თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ კ ა ლ ი გ რ ა ფ ი ა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2013, 12:22 PM

ვფიქრობ, ეს თემა უნდა იყოს ამ განყოფილებაში smile.gif ძალიან საინტერესოა ვის როგორი კალიგრაფია გაქვთ და გთხოვთ, შემომიერთდითsmile.gif

ეს ჩემი კალიგრაფიის ნიმუშია rolleyes.gif

http://imageshack.us/photo/my-images/443/yepq.jpg/

Uploaded with http://imageshack.us




პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 6 2013, 12:32 PM

ჩემსას არ დავდებ ვინმეს გული რომ არ გაუსკდეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 6 2013, 02:20 PM

ძალიან კარგი თემა გაგიხსნია მარინე...
მაგრამ ჩემსას ვერ დავდებ სახვასი არ იყოს...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2013, 02:21 PM

G_saxva
A.V.M

რა დაგემართათ? smile.gif a025.gif


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 6 2013, 02:23 PM

marine
არაფერი ისეთი .
უბრალოდ რაღაცას რომ ვწერ , შამპოლეონი მჭირდება ხოლმე გასაშიფრად !:d

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 6 2013, 02:27 PM

A.V.M
ჩემთან ეგეც ვერ შიფრავს biggrin.gif ისე ვწერდი ხოლმე სკოლაში ხათრით მეწერა ოთხიანები biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2013, 02:30 PM

A.V.M
G_saxva

2kiss.gif 2kiss.gif შეიძლება ფურცელზე ლამაზად ვერ წერთ, მაგრამ ვთვლი, რომ თქვენ გულებზეა ულამაზესად დაწერილი უფლის სიყვარული wub.gif girl_angel.gif

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Sep 6 2013, 03:40 PM

ვა რა კარგი თემაა, საღამოთი ავტვირთავ ჩემს ნაწერს...

ისე საშინელი კალიგრაფია მაქვს, მაგრამ თუ მოვინდომე... a075.gif


P.S. დავწერე და დამაღამდა თავზე, ოთახის განათება საშინელია და ვერ ვუღებ სურათს... ხვალ დღის შუქზე გადავუღებ ...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 7 2013, 12:24 PM

http://radikal.ru/fp/6de6603d31df4e4eb17be71af36157bd
ეს ჩემი პირველი კალიგრაფიული მცდელობა, პირადად მე არ მომწონს. თუმცა ისე სულ სხვანაირი ნაწერი მაქვს...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 7 2013, 12:38 PM

ძალიან ლამაზია ქეთევან. გაფორმება ულამაზესია kiss1.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2013, 01:00 PM

VAU...

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Sep 8 2013, 07:01 PM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 8 2013, 09:25 PM

MIRDAT
ვაუ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 8 2013, 10:53 PM

რა იყოთ ხალხო რამ გადაგრიათ ohmy.gif სულ დამეკარგა სურვილი წერის biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2013, 10:16 AM

qetevano
MIRDAT

ქეთ, მირდატ, რა ლამაზი კალიგრაფია გაქვთ!!!!!!!!!!!! wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 9 2013, 10:23 AM

კიდე დადეთ ვინმემ რამე რომ გურამმა VAU დაწეროს რა biggrin.gif

marine
გაიხარე kiss1.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2017, 11:32 AM

"ერთმანეთში შეწიაღებული ასო-ნიშნები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2017, 02:43 PM

"უბადლო კალიგრაფმა [მღვდელმოწამე თეოდორე კვირინელმა] მრავალი წელი შეალია საეკლესიო წიგნთა გადაწერას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2017, 10:49 AM

"სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ ჩემს მშობლიურ ქალაქ ბათუმში ვმსახურობდი. შემდეგ თბილისში დავბრუნდი. ამ ხნის განმავლობაში სახარებაზე მუშაობა შეწყვეტილი იყო. უწმინდესმა დამიბარა და მაკურთხა, მუშაობა გამეგრძელებინა. მან მოიხმო უზომოდ ნიჭიერი ადამიანი - რუსუდან ფეტვიაშვილი, რომლის დამსახურებაცაა ამ სახარების გრაფიკულად უფრო მაღალ დონეზე შესრულება. მას ჰქონდა განუმეორებელი, აღუწერელი გულმოდგინება და საქმის გასაოცარი ერთგულება, დილიდან საღამომდე იჯდა და მუშაობდა. რუსუდანისგან ისეთი დადებითი შემოქმედებითი ენერგია მოდიოდა, რომ მის გვერდით შეუძლებელი იყო ერთ დონეზე გაყინულიყავი. ამ დროისთვის დავასრულე მარკოზის სახარების დარჩენილი ნაწილი, ასევე ლუკას და იოანეს სახარებები.

უწმინდესი ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევდა. დღე ისე არ გავიდოდა, 3-4-ჯერ მაინც არ მოსულიყო და არ დაეხედა ჩვენთვის. ძალიან გვიხაროდა უწმინდესთან ურთიერთობა. იქვე როიალი გვედგა, რომელზეც რუსუდანი უკრავდა და ღვთისმშობლის საგალობლებს გალობდა. უწმინდესის მიერ ნათქვამი მადლიანი სიტყვა და მისგან წამოსული მუხტი ვის არ მისცემს დიდი ხნის სამყოფ სულიერ საზრდოს!"

/კალიგრაფი რაფაელ გოგიტიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2017, 11:38 AM

"ულამაზესი ხელით წერდნენ ძველი კალიგრაფები. დღეს ალბათ მათსავით ვერავინ დაწერს. მაგალითად, ითვლება, რომ იოანე-ზოსიმე ყველაზე გაკრული ხელით წერდა, მაგრამ მის მიერ შესრულებული ხელნაწერიც კი იმდენად ცოცხალი და ბუნებრივია, რომ ისიც მიუწვდომელია დღევანდელი კალიგრაფისთვის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2017, 06:20 PM

"მესხიშვილების გვარმა მისცა ქართულ მწერლობას მთელი რიგი გამოჩენილ მოღვაწეთა, რომელთაც შექმნეს შესანიშნავი კალიგრაფიული სკოლა და ხელი შეუწყვეს ჩვენი ლიტერატურის გამდიდრებას XVIII-XIX სს-ში როგორც ახალ თხზულებათა თარგმნით თუ დაწერით, ის უკვე არსებულთა გადაწერით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2018, 07:28 PM

"ჩვენში, როგორც ჩანს, უფრო ხშირად ლერწმის, იშვიათად - ფრინველის ფრთის და ლითონის კალმებს ხმარობდნენ. ძველი ტრადიციის მიხედვით, ლერწმის კალმით მინდოდა წერის დაწყება. მოგეხსენებათ, გადაწერის ტრადიცია გაწყვეტილი იყო და არ ვიცოდი, კალმის წვერი როგორი უნდა ყოფილიყო.

ადრე თურმე ლერწმის კალმის წვერს სხვადასხვანაირად თლიდნენ იმის მიხედვით, თუ დამწერლობის რომელი სახით უნდა შეესრულებინათ ტექსტი - ნუსხურით თუ მხედრულით.

საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა მოხაზულობა, ხაზის სისქე. ეს საკითხი უფრო დეტალურ გამოკვლევას მოითხოვს, რადგანაც წყაროებში ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ერთი კალიგრაფი წერდა, - კალამი დამივარდა და წვერი მოსტყდა, რის გამოც ვერ მოვახერხე გადაწერაო. ეს კი იმას მიანიშნებს, რომ კალმის წვერი ნაზი და წვრილი უნდა ყოფილიყო.

ლერწმის კალმით კი დავიწყე წერა, მაგრამ ეტრატის ზედაპირი ხაოიანი აღმოჩნდა, ამიტომ იძულებული გავხდი, ისევ რკინის კალამზე გადავსულიყავი. სხვათა შორის, ამერიკიდან ჩამომიტანეს მეტალის კალამი, რომელსაც ერთის მაგიერ ორი გახლეჩა აქვს. იგი სამ დამოუკიდებელ პირს ქმნის ამ კალამზე. თავი წამახვილებული აქვს ცერად, დახრილად. ეს ისეთი უნიკალური კალიგრაფიული კალამი გახლავთ, ჩვენს წინაპრებს რომ ჰქონოდათ, ალბათ, დიდად მადლიერნი დარჩებოდნენ დამამზადებლისა."

/კალიგრაფი რაფაელ გოგიტიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2020, 04:52 PM

"მიქაძე ნიკოლოზ - სიონის დეკანოზი, ცნობილი კალიგრაფოსი. მას, როგორც "მშვენიერის ხელის მწერალს", ქებით იხსენიებს იოვანე ბაგრატიონი "კალმასობაში". ნიკოლოზ მიქაძეს რამდენიმე ათეული ხელნაწერი გადაუნუსხავს, ამასთან, აქტიურად უმოღვაწია მეფე ერეკლეს სტამბაშიც"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2021, 08:24 PM

"ნაწილთა შვიდთა შემპყრობავი წიგნი ესე, ესფერ უდარესად არს დატვიფრულ ხელითა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2021, 02:53 PM

"მწიგნობრები და ზოგადად მწერლები საწერ ინსტრუმენტებს ქამრებით გვერდზე ატარებდნენ. დღესაც ასეა აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2022, 06:46 PM

"ბორენა დედოფალი, - გამზრდელი ცნობილი კალიგრაფის იოანე დეკანოზისა, - იხსენიება ჩახრუხაძის ანდერძში, რომელიც გელათის მონასტრისეულ ხელნაწერს შემოუნახავს"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2022, 07:41 PM

"ჩვენამდე მოღწეულია არა ერთი და ორი ძველი ქართული ხელნაწერი, სადაც მარიამი [მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი] გვევლინება როგორც ნიჭიერი შემოქმედი, დახელოვნებული კალიგრაფი, საბუთების დამწერი, ხელნაწერთა შემწირველი თუ სხვა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 98/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 12:16 PM

"მაია ჩიქოვანი პირველი ქართველი კალიგრაფი ქალია. მისი ბიოგრაფია ნათელი დადასტურებაა, რომ ქართველი ქალები დაინტერესებული იყვნენ არა მარტო ლიტერატურით, მათ ზუსტ მეცნიერებებზეც მიუწვდებოდათ ხელი...

პირველი ქართველი კალიგრაფი ქალის - მარიამ (მაია) ჩიქოვანის ნამუშევარი წარმოაჩენს ქართული კარტოგრაფიის მაღალ დონეზე. შემორჩენილია ამ ღვაწლმოსილი მანდილოსნის სურათი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 159/


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)