თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ სენატი _ სენატის გადაწყვეტილება

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Nov 10 2011, 09:58 PM

სენატის

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

ფორუმის მოდერირების გაუმჯობესების შესახებ


მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს მოდერირების გაუმჯობესების მიზნით, http://church.ge/index.php?showtopic=137 მე-17 და მე-18 მუხლებისა და http://church.ge/index.php?showtopic=4352 მე-4 პუნქტის შესაბამისად,
1. მოდერატორებთან მიმართებაში განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) A.V.M დაინიშნოს განყოფილება "ჩვენი პატრიარქი"-ს თანამოდერატორად.

გ) kato_Bato და ნაინა-ს თანხმობით ikanosi დაინიშნოს განყოფილება "ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი"-ს თანამოდერატორად;

2. აპოლოგეტიკის განყოფილებაში შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დაიხუროს ყველა ის თემა, რომელიც ეხება არაქრისტიანული რელიგიების დეტალურ განხილვას, დარჩეს ერთი ზოგადი თემა - "სხვა რელიგიები" და ეთხოვოთ წევრებს, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ განყოფილების შინაარსი. განყოფილება გაიხსნა იმ წევრთათვის, რომელთაც გაურკვევლად მიაჩნიათ, ანდა არ ეთანხმებიან ქრისტიანული რელიგიის ამა თუ იმ საკითხს და შესაბამისად მათ მიეცათ საშუალება ერთ კონკრეტულ განყოფილებაში პოლემიკის წარმართვისა. ამიტომ ყოველი ახალი თემა არ უნდა სცილდებოდეს ამ ჩარჩოებს.

3. ეთხოვოს admin-ს, ტექნიკურად შეასრულოს 1-ლ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილება.

სენატის თავმჯდომარე,
afxazi

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)