IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

28 გვერდი V « < 23 24 25 26 27 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა.
marine
პოსტი Feb 15 2018, 12:52 PM
პოსტი #481


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქორწინება, დაე, იყოს უფლის მიერ, - ბრძანებს წმინდა იოანე კრონშტადტელი, - ანუ შვილების ქრისტიანული შობისა და აღზრდისთვის, იმისთვის, რომ ცოლის სახით გვყავდეს მეგობარი და შემწე, და არა ხორიელი და არაწმინდა მიზნებისთვის - დასაკმაყოფილებლად ვერცხლისმოყვარეობისა და სიძვისმოყვარეობის ვნებებისა".

"მრავალთა გამოცდილებით ჩანს, რომ ისინი, ვინც ვნებებით ქორწინდებიან, ბედნიერები არ არიან". ვნებები ცხრება და სიყვარულიც ქრება. უნდა აირჩიოთ შესაფერისი მეწყვილე გონებით, ღვთისმოშიში განზრახვითა და უფლისადმი ლოცვით, რათა იცხოვრონ სიმშვიდით, თანხმობითა და სიყვარულით", - გვასწავლის წმინდა მაკარი ოპტელი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 16 2018, 11:32 AM
პოსტი #482


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა ცოლ-ქმარს შორის ნამდვილი, ძვირფასი, სულიერი სიყვარულია, მაშინ თუ ერთ-ერთი მათგანი კარგავს ერისკაცულ თვისებებს, ეს არათუ აშორებს, არამედ უფრო მტკიცედ კრავს მათ.

მაგალითად, როცა მხოლოდ ხორციელი სიყვარულია და ცოლი შეიტყობს, რომ მისი ცხოვრების მეგზურმა სხვა ქალისკენ გაიხედა, თვალებში მჟავას შეასხამს და დააბრმავებს, ხოლო თუ ქმარი წმინდა სიყვარულით უყვარს, მის გამო უფრო დიდ ტკივილს განიცდის, ფაქიზად ცდილობს, კვლავ დააბრუნოს იგი მართალ გზაზე. ამგვარად მოევლინება მათზე მადლი ღვთისა", - ბრძანებს პაისი მთაწმინდელი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 29 2018, 05:44 PM
პოსტი #483


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქმრო საცოლეს საკუთარი დასავით უნდ სცემდეს პატივს. თუკი მომავალი მეუღლეები ქორწინებამდე თავს უბიწოდ შეინახავენ, მაშინ ჯვრისწერის საიდუმლოს შესრულებისას, როდესაც მღვდელი მათ გვირგვინებს დაადგამს თავზე, ისინი უხვად მიიღებენ ღვთის მადლს, რადგან, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ჯვრისწერის საიდუმლოს გვირგვინი განცხორმაზე გამარჯვების სიმბოლოა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 23 2018, 09:23 PM
პოსტი #484


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთმა კაცმა უამბო მამა ხარლამპეს:

- მამაო, არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, რაც ჩემს თავს მოხდა. მე შევიყვარე ჩემი მომავალი მეუღლე და დავქორწინდით. თავიდან, როგორც სამოთხეში, ისე ვცხოვრობდით. მერე კი, არ ვიცი, რა დამემართა, მაგრამ მისი დანახვა აღარ მინდა. მისადმი რაღაცნაირი წინააღმდეგობის, ანტიპათიისა და მტრობის გრძნობა გამიჩნდა. როცა ის მიყურებს, ასე მგონია, წინ მტერი მიზის. ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად მექცა. რა ვქნა? გავეყარო?

- გესმის, რას ამბობ, შვილო? ქორწინება ჩვენი ეკლესიის ერთი შვიდ საიდუმლოებათაგანია, შენ ღვთის წინაშე აღთქმა დადე, რომ ცოლთან ერთად სიკვდილამდე იტვირთავდა ცოლქმრობის უღელს. იქნებ ხუმრობით დაქორწინდით, როგორც არტისტები სცენაზე?

- კარგი, მამაო, მაგრამ ყოველდღიურად ამდენი ოჯახი რატომღა იყრება?

- აბა, რა გითხრა? თუ ადამიანების უმეტესობა ჭკუიდან გადავიდა და მათი რწმენა სხვა არაფერია, თუ არა მოდა... ჩვენ რა, მათ კვალს უნდა გავყვეთ? თუ სოფელმა გადაწყვიტა, თავის მოდასთან ერთად უფსკრულში ჩავარდეს, ჩვენ რა, რაც არ უნდა დაგვიჯდეს, მათ უნდა მივყვეთ? შენ ახლა ამბობ, რომ ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად გექცა. ასე რომ, იმ საშინელ, საუკუნო ცეცხლში, რომელიც მოსწვავს მრუშებს, მეძავებს და ცოლქმრული კავშირის ყველა დამრღვევს, შენთვის ახალს ვერაფერს ნახავ.

- რა ვქნა, მამაო?

- ნუთუ ვერ ხვდები, რომ ის, რაც შენს თავს ხდება - ეშმაკის ხრიკებია? რომელიღაც "სარკმელი" ღია დაუტოვე და ისიც შემოძვრა.

ამგვარი წამლების მსგავსი დარიგებების მიცემის შემდეგ მოძღვარმა უთხრა: - კარგი იქნება, თუ მალე ჩემთან კვლავ მოხვალ. მე კი ჯერჯერობით შენ და შენს მეუღლეს ყოველდღიურად წირვაზე მოგიხსენიებთ და თქვენთვის სკვნილზე ვილოცებ.

ახალგაზრდა კაცმა დაუჯერა მამა ხარლამპეს. მალე ის სასიხარულო ამბით დაბრუნდა - როგორც იქნ,ა თვალი ამეხილაო. მოძღვართან შეხვედრის მერე, მამა ხარლამპეს ლოცვით, დაუბრუნდა ცოლის მიმართ ძველებური პატივისცემა და სიყვარული."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 29 2018, 05:01 PM
პოსტი #485


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მატრონას [მოსკოველი] ერთმა ქალმა შესჩივლა, - ძალით გამათხოვეს და უსიყვარულოდ ვცხოვრობ ქმართანო. ნეტარმა მკაცრად უთხრა: "მერედა, ვინ არის დამნაშავე? შენა ხარ. იმიტომ, რომ ჩვენი თავი უფალია, უფალი კი მამაკაცის სახით არის და ჩვენ, დედაკაცები, მამაკაცებს უნდა დავემორჩილოთ. შენ შენი გვირგვინი სიცოცხლის ბოლომდე უნდა ატარო. თავად ხარ დამნაშავე, რომ ცუდად ცხოვრობ ქმართან!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2018, 10:18 PM
პოსტი #486


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ მამა პაისი მონაზონს შეეკითხა:

- დედაო, მისწერე დიმიტრის საქორწილო მილოცვა?

- მივწერე, გერონდა.

- მომეცი ბარათი და დავუმატებ: "დე, იყოს თქვენთან ქრისტე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი! დიმიტრი, გაძლევ კურთხევას, ეჩხუბო თუდნაც მთელ ქვეყანას, ოღონდ მარიამს - არა! მარიამსაც ასევე ვაკურთხებ - ყველას ეჩხუბოს, შენ გარდა". აბა, ვნახოთ, მიხვდებიან თუ არა, რას ვგულისხმობ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 31 2018, 04:53 PM
პოსტი #487


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ დედაკაცი თავის ქმარზე უფროსობს, ეს დიდი სირცხვილია. ცოლი ქმარზე რაგინდ უმჯობესი და უგონიერესი იყოს, მაინც მას უნდა დაემორჩილოს; ეს ოჯახის წარმატებასა და კეთილდღეობას ხელს არ შეუშლის, ქმრის პატივისცემა და მორჩილება ოჯახურ ზრუნვასა და შრომასთან შეიძლება კეთილად შეერთდეს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2019, 06:55 PM
პოსტი #488


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ ექიმთან ხელდაზიანებული პაციენტი მივიდა, მაგრამ მისი ცვლა სრულდებოდა. მამაკაცმა სთხოვა: შენი ჭირიმე, ძალიან მეჩქარება, იქნებ როგორმე გადამიხვიოთ ხელი, შენს შემცვლელს ვეღარ მოვუცდი, რადგან დილის ცხრა საათზე აუცილებლად უნდა ვიყო ჩემს მეუღლესთანო.

ექიმმა შეიტყო ამ კაცისგან, რომ თურმე უკვე ხუთი წელია, იგი ყოველდღე მიდიოდა საავადმყოფოში ცოლთან, რომ ტანისამოსი გამოეცვალა და საჭმელი ეჭმია. ექიმი აღფრთოვანდა - ალბათ, მეუღლე როგორ გიფასებთ ამ ამაგსა და მზრუნველობასო, კაცმა კი უპასუხა: - როგორ დამიფასებს, ეს ხუთი წელია, ის მე უკვე ვეღარ მცნობსო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 30 2019, 05:50 PM
პოსტი #489


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქორწილი შესაქმისეული სიწმინდეა, რამეთუ სამოთხიდან დაედო სათავე ამ ერთობას"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 2 2019, 03:43 PM
პოსტი #490


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ოჯახი ნავსაყუდელია. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: - ცოლ-ქმრის სიყვარულზე დიდი არ არსებობს კაცობრიობაში".
"მეუღლე თუ არ გახდა შენი მეგობარი, ყველაფერი მოჩვენებითი ყოფილა"

/დეკ. ბასილ ახვლედიანი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 29 2019, 09:36 PM
პოსტი #491


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტიანობაში ქორწინება ცოლ-ქმრის ცათა სასუფევლისაკენ ერთობლივ სვლად განიხილება"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2019, 02:31 PM
პოსტი #492


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქმრები და ცოლები არ არიან ერთნაირები და ამ განსხვავებულობაში დევს სწორედ სილამაზე"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 8 2019, 09:52 PM
პოსტი #493


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კითხვა: როდესაც მშობლები, გარკვეული მიზეზების გამო, შვილების დაქორწინების წინააღმდეგნი არიან, აქვს თუ არა უფლება ასეთ დროს მოძღვარს ჯვარი დასწეროს მათ?

პასუხი: გააჩნია, რა მიზეზით არიან მშობლები შვილების დაქორწინების წინააღმდეგნი. როდესაც მშობლები გაუმართლებელი მიზეზებით უკრძალავენ შვილებს დაქორწინებას (მაგალითად, თუ არ მოსწონთ სარძლოს ან სასიძოს ფინანსური მდგომარეობა) და უხეშად ერევიან მათი ბედის გადაწყვეტაში, ასეთ დროს მოძღვარი ვერ გაიზიარებს მშობლების აზრს და მის მიერ ჩატარებული ჯვრისწერის რიტუალიც აბსოლუტურად გამართლებულია."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 8 2019, 10:40 PM
პოსტი #494


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კითხვა: მყავს შეყვარებული, მინდა, მასზე დავქორწინდე, მაგრამ ჩემი მშობლები წინააღმდეგნი არიან, რადგან ის ჩვენი ოჯახისთვის შეუფერებლად მიაჩნიათ. ვიცი, რომ მშობლებს პატივი უნდა ვცე, მაგრამ ჩემს სიყვარულზე უარის თქმაც არ მინდა. როგორ მოვიქცე?

პასუხი: აქ მნიშვნელოვანია მიზეზი, თუ რატომ არ სურთ მშობლებს ამ ქორწინების აღსრულება. თუ მიზეზი არის უბრალოდ ის, რომ ვთქვათ, გოგონა მატერიალურად უზრუნველყოფილი არ არის ან მის ოჯახს სხვა სოციალურ საფეხურზე მდგომად მიიჩნევენ, ამ შემთხვევაში, უნდა დაიცვათ თქვენი სიყვარული. მშობლების პატივისცემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ქორწინების საფუძველი სიყვარულია. ამდენად, მშობლების მიმართ ბრმა მორჩილებაც არ იქნება სწორი. ქორწინება ანგარებით არ უნდა ხდებოდეს. მისდიეთ სინდისის ხმას, რადგან ეს არის უფლის ხმა თქვენში და შესაბამისად მოიქეცით."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 9 2019, 01:11 PM
პოსტი #495


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კითხვა: მეუღლესთან ძალიან ცუდი ურთიერთობა მაქვს უკვე წლებია, თუმცა ჯვარდაწერილები ვართ და ძალიან მიმძიმს მასთან გაშორება. როდის არ ჩაითვლება ცოდვად ჯვარდაწერილი ცოლ-ქმრის დაშორება?

პასუხი: ჯვარდაწერილი მეუღლეები ფიცს დებენ ერთმანეთისა და ღმერთის წინაშე, რომ იქნებიან ერთსულ და ერთხორც ღვთისა და ერთმანეთის სიყვარულში. თუმცა ადამიანი ხშირად უძლურია, რადგან მისი ბუნება ვერ უძლებს მოვალეობების ტვირთს და ორი ადამიანის ცხოვრება გაუსაძლისი ხდება. რასაც ხშირად ბოროტება მოჰყვება. ასეთ შემთხვევაში, თუმცა ეკლესია არ ემხრობა ღვთისგან ნაკურთხი გვირგვინის ახსნას, მაინც ირჩევს დათანხმდეს მეუღლეთა დაშორებას, რათა უფრო დიდი ბოროტება არ მოხდეს. ჯვარის ასახსნელად მეუღლეებმა თავისი ეპარქიის მღვდელმთავარს უნდა მიმართონ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 9 2019, 10:55 PM
პოსტი #496


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კითხვა: მე და ჩემი მეგობარი ვაჟი ჯვარდაუწერლად ვეწევით თანაცხოვრებას. მიგვაჩნია, რომ ეს არ არის აუცილებელი ჩვენი სიყვარულისთვის. ამით ხომ არაფერს ვაშავებთ?

პასუხი: რა თქმა უნდა, აშავებთ – ჯვრისწერის გარეშე, თქვენი ხორციელი ცხოვრება არის სიძვა, რაც მძიმე ცოდვაა. პავლე მოციქული კი შთაგვაგონებს, რომ მეძავნი ვერ დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 10 2019, 01:51 PM
პოსტი #497


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კითხვა: შეიძლება თუ არა, ცოლად შევირთო ჩემზე თორმეტი წლით უმცროსი ქალიშვილი, რაიმე ეკლესიური წინააღმდეგობა ხომ არ შემიშლის ხელს?

პასუხი: თქვენ შეგიძლიათ, დაქორწინდეთ 12 წლით უმცროს ქალზე. სარწმუნოებრივ-მართლმადიდებლური დოგმატური წეს-ჩვეულებანი ხელს არ შეგიშლით ამაში, თუ სხვა რაიმე – ყოფითი მიზეზი არ გზღუდავთ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 11 2019, 08:11 PM
პოსტი #498


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კითხვა: მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შევიტყვე, რომ ის მღალატობდა. ამიტომ, მიჭირს მისი პატიება და მის საფლავზე სიარული. როგორ მოვიქცე?

პასუხი: თქვენი გარდაცვლილი მეუღლის მიწიერი, ცხოვრებისეული ცოდვები უფლისა და თავად მისი საიდუმლოა. თქვენ ხომ არ იცით, მოინანია თუ არა მან ეს ცოდვები სიკვდილის წინ? თქვენი მოვალეობაა, იზრუნოთ თქვენი მეუღლის სულზე, მოუაროთ მის საფლავს, გადაუხადოთ პანაშვიდი და ასე შემდეგ."

"კითხვა: ვარ შუახნის მამაკაცი, რამდენიმე წელია გარდამეცვალა მეუღლე. მყავს ზრდასრული შვილები. მინდა, მეორედ ვიქორწინო, მაგრამ ჩემი შვილები მეუბნებიან, ეს ღვთის გმობააო. როგორ მოვიქცე?

პასუხი: როგორც ჩანს, თქვენს შვილებს სხვა მიზეზი აქვთ თქვენი ქორწინების საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება თქვენს სიტუაციაში მეორე მეუღლის შერთვას, ეს ღვთის გმობა არ არის. პირიქით, ამგვარად თქვენ თავიდან აიცილებთ მრუშობას და ეკლესია ასეთ კავშირს იწყნარებს."



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 12 2019, 11:28 AM
პოსტი #499


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კითხვა: მე და ჩემი მეგობარი ვაჟი თანაცხოვრებას ვეწევით ჯვრისწერის გარეშე, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და რატომ უნდა ჩაითვალოს ცოდვად ჩვენი საქციელი?

პასუხი: ჯვრისწერის გარეშე თქვენი ხორციელი ცხოვრება არის სიძვა, რაც დიდი ცოდვაა. პავლე მოციქული შეგვაგონებს, რომ მეძავნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2019, 11:21 AM
პოსტი #500


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კითხვა: უკვე კარგა ხანია, გათხოვილი ვარ, მყავს შვილები, მაგრამ მეუღლესთან ჯვარი არ მაქვს დაწერილი. სამწუხაროდ, მეუღლე არ მიყვარს. როგორ მოვიქცე, დავიწერო ჯვარი თუ არა მასთან?

პასუხი: თუკი თქვენ მეუღლესთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ, გყავთ შვილები და თავს ქრისტიანად მიიჩნევთ, აუცილებელია, თქვენი ოჯახი უფლის მიერ იყოს ნაკურთხი. ამიტომ, ჯვარი უნდა დაიწეროთ. შესაძლოა, თქვენი და თქვენი მეუღლის ახლანდელი ურთიერთდამოკიდებულებაც სწორედ იმით არის განპირობებული, რომ ჯვარი არ გაქვთ დაწერილი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

28 გვერდი V « < 23 24 25 26 27 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 02:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი