IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

37 გვერდი V « < 19 20 21 22 23 > »   
Reply to this topicStart new topic
> ლექსით დახატული სურათი..., სურათები ლექსების თანხლებით...
MARI-MARIKO
პოსტი May 12 2009, 02:15 AM
პოსტი #401


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 16-October 08
წევრი № 5,814



gushin wvimad movedi da chagegvare sulshi sevdad

shen ki chemi siaxlove ver igrdzeni darchi kentad!!

o, es chumi monatrebaa..games თetrad daatendaaa

piqrta jachvi tvinis xlartshi labirintad daiqsela.

chumma shishma didi grdznoba gulis pskerze shearxia

ocnebas prta, imeds dzala, ganvlil gzebze dakargvia!

agarc rwmenis cecxli gvivis?!! nakverchxalic chaiperplaaa??

mash tkivilebs rad gavurbit?grdznobebi tu gagvineldaa??

cray.gif a025.gif madlioba.gif madlioba.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MARI-MARIKO
პოსტი May 12 2009, 02:06 PM
პოსტი #402


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 16-October 08
წევრი № 5,814



"ღამის წვიმა"

რა კარგია ღამის წვიმა,ოღონდ მშვიდი უქარო,
თავის ამბავს მოგიყვება, შენ კი უსმენ უაზროდ.
წვიმის ენა არ ისწავლე?გული სიტყვებს არ ამბობს?!
მოუსმინე სულის ძახილს ის შიგნიდან გკარნახობს.
გესმის ჩუმი საუბარი და შრიალი ქარისაა??
ზოგჯერ ქარსაც შეუძლია ხმა ამსგავსოს ქალისას!
ზღაპრულ ჰანგებს მოაყოლოს უნაზესი ამბორი,
ვნებით თმები აგიწეწოს გახდეს შენთვის სანდომი.
სახეზე მოგელამუნოს ქალის თლილი თიტებით
სულში თრთოლვით წამოშალოს შორი უტყვი ფიქრები
ჩუმ გრძნობათა ღრმა მორევში მიმოფანტოს ნისლები
და ეს დიდი ოკეანე ააღელვოს ზვირთებით!!
რა კარგია ღამის წვიმა, ოღონდ მშვიდი უქარო,
თავის ამბავს მოგიყვება შენ კი უსმენ უაზროდ...
ამ ჩურჩულის აზრს, რომც ჩასწვდე...?
ის არაფერს არა გთხოვს, თავის ნაზი საუბარით
შარბათივით დაგათრობს!!! (მ. მიროტაძე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი May 14 2009, 02:42 PM
პოსტი #403


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



არ ღირს ყოველივე დაინახო,
არ ღირს ყოველივე მოისმინო,
თუ გინდა ცხოვრება გაინაღდო
ზედმეტი დარდი მოიცილო...




ფერი ბევრია ყოველ დროში,
ერთი აირჩიე ბაირაღად,
მიტომ დაბრმავდა ჰომეროსი,
რო ყველა ფერი დაინახა...



ხმებს, მშვენიერ ხმებს ვეთხოვები,
მაგრამ სულ ყველა მოისილა,
მიტომ დაყრუვდა ბეთხოვენიც,
რო ყველაფერი მოისმინა.


IPB-ს სურათი


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MARI-MARIKO
პოსტი May 27 2009, 09:41 PM
პოსტი #404


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 16-October 08
წევრი № 5,814



მინდოდა მეთქვა-
როგორ ძლიერ მიჭირდა შენთან
განშორება და კვლავ შეხვედრა-
უფრორე მეტად...
მინდოდა მეთქვა-
როგორ სცემდა გული ფრიალით;
რომ შენს მაგივრად შხამს შევსვამდი
თუნდაც ფიალით...
მინდოდა მეთქვა-
გულით აპრილს დავატარებდი,
თუ ორიოდ წუთს ჩემთან ერთად
გაატარებდი...
მინდოდა მეთქვა-
ჩემთან იყავ მუდამ,- ფიქრებში
და ვოცნებობდი - ოდესმე ჩვენ
ერთად ვიქნებით...
მინდოდა მეთქვა-
რამდენჯერ მე ვერ ვთქვი სათქმელი,
როგორ მბორკავდა გაგონებაც
შენი სახელის...

მინდოდა მეთქვა-
სულ მინდოდა, მინდოდა მეთქვა
და ამ სურვილმა გული ჩემი
კოდა დ ხეთქა...
მინდოდა მეთქვა-
შენი თვალით ვხედავ ყველაფერს,
თუმცა ვიცოდი - ვერ გეტყოდი
მაინც ვერაფერს...
. . .
მინდოდა მეთქვა-
ნეტავ მეთქვა! -მკლავს სინანული,
მაგრამ ვერაფერს ვეღარ გეტყვი-
დროა გასული....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MARI-MARIKO
პოსტი Jun 18 2009, 10:20 PM
პოსტი #405


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 16-October 08
წევრი № 5,814



smile.gif kiss1.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MARI-MARIKO
პოსტი Jun 18 2009, 10:26 PM
პოსტი #406


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 16-October 08
წევრი № 5,814



სანამ ცოცხალი ვარ, სანამ კვლავ ვარსებობ, სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი.
მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი.
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი.
მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი
სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული არ მატკინო, თორემ ცრემლების ღვრა, როცა არ ვიქნები იქნება გვიანი

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jun 18 2009, 10:28 PM
პოსტი #407


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



MARI-MARIKO
ძალიან კარგი ლექსია... smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MARI-MARIKO
პოსტი Jun 22 2009, 01:30 AM
პოსტი #408


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 16-October 08
წევრი № 5,814



გმადლობთ!-მარა ამის ავტორი არ ვიცი სამწუხაროდ madlioba.gif umnik2.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mshvidi
პოსტი Jun 27 2009, 12:03 PM
პოსტი #409


giorgi .g.
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 53
რეგისტრ.: 31-May 07
მდებარ.: batumi
წევრი № 2,067



IPB-ს სურათი

მე თუ მივტირი უსათუოდ გარდასულ წამებს
ახლა კი ცოდვას დაუპყრია ჩემი სხეული,
ეშმაკის მზერა დატყობია გადღლილ თვალებს
სულს ენატრება ცის ჰანგები დედისეული.
ანგელოზები მიცქერიან შორიახლოდან,
მაგრამ ვერ ძალმიძს მე დავრდომილს მათი დანახვა,
რადგან აწ უკვე ბნელი ძალა მომიახლოვდა
არ შემიძლია დასუსტებულს მისი დალახვრა.
ასე თანდათან სადღაც ქვევით მივექანები
და იქაც მიმაცვს განუყრელი ჩემი ტკივილი
წარმოსახვაში ჯვრის სახებას მივეტანები
ეგებ უფალმა გაიგონოს ჩემი კივილი.
ჯურღმულში მყოფი იქ თუ შევძლებ ჩუმად გალობას,
მაშინ ამასაც მე უფლისგან ჩავთვლი წყალობად!

5.10.04 ბათუმი


IPB-ს სურათი

ველზე გავედ
კაცი ვნახე სიყვარულის მთესველი.
მიველ ახლო
და ვუთხარი:
შენთან ერთად ვიმუშავებ თუკი რამე შევძელი.
ამომხედა,
მკითხა:
გაქვსო გულში თუნდაც ერთი სიყვარულის მარცვალი?
მაშინ უნდა მისცე ვინმეს
თუნდაც იყოს მტარვალი.
გამრავლდება იგი შემგედ
გადიქცევა
ერთი _ ათად,
ათი _ ასად
და ვინც მოგვცა იგი გულში
უბრუნდება მას ორმაგად.
..
იქ ვიდექი ერთხანს კიდევ
ისე, როგორც გამვლელი.
როს ვუცქერდი იმ კაცს ისევ
მისი შრომა მეტისმეტად
მომეჩვენა დამღლელი.
..
იდგა კაცი ველზე მარტოდ
მუშაობდა...
ისევ სთესდა სიყვარულს.
ჩვენ კი იმ წამს ველოდებით
როცა იგრძნობს
ჩვენი გული სინანულს.

20.01.05


--------------------
...უფსკრულს დამთქა სულთა მტერმან, სად შენა და მე სადათ?! მომიძიე კრავი შენი მეუფეო ზეცათათ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MARI-MARIKO
პოსტი Jun 28 2009, 11:27 PM
პოსტი #410


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 16-October 08
წევრი № 5,814



მე რომ
შემეძლოს ფუნჯით და კალმით გამოვხატავდი სულის დაგებას , მე მოქანდაკე რომ
ვყოფილიყავ შევქმნიდი მხოლოდ შენ ქანდაკებას, ანდა მწერალი რომ ვყოფილიყავ
შენ მოგიძღვნიდი რომანს იმხელას, მე მომღერალი რომ ვყოფილიყავ შენზე
დავწერდი ყველა სიმღერას, მეფე რომ ვიყო მეფეთა მეფე გადედოფლებდი მე შენ
დალებთან, მე საიქიოს რომ განვაგებდე არ მიგიშვებდი იმის კარებთან, და არ
გეგონოს რომ საფასურად ჩემს შეყვარებას დაგაძალებდი ბედი რომ მქონდეს
როგორიცა ვარ ასე უბრალოს შემიყვარებდი..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mshvidi
პოსტი Jun 30 2009, 09:35 AM
პოსტი #411


giorgi .g.
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 53
რეგისტრ.: 31-May 07
მდებარ.: batumi
წევრი № 2,067



IPB-ს სურათი

უფალო ჩვენო შენ გავედრებ სიყვარულს ჩემსას.
მაცოცხლებელი ძალი იყო ჩემი მანამდე
მე მხოლოდ მისით მოვაღწიე შენთან აქამდე.
მან მომიყვანა მე ცოდვილი სიცოცხლის ხესთან
და ის რომ არა ალბათ, ჩავბარდებოდი ეშმაკს.
შენტან მოსული ასე ხმის ამოღებას ვბედავ,
მოვალეობას ჩემსას,შენს სამსახურში ვხედავ,
რომ ამოვუდგე მხარში დაჩაგრულ ქართველ ერსა.
რომ დაიფარო ყველა ,ახლა გთხოვ მხოლოდ ამას.
შენ დამიფარე ღმერთო და დამამშვიდე ბარემ,
ის ვინც ცრემლებს ღვრის ჩემზე,მკვდარი ვგონივარ ალბათ
დატოვებული ჩემგან,მიტყუებული მწარედ.

უფალო ღმერთო,მე გავწირავ სიყვარულს ჩემსას,
და მომეც ძალი რომ შევება იმ წყეულ ეშმაკს!


--------------------
...უფსკრულს დამთქა სულთა მტერმან, სად შენა და მე სადათ?! მომიძიე კრავი შენი მეუფეო ზეცათათ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jun 30 2009, 01:18 PM
პოსტი #412


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ასე უეცრად რად გამახსენდი, ანდა, ნეტავ როდის დაგივიწყე,
ისევ ხმა ჩამესმის სევდიანი, ''წადი,უშენობით არ მოვიწყენ''
ფიქრებს მერამდენედ ვევედრები, მომშორდი, დამეხსენ და მომასვენე,
სული დარდისაგან გადაღლილი, ცრემლის სარეცელზე მოვასვენე.
ვიცოდი ვინანებდი შენგან წასვლას, მაგრამ დარჩენა კი აღარ ღირდა,
ვერასდროს გაიგებ როგორ მტკივა, უშენოდ უზომოდ რომ გამიჭირდა.
შენი ნაჩუქარი იის კონა, დამჭკნარი ჩაჰკონვია წიგნის ფურცლებს,
ისევ ვეფერები, ვუსათუთებ, ამდენ ცრემლს სუსტი ია როგორ უძლებს.
გითქვავს, შენთვის კვლავ ვარ ერთადერთი, გული მოგტაცე და მიგატოვე,
შენგან არაფერი წამიღია, პირიქით, ჩემი გულიც დაგიტოვე.

IPB-ს სურათი


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mshvidi
პოსტი Jun 30 2009, 03:03 PM
პოსტი #413


giorgi .g.
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 53
რეგისტრ.: 31-May 07
მდებარ.: batumi
წევრი № 2,067



ნაინა,ძალიან კარგი ლექსია. ხშირად წერ ლექსებს?


--------------------
...უფსკრულს დამთქა სულთა მტერმან, სად შენა და მე სადათ?! მომიძიე კრავი შენი მეუფეო ზეცათათ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Jun 30 2009, 03:20 PM
პოსტი #414


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ციტატა(ნაინა @ Jun 30 2009, 01:18 PM) *

ასე უეცრად რად გამახსენდი, ანდა, ნეტავ როდის დაგივიწყე,
ისევ ხმა ჩამესმის სევდიანი, ''წადი,უშენობით არ მოვიწყენ''
ფიქრებს მერამდენედ ვევედრები, მომშორდი, დამეხსენ და მომასვენე,
სული დარდისაგან გადაღლილი, ცრემლის სარეცელზე მოვასვენე.
ვიცოდი ვინანებდი შენგან წასვლას, მაგრამ დარჩენა კი აღარ ღირდა,
ვერასდროს გაიგებ როგორ მტკივა, უშენოდ უზომოდ რომ გამიჭირდა.
შენი ნაჩუქარი იის კონა, დამჭკნარი ჩაჰკონვია წიგნის ფურცლებს,
ისევ ვეფერები, ვუსათუთებ, ამდენ ცრემლს სუსტი ია როგორ უძლებს.
გითქვავს, შენთვის კვლავ ვარ ერთადერთი, გული მოგტაცე და მიგატოვე,
შენგან არაფერი წამიღია, პირიქით, ჩემი გულიც დაგიტოვე.

IPB-ს სურათი


აუ მაგარია ნაინ... სიტყვები არ მყოფნის რა. kiss1.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jun 30 2009, 09:25 PM
პოსტი #415


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



mshvidi
ციტატა
ნაინა,ძალიან კარგი ლექსია. ხშირად წერ ლექსებს?

დიიდიი მადლობა, მაგრამ როგორ მიხვდი ჩემი ლექსი რომ იყო? smile.gif
ისე კი ვწერ საკმაოდ ხშირად, ოღონდ ჩემთვის.

უჩა
ციტატა
აუ მაგარია ნაინ... სიტყვები არ მყოფნის რა.

გენათალეოოოოო kiss1.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jun 30 2009, 09:30 PM
პოსტი #416


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ციტატა(ნაინა @ Jun 30 2009, 02:18 PM) *

ასე უეცრად რად გამახსენდი, ანდა, ნეტავ როდის დაგივიწყე,
ისევ ხმა ჩამესმის სევდიანი, ''წადი,უშენობით არ მოვიწყენ''
ფიქრებს მერამდენედ ვევედრები, მომშორდი, დამეხსენ და მომასვენე,
სული დარდისაგან გადაღლილი, ცრემლის სარეცელზე მოვასვენე.
ვიცოდი ვინანებდი შენგან წასვლას, მაგრამ დარჩენა კი აღარ ღირდა,
ვერასდროს გაიგებ როგორ მტკივა, უშენოდ უზომოდ რომ გამიჭირდა.
შენი ნაჩუქარი იის კონა, დამჭკნარი ჩაჰკონვია წიგნის ფურცლებს,
ისევ ვეფერები, ვუსათუთებ, ამდენ ცრემლს სუსტი ია როგორ უძლებს.
გითქვავს, შენთვის კვლავ ვარ ერთადერთი, გული მოგტაცე და მიგატოვე,
შენგან არაფერი წამიღია, პირიქით, ჩემი გულიც დაგიტოვე.

IPB-ს სურათი

აუ, მართლა ძალიან კარგი ლექსია wub.gif
თქვენი დაწერილია ხო? yvavilebi.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jun 30 2009, 09:33 PM
პოსტი #417


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



patara sayvarelo
ციტატა
აუ, მართლა ძალიან კარგი ლექსია
თქვენი დაწერილია ხო?

მადლობა შემოგევლე kiss1.gif
ნამეტანი ნუ მაწითლებთ, მართლა კარგი მეგონება და თავში ამივარდება. biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mshvidi
პოსტი Jul 1 2009, 10:43 AM
პოსტი #418


giorgi .g.
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 53
რეგისტრ.: 31-May 07
მდებარ.: batumi
წევრი № 2,067



[quote name='ნაინა' date='Jun 30 2009, 09:25 PM' post='513429']
mshvidi

დიიდიი მადლობა, მაგრამ როგორ მიხვდი ჩემი ლექსი რომ იყო? smile.gif
ისე კი ვწერ საკმაოდ ხშირად, ოღონდ ჩემთვის.

რავიცი, მივხვდი... უფრო სწორად ავტორი რომ არ მიუთითე ამით მივხვდი. მეც ვწერდი ლექსებსაც და მოთხრობებსაც. მაგრამ დაოჯახების შემდეგ ვეღარ ვახერხებ sad.gif


--------------------
...უფსკრულს დამთქა სულთა მტერმან, სად შენა და მე სადათ?! მომიძიე კრავი შენი მეუფეო ზეცათათ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jul 1 2009, 11:02 AM
პოსტი #419


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



mshvidi
ციტატა
რავიცი, მივხვდი... უფრო სწორად ავტორი რომ არ მიუთითე ამით მივხვდი. მეც ვწერდი ლექსებსაც და მოთხრობებსაც. მაგრამ დაოჯახების შემდეგ ვეღარ ვახერხებ

ოოო, ეხლა გასაგებია, მაგრამ ავტორიც რომ მიმეთითებინა ისედაც ცხადი იქნებოდა მერე biggrin.gif

არ უნდა შეეშვა, უნდა წერო, ეგეთი რამეები ხდება ხშირად, ანუ ჩავარდნები, მაგრამ ეგ არაფერი. )


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MARI-MARIKO
პოსტი Jul 3 2009, 12:20 AM
პოსტი #420


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 178
რეგისტრ.: 16-October 08
წევრი № 5,814



IPB-ს სურათი

ისე მომენატრე რომ გაჩერდა დროის წამები
ისე მომენატრე ვეღარ ამბობს სათქმელს თვალები
ისე მომენატრე ჩემი გრძნობით ზეცა ატირდა
ისე მომენატრე რომ ზაფხული უცებ გაცივდა

რატომ მომენატრე ჩემს გულს იცავს კარები ფიქრის
ფიქრით დაღლილი მონატრება იმედთან მიჰქრის
ისე მომენატრე რომ ამ გრძნობამ მთვარეც გაათბო
ისე მომენატრე მონატრებამ ღვინოც დაათრო

ისე მომენატრე რომ წარსული ცრემლებად მექცა
ისე მომენატრე გრძნობა ფურცელს ეხება ლექსად
ისე მომენატრე შენზე ფიქრებს ვეღარ ვიცილებ
ისე მომენატრე რომ დაღლილიც ვეღარ ვიძინებ
***************************************
დასრულდა ცრემლებით ბანალურად
ერთი სიყვარულის პრემიერა,
პირქუში სიზმრებისთვის გამიმეტე
ასე თავნება და ნებიერა.
არადა, ღმერთმანი, თავი მომწონს,
მართლა კარგი ვარ და სასურველი,
მიკვირს - ადექი და შემელიე,
მიკვირს - უჩემობას გაუძელი...
ვაი - შენ თორემ მე რა მიჭირს,
მე ჩემს ტყე-უღრანებს გადავლახავ...
შენებრ გონიერი იმდენია!..
ჩემებრ თავქარიანს სადღა ნახავ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

37 გვერდი V « < 19 20 21 22 23 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 09:32 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი