სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება, ყველა სასულიერო პირის სამოსი |
-Orthodoxy- |
Jan 5 2012, 09:45 PM
პოსტი
#21
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 13-May 11 წევრი № 11,038 |
ძალიან კარგი იქნება განმეორება,ძნელია იპოვო სად და როდის იყო ამ თემაზე საუბარი.ეს მნიშვნელოვანი და თუ გეწერათ რა წყაროებით.
|
George Leluashvili |
Jan 10 2012, 12:32 AM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
A.V.M
ციტატა მე და ლელუაშვილი ვსაუბრობდით თითოეული სამოსის აწილის სიმბოლურ დატვირთვაზე.მაგრამ აღარ მახსოვს რომელ თემაში... აქაა, 705 პოსტიდან http://church.ge/index.php?showtopic=9036&st=700 -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Jan 10 2012, 09:04 PM
პოსტი
#23
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ხო... გავიხსენე...
კარგი საუბარი გვქონდა... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
gio--->13 |
Jan 13 2012, 06:44 PM
პოსტი
#24
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
gio--->13 საინტერესო თემაა ,ძალიან ბევრმა არც იცის ამის შესახებ,ანუ არ არის დიდი ინფორმაცია შესამოსელებზე და საეკლესიო ნივთებზე. კარგი იქნება ეს ჩამოთვლილი ნივთები და შესამოსელიც განმარტებული იყოს,რას რა სიმბოლიკა აქვს და ასე შემდეგ. მადლობთ დიახ, ნამდვილად საინტერესოა და ნელ-ნელა ვეცდები რომ დავწერო სრული განმარტება რაც არსებობს ამა თუ იმ სამოსზე. (თქვენც თუ დამეხმარებით, დიდად დამავალებთ) -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
gio--->13 |
Jan 13 2012, 07:02 PM
პოსტი
#25
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
კვართი - ქრისტიანულ ეკლესიაში მღვდელმსახურების დროს დიაკვნის, მღვდლისა და ეპისკოპოსის ჩასაცმელი. ეწოდება აგრეთვე სტიქარი. მიჩნეულია ქრისტეს სამოსლის სიმბოლურ გამოხატულებად. კვართი არის გარკვეულად შეცვლილი სახის სტიქარი. იგი სტიქარისაგან იმით განსხვავდება, რომ თხელი, ღია ქსოვილისაგან მზადდება და თასმებით დაბოლოებული ვიწრო სახელოები აქვს. კვართის ღია ფერი მღვდელს შეახსენებს, რომ მას მუდამ წმიდა სული უნდა ჰქონდეს და უმწიკვლოდ ცხოვრობდეს. გარდა ამისა, იგი გვახსენებს იმ კვართსაც, რომლითაც დადიოდა მიწაზე თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რომლითაც მან ჩვენი ცხონების საქმე აღასრულა.
შემოსვის ლოცვა - „იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რომელმან შთამაცვა მე სამოსელი სიწმიდისა და კვართი ცხოვრებისა შემმოსა მე, ვითარცა სიძესა დამადგა გვირგვინი და ვითარცა სძალი სამკაულითა შემამკო მე“ საბუხრეები - მღვდელმსახურის შესამოსელი. ვიწრო სამკლაურები, რომელიც თასმებით იკვრება. იგი შეახსენებს მღვდელმსახურებს, რომ ისინი ქრისტეს საიდუმლოთა აღსრულების ანდა მასში მონაწილეობის ჟამს ამას საკუთარი ძალით კი არა აკეთებენ, არამედ ღვთის ძალითა და მადლით. საბუხრეები აღნიშნავს აგრეთვე, ბორკილებს, რომელიც მაცხოვარს ვნების დროს ხელზე ჰქონდა. შემოსვის ლოცვა მარჯვენა ხელზე - „მარჯვენე შენი უფალო დიდებულ არს ძალითა შენითა მარჯვენემან ხელმან შენმან მოსრნა მტერნი და სიმრავლითა დიდებისა შენისათა შემუსრნა მხდომნი იგი.“ მარცხენა ხელზე - „ხელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე გულისხმა მიყავ და ვისწავლნე სიმართლენი შენნი.“ -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
gio--->13 |
Jan 13 2012, 07:17 PM
პოსტი
#26
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
ოლარი - მღვდელმსახურის შესამოსელი. მღვდლის ოლარი დიაკვნის გინგილისაგან იმით განსხვავდება, რომ ორმაგადაა მოკეცილი, კისერზე შემოხვეული და წინიდან ორი ბოლოთი ეშვება ქვემოთ, რომლებიც ერთმანეთთან ღილებითაა დამაგრებული. მღვდლის ოლარი დიაკვნისაზე ორმაგად აღმატებულ მადლს აღნიშნავს, რომელიც მღვდელს საიდუმლოთა აღსრულებისათვის ეძლევა. ოლარის გარეშე მღვდელს, ისევე როგორც დიაკონს, არანაირი მსახურების აღსრულება არ შეუძლია.
(გთხოვთ დამეხმარეთ, შემოსვის ლოცვა მიაწერეთ) -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
George Leluashvili |
Feb 12 2012, 08:07 PM
პოსტი
#27
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ოლარი - მღვდელმსახურის შესამოსელი. მღვდლის ოლარი დიაკვნის გინგილისაგან იმით განსხვავდება, რომ ორმაგადაა მოკეცილი, კისერზე შემოხვეული და წინიდან ორი ბოლოთი ეშვება ქვემოთ, რომლებიც ერთმანეთთან ღილებითაა დამაგრებული. მღვდლის ოლარი დიაკვნისაზე ორმაგად აღმატებულ მადლს აღნიშნავს, რომელიც მღვდელს საიდუმლოთა აღსრულებისათვის ეძლევა. ოლარის გარეშე მღვდელს, ისევე როგორც დიაკონს, არანაირი მსახურების აღსრულება არ შეუძლია. (გთხოვთ დამეხმარეთ, შემოსვის ლოცვა მიაწერეთ) "კურთხეულ-არს უფალი ღმერთი, რომელმან მოსცა მადლი მღვდელთა მისთა..." მეტი აღარ მესმის ხოლმე ვნახავ მერე სამღვდელო კონდაკში, მეც მაინტერესებს. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Feb 12 2012, 11:56 PM
პოსტი
#28
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
რომელი ლოცვა გინდა გიო?
ეხლავე ჩამოვარაკრაკებ რომელსაც შენ მეტყვი... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
gio--->13 |
Mar 17 2012, 12:37 AM
პოსტი
#29
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
რომელი ლოცვა გინდა გიო? ეხლავე ჩამოვარაკრაკებ რომელსაც შენ მეტყვი... ოლარის შემოსვისას რომ ითქმის... George Leluashvili: დაახლოებით მაქამდე მესმის მეც ხოლმე... -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
gio--->13 |
Mar 17 2012, 02:54 AM
პოსტი
#30
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
მგონი ასეა თუ სწორად აღვიდგინე: „კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, რომელი გარდამოავლენს მადლსა თვისსა მღვდელთა (მღვდელმთავართა) თვისთა ზედა, ვითარცა ნელსაცხებელსა თავსა ზედა გარდამომავალსა თქვენთა ზედა, ... (აქ ერთი სიტყვა ვერ აღვიდგინე... ) ზედა ... (და ერთიც აქ ), რომელი გარდამოვალს სამხართა ზედა სამოსლისა მისისათვის“.
-------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
აკაკი |
Mar 17 2012, 07:11 AM
პოსტი
#31
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ციტატა თქვენთა ზედა წვერთა ზედა, წვერთა ზედა აარონისთა... |
A.V.M |
Mar 17 2012, 02:54 PM
პოსტი
#32
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა ოლარის შემოსვისას რომ ითქმის... ჯერ იწყება ასე:,,იხარებს სული ჩემი..."და უკვე შემდგომში როდესაც თავზე დაიდებს ოლარს ასე ამბობს: ,,კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოსცა მადლი ესე მღვდელთა მისთა, ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წვერთა ზედა ,წვერსა ზედა აჰრონისთა , რომელი გარდამოვიდოდა სამხარსა ზედა სამოსლისა მისისასა." -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
gio--->13 |
Mar 20 2012, 06:23 PM
პოსტი
#33
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
ჯერ იწყება ასე:,,იხარებს სული ჩემი..."და უკვე შემდგომში როდესაც თავზე დაიდებს ოლარს ასე ამბობს: ,,კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოსცა მადლი ესე მღვდელთა მისთა, ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წვერთა ზედა ,წვერსა ზედა აჰრონისთა , რომელი გარდამოვიდოდა სამხარსა ზედა სამოსლისა მისისასა." მაშ ოლარის შემოსვისას ასე იკითხება: „კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, რომელი გარდამოავლენს მადლსა თვისსა მღვდელთა (მღვდელმთავართა) თვისთა ზედა, ვითარცა ნელსაცხებელსა თავსა ზედა გარდამომავალსა წვერთა ზედა, წვერთა ზედა აარონისთა, რომელი გარდამოვალს სამხართა ზედა სამოსლისა მისისათვის“. სარტყელი - მღვდელმსახურის შესამოსელი. კვართის ზემოდან კეთდება და აღნიშნავს ღვთისათვის მსახურების მზადყოფნას. იგი აღნიშნავს აგრეთვე ღვთაებრივ ძალას, რომელიც განამტკიცებს მღვდელმსახურს თავისი მსახურების აღსასრულებლად. ამავე დროს, სარტყელი იმ ტილოსაც აღნიშნავს, რომელიც მაცხოვარმა შემოირტყა, როდესაც თავის მოწაფეებს საიდუმლო სერობის ჟამს ფეხები დაბანა. შემოსვის ლოცვა - „კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, რომელმან გარე-შემარტყა მე ძალი და დასდვა უბიწოდ გზაი ჩემი, განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი, და მაღალთა ზედა დამადგინა მე.“ ენქერი - მღვდელმსახურის შესამოსელი. ოთხკუთხედი ფორმის ქსოვილია, რომელიც ერთი კუთხიდანაა დამაგრებული და ეპისკოპოსს სამოსის ზემოდან აცვია, მარჯვენა გვერდზე. ღვაწლმოსილი და გულმოდგინე მსახურებისათვის, ენქერის ტარების უფლებით მღვდელმთავრისაგან ჯილდოვდებიან აგრეთვე დამსახურებული მღვდლები, რომლებიც მას მარჯვენა მხარეს ატარებენ. ასეთ შემთხვევაში საგვერდული მარცხენა მხარეს კეთდება. არქიმანდრიტისათვის, ისევე, როგორც მღვდელმთავრისათვის, ენქერი სამოსის აუცილებელი ნაწილია. ენქერი, ისევე, როგორც საგვერდული, აღმნიშვნელია სულიერი მახვილის, ანუ ღვთის სიტყვისა, რომლითაც შეიარაღებულნი უნდა იყვნენ სასულიერო პირები ურწმუნოებასა და უწმინდურებასთან საბრძოლველად. შემოსვის ლოცვა: „შევიბ მახვილი შენი წელთა ჩენთა ძლიერო, შვენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა და გარდააძღვ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისთვის და სიმშვიდისა და სიმართლისა და მიძღოდენ ჩენსა კვლავ მარჯვენე შენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. (ამ ლოცვის სისწორის დადგენაში დამემარეთ. ეს ვიდეოა პატრიარქის შემოსვის და თუ გაიგებთ რას კითხულობს მთავარდიაკვანი. ჩემი ვებგვერდი) ფილონი - მღვდელმსახურის შესამოსელი. ფილონს მღვდელი სხვა სამოსელის ზემოდან იცვამს. ეს არის გრძელი, ფართო, უსახელო სამოსი, რომელიც ხელების თავისუფალი მოძრაობისთვის წინ ღრმადაა ამოჭრილი. თავისი გარეგნული სახით იგი მოგვაგონებს იმ სუდარას, რომელშიც ვნებების შემდეგ მაცხოვარი გაახვიეს. ფილონზე დაკერებული თასმები, რომლებიც მოგვაგონებს იმ სისხლის ღვარებს, რომელიც მის სხეულზე ჩამოდიოდა. ამასთან ერთად, ფილონი მღვდლებს შეახსენებს სიმართლის იმ შემოსამოსელს, რომლითაც ისინი უნდა იყვნენ შემოსილნი, როგორც ქრისტეს მსახურნი. შემოსვის ლოცვა: „მღვდელთა (მღვდელმთავართა) შენთა შეიმოსონ სიმართლე შენი და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდნენ, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.“ -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
gio--->13 |
Apr 17 2013, 07:33 PM
პოსტი
#34
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
გინგილა - მღვდელმსახურის (დიაკვნის) შესამოსელი. გრძელი ფართო ქსოვილი დამზადებული იმავე მასალისგან, რომლითაც სტიქარია დამზადებული. მას ატარებს დიაკონი მარცხენა მხარზე, სტიქარის ზემოდან. გინგილა განასახიერებს ღვთაებრივ მადლს, რომელიც დიაკონმა კურთხევის საიდუმლოთი მიიღო.
(შემოსვის ლოცვებს თუ დაწერთ, დამავალებთ. ) ბისონი - მღვდელმსახურის შესამოსელი. ეპისკოპოსის ზედა სამოსი, რომელიც ქვემოდან და სახელოებიდან დამოკლებულ დაიკვნის სტიქარს ჰგავს, მის ქვეშ მოჩანს კვართიც და ოლარიც. ბისონი მაცხოვრის სუდარას გამოხატავს. მიტრა — მღვდელმსახურის შესამოსელი. ეპისკოპოსს თავზე აფარია მიტრა, რომელიც შემკულია პატარა ხატებითა და ფერადი ქვებით. მიტრა აღნიშნავს ეკლის გვირგვინს, რომელიც ვნებულ მაცხოვარს დაადგეს თავზე. მიტრა აქვს აგრეთვე არქიმანდრიტსაც. მღვდელს ხანგრძლივი და ერთგული ღვაწლისთვის, მღვდელმთავარი აჯილდოვებს მიტრის ტარების უფლებით. პატრიარქს მიტრის დადგმის დროს ასე უკითხავს არქიდიაკვანი: „დაგადგა უფალმან თავსა შენსა ზედა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა. ცხოვრება ეთხოვე მას და მოგცეს შენ განგრძობაი დღეთა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“ -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
gio--->13 |
Apr 17 2013, 08:18 PM
პოსტი
#35
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
ომოფორი — მღვდელმსახურის შესამოსელი. ეპისკოპოსი ბისონის ზემოდან მხრებზე ატარებს ომოფორს. ეს არის გრძელი, ფართო თასმებიანი შესამოსელი, რომელიც ჯვრებითაა დამშვენებული. იგი მხრებზე უკეთდება მღვდელმთავარს ისე, რომ ყელზე ეხვევა, ერთი ბოლო წინ ჩამოეშვება, მეორე კი - უკან. ომოფორი ბერძნული სიტყვაა და „სამხრეს“ ნიშნავს. მას მხოლოდ მღვდელმთავარი ატარებს. მის გარეშე ეპისკოპოსი, ისევე, როგორც მღვდელი ოლარის გარეშე, მსახურებას ვერ აღასრულებს. ომოფორი ეპისკოპოსს ახსნებს, რომ იგი უნდა ზრუნავდეს გზააბნეული სამწყსოს ცხონებისათვის, სახარებისეული მწყემსი კეთილის მსგავსად, რომელიც მოძებნის დაკარგულ ცხოვარს, საკუთარი მხრებით მიჰყავს იგი სახლში.
მცირე ომოფორი პანაღია — მღვდელმსახურის შესამოსელი. მკერდზე, ბისონის ზემოდან, ჯვრის გარდა, ეპისკოპოსს აქვს აგრეთვე პანაღია, რაც „ყოვლადწმიდას“ ნიშნავს. ეს არის პატარა მრგვალი ხატი მაცხოვრის ანდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, ფერადი ქვებით შემკული. როცა მღვდელმთავარი გულზე იკიდებს პანაღიას, ამბობს (დიაკვანი კითხულობს) შემდეგ ლოცვას: „გული წმინდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“ მეორე პანაღიის გაკეთების დროს: „აღმოსთქვას გულმან ჩემმან სიტყვაი კეთილი და მიუთხროს საქმენი ჩემნი მეუფესა. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“ -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
A.V.M |
Apr 18 2013, 02:44 AM
პოსტი
#36
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
gio--->13
როგორც ყოველთვის კარგ მასალებს დებ... მადლობა... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
gio--->13 |
Apr 20 2014, 07:23 PM
პოსტი
#37
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
შავი სამღვდელოების შესამოსლის ნაწილია კუნკულ-ბარტყული. რა იცით ამ სამოსის შესახებ და რამდენნაირი განსხვავებაა მათში. ასევე საინტერესოა სამონაზვნო მანდილებზე თუ იცით რამე და მათი მოხვევის (შეკვრის - როგორც ვიცი, ქინძისთავით იკრავენ და ამასაც რაღაც სიმბოლური დატვირთვა აქვს) შესახებ...
ასევე საინტერესოა კიდარზე და სკუფიაზე რა იცით... სკუფია - კუნკული (კუნკულია ეს თუ ბარტყული?) - კიდარი - -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
A.V.M |
Apr 20 2014, 08:28 PM
პოსტი
#38
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
კუნკულ-ბარტყულშიც რუსულმა ჩემქმამ დაამჩნია ნაკვალევი .
არადა , ასე არ იყო ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
gio--->13 |
Apr 22 2020, 01:28 AM
პოსტი
#39
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 18-August 10 წევრი № 9,307 |
როგორ მომნატრებია აქაურობა...
იქნებ განვაგრძოთ ეს თემა და უფრო დეტალურად მოვიძიოთ შესამოსელის განმარტებები... gio--->13 როგორც ყოველთვის კარგ მასალებს დებ... მადლობა... ძალიან დაგვიანებული, მაგრამ გულწრფელი მადლობა. საინტერესო თემაა ნამდვილად. -------------------- „მშვიდობა ყოველთა“...
|
marine |
Apr 22 2020, 09:42 PM
პოსტი
#40
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
როგორ მომნატრებია აქაურობა... იქნებ განვაგრძოთ ეს თემა და უფრო დეტალურად მოვიძიოთ შესამოსელის განმარტებები... ძალიან დაგვიანებული, მაგრამ გულწრფელი მადლობა. საინტერესო თემაა ნამდვილად. თუ მოგენატრა ფორუმი, დაგვიბრუნდი, გიო -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი