თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ სტალინიადა

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Dec 14 2010, 12:09 PM

ყველას აინტერესებს რატომ იყო სტალინი საბჭოთა სახელმწიფოს გმირი და არა კერძოდ საქართველოსი?!თუკი იგი ქართველი იყო...თქვენი აზრი მაინტერესებს და მერე ჩემსას დავპოსტავ biggrin.gif rolleyes.gif cool.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Dec 14 2010, 02:38 PM

კაი კაცია სტალინი??smile.gif

პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Dec 14 2010, 02:41 PM

სტალინი გმირი?არანაირად არ ვეთანხმები,სადისტი იყოsad.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Dec 14 2010, 02:42 PM

ციტატა(mzime) @ Dec 14 2010, 02:41 PM) *

სტალინი გმირი?არანაირად არ ვეთანხმები,სადისტი იყოsad.gif

სადისტი...დაამტკიცე..გთხოვთ არგუმენტირებულად...მე კი დავამტკიცებ რომ გმირი იყო tongue.gif

პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Dec 14 2010, 02:43 PM

რადგან დაიწყე შენ მოიყვანე გმირობის ფაქტებიtongue.gif


37 წელი გაიხსენეsad.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Dec 14 2010, 02:49 PM

გმიროამდე გავეცნოთ რატომ იყო სტალინი საბQოეთის გმირი და არა საქართველოსი..როდესაც მაკედონელის მამამ შვილში დამპყრობელი შეამცნია უთხრა რომ :შენი შესაფერისი საბრძანებელი უნდა მოძებნო,შვილო,მაკედონია შენ ვერ დაგიტევს!.."ალექსანდრეს ისეთი სახელმწიფო ჭირდებოდა საიდანაც უფლის მიერ დაკისრებულ საქმეს გააკეთებდა...ასევე შეიძლება ყოპილიყო ნაპოლეონი პატარა კორსიკა მას ვერ იტევდა...და ასევე იყო სტალინიც...მან გააკეთა ის რაც გასაკეთებელი იყო(თუ არა ახლა შეჭამდი გერმანულ პურს biggrin.gif ) არ გიყვართ სტალინი??smile.gif

პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Dec 14 2010, 02:58 PM

გერმანელების დამარცხება სტალინის კი არა ხალხის დამსახურებაა ჩემი აზრითsmile.gif

შესაძლოა სხვანაირად არ გამოდიოდა იმ იმპერიის მართვა,რომელას საბჭოთა კავშირი ერქვა.

და შენი აზრით გმირია ხო? საბჭოეთის გმირი კია არა,რუსების გმირია,ისინი დღემდე ცდილობენ მიჩქმალონ რეალური სტალინის სახე.მაგრამ ეს აღარ გამოუვათ,რადგან ყველაფერს უკვე დიდი ხანია ფარდა აეხადაsmile.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Dec 14 2010, 03:00 PM

ახლა სტალინის სიტყვები გამახსენდა.."გავა დრო და ნაგავს გაქექავენ და იმ ნაგავში დაიწყებენ სიმართლის ძებნასო" smile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 14 2010, 03:10 PM

toka@
მრავალი თემაა აქ ამავე საკითხთან დაკავშირებით და იქნებ მოგეძებნა და გენახა.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 14 2010, 04:34 PM

ნორჩ სტალინელს ვახლავარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Dec 14 2010, 07:07 PM

კანუდოსელი..რო მახლავხარ კარგია მაგრამ იქნებ რაიმე გვითხრა დიდ ბელადზე....

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 14 2010, 07:28 PM

კანუდოსელი

ციტატა
ნორჩ სტალინელს ვახლავარ

მეც biggrin.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Dec 14 2010, 08:08 PM

რა ნორჩი სტალინელი ხალხო არ გამაგიჟოოოოოოოოოოოოთ!!!უბრალოდ სტალინზე მაინტერესებდა...აბა ვინ იცის რა გვარი იყო ბელადი??? dry.gif dry.gif dry.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif unsure.gif

პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Dec 14 2010, 08:14 PM

ჰმbiggrin.gif


იოსებ ბესარიონის ძე სტალინი (ნამდვილი გვარი ჯუღაშვილი)

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 14 2010, 08:15 PM

toka@

ციტატა
« შემდეგი ძველი თემა · საქართველოს ისტორია · შემდეგი ახალი თემა »
 

ჯუღაშვილი იყო შენი ბელადი biggrin.gif
იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Dec 14 2010, 08:24 PM

ციტატა(mzime) @ Dec 14 2010, 08:20 PM) *

დიახtongue.gif

ისტორიაში რა ნიშანი გეწერა??მეორე გვარზე ეგნატაშვილობაზე არაფერი გსმენია??tongue.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif laugh.gif :lol:1879-1953 წლის 3 მარტი.იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი(ეგნატაშვილი)

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Dec 14 2010, 08:36 PM

ციტატა(mzime) @ Dec 14 2010, 08:14 PM) *

ჰმbiggrin.gif
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი (ნამდვილი გვარი ჯუღაშვილი)

ეს რა დავინახე სტალინი გვარი იყო???biggrin.gif:D:D:D

პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Dec 14 2010, 08:39 PM

ნუ ინტრიგანობ,აცადე ხალხს აზრი დააფიქსიროსbiggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 14 2010, 08:41 PM

toka@
mzime)
მე მგონი თქვენ კარგად ხალისობთ აქ და მოვა ამ თემის მამასახლისი მალე.
ხოდა არ გამორჩეთ ვორნებს tongue.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Dec 14 2010, 08:45 PM

ციტატა(mzime) @ Dec 14 2010, 08:39 PM) *

ნუ ინტრიგანობ,აცადე ხალხს აზრი დააფიქსიროსbiggrin.gif

სტალინი გვარი იყო არ გადამრიო ახლა doh.gif doh.gif doh.gif

ციტატა(ნაინა @ Dec 14 2010, 08:41 PM) *

toka@
mzime)
მე მგონი თქვენ კარგად ხალისობთ აქ და მოვა ამ თემის მამასახლისი მალე.
ხოდა არ გამორჩეთ ვორნებს tongue.gif

სტალინი მსოფლიოს აწითლებდა მე თემას გავაწითლებ....ამ თემის მამასახლისი ბერიაა??biggrin.gif:D:D:D:D

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Dec 14 2010, 08:52 PM

ისე დიდი სამეულის კრებაზე რომელი იყო სტალინს ფეხზე რომ არ წამოუდგა???smile.gif dry.gif blink.gif unsure.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Dec 14 2010, 08:56 PM

ციტატა(toka@ @ Dec 14 2010, 12:09 PM) *

ყველას აინტერესებს რატომ იყო სტალინი საბჭოთა სახელმწიფოს გმირი და არა კერძოდ საქართველოსი?!თუკი იგი ქართველი იყო...თქვენი აზრი მაინტერესებს და მერე ჩემსას დავპოსტავ biggrin.gif rolleyes.gif cool.gif tongue.gif


მოკლედ თხოვნა მექნება საჩათაოდ ნუ გახდით ამ თემას.

ისაუბრეთ ამ პრობლემის ირგვლივ თუ შეიძლება ამას საერთოდ პრობლემა ეწოდოს smile.gif

პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Dec 14 2010, 09:05 PM

ახლა მართლა off-ი გამომდის მაგრამ არ ვიცი სად დაწერო ეს და... ჩეთი არ იქნებოდა ურიგო აქsmile.gif თუ ეწინააღმდეგება საიტის ფორმატსsmile.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Dec 14 2010, 09:14 PM

mzime)

http://church.ge/index.php?showtopic=8369&st=3900

აქ შედი და იქ იჩეთავე სხვაგან არა.


პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 14 2010, 10:04 PM

toka@
თავი არ შეგიწუხებია როგორც ვატყობ biggrin.gif

აჰა სტალინზე ორი თემა:

http://church.ge/index.php?showtopic=7755

http://church.ge/index.php?showtopic=7559

გადახედე გარჩევებს.

პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Dec 14 2010, 11:51 PM

sable,მგონი არც ძალიან გადამიხვევია თემისთვისsmile.gif

თუმცა გმადლობ დაკვალიანებისათვისsmile.gif

პოსტის ავტორი: ბაგრატიონი თარიღი: Jan 5 2011, 11:19 PM

ციტატა
ახლა სტალინის სიტყვები გამახსენდა.."გავა დრო და ნაგავს გაქექავენ და იმ ნაგავში დაიწყებენ სიმართლის ძებნასო"

"Я знаю, что, когда я умру, людская молва много мусора нанесёт на мою могилу. Но я уверен, что ветер Истории всё это развеет". И. Сталин.

პოსტის ავტორი: zatoichi თარიღი: Jan 5 2011, 11:43 PM

ტროიკების შექმნა
საზოგედოების მოშლა
მილიონობით დახვრეტილი და გაციმბირებული ადამიანი

რა არგუმენტები გინდათ ვერ ვხვდები


პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jan 5 2011, 11:49 PM

კაცი იყო,აი ესაა ჩემთვის მთავარი,დაიბადა რომ ემართა,ვინც არ ევასებოდა იშორებდა....ესაა ჩემთვის არგუმენთი cool.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jan 6 2011, 01:01 AM

toka@

ციტატა
ვინც არ ევასებოდა იშორებდა

ესაა კაცობა ძვირფასო?

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jan 6 2011, 01:10 AM

კაცობა ისაა აქ რომ თქმა და საქმე ერთდროულად ხდებოდა...აბა ესაა კაცობა რო იტყვიან და არ აკეთებენ?

პოსტის ავტორი: zatoichi თარიღი: Jan 6 2011, 03:44 PM

როგორ შეიძლება იმ ადამიანით აღფრთოვანება ,ვინც 40 მილიონამდე ადამიანი შეწირა ახირებულ იდეას


პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jan 6 2011, 03:45 PM

40 მილიონი კიდე ცოტაა...ღმერთმა გაიყვანა მაშინ როცა აგარ ჭირდებოდა დედამიწას.... unsure.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jan 6 2011, 04:40 PM

toka@

ღადაობ ძამიკო?

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jan 6 2011, 05:21 PM

სადმე მეტყობა?????არ ვღადაობ უბრალოდ მე ჩემსას ვამბობ...სტალინი მაგარი კაცი იყო

პოსტის ავტორი: ლურჯი ბუ თარიღი: Jan 6 2011, 11:55 PM

smile.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jan 7 2011, 01:31 AM

გმირიც ფარდობითი ცნებაა

ჩემთვის ჰოლოკოსტი და გოლოდომორი არ განსხვავდება ერთმანეთისგან

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jan 7 2011, 03:30 AM

toka@
მაინტერესებს დიდი ბელადის გამართლების შენეული ხედვა. საინტერესოდ დარწმუნებით და შემართებით მიყვები გათელილ ბილიკს.
აბო.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jan 7 2011, 12:37 PM

როდესაც მშობელი შვილს წყევლის შენი კუბო დავდგიო ან კიდევ უამრავი,ის გულში ლოცავს მას...თუ არ გჯერათ კითხეთ მშობლებს.....ასეა სტალინზეც,განა არ ვამბობთ,რომ სტალინი სატანაა,მკვლელია,და მისთანანი,მაგრამ მაინც აღფრთოვანებულები ვართ მისით...ნახეთ ულვაშა რა კაცია საბჭოთა ტახთი ხელში ჩაიგდოო,ნახეთ რა ქნა გერმანიას რა უყოო...კიდევ ასეთი "საგმირო" საქმეები...განა ასე არაა????..........კომუნისტი არ ვარ,ღმერთმა დამიფაროს,მაგრამ სტალინი მაინც "მევასება" და რა ვქნა?? biggrin.gif biggrin.gif blink.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ბაგრატიონი თარიღი: Jan 8 2011, 09:07 PM

toka@ მაინტერესებს კობას ბიოგრაფიას მეტნაკლებად იცნობ და იქიდან შეგექმნა მასზე ამგვარი შეხედულება, თუ გაგონილი და მოსმენილი ინფორმაციებზე დაყრდნობით გაქ ამგვარი შეხედულება?

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jan 8 2011, 09:32 PM

ცოტა-ცოტა ორივე smile.gif dry.gif dry.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Heinrich von Sinsheim თარიღი: Jan 8 2011, 11:15 PM

ამ თემის შექმნის მიზანი სტალინის ავტორიტეტის დაცვაა თუ ასე მე მომეჩვენა?
სტალინს მართლა გმირად თვლით თუ ხალხის გაკვირვებას ცდილობთ ამ დაუსაბუთებელი აბსურდით?

თუ მართლა მისაბაძ ან თუნდაც მოსაწონ პიროვნებად თვლით ჩვენს სოსოს, მაშინ ნება მომეცით მისი დანაშაულებროვო ქმედებების ნაწილი შეგახსენოთ და იქნებ მიგახვედროთ, რომ სტალინის გმირობაზე ლაპარაკი არა მარტო უაზრო და საფუძველს მოკლებულია, არამედ მისი დანაშაულების მრავალი მილიონი მსხვერპლის ხსოვნის შეურაცხყოფაა, რისი უფლებაც მგონი არც თქვენ გაქვთ და არც ვინმე სხვა სტალინისტს.

1) გოლოდომორის ტრაგედია(1932–1933) : შიმშილის მსხვერპლი 10-12 მილიონი უკრაინელი გახდა.
2)ინტელიგენციის ტერორი : 1920-1930 ორი ათასი მსახიობი, მწერალი , ინტელიგენტი საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსეს. მათგან 1500 ბანაკებში დაიღუპა. 1936-1938 წლებში 27 ასტრონომი ანტი-მარქსისტული შეხედულებებისთვის დახვრიტეს.
1933 წელს რეჯიმის მსხვერპლი მრავალი მეტეოროლოგი გახდა, ოფიციოალური ვერსიით მათ არასწორად ივარაუდეს ამინდის ცვლილება, რამაც მოსავალს ავნო.
3) 1937 წლის 30 ივნისს გამოიცა კანონი ყოფილი "კულაკების" წინაამღდეგ. ამავე წელს ანტი-მარქსისტული შეხედულებებისთვის დააკავეს 669,929 ადამიანი. აქედან 376,202 დახვრიტეს.
4) NKVD-ს ოპერაციები ეროვნული უმცირესობების წინაამღდეგ (1937-1940) . მხოლოდ ეთნიკური პოლონები რომ ავიღოთ, დაპატიმრებულთა რიცხვია 143 810. დაღუპულთა -111 091.
5) კატინის სასაკლაო(1940):21,768 პოლინელი სამხედრო პირის გაუსამართლებლად დახვრეტა
6)ხალხთა მასობრივი დეპორტაციები კავკასიიდან:მაგ. 500 000 ინგუში და ჩეჩენი. ზოგი იმფორმაციით, რომ შესაბამისი გეგმა არსებობდა ქართველი ერის ყაზახეთში გადასახლებაზეც.
7)მონღოლეთის ტერორი(1930-იანი წლები) მსხვერპლი ათი ათასობით ადამიანი გახდა. მათ შორის 18 000 ბუდისტი რელიგიური შეხედულებების გამო.

საერთო ჯამში NKVD-ს მსხვერპლი პოლიტიკური ნიშნით წამოწყებული საქმეებით ( იმ საქმეებით სადაც ოფიციალურაად დასახელდა საქმის პოლიტიკური მიზანი) 1,548,366 რეპრესირებულია. მათ გარდა უამრავი ადამიანი KGB-ს და მისი მსგავსი ორგანიზაციების რეპრესიების მსხვერპლი გახდა. აღარაფერს ვამბობ უამრავ საეკლესიო მოღვაწეზე და წმინდა მამებზე.

თქვენი არ ვიცი და პირადად მე მრცხვენია, რომ სტალინიც ქართველი იყო.( ნაწილობრივ მაინც) მრცხვენია, რომ ამ ეპოქაში საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები, 30 000-ზე მეტი ვერმახტელი ქართველი ჯარისკაცი შალვა მაღლაკელიძის მეთაურობით დღესაც მოკლებულია დამსახურებულ დაფასებასა და პატივს, მრცხვენია, რომ ზოგი ქართველი დღემდე სტალინის პრესტიჟის აღდგენას აღდგენას ცდილობს და მის "გმირობასა" და "კაცობაზე" საუვრობს.

უხერხულია, უნდა ვიცოდეთ ვითი ვიამაყოთ და ვისი არსებობის გვრცხვენოდეს.


პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jan 9 2011, 07:28 PM

უხერხული ადამიანის მარტო ცუდ რომ ვხედავთ


შენ სტალინის უარყოფითი ჩამოთვალე ,მე დადებითს გეტყვი

1934 წლეს მოსკოვში გაიმართა საბჭოთა კავშირის მწერალთა პირველი ყრილობა,სადაც მოხსენებით უნდა გამოსულიყო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მალაქია ტოროშელიძე.აი როგორ დამოძღვრა იგი სტალინმა...: მოხსენება უნდა დაიწყოთ შოთა რუსთაველით,შემდეგ გადახვიდეთ უფრო უახლოეს საუკუნეებზე და დაახასიათებთ სულხან-საბა ორბელიანს,დავით გურამიშვილის,ბესარიონ გაბაშვილის შემოქმედებას.განსაკუთრებით ვრცლად უნდა გაარჩიოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია,დაწვრილებით-ილია ჭავჭავაძის შესახებ...შემდეგ აკაკი წერეთელსაც თავისი უნდა მიაგოთ,ვაჟა-ფშაველასაც...".ამ სიტყვებში სტალინმა,არსებითად ჩამოაყალიბა 1500-წლოვანი ქართული უმდიდრესი ლეტერატურის ისტორიის კურსის სახემლმძღვანელო პროგრამა.

სტალინის პირადი მითითებებით მოეწყო შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის"750-ეწლისთავის აღსანიშნავი იუბილე,რომელიც 1937 წელს ზარ-ზეიმით მოეწყო.ბალმონტის თარგმანით სტალინი უკმაყოფილო იყო და უპირატესობა მიანიჭებინა შალვა ნუცუბიძის თარგმანს და კორექტივებიც შეიტანა,შალვა ნუცუბიძე ირწმუნებოდა,რომ სტალინის ნათარგმნი სტროფები უფრო კარგი დაპოეტური იყო...

სტალინმა,რომელსაც ჭაბუკობისას საფუძვლიანი განათლება ჰქონდა მირებული,გადაწყვიტა,გადასახლ
ებიდან გაეთავისუფლებინათ თითქმის ყველა რეპრესირებული მღვდელი და უკან დაებრუნებინათ და დაეწყოთ ლოცვა-ქადაგებები თავიანთ მრევლთან,რის შედეგადაც გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები და სემინარიები.

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ რუსეთის ეკლესიამ 18 წლის შემდეგ მოაწესრიგა არანორმალური ურთიერთობა საქართველოს ეკლესიასთან,რის შედეგადაც აღიარებული იქნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

1941 წელს,ნოემბერში სტალინმა თბილისიდან გამოიძახა მიხეილ ჭიაურელი,სასწრაფოდ დაავალა ფილმოს "გიორგი სააკაძის" გადაღება 6 თვეში.ეს ის დროა როდესაც გერმანელი ნაცისტები კრემლიდან 40 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ.სტალინმა დააფინანსა ყოველი პრობლემა რაც მოხდა გადაღების დროს.ფილმი მართლაც რეკორდულ დოს,6 თვეში ჩაბარდა სტალინს,სწორედ ამ ფილმის ჩვენებით ჩაუსახეს ხალხს მტერზე გამარჯვების იმედი

იმავე წელებში სტალინის პირადი ინიციატივითა და განკარგულებით შეიქმნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია,რომლის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ცნობილი მეცნიერი ნიკოლოზ მუსხელიშვილი.

1919 წელს საქართველოს ბრძოლა მესხეთის დაბრუნებისათვის წარმატებით დამთავრდა.1920 წლის ბოლოსათვის საქართველო აღსდგა თავისი მესხეთით...საგულისხმოა ისიც რომ სტალინს სურდა საქართველოსათვის დაებრუნებინა ის მიწები რომელიც თურქეთმა წაგვართვა,ეს გეგმაც მაგიდაზე ედო,მაგრამ მიზეზს ეძებდა.როდესაც მიზეზი გამოჩნდა და ომი გარდაუვალი ხდებოდა,ამერიკამ ხმა აიმაღლა თურქეთის დასაცავად და მეთიც,ნატოში მიიღეს.ამის შემდეგ სტალინი ვეღარ გამოუცხადებდა ომს თურქეთს,რადგან მესამე მსოფლიო ომის დაწყებას მოასწავებდა და ბელადს ეს არ აწყობდა

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jan 9 2011, 07:39 PM

toka@

რომელი ჩამონათვალი წონის მაინც, შენი თუ Heinrich von Sinsheim-ს?

ნუსხების გაჩევას შეგნებულად ვარიდებ თავს.


პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jan 14 2011, 01:55 AM

ციტატა(toka@ @ Jan 7 2011, 12:37 PM) *

როდესაც მშობელი შვილს წყევლის შენი კუბო დავდგიო ან კიდევ უამრავი,ის გულში ლოცავს მას...თუ არ გჯერათ კითხეთ მშობლებს.....ასეა სტალინზეც,

ხუმრობ იმედია, ხო?

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jan 14 2011, 05:58 PM

ციტატა(subterranean @ Jan 14 2011, 01:55 AM) *

ხუმრობ იმედია, ხო?

გაცინებულს მხედავ სადმე???

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jan 14 2011, 06:05 PM

toka@
რამდენი წლის ხარ?

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jan 14 2011, 06:30 PM

ციტატა(subterranean @ Jan 14 2011, 06:05 PM) *

toka@
რამდენი წლის ხარ?

ჩემი ასაკი არც არაფერს შეცვლის შენ ცხოვრებაში და არც სტალინს გააცოცხლებს....გთხოვთ მხოლოდ თემის საკითხები ვწეროთ...თუ რამეა PM მომწერეთ smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jan 14 2011, 06:57 PM

toka@
ჩემი ცხოვრება არაფერ შუაშია, უბრალოდ ასაკი მოქმედებს ხოლმე ადამიანის შეხედულებაზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: Berckley თარიღი: Jan 14 2011, 07:07 PM

ყველაზე ცუდი რაც გააკეთა ისაა რომ მეორე მსოფლიო ომში ვიბრძოდით მაგის გამო.მე პირადად მირჩევნოდა გერმანიას დავეპყარით,მოწესრიგებული,სუფ
თა,თავმოყვარე ერი ვიქნებოდით და კედლებზე დაწერებს და სკამების ჩამტვრევებს აღარ დაიწყებდნენ.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 14 2011, 07:09 PM

Berckley

ციტატა
ყველაზე ცუდი რაც გააკეთა ისაა რომ მეორე მსოფლიო ომში ვიბრძოდით მაგის გამო.მე პირადად მირჩევნოდა გერმანიას დავეპყარით,მოწესრიგებული,სუფ

თა,თავმოყვარე ერი ვიქნებოდით და კედლებზე დაწერებს და სკამების ჩამტვრევებს აღარ დაიწყებდნენ.

ნაცისტები რეებს ჩადიოდნენ ეგ არ იცი შვილი შენ

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jan 14 2011, 07:13 PM

კი,სუფთა მოწესრიგებული,კულტურული,გერმ
ანელები ვიქნებოდით..ენა და სარწმუნოება გაქრებოდა მარტო მამული რათ გინდა???

პოსტის ავტორი: Berckley თარიღი: Jan 14 2011, 07:22 PM

ციტატა
ნაცისტები რეებს ჩადიოდნენ ეგ არ იცი შვილი შენ

კი,მაგრამ ეხლა გერმანია სრულიად შეიცვალა და ბევრად წინ წავიდა.რუსეთი კი ისევ ისაა რაც მე-20 საუკუნეში იყო,არანაირი პროგრესი

ციტატა
კი,სუფთა მოწესრიგებული,კულტურული,გერმ

ანელები ვიქნებოდით..ენა და სარწმუნოება გაქრებოდა მარტო მამული რათ გინდა???

რუსებმა არ გაგვიქრეს? ყველაფერი რუსული იყო,ეკლესიაში სიარული აგვიკრძალეს ...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 14 2011, 08:14 PM

ციტატა
კი,მაგრამ ეხლა გერმანია სრულიად შეიცვალა და ბევრად წინ წავიდა.რუსეთი კი ისევ ისაა რაც მე-20 საუკუნეში იყო,არანაირი პროგრესი

ხოდა ომი რომ მოეგოთ ნაცისტები რას გიზამდნენ ვინ იცის.

შეუჩვეველ ჭირს შეჩვეული ჭირი ჯობიაო.

პოსტის ავტორი: starscream თარიღი: Jan 19 2011, 12:02 AM

გერმანელები ძალიან დიდ პატივს ცემდნენ ქართველებს სხვათაშორის.. სტალინი კიდე ძალიან მაგარი იყო.
http://www.radikal.ru

და თან რა მაგარ ვიდზე დგას biggrin.gif
ახალგაზრდობაში.. biggrin.gif

პოსტის ავტორი: krazana1879 თარიღი: Apr 21 2011, 12:39 PM

სასიამოვნო სტალინზე საუბარი ხალხთან, რომლებიც სწორი კუთხით უყურებთ სტალინის ცხოვრებას! სტალინი ყველა დროის უდიდესი პოლიტიკოსი იყო! პოლიტიკა კი ისეთი საქმეა, რომელიც ძალიან შორსაა ყოველგვარი ზნეობრივი იდეალებისაგან! სტალინის მოღვაწეობის ზნეობით გაზომვა დიდ შეცდომად მიმაჩნია, ეს იგივეა რაც მანძილი კილოგრამებით გაზომო! არა მგონია ვინმე შემედაოს იმაში, რომ სტალინი უდიდესი პოლიტიკოსი იყო! ტუ ვინმეს სურვილი აქვს პოლიტიკა დავივიტსყოტ და ვიმსჯელოტ მასზე როგორც პიროვნებაზე!

პოსტის ავტორი: davithet თარიღი: Apr 21 2011, 02:42 PM

ვისაც სტალინი უყვარდა მათ ეშინოდა სტალინის და ადიდებდა კიდეთ.
სტალინი ძლიერი კი იყო მაგრამ ხალხი იყო მშიშარა. მამაცი ადამიანები უშიშარი კი გადაასახლეთ და ააორთქლეს მიწაში.
ვისაც სტალინი უყვარს - სტალინია მათი ღმერთი და დიდება , ვისაც ღმერთი უყვარს ის არის მათი მხსნელი და არა სტალინი.
( ისე კი მაგაზე ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული და კარგი მოსაწონია).

პოსტის ავტორი: krazana1879 თარიღი: Apr 21 2011, 03:25 PM

"იდეალური მმართველია ის, რომლის ყველას ეშინია და თან ყველას უყვარს" მაკიაველი. სტალინის ყველას ეშინოდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გარდაიცვალა მთელი საბჩოთა კავსჰირი ტიროდა!

პოსტის ავტორი: davithet თარიღი: Apr 21 2011, 03:39 PM

დიდება იოსებ და ერთგულ ამხანაგს მშრომელ დიადს
სტალინმა შექმნა იმპერია და უკვდავყო რუსეთის გმირი ფოლადი კაცი.
აღმართეს დროშები ლენინთან ერთად, განათდა ცა დიადი სამშობლო.
რუსეთო აჰა მიწა და აჰა წყალი შენია.
ვლადეი მირ , ვლადეი ვოსტოკ, ვლადეი კავკაზ ვსეხ ნაში ზემლია.

ჩემი ბავშვობის მოგონილი ლექსია a075.gif . ასე რომ რუსებო პატივ ეცი საქართველოს მთლიანობას -

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 21 2011, 04:46 PM

krazana1879

ციტატა
1) გოლოდომორის ტრაგედია(1932–1933) : შიმშილის მსხვერპლი 10-12 მილიონი უკრაინელი გახდა.
2)ინტელიგენციის ტერორი : 1920-1930 ორი ათასი მსახიობი, მწერალი , ინტელიგენტი საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსეს. მათგან 1500 ბანაკებში დაიღუპა. 1936-1938 წლებში 27 ასტრონომი ანტი-მარქსისტული შეხედულებებისთვის დახვრიტეს.
1933 წელს რეჯიმის მსხვერპლი მრავალი მეტეოროლოგი გახდა, ოფიციოალური ვერსიით მათ არასწორად ივარაუდეს ამინდის ცვლილება, რამაც მოსავალს ავნო.
3) 1937 წლის 30 ივნისს გამოიცა კანონი ყოფილი "კულაკების" წინაამღდეგ. ამავე წელს ანტი-მარქსისტული შეხედულებებისთვის დააკავეს 669,929 ადამიანი. აქედან 376,202 დახვრიტეს.
4) NKVD-ს ოპერაციები ეროვნული უმცირესობების წინაამღდეგ (1937-1940) . მხოლოდ ეთნიკური პოლონები რომ ავიღოთ, დაპატიმრებულთა რიცხვია 143 810. დაღუპულთა -111 091.
5) კატინის სასაკლაო(1940):21,768 პოლინელი სამხედრო პირის გაუსამართლებლად დახვრეტა
6)ხალხთა მასობრივი დეპორტაციები კავკასიიდან:მაგ. 500 000 ინგუში და ჩეჩენი. ზოგი იმფორმაციით, რომ შესაბამისი გეგმა არსებობდა ქართველი ერის ყაზახეთში გადასახლებაზეც.
7)მონღოლეთის ტერორი(1930-იანი წლები) მსხვერპლი ათი ათასობით ადამიანი გახდა. მათ შორის 18 000 ბუდისტი რელიგიური შეხედულებების გამო.

საერთო ჯამში NKVD-ს მსხვერპლი პოლიტიკური ნიშნით წამოწყებული საქმეებით ( იმ საქმეებით სადაც ოფიციალურაად დასახელდა საქმის პოლიტიკური მიზანი) 1,548,366 რეპრესირებულია. მათ გარდა უამრავი ადამიანი KGB-ს და მისი მსგავსი ორგანიზაციების რეპრესიების მსხვერპლი გახდა. აღარაფერს ვამბობ უამრავ საეკლესიო მოღვაწეზე და წმინდა მამებზე.


საკმარისი არ არის?

ირკუტსკის NKVD-ს უფროსის თხოვნა სტალინის სახელზე, რომ ტროცკისტების, პან-მონღოლებისა და კულაკ-თეთრგვარდიული ელემენტების წინააღმდეგ ნება დართოს დასახვრეტთა ლიმიტის დამატებით 4 000-მდე გაზრდის შესახებ (!) ზედ ადევს სტალინის რეზოლუცია "თანახმა ვარ" ("ზა").

IPB-ს სურათი

დასახვრეტთა სია. სტალინის რეზოლუცია "თანახმა ვარ"

IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 21 2011, 05:03 PM

რა კაიფი თემაა.. აააა.. დედიკოოო..... http://www.SmileS.ge


ikanosi

ციტატა
NKVD-ს

ეს გამიშიფრე რა.. ჩემს დროს ისტორიის წიგნებში ასეთი აბრევიატურა არ ეწერა biggrin.gif

***
და პატ.საზოგადოებავ, ის რომ ტირანი ხალხს ხვრეტს, სჯის, ეს ახალი ამბავია? laugh.gif რაღა უნდა თქვათ მაშინ ნაპოლეონზე, კეისარზე, კიდე ვინ ჩამოვთვალო? ააა, ხო ხო, რაღა უნდა ვთქვათ ბაგრატ მესამეზე მან ხომ საკუთარი ბიძაშვილები დასაჯა, აი ასე, მოიწვია სუფრაზე და დაიჭირა და ციხეში ამოალპო, თან როგორ? უსამართლო მსჯავრი დაადო... laugh.gif laugh.gif

კიდე მაქ მე ძვირფასი მაგალითები და ველოდები სგ, სგ-ს http://www.SmileS.ge


პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 21 2011, 05:31 PM

ქევანა
შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი (რუს. Народный комиссариат внутренних дел – НКВД)

შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი — საბჭოთა კავშირის სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური ორგანო კრიმინალთან ბრძოლაში და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში 1917-46 წლებში. შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაერქვა.

არსებობის პერიოდში კომისარიატი ასრულებდა მნიშვნელოვან სახელმწიფო ფუნქციებს, როგორც წესრიგის დაცვის, ისე სახელმწიფო უშიშროების სფეროებში, ასევე ქვეყნის კომუნალური მეურნეობისა ეკონომიკის სფეროებშიც. ამჟამად ამ ორგანიზაციის სახელს უკავშირებენ რეპრესიების პერიოდში ადამიანის უფლებების ხელყოფასთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის: http://en.wikipedia.org/wiki/NKVD

პოსტის ავტორი: krazana1879 თარიღი: Apr 21 2011, 06:02 PM

ისევ თავისას უბერავს ხალხი! პოლიტიკა ესეთი საქმეა, მართალია ის ადამიანი როგორც სტალინმა თქვა: "არ არის ადამიანი არ არის პრობლემა"! მართალია ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა ამ რეპრესიების დროს, მაგრამ ბევრი მართლა ხელს უშლიდა ქვეყნის განვითარებას!

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 21 2011, 06:14 PM

doh.gif doh.gif

პოსტის ავტორი: krazana1879 თარიღი: Apr 21 2011, 06:33 PM

kiss1.gif kiss1.gif

ისე სტალინის ძეგლის აღებაზე რა აზრის ხართ? jump.gif

პოსტის ავტორი: chal1 თარიღი: Apr 22 2011, 07:42 PM

არსებობს ბევრი ვერსია იმის შესახებ,რომ სტალინი ოსი იყო, მე პირადად არ მჯერა ამის, თქვენ რა აზრის ხართ?

სტალინის ძეგლის აღებას რაც შეეხება მე ვთვლი რომ უნდა აეღოთ smile.gif

პოსტის ავტორი: krazana1879 თარიღი: Apr 22 2011, 09:23 PM

ოსი კი არა, როგორც ლენინმა თქვა "გენიალური ქართველი" იყო! ქართველები ვერ ვაფასებთ დიად პიროვნებებს! ძეგლის აღებას რაც შეეხება, გორი მარტლაც, რომ არ იყო ის ქალაქი სადაც ტრიუმფალური ადამინის ძეგლი უნდა მდგარიყო! ის უფრო სტალინგრადს, მოსკოვს და სხვა ტრიუმფალურ კალაკებს დაამსჰვენებდა! იმ ძეგლის აღება იმის ნიშანია, რომ მასონებმა უკვე მოიკიდეს ფეხი! cool.gif

პოსტის ავტორი: chal1 თარიღი: Apr 23 2011, 12:36 AM

გაიხარე,ძმობილო,ესეიგი ლენინიც აღიარებდა რომ იგი ქართველი იყო,ეგ კაი იმფორმაცია მომაწოდე...ისე როგორც პიროვნება მართლაც რომ ძალიან ჭკვიანი იყო, თურმე სასულიეროში მასწავლებელის ერთი ახსნილით,მეორე დღეს შეეძლო მაღალი ნიშანი მიეღო,მას როგორც ამბობენ ელექტრონული ტვინი ჰქონდა,წიგნებს წალიან სწრაფად კითხულობდა და რაც მთავარია ამახსოვრდებოდა.. მეამაყება რომ ქართველი იყო,მაგრამ თან გული მწყდება,მან ხომ ათასობით ქართველი გაწყვიტა მათ შორის თავისუფლებისთვის,დამოუკიდებ
ობისთვის მებრძოლი ღირსეული ადამიანები. კითხვას ვსვამ რა გააკეთა სტალინმა საქართველოს სასიკეთოდ? მე მხოლოდ ერთ ჩემს ვერსიას შემოგთავაზებთ,მანამდე კი თქვენი აზრიც მაინტერესებს..

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 23 2011, 12:51 AM

დახურეთ რა ეს თემა.
უარგუმენტო მსჯელობა მიდის, მხოლოდ ემოციების ფონზე.

პოსტის ავტორი: chal1 თარიღი: Apr 23 2011, 12:55 AM

კი ისე ყველასთვის კი ცნობილია რომ ქართველი იყო,მაგრამ მე მაქვს საუბარი მისი გვარის წარმომავლობაზე, თითქოს ოსური არისო...

მე მაქვს სათანადო არგუმენტები რო ეგრე ამტკიცებენ..შენ თუ გაქვს პასუხი მოგისმენ თუ არა და სხვას დაველოდები. smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 23 2011, 01:19 AM

ikanosi
უიმეეჰ, შსსკ რომ არ დაგეწერა არ შეიძლებოდა? რაღა ლათინური ასოებით წერთ აბრევიატურას? biggrin.gif


ციტატა
უარგუმენტო მსჯელობა მიდის, მხოლოდ ემოციების ფონზე.

ორივე მხრიდან biggrin.gif

აი მე კი ვკაიფობ jump.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 23 2011, 01:29 AM

ქევანა

ციტატა
უიმეეჰ, შსსკ რომ არ დაგეწერა არ შეიძლებოდა? რაღა ლათინური ასოებით წერთ აბრევიატურას?

ვდედანე biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
ორივე მხრიდან

აი მე კი ვკაიფობ

უყურე ამას biggrin.gif გაკაიფებ ახლა შენ მე biggrin.gif

chal1
ციტატა
მე მაქვს სათანადო არგუმენტები რო ეგრე ამტკიცებენ..შენ თუ გაქვს პასუხი მოგისმენ თუ არა და სხვას დაველოდები.

ეჰ, ნეტავ რა მნიშვნელობა აქვს დღევანდელი, ჩვენი ქართველობისთვის

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 23 2011, 01:36 AM

ikanosi

ციტატა
ვდედანე

ესეც აბრევიატურაა თუ..? biggrin.gif

სტალინი, სტალინი, სტალინიიიი jump.gif

ამბობენ ქათამი დაუკლავს ბავშვობაში და იქიდან მიეჩვია სისხლის სუნსოო rolleyes.gif jump.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 23 2011, 01:42 AM

ქევანა

ციტატა
ესეც აბრევიატურაა თუ..?

ანუ ორიგინალში(დედანში) nkvd არის მეთქი და არა შსსკ

ციტატა
ამბობენ ქათამი დაუკლავს ბავშვობაში და იქიდან მიეჩვია სისხლის სუნსოო

მეც მიფრთხილდით მაშინ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 23 2011, 01:44 AM

ikanosi
ასეც ვიცოდი რომ შენში ტირანული მხარე არსებობს biggrin.gif

პოსტის ავტორი: chal1 თარიღი: Apr 23 2011, 02:20 AM

ციტატა
აი მე კი ვკაიფობ

http://www.stalinlive.ru/index.php?id=54
გარკვევით წერია ყველაფერი აი ესეც არგუმენტები, შეგიდზლია აღარ იკაიფო biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
ეჰ, ნეტავ რა მნიშვნელობა აქვს დღევანდელი, ჩვენი ქართველობისთვის

მნიშვნელობა რომ არ ქონდეს,არავინ შეგვეცილებოდა smile.gif მაშინ ისმის კითხვა რატომ გვეცილებიან?

პოსტის ავტორი: krazana1879 თარიღი: Apr 23 2011, 02:32 AM

უაერიოზულესი ფორუმია! viannen_79.gif viannen_79.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 23 2011, 04:50 PM

chal1

ციტატა
1) утверждает, что Джугашвили — «грузинская фамилия осетинского происхождения» (Унбегаун Б.О. Русские фамилии. М., 1989. С. 186). В фамилии Джугашвили исходная форма — осетинская фамилия «Дзугата» (русск. — Дзугаевы).

ჯუღათა? laugh.gif დღეს ვინმე (ან ისტორიული პირი) არის ამ გვარით ოსეთში? biggrin.gif
საიდან ამ რუსმა ქართულ-ოსური გვარის წარმოება-აფიქს-პრეფიქსები? biggrin.gif ანუ რა კომპეტენტური და ავტორიტეტული მკვლევარი ეგა მყავს?

დიდი აბსურდი წერია, მინდა გითხრა smile.gif

აი, ესეც აბსურდია
ციტატა
как самим грузинам казалось русское звучание их фамилий (Цицианов, Андронников и др.) более почетным.


ჟღერადობა არაფერ შუაშია, ჟღერადობა არა კვახი laugh.gif თავისი მიზნები ჰქონდა ამ პროცესს

პ.ს. ასე რომ გიწერ, ჩემო კარგო ბალღო, კი არ გეხუმრები, არამედ სერიოზულად განვიცდი რომ ასე ცალსახად და ცალმხრივად უდგებით ისტორიას, მიგაჩნიათ მეზღაპრეობად, გამონაგონად. ამას რომ თავი დავანებოთ, როცა რამეს ამტკიცებენ ნამდვილი მკვლევარები, მაშინ ისინი ეწყრდნობიან არა ერთ, არამედ ბევრ წყაროს, ეყრდნობიან და აანალიზებენ მათ, კომპლექსურად სწავლობენ და იკვლევენ. შედეგად დასკვნა ობიქტურია, ანუ სიმართლესთან მაქსიმალურად მიახლოებული.
ეხლა მეორე: სტალინი იყო გონიერი მმართველი და როგორც მმართველი, ის ფასდება მის მიერ ჩატარებული საქმიანობით, გლობალური მასშტაბის საქმიანობით და მისი შედეგით და არა იმით თუ რამდენი კაცი მოკლა. მეორე მსოფლიო ომი ხომ მოიგო? მოიგო. არადა რამდენი კაცი დაიღუპა ამ უაზრო ომში, ქერჩში რამდენი ჩაიხოცა. თავისი შვილიც კი გასწირა. მაგრამ მოიგო, გესმით? და ამის გამო ის უკვე სხვა დონეზე განიხილება.
თუ თქვენ გგონიათ დავით აღმაშენებელს კაცი არ მოუკლია? რეპრესიები არ ჩაუტარებია? დარწმუნებულები ხართ? მაშ რატომ წერს გამწარებული და დაჟინებით დავითის ისტორიკოსი, რომ დავითის საქმეები მეტია ვიდრე ეს მსხვერპლიო? (სიტყვასიტყვით არ მახსოვს, მაგრამ დედააზრი ასეთია).. დავითსაც ჰყავდა ხალხი, ვინ ოპოზიციურად იყო განწყობილი. ხოდა სტალინსაც ჰყავდა ოპოზიცია. რომელნიც უნდა მოეშორებინა, თუ არ მოიშორებდა, ვერ ააშენებდა იმპერიას : )
და ბახტრიონის ომი ავიღოთ: ჩვენებმა სულ ერთიანად გაჟუჟეს თურქები ციხეში: ქალი, კაცი, ბავშვი არ დატოვეს... მერე რა გამოდის, აბა დაფიქრდი?

ეხლა კიდევ დავაკონკრეტებ: მე არ ვაქებ სტალინის იმპერიას და არც მივსტირი. უბრალოდ გიხსნით, რომ ასეთი ცალსახა, სუბიექტური ზიზღნარევი ბრალდებით არ ფასდება ისტორიული პირი. დადევით ეს რეპრესირებულთა სია, აგინეთ სტალინს და იყავით ეგრე.. ისტორია სხვას ჩივის, თქვენ სხვას smile.gif

პ.პ.ს.
ციტატა
თქვენი არ ვიცი და პირადად მე მრცხვენია, რომ სტალინიც ქართველი იყო.( ნაწილობრივ მაინც) მრცხვენია, რომ ამ ეპოქაში საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები, 30 000-ზე მეტი ვერმახტელი ქართველი ჯარისკაცი შალვა მაღლაკელიძის მეთაურობით დღესაც მოკლებულია დამსახურებულ დაფასებასა და პატივს, მრცხვენია, რომ ზოგი ქართველი დღემდე სტალინის პრესტიჟის აღდგენას აღდგენას ცდილობს და მის "გმირობასა" და "კაცობაზე" საუვრობს.

მარტო მაღლაკელიძე? და ნოე ჟორდანია? ჟორდანია რომელსაც იმდენ რამეს აბრალებენ, პირდაპირ მეცინება ხოლმე...
მაგრამ არასდროს არ გამიფიქრია შემრცხვეს იმის გამო, რომ სტალინი ქართველი იყო წარმოშობით. მერე რა? რა ამით? წარმოიდგინეთ ეხლა ავსტრიელებს რომ შერცხვეთ იმის გამო, რომ ჰიტლერი წარმოშობით ავსტრიელი იყო. ჯერ ხო ამ ფაშისტების გამო გერმანელები დღემდე თავს იმცირებენ და ბოდიშს იხდიან, ახლა ავსტრიელების ბოდიში და თვითგვემა რომ დაემატოს, ლოოოლ, წარმომიმდგენია რა იქნება :დ

პოსტის ავტორი: krazana1879 თარიღი: Apr 23 2011, 07:01 PM

სრულებით ვეთანხმები ქევანას კარგი მჯელობაა! საქართველოს უახლოესი ისტორიიდან ერთ ფაქტს მოვიყვან, ბატონი ზვიად გამსახურდია ეროვნული კაცი იყო და ყველაფერი კარგი უნდოდა საქართველოსთვის! რატომ ვერ მიაღწია წარმატებას? მხოლოდ იმიტომ, რომ დრომ არ გაუმართლა? ჩემი აზრით ეს იმიტომ მოხდა, რომ ბატონი ზვიადი მაღალი ზნეობის ადამიანი იყო და ერიდებოდა სასტიკი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც მაგ დროისთვის მეტად საჭირო და აუცილებელი იყო! მიდით მომიყვანეთ მაგალითად ისეთი მმართველი, რომელმაც ლმობიერი მეთოდების გამოყენებით მოუტანა თავის ქვეყანას განვითარება!

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 23 2011, 08:07 PM

ციტატა
ეხლა კიდევ დავაკონკრეტებ: მე არ ვაქებ სტალინის იმპერიას და არც მივსტირი. უბრალოდ გიხსნით, რომ ასეთი ცალსახა, სუბიექტური ზიზღნარევი ბრალდებით არ ფასდება ისტორიული პირი. დადევით ეს რეპრესირებულთა სია, აგინეთ სტალინს და იყავით ეგრე.. ისტორია სხვას ჩივის, თქვენ სხვას

ჩვენ ვწერთ მაგ ისტორიას, როგორც მივაწოდებთ შემდეგ თაობებს ისე ისწავლიან ისინი.

პოსტის ავტორი: Heinrich von Sinsheim თარიღი: Apr 23 2011, 11:45 PM

ქევანა
დავით აღმაშენებლის და სტალინის ერთ აბზაცში მოხსენიებაც კი უხერხულია (თუნდაც იმიტომ, რომ დავითი სამშობლოსთვის იბრძოდა, სოსო კი ხელოვნური წარმონაქმნის ერთიანობისა და საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. და მანამდე საკუთარი სამშობლოს წინაამღდეგაც) რომ აღარაფერი ვთქვათ სტალინის საქმის გასამართლებელ მაგალითად დავითის მოყვანა.
თქვენ მიერ ხსენებული ქერჩი იყო ქართული ეთნოსის წინაამღდეგ გადადგმული განზრახული ნაბიჯი საკუთარი წარმომავლობით დაკომპლექსებული ადამიანისა. ვეფხისტყაოსანიც იმიტომ ათარგმნინა ნუცუბიძეს ( თავის მიერ დევნილსა და გადასახლებულს) რომ რუსებისთვის ეჩვენებინა ქარტული კულტურა და თავი შერცხვენილად არ ეგრძნო წარმომავლობის გამო ( როგორც გრძნობდა) ამის აშკარა მაგილითია ქერჩთან ერთად ის ფაქტი, რომ მსოფლიო ომის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ქართველი ტყვეები დახვრიტეს ან გააციმბირეს. ასეთი რამ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში არ მომხდარა, მაგრამ სოსო განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩა საკუთარი ერის მიმართ რათა მიკერძოებულობა არ დაებრალებინათ.

პოსტის ავტორი: chal1 თარიღი: Apr 24 2011, 06:33 PM

ციტატა
ცალმხრივად უდგებით ისტორიას

მერე აქ იმისთვის არავართ? მე ცალ მხრიდან მიუდგები შენ მეორე მხრიდან და იმედია არცერთი მხარე არ დაგვრჩება ცარიელი biggrin.gif ასე რომ მაგაზე არ ინერვილულო a075.gif
ციტატა
როცა რამეს ამტკიცებენ ნამდვილი მკვლევარები, მაშინ ისინი ეწყრდნობიან არა ერთ, არამედ ბევრ წყაროს, ეყრდნობიან და აანალიზებენ მათ, კომპლექსურად სწავლობენ და იკვლევენ. შედეგად დასკვნა ობიქტურია, ანუ სიმართლესთან მაქსიმალურად მიახლოებული.

ესე თუ ვიმსჯელეთ ძმობილო და ჩვენც რამოდენიმე წყაროს,რო დავეყრდნოთ, ვერც ჩვენ დავამტკიცებთ იმას, რომ სტალინის გვარი ქართული წარმომავლობის არის. სად არის სიმართლესთან მაქ. მიახლოებული დასკვნა? მეც ეგ მინა გავიგო და დავრწმუნდე სტალინის ქართველობაში.
ციტატა
ჯუღათა? დღეს ვინმე (ან ისტორიული პირი) არის ამ გვარით ოსეთში? საიდან ამ რუსმა ქართულ-ოსური გვარის წარმოება-აფიქს-პრეფიქსები? ანუ რა კომპეტენტური და ავტორიტეტული მკვლევარი ეგა მყავს?

მაგას ძალიან მინიმალური მნიშვნელობა აქვს, არის თუ არა დღეს ვინმე ამ გვარით...შენ აქ იმას გეუბნებიან,"ჯუღათა" ზუსტად ეგ გვარი, ქართულად გადმოკეთდაო.
......
ციტატა
ის ფასდება მის მიერ ჩატარებული საქმიანობით, გლობალური მასშტაბის საქმიანობით და მისი შედეგით და არა იმით თუ რამდენი კაცი მოკლა. მეორე მსოფლიო ომი ხომ მოიგო? მოიგო

....ესეთი მასიური ჟლეტა მსიფლიო ისტორიას არ ახსოვს!
ზუშტად მისი საქმიანობა ადამიანების ჟლეტაზე იყო აგებული..ძალიან ბევრი უდანაშაულო ან კიდე საქ.დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანი დაკარგა იმ დროს საქართველომ.. (ი.ჭავჭავაძე ცოცხალი რომ ყოფილიყო მასაც დახვრეტას მიუსჯიდნენ) სულ საქართველოში (ეს მხოლოდ დაფიქსირებული)21-38 წლებში, 13 000 ქართველი დახვრიტეს, მეორე მსოფლიო ომს თავი რომ გავანებოთ...მას თავი უნდა აერიდებინა თუნდაც მხოლოდ ქართველების მასიურ ხოცვას,რადგან ქართველი იყო..ამის შემდეგ უფრო დავაფასებდი მას..ომი რომ მოიგო ეგ კი მართლაც ბევრს ნიშნავს,მაგრამ მე იმას ვამბობ რომ ამდენი ქართველი არ უნდა გაეჟლიტა. მოდი დავითის რეფორმებს ნუ შევადარებთ სტალინს, (დავით IV ებრძოდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს. 1093 წელს მან გამდგარი ლიპარიტ IV ბაღვაში შეიპყრო. თუმცა მონანიების შემდეგ გაათავისუფლა და ძველი ღირსებებიც დაუტოვა, მაგრამ ხელახალი ღალატის გამო, 1094 წელს კვლავ შეიპყრო და ორი წლის პატიმრობის შემდეგ საქართველოდან გააძევა. 1103 ლიპარტის ძის რატის გარდაცვალების შემდეგ დავით IV-მ გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ბაღვაშთა მამულები სამეფო დომენად გახადა, შემდგომში ნაწილი (არგვეთი) გელათის მონასტერს გადასცა. ამავე წელს დაამარცხა სამეფო კარის მოწინააღმდეგე ფეოდალები ― ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეები.) რადგან დავით აღმაშენებელი იბრძოდა საქაღთველოს გაძლიერებისთვის და აყვავებისთვის, და ვინც ამის წინააღმდეგია უსათუოდ დასასჯელია...სტალიმა კი ხალხს დამოუკიდებლობაზე ფიქრიც დააკარგვინა a075.gif

პოსტის ავტორი: davithet თარიღი: Apr 24 2011, 10:12 PM

სტალინი მოკვდა და რად ეშმაკად ადიდებ მაგ მკვდარს ?

პოსტის ავტორი: chal1 თარიღი: Apr 24 2011, 11:23 PM

ციტატა
სტალინი მოკვდა და რად ეშმაკად ადიდებ მაგ მკვდარს ?

ეგ კითხვა ვისი მიმართულებით არის დასმული? smile.gif

პოსტის ავტორი: arcivi9 თარიღი: Oct 26 2011, 10:12 PM

ციტატა
ყველას აინტერესებს რატომ იყო სტალინი საბჭოთა სახელმწიფოს გმირი და არა კერძოდ საქართველოსი?!

რომელ ქვეყანაშიც მოღვაწეობდა და რომლისთვისაც მისი გმირია smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 26 2011, 11:04 PM

სტალინი იყო ჩვეულებრივი სისხლისმსმელი ტირანი!

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Oct 26 2011, 11:14 PM

ციტატა(A.V.M @ Oct 26 2011, 11:04 PM) *

რამდენი ხანი ვეძებდი ამ თემას...
დიდ პატივს ვცემ სტალინს...

ვაი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 26 2011, 11:37 PM

ციტატა
ვაი.

მეც კომუნისტად არ მომნათლო ეხლა...

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Oct 26 2011, 11:40 PM

ციტატა(A.V.M @ Oct 26 2011, 11:37 PM) *

მეც კომუნისტად არ მომნათლო ეხლა...


არა, რა კომუნისტად smile.gif)

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Oct 26 2011, 11:41 PM

ციტატა
მეც კომუნისტად არ მომნათლო ეხლა...

არა, სტალინისტად biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 27 2011, 01:07 PM

სტალინი მაგრად მიყვარს დიახ
ტერა მოდი ეხლა ვაი დამიწერე tongue.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Oct 27 2011, 09:32 PM

ციტატა(karpaki @ Oct 27 2011, 01:07 PM) *

სტალინი მაგრად მიყვარს დიახ
ტერა მოდი ეხლა ვაი დამიწერე tongue.gif


ვაი.


tongue.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 27 2011, 11:58 PM

QUOTE(terra @ Oct 27 2011, 09:32 PM) *

ვაი.
tongue.gif

blink.gif ვისა ბიჭოოო ვისაა

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Oct 28 2011, 12:13 AM

ციტატა(karpaki @ Oct 27 2011, 11:58 PM) *

blink.gif ვისა ბიჭოოო ვისაა


ჰა? wacko.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 28 2011, 07:31 PM

ნახეთ არწივი დაჭრილი?
მაცადეთ დავწერ მიზეზებს.
მოვიცალო...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 29 2011, 02:05 AM

სტალინი იყო ჩვეულებრივი მკვლელი!

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 29 2011, 09:34 AM

QUOTE
მან გააკეთა და როგორც მართლმადიდებელი კატეგორიულად ვეწინააღმდეგები- ჩამოხრჩობას,დახვრეტას,გადასა

ხლებას მაგრამ მახსენდება დავით აღმაშენებლის საქციელი,როდესაც მოღალატეები მარგილზე ჩამოაცვა და ისე აუსრულა სიციცხლე.და მისი წმიდანად შერაცვა მოხდა რამოდენიმე საუკუნის შემდეგ გარდაცვალებისგან,ანუ არაერთფეროვანი შეფასება ჰქონდა მას ხალხში.

დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი იგივეს
დიახ

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Oct 29 2011, 11:52 AM

karpaki
A.V.M
1) გოლოდომორის ტრაგედია(1932–1933) : შიმშილის მსხვერპლი 10-12 მილიონი უკრაინელი გახდა.
2)ინტელიგენციის ტერორი : 1920-1930 ორი ათასი მსახიობი, მწერალი , ინტელიგენტი საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსეს. მათგან 1500 ბანაკებში დაიღუპა. 1936-1938 წლებში 27 ასტრონომი ანტი-მარქსისტული შეხედულებებისთვის დახვრიტეს.
1933 წელს რეჯიმის მსხვერპლი მრავალი მეტეოროლოგი გახდა, ოფიციოალური ვერსიით მათ არასწორად ივარაუდეს ამინდის ცვლილება, რამაც მოსავალს ავნო.
3) 1937 წლის 30 ივნისს გამოიცა კანონი ყოფილი "კულაკების" წინაამღდეგ. ამავე წელს ანტი-მარქსისტული შეხედულებებისთვის დააკავეს 669,929 ადამიანი. აქედან 376,202 დახვრიტეს.
4) NKVD-ს ოპერაციები ეროვნული უმცირესობების წინაამღდეგ (1937-1940) . მხოლოდ ეთნიკური პოლონები რომ ავიღოთ, დაპატიმრებულთა რიცხვია 143 810. დაღუპულთა -111 091.
5) კატინის სასაკლაო(1940):21,768 პოლინელი სამხედრო პირის გაუსამართლებლად დახვრეტა
6)ხალხთა მასობრივი დეპორტაციები კავკასიიდან:მაგ. 500 000 ინგუში და ჩეჩენი. ზოგი იმფორმაციით, რომ შესაბამისი გეგმა არსებობდა ქართველი ერის ყაზახეთში გადასახლებაზეც.
7)მონღოლეთის ტერორი(1930-იანი წლები) მსხვერპლი ათი ათასობით ადამიანი გახდა. მათ შორის 18 000 ბუდისტი რელიგიური შეხედულებების გამო.

საერთო ჯამში NKVD-ს მსხვერპლი პოლიტიკური ნიშნით წამოწყებული საქმეებით ( იმ საქმეებით სადაც ოფიციალურაად დასახელდა საქმის პოლიტიკური მიზანი) 1,548,366 რეპრესირებულია. მათ გარდა უამრავი ადამიანი KGB-ს და მისი მსგავსი ორგანიზაციების რეპრესიების მსხვერპლი გახდა. აღარაფერს ვამბობ უამრავ საეკლესიო მოღვაწეზე და წმინდა მამებზე.

საკმარისი არ არის?

ირკუტსკის NKVD-ს უფროსის თხოვნა სტალინის სახელზე, რომ ტროცკისტების, პან-მონღოლებისა და კულაკ-თეთრგვარდიული ელემენტების წინააღმდეგ ნება დართოს დასახვრეტთა ლიმიტის დამატებით 4 000-მდე გაზრდის შესახებ (!) ზედ ადევს სტალინის რეზოლუცია "თანახმა ვარ" ("ზა").

IPB-ს სურათი


დასახვრეტთა სია. სტალინის რეზოლუცია "თანახმა ვარ"

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Oct 29 2011, 12:02 PM

A.V.M
kiss1.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 29 2011, 02:38 PM

QUOTE(ikanosi @ Oct 29 2011, 11:52 AM) *

karpaki
A.V.M
1) გოლოდომორის ტრაგედია(1932–1933) : შიმშილის მსხვერპლი 10-12 მილიონი უკრაინელი გახდა.
2)ინტელიგენციის ტერორი : 1920-1930 ორი ათასი მსახიობი, მწერალი , ინტელიგენტი საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსეს. მათგან 1500 ბანაკებში დაიღუპა. 1936-1938 წლებში 27 ასტრონომი ანტი-მარქსისტული შეხედულებებისთვის დახვრიტეს.
1933 წელს რეჯიმის მსხვერპლი მრავალი მეტეოროლოგი გახდა, ოფიციოალური ვერსიით მათ არასწორად ივარაუდეს ამინდის ცვლილება, რამაც მოსავალს ავნო.
3) 1937 წლის 30 ივნისს გამოიცა კანონი ყოფილი "კულაკების" წინაამღდეგ. ამავე წელს ანტი-მარქსისტული შეხედულებებისთვის დააკავეს 669,929 ადამიანი. აქედან 376,202 დახვრიტეს.
4) NKVD-ს ოპერაციები ეროვნული უმცირესობების წინაამღდეგ (1937-1940) . მხოლოდ ეთნიკური პოლონები რომ ავიღოთ, დაპატიმრებულთა რიცხვია 143 810. დაღუპულთა -111 091.
5) კატინის სასაკლაო(1940):21,768 პოლინელი სამხედრო პირის გაუსამართლებლად დახვრეტა
6)ხალხთა მასობრივი დეპორტაციები კავკასიიდან:მაგ. 500 000 ინგუში და ჩეჩენი. ზოგი იმფორმაციით, რომ შესაბამისი გეგმა არსებობდა ქართველი ერის ყაზახეთში გადასახლებაზეც.
7)მონღოლეთის ტერორი(1930-იანი წლები) მსხვერპლი ათი ათასობით ადამიანი გახდა. მათ შორის 18 000 ბუდისტი რელიგიური შეხედულებების გამო.

საერთო ჯამში NKVD-ს მსხვერპლი პოლიტიკური ნიშნით წამოწყებული საქმეებით ( იმ საქმეებით სადაც ოფიციალურაად დასახელდა საქმის პოლიტიკური მიზანი) 1,548,366 რეპრესირებულია. მათ გარდა უამრავი ადამიანი KGB-ს და მისი მსგავსი ორგანიზაციების რეპრესიების მსხვერპლი გახდა. აღარაფერს ვამბობ უამრავ საეკლესიო მოღვაწეზე და წმინდა მამებზე.

საკმარისი არ არის?

ირკუტსკის NKVD-ს უფროსის თხოვნა სტალინის სახელზე, რომ ტროცკისტების, პან-მონღოლებისა და კულაკ-თეთრგვარდიული ელემენტების წინააღმდეგ ნება დართოს დასახვრეტთა ლიმიტის დამატებით 4 000-მდე გაზრდის შესახებ (!) ზედ ადევს სტალინის რეზოლუცია "თანახმა ვარ" ("ზა").

IPB Image
დასახვრეტთა სია. სტალინის რეზოლუცია "თანახმა ვარ"

IPB Image

ყველა იმას იმსახურებდა რასაც აკეთებდა )))

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Oct 29 2011, 06:35 PM

karpaki

ციტატა
ყველა იმას იმსახურებდა რასაც აკეთებდა )))

IPB-ს სურათი

მე არ გამოვდივარ პირადი სიმპატიიდან და იმის გამო რომ ქართველი იყო, არამედ იმისგან თუ რა საქმეები ჩაიდინა

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Oct 29 2011, 07:05 PM

ციტატა(karpaki @ Oct 29 2011, 02:38 PM) *

ყველა იმას იმსახურებდა რასაც აკეთებდა )))


რატომ?
რა დააშავეს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 29 2011, 07:13 PM

ციტატა

მე არ გამოვდივარ პირადი სიმპატიიდან და იმის გამო რომ ქართველი იყო, არამედ იმისგან თუ რა საქმეები ჩაიდინა

გეთანხმები ძმა!არე ვამბობ,რომ სტალინის ეს საქმეები უნდა გავამართლოთ ან უშეცდომო იყო და.ა.შ.უბრალოდ იმის მომხრე ვარ,რომ ცუდი კი ბატონო ვთქვათ,ვაღიაროთ,მაგრამ კარგიც აქვს გაკეთებუი და ისიც არ დავივიწყოთ მეთქი.
,,ობშემ"ადეკვატურები ვიყოთ მეთქი რა...

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 29 2011, 09:21 PM

QUOTE(terra @ Oct 29 2011, 07:05 PM) *

რატომ?
რა დააშავეს?

ერთმანეთი ჩაუშვეს
ეს პირველი
და კიდევ აკეთეს ისეთები რაც არ უნდა ეკეთებინათ.
ეს ისტორიაში არ წერია ისე

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Oct 29 2011, 10:09 PM

ციტატა(karpaki @ Oct 29 2011, 09:21 PM) *

ერთმანეთი ჩაუშვეს


ყველამ? ასიათასობით ადამიანმა?
და თუნდაც ასე ყოფილიყო, ამის გამო ადამიანი უნდა დახვრიტო?
ციტატა

და კიდევ აკეთეს ისეთები რაც არ უნდა ეკეთებინათ.

კონკრეტულად რა?

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 30 2011, 12:01 AM

QUOTE(terra @ Oct 29 2011, 10:09 PM) *

ყველამ? ასიათასობით ადამიანმა?
და თუნდაც ასე ყოფილიყო, ამის გამო ადამიანი უნდა დახვრიტო?

კონკრეტულად რა?

რაი ასიათასი კაცის გრეხებს აქ ვერ დავწერ

პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Oct 31 2011, 01:19 PM

რა დააშავეს და საკუთრი აზრის გამოთქმა,ოპოზიციური ხედვა იკრძალებოდა. ეგ იყო ცხოვრება?საერთოდ არ მესმის იმ ადამიანების ვინც კიდევ მისტირის საბჭოთა კავშირს,კაი ცხოვრება იყოო...მარტო მუცელი ხომ არაა ადამიანი?სად იყო მაშIნ "თავისუფალი ნება" ადამიანის? ისე გაგაქრობდნენ,რომ ახლობლები კვალსაც ვერ იპოვიდნენ...

სტალინს იმდენი კარგი არ აქვს გაკეთებული,რომ მისი ცუდი გადაწონოს,ვერანაირად ვერ გადაწონის.

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Oct 31 2011, 07:48 PM


ციტატა(karpaki @ Oct 30 2011, 12:01 AM) *

რაი ასიათასი კაცის გრეხებს აქ ვერ დავწერ

არსებობს რამე ინფორმაცია რომ მისი ამ საქცელის მიზეზი კოკნკრტული დანაშაულ/ებ-ია ?

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 31 2011, 07:57 PM

QUOTE(sopo... @ Oct 31 2011, 07:48 PM) *

არსებობს რამე ინფორმაცია რომ მისი ამ საქცელის მიზეზი კოკნკრტული დანაშაულ/ებ-ია ?

დოკუმეტები და ყველაფერი რაც არ იყო საჭირო მოსპეს და შეთითხნეს ის რაც ეხლა ვიცით

მასონობა გაიჟუჟა
ეხლაც ვიზავდი ამგას დიდი სიმაოვნებით
მთელ მთავრობას ჩავაყენებდი მწკრივში
ვოტ ტაკ

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Oct 31 2011, 08:00 PM

QUOTE(karpaki @ Oct 29 2011, 02:38 PM) *

ყველა იმას იმსახურებდა რასაც აკეთებდა )))

ეს არ უნდა გეთქვა? იმიტომ, რომ ცილისწამებაა.

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 31 2011, 08:01 PM

QUOTE(იაკობ @ Oct 31 2011, 08:00 PM) *

ეს არ უნდა გეთქვა? იმიტომ, რომ ცილისწამებაა.

უჰუ

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Oct 31 2011, 08:15 PM

QUOTE(karpaki @ Oct 30 2011, 12:01 AM) *

რაი ასიათასი კაცის გრეხებს აქ ვერ დავწერ

მოიცა მოიცა რა გრეხები? პაპაჩემი და მისი მამაც სტალინმა დახვრიტა არ მომწონს მასე რომ ლაპარაკობ.

ჩემი დიდი პაპა ღამის 4 საათზე გაიყვანეს სახლიდან ჩუმად, იმიტომ რომ კოლექტივზე დაცინვით უთქვამს რაღაცა. (იმის მერე აღარავის უნახავს) ეს გრეხია?

პაპაჩემი კი 41 ში ომში წავიდა 3 თვის დატოვა მამაჩემი და იმის მერე არარავის უნახავს. (ტყვედ ჩავარდა და როცა გაათავისუფლეს სახლში არ გამოუშვეს)

გეთანხმებით, რომ ბუმბერაზი ადამიანი იყო სტალინი, ჭკვიანიც და დიდი სტრატეგიც, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად სამშობლოს სოყვარულიც რომ ჰქონოდა ......


პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 31 2011, 08:24 PM

QUOTE(იაკობ @ Oct 31 2011, 08:15 PM) *

მოიცა მოიცა რა გრეხები? პაპაჩემი და მისი მამაც სტალინმა დახვრიტა არ მომწონს მასე რომ ლაპარაკობ.

ჩემი დიდი პაპა ღამის 4 საათზე გაიყვანეს სახლიდან ჩუმად, იმიტომ რომ კოლექტივზე დაცინვით უთქვამს რაღაცა. (იმის მერე აღარავის უნახავს) ეს გრეხია?

პაპაჩემი კი 41 ში ომში წავიდა 3 თვის დატოვა მამაჩემი და იმის მერე არარავის უნახავს. (ტყვედ ჩავარდა და როცა გაათავისუფლეს სახლში არ გამოუშვეს)

გეთანხმებით, რომ ბუმბერაზი ადამიანი იყო სტალინი, ჭკვიანიც და დიდი სტრატეგიც, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად სამშობლოს სოყვარულიც რომ ჰქონოდა ......

არავინ იცის რატო დახვრიტეს
კამათს არ ვაპირებ რაააა
მე აზრი ჩავაფიქსირე ეხლაც იგივეს ვიზამდი დიდი სიამობვნებით თქო და მაგაზე რატო არ მიჭედავთ?
დღევანდელ მწერლებს და პოეტებსაც მივაყოლებდი სხვათაშორის
ნუ გამოვხშირავდი tongue.gif
რომელ დარგშიც გინდა იმა დარგიდან ამოვყრიდი მავნე ელემენტებს და მოვსპობდი
დიახ დიახ
მ ო ვ ს პ ო ბ დ ი

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Oct 31 2011, 08:33 PM

QUOTE(karpaki @ Oct 31 2011, 08:24 PM) *

არავინ იცის რატო დახვრიტეს
კამათს არ ვაპირებ რაააა
მე აზრი ჩავაფიქსირე ეხლაც იგივეს ვიზამდი დიდი სიამობვნებით თქო და მაგაზე რატო არ მიჭედავთ?
დღევანდელ მწერლებს და პოეტებსაც მივაყოლებდი სხვათაშორის
ნუ გამოვხშირავდი tongue.gif
რომელ დარგშიც გინდა იმა დარგიდან ამოვყრიდი მავნე ელემენტებს და მოვსპობდი
დიახ დიახ
მ ო ვ ს პ ო ბ დ ი


არავინ არ ჭედავს.
კამათს იმიტომ არ აპირებ რომ არ შეგიძლია.
შენ შენი აზრი დააფიქსირე, მაგრამ მე ჩემ წინაპრებს ვცემ პატივს და შენი სიტყვები არ მომეწონა.

მარტო საკუთარი შეხედულების მიხედვით რომ გამოხშირა იმიტო აშენდა საქართველოც და რუსეთიც. ცოტა სხვისი აზრიც გათვალისწინებაც უნდა იცოდეს ადამიანმა.


პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 31 2011, 08:35 PM

QUOTE(იაკობ @ Oct 31 2011, 08:33 PM) *

არავინ არ ჭედავს.
კამათს იმიტომ არ აპირებ რომ არ შეგიძლია.
შენ შენი აზრი დააფიქსირე, მაგრამ მე ჩემ წინაპრებს ვცემ პატივს და შენი სიტყვები არ მომეწონა.

მარტო საკუთარი შეხედულების მიხედვით რომ გამოხშირა იმიტო აშენდა საქართველოც და რუსეთიც. ცოტა სხვისი აზრიც გათვალისწინებაც უნდა იცოდეს ადამიანმა.

ხო ხო მასონები ააშენებდნენ აბა რაა
პატივი სიმართლეს უნდა ვცეთ
მამაჩემიც რომ უჭერდეს მხარს მასონების პოლიტიკას ჩავთვლი რომ მოსასპობია

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Oct 31 2011, 08:48 PM

QUOTE(karpaki @ Oct 31 2011, 08:35 PM) *

ხო ხო მასონები ააშენებდნენ აბა რაა
პატივი სიმართლეს უნდა ვცეთ
მამაჩემიც რომ უჭერრდეს მხარს მასონების პოლიტიკას ჩავთვკლი რომ მოსასპობია

პაპაჩემი იყო მასონი? თუ მათი მხარდამჭერი? უარყობ, რომ ბევრი უდანაშაულოდ დაიღუპა?

QUOTE(karpaki @ Oct 31 2011, 08:35 PM) *

მამაჩემიც რომ უჭერრდეს მხარს მასონების პოლიტიკას ჩავთვკლი რომ მოსასპობია

მაინც ჯობია დაელაპარაკო, იქნებ მობრუნდეს და გადმოიბირო. პირდაპირ დასახვრეტად არ გეცოდება? მამაა მაინც

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 31 2011, 09:01 PM

QUOTE(იაკობ @ Oct 31 2011, 08:48 PM) *

პაპაჩემი იყო მასონი? თუ მათი მხარდამჭერი? უარყობ, რომ ბევრი უდანაშაულოდ დაიღუპა?
მაინც ჯობია დაელაპარაკო, იქნებ მობრუნდეს და გადმოიბირო. პირდაპირ დასახვრეტად არ გეცოდება? მამაა მაინც

ნუ ეხლა შენ პირდაპირ თუ გაიგე ბარემ ისიც გაგეთვალისწინებინა რომ ამხელა ჩინოვნიკი ქალი ვარ უკვე tongue.gif

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Oct 31 2011, 09:11 PM

QUOTE(karpaki @ Oct 31 2011, 09:01 PM) *

ნუ ეხლა შენ პირდაპირ თუ გაიგე ბარემ ისიც გაგეთვალისწინებინა რომ ამხელა ჩინოვნიკი ქალი ვარ უკვე tongue.gif

დარწმუნებული ხარ, რომ ჩემზე მეტი ჩინი გაქვს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 31 2011, 09:19 PM

QUOTE(იაკობ @ Oct 31 2011, 09:11 PM) *

დარწმუნებული ხარ, რომ ჩემზე მეტი ჩინი გაქვს? biggrin.gif

შენ არ ჩაგახოცინებენ და მე კი biggrin.gif
ვის უფრო მეტი ჩინი აქ?

პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Nov 1 2011, 01:06 PM

karpaki,დიქტატორი ხარ რა biggrin.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Nov 1 2011, 04:12 PM

QUOTE(mzime) @ Nov 1 2011, 01:06 PM) *

karpaki,დიქტატორი ხარ რა biggrin.gif

ოცნება მაინც მაცალეთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Nov 1 2011, 08:32 PM

ხო ნუ შეიძლება ბევრი ისეთი ნახო ცხორებაში, რომ იფიქრო რომ ეს ადამიანი არსებობას არ იმსახურებს, შეიძლება საკუთარ თავზეც იფიქრო იგივე,.. მაგრამ რა გარემოებაც არ უნდა იყოს ფაქტი არის ერთი -ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის- როცა უფალი ყველა ადამიანის თმას ეფერება.. და გონიერი ადამიანი მიდის ამ ქმედებაზე რარააფექტურ მდგომარეობაში -ამას მხოლოდ და მხოლოდ ერთი შეფასება აქვს და ეს არის - ცუდი @მარინაბერიძე P რამ გამახსენა მისი უმსგავსობები სტალინთან რა მოსატანია..))
აქ ინფორმაციული პოსტი უნდა ყოფილიყო, ადრე იმედნი მოვისმინე სტალინის სულიერ ცხოვრებაზე სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ (( ჩემს მეხსირებას სავე ფუნქცია საერთოდ მოშლილი აქვს..
ანუ ჯამში არსებული ფაქტები ცუდიც თუ კარგიც დასკვნების გაკეთების საშუალებას მაინც არასოდეს იძლევა, გააჩნია გარემოს, მოტივს, შემდგომ მდგომარებას ასე რომ..

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 1 2011, 10:02 PM

A.V.M
ჩემო კარგო, რაც შენ ჩამოწერე, იქიდან 2, 6,7,8 პუნქტებია სწორი (რადგან ლოგიკურია და ისტორიიდანაც დასტურდება), დანარჩენი მეტად საკამათოა, განსაკუთრებით მე4, ანუ, მე ვამბობ, რომ რადგან აკრძალული იყო გადახრები, აქედან ასკვნით რომ მორალური პიროვნება იყო და თან თვითონ შემოიღო ეს აკრძალვა? ა? .. მე-9 ხო საერთოდ... : )


ციტატა
დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი იგივეს
დიახ

ეს ვინც დაწერა, იმას ვეტყოდი: ყველას არ აქვს ამის უფლება, და მე მიხარია რომ თქვენ ამის უფლება არ გაქვთ...

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Nov 2 2011, 05:33 PM

QUOTE(ქევანა @ Nov 1 2011, 10:02 PM) *

A.V.M
ჩემო კარგო, რაც შენ ჩამოწერე, იქიდან 2, 6,7,8 პუნქტებია სწორი (რადგან ლოგიკურია და ისტორიიდანაც დასტურდება), დანარჩენი მეტად საკამათოა, განსაკუთრებით მე4, ანუ, მე ვამბობ, რომ რადგან აკრძალული იყო გადახრები, აქედან ასკვნით რომ მორალური პიროვნება იყო და თან თვითონ შემოიღო ეს აკრძალვა? ა? .. მე-9 ხო საერთოდ... : )
ეს ვინც დაწერა, იმას ვეტყოდი: ყველას არ აქვს ამის უფლება, და მე მიხარია რომ თქვენ ამის უფლება არ გაქვთ...


გიხაროდენ გიხაროდენ biggrin.gif
ალბად მიყოლების გეშინია ხო laugh.gif

QUOTE(sopo... @ Nov 1 2011, 08:32 PM) *

მაგრამ რა გარემოებაც არ უნდა იყოს ფაქტი არის ერთი -ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის- როცა უფალი ყველა ადამიანის თმას ეფერება..

ჩემო კარგო უფალი ძალიან მრისხანეა smile.gif
ჩვენ აქამდე მრისხანეს სატანს,ბოროტს,დამსჯელს ცუდს წარმოგვიდგენდნენ და უფალს კი წამებულს,ჯვარზე გაკრულს,სათნოს,მოკრძალებულს .
სინამდვილეში უფლის წინაშე ყველაზე ძლიერი დემონიც კი შიშით იკრუნჩხება
ძალიან საშიშია ღმერთი
იმდენად სასტიკია ღმერთი რომ მან საკუთარი შვილიც კი გასწირა ადამიანის სიყვარულისთვის
ასე რომ a075.gif

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Nov 2 2011, 08:20 PM

ციტატა(karpaki @ Nov 2 2011, 05:33 PM) *

გიხაროდენ გიხაროდენ biggrin.gif
ალბად მიყოლების გეშინია ხო laugh.gif
ჩემო კარგო უფალი ძალიან მრისხანეა smile.gif
ჩვენ აქამდე მრისხანეს სატანს,ბოროტს,დამსჯელს ცუდს წარმოგვიდგენდნენ და უფალს კი წამებულს,ჯვარზე გაკრულს,სათნოს,მოკრძალებულს .
სინამდვილეში უფლის წინაშე ყველაზე ძლიერი დემონიც კი შიშით იკრუნჩხება
ძალიან საშიშია ღმერთი
იმდენად სასტიკია ღმერთი რომ მან საკუთარი შვილიც კი გასწირა ადამიანის სიყვარულისთვის
ასე რომ a075.gif

ხო ალბათ ბოროტია აბა მე ამ ცხოვრებისთვის როგორ გამიმეტა ასეთი არსება (( IPB-ს სურათი
კიარადა შეგიძლია მოიშველიო წმ წერილი ან წმ მამები ვინც მსგავს აზრს ამტკიცებს ან ახალი აღთქმის ეპისტოლე ნუ საიდანაც იცი..
მე როგორც ვიცი დემონს ეშინია იმიტომ რომ ძალაუფლება უფლისაა,
შვილის გამეტებაზე კიდევ ეს უფლის- წმ სამების ნებით აღესრულა ადამიანის გამოხსნა მისი თავდადებული სიყვარულისთვის,
საერთოდ როცა შვილი ,პაწია ავადმყოფობს ან წუხს- მშობელი ათიათასჯერ მეტად იტანჯება ეს კი გეცოდინეა ..
ეს ხედვა საიდან იქმნება - ახალი აღთქმა სადაც უფალი ადამიანებს თავგადადებული ემსახურება, ასწავლის, ... მერე საზარელი ტანჯვა და ყველაფერი იმისთვის ორმ გულში ჩაიკრას.. უფალთან ახლოს მყოფი წმ მამების ხედვა მხოლოდ სიყვარულია , რომ არის უფაქიზესი ..გამოუთქმელი თავმდობლობის სიყვარულის მეუფე .
ვისაც არ უნდა მასთან ეს მისი არჩევანია და მერე იტანჯება რომ ასე შორსაა მისგან..
ანუ რაღაც იმის თქმა მინდა ეს სისასტიკის ხედვა არსად შემხვედრია ...შეგიძლია გაგვიზიარო..

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Nov 2 2011, 08:54 PM

QUOTE(sopo... @ Nov 2 2011, 08:20 PM) *

ხო ალბათ ბოროტია აბა მე ამ ცხოვრებისთვის როგორ გამიმეტა ასეთი არსება (( IPB Image
კიარადა შეგიძლია მოიშველიო წმ წერილი ან წმ მამები ვინც მსგავს აზრს ამტკიცებს ან ახალი აღთქმის ეპისტოლე ნუ საიდანაც იცი..
მე როგორც ვიცი დემონს ეშინია იმიტომ რომ ძალაუფლება უფლისაა,
შვილის გამეტებაზე კიდევ ეს უფლის- წმ სამების ნებით აღესრულა ადამიანის გამოხსნა მისი თავდადებული სიყვარულისთვის,
საერთოდ როცა შვილი ,პაწია ავადმყოფობს ან წუხს- მშობელი ათიათასჯერ მეტად იტანჯება ეს კი გეცოდინეა ..
ეს ხედვა საიდან იქმნება - ახალი აღთქმა სადაც უფალი ადამიანებს თავგადადებული ემსახურება, ასწავლის, ... მერე საზარელი ტანჯვა და ყველაფერი იმისთვის ორმ გულში ჩაიკრას.. უფალთან ახლოს მყოფი წმ მამების ხედვა მხოლოდ სიყვარულია , რომ არის უფაქიზესი ..გამოუთქმელი თავმდობლობის სიყვარულის მეუფე .
ვისაც არ უნდა მასთან ეს მისი არჩევანია და მერე იტანჯება რომ ასე შორსაა მისგან..
ანუ რაღაც იმის თქმა მინდა ეს სისასტიკის ხედვა არსად შემხვედრია ...შეგიძლია გაგვიზიარო..

ვაიმე რათ გინდა ამხელა ფილოსოფია
სოფია ა? biggrin.gif
ჩემის სიტყვების გადაკეთებისას ციტირება არ უნდა დაგავიწყდეს რადგან არსად არ მიწერია უფალი ბოროტია მეთქი და ნუ მიმახინჯებ შენი ლამაზი თვალების ჭირიმე ოკ? a075.gif

საბაოთ უფალი
ეს არის მებრძოლი ღმერთი
რომელიც ძალიან მრისხანეა და უნდა იცოდეთ ეს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 2 2011, 09:34 PM

სტალინი იყო სისხლისმელი ტირანი!

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Nov 2 2011, 11:05 PM

ციტატა(karpaki @ Nov 2 2011, 08:54 PM) *

ვაიმე რათ გინდა ამხელა ფილოსოფია
სოფია ა? biggrin.gif
ჩემის სიტყვების გადაკეთებისას ციტირება არ უნდა დაგავიწყდეს რადგან არსად არ მიწერია უფალი ბოროტია მეთქი და ნუ მიმახინჯებ შენი ლამაზი თვალების ჭირიმე ოკ? a075.gif

საბაოთ უფალი
ეს არის მებრძოლი ღმერთი
რომელიც ძალიან მრისხანეა და უნდა იცოდეთ ეს.

რა ფილოსოფია ჩემო ინა
აქ გლავნია სტალინა..

სიტყვა ბოროტი სად ვახსენე?

კაი..ოკ

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Nov 2 2011, 11:14 PM

QUOTE(sopo... @ Nov 2 2011, 11:05 PM) *

რა ფილოსოფია ჩემო ინა
აქ გლავნია სტალინა..

სიტყვა ბოროტი სად ვახსენე?

კაი..ოკ



QUOTE
ხო ალბათ ბოროტია აბა მე ამ ცხოვრებისთვის როგორ გამიმეტა ასეთი არსება

აგე აქ.
კაი დავთმე სტალინგრადი
უფ tongue.gif

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Nov 2 2011, 11:39 PM

ციტატა(karpaki @ Nov 2 2011, 11:14 PM) *

აგე აქ.
კაი დავთმე სტალინგრადი
უფ tongue.gif

ეს წინადადება რომ არასერიოზულად მიწერია და მომართვა არ არის არ ჩანს ალბათ , ანუ ეს მიწერია ჩემი ვარაუდი, და არა ის რომ შენ ამბობ ..
ეს სიტყვა ბოროტის შესახებ, მაგრამ გიწერია რომ სასტიკია, ჩემს ლექსიკონში ეს ორი სიტყვა ერთადაა..:სტალინსმაილი: biggrin.gif


ესაა და ეს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2015, 10:46 PM

"სტალინი უდიდესი პიროვნება იყო. ასეთები იშვიათად იბადებიან. იგი სემინარიაში სწავლობდა და კარგად იცოდა სასულიერო განათლების ფასი. არაჩვეულებრივად გალობდა და შესანიშნავად მღეროდა ქართულ ხალხურ სიმღერებს, წერდა მშვენიერ ლექსებს"

/ილია II
"ქაროზი" N71, 2015, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2015, 10:53 AM

"პაბლო პიკასო კი, სტალინს მსოფლიოს უდიდეს სტრატეგთა შორის, პირველ ადგილზე მოიხსენიებს:

"სტალინში თავმოყრილი იყო იულიუს კეისრის ჭკუა და მარკუს ოქტავიუსის ეშმაკობა, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავრული გენია, ციცერონის მჭერმეტყველება და აზრის გადმოცემის სისხარტე, იგი ყველა მათგანზე მაღლა დგას და ბევრად უფრო აღმატებულია".

/"ქაროზი" N71, 2015, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2015, 10:52 PM

"იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი (სტალინი) ერთ-ერთი ყველაზე განათლებული პიროვნება იყო კაცობრიობის ისტორიაში, წაკითხული ჰქონდა ოცი ათასზე მეტი წიგნი, ზეპირად იცოდა რუსთაველის ’’ვეფხისტყაოსანი’’. სწორედ სტალინის დავალებით თარგმნა აკადემიკოსმა შალვა ნუცუბიძემ რუსთაველი რუსულად".

/FB/

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 16 2015, 09:40 AM

ჰმ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2015, 02:49 PM

ციტატა(G_saxva @ Dec 16 2015, 10:40 AM) *

ჰმ


გიო, შენი აზრი სრულად გადმოგვეცი smile.gif mpua.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 17 2015, 12:16 PM

ერთი გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსი იყო. ესააა ჩემი აზრი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2016, 10:59 PM

"რასაც მამა თეოდორე ამბობს,ასეთი რამ არქიმანდრიტი გიორგი ბასილაძისგან და ბევრი სხვა სასულიერო პირისგანაც მომისმენია.ერთხელ მამა გიორგიმ მკითხა:’’აბა, შენ თუ მეტყვი, სტალინი ვინ მოკლაო?’’ ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს შეკითხვა ,ცოტახანს დავფიქრდი და მერე ვუთხარი;როგორც გამიგია,ბერიამ -მეთქი.’’არ არის ეს სწორი,სულ ტყუილად აბრალებენ მის სიკვდილს ბერიას,სტალინი მთელი ცხოვრება მასონებს ებრძოდა და იგი,მასონების მოსყიდულმა ლაზარ კაგანოვიჩმა მოწამლაო.’’მამა გიორგის სტალინის სურათი თავის კელიაში ეკიდა..."

კითხვა : "რა აზრის ხართ იოსებ სტალინის პიროვნებაზე?". დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:
" ერთხელ ჩემთან მოვიდა ქალბატონი და სტალინისთვის პანაშვიდის გადახდა მთხოვა. დავდექი არჩევანის წინაშე, მაგრამ მერე გამახსენდა რომ სემინარიაში სწავლობდა, გამახსენდა რომ ამბობენ რომ სიკვდილის წინ შეინანა. მცირე პანაშვიდი გადავიხადე, რომელიც ათ წუთს გრძელდება. ისეთი სითბო შემოვიდა ჩემს გულში იმ ლოცვის დროს, ისეთი სითბო. ხანდახან არის რომ ლოცულობ და მართლა ღვთის განცდა მოდის. ყოველთვის ეს არ ხდება, არც პანაშვიდის დროს და წირვის დროსაც შეიძლება არ მოვიდეს. ისეთი სითბო შემოვიდა და იმოს მერე ჩემი პირიდან მაგ ადამიანზე ცუდი აღარ ამოსულა, ვეღარ ამოსულა. პირადად ჩემი გამოცდილება ესეთია: ცუდს ვეღარ ვამბობ იმ ლოცვის მერე".
(თ.მურაჩაშვილი)

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2016, 12:31 PM

"აქვე უნდ აღინიშნოს ისიც, რომ არქიმანდრიტ გერმოგენის [დოლგანოვი, შემდგომში - ტობოლსკისა და ციმბირის ეპისკოპოსი, დახვრიტეს 1918 წლეს კომუნისტებმა, შერაცხილია წმინდანთა დასში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ] ლოცვა-კურთხევით, 1899 წლის 29 მაისს სემინარიის მეხუთე კურსიდან გარიცხეს იოსებ ჯუღაშვილი, მომავალი სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი იოსებ სტალინი".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N20, 2016, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2016, 10:00 AM

"როგორც ისტორიიდან ცნობილია, ბიზანტიის იმპერია დაიშალა. იგი თურქმა ოსმანებმა დაიპყრეს და ბიზანტიის მცხოვრებნი დიდი ხნით დამპყრობელთა ბატონობის ქვეშ მოექცნენ. კონსტანტინოპოლის დაცემას სწრაფი და მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვა აღმოსავლეთის ეკლესიაში. არეულობის თავიდან აცილების მიზნით, XVI საუკუნეში, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იერემიამ რუსეთის ხელმწიფის, იოანე მრისხანის ვაჟს, თევდორეს, მსოფლიო საპატრიარქო კათედრის მოსკოვში დროებით გადატან შესთავაზა, იმ საბაბით, რომ იმ დროს რუსეთი იყო ერთადერთი სუვერენული მართლმადიდებლური სახელმწიფო. მაგრამ რუსეთის ხელმწიფე სუსტი მოაზროვნე და არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი გახლდათ. მას და მის გარემოცვას მსოფლიო საპატრიარქოს პასუხისმგებლობის ტვირთვისა შეეშინდა.

საინტერესო ისტორიული ფაქტია, რომ 400 წლის შემდეგ ამ იმედის განხორციელება იოსებ სტალინმა სცადა. 1947 წელს იგი მსოფლიო კრების მოწვევას გეგმავდა, რომელზეც მსოფლიო საპატრიარქოს მოსკოვში გადატანას გამოაცხადებდა, მაგრამ უფალმა ამ ამბიციურ პროექტის განხორციელება არ ინება".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N22, 2016, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 03:34 PM

"დიდი სამამულო ომის (1941-1945 წწ) დაწყების შემდეგ, ათეისტთა თარეში შეიზღუდა. მოხდა მოხდა სტალინის შემობრუნება ეკლესიისკენ. მოვიყვან მიხეილ თევდორაძის მოგონებებიდან სტალინის ზოგიერთ გამონათქვამს, რაც მან 1945 წლის დადგომისას წარმოთქვა: "რუსეთი ტრადიციების მიმდევარი ქვეყანაა. ხალხს დღემდე სჯერა ღმერთის და, ვფიქრობ, სწორად მოვიქეცით ქვეყანაში მართლმადიდებლობა რომ აღვადგინეთ და მრევლს მივეცით თავისუფალი არჩევანის საშუალება". და კიდევ: "გამარჯვება ახლოა და გარწმუნებთ ჩვენი ხალხის, მხედრების, მთავრობის შეუპოვარი გმირული საქმიანობის მიღმა, უფალი დგას, რომელმაც ეს ყველაფერი შეგვაძლებინა".

/"ფუძნარი" N7, 2017, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2018, 06:02 PM

"მამაჩემი გრიგოლ ნოდია მომღერალი იყო, ნოკო ხურციას ანსამბლში მღეროდა. იმ დროში ძალიან ცნობილი მომღერალი იყო. სტალინთან ნამღერიც აქვს. სიმღერის შემდეგ ნოკოს თურმე სტალინმა უთხრა, რა გაჩუქოო. მხოლოდ ის ფანქარი მაჩუქეთ, რითიც კონსტიტუცია დაწერეთო. მართლაც აჩუქა".

/"კარიბჭე" N1, 2018, გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2018, 09:56 PM

"...მაშინ კონსერვატორიაში ვსწავლობდი. მე და ჩემი ჯგუფელები, შემდგომ ცნობილი კომპოზიტორები - შალვა მშველიძე, ალექსანდრე ბუკია, ვალერიან ცაგარეიშვილი და სხვები, ქართული სიმღერებისა და სოლფეჯიოს უკეთ შესასწავლად მომღერლებად შევედით ქართულ აკადემიურ გუნდში, რომელიც კოტე ფოცხვერაშვილმა ჩამოაყალიბა. იმხანად ეს იყო თბილისში ერთადერთი გუნდი, სადაც სიმღერებს ნოტებით სწავლობდნენ. კოტე ფოცხვერაშვილმა ამ გუნდში დასავლეთ საქართველოს სიმღერების შესატანად ბათუმიდან მოიწვია ხალხური საკრავების ცნობილი ლოტბარი ავქსენტი მეგრელიძე. მან გუნდის მომღერალი რამდენიმე ქალისგან შეადგინა ჯგუფი და დაგვაწყებინა სმენით ჩონგურზე დაკვრა. მე, როგორც უმაღლესი მუსიკალური განათლების მქონე, მის მოადგილედ დამნიშნეს. მაშინ ავქსენტი ცოლს გაშორებული, ხნიერი კაცი იყო, ხუთი ქალიშვილის მამა. ერთად მუშაობამ თანდათან დაგვაახლოვა. ბოლოს ვეღარ შევეწინააღმდეგე მის დაჟინებულ თხოვნას, ცოლადაც გავყევი და ერთად შევუდექით ხალხურ საკრავებზე დაკვრის კულტურის აღდგენას. დღენიადაგ ვეძებდით ხალხში და ნოტებზე გადაგვქონდა მივიწყებული საჩონგურო სიმღერები, ზოგსაც თავად ავქსენტი ამუშავებდა ან თხზავდა ხალხურ ყაიდაზე. გასტროლები გვქონდა სომხეთში, აზერბაიჯანში.

ახლოვდებოდა 1937 წელი და დაიწყო რეპრესიები, რომელსაც რუსთაველის თეატრის მრავალი მსახიობი შეეწირა, მათ შორის ჩვენი ანსამბლის ზოგიერთი წევრიც. ჩამოგვაშორეს სანდრო ახმეტელიც, რომელიც მუდამ მხარში გვედგა.

მაშინ უნდა ჩატარებულიყო მოსკოვში ქართული ხელოვნების პირველი დეკადა და დაიწყო მზადება. საქართველოს მთავრობის მეთაური ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა დეკადისთვის კოლექტივების შერჩევასა და მზადებას. მისი განკარგულებით გადაწყდა, დეკადაზე მოსკოვს გაეგზავნათ ორი ხალხური კოლექტივი: ერთი დასავლეთ საქართველოს გუნდი კირილე პაჭკორიას ხელმძღვანელობით, მეორე უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთ საქართველოს გუნდი, რომლის ხელმძღვანელად, ბერიას ბრძანებით, სანდრო კავსაძე დაინიშნა. სანდრო გორის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა სტალინს. ერთხელ სტალინს მოუკითხავს კიდეც, - ნეტავ სად არის კავსაძე, კიდევ მუშაობს თუ არაო. მაშინ კავსაძე ჭიათურაში ხელმძღვანელობდა გუნდს. სასწრაფოდ გამოიძახეს ჭიათურიდან თავისი ვაჟებითურთ და აღმოსავლეთ საქართველოს გუნდის ხელმძღვანელობა დაავალეს.

ერთ დღეს იმჟამინდელ ძერჟინსკის კლუბში თათბირზე მიიწვიეს მუსიკოსები, კომპოზიტორები, შემსრულებლები. დაიბარეს ავქსენტიც. გაჭედილი დარბაზის სცენაზე ისხდნენ ბერია და კომისია, რომელთაც საცეკვაო პროგრამა უნდა შეედგინათ. სცენაზე ასულ ავქსენტის ბერიამ უთხრა, - გადავწყვიტეთ, თქვენი ანსამბლით დასავლეთ საქართველოს გუნდს შეუერთდეთ და კირილე პაჭკორიასთან ერთად იმუშაოთო. იგი მოულოდნელად აენთო - ჩემი ანსამბლით სხვასთან არ ვიმუშავებო. დარბაზის ბოლოს, გასასვლელთან, დიმიტრი არაყიშვილი იჯდა. ავქსენტი, რას შვრები, კაცო, არ გაბედო უარის თქმა, თორემ ამაღამვე გაგაქრობსო, - უთხრა ჩურჩულით. დაწყნარდა ავქსენტი, დაბრუნდა დარბაზში, მივიდა ბერიასთან და უთხრა, - თუ ეს თქვენი ბრძანებაა, კი ბატონო, დაგთანხმდებით, თუ არადა მე დამოუკიდებლადაც კარგად ვმუშაობო. ჩვენც ეს გვინდოდა. ნამუშევარს არ დაგიკარგავთო, - უპასუხა ბერიამ და დამშვიდებული გამოისტუმრა შინ. ბერიას ბრძანებით, ქართველი ქალები ლამაზები იყვნენო და ლამაზმანების შერჩევა დაიწყეს. ქალები მართლაც ლამაზები შემოგვამატეს, მაგრამ ხმა და ნიჭი ნაკლებად ჰქონდათ. ვინც თვალში არ მოუვიდათ, გაგვირიცხეს ანსამბლიდან. მათ შორის მოჰყვა ანიკო კოროშინაძე (სულიკო კოროშინაძის დედა), რომელიც კარგი მოკრიმანჭულე იყო და გურული სიმღერებიც დიდებულად იცოდა, ნინო მილორავა (შოთა მილორავას დედა) და სხვები.

ბერიამ სტალინის საყვარელი სიმღერების მომზადება შეგვიკვეთა. "სულიკო" უყვარდა, ბათუმის ციხეში რომ იჯდა, მღეროდაო. მისი უსაყვარლესი სიმღერა ყოფილა "ნინა, ნინა, ჩემო ნინა". ჩვენც შევუდექით მისი დავალების შესრულებას. ავქსენტიმ დეკადისათვის შეთხზა ახალი სიმღერა - "პატაკი ბელადს". მოვამზადეთ აგრეთვე "ახ, ტრაქტორო". აღმოსავლეთ საქართველოს გუნდს სანდრო კავსაძე ხელმძღვანელობდა, მაგრამ იმას მაშინ ყელის კიბოს ნიშნები გამოაჩნდა და ხმა აღარ ჰქონდა. სიმღერების შესწავლა უჭირდა და შვილი, დათაშკა ეხმარებოდა.

მოსკოვს მატარებლით გავემგზავრეთ. მეორე დღეს ხალხური გუნდების გამოსვლა იყო დანიშნული დიდ თეატრში. ქალაქში გაკრულ აფიშებში ავქსენტი მეგრელიძის ხსენებაც არ იყო.

კონცერტს მრავალი ადამიანი მოაწყდა. სცენის გვერდზე, მთავრობის ლოჟაში სტალინი იჯდა, აქეთ-იქიდან ვოროშილოვი და მოლოტოვი ესხდნენ. სტალინს ხელში კალამი და წიგნი ეჭრა და დროდადრო რაღაცებს ინიშნავდა. ჩვენი გამოსვლა ძალიან კარგი იყო და ყველა სიმღერის შესრულება ძალზე მოსწონებია. ბერია დიდი ამბით მოვიდა და ხელი ჩამოართვა ავქსენტის. "ხომ გითხარით, ამაგს არ დაგიკარგვთო", - უთხრა. მერე კრემლში მიგვიწვიეს, დეკადის მონაწილეთა საერთო ბანკეტზე. აღმოსავლეთ საქართველოს ცეკვებს ილიკო სუხიშვილი ხელმძღვანელობდა.

სუფრა მალე მოთავდა და ზეიმი მეორე - გიორგის სახელობის დარბაზში გაგრძელდა. სტალინი თვითონ უსხამდა სასმელს მას, ვის სადღეგრძელოსაც სვამდა. წინა რიგში თამარ ციციშვილი იდგა თამარ ჭავჭავაძესთან ერთად. როგორც ჩანს, სტალინს მისი სახიერება მოეწონა და ჰკითხა: - თქვენ ვინ ბრძანდებითო. თამარ ციციშვილიო, - უპასუხა. რომელი ციციშვილისაო? გიორგისაო. თამარის სადღეგრძელოც დალია. ავქსენტის ერთ ძველ სიმღერაზე ჰკითხა, "ბათუმის ციხეში ვმღეროდით და თქვენ, როგორც ხნიერ კაცს, ალბათ გეცოდინებათო" და დასაწყისი წაიმღერა კიდეც. მერე იქვე მდგომ სანდრო კავსაძეს მიუბრუნდა: - კაცო, შენ რა დაგემართა, პაჭკორიამ უნდა გაჯობოსო?

მესამე დღეს საპატიო ორდენებით დაჯილდოებულები სტალინმა თავის აგარაკზე მიიწვია. "ზის სტალინი ბუხართან და ჩიბუხს ეწევა (ეს ამბავი ავქსენტიმ თავად მიამბო, - იხსენებს მისი მეუღლე). დაიწყო ლაპარაკი და სანდროს მიმართა: - კაცო, სანდრო, რა დაგემართა შენა? ამ სიმღერებს სკოლაში რომ გვასწავლიდი, ახლა რამ შეგცვალა, ხალხური სიმღერები გააქალაქურეო? რა ვქნა, შენი ჭირიმე, - უპასუხა თურმე, - ვინც კარგი, ნამდვილი ხალხური მომღერლები მყავდა, დამიჭირეს და ვიღა უნდა წამომეყვანა, მეტი წილი ქუთაისელი ხალხი შემრჩა ხელშიო. ვინ არის დაჭერილიო, - უკითხავს სტალინს და ორი ტაში მაგრად დაუკრავს. მაშინვე ბერია გამოვარდნილა, - ეს რა გიქნია, ვინ დაგიჭერია იქაო? ტერორისტებიო. რაო? ჯიღაურმა მე უნდა მომკლას? ჯიღაური შარშან ხუთი დღე იყო ჩემთან, დღედაღამ ვმღეროდით, მოკვლა თუ უნდოდა, მაშინ ვერ მომკლავდა? ამწუთას გამოასწორე შენი შეცდომაო.

თბილისში რომ დავბრუნდით, ბერიას ბრძანებით დაჭერილი კახელი მომღერლები სადგურში დაგვხვდნენ - გაეთავისუფლებინათ.

1940 წლამდე იმუშავა ამ გუნდში ავქსენტიმ. მერე ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

პირველ მუსიკალურ სასწავლებელში 1949 წლიდან ვმუშაობდი. მაშინ ავქსენტიმ მითხრა, - მე უკვე აღარ შემიძლია, ახლა შენ მოკიდე ხელი ამ საქმესო. სასწავლებელში ხალხურ საკრავთა ანსამბლი ჩამოვაყალიბე და იქ შევიტანე პირველად სანოტო სისტემით ჩონგურ-ფანდურის სწავლება. მერე ბევრ ადგილზე ვიმუშავე - სასწავლებელში (ჩემი მოსწავლეები იყვნენ: ანზორ ერქომაიშვილი, ომარ კელაპტრიშვილი, თეიმურაზ ქევხიშვილი და სხვები), რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი ავქსენტი იყო და იქ მისი საქმე გვაგრძელე..."

/"კარიბჭე" N11, 2010, გვ.47/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2019, 04:46 PM

"[რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსი დავით (ანტონ) აბაშიძე (1867-1942)] იყო თბილისის იმ სემინარიის ინსპექტორი, სადაც სტალინი სწავლობდა და, როცა ამ დადგრომელ მოსწავლეს დანაშაულებრივი ქცევისათვის კარცერში კეტავდნენ პურისა და წყლის ამარა, ჩუმად უგზავნიდა ხოლმე საზრდოს.

შემდგომშიც ხვდებოდნენ ერთმანეთს და მიმოწერაც კი ჰქონდათ. ეს დაუფასა საბჭოთა ბელადმა - საეკლესიო პირთა დევნის ჟამს მისი ბრძანებით ხელი არ უხლიათ არქიეპისკოპოსისათვის. მონაზონ სერგის ცნობით, მეუფე ანტონი სტალინისთვის ლოცულობდა. ვინ უწყის, რაგვარად შეეწეოდა მას ეს ლოცვა!"

/"კარიბჭე" N7, 2019, გვ.20/

-------------------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2020, 05:01 PM

----------

"ვ.ა. დავიდოვის ცნობით, 1935 წელს, აფხაზეთში დასვენების დროს, სტალინმა ახალი ათონის მონასტრისათვის დიდი თანხა გაიღო. შემდეგ ბერებს მიმართა, - სტალინის სულისთვის ილოცეთო. ამის შემდეგ საკმაოდ დიდხანს ესაუბრა წინამძღვარს. უთქვამს: "უნდა დავუბრუნოთ ხალხს ლოცვის კანონიერი უფლება. უსამართლობაა ადამიანს წაართვა რწმენა. რუს ხალხს არ შეუძლია ღმერთის გარეშე არსებობა". შემდეგ ხელმძღვანელობას მოსთხოვა, მოეხსნათ სამონასტრო ბეგარა.

როდესაც 30-იან წლებში ხრუშჩოვმა მოახსენა, რომ მოსკოვის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა რელიგიური კულტის 51 მსახური, სტალინმა მოითხოვა მათი იმავე წუთს გათავისუფლება. ამავდროულად, მან კატეგორიულად აკრძალა დემიან ბედნის მებრძოლი ათეიზმის სულისკვეთებით განმსჭვალული წიგნი "ბიბლია მორწმუნეთა და ურწმუნოთათვის".

/"კარიბჭე" N6, 2020, გვ.47/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2020, 09:21 PM

"ნიშანდობლივია ისიც, რომ ომის დასრულების შემდეგ, როცა სტალინისთვის მისი ბიოგრაფიის მეორე გამოცემის მაკეტი წარუდგენიათ, სადაც ეწერა, რომ იგი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მას ჩაუსწორებია: "თბილისის მართლმადიდებელ სასულიერო სემინარიაში"...

/"კარიბჭე" N7, 2020, გვ.46/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2020, 03:50 PM

"წინასწარჭვრეტის უნარით ყოფილა ღვთისგან დაჯილდოებული ბავშვობიდან ბრმა, ნეტარი მატრონა მოსკოველი, რომლის შესახებაც საბჭოთა სახელმწიფოს ერთპიროვნულ ლიდერს, სტალინსაც შეუტყვია და ქვეყნის განსაცდელის ჟამს, დიდი სამამულო ომის დასაწყისში, 1941 წლის ოქტომბერში, ცარიცინში ჩასულა მის მოსანახულებლად.

- წითელი მამალი გაიმარჯვებს, გამარჯვება შენ დაგრჩება! - დაუმშვიდებია დედა მატრონას დიდი ბელადი. სტალინს ყურადღებით მოუსმენია ნათელმხილველის რჩევები, მცირე ეჭვიც კი არ შეუტანია მის სიტყვებში. მოგვიანებით ნეტარ დედას უთქვამს: - ვინ იცის, იქნებ უფალმა შეუნდოს სტალინს! ის ხომ თავად არის ტყვე ლაზარ კაგანოვიჩისა და სხვათა...

და ყურში ჩაესმოდა, თუ როგორ იყვირებდა სტალინი სიკვდილის წინ: "რას სჩადით, რას სჩადით!" ერთ მხარეს იდგება კაგანოვიჩი, ხოლო მეორე მხარეს - მისი და. "რა გინდათ, რომ მიყოთ? - იკითხავს სტალინი, ისინი კი ბალიშს დაადებენ და გაგუდავენ მას, - უთქვამს დედა მატრონას 1943 წელს, ბოლოს კი დაუმატებია: - ჯერ სტალინს მოაშორებენ... მას შემდეგ იქნებიან მმართველები, ერთი-მეორეზე უარესნი. გაანიავებენ რუსეთს".

/"კარიბჭე" N9, 2020, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2022, 07:50 PM

----------------------

"ი.ბ. სტალინი თავის სტატიაში "თავბრუდახვევა წარმატებისაგან" დასცინოდა მათ, ვინც კოლექტივიზაციას სამრეკლოებიდან ზარების ჩამოხსნით იწყებდა. "ეკლესიის დახურვა შეიძლება მხოლოდ მაშინ, - აღნიშნავდა სტალინი, - თუ მოსახლეობა თვითონ მიდის ამ შეგნებამდე, რომ საჭიროა ეკლესიის ლიკვიდაცია და თუ ეკლესია იკეტება იქ, სადაც მორწმუნეთა რიცხვი დიდია, პირიქით ეს ნიადაგს ამზადებს ანტისაბჭოთა პროპაგადისათვის".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2022, 10:03 PM

"ყველა მომდევნო თაობა ისევ მიუბრუნდება სტალინის თემას და საკუთარ ვერდიქტს გამოუტანს ამ ბუმბერაზს".

/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022, I-III, გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2022, 07:59 PM

"ძიაკაცო, ერთი ეს მითხარი, სტალინზე რა აზრისა ბრძანდები-მეთქი... მაინც გორელი რახან იყო... - რა აზრისა უნდა ვიყვე, - მაგან მე ტიციანი მამიკლა და პაოლო მამიკლაო..."

/"კარიბჭე" N4, 2022, გვ.36/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2022, 08:45 PM

"სტალინის გარშემო, ისევე როგორც იულიუს კეისრის ან ნაპოლეონის გარშემო, ყოველთვის იქნება აზრთა და შეფასებათა ჭიდილი, იმიტომ რომ, ასეთი ფენომენის ანატომირება ყოველთვის საინტერესოა, ვინაიდან მათ აჩვენეს ერთი ადამიანის შესაძლებლობათა მაქსიმუმი.

ბალზაკი წერდა, რომ გენიოსი არ აბარებს ანგარიშს ეპოქას, ვინაიდან თვითონ არის მისი შემქმნელი. ჩააბარებს თუ არ ჩააბარებს სტალინი ანგარიშს თავის ეპოქას, ალბათ შორეული მომავლის საქმეა".

/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022, I-III, გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2022, 05:06 PM

"გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და მთარგმნელის, გერონტი ქიქოძის (1885-1960) წიგნში "თანამედროვის ჩანაწერები" (2003) ვკითხულობთ: "სტალინის სიკვდილით დასრულდა ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი საბჭოთა კავშირის ისტორიაში. როგორც უნდა დააფასონ მისი მემკვიდრეობა შემდგომმა თაობებმა, მტრებიც და მეგობრებიც იძულებული იქნებიან აღიარონ, რომ ეს იყო პოლიტიკური მოღვაწე. ერთნაირად ძლიერი, როგორც ნგრევის, ისე შენების საქმეში. მან წარმატებით განაგრძო ლენინის საქმე და რუსი ხალხი, რომელიც ოქტომბრის რევოლუციამდე ალკოჰოლის, ეპიდემიური ავადმყოფობის და უმეცრების ტყვეობაში იმყოფებოდა, მატერიალური და სულიერი პროგრესის გზაზე დააყენა"

/ისტორიულ შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022 წ. გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2022, 03:46 PM

"ბერია უნიჭიერესი კაცი იყო, არაადამიანური ენერგიის მქონე და შრომისმოყვარე. შეეძლო კვირების განმავლობაში დაუძინებლად ემუშავა, მაგრამ ერთი ცუდი თვისება ჰქონდა - ორპირი იყო. ჩემთან ერთს იტყოდა, მიქოიანთან მეორეს, ხრუშოვთან მესამეს, სტალინთან მეოთხეს და ისე გადახლართავდა ძაფებს, რომ იქიდან გამოძრომას დიდი ხანი ვუნდებოდით. რაც შეეხება ბრალდებას, რომ ბერია უცხოეთის აგენტი იყოო, მტკნარი სიცრუეა. მას დანაშაულის გარდა საბჭოთა კავშირის წინაშე დიდი დამსახურებაც ჰქონდა"

/ისტორიულ შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022 წ. გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2022, 04:11 PM

"მართლაც, ბერია, რომელიც უმაღლესი თანამდებობების, წოდებებისა და ჯილდოების მფლობელი გახლდათ, დღემდე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, 1953 წლის 26 ივნისს იგი დააპატიმრეს, გაასამართლეს და იმავე წლის 23 დეკემბერს დახვრიტეს. არსებობს მის დაღუპვის სხვა ვერსიებიც"

/ისტორიულ შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022 წ. გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2023, 01:34 PM

"წარსულის სწორი, სამართლიანი აღწერა ისევე აუცილებელია, როგორც მომავლის მოლოდინი.

ბევრჯერ ვყოფილვარ მოწმე, როგორ აყალბებდნენ ფაქტებს, მოვლენებს, ბევრიც მიბრძოლია ამის გამო... ხშირად ვცდილობ, წერილობითი პასუხიც გავცე.

ერთხელ, გაზეთში "კოლხური დიადემა" (1991 წ. 2 აპრილი) დაიბეჭდა ცნობა, რომ ერთ მოხუცს, მორწმუნე ქალს, მართას, რომელიც მუდამ წირვა-ლოცვას ესწრებოდა, ეპისკოპოსობა შესთავაზეს და უარი განაცხადა. ვინ და როდის შესთავაზა ეპისკოპოსობა ქალს? 1921 წლიდან 1927 წლამდე საქართველოს პატრიარქი იყო უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაია, 1927 წლიდან 1932 წლამდე - ქრისტეფორე ციცქიშვილი, 1932 წლიდან 1953 წლამდე - კალისტრატე ცინცაძე... ვის დროს შეიძლებოდა მომხდარიყო მართლმადიდებლური, ქრისტიანული ეკლესიისთვის ესოდენ დაუშვებელი შეთავაზება?

ქალს, რომელზედაც საუბრობს კორესპონდენტი, მე ვიცნობდი... ის გახლდათ ლავრენტი ბერიას დედა სახელად, მართა, უაღრესად ღვთისმოსავი მანდილოსანი... მაშინ ხუთი თუ ექვსი ქალი ვესწრებოდით წირვა-ლოცვას, ერთ მამაკაცს ვერ ნახავდით ტაძარში (იყო ასეთი დროც). ეს მოხუცი ქალი ცდილობდა, შეუმჩნეველი ყოფილიყო. იდგა შორს, კუთხეში, თავზე ლეჩაქმოხვეული. იშვიათად ამოიღებდა ხმას, თუკი ვინმეს შეესიტყვებოდა, ძირითადად, სიონის მრევლის უხუცეს წევრს, ქალბატონ ნინო ლოლაძეს და მე. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ქალბატონ მართას ვეცოდებოდი. იცოდა, მეუღლე 2 წლის დაპატიმრებული მყავდა და ორი შვილით უსახლკაროდ ვიყავი დარჩენილი. იტყოდა: "მეცოდები, მაგრამ მე ვერაფერს ვეტყვიო ლავრენტის, არ მაქვს უფლება. ილოცე, ილოცე, ევედრე ღმერთს და ის გიშველისო..."

მახსოვს, ერთხელ კათალიკოს კალისტრატესთან მივიდა ფეხშიშველი, მხურვალედ ლოცველი თავის და სხვათა ცოდვების გამო. ამის მოწმეა ქალბატონი ანთისა ცინცაძე (კათოლიკოს კალისტრატეს ძმისშვილი). იგი დღესაც სიონის ტაძარში მუშაობს მედავითნედ, მე, 88 წლის მოხუცს, სიონის უხუცეს მრევლთაგანს, უაღრესად თავმდაბალი და ღვთისმოშიში მახსოვს და ხშირად მახსენდება ქალბატონი მართა და მისი ტრაგიკული ხვედრი - ყოფილიყო ჯალათის დედა"

/ბაბო დადიანი
"ქაროზი" N79, 2020, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2023, 09:17 PM

"დაუდასტურებელი გადმოცემით, 1941 წლის მიწურულს, როცა მოსკოვს რეალური საფრთხე ემუქრებოდა და გერმანებელები სულ ახლოს იყვნენ ქალაქთან, მატრონას თვით სტალინიც ესტუმრა და ესაუბრა. მატრონას უთქვამს ბელადისთვის: "რუსი ერი გაიმარჯვებს! გამარჯვება შენ დაგრჩება! ხელმძღვანელებიდან მხოლოდ შენ არ დატოვებ მოსკოვს!" ეს შეხვედრა შემდგომში "მატრონა და სტალინად" წოდებულ ხატზეც აისახა"

/მართალი მატრონა მოსკოველი (დაუჯდომელი, ცხოვრება, სასწაულები) გვ.27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2023, 09:58 PM

"იღუმენი ეფსტაფი დასძენს: "მე მჯერა ჩვენი ორი პატრიარქისა - სერგისა და ალექსი პირველისა: ისინი სრულიად დარწმუნებულნი აცხადებდნენ: იოსებ სტალინი მორწმუნე ადამიანი იყო!"

/მართალი მატრონა მოსკოველი (დაუჯდომელი, ცხოვრება, სასწაულები) გვ.41/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2023, 04:51 PM

"ზოგიერთი ავტორიტეტული მოწმობით, იოსებ სტალინს ჰყავდა საიდუმლო მოძღვარი, ვისაც აღსარებას აბარებდა და ვისი ხელითაც ეზიარებოდა ხოლომე"

/მართალი მატრონა მოსკოველი (დაუჯდომელი, ცხოვრება, სასწაულები) გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2023, 07:47 PM

"ომის დამთავრების შემდეგ იოსებ სტალინი თბილისში ჩამოვიდა და თავისი ღრმადმოხუცებული დედა - კეკე მოინახულა. დედას უკითხავს მისთვის - შვილო, ეხლა ვინა ხარ, რას აკეთებო. ბელადს ღიმილით უპასუხია - რაღაც მეფის მაგვარი ვარ, ამოდენა ქვეყანას ვმართავო. გულდაწყვეტილ დედას ღრმად ამოუხრია და დანანებით უთქვამს: ეჰ, შვილო, როგორ მინდოდა მღვდელი გამოსულიყავიო... და ვინ იცის, იქნებ სიბერეში მასაც გასჩენია სინანულის ეს გრძნობა - წმიდა მატრონას მიერ კურთხეულ ხალხთა ბელადს!.."

/მართალი მატრონა მოსკოველი (დაუჯდომელი, ცხოვრება, სასწაულები) გვ.43/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)