ს) მეფე - სიენი-ზე. თიფიელი ფიხუნია ასევე წინ უსწრებდა კოლხ აიეტის მეფობას."
/"კრიალოსანი" N10, 2008, გვ.42/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 14 2020, 02:37 PM
პოსტი
#111
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვახტანგ V შაჰნავაზი - ენერგიული მეფე ქართლ-კახეთისა (1658 - 1675), რომელიც მრავალმხრივ მოღვაწეობას ეწეოდა სამეფოს პოლიტიკური და კულტურული გაძლიერებისათვის. მან "მოიწყო ქართლი და კახეთი, იმერნი ჟამად ეპყრნეს, ჟამად მსახურებდნენ და უსმენდნენ, მესხნი მორჩილებდნენ"(ვახუშტი).
ვახტანგ მეხუთეს, როგორც ეს ქვეყნის ჭეშმარიტად გულშემატკივარ მმართველს მოეთხოვება, სწორად ესმოდა სახელმწიფოს ცხოვრებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა სწავლა-განათლებისა, რომლის საფუძველსაც საღმრთო წერილისა და მისი განმარტებების შესწავლა წარმოადგენს. თვითონ მას, როგორც ამას მემატიანე გვამცნობს, თავისი შვილებისათვის სრულყოფილი აღზრდა-განათლება მიუცია; მეფემ არჩილი, გიორგი და ლევანი აღზარდა "სახელმწიფოსა სწავლითა და სიბრძნე-თარგმანებათა და განმარტებათა მიერ, ხოლო უმეტესად საეროთა და სავაჟკაცოთა მხედრობითა გამოცდილობითა ყოვლითურთ, სამამაკაცო ზნეობითა და ესრეთ სახედ, რომე არაოდეს არ აღზრდილარს საქართელოსა შინა მათებრივ არცა ძენი მეფეთანი და არცა დიდებულთანი" /"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 217/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 15 2021, 08:37 PM
პოსტი
#112
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გიორგი მესამე იყო უმამაცესი მეომარი, გამჭრიახი სარდალი და პოლიტიკოსი "ლომთა უმხნესი და არწივთა უმაღლესი", მოტრფიალე ნადირობისა, ლხინისა და დროსტარებისა, ბუნებით ხალისიანი, მაგრამ განრისხების ჟამს ფრიად სასტიკი და დაუნდობელი. ჭაბუკობისას მამამ ცოლად შერთო ოვსთა მეფის ულამაზესი ასული ბურდუხანი".
/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის", გვ.61/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 19 2021, 09:33 PM
პოსტი
#113
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მირდატ V - ოცდამეთორმეტე მეფე ფარნავაზის შემდეგ. მირდატს ცოლად ჰყავდა არანის მმართველ ბარზებოდის ასული, ქმრის ხელში გაქრისტიანებული სარანდუხტი. მათ სამი შვილი შეეძინათ: - 427 წ. გოგონა ხვარანძე; - 431 წ. ვახტანგი (შემდეგ გორგასლად წოდებული); - 437 წ. მირანდუხტი".
/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის", გვ.138/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 20 2021, 08:25 PM
პოსტი
#114
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ცნობილია, რომ ფარსმან-ქველი მიიწვია თავისთან რომის იმპერატორმა ანტონიუს პიუსმა (133-161 წ.) და დიდ პატივად ჩათვალა მისი სტუმრობა. სტუმრის პატივსაცემად გაიმართა ცხენოსანთა ჯირითი. ფარსმან-ქველის უბადლო ცხენოსნობით მოხიბლულმა ანტონიუს პიუსმა ბრძანა, მარსის მოედანზე აღემართათ ცხენზე ამხედრებული ქართველი მეფის ქანდაკება. სამწუხაროა, რომ ასეთი დიდებული მეფე, რომელიც თავზარს სცემდა მტერს, სპარსელების მიერ მოსყიდულმა ქართველმა მზარეულმა მოკლა".
/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის", გვ.218/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 2 2021, 09:34 PM
პოსტი
#115
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმ. მირდატ IV - ოცდამეათე მეფე ფარნავაზიდან. ეს არის ქრისტესათვის წამებული პირველი ქართველი მეფე. მას უზნეო და უსჯულო მეფედ მოიხსნიებს "ქართლის ცხოვრება". "და იყო ესე მირდატ კაცი ქველი, მხედარი და შემმართებელი, ურწმუნო და უშიში ღვთისა, ლაღი და ამპარტავანი და მინდობილი მხედრობასა თვისსა და არამსახურა მან ღმერთსა, არღა აღაშენა ეკლესია, არცა-რა ჰმატა აღშენებულთა" - წერს მოსე ჯანაშვილი.
მირდატ IV-ის დროს კვლავ შემოესია სპარსეთი საქართველოს: მეფე ტყვედ ჩავარდა და ბაღდათს წაიყვანეს ხალიფასთან. სჯულის გამოცვლა მოსთხოვეს ქართველ გვირგვინოსანს, მაგრამ სწორედ აქ გამომჟღავნდა მირდატ მეფის უსაზღვრო სიყვარული ქრისტესადმი და მტკიცე უარი განაცხადა შემოთავაზებულ ყველა პირობაზე, რასაც ქრისტეს უარყოფით მიიღებდა. ბორკილდადებული და ნატანჯი მეფე საპყრობილეში ჩააგდეს და ბოლოს 410 წელს თავი მოჰკვეთეს. თავისი სიკვდილის ფასად აგვიგო ზესთასოფელში ეკლესია, საიდანაც ჩვენთვის ლოცულობს. მირდატ მეფის ხსენების დღეა 8 (21) ივლისი". /ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის", გვ.308/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 2 2021, 09:58 PM
პოსტი
#116
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამბობენ, რომ მისი [ვახტანგ გორგასალის] სიმაღლე 2 მ. და 40 სმ. იყო. ასევე ამბობდნენ, რომ შეეძლო გაქცეულ ირემს ფეხით დასწეოდა და შეკაზმული ცხენი ხელით დაეჭირა თავს ზემოთო".
/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის", გვ.308/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 3 2021, 08:28 PM
პოსტი
#117
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ლაშქრობის დროს ვახტანგ გორგასალმა ბევრი ქრისტიანული ეკლესია და ბევრი ქრისტიანი გადაარჩინა. როცა სინდეთში გამარჯვებას ცოტაღა უკლდა, ციხის ქონგურიდან გადმოდგა სინდეთის მეფე და ასე გადმოსძახა მეფეს:
მეფეო, შენ იმ ყვავსა ჰგავხარ, რომელმაც ქორი რომ იპოვა, სხვა ყვავებთან ერთად კი არ დაგლიჯა, არამედ მოარჩინა. შემდეგ ქორმა, თავისი მკურნალი შეჭამა. ქორს ვერავინ გაამტყუნებს, - ქორულად მოიქცა, ხოლო ყვავი არ მოიქცა თავისი ჯიშის შესაბამისად და იმიტომ დაიღუპაო. ვახტანგ მეფემ კი უპასუხა: უგუნურო, შენ კიდევ იმ თხუნელას ჰგავხარ, რომელსაც არასოდეს მზის სინათლე არ უნახავს და მზის სითბო არ უგრძვნია. მე, ამ ლაშქარში მონაწილეობით უამრავი ქრისტიანი გადავარჩინე და სამოთხესთან უფრო ახლოს მივედი, ვიდრე ჯოჯოხეთთანო! შეებრძოლნენ ერთმანეთს სინდეთის მეფე და წმ. ვახტანგ მეფე. წმ. ვახტანგმა ხმლის პირველივე მოქნევით დაჭრა იგი და მიათრია შაჰის წინაშე, ოღონდ სთხოვა შაჰს, რომ არ მოეკლა სინდეთის მეფე, მოერჩინა და ზავი დაედო... სინდეთის (დღევანდელი პაკისტანის) მეფესთან ამ პატარა ეპიზოდითაც კი მშვენივრად გამოჩნდა ქრისტიანული ზნეობის სიმაღლე და თავად წმ. ვახტანგ მეფის ქრისტიანული სახე". /ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის", გვ.306-307/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 7 2021, 08:25 PM
პოსტი
#118
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მეფე დიმიტრიმ, წარმართ მონღოლთა მსგავსად სამი ცოლი მოიყვანა. ბასილი მონაზონმა მეფის უწესო ქორწინებანი ამხილა, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ მან მეფეს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ძალით უწინასწარმეტყველა, რომ თუკი არ შეისმენდა და ცოდვას არ განეყენებოდა, მეფობა ჩამოერთმეოდა, ხოლო მისი შვილები განიბნეოდნენ. კრიტიკულ ჟამს დიმიტრის პიროვნებაში მამულისა და ღმერთის სიყვარულმა იმძლავრა და მან თავი დასდო თავისი ერისათვის. დიმიტრი მეფის დამსჯელი არღუნი რამდენიმე წლის შემდეგ ავადმყოფობით დაუძლურებული, იმავე დღეს (12 მარტს) და იმავე საათზე დაახრჩვეს, რომელზეც მეფე დიმიტრის მოჰკვეთეს თავი"
/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე "საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.149/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 16 2021, 07:10 PM
პოსტი
#119
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გარკვეული ხნის შემდეგ, სპარსეთის შაჰმა ვახტანგ მეფეს [გორგასალი] ბერძენთა წინააღმდეგ დახმარება სთხოვა. ამ დროს მეფე 30 წლის ვაჟკაცი იყო, რომელსაც მემატიანე ჯუანშერის გადმოცემის თანახმად ხელეწიფებოდა, "ხელით დაეჭირა ირემი, ხოლო შეჭურვილი ცხენის მხრებზე შეგდება და ასეთნაირად არმაზის მთაზე მდებარე ციხეში ასვლა შეეძლო" (იხ. ჯუნაშერის "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა").
/ლევან მუმლაძე, "საქართველოს უდიდესი მეფეები" გვ.6/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 26 2022, 09:25 PM
პოსტი
#120
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვახტანგ გორგასალმა უდიდესი სახელი დატოვა შთამომავლობაში. ამ მხრივ, მისი შედარება მხოლოდ დავით აღმაშენებელთან თუ შეიძლება"
/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი "საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.71/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი