თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ზრახვები და ხიბლი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2016, 11:09 PM

"გახსოვდეს ორი ზრახვა და გეშინოდეს მისი. ერთი ამბობს: შენ წმინდანი ხარ, მეორე - შენ ვერ გადარჩები; ორივე ეს ზრახვა მტრისგანაა და არ არის ჭეშმარიტი. შენ იფიქრე: მე დიდი ცოდვილი ვარ, მაგრამ უფალი მოწყალეა, მას ძლიერ უყვარს ადამიანები და მომიტევებს მე ცოდვებს. ერწმუნე ამას და იქნება ასე; უფალი გაპატიებს. შენს გმირობას ნუ ენდობი, თუნდაც ბევრს მოღვაწეობდე. ერთი მოღვაწე მეობნებოდა: "მე აუცილებლად უნდა ვიყო შეწყალებული, იმიტომ, რომ ყოველდღე ამდენ და ამდენ მუხლდრეკას ვაკეთებ". მაგრამ როცა მოვიდა სიკვდილი, მან ტანსაცმელი შემოიხია. ამგვარად, არა ჩვენი გმირობით, არამედ თავისი მადლით გვწყალობს (უფალი) ღმერთი.

უფალს სურს, რომ სული იყოს მორჩილი და ყველას სიყვარულით მიუტევოს. მაშინ უფალიც მიუტევებს მას სიხარულით. უფალს უყვარს ყველა და ჩვენ უნდა მივბაძოთ მას, უნდა გვიყვარდეს ყველა; თუ უძლურნი ვართ, უნდა ვთხოვოთ: უფალი უარს არ გვეტყვის და დაგვეხმარება თავისი მადლით.

ჯერ კიდევ მორჩილებაში მყოფმა შევიმეცნე ღმერთის სიყვარული. იგი აუწერელია. სული გრძნობს, რომ ღმერთთან არის და უხარია, თუმცა სხეული იქანცება ღმერთის მადლით, მაგრამ ამ მადლის დაკარგვა შეიძლება ერთი ცუდი ზრახვითაც. ცუდ ზრახვებთან ერთად შემოდის ჩვენში მტრის ძალა; გრძნობს მაშინ ადამიანი დაღუპვას და ხედავს, რომ ღვთის მადლი აღარ არის მასში, უამისოდ კი იგი ცოდვილი, უძლური მიწაა".

/წმ. ბერი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2016, 11:22 PM

"როგორც ადამიანები შედიან და გამოდიან სახლში, ასევე ზრახვები ეშმაკისაგან მოდიან და კვლავ მიდიან, თუ მათ არ ღებულობ. თუ ზრახვა გეუბნება: მოიპარე და მოუსმენ მას, ამით ხელისფულებას აძლევ ეშმაკს საკუთარ თავზე. თუ ზრახვა გეუბნება - ჭამე ბევრი, გაძღომამდე და შეჭამ ბევრს, ისევ ეშმაკს აძლევ ნებას, იბატონოს შენზე".

/წმიდა ბერი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2016, 05:40 PM

"სული, რომელმაც შეიმეცნა ღმერთი, ბევრი გამოცდილებით სწავლობს, რომ თუ ადამიანი ცხოვრობს მცნებების თანახმად, მაშინ იგი გრძნობს მადლს და აქვს შემართება ლოცვაში, მაგრამ თუ შესცოდებს ერთი ზრახვითაც კი, მადლი იმალება, და სული ტირის ღმერთის წინაშე.

მთელი ცხოვრება სული ასე აწარმეობს ბრძოლას ზრახვებთან; გული არ გაიტეხო ბრძოლისგან. უფალს უყვარს მამაცი მეომრები. ავი ზრახვები ტანჯავენ ამაყ სულს და სანამ იგი მორჩილი არ გახდება, ვერ გაიგებს, ვერ მიიღებს სიმშვიდეს.

როცა ცუდი ზრახვები მოიწევს შენკენ, მაშინ მოუწოდე ღმერთს ადამის მსგავსად: "უფალო, შემოქმედო, ჩემი სული იტანჯება ცუდი ზრახვებისაგან... შემიწყალე მე". და როცა პირისპირ დგახარ მეუფის წინაშე, მტკიცედ გახსოვდეს, რომ შენი ყველა თხოვნა, თუ იგი სასარგებლოა, შეწყნარებული იქნება".

/წმ. ბერი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2016, 06:06 PM

"ღრუბელი მოვიდა, დაფარა მზე, ჩამოწვა სიბნელე. ასე, ერთი ცუდი ზრახვითაც კი სული კარგავს მადლს და სიბნელე დაეუფლება. ასევე ერთი მორჩილი ზრახვითაც კვლავ მოდის მადლი. მე გამოვცადე იგი საკუთარ თავზე.

იცოდე, თუ შენი ზრახვები იხრება ადამიანებისკენ - ვინ როგორ ცხოვრობს, ეს ნიშანია სიამაყის. იყავი ყურადღებით. თვალყური ადევნე საკუთარ თავს და ნახავ, როგორც კი სული თავს აიმაღლებს ძმის წინაშე, კვალდაკვალ მოჰყვება მას ცუდი ზრახვა, რომელიც არაა მაამებელი ღმერთისთვის და ამის საშუალებით სული მორჩილი ხდება. ხოლო თუ არ იქნები მორჩილი, მაშინ მოვა მცირე ცდუნება; თუ მაინც არ იქნება მორჩილი, მაშინ დაიწყება სიძვის ბრძოლები; თუ კვლავ ისე დარჩება, ვარდება რომელიმე მცირე ცოდვაში და თუ კვლავ არ დამორჩილდა, იქნება დიდი ცოდვა. და ასე მანამ იქნება ცოდვებში, სანამ არ მოიპოვებს მორჩილებას. მაგრამ, როგორც კი მოინანიებს, გულმოწყალე ღმერთი მისცემს მას მშვიდობას და გულაჩუყებას. შემდეგ კი დაიჭირე მორჩილება მთელი ძალით; თუ ასე არ მოიქცევი, ისევ ჩავარდები ცოდვაში".

/წმ. ბერი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2016, 10:52 PM

"მადლი შენშია მაგრამ დაფარულად. შენ მიაჩვიე შენი თავი, განაგდო ზრახვები სწრაფად, ხოლო თუ დაგავიწყდა და არ განდევნი მაშინვე, მოინანიე. იშრომე ამაზე, რათა მოიპოვო ჩვევა. სულს აქვს ჩვევა: როგორც მიეჩვევი, ისე გააკეთებ შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე."

/წმ. ბერი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2016, 11:16 PM

"თუ სული მიიღებს ქებას, მადლი უკუიქცევა, სანამ მორჩილი არ გახდება სული... და ასე მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანმა უნდა ისწავლოს ქრისტესმიერი მორჩილება და სანამ არ ისწავლის, მანამ ვერ შეიცნობს სული სიმშვიდეს ზრახვებისაგან და ვერ ილოცებს სუფთა გონებით".

/წმ. ბერი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2016, 11:17 AM

"კარგად იცოდე, რომ თუ შენ გტანჯავს ცუდი ზრახვები, ეს იმას ნიშნავს, რომ მორჩილი არა ხარ."

/წმ. ბერი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2016, 03:37 PM

"თუმცა უბრალო და წმინდა კაცმა, რომელსაც განსჯის უნარი არა აქვს, შესაძლოა, ხილბში ჩვარდნილი წმინდანად მიიღოს. გონიერსა და გამოცდილ წმინდანს განსჯის უნარი აქვს და განარჩევს სიწმინდეს ხიბლისგან. გონება - ღვთის ქარიზმა და ღვთის ნიჭია, ისევე როგორც ხორციელი ძალა. ამიტომაც ისე უნდა გამოვიყენოთ, როგორც სურს ღმერთს, ანუ ჩვენი ცხონებისა და განწმენდისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2016, 11:42 AM

"ვინც საკუთარ გულისთქმებს უჯერებს, თუ ერისკაცია, ჭკუიდან გადადის, ხოლო თუ მონაზონია, ხიბლში ვარდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2016, 11:50 AM

"ცუდი გულისთქმა ეწინააღმდეგება ღვთაებრივ მადლს. კარგ გულისთქმას ისეთი ძალა აქვს, რომელსაც ვერანაირი ღვაწლი ვერ მოგცემს. კარგი გულისთქმები კი მაშინ გვექნება, თუ ყველას წმინდანად ჩავთვლით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2016, 11:31 AM

"ღირს აკაკის ადამიანთა ნუგეშინისცემის ისეთი ნიჭი ჰქონდა, რომ გულისთქმებით გატანჯულებს საკმარისი იყო, შეეხედათ მისი მხიარული სახისთვის, რომ გულისთქმები გაშორებოდათ და მშვიდდებოდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2016, 02:02 PM

"ხშირად საუბრობენ ხიბლზეც. მე გეუბნებით: ჯერ ვილოცოთ, სიხარული განვიცადოთ და ხიბლზე მერე ვილაპარაკოთ. როცა სიხარული არ გვაქვს, ყურები გვაქვს ჩამოყრილი და ვტირივართ, რომელ ხიბლზეა ლაპარაკი? ხიბლი იქ შეიძლება იყოს, სადაც გიხარია და აბა, რა გიხარია. სწორად გიხარია თუ არა? ღმერთი გიხარია, თუ საკუთარი თავი? სადაც სასოწარკვეთილება, უიმედობა და ყურებჩამოყრილობაა, იქ, საერთოდ, რა ხიბლზეა საუბარი. ხიბლი იქ არის, სადაც ღვაწლია ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2016, 12:50 PM

"აზრების მოთოკვის ხელოვნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2016, 02:14 PM

"უნებური ფიქრის ტყვე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2016, 11:44 AM

"თუ გონება წმინდა აზრებით არ არის ავსებული, მაშინ ის უქმია და მავნებელ საგნებზე ფიქრობს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2016, 11:44 AM

"ფლობა გონებისა - სწავლა მამა თეონასი:

"ამისთვის ტყუე იქმნის გონებაი ვნებათაგან ხორციელთა, რამეთუ არა მოიცალის გონებამან საღმრთოისა მიმართ ხილვისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2016, 09:31 PM

"შეუძლებელია, ადამიანს რაიმე ბოროტი აზრი მოუვიდეს და ის სიკეთით არ იყოს შეფარული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2016, 11:08 AM

"მსმენია გამოცდილი ბერებისაგან, რომ სულში ცოდვის აზრების გაჩენის მიზეზებია: მოკაზმული ჩაცმულობა, ზედმეტად გაძღომა და მავნებელი საუბრები".

/წმ. თეოდორე ედესელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2016, 11:33 AM

„დაიცავი გონება, რადგან [უკეთური] აზრები, ოცნება, გულის გატაცება წარმოსახვით, - ცოდვიანი ნაგავია, ეშმაკების მიერ სულში ჩაყრილი“.

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2016, 11:53 AM


„მრავალნი, ავხორცობით ცდუნებულნი, აზრებით მრუშობენ; სხეულის ქალწულებას იცავენ, სულის ქალწულებას კი რყვნიან. საყვარელნო! აუცილებელია უარვყოთ სიძვის აზრებითა და ოცნებებით ტკბობა, მათთან კავშირი და მათდამი ყურადღება, წმინდა წერილის სწავლების თანახმად: „ყოველი საცოი დაიმარხენ გულმან შენმან, რამეთუ ამათგან არიან გამოსავალნი ცხოვრებისანი” (იგავ.4,23)“.

/აბბა გერონტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2016, 09:11 PM

"ხიბლია ის, ვინც ფიქრობს, რომ წინამძღვარი არ სჭირდება და მხოლოდ თავისი თავის იმედი აქვს".

/ღირსი იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2016, 10:06 PM

"თუ ადამიანი ღმერთშემოსილია, მასში კეთილი იდეები იბადება, ხოლო თუ მისი შინაგანი სამყარო ბოროტი ძალითაა სავსე და თავის თავში ეშმას ატარებს, მაშინ იგი ბიწიერ იდეებს შობს, რომელთაც ფილოსოფიაში "დაცემული იდეები" ეწოდება".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2016, 09:18 PM

"ძალიან შენიღბული, ლამაზი, ფარული სახით მოდის ადამიანში შთაგონება".

/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2016, 09:49 PM

"სამარცხვინო და ბილწი გულისთქმები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2016, 08:46 PM

"განა ძალუძს შუა ზღვაში მდებარე კუნძულს შეაჩეროს ბობოქარი ტალღები, მის ნაპირს რომ აღარ ეხეთქებოდნენ?! რა თქმა უნდა, არა, მაგრამ მაინც წინაღუდგება მათ. ასევე არც ჩვენ ძალგვიძს სრულიად შევაჩეროთ საკუთარ გულისთქმათა მღელვარება, მაგრამ ის ხომ ძალგვიძს, რომ შევეწინააღმდეგოთ მათ!"

/წმ. მაკარი დიდი, ეგვიპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2016, 10:47 PM

"მიტროპოლიტმა ზინობმა [მაჟუგა] ბრძანა: "ბილწ გულისთქმათა მიყოლის მერე, საქმე თუნდაც მრუშობამდე არ მივიდეს, დროებით მაინც დაუტევე იესოს ლოცვა და მის მაგივრად იმეორე: "ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილს, ღმერთო, განმწმინდე მე ცოდვილი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2016, 09:30 PM

"აბბა ამონს ჰკითხეს: ვიწრო და ძნელად სავალი გზა რომელია? მან უპასუხა: უფლის სიყვარულისთვის საკუთარი ზრახვების მოთოკვა და სურვილების უარყოფა არის ვიწრო და ძნელად სავალი გზა. სწორედ ამას ნიშნავს: "აჰა ესერა ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ" (მათ. 19.27)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2016, 12:07 PM

"წმინდა თეოფანე დაყუდებული გვასწავლის: გონების თვალთ ნუ მოაცილებ გულს და იქიდან გამომავალ ფიქრებს, ხელი სტაცე და განიხილე: კარგია - დაე, იცხოვროს გულში, თუ ცუდია, მაშინვე უნდა მოვკლათ. აქედან ისწავლე საკუთარი თავის შეცნობა: რა გულისთქმაც უფრო ხშირად გამოდის გულიდან, ის ვნება შენში უფრო ძლიერია, და მის წინააღმდეგ უფრო ძლიერ უნდა იმოქმედო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2016, 01:55 PM

"რაც უფრო მივისწრაფვით მღვიძარებისა და უმანკოებისაკენ, მით მეტად გვებრძვის ბიწიერი აზრები".

/ნეტარი სვინკლიტიკია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2016, 08:44 PM

"დიდხანს დაუმუშავებელი მიწა ეკალ-ბარდებს აღმოაცენებს, ნაყროვანებით ძლეულის გონება კი ბილწ აზრებს წარმოშობს".

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2016, 10:36 AM

"მკაცრია ცოდვისმიერი გულისსიტყვის ზამთარი, მაგრამ ტკბილია ღვთის სასუფეველი".

/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2016, 11:16 PM

"მამები აცხადებენ, რომ გული ზრახვებისაგან აღსარებისა და იმ ასკეტური სავარჯიშოების საშუალებით შეიძლება განიწმინდოს, რომლებიც ეკლესიას მოქმედი ინსტრუმენტების სახით გააჩნია და მათ ღვთაებრივი მადლი ასაზრდოებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 08:18 PM

"დიდხანს დაუმუშავებელი მიწა ეკალ-ბარდებს აღმოაჩენებს, ნაყროვანებით ძლეულის გონება კი ბილწ აზრებს წარმოშობს".

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2016, 12:03 PM

"ადამიანი, რომელიც არაწმინდა გულის სიტყვებთან მრუშობს, მკვდარი ძაღლივით ყარს".

/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2016, 07:08 PM

"განმარტოებასა და სიჩუმეში და არა ხალხსა და ხმაურში იბადება კეთილი და ზეციური აზრები".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2016, 05:38 PM

"ხიბლი ის არის, როდესაც ჩვენი სიტყვები და ცხოვრება ერთმანეთს არ შეესაბამება, მაგრამ გვგონია, რომ პირიქით არის. ხიბლი საკუთარი თავის ვერდანახვის ცოდვაა, რომლის წამალიც ლოცვა გახლავთ და არა ულოცველობა".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 04:18 PM

"გონება, როგორც წესი, ფიქრისგან არ ჩერდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2016, 09:44 PM

"როცა ტაძარში ცუდი გულისთქმები შეგაწუხებს, ერთი მაგრად იჩქმიტე, რომ გეტკინოს და გახსოვდეს, სად დგახარ".

/ღირსი ანატოლი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2016, 09:07 PM

"ვერავინ განკურნავს კაცს გმობის და სიძვის გულისთქმებისგან და ასევე შეპყრობილებისგან, სანამ თვითონვე არ დაანებებს სხვების განკითხვას თავს. როგორც კი აღარ განიკითხავს სხვას, საკუთარ პირად ჯვარს ეამბორება, შეპყრობელებაც მოშორდება და ბოროტი გულისთქმებიც".

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2016, 01:23 PM

"[ვკითხულობდი] ეკატერინე სინელზე, რომელიც მაცდურმა და ღვთისმგმობელმა აზრებმა იმ ზომამდე მიიყვანა, თავს მიწას ურტყამდა და უფალს შეღაღადებდა: უფალო, მიშველე, ვიღუპებიო!
ამ დროს მან ნათლით მოსილი მაცხოვარი იხილა, რომელმაც აუწყა:
- ეკატერინე, მე შენთან ვარ!
-უფალო, სად იყავი მაშინ, ჩემი გული ღვთის გმობამ და ურწმუნოებამ რომ მოიცვა?
- შენს გულში ვიყავი, - მიუგო მაცხოვარმა.
-კი მაგრამ, უფალო, იქ მხოლოდ სიბინძურე იყო...
- მაგრამ შენ ხომ ამ სიბინძურისთვის გული არ დაგითმია? - იყო პასუხი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2016, 10:54 AM

"როცა გზის დასაწყისში ახალგაზრდა მორჩილი ვიყავი, ვუთხარი მოძღვარს, - მრუშობის გულისთქმა შემოვიდა ჩემში-მეთქი. მიპასუხა: "აღარასოდეს შემოუშვაო". მას შემდეგ 45 წელი გავიდა და ერთხელაც აღარ მიმიღია მრუშობის გულისთქმა, არავისზე არ განვრისხებულვარ, რამეთუ ჩემს სულს ახსოვს უფლისმიერი სიყვარული და სიტკბოება სულისა წმინდისა და ვივიწყებ წყენას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2016, 10:57 PM

"როდესაც ვფიქრობთ, ღმერთთან ერთობით არ ვფიქრობთ, უმისოდ ვფიქრობთ".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2016, 12:08 PM

"გონების უთავბოლოდ განიავება"

/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2016, 10:06 PM

"ის, ვინც გაჯანსაღების გზას მკაცრად მიჰყვება, ზრახვებისაგან თავისუფლდება; შინაგან გაწონასწორებულობას აღწევს და მისი ქმედება ნორმალური ხდება. ის არც თავად იტანჯება და არც სხვას სტანჯავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ჩვენ ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანებს დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ ისინი აკვიატებული იდეებით და სტერეოტიპებით არიან შეპყრობილნი, არ შესწევთ ამ მდგომარეობიდან გათავისუფლების უნარი. "ასეთია შეპყრობილი ადამიანი; და იგი თავისი ისრებით ყოველგვარი პიროვნული სულის მომწამვლელი ხდება" (ისიქი პრესვიტერი)".

/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2016, 12:57 PM

"ზრახვა, როგორც წესი, ცოდვასა და ვნებაში გადაიზრდება. ზრახვიდან ვნება არა მხოლოდ იბადება, არამედ, ზრახვის საშუალებით ძლიერდება და მყარდება. ის ფესვებს ღრმად იდგამს, რის შემდეგაც უკვე ძნელია შეიცვალოს ადამიანი. ზრახვები, უბრალოდ, ხრწნიან პიროვნების სამშვინველს. ისინი სამშვინველის: გულისთქმის, გონიერსა და გაღიზიანების უნარს აფორიაქებენ. წმინდა მამები ზრახვების ქმედებას, არა მხოლოდ პიროვნების დაცემას, არამედ, ადამიანური ურთიერთობების დარღვევასაც მიაწერენ. მეტიც, ბევრი ხორციელი სნეულება დაუოკებელი ზრახვებიდან მომდინარეობს. დაბოლოს, ადამიანი, რომელიც საკუთარი ზრახვების მორჩილებაშია, გულწრფელობას და ღმერთთან ურთიერთობის შესაძლებლობას კარგავს".

/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2016, 10:41 AM

"ფიქრების მგელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2016, 08:17 PM

"ადამის შთამომავლობა უკვე უნებლიეთ წარმოქმილი ცოდვიანი აზრების წინააღმდეგაც იწყებს ბრძოლას. ეს კი ადამიანის სამშვინველიდან ეშმაკის საბოლოოდ განდევნის დასაწყისია. ფსალმუნი გვასწავლის, რომ ამ ბრძოლაში სიმდაბლე, უმანკოება და სასოებაა საჭირო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2017, 10:17 AM

"ჩემი ფიქრები შენს შესახებ სულ უფრო ღრმა, ძლიერი და ხშირია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2017, 09:03 PM

"ყველაფერი აზრიდან იწყება, სიკეთეც და ბოროტებაც. ჩვენი აზრები მატერიალიზდება".

/არქიმანდრიტი თადეოზი ვიტოვნიცელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2017, 07:21 PM

"გამანადგურებელი აზრები ანგრევს ჩვენს სიმშვიდეს და არ გვასვენებს".

/არქიმანდრიტი თადეოზი ვიტოვნიცელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2017, 07:58 PM

"დიდი ჯილდო ერგო ადამიანთა მოდგმას, მაგრამ ჩვენ არ გვესმის ეს, არ გვესმის, როგორ მოქმედებს ჩვენი აზრები სხვა ადამიანებზე. შეგვიძლია მოვიტანოთ დიდი სიკეთე ან დიდი ბოროტება, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს სურვილებსა და აზრებზე".

/არქიმანდრიტი თადეოზ ვიტოვნიცელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2017, 08:48 PM

"თუ ჩვენში ცოცხლობს ნეგატიური აზრები, ამისგან გვაქვს დიდი ბოროტება და გადავცემთ მას, ვაფრქვევთ ყველგან, სადაც ვიმყოფებით".

არქიმანდრიტი თადეოზ ვიტოვნიცელი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2017, 12:35 PM

"მუდამ გახსოვდეს - ცოდვილი აზრი გულს არ მიანდო, ოდეს ცდილობს სულში შემოჭრას, გეძალებოდეს ძლიერი გზნებით. იცოდე, თუკი გაიზიარე - ცოდვამ დაგძლია".

/ღირსი საბა განწმენდილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2017, 07:48 PM

"თუ ჩვენი აზრები მშვიდობიანი და წყნარია, კეთილი და სულგრძელი, ეს მოქმედებს არა მხოლოდ ჩვენს საკუთარ მდგომარეობაზე, არამედ ამ სიმშვიდეს ვასხივებთ ყველგან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ უფლის ყანის მუშაკნი, ვქმნით ზეციურ, ღვთაებრივ ჰარმონიას".

/არქიმანდრიტი თადეოზი (ვიტოვნიცელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2017, 10:21 PM

"თუკი როდისმე უკეთური ზრახვები ააღლევებენ შენს გონებას, სასოს ნუ წარიკვეთ, ყოველთვის ღმერთის გულუხვობა და მოწყალება მოიხსენიე. ვისაც გემის საჭე აქვს მინდობილი, მას გემის პატრონი იმას კი არ უსაყვედურებს, რატომ დაუთმე ტალღებს ჩემი გემიო, არამედ ასე ეტყვის, რატომ გულმოდგინედ არ შეეწინააღმდეგე ტალღებსო".

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2017, 06:53 PM

"როდესაც ადამიანი მინდობილია თავის აზრებს, ფანატიზმში გადადის. ყველაზე საშინელია რელიგიური ფანატიზმი, როდესაც ადამიანი ღვთის სახელით დევნის ადამიანებს. ყველაზე საბრალო და მოტყუებული ფანატიკოსია, რადგან ჰგონია, ღვთისთვის სათნო საქმეს აკეთებს, სინამდვილეში კი ეშმაკის აზრებით არის შეპყრობილი".

/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2017, 12:01 PM

"შეუძლებელია ღმერთმა მუდამ მოუვლინოს მადლი იმ გულს, რომელიც ზღვარს არ უდებს გულისთქმებს და იმ გონებას, რომელიც უმიზნო ხეტილისგან თავის თავში დაბრუნებას არც კი ფიქრობს".

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2017, 09:51 PM

"მისი [სატანის] ნებით გულში უამრავი უწმინდური აზრი ჩაედინება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2017, 05:21 PM

"თუ მეტად აღარ აღავსრულებთ "ხორცის ნება-სურვილებს", როგორც წერილი ამბობს (ეფეს. 2.3), უფლის მიერ ადვილად დაგვიცხრება ადრინდელი შთანაზრახვები (იგულისხმება წინარე ცოდვების შედეგად ჩვენში ჩალექილი უკეთური გულისზრახვები)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2017, 01:40 PM

"უეცრად მოსული ზრახვები გრიგალივით თავს ატყდება გადარჩენის გზაზე დამდგარს და არცერთი წუთით მოსვენებას არ აძლევს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2017, 02:50 PM

"ადამიანი ნათლად გრძნობს, სად არის მისი საკუთარი აზრები და სად - უცხო, თავსმოხვეული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2017, 01:37 PM

"ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, ჯვარცმული მაცხოვრის მსგავსად, ადამიანი საკუთარ სხეულზეა გაკრული, ეკლიან გვირგვინად კი ფიქრები უსერავს თავს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2017, 10:13 PM

"იმისათვის, რათა ქრისტიანის გულში ქრისტე ბრწყინავდეს, ბრძოლა თავად აზრებში უნდა მიმდინარეობდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 16 2017, 10:47 AM

"სიწმინდეში მყოფნი, როდესაც ცოდვილი აზრი მოუვიდოდათ, მყისვე შეებრძოლებოდნენ და განაგდებდნენ. პავლე მოციქული ოცდამეათე საფეხურზე იყო, მისი წმინდა გონება, ბრძოლა რომ მიემთხვეოდა, ბოროტ აზრებს ისხლეტდა და არ იღებდა; იოანე ღვთისმეტყველმა თავისი ღვაწლით მიაღწია, რომ ისინი ვერ ეკარებოდნენ; ღვთისმშობელის კი საერთოდ არ გაუვლია ცუდი აზრი".

/წმ. გაბრიელ ბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2017, 11:00 AM

"წმინდა მაქსიმე აღმსარებელს საოცრად აქვს ნათქვამი: ვითარცა დაბმული ფრინველის ყოველი ცდა აფრენისა მარცხით მთავრდება, რამეთუ თოკი აბრკოლებს, ასევე ჩვენი გონებით ფიქრი ღმერთზე წარუმატებელია, რამეთუ იგი მიჯაჭვულია ქვეყნიერებას. ხშირად გვავიწყდება, ღმერთს, მის მსგავსებას რომ ვეძებთ, ზოგჯერ ძლიერ მიწიერნი ვხდებით. ადამიანმა ღვთის მახსოვრობა უნდა შეიძინოს. ამისთვისაც ღვაწლია საჭირო, მუქთად არავის არაფერი მიეცემა - ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ, დააკაკუნეთ და გაგეღებათ. არადა გონებით განმიცდია, რაოდენ აღმატებული სულიერი განცდაა უფლის ხსოვნა, ღმერთის გონებით განცდა. ამას რომ მიაღწევ, გონება ყოველივე მიწიერისგან თავისუფლდება და უფლის გარდა აღარაფერი გახსოვს, აღარაფერი გინდა."

/მეუფე ანტონი (ბულუხია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2017, 11:36 AM

- მამაო, ყოველთვის, განსაკუთრებით კი ლოცვის დროს, ათასი ბილწი და საშინელი ფიქრი მაწუხებს. ვერაფერი ვუშველე. როგორ შევძლო ამისგან გათავისუფლება?

- ყურადღება არ მიაქციო და დამთავრდება. ქრისტიანი არ აქცევს დიდ ყურადღებას არც აზრებს და არც გულის მდგომარეობას. ეს აზრები დემონური წარმოშობისაა. ბოროტის მიზანია, ამ აზრებისკენ შემოტრიალდე და ღმერთისკენ ზურგით დადგე, ეჭიდაო ამ აზრებს, რითაც არაფერი გამოვა და ისევე დაიმსხვრევი, როგორც დონ კიხოტი დაიმსხვრა, ქარის წისქვილებს რომ შეებრძოლა.

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2017, 01:21 PM

"გულისთქმა ანკესია ეშმაკისა, რომელსაც ცოდვის აღსრულებამდე მივყავართ, რათა წარვწყმდეთ. გულისთქმა დედაა ცოდვისა, ცოდვა კი დასაწყისია სიკვდილისა."

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2017, 02:21 PM

"მისი წმინდა გონება ღვთის ხსოვნით სუნთქავდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2017, 04:54 PM

"უგვანი გულისთქმები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2017, 04:20 PM

"ეცადე, რასაც გონებაში გაივლებ, ღვთისთვის სასურველი იყოს. ასე ყველანაირ ცოდვას სძლევ... თუ მთელი გულით, ჭეშმარიტად დავიწყებთ უფლის ძიებას, ის თავად მოვა და ვიხილავთ, თუ ჩვენი წმინდა ცხოვრებით დავაკავებთ, დარჩება კიდეც ჩვენთან".

/ღირსი არსენი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2017, 12:09 PM

"სიწმინდეთმკეხელობის ფიქრები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2017, 07:57 PM

"ამბა იოანე მმარხველი ეკლესიის გვერდით იჯდა, გარს ძმები შემოხვეოდნენ და გულისთქმებზე ეკითხებოდნენ. ეს დაინახა ერთმა ბერმა, შურით აღიძრა და უთხრა: - იოანე, ჭურჭელი შენი სავსეა საწამლავითო (დედანში ბერძნულად ეს სიტყვა წამალთან ერთად საწამლავსაც ნიშნავს). მამა იოანემ უპასუხა: - მართალი ხარ, მამაო! შენ ეს თქვი, რადგან მხოლოდ გარეგნულად მხედავ. მაშინ რაღას იტყოდი, ჩემს შინაგან კაცს რომ ჭვრეტდეო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2017, 11:18 AM

"ყოველი დღე სიკვდილს შეგახსენებს, "ღამე დაგფლის, განთიადი კვლავ აღგადგენს", რათა მივხვდე, რომ მოკვდავი ხარ. ღამე გაშიშვლებს ნიშნად იმისა, რომ შიშველი გახვალ ამ ქვეყნიდან, დღე კი გმოსავს, რომ ზეციურ ნათელს მიესწრაფოდე. თუ ცოდვილი გულისთქმები შეგაწუხებენ, მიუგე მათ: "განმშორდით, წადით ჩემგან, დღეს თქვენთვის არ მცალია, დღეს კეთილი საქმისთვის მოვიცალე და სინანულს ვეშურები, სიმართლის გზას ვადგავარ და ჩემი წყლულების განკურნება მწადია, განმეშორე და თავს ნუ მაბეზრებ, ნუ მაბრკოლებ იმ საქმისთვის, რომელიც დავიწყე და რომელიც ასე სჭირდება ჩემს სულს!" ამ სიტყვებით განაგდე ცოდვილი გულისთქმა შენგან, დაიფარე შენი ცხოვრება ცოდვისგან, განდევნე იგი შენგან დღითი-დღე, ვიდრე მოგეცემა ძლევა და გამარჯვება მათზე, როგორც მდიდარს გლახაკზე."

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2017, 08:29 PM

"თუ ბოროტ აზრებს დავბლოკავთ, ეშმაკისგან თავისუფალი ვიქნებით".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2017, 11:12 PM

"ღვთისმოშიშ ადამიანს გაბნეული აზრები არ აქვს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2017, 06:22 PM

"ნეტარმა, ვის სულსაც ამა ქვეყნის გულისთქმანი აღარ ეხებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2017, 03:44 PM

"მამა პაისი ათონელი წერს: "როდესაც ვინმე მეტყოდა, ეკლესიაში სრულიად შეუფერებელი ადამიანების დანახვა მაბრკოლებსო, ვპასუხობდი, - ბუზს თუ ჰკითხავ, ახლომახლო ყვავილები ხომ არ გეგულებაო, გიპასუხებს, რომ ყვავილებისა არაფერი იცის, მაგრამ, სამაგიეროდ, თანმიმდევრულად ჩამოგითვლის ყველა იმ ადგილს, სადაც ათასგვარი სიბინძურით აღსავსე კონსერვის ქილები ყრია. მაგრამ თუ ფუტკარს ჰკითხე, ამ მიდამოებში რაიმე უწმინდურება ხომ არ შეგხვედრიაო, გეტყვის, არაო და ჩამოთვლის მთისა თუ ბარის კეთილსურნელოვან ყვავილებს. როგორც მივხვდი, ადამიანთაგან ზოგი ფუტკარს ჰგავს და ზოგიც – ბუზს. ბუზის მსგავსი ყველა სიტუაციაში ცუდს ეძებს და ამით არის დაკავებული. ის, ვინც ფუტკრის მსგავსია, ყველაფერს კეთილად უცქერის. ნაკლოვანი ადამიანი ნაკლოვანად ფიქრობს და ზრახავს, ყველაფრის მიმართ სიფრთხილეს იჩენს, ყველაფერს უკუღმართად ხედავს, მაშინ როდესაც კეთილი ზრახვების მქონე, რაც არ უნდა დაინახოს და რაც არ უნდა უთხრან, კეთილ ზრახვებს აამოქმედებს.
ერთხელ ჩემთან მეორეკლასელი გიმნაზიელი ბიჭუნა მოვიდა და ჭიშკარზე რკინის ურდულით დააკაკუნა. თუმცა წინ უამრავი წასაკითხი წერილი მედო, გადავწყვიტე, გავსულიყავი და მეკითხა, რა უნდოდა. ყმაწვილო, რა გნებავს-მეთქი. მან მკითხა, - ეს მამა პაისის სენაკია? მამა პაისი მინდოდა. სენაკი მისია, მაგრამ თვითონ მამა პაისი არ არის, სიგარეტის საყიდლად წავიდა, - ვპასუხობ მე. ალბათ, სიგარეტისთვის იმიტომ წავიდა, რომ ვინმემ სთხოვა, - კეთილი ზრახვიდან გამომდინარე დაასკვნა ბიჭმა. თავისთვის უნდოდა სიგარეტი, გაუთავდა და ცეცხლმოკიდებული გავარდა მაღაზიაში. აქ მარტო დამტოვა და ისიც კი არ ვიცი, როდის დაბრუნდება. თუ დაიგვიანა, მეც წავალ-მეთქი. ბიჭს თვალებში ცრემლი აუკიაფდა და კვლავ კეთილი ზრახვიდან გამომდინარე წარმოთქვა: როგორ ვღლით წმინდა მამას.
შენ რა გინდოდა მასთან? - ვეკითხები. კურთხევა მინდა ვთხოვოო. რა კურთხევა, შე სულელო, ის ხომ ხიბლშია, ასეთ გზააბნეულ კაცუნას ჯერ არსად შევხვედრივარ. ასე რომ, ამაოდ ელი. რომც დაბრუნდეს, უგუნებოდ იქნება, თანაც შესაძლოა მთვრალიც გამოგვეცხადოს და ადვილი შესაძლებელია, გვარიანად წაგითაქოს კიდეც-მეთქი.
მოკლედ, რა არ ვუთხარი ამ ყმაწვილს, მაგრამ მისი კეთილი ზრახვა არ შეიცვალა. ბოლოს დავყაბულდი, - კარგი, მე კიდევ ცოტა ხანს დაველოდები მამა პაისის. მითხარი, რა გინდა და გადავცემ-მეთქი. მისთვის წერილი მაქვს, მაგრამ დავუცდი, რომ კურთხევა ავიღოო, - მომიგო მან. ხედავთ, რაც არ უნდა მეთქვა, ყველაფერს კეთილი ზრახვებით იღებდა. ვუთხარი, მამა პაისი ცეცხლმოკიდებული გავარდა სიგარეტისთვის-მეთქი. მას კი ამის გაგონებაზე თვალს ცრემლი მოადგა და ოხვრა დაიწყო. იფიქრა, - ვინ იცის, რისთვის წავიდა, ალბათ, კეთილი საქმის გასაკეთებლადო. სხვები ამდენ წიგნს კითხულობენ და კეთილი ზრახვები მაინც არა აქვთ. გიმნაზიის მეორე კლასის მოსწავლე კი ესოდენ კეთილი ზრახვებითაა სავსე. შენ უნგრევ მას წარმოდგენას, ის კი ხელახლა აგებს მას და ამაზე დაყრდნობით საუკეთესო დასკვნამდე მიდის. ამ ბავშვმა აღმაფრთოვანა. ასეთი ვინმე პირველად ვნახე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2017, 10:39 AM

"ხიბლი ყალბი სულიერი განცდებისა და მდგომარეობების მთელ დიაპაზონს მოიცავს: უბრალო ილუზიებითა თუ ტყუილით დაწყებული, ნამდვილი ეშმაკეულობით დამთავრებული. ნებისმიერ შემთხვევაში ნაყალბევი სინამდვილედ აღიქმება, საბოლოო შედეგი კი ადამიანში ამპარტავნების სულის სულ უფრო მეტად გაღვივებაა. ხიბლის მდგომრეობაში ჩავარდნილ ადამიანს ეუფლება და ათრობს საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნება, რომელიც აჯილდოებს მას ასკეტური მოღვაწეობისა და ტანჯვისთვის."

/სერაფიმ როუზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2017, 11:04 AM

"ეშმაკი ყოველთვის მოვა აზრებით, ფიქრებით, მაგრამ ღვთის შეწევნით უნდა დაძლიო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2017, 11:06 AM

"ყოველგვარ უაზრო ფიქრს იესოს ლოცვა დაუპირისპირეთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2017, 09:09 AM

"უფალი, რომელმაც იცის ჩვენი სისუსტე და - ისიც რომ ადამიანს ზრახვები ახალგაზრდობიდან ბოროტისკენ იხრება, ჩვენგან უმწიკვლო სისუფთავეს არ ითხოვს. მაშ, რა სურს? - ჭეშმარიტი, გულწრფელი სინანული, ცოდვისგან თავის შეკავება, გული შემუსვრილი და დამდაბლებული; მას სურს გლოვა და ცრემლები, რათა მოგვმადლოს ნუგეში, რომელიც მოუნანიებელ სამყაროს არ შეუცვნია".
/არქიმადრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

"ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, ნუ განგვეშორები, არამედ, მოსეს სპილენძის გველით დაგვიცავი, რათა გიყურებდეთ და ზრახვათა გველის ნაკბენისგან ვიკურნებოდეთ.
ჩემო ქრისტე, ჩემო სინათლე, ჩემო ჯვარცმულო სიყვარულო, ჩვენი ცოდვების გამო ჯვარზე ასულო, ზრახვების გველებით დაკბენილთა მაცხოვნებელო გველო, გაგვკურნე ჩვენც, ცოდვით დაგესლილები."

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2017, 12:53 PM

"აზრისმიერ ბრძოლაში ჩვენ უღონონი ვართ დემონების წინაშე, თუკი საღმრთო მადლით არ აღვიჭურვებით".

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2017, 10:05 PM

"ჩვენ ხშირად გონებით უფრო ვცოდავთ, ვიდრე საქმით. დამბადებელმა ღმერთმა იცოდა, რომ უმეტესი ცოდვები გონებით აღესრულება, ამიტომ პირველად გონების განწმენდისკენ მოგვიწოდა".

/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2017, 12:14 PM

"მოთმინებით, გონების გულში დაკავებით და უფლის სახელის ხშირი მოწოდებით, შენ მალე შემუსრავ ამაო აზრებს, წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: "იესოს სახელით დასცხე მტერს, მასზე ძლიერი იარაღი არც ცაში და არც ქვეყანაზე არ მოიპოვება".

"არ გქონდეს მეოცნებე გონება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2017, 11:38 AM

"ცოდვისმბადი გულისთქმებიც ძირიანად ამოვიკვეთოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2017, 07:30 PM

"მართლმადიდებლური თვალსაზრისით გვხვდება ღვთაებრივი, ადამიანური და დემონური წარმოშობის ფიქრები, წარმოდგენები, დასკვნები. კაცის გონება არენას მოგვაგონებს, სადაც ამ სამი სახის აზრობრივი შინაარსები ენაცვლებიან ერთმანეთს. რაც უფრო არაეკლესიურად, არასწორად ცხოვრობს ადამიანი, ხშირად სცოდავს, მით უფრო მეტად მოქმედებს ბოროტი ძალა მის ფსიქიკაზე და პირიქით".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2017, 01:33 PM

"სიკეთეცა და ბოროტებაც იწყება ზრახვიდან. უნდა ყურადღებით დავაკვირდეთ, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ და ვფიქრობთ, იყოს ღვთისთვის სათნო. როგორიცაა ჩვენი ფიქრები, ასეთივეა ჩვენი ცხოვრება. თქვენ წარმოდგენაც კი არ შეგიძლიათ, თუ რა ძალას ფლობს ჩვენი აზრები. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ წყარო როგორც დიდი სიკეთისა, ასევე დიდი ბოროტებისა. გამუდმებით სხვებს ვდებთ ბრალს, მაგრამ არ ვიწყებთ საკუთარი თავით. ძალიან დიდი სულიერი ტკივილი უნდა გადავიტანოთ, სანამ ჩვენი გული გათავისუფლდება ცოდვისმიერი ზრახვებისგან".

/იღუმენი თადეოზ ვიტოვნიცელი
"ქვაკუთხედი" N7, 2017, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2017, 10:01 AM

"არაწმინდა აზრები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2017, 11:29 AM

"დიდი გმირობა და შრომაა საჭირო, ლოცვაში რომ მივაღწიოთ აზრების სიწმინდეს, - ეს მეორე ზეცაა, სადაც ქრისტე ცხოვრობს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2017, 10:34 AM

"რაკი გონება იღებს გადაწყვეტილებებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა კეთილსა და ბოროტს შორის არჩევანის მიღებისას: "როცა გონება თავს უდრეკს ღმერთს, ხორციც მაშინ ემორჩილება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2017, 12:24 PM

"სიმშვიდეს მხოლოდ მაშინ შევინარჩუნებთ, როცა ფიქრებს მთლიანად უფლისკენ წარვმართავთ"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2017, 11:06 AM

"წმინდა იოანე ოქროპირი ბოროტ ზრახვებთან ბრძოლის ხელოვნებას გვასწავლის: როცა ბოროტი აზრი აგეკვიატება, მოიმარჯვე ღვთისმოშიშების მახვილი, რომელიც გაჰკვეთს ყოველგვარ ბოროტ ძალას, ხოლო საყვირის ნაცვლად მუდამ თან გქონდეს სასულიერო ლიტერატურა. მხედართა მსგავსად, რომელნიც ბრძოლის წინ საყვირის ხმაზე შეიკრიბებიან, წმინდა წერილიდან ამოკითხული სიტყვების ხმაზე ჩვენი გაფანტული გონება შემოიკრიბება და უფლის შიში გვეუფლება.
წმინდა მამა ადამიანის ფიქრებს მეფის მხედრებს ამსგავსებს, რომელთაც საყვირის ხმა აღვიძებს და საბრძოლველად განაწყობს, ბრძოლის ჟინით აღვსილნი კი გამარჯვებას აღწევენ. ასევე განგვიღვიძებს გონებას სასულიერო ლიტერატურა და მას სიკეთის საქმნელად აღძრავს, ცოდვილ ფიქრებს კი განაგრილებს და საბოლოოდ ამარცხებს - სრულიად განდევნის მათ ჩვენი გონებიდან.
ამიტომ, მოგვმართავს წმინდა იოანე ოქროპირი, რამდენადაც შეგვიძლია, ვაიძულოთ თავი, ვაყვედროთ მას გონებაგაფანტულობა და ვეცადოთ, მოვიკრობოთ გონება, ეშმაკის მიერ გაბნეული, ამქვეყნიურ საზრუნავს გადაგებული და დამწუხრებული. წმინდა მთავარეპისკოპოსი გვასწავლის, რომ ეშმაკი ჩვენს სულიერ დაცემას, ერთი მხრივ, სწორედ მწუხარების აღძვრით ცდილობს, მეორე მხრივ კი გარდამეტებული გახარებით, რაც შემდეგ აღვირახსნილობაში გადაიზრდება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2017, 10:55 PM

"ბერი პაისი თავის ცნობილ "წერილებში" ხშირად საუბრობს გონების დაცვის აუცილებლობაზე. კეროდ, წერს: "თუ ფხიზლად არ ვართ, გონებას ვკარგავთ (დემონი გვტაცებს) და ვრჩებით სხეულის ამარა, გონების გარეშე, გამოყეყეჩებული, და შემდეგ, როცა გონს მოვეგებით, გონება დახავსებული აღმოჩნდება, და მასში ეშმაკი ადვილად აჩაღებს ცეცხლს, თვითონ დახტის ამ ცეცხლის გარშემო და დამცინავად ხარხარებს.
გონება რომ არ დავკარგოთ, საჭიროა განუწყვეტლივ შევიწოვოთ ქრისტეს ტკბილი სახელი. მხოლოდ ასე მივაღწევთ წარმატებებს. ვინაიდან გონების არქონა გვამსგავსებს უპატრონო სახლს, რომელსაც ეშმაკები დაპატრონებია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2017, 11:14 PM

"დაფანტული გონებით ვერავინ მიაღწევს სულიერ წარმატებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2017, 10:37 AM

"როცა გონება ხშირად უფალთანაა, მაშინ მას ხშირად ავიწყდება თავისი ბინა, ასევე თავისი სულის ბინაც, ე.ი. მწირი სხეული".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2017, 10:01 PM

"ბერი იერონიმე თავის სულიერ შვილებს ეუბნებოდა: "მოუარეთ გონებას, ნუ შებოჭავთ მას წუთისოფლის საქმეებით. იმ ეკლესიების გამო ვნანობ, რომლებიც ამიშენებია, ვინაიდან გონება უარავი საზრუნავით გადავტვირთე და ლოცვის საშუალება არ მივეცი". სხვა დროს დაუმატა: "გაუფრთხილდით გონებას, ნუ დაამძიმებთ მას მწუხარებით, ნურც უაზრო პრობლემებით, ნურც ნურაფრით. წყლის ფსკერზე, თუ წყალი ანკარა და მშვიდია, ქინძისთავს დაინახავს კაცის თვალი. ასეა გონებაც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 09:58 AM

"მართლამდიდებლურ პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით რეალობის დაკარგვის მდგომარეობას, რომელსაც წმინდა მამები ხიბლს უწოდებენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 10:36 AM

"თუკი გინდა შეარცხვინო უცხო აზრები, მოუკლებლად იფხიზლე გულით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 04:32 PM

"თუ გონება სულიერი სწავლებისას ჩვენთან არ არის, ე.ი. თუ დაფანტულია, სრულიად გამოუსადეგარია ჩვენთვის, დროსაც ამაოდ ვკარგავთ და თავსაც ვაწვალებთ, ვერაფერს ვერ ვიმახსოვრებთ და ვემსგავსებით სტამბის მუშას, რომელსაც შრიფტისთვის საღებავის წასმა დავიწყნია, საბეჭდავი მანქანა კი ტყუილად რახრახებს, ვერაფერს ბეჭდავს".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 11:28 PM

"ეშმაკს ჩვენი აზრების წაკითხვაც კი არ შეუძლია. გულთამხილავი მხოლოდ უფალია, მაგრამ ბოროტი სული ხვდება, როდის და რა ვითარებაში მოახერხებს ყველაზე იოლად ადამიანის ცდუნებას, ბოროტების ჩადენაზე დაყოლიებას. ის ადამიანს განუწყვეტლივ და ყოველი მხრიდან ებრძვის, რომ როგორმე ღვთის გზას განაშოროს. შესაძლოა, სიკეთეც ჩაადენინოს, - მაგალითად, მისცეს ძალა "ფსალმუნთა" მთელი წიგნის წაკითხვისა, - შემდეგ კი ამპარტავნებაში ჩააგდოს, ხიბლისკენ მიმართოს. ბოროტი სული ხშირად სწორედ შენიღბულად მოქმედებს. თუ ადამიანი მიაღწევს იმ სულიერ მდგომარეობას, რომ გაარჩიოს კეთილი და ბოროტი აზრები, რასაც მამები განსჯის უნარს უწოდებენ, მას ბოროტი ვნებას ვეღარ მიაყენებს."

/მამა დიმიტრი ჯანგულაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 03:04 PM

"მამა პაისის მონათხრობი: "ერთი ერისკაცი ხიბლში ჩავარდა. ვიღაც ეშმაკეულმა უთხრა: თავზე ჯვარი გიჩანს, ამიტომაც ადამიანებს საღმრთო ჭეშმარიტებაზე უნდა უქადაგოო. ჩემთან მოვიდა კურთხევის ასაღებად. ვუთხარი: - მისმინე, დალოცვილო სულო, ეშმაკი გყავს ჩასახლებული. წადი სტავრონიკიტას მონასტერში, რომ შეფუცვის ლოცვები წაგიკითხონ-მეთქი. არ დამიჯერა, ერში დაბრუნდა და ქადაგება დაიწყო. ერთხელ, ქადაგებისას, უამრავი ხალხის თანდასწრებით, ეშმაკმა შეიპყრო და ღვთისმშობლის გმობა დაიწყო. შეძრწუნებული ხალხი დაიშალა, თვითონ კი საგიჟეში წაიყვანეს. იქ დაცხრა, მაგრამ სასოწარკვეთამ შეიპყრო და თავის მოკვლას აპირებდა - ღვთისმშობელი და წმინდანები როგორ ვლანძღეო. ვუთხარი: - ღმერთი იმდენად შემწყნარებელია, რომ შენი და სხვათა ცხონებისთვის შენგან შეგინებული გახდა-მეთქი. ამის მერე გამოკეთდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2017, 10:32 PM

"როგორც მარილისგან გემრიელია პური და ყოველი საზრდო, ის იცავს ხორცს გახრწნისაგან და ინახავს დიდხანს, ასევე წარმოისახე გონების დაცვა და შინაგანი საქმე, რამეთუ ის ღვთაებრივად ატკბობს ადამიანის შინაგან და გარეგან არსებას, განდევნის ბოროტ აზრებს და გვაჩვენებს სიკეთეში ყოფნის გზას".

/იერუსალიმელი პრესვიტერი ისიქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2017, 04:34 PM

"როგორი სიფხიზლითაც დაიცავ გონებას, იმგვარივე თბილი სურვილით ილოცებ იესოზე. როგორც მოუფთხილებლადაც იცავ გონებას, იმდენად განეშორები იესოს ე.ი. პირველი კარგად განწმენდს, ხოლო სიფხიზლისაგან გადახვევა და იესოს სახელის მოწოდების დავიწყება სრულიად აბინძურებს მას (გონებას)".

/იერუსალიმელი პრესვიტერი ისიქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2017, 10:23 PM

"სულიერი ცხოვრება დაფარულია უცხო მზერისაგან და მიმდინარეობს გულის სიღრმეში, საიდანაც გამოდის როგორც კეთილი ზრახვები, ფიქრები და სურვილები, ასევე - ბოროტი გულისთქმები, უკეთურებანი. ეს ცხოვრება მიმდინარეობს ადამიანში და თავისი მიმართებით მიდის ღმერთთან, სულიერ სიმშვიდესთან, ყველას მიმართ სიყვარულთან, სიხარულთან; ან პირიქით, - კლავს სულსაც და სხეულსაც, თუკი აჰყვება პატივმოყვარეობას, დიდებისმოყვარეობას, ანგარებას".

/მღვდელ-მონაზონი ანთიმოზი (ანთაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2017, 11:24 AM

"ჩვენი გონება ჩვენი ცხოვრების შედეგია და ჩვენი ცხოვრება - ჩვენი გონების შედეგი."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2017, 03:09 PM

"გონებაში დაბადებულ ყველა სიტყვას არ გამოვთქვამთ, მაგრამ გამოუთქმელი სიტყვაც სიტყვაა, ამიტომ თავშეკავება უწინარესად სწორედ ფიქრში გვმართებს. თუ ფიქრში თავს არ ვიკავებთ, მაშინ იმ სიტყვის დადებითი თუ უარყოფითი ძალა, რომელიც ჩვენში ბრუნავს, ჩვენს ცხოვრებაზეც აისახება, აისახება ჩვენს პიროვნებაზე, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე. ფიქრში სიფრთხილე ყველა ადამიანისთვის აუცილებელია."

/მეუფე დოსითეოზი (ბოგვერაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2017, 09:27 AM

"მისმა ამგვარმა ღვაწლმა დიდად გააშლეგა ეშმაკი და ხან უგვანი ფიქრით შეეცადა მის შებილწვას, ხან - ათასგვარი განსაცდელით, თუმცა, ღვთის ძალით იძლია, მელეტიმ კი ზეგარდამო სასწაულმოქმედების მადლი მიიღო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 10:38 AM

"იგი [ბერი] უარს ამბობს, თავის გონებას დაუჯეროს, და ეუბნება საკუთარ გულისთქმებს: "თქვენ ცრუობთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2017, 10:36 PM

"ფრთხილად იყავი, როგორც კი ბოროტი აზრი გაგიელვებს გონებაში, მყისვე განდევნე, საშუალება არ მისცე შეყოვნდეს, ვინაიდან, თუ მცდარი აზრი გონებაში შეყოვნდება, გამორიცხული არ არის, გულშიც ჩაგივარდეს".

/ბერი ევსევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 10:07 AM

"ვალაამის კუნძულზე, განცალკევებულ ქოხში ცხოვრობდა ერთი სქემოსანი ბერი პორფირი, რომელიც ლოცვით ღაწლს მისდევდა. რა სახის იყო ეს ღვაწლი, არ ვიცი, მაგრამ მის მცდარობაში დასარწმუნებლად სქემოსანი მონაზვნის საყვარელი საკითხავი გამოდგება: ბერი დიდად აფასებდა დასავლელი მწერლის თომა კემპენელის წიგნს "იესო ქრისტეს მიბაძვა" და ამით ხელმძღვანელობდა. ეს წიგნი "წარმოდგენიდან" გამომდინარე დაიწერა.

შემოდგომის ერთ საღამოს პორფირიმ მოინახულა ბერები, რომელთა სკიტიც მისი უდაბნოდან არცთუ შორს იყო. დამშვიდობებისას ბერებმა გააფრთხილეს: ყინულზე გავლა არ გაბედო, ახლახან ძალიან დათხელდაო. პორფირის უდაბნოს სკიტისგან ლადოგის ტბის ღრმა ყურე ჰყოფდა. სქემმონაზონმა გარეგნული მორიდებით მიუგო: "მე უკვე დავმსუბუქდიო" და წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ მონასტრის საძმო განწირულმა ყვირილმა შეაშფოთა. უკვე ბნელოდა და უცებ ვერ მიაგნეს უბედურების ადგილს. როცა სხეული გამოიტანეს, სული უკვე განშორებოდა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2017, 08:09 PM

"არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი წერს: "ამპარტავანი იღებს ინფორმაციას დემონებისგან, დაცემული, განკვეთილი, ბნელი სულებისგან; ინფორმაცია გახლავთ ბრწყინვალე იდეებით წარმოდგენილი და მათ ამპარტავანი ადამიანი აღიქვამს, როგორც სულიერ აღმოჩენას და თვლის, რომ ჯერ არც ერთ მოღვაწეს არ ჰქონია მისდარი ცოდნა".

გრძნობის სფეროში სატანა აძლევს ასეთ ადამიანს ცრუ ნიჭებს, რაღაც უცნაურ აღმაფრენას, რომელიც მას სულიწმინდის მადლი ჰგონია. იგი თვლის, რომ ეს არის უმაღლესი სულიერი მდგომარეობა, მისი სულის სამოთხე. სინამდვილეში კი ეს აღმაფრენა მხოლოდ მისი ვნებებია, რომელთაც აღძრავს და სხვადასხვა სახით სთავაზობს დემონური ძალა. ანუ ნერვულ აღგზნებას იგი ღვთისგან ბოძებულ მდგომარეობას უწოდებს.
ხიბლში მყოფი ინფორმაციას გრძნობიერ დონეზეც იღებს. მას შეიძლება რაღაც უცნაური ხილვები ჰქონდეს: ზოგჯერ - ქაოსური ჩვენება, ზოგჯერ - დემონის მიერ გათამაშებული სცენები, ზოგჯერ ესმის ხმები, რომელთაც სერაფიმებისა და მთავარანგელოზების გალობად აღიქვამს და ა. შ. ბოლოს, ასკვნის, რომ ღმერთმა იგი აირჩია წინასწარმეტყველად, თავის მოსაუბრედ, რომ იგი ყველა აზრსა და გულისხმას პირდაპირ ღვთისგან იღებს; თვლის, რომ, მართალია, წმინდა მამებმა მიაღწიეს გარკვეულ სიმაღლეებს, მაგრამ იგი მაინც მათზე უპირატესია.

ხიბლში მყოფი ადამიანისგან განსხვავებით, ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს: "ნუ მოიხიბლები შინაგანი სიტკბოებებით; ჯვრის გარეშე ისინი არამყარი და სახიფათოა. ყოველი ადამიანი შენზე უმჯობესად მიიჩნიე. ამ გულისსიტყვის გარეშე, სასწაულიც რომ აღასრულოს ვინმემ, მაინც შორს იქნება ღვთისაგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2017, 09:41 AM

"ვინც აზრობრივად ან გრძნობადად იხილავს რამეს, თუნდაც იგი ღმერთისგან მოდიოდეს, და ნაჩქარევად მიიღებს, ადვილად ვარდება ხიბლში - იგი, როგორც მოვლენათა სწრაფად და ფუქსავატურად მიმღები, ხიბლისადმი მიდრეკილებასა და სურვილს გამოავლენს.
დამწყებს მართებს, მთელი ყურადღება მხოლოდ და მხოლოდ გულს მიაპყროს და მარტოოდენ მისი ქმედება აღიაროს, როგორც ხიბლისგან თავისუფალი, დანარჩენი კი უვნებობაში შესვლამდე არ მიიღოს. ღმერთი არ განურისხდება მას, ვინც ხიბლის შიშითა და უკიდურესი წინდახედულებით აკვირდება საკუთარ თავს; მას არც ის განარისხებს, თუ კაცი არ შეიწყნარებს ღვთისგან გამოგზავნილს მანამ, სანამ მთელი გულმოდგინებით არ განიხილავს; პირიქით, შეაქებს კეთილგონიერებისთვის".

/ღირსი გრიგოლ სინელი/

"აღმოსავლეთის ეკლესიისგან ჩამოშორებისა და სულიწმინდის დაკარგვის შემდგომ დასავლეთის ეკლესიის მიერ უდიდეს წმინდანებად შერაცხულ მოსაგრეთა უმრავლესობა ჩემგან გადმოცემული მეთოდით ლოცულობდა და ცრუ ხილვებს აღწევდა. ეს მოჩვენებითი წმინდანები უსაშინლეს ხიბლში იყვნენ... ხიბლით შეპყრობილი ლათინი მოსაგრენი უჩვეულოდ ნივთიერი, ვნებითი აღგზნების მიზეზით ყოველთვის შეშლილებივით იქცეოდნენ. ასეთ მდგომარეობაში იყო იეზუიტთა ორდენის დამაარსებელი ეგნატე ლოიოლა, რომელსაც წარმოსახვა, როგორც თავად ამტკიცებდა, იმდენად გახელებული და გავარჯიშებული ჰქონდა, რომ მარტოოდენ მონდომებითა და ოდნავი დაძაბვითაც კი თვალწინ, მისივე სურვილით, ჯოჯოხეთი ან სამოთხე ეშლებოდა, რომელთა ხილვა მხოლოდ ადამიანური წარმოსახვით კი არა, დემონთა მოქმედებით ხდება.

ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის ჭეშმარიტი წმინდანები ხილვების ღირსნი მხოლოდ საღვთო კეთილნებობითა და საღვთო ქმედებით ხდებიან და არა ადამიანური ნებითა თუ პირადი ძალისხმევით. ხილვები მოულოდნელად და უკიდურესად იშვიათად ეძლევათ, განსაკუთრებული აუცილებლობის დროს, საღვთო საოცარი ზედამხედველობით და არა შემთხვევით. ხიბლში მყოფთა გაძლიერებულ "ღვაწლს", ჩვეულებრივ, თან ახლავს ღრმა გარყვნილება (გარყვნილება შეფასებაა იმ ალისა, რომლითაც მოხიბლულები იწვიან), რაც ისტორიული მონათხრობებითა და წმინდა მამათა მოწმობებითაც დასტურდება. "ხიბლის სულის მხილველი, - ბრძანა ღირსმა მაქსიმე კაპსოკალიველმა, - ძალიან ხშირად შმაგდება და მრისხანებს. მისთვის უცხოა ჭეშმარიტი სიმდაბლის, ლოცვისა თუ ცრემლის კეთილსურნელი. პირიქით, მუდამ ტრაბახობს საკუთარი სათნოებებით, პატივმოყვარეობას აჰყოლია და ყოველთვის უშიშრად ეძლევა უწმინდურ ვნებებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2017, 09:24 PM

"ბერი იაკობი ამბობდა: "უკუაგდე ბოროტი აზრები და ფანტაზიები; რასაც სატანა გთავაზობს, აინუშიც ნუ ჩააგდებ მათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2017, 12:20 PM

"ყოველ კეთილ აზრს გავუხსნათ გონების კარი, ხოლო ბოროტს - ჩავუკეტოთ".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2017, 09:54 PM

„ბერი იოსები თავის სულიერ შვილს სწერდა: „ისე ერიდე ცუდ აზრებს, როგორც ჭირს, წამითაც ნუ შეაჩერებ მათზე ყურადღებას, რომ ფეხი არ მოიკიდოს შენში. იმედს ნუ გადაიწყვეტ, უფალი დიდია და მოგიტევებს ცოდვებს. თუ ცოდვას ჩაიდენ, მოინანიე და იმაზე იფიქრე, ხელმეორედ იგივე ცოდვა არ ჩაიდინო“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 09:41 PM

"მისი გულისთქმები მთებსა და უფსკრულებში დაღოღავდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2017, 11:18 AM

"ცოდვის ჩადენამდე ადამიანის გონებაში შემოდის ბოროტისგან მოწოდებული აზრი, მაგრამ თუ ადამიანი არ ღებულობს ამ აზრს, მაშინვე ეწინააღმდეგება, მას ეს არ მოეკითხება, მაგრამ თუკი ადამიანმა მიიღო ეს აზრი და დაეთანხმა, ამის შემდეგ უკეთური აზრი ფესვს გაიდგამს ადამიანში ანუ ხდება ადამიანის შეპყრობა ამ აზრით - ეს არის ვნება და ფაქტობრივად ადამიანი აღმასრულებელია იმ ცოდვისა, რომელიც მასში ვნების სახით ბუდობს".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2017, 09:22 AM

"თუკი გმობის აზრები მოვლენ, თავი დაიდანაშაულე ამპარტავნებაში და მაგ აზრებს არანაირი ყურადღება არ მიაქციო".

/წმ. ამბროსი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2017, 12:18 PM

"გამოცდილებამ და მუდმივმა ფხიზელმა მდგომარეობამ ბერის [ღირსი პაისი ათონელი] გონებას ასწავლა ადვილად აცილება ვნებიანი გულისთქმებისა და მათი გარდასახვა კეთილ და საღმრთო ფიქრებად. მან სულის შიგნით "გახსნა კეთილი გულისთქმების ფაბრიკა".

გულისთქმების სხვადასხვა სტადიაზე ამბობდა: "კაცი, რომელიც საკუთარი თავით არის დაკავებული, სხვის ცოდვებს ვერ ხედავს. სულიერი კაცი ყველაფერს წმინდად და კეთილად ხედავს. თავიდან ფხიზლობს, იღვწის, ცდილობს, არავინ განიკითხოს.

მესამე სტადიაზე გადასული ეწინააღმდეგება განკითხვის გულისთქმას და ცდილობს, მოქმედებაში ჩართოს კეთილი გულისთქმები. ყველაფერს კეთილი აზრით განიხილავს. ჩნდება სიყვარული და თავმდაბლობა. როცა სული განიწმინდება, უმანკო გახდება, ცუდი გულისთქმები მას აღარც მოსდის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2017, 10:28 AM

"გულისთქმების შემოტევისას, - ამბობდა იგი [ღირსი პაისი ათონელი], - ჯობია მათ აგდებით მოეპყრო, ყურადღება არ მიაქციო. გულისთქმებთან საუბარი სახიფათო საქმეა, რამეთუ ასი ადვოკატი რომ შეკრიბო, ერთ პატარა ეშმაკუნასაც ვერ აჯობებენ კამათში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2017, 09:02 PM

"- ბოლო დროს მძაფრად განვიცდი სიწმინდეთა მიმართ ენით უთქმელ მკრეხელურ აზრთა მოძალებას. წამიკითხავს, ეშმაკი ამგვარად მგრძნობიარე ადამიანებს აწვალებს, რათა ისინი სადარდებელში ჩააგდოსო. მართლაც, როცა ასეთ ჟამს ლოცვას წამოვიწყებ, მაშინვე ამგვარი აზრები მომდის ხოლმე. ხანდახან ხატებთან მიახლებას ვერიდები - მეშინია, ეს მდგომარეობა არ განახლდეს და ღვთის რისხვა არ დავიტეხო თავს. იქნებ ყოველივე ამის საფუძველი თავად ჩემშია? ეს აზრი მოსვენებას მიკარგავს. მირჩიეთ, როგორ დავიბრუნო სულიერი სიმშვიდე. (მარი 23 წლის)

- სიწმინდეთა მიმართ ასეთი მკრეხელური აზრების მოძალება ეშმაკისგანაა. ამის დასტურია შფოთისა და ზიზღის შეგრძნება, რომელიც ამგვარ აზრებს სდევს თან. გული ასეთ მკრეხელობებს არ იწყნარებს, გულს ისინი არ სიამოვნებს და ამიტომ მათი არსებობა ცოდვადაც არ ითვლება.

ასეთი აზრებისადმი ყურადღების მიქცევა, მით უფრო მათთან ბრძოლა ქრისტიანის სიწმინდეებთან მიახლებას, ლოცვას, ღმერთთან ერთობას უშლის ხელს. სწორედ ესაა ეშმაკის მიზანიც. ამ დროს ყველაზე ეფექტური წამალი მათი სრული უგულებელყოფაა. როცა ბოროტი დაინახავს, რომ მის მიერ მოწოდებული მკრეხელური აზრები უფალთან ერთობაში ხელს ვეღარ გვიშლის, თავს დაგვანებებს".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2017, 09:42 PM


“მამა პაისის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა საეკლესიო გალობას. უყვარდა გალობა, თუმცა მას არასრულყოფილ ლოცვას ეძახდა. მამა პაისი გვირჩევდა: "როცა გაბრაზებულნი ანდა გაღიზიანებულნი ვართ, მაშინ ვიგალობოთ. ფსალმუნთგალობა განდევნის ეშმაკს, ვინაიდან ერთდროულად ლოცვაცაა და ეშმაკის არად ჩაგდებაც. როცა გმობის გულისთქმები გვებრძვიან, არ არის საჭირო იესოს ლოცვით წინააღმდეგობა, ვინაიდან ამ შემთხვევაში ეშმაკის პირისპირ ვდგებით და ის ჩვენს წინააღმეგ უფრო ძლიერ ბრძოლას აღძრავს. როცა გმობის გულისთქმები მოგვივა, ვიგალობოთ, და ეშმაკიც დაინახავს, რომ არად მივიჩნევთ და ბოროტებისგან გასკდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2017, 11:46 AM

"ღირსსაფერი ზრახვები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2017, 09:33 PM

"ღვთისგან დამაშორებელი ყოველი ზრახვა, განსაკუთრებით, ბილწი ხორციელი ზრახვა, განაგდე გულიდან რაც შეიძლება მალე, ისევე როგორც ტანსაცმელზე მოხვედრილი ნაპერწკალი. ამ დროს ძლიერად ილოცე: უფალო, შემეწიე და შემიწყალე, ნუ დამიტევებ და ბოროტისგან მიხსენ მე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2017, 09:40 AM

"მამა ევსევი ბერძენი (+1929) სწერდა სულიერ შვილს: გონებით ყოველთვის იფხიზლე, რომ ბოროტი ფიქრი მოსვლის უმალ განაგდო, რადგან თუ ბოროტი ფიქრი გონებაში შეჩერდება, გულშიც ჩავა.
მამა პაისი ათონელიც გვასწავლის, თვალი ვადევნოთ გულისთქმებს; ამისთვის კი "კარგია გავექცეთ ცნობისმოყვარეობას და ხალხთა კრებულს, რადგან ამ დროს უამრავ გულისთქმას ვაგროვებთ, რომელთა განდევნა შემდეგ ძნელია".
წმინდა მამა ბრძანებს: სული გამუდმებით უნდა ფხიზლობდეს და მზად იყოს სულიერ შტაბთან - ღმერთთან კავშირისათვის, რადგან მხოლოდ მაშინ იგრძნობს სიმტკიცეს, იმედს და სიხარულს.
ომში პარტიზანთა მეკავშირე გახლდით. თუ მერქიაში მდებარე შტაბს ყოველ საათს ვუკავშირდებოდი, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი. თუ ორ საათში ერთხელ - ნაკლებ უსაფრთხოდ. მაგრამ ხშირად კავშირზე მხოლოდ დილა-საღამოს გავდიოდით. მაშინ თავს ცუდად, მიტოვებულად ვგრძნობდი. ასეა ლოცვისას. რაც უფრო ხშირად ლოცულობ, თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2017, 09:38 PM

"ვიდრე ჩვენი სული სხეულში იმყოფება, სულიერი, ანუ აზრობრივი ბრძოლის მღელვარე ტალღები ჩვენში არ დაშრება: "ცხოვრების ამ გზაზე ჩვენი ფარი სინანული და მახვილი თავმდაბლობა უნდა იყოს", - ბრძანებს წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი".

/დეკ. გიორგი ცაბაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2017, 10:34 PM

"დრო ცოტა გვაქვს და არ ვიცით, თუ როდის განილევა იგი. ამიტომ ვიღვაწოთ, თავს ჩავუკვირდეთ და გულისწყრომითა და ძლიერი ლოცვით განვაგდოთ ყოველგვარი უკეთური გულისსიტყვა".

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2017, 11:57 AM

"სულიერი მღვიძარების მოსაპოვებლად აუცილებელი პირობაა სიმდაბლე - თავმდაბლობა და მორჩილება. როგორც წმინდა მამები გვმოძღვრავენ, სულიერი ცხოვრების გზაზე ადამიანი არასოდეს უნდა მიენდოს საკუთარ თავს, არამედ დაემორჩილოს სულიერ მოძღვარს, ნებისმიერი სულიერი საკითხი მისი კურთხევითა და რჩევა-მითითების გათვალისწინებით მოაგვაროს.
სულიერი წინამძღოლის, მასზე გამოცდილი მოღვაწის მორჩილება ევალება მონაზონსაც. სხვაგვარად გზას ასცდება, სულიერი საქმეები კი, რომლებიც გარეგნულად ღვთივსათნო ჩანს, შესაძლოა სულის დაღუპვის მიზეზად ექცეს - ხიბლში ჩავარდეს.
ამას ხილული ცოდვა სჯობია, რადგან მას ვამჩნევთ და ვინანიებთ, ხიბლში მყოფი კი ისე ჰყავს შეპყრობილი ამპარტავნებას, რომ თავი უცოდველი ჰგონია, მიაჩნია, რომ სულიერების უმაღლეს საფეხურს მიაღწია და უფალთან იმყოფება, ამიტომ არც ცოდვათა მონანიებაზე ფიქრობს, ამით კი სულს იღუპავს.
აი, სადამდე შეიძლება მიიყვანოს მორჩილების გარეშე მოღვაწეობამ უფლის გზაზე მდგომი ადამიანი."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2017, 07:58 PM

"განა გადარჩებაა ხმელი ტყე, თუ ცეცხლს წაუკიდებენ? ადამიანის ზრახვების ფიჩხსაც იგივე ემართება, როდესაც მას ქრისტესადმი სიყვარული მოიცავს".

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2017, 10:56 AM

"ხიბლი-ეს არის სულიერი თვითტკბობა, რომლის დროსაც ადამიანი ფანტაზიით, თავისი დაავადებული წარმოსახვებით ეშმაკისეულ ჩვენებას მიიჩნევს როგორც ღვთაებრივ გამოცხადებას. მასში არის მიდრეკილება, სწრაფვა სულიერი ნეტარებისა, სასიამოვნო სულიერი განცდების, რაც საკმაოდ სახიფათოა. ნებისმიერი წარმოსახვაც კი ლოცვისას (ქრისტეს სახის წარმოდგენა ) მკაცრად იკრძალება მართლმადიდებლურ ასკეტიკაში."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2018, 09:51 PM

"იტირე შინაგანი ტირილით, როცა შეიგრძნობ უწმინდურ აზრთა მოზღვავებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 10:38 PM

"ხშირად ახედე ზეცას და არ დააშტერდე ფეხებს - გექნება აზრები ნათელი და სუფთა".

/წმ. სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2018, 09:50 AM

"მალე არს ქარი, ხოლო გულის-სიტყუანი კაცისანი უმალეს მისა არიან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2018, 11:01 PM

“ვიღვაწოთ, თავს ჩავუკვირდეთ და გულისწყრომითა და ძლიერი ლოცვით განვაგდოთ ყოველგვარი უკეთური გულისსიტყვა.”

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2018, 08:07 PM

"ხიბლში ძირითადად მაინც უფრო ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები ვარდებიან. რელიგია კატალიზატორივით ამჟღავნებს ადამიანის ფარულ თვისებებს. საბედნიეროდ, ეკლესია სულიერებაში ექსპერტია, დიაგნოზს მაშინვე სვამს. ვისაც განკურნება სურს, განიკურნება კიდეც. მთავარი ის არის, რომ ხიბლი ვერსად დაიმალება და ვერ მოგვაჩვენებს თავს ანგელოზად. ეს არის ავადმყოფობა, რომელიც თავიდან იწყება ამბიციებით, სხვისი სწავლებით, დიდი წარმოდგენით საკუთარ ფიქრებზე, აზრებზე, რაც მერე ხილვებში გადადის და ა.შ.

მართალია, წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს, ჩვენ, ყველანი ხიბლში ვართო, მაგრამ ამაში ის გულისხმობს, გვახსოვდეს, რომ ადამიანები ვართ და შეიძლება შევცდეთ. ვისაც ეს არ ახსოვს, სწორედ ის არის ხიბლში. მაგრამ ხიბლის სხვადასხვაგვარი გამოვლინებები არსებობს.

არის თანდაყოლილი ხიბლი და არის უფრო რთული, მკვეთრად გამოხატული არანორმალური თვისებებით, რომელიც, ფაქტობრივად, ფსიქიკურ დაავადებას უკავშირდება. ამ დროს მოძღვარმა უნდა იმუშაოს ფსიქიატრთან ერთად (ვგულისხმობ მართლმადიდებელ ფსიქიატრს, რომელიც ერკვევა რელიგიაში და იცის, რა დონეზე უნდა ჩაერთოს).

არის რელიგიაში შეძენილი ხიბლი, რომელიც გამოწვეულია არასწორი რელიგიურობით, არასწორი ლოცვით, ზედმეტი ღვთისმსახურებით და ა.შ. ეს არის დაუმორჩილებლობა.

ამბა დოროთე ამბობს: არავინ მინახავს დაცემული, თუ არა ის, რომელიც თავის თავს მიენდობაო. მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობაში მთავარი მაინც გონიერი მორჩილებაა. გონიერი მოჩრილება კი ნიშნავს იმას, რომ მოძღვარს ემორჩილები ღვთის გულისთვის, იმიტომ რომ ის არის ეკლესიის სწავლების მატარებელი.

აბსოლუტური მორჩილება ძველი დროისთვის იყო დამახასიათებელი, სულიწმინდით განბრძნობილ მოძღვარს ადამიანი სავსებით ენდობოდა. დღეს ადამიანი ყველაფერს ათანხმებს და ამოწმებს მოძღვართან. ეს უფრო მეგობრობაა, ვიდრე მორჩილება, სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი მოძღვრის ზედამხედველობა და მასთან თანხმობაა."

/მამა ზაქარია მარგალიტაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2018, 10:01 AM

"ვფიქრობ და მხოლოდ დადებითი ფიქრები მიტრიალებს თავში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2018, 01:53 PM

"თუ შევეწინააღმდეგებით გმობის გულისთქმებს, ისინი ძალით შეიჭრებიან სულში, მაგრამ უფალი ჯილდოს უბოძებს კაცს მოთმინებისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2018, 07:51 PM

"მკაცრია ცოდვილი ზრახვების ზამთარი, სამაგიეროდ, ტკბილია ღმერთის სამოთხე".

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2018, 03:56 PM

"ერთი ბერის ცხოვრების აღწერაში ნათქვამია, თუ როგორ ესხმოდა ეშმაკი თავს მას, როცა მოსანათლად ქალი მოვიდოდა, როგორ წამოეშლებოდა მაშინვე სიძვისა და უწმინდური აზრები. და ამით შეწუხებულმა როგორ მიმართა ვედრებით წმინდა იოანე ნათლისმცემელს: - წმინდაო იოანე, შენ ხომ წმინდა ხარ ყოველგვარი უწმინდური აზრებისაგან. ევედრე ღმერთს, მეც გამათავისუფლოს ამ უწმინდურებისაგან, რათა არ შევბილწო ის საქმე, რასაც აღვასრულებ.

მაშინ მას გამოეცხადა წმინდა იოანე ნათლისმცემელი და უთხრა: - შემიძლია გაგათავისუფლო ამ უწმინდური აზრებისაგან, მაგრამ მაშინ დაკარგავ მოწამის გვირგვინს. განაგრძე ბრძოლა, ებრძოლე შენში უწმინდურ აზრებს ულმობლად. ადრე თუ გვიან ღვთის მადლი, რომელსაც უხმობ, გაიმარჯვებს და დაიდგამ მოწამის გვირგვინს.

და ეს ბერი განაგრძობდა ნათლობას, იბრძოდა, იბრძოდა მანამ, სანამ სრულად არ გათავისუფლდა ყოველგვარი უწმინდური აზრებისაგან და სანამ არ შეძლო ნათლობის ისე ჩატარება, როგორც ამას იოანე ნათლისმცემელი აღასრულებდა იორდანეში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2018, 02:31 PM

"ძმამ ჰკითხა ამბა ესაიას: როგორ უნდა დავეყუდოთ კელიაში? ბერმა უპასუხა: კელიაში დაყუდება ნიშნავს დაემხო ღვთის წინაშე და მთელი ძალით შეეწინააღმდეგო ბოროტის მიერ დათესილ გულისთქმებს. აი, ამას ნიშნავს სოფლიდან განდგომა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2018, 06:22 PM

"ერთმა ასკეტმა მეორეს ჰკითხა, რას აკეთებ, როცა ხორციელი გულისთქმები მოგეძალებაო. მან უპასუხა:

- მაღლა აღვაპყრობ ხელებს და ვყვირი: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, ქრისტეო ჩემო, მაცხოვნე მე, ვიღუპები!" შენც ასე მოიქეცი.

ბერი ამ მოსაგრის რჩევისაებრ მოიქცა, რის მერეც საშინელი ბრძოლისაგან განთავისუფლდა და შვება იგრძნო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2018, 11:16 AM

"[წმ. პაისი ათონელს] ერთხელ ეწვია ვიღაც მოხიბლული ბერი, რომელსაც წესად დაედო, წყალი არასოდეს დაელია. ხიბლი მართლაც რომ საშინელი სულიერი სნეულებაა და ძნელად თუ იკურნება. იფიქრა მამა პაისიმ, რითი დახმარებოდა და რაჰათლუკუმთან ერთად წყალიც მიუტანა. ვედროთიც მოიმარაგა, რადგან იცოდა, რაც მოხდებოდა. "მთელი ჭიქის დალევას არ გთხოვ, მხოლოდ ერთი ყლუპი გადაყლაპეო". ბერმა მოიყუდა ჭიქა და ძირს აღარ დაუშვა, ეგ კი არა, მერე მთელი ვედრო გამოცალა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2018, 09:54 PM

"როგორი აზრებიც გვაქვს, ისეთივეა ჩვენი ცხოვრება. სული იკვებება აზრებით, ისე როგორც სხეული საზრდოთი. ზრახვები ყოველი მხრიდან გვიტევს. ჩვენ ვცხოვრობთ ერთგვარ აზრობრივ რადიოტალღებში, მაგრამ არ ვიცით, როგორ ჩავერთოთ სიცოცხლის წყაროს, რათა შევიგრძნოთ ცხოვრების სიხარული.

ამის ნაცვლად დაცემული სულის აზრობრივ ხაფანგში ვიხლართებით, რომელიც ყოველი მხრიდან გარს გვარტყავს; ავადმყოფობათა მიზეზიც აზრობრივი დაცემით იწყება. სნეულება - აზრებიდან იკვებება. ყოველი ცოდვა, უწინარესად აზრი, აზრობრივი ძალაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2018, 06:33 PM

"მტკიცედ უნდა იცოდე, რომ თუ ცუდი გულისთქმები გაწუხებენ, ე.ი. შენ მდაბალი არ ხარ".

/წმ. სილოვანე ათონელი/

"სულიერი მამისთვის აღსარების ჩაბარების გარეშე ხიბლისგან განკურნება შეუძლებელია, რადგან მოძღვარს უფლისგან აქვს მინიჭებული ხელმწიფება შეკვრისა და განხსნისა".

/წმ. სილოვანე ათონელი/

"თუ ხიბლში ჩავარდი და მისგან განთავისუფლება გინდა, სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდები, რადგან უფალს უყვარს ადამიანები და ამიტომ მოგცემს გამოსწორების საშუალებას. შენ მოსვენება არ გექნება მტრის მიერ მოტანილი გულისთქმებისგან, მაგრამ ბოროტებისგან რომ განთავისუფლდე, თავი უნდა დაიმდაბლო და თქვა: "მე ყველაზე უარესი ვარ, ყველა პირუტყვსა და მხეცზე უარესი ვარ", - და მოძღვარს გულწრფელი აღსარება უნდა უთხრა და მაშინ ბოროტი სულებიც მოგშორდებიან".

/წმ. სილოვანე ათონელი/

"როგორც ადამიანები შედიან სახლში და გამოდიან იქიდან, ასევე ბოროტი სულებისგან გამოგზავნილი გულისთქმებიც მოდიან და თუ არ შეიწყნარებ, გშორდებიან".

/წმ. სილოვანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2018, 01:55 PM

"როცა ჩემი ცოდვებით შეურაცხგყოფ, შენ მიდიხარ ჩემგან და ჩემს სულს ენატრები. წმინდაო სულო, ნუ დამტოვებ, რადგან როცა მიდიხარ, ცუდი აზრები მოდიან და სულს ცრემლებამდე ენატრები".

/წმ. სილოვანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2018, 04:12 PM

"შვილო ჩემო, შენი გონება ცუდი აზრებისგან დაიცავი, გამოჩენისთანავე იესოს ლოცვით განდევნე ისინი. როგორც ბოლის შეხრჩოლებით ფუტკარი ტოვებს სკას, ასევე გვშორდება სულიწმინდა, როგორც კი სამარცხვინო ზრახვების სიმყრალეს შეიგრძნობს.

როგორც ფუტკრები სხდებიან იმ ყვავილებზე, სადაც ნექტარია, ასევე სულიწმინდა იმ გულსა და გონებაში მოდის, სადაც სათნოებისა და კეთილი ზრახვების ტკბილი ნექტარი გამომუშავდება.

დაე, გონება ოცნების გარეშე ჩასწვდეს ბაგეებით წარმოთქმულ ლოცვის სიტყვებს".

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2019, 08:40 PM

"როგორც ყვავილებს აჭკნობს სიცივე, ასევე ცოდვილი აზრები და სურვილები სუსტებიან სიკვდილზე ფიქრში".

/ამბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2019, 05:04 PM

"წამიერად გულში გამკრთალი აზრიც კი უფლის წინაშეა - ღვთის წინაშე დაფარული არაფერია"

/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2019, 07:27 PM

"ხიბლში ის კი არ არის, ვინც იესოს ლოცვას ასრულებს, არამედ ის, ვინც მას არ ლოცულობს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2019, 05:58 PM

"ღვთიური კაცი ცნობს ბოროტს, მაშინ როცა ბოროტი ვერ ცნობს კაცთა კეთილ გულისთქმებს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2019, 04:06 PM

"მზაკვარ აზრს ისევე არ უნდა მისცე სულში გაზრდის საშუალება, როგორც ბალახს - ბოსტნეულის კვალში"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2019, 04:44 PM

"ერთი კეთილი ზრახვა თავისი ძალით მრავალსაათიან ღამისთევის ლოცვას უთანაბრდება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2019, 05:07 PM

"კეთილი ზრახვების მქონე სულიერად ჯანმრთელია და ბოროტებასაც სიკეთედ აღიქვამს"

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2019, 05:37 PM

"ყოველი ადამიანი ამა თუ იმ მოვლენას თავისი პირადი ზრახვების მიხედვით განმარტავს. ნებისმიერ მოვლენასა თუ გამოვლინებას შესაძლოა შევხედოთ როგორც ცუდი, ასევე კარგი მხრიდან"

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2019, 10:13 PM

"არა მარტო უკეთური, ღვთის ნების საწინააღმდეგო არ ჩავიდინოთ, არამედ ცოდვილი აზრიც კი უნდა განვაგდოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2019, 09:23 PM

"ღვთის მადლის დაკარგვა შეიძლება ერთი ცუდი ზრახვითაც"

/წმ. სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2019, 09:36 PM

"კეთილი ზრახვები არის სიკეთის კეთების სურვილი, რადგან ის სიხარულს ანიჭებს ადამიანს"

/მეუფე იოანე (გამრეკელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2019, 10:19 PM

"როგორც ადამიანები შედიან სახლში და გამოდიან იქიდან, ასევე ზრახვები ეშმაკებისაგან მოდიან და კვლავ მიდიან, თუ მათ არ ღებულობ"

/წმ. სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2019, 11:52 AM

"ხიბლში ადამიანი ვარდება ან გამოუცდელობით ან სიამაყით. თუ გამოუცდელობით მოხდა, უფალი ჩქარა განკურნავს, ხოლო თუ სიამაყისაგან, დიდხანს მოუწევს სულს ტანჯვა"

/წმ. სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2019, 12:10 PM

"უფალს უნდა ვევედროთ და ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, რომ ბოროტისეული ზრახვები მოვთოკოთ და როდესაც შემოგვიტევს უარყოფითი მუხტი, ვისწავლოთ მისი დადებითად გარდაქმნის ხელოვნება"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2019, 12:29 PM

"ერთი სუფთა კეთილი ზრახვა უმეტეს ძალას ფლობს, ვიდრე ნებისმიერი ასკეტური ღვაწლი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2019, 07:57 PM

„თუკი ზამთრის ქარბუქი კარს შემოამტვრევს და ოთახში შემოყრის თოვლს, ეს სახლის პატრონის ბრალი არ არის. ჩვენც უდანაშაულონი ვართ, როცა უკეთური აზრები გვიჩნდება. მაგრამ როგორც სახლის პატრონია ვალდებული, კარი მიხუროს და ოთახი მოასუფთავოს, ჩვენც დაუყოვნებლივ უნდა შევუდგეთ ლოცვას, რათა ღმერთმა დაგვიცვას ბოროტი ძალებისგან, რომლებმაც ეს აზრები თავს მოგვახვევს“. (წმინდა ბერი გვირჩევს, ასეთ დროს „იესოს ლოცვას“ მივმართოთ)."

/წმ. ბარსანოფი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2019, 08:44 PM

"ჩვენი ეპოქის უსაშინლესი ავადმყოფობა ერის ადამიანების ქაოსური ზრახვებია".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2019, 09:06 PM

"ყოველი დღის დასაწყისი უფალს მიუძღვენი, რათა გათენებისთანავე მის მიერვე ზრახვებმა დაიმკვიდრონ შენში, და არა - ეშმაკეულმა, რადგანაც, ვისაც დააწყებინებ, ის დღე მისი იქნება"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2019, 09:24 PM

"როდესაც ყველაფერს კეთილი ზრახვით უქცერს, ადამიანი განიწმინდება და ღვთის მადლს იღებს".

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2019, 09:21 PM

"არის ეშმაკი, რომელიც სარეცელზე წოლისას მოვა და ბოროტი და უწმინდური ზრახვებით ცდილობს ჩვენს შებილწვას; ამიტომ თუ ჩვენ უდებება დაგვძლევს, მის წინააღმდეგ ლოცვით არ აღვიჭურვებით და ამ ბოროტი ზრახვებით დავიძინებთ, ბილწი სიზმრები მოგვიცავს"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2019, 09:41 PM

"მთელი ცხოვრება სული აწარმოებს ბრძოლას ზრახვებთან. გული არ გაიტეხო, უფალს უყვარს მამაცი მეომრები"

/წმ. სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2019, 09:58 PM

"ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ეშმაკის მზაკვრული დეპეშები არ მივიღოთ. მათი მიღებით ჩვენ ვბილწავთ საკუთარ თავს, რომელიც არის ტაძარი სულისა წმიდისა"

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2019, 08:32 PM

"თუ ადამიანი ცხოვრობს ღვთის მცნებების თანახმად, გრძნობს მადლს და აქვს შემართება ლოცვაში, მაგრამ თუ შესცოდავს ერთი ზრახვითაც კი, მადლი იმალება და სული ტირის ღმერთის წინაშე".

/წმ. სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 10:47 PM

"კითხვა: სახარებაში წერია: „ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5,28). რატომ არის თანაბარი ზრახვა და ქმედება?

პასუხი: უფალი კრძალავს არა მარტო ბოროტ საქმეებს, არამედ სურვილებსაც და ზრახვებსაც. თუ სურვილები და ზრახვები ცოდვიანია, ისინი აუწმინდურებენ სულს. გარდა ამისა, ბოროტი ზრახვებისგან იშვება ქმედებები. ამიტომ არის აუცილებელი საკუთარ თავში ცოდვისკენ მიდრეკილი ზრახვებისა და სურვილების დათრგუნვა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2019, 02:12 PM

"კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც ლოცვის დროს უარყოფითი აზრები არ ანებებს თავს?

პასუხი: ეკლესიის მამები ასეთ დროს ორგვარ რჩევას გვაძლევენ – ან არ უნდა შეწყვიტოთ ლოცვა და მთელი გულისყურით ჩაუღრმავდეთ მას, ან შეწყვიტეთ ლოცვა, მოიკრიბეთ ნებისყოფა, სთხოვეთ უფალს, რომ განგარიდოთ ბოროტი აზრები და ფიქრები და შემდეგ განაგრძეთ ლოცვა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2019, 12:31 PM

"კითხვა: თუ შეიძლება, მიპასუხეთ: რა მიზეზით უჩნდება ადამიანს უკეთური აზრები უფლის, ღვთისმშობლისა და წმიდანების მიმართ?

პასუხი: ეცადეთ, ამგვარ აზრებს ყურადღება არ მიაქციოთ. ნუ იფიქრებთ, რომ თავად ხართ ამ აზრების გაჩენაში დამნაშავე, თუ, რა თქმა უნდა, მათ შეგნებულად არ ეთანხმებით. ასეთ დროს, ამგვარ უკეთურ აზრებს ბოროტი ძალა გვაწვდის, რათა ჩაგვაგდოს ცოდვაში, უიმედობაში და ხელი აგვაღებინოს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2019, 07:19 PM

"თუ თავი ცოდვილად არ მიგაჩნია, ეს გადაიზრდება სიამაყეში, ხიბლში აღმოჩნდები და მაშინ დაცემა იქნება ძალიან დიდი და ადგომაც გაძნელდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2019, 07:07 PM

"კითხვა: როდის ვარდება ადამიანი ხიბლში?

პასუხი: ნებისმიერი ადამიანი თავისი უძლური ბუნებით მეტ-ნაკლებად ხიბლში ვარდება. ხიბლშია ადამიანი, რომელიც თუნდაც გაიფიქრებს – რა კარგად ვთქვი, რა კარგად მოვიქეცი, როგორი ლამაზი ვარ, ნიჭი მაქვს და ასე შემდეგ. წმიდა მამათა გადმოცემით, სულიერი ხიბლის ორი სახე არსებობს. პირველია, როდესაც ადამიანი წარმოიდგენს, თითქოს ხედავს უფალს, ღვთისმშობელს, ანგელოზებს და თავს ასეთი ხილვების ღირსად თვლის და მეორე, როდესაც ადამიანს საკუთარი თავი მიაჩნია მაღალი სულიერების პიროვნებად, ფიქრობს, რომ არის გამორჩეული თავისი ერთგულებით რწმენისადმი, საოცრად მარხულობს, ყველას ეხმარება და რჩევებს აძლევს – ხიბლის ამ მდგომარეობას ეწოდება „წარმოდგენა საკუთარ თავზე“. ნებისმიერი სახეობა ხიბლისა დამღუპველია სულისთვის, რადგან ის ეყრდნობა იმ სულიერ სიამაყეს, ანუ ცოდვას, რამაც დაღუპა პირველი ანგელოზი. სწორედ ამიტომ ცდილობს ბოროტი ძალა, რომ ადამიანი სულიერ სიამაყეში ჩააგდოს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2019, 09:12 PM

"არ ჩაიდოთ ცუდი აზრები გულში. ეცადეთ, განდევნოთ გულიდან, გონებიდან ცუდი აზრები სხვა ადამიანების მიმართ"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2019, 08:55 PM

"მოვუსმინოთ, ყური დავუგდოთ ჩვენი სულის შინაგან ზრახვებს. დავაკვირდეთ ჩვენს თითოეულ ქმედებას და მისგან გამომდინარე განცდებს, რადგან ამით საკუთარი სული გვესაუბრება, მას სხვანაირად შეიძლება სულის ენაც კი ვუწოდოთ.

ჩვენს ყოველ ქმედებას შესაბამისი განწყობა უძღვის წინ, თითოეულ განწყობას კი შესაბამისი ზრახვები. შევეცადოთ, ჩვენში გზა გავუხსნათ უფლისგან მომავალ კეთილ ზრახვებს და უფლითვე შევაჩეროთ, ჩავხერგოთ ის სადინარი, არხი, რომლიდანაც ბოროტება მოედინება.

უფლისმიერი ზრახვები სიცოცხლისა და ბედნიერების გრძნობით აღავსებს ჩვენს გულს. გვაძლევს ძალასა და შემართებას სათნოების აღსასრულებლად. სათნოების აღსრულებას კვლავ კეთილი განწყობა და ზრახვა მოჰყვება (თუ ამპარტავნებითა და თვითკმაყოფილების გრძნობით არ იქნება მიტაცებული ჩვენგან), რაც უჩუმრად და ჩვენგან შეუმჩნევლად ასაზრდოებს და ზრდის ჩვენს რწმენასა და სიყვარულს როგორც უფლისა, ასევე ადამიანებისა.

სიყვარულის ძალით წვეთწვეთობით ვეზიარებით გემოს სიმშვიდისას, საუფლო მშვიდობისას, რითაც კიდევ უფრო ძლიერდება სურვილი მისკენ სწრაფვისა, მასში დამკვიდრებისა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 09:23 PM

"ღვთის შემეცნებას უფალი გვანიჭებს. ამბობ: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე" და, როცა რაიმე გულისზრახვა მოგივა, უნდა შეჰღაღადო: "უფალო იესო ქრისტე...", რათა უკან მოიტოვო ბოროტი გულის ზრახვა".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2019, 04:27 PM

"როდესაც სხვაზე ცუდს ვფიქრობთ, ჩვენგან რაღაც ბოროტი ძალა გამოდის და გადაეცემა სხვას, ისე, როგორც ხმოვანი ტალღებით გადაეცემა ხმა, და მართლაც, სხვას ცუდი რამ შეემთხვა. როცა ადამიანს სხვის მიმართ ცუდი გულისზრახვები აქვს, ამ დროს რაღაც გათვალვის მსგავსი ხდება.

ამის მიზეზი ჩვენი აღშფოთებაა; ჩვენ გადავცემთ ბოროტებას იდუმალი გზით. ბოროტებას ღმერთი კი არა, ადამიანის ბოროტება იწვევს. ღმერთი არ სჯის, არამედ ჩვენი სულის უარყოფითი განწყობა საიდუმლოდ გადადის სხვის სულში და ვნებს მას. ქრისტეს არასდროს ცუდი არ სურს; პირიქით, ის გვამცნებს: "აკურთხევდით მაწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა...".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2019, 02:58 PM

"შემთხვევით როდი ამბობს წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი: "ერთ ცრუ აზრში ცდუნების მთელი შენობაა ჩადებული, როგორც მარცვალში - მომავალი მცენარე". როდესაც მტერი ჩვენში რაიმე ცრუ აზრს თესავს (ესა და ეს, ასე და ასე უნდა გაკეთდეს) და ვიღებთ წმიდა წერილთან, წმიდა მამათა და მამოცდილ მოძღვართა რჩევებთან შეჯერება-გადამოწმების გარეშე, მაშინ შეიძლება შეცდომა დავუშვათ და წარმოიქნება ხიბლი".

/მღვდელ-მონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2019, 08:12 PM

"კავსოკალიველ ბრმა მონაზონს, მამა სიმეონს ჰკითხეს, - რით განვიწმინდოთ სული არაწმინდა გულისთქმების, სურვილებისა და ვნებებისგანო. იმით, რომ არ ვიცოდეთ, თუ რა არის ძილიო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2020, 06:59 PM

"ზეთის გარეშე კანდელი ვერ აინთება, რწმენის გარეშეც ვერავინ მოიპოვებს კეთილ აზრებს"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2020, 10:08 PM

"კაცის სულიერი მდგომარეობა მისი აზრების ხარისხიდან მოჩანს"

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2020, 06:50 PM

"განწმენდისათვის შრომაა საჭირო. ჩვენ შეიძლება ვაღიაროთ ჩვენი მდგომარეობა ბილწად, მაგრამ ეს არაა საკმარისი. თუკი ჩვენ არ შევიწყნარებთ ბოროტ გულისსიტყვებს, ჩვენ თვითონ არ ვიზრახავთ ბოროტს, ავამუშავებთ კეთილ ზრახვას ყველაფრის შესახებ, რასაც გვეუბნებიან და რასაც ვხედავთ, მაშინ გონება და გული განიწმინდება"

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 08:36 PM

"ერიდე ხორციელ ზრახვებს, რადგან იგი სხეულსაც ხრწნის და სულსაც აბინძურებს"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2020, 09:21 PM

"სული უნდა შევინახოთ და ყოველნაირად დავიცვათ, რათა ბილწ და ბოროტ აზრებთან არ ჰქონდეს ურთიერთობა. როგორც სხეული სხვა სხეულთან შეერთებისას უწმინდურობით სნეულდება, ასევე იხრწნება სული ბილწი და ბოროტი აზრების შეთვისებით და ამავდროულად მასზე თანხმობით... იცოდე, რომ სულში უწმაწური აზრების ქმედებით ფარულად მიმდინარეობს ხრწნა და ცდუნება"

/ღირსი მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2020, 09:23 PM

"გულისთქმა კი არ არის ცუდი, არამედ გარკვეული სახის გულისთქმაა ცუდი"

/დიდიმე ბრმა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2020, 09:21 PM

"თუკი ჩვენ არ მოვახდენთ საკუთარ ზრახვათა აღსარებას, ისინი გველებად და ველურ მხეცებად გადაიქცევიან და ჩაგვნთქავენ"

/ბერი ანთიმოზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2020, 04:04 PM

"თუკი არ ვაღიარებთ ზრახვებს, მაშინ ისინი საქმეებად გადაიქცევიან, ხოლო ცოდვა კი, ჩადენის შემდეგ, შობს სიკვდილს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 07:39 PM

"ვერ დაიმკვიდრებ ცათა სასუფეველს, თუ არ გახდები მეუფე საკუთარი ავხორცობისა და ზრახვებისა"

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 08:10 PM

"არაფერი ისე არ სძულს ღმერთს, როგორც უსჯულო, ტკბობას მიცემული სხეულის სიბილწე და ის ადამიანი, ვინც უწმინდურ გულისსიტყვებთან მრუშობს, მკვდარი ძაღლივით ერთიანად ყარს"

/იოსებ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 09:48 PM

"თავი ანებე მოყვასის განსჯასა და განკითხვას და არც სიწმიდეთა საგმობელი აზრები დაგებადება თავში. ნუ იფიქრებ, რომ დამნაშავე ხარ ავი ფიქრების გამო: თუ თავად გულისთქმით არ ეთანხმები ამ აზრებს და არ გსურს მათი წვევა, მაშინ ისინი ავ სულებს ეკუთვნის და შეეცადე არ მიაქციო მათ ყურადღება"

/წმ. იოანე ლესტვიჩნიკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2020, 06:28 PM

"ხიბლი მოდის თვითნებობისაგან"

/წმ. სილუანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2020, 09:07 PM

"ხიბლი ადამიანური ბუნების სიცრუით დაზიანებაა. ყოველი ადამიანი ხიბლის მდგომარეობაშია, რაც ჩვენი პირველმშობლების დაცემით არის გამოწვეული. ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ, ამის ცოდნა უდიდესი დაცვაა ხიბლისაგან. უდიდესი ხიბლია - თავი ხიბლში მყოფნად არ მიგაჩნდეს. ჩვენ ყველანი მოტყუებულნი ვართ, ყველანი ცთუნებულნი ვართ, ყველანი სიცრუეში ვიმყოფებით, ყველას გვესაჭიროება ჭეშმარიტების მიერ გათავისუფლება. ჭეშმარიტება - უფალი ჩვენი იესო ქრისტეა. ამ ჭეშმარიტებას მისადმი რწმენით შევეთვისოთ, ლოცვით შევღაღადოთ ამ ჭეშმარიტებას და იგი გამოგვიყვანს დემონური საცთურების უფსკრულიდან"

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2020, 09:46 PM

"გვიყვარდეს ღმერთი ისე, როგორც მან თვითონ გვამცნო, და არა ისე, როგორც ხიბლში მყოფ მეოცნებეებს ჰგონიათ, რომ უყვართ."

/წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2020, 09:16 PM

"უპირველესად, უფალს უნდა ვევედროთ, განგვარიდოს ცოდვილ გულისთქმებს, რადგან ჩვენი დამღუპველი, უპირველესად, სწორედ ჩვენი გულისთქმებია. თუ ჩვენ არ მივენდობით ცოდვილ გულისთქმებს, თუ შინაგანად ვიქნებით ღვთისმოსავნი და ჩვენი აზრი და გონება ღვთისკენ იქნება მიმართული, ვერანაირი დაბრკოლება, ვერანაირი გარეგნული საცდურები და მახეები ვერ გადაგვახვევინებს ღვთისკენ სავალი გზიდან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2020, 08:13 PM

"უნდა ვერიდოთ ზრახვებს, რომლებიც ჩვენს გონებასა და გულს ელოლიავება"

/წმ. კირილე ალექსანდრიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 08:40 PM

"როდესაც ბიწიერი აზრი ან გრძნობა დაგეუფლება, განაგდეთ ის და თავს უსაყვედურეთ. ამ დროს არ იფიქროთ, რომ თქვენში რაიმე ბიწიერება შემცირდა. უთხარით თავს: "ასეთი მანკიერებანი სწორედ ჩემისთანა ცოდვილშია"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2020, 07:34 PM

"წმიდა მამები გვეუბნებიან, ცოდვაზე გამარჯვება იოლია, თუ დავიწყებთ ზრახვებით. თვით უფლის სათნოყოფა, მისი სამსახური ზრახვებში მდგომარეობს"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2020, 07:42 PM

" - რა არის მიზეზი ღვთისმგმობი აზრებისა? აგრეთვე - ღვთისმშობლის, წმიდა ხატების, წმიდა საიდუმლოებების წინააღმდეგ მიმართული უკეთური აზრებისა?

- თავი დავანებოთ ახლობლის განკითხვას და აღარ შეგვეშინდება უკეთური ზრახვებისა. არავინ უნდა იფიქროს, რომ ღვთისა და სიწმინდეების მგმობ ფიქრებში დამნაშავეა, თუ იგი მათ არ ეთანხმება და პირიქით, ეწინააღმდეგება. ეს ეშმაკებს უნდა მივაწეროთ. ეცადე არანაირი ყურადღება არ მიაქციო ამას".

/წმ. იოანე კიბისაღმწერელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2020, 09:19 PM

"ამაო აზრების საწინააღმდეგოდ წავიკითხოთ წმიდა წერილი, ვიფიქროთ ღმერთსა და ყველაფერ ღვთიურზე; მრუშული აზრების საწინააღმდეგოდ გავიხსენოთ საშინელი სამსჯავრო, მუდმივი სატანჯველი"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2020, 10:35 PM

" - რა ვიღონო, როდესაც ბილწი აზრები მომეძალება?

- ამ დროს უნდა მოუხმო უფალ იესო ქრისტეს და მაშინვე დაინახავ, როგორ გაქრება ყოველგვარი ბილწი აზრი, როგორც კვამლი ჰაერში"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2020, 07:58 PM

" - უნდა მოვინანიოთ თუ არა ბოროტი აზრები?

- ამგვარი აზრებით მუდმივად ვცოდავთ უფლის წინაშე. ამიტომ ასევე მუდმივად უნდა ვთხოვდეთ მას შენდობას ამის გამო. მომიტევე, მეუფეო ზეცათაო, ვინაიდან განვიზრახე შენი ნების საწინააღმდეგო ცხადად თუ დაფარულად, ვინაიდან შენგან არის წყალობა და მოწყალება უკუნისამდე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2020, 08:33 PM

" - გვასწავლეთ ლოცვა ცუდ ზრახვაზე

- უფალო, ჩემი სულიერი მამის (მისი სახელი) ლოცვით განაშორე ჩემგან ბოროტი ზრახვანი"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2020, 02:43 PM

" - როგორ ვაქციოთ ბოროტი ზრახვები სულის მხსნელად?

- ბოროტი ზრახვები - ეს ჩვენი ხსნა არის, თუკი გავაცნობიერებთ, რომ ეს ცუდია და შევებრძოლებით, რათა არ აღვასრულოთ, საქმედ არ ვაქციოთ"

/ღირსი ნეკტარიუს ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2020, 07:06 PM

"სიფრთხილე გვმართებს იმ გულისსიტყვებთან, რომლებიც გაღვიძებისთანავე მოდის. სიზმრები, წარმოსახვები, კარგი თუ ცუდი, რაც ძილმა დაგვიტოვა, მაშინვე უნდა ამოვშალოთ მეხსიერებიდან და დაუყოვნებლივ მოვუხმოთ ქრისტეს სახელს, როგორც ჩვენი სულის სუნთქვას. ამასთან ერთად, როცა სახეზე გამოსაფხიზლებლად წყალს შევისხამთ, ყავას დავლევთ, ან სხვა რაიმეს მივიღებთ ტონუსისთვს, ვიტყვით ''წმინდაო ღმერთოს'', სარწმუნოების სიმბოლოს, ''ღირს არსს'' და ჩვენი ლოცვის ადგილზე ვსხდებით ბოროტთან საბრძოლველი იარაღით."

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2020, 11:06 PM

"ჰკითხა ძმამ ბერს: რატომაა, რომ ლოცვად დგომისას გულისსიტყვები შემაშფოთებენ? ბერმა უპასუხა: იმიტომ, რომ ეშმაკმა დასაბამიდან არ ისურვა ღმერთის თაყვანისცემა და ამისთვის ჩამოგდებულ იქნა ზეციდან, დაკარგა ღმრთის სასუფეველი. მას სურს, რომ ჩვენც იგივე შეგვამთხვიოს და ხელს გვიშლის ლოცვაში."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2020, 11:15 AM

არასდროს დამალო შენი გულისსიტყვები შენი მოძღვრისაგან და ნუ დაამახინჯებ შენს სიტყვებს უფლის წინაშე აღსარებისას. პირდაპირ თქვი შენი გულისსიტყვა და მყისვე დაგიმშვიდდება გული /იოსებ ათონელი ისიხასტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2020, 07:54 PM

"წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: ვინც ამბობს, რომ ხიბლში არ არის, სწორედ ისაა ყველაზე დიდ ხიბლშიო. ხიბლში მეტ-ნაკლებად ყველანი ვართ, ხიბლის წამალი კი საკუთარი ცოდვების დანახვა და სიმდაბლის მოპოვებაა. როგორ უნდა დაინახო საკუთარი ცოდვები, რა უნდა გააკეთო ამისთვის? - მოძღვარს ეს რომ ჰკითხო, ხომ გეტყვის, ილოცეო? ლოცვა ხიბლის წამალია და არა ხიბლში ჩამგდები.

ხიბლი იწყება მაშინ, როცა ადამიანს არ აქვს მორჩილება ეკლესიისა და ვერ ხედავს თავის ცოდვებს. როდესაც ვამბობთ, "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე", - ეს ხომ ამას ნიშნავს: მაპატიე, შემინდე, შენთან ყოფნის საშუალება მომეცი, რადგან ცოდვილიცა ვარ, უვარგისიც და შენთან ყოფნის უნარიც არ გამაჩნია... როცა კაცი ხვდება, რომ ჯოჯოხეთის კანდიდატია, რომელ ხიბლში უნდა ჩავარდეს? ხიბლი მაშინ ჩნდება, როცა კაცი ლოცვას საკუთარი ფსიქიკის რიტმში მოსაყვანად იყენებს.

ერთი ახალმოსული მრევლი მყავდა, მაინცდამაინც წმინდა ცხოვრებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ უყვარდა ლოცვა. რომ ჩავეძიე, აღმოჩნდა, რომ საათობით იკეტებოდა ოთახში და ლოცულობდა. ლოცვის სიტყვებს მაინცდამაინც არ აქცევდა ყურადღებას, მაგრამ საოცარ ნეტარებას განიცდიდა და თუ ამ დროს შვილი ან ცოლი შეუღებდა კარს, ისე ბრაზდებოდა, შეეძლო, საცემრადაც გაემეტებინა. როგორ შეიძლება, უფლისაგან წამოსულ ნეტარებას ეზიარებოდე, სიყვარულის წყაროსთან იყო და ვინმეს ეჩხუბო?! როცა ლოცვის პარალელურად მრისხანებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხიბლში ხარ და არასწორად ლოცულობ."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 02:44 PM

"- კიდევ რა ნიშნებით იცნობა ხიბლი?

- ამას წინათ ერთ მონასტერში გახლდით. მოვიდა ერთი ქალი, რომელიც კეთილ საქმეებს აკეთებს, უამრავი ადამიანი გააქრისტიანა... მაგრამ რომ დაიწყო საუბარი, აღარ გაჩერდა. ადიდა და ლოცა იქაური მღვდელმონაზონი. მეც თან მიმაყოლა... ბევრსაც ლოცულობს, მონასტრებშიც დადის, მაგრამ ვერ ხვდება, რომ მოძღვრის თანდასწრებით არ შეიძლება, მასზე მეტი ილაპარაკო, მით უმეტეს, შეგონებები არიგო... ხიბლის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ბევრი ლაპარაკია.

ალბათ, მავანი მეტყვის, შენც ხომ ბევრს ლაპარაკობო, მაგრამ მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ. ძველი აღთქმა გვასწავლის, რომ წინასწარმეტყველი, რომელიც არ ქადაგებს, ჰგავს ძაღლს, რომელიც არ ყეფს. როცა ქადაგების საშუალება არ არის, ვცდილობ ჩუმად ვიყო, განსაკუთრებით - არაეკლესიურ საზოგადოებაში. რამდენიმე ხნის წინ ჩემს ნათესავებთან აღმოვჩნდი. ორი-სამი საათი ვიჯექი, ხმა ვერ ამომაღებინეს - ღვთის სიტყვა იმათ არ აინტერესებდათ და ფეხბურთზე ვერ ველაპარაკებოდი."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 07:04 PM

"თუ უწმინდური ზრახვებისას თავაშვებულობას და მეოცნებე მოდუნებულობას არ მივეცემით, ამგვარი ზრახვები სულ მალე გაივლის, ისევე, როგორც ღრუბელი გადაივლის ხოლმე ცის კაბადონზე. ზოგს ჰგონია, რომ გარეგნულ მხარეს სულიერ ცხოვრებაში მნიშვნელობა არ აქვს და მთავარი ისაა, რომ გული უფალს მიუძღვნას, მაგრამ ასეთთ არ ესმით, რომ სხეული სამოსი კი არა, ჩვენივე არსების ნაწილია, რომ სულსა და სხეულს შორის უმჭიდროესი კავშირია, რომ გულის განწმენდა არა მხოლოდ სურვილი და მტკიცე გადაწყვეტილება, შეუპოვარი შრომაცაა, რომელიც კუბოს კარამდე გრძელდება."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2020, 09:36 PM

"ვინც საკუთარ გულისთქმებს უჯერებს, თუ ერისკაცია, ჭკუიდან გადადის, ხოლო თუ მონაზონია, ხიბლში ვარდება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2020, 08:40 PM

"გულისთქმებით წავიბილწებით და გულისთქმებითვე წარვემატებით"

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2020, 10:32 PM

"ხშირად ჩვენ უკეთური, ბოროტი აზრები მოგვდის, რომელნიც ზოგჯერ ზიარების დროსაც კი არ გვტოვებს, რომელსაც ბოროტი სული გვიგზავნის. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს მკრეხელური აზრები გარედან შემოსული ბოროტებაა და არა შენი საკუთრება. რადგან ბოროტების გარჩევა არცთუ ისე იოლია, ამიტომაც უნდა მივმართოთ დახმარებისთვის მოძღვარს"

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2020, 08:13 PM

"ყველა სცოდავს იმის გამო, რომ ავი ზრახვის გაჩენისთანავე წინააღმდეგობით არ განაგებს მას"

/ამბა სერენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2020, 09:18 PM

"თუ გსურს, რომ ბოროტმა აზრებმა არ შეგაწუხოს, მაშინ სულიერი დამცირება და ხორციელი მწუხარება მიიღე არა ნაწილობრივ, არამედ ყოველთვის, ყოველგან და ყოველი საქმის დროს"

/წმ. მარკოზ განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2020, 10:20 PM

"ფრთხილად იყავი, როგორც კი ბოროტი აზრი გაგიელვებს გონებაში, მყისვე განდევნე, საშუალება არ მისცე შეყოვნდეს, ვინაიდან, თუ მცდარი აზრი გონებაში შეყოვნდება, გამორიცხული არ არის, გულშიც ჩაგივარდეს".

/ბერი ევსევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2020, 03:32 PM

"ხშირად ახედე ზეცას და არ დააშტერდე ფეხებს - გექნება აზრები ნათელი და სუფთა"

/ღირსი სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2020, 08:23 PM

"ბოროტი ზრახვანი - თესლია ყოველგვარი ბოროტებისა. ამ თესლიდან აღმოცენდებიან ცოდვილი სიტყვები, ცოდვილი სურვილები, ცოდვილი საქმეები"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2020, 06:27 PM

"განიცადე ფიქრთა ზღვაში მცურავი ზრახვანი"

/წმ. ნიკიტა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2020, 11:09 PM

"ეშმაკმა ერთხელ შესცოდა ზრახვით, მე კი ყოველდღიურად ვცოდავ: ზრახვებითაც და გრძნობებითაც. გამოდის, რომ მასზე უარესი ვარ".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2020, 04:06 PM

"იმას, ვინც საკუთარ თავზე არ მუშაობს, მხოლოდ ერთი ამპარტავნული ან გმობის აზრის გაელვებაზეც კი სახე უბნელდება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2020, 11:02 PM

"სულები, რომლებიც ან ადამიანებისაგან მიყენებული შეურაცხყოფით ან გონებაში ფარულად აღმოცენებული ბილწი ზრახვებით, ან სხეულებრივი სნეულებებით იტანჯებიან, თუკი ყოველივეს ბოლომდე დაითმენენ, მოწამეთა მსგავსად გვირგვინების ღირსნი გახდებიან, მათებრი კადნიერება ექნებათ ღვთის წინაშე".

/წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2020, 08:24 PM

"გმობის აზრებით ეშმაკი ტანჯავს მგრძნობიარე ადამიანებს, რათა ისინი მწუხარებასა და სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს".

/ღირის პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2020, 09:23 PM

"იმისთვის კი არ განვიკითხებით, რომ ჩვენში ზრახვები შემოდის, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ მათ ცუდ მიმართულებას ვაძლევთ"

/წმ. ბარსანოფი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2020, 03:20 PM

"თუ ცოდვებს განვაგდებთ, ცოდვასაც ამოვძირკვავთ. ზრახვებიდან წარმოიშვება ცოდვა, როგორც ფესვიდან - ხე, ანდა თესლიდან - ნაყოფი. ამოძირკვე ფესვი და ხე არ იქნება; გაანადგურე თესლი და ნაყოფი არ გაიზრდება"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2020, 10:18 PM

"ქრისტესმიერი მორჩილების გარეშე სული არასდროს არ იქნება მშვიდად ღმერთში, არამედ მუდამ იქნება მღელვარებაში სხვადასხვანაირი ზრახვებისაგან, რომლებიც ხელს უშლიან ღმერთსი ჭვრეტაში"

/წმ. სილუანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2020, 08:13 PM

"ლოცვის საათებში კარგი აზრებითაც კი არ უნდა დავკავდეთ, რადგან ისინი გონებას აღაგზნებენ, ხოლო აღზნებულ გონში ბოროტი აზრებიც ადვილად იბადება"

/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2020, 07:05 PM

"ყველაზე დიდი მოწამეობა უკეთურ ფიქრებთან და აზრებთან დაპირისპირებაა"

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2020, 10:36 PM

"ადამიანს არა მხოლოდ ქმედება, გაფიქრებაც მოეკითხება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2020, 01:53 PM

"თუ ცუდად გაიფიქრე სხვაზე, ესე იგი, უკვე შესცოდე"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2020, 04:48 PM

"თუ შესცოდავ, უნდა მოინანიო, ცოდვაა ისიც, თუ ვინმეზე ცუდად გაიფიქრებ"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2020, 06:34 PM

"როცა წმინდანებს მიბაძავ, რომლებიც ყოველთვის საკუთარ თავს აგინებდნენ, საკუთარ ცოდნას, ძალას, სიბრძნეს არ ენდობოდნენ, მაშინ ღმერთი არ დაუშვებს, რომ ხიბლში ჩავარდეთ"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2020, 06:55 PM

"შეიძლება წინ მიდიოდე, მაგრამ გულისსიტყვებით და შინაგანი განწყობით უკანასკნელი იყო"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2020, 09:29 PM

"უწმინდური აზრები მოგვაგონებს მკვდარ ძვლებსა და უწმინდურ სუნებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2020, 08:26 PM

"ქრისტიანმა თავი უნდა აარიდოს არა მხოლოდ ცოდვიან ქმედებას, არამედ მასზე ფიქრსაც კი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2020, 09:57 PM

"განაგდე შენგან ნებისმიერი არასწორი ზრახვა, მათ ნაცვლად კი კეთილი აზრებით აივსე. კეთილი ზრახვებით განიწმინდება გზები და ლოცვაც მარტივდება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2020, 07:35 PM

"საჭიროა განუწყვეტელი ლოცვა იმისათვის, რომ სხვა რაიმე უკეთური ზრახვა არ შემოვიდეს თქვენს გონებაში, არ დამკვიდრდეს იქ და არ განგაშოროს უფალსა"

/ამბა ფილომონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2020, 07:59 PM

"ფიქრისმიერი ცოდვაც ანგრევს ადამიანის სულს"

/დედა ანტონია (კავეშნიკოვა)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2021, 07:44 PM

"აზრი, რომელიც მუდმივად თან გვდევს, მით უმეტეს, ლოცვის პროცესში, აღსარებას საჭიროებს. და ეშმაკი, რომელიც ამ აზრების უკან არის მოკალათებული, მაშინვე გაქრება, ისევე, როგორც გველი, როდესაც მის სამალავს ქვას ავაცლით".

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2021, 08:27 PM

"ჰოი, წმიდაო სულო, ნუ დამაგდებ. როცა შენ მტოვებ, ცუდი აზრები მომდის და ცრემლებამდე მენატრები"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2021, 10:22 PM

"ზოგიერთი ამბობს, ლოცვისგან ხიბლი იშვებაო. ეს შეცდომაა. ხიბლი თვითნებობისგან ჩნდება და არა ლოცვისგან".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2021, 08:53 PM

"თუ სიძვის გულისსიტყვა მოგიახლოვდა, უმალვე განაგდე იგი, და მაშინ შეინარჩუნებ სულის მშვიდობას, ხოლო თუ სიძვის გულისსიტყვას მიიღებ, სული დაკარგავს ღვთის სიყვარულს და უკვე აღარ გექნება კადნიერება ლოცვისას"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2021, 08:31 PM

"როცა გონებით ჯოჯოხეთში ვარ, სულს მშვიდობა ეძლევა, ხოლო როცა ეს მავიწყდება, ღვთის წინაშე საძაგელი აზრები მომდის"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2021, 08:42 PM

"იცოდე, რომ თუ ბოროტი გულისსიტყვები გაწვალებენ, ესე იგი, არ დამდაბლებულხარ".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2021, 08:13 PM

"გოდერძი ჩოხელი წერს: "სადაც ძაღლია, ძროხები, ადამიანი და ახალმოსული თოვლი, იქ აღარ შეიძლება ავი ფიქრი" ("ლუკას სახარება").

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2021, 08:34 PM

"ხიბლში ადამიანი ან გამოუცდელობის, ან ამპარტავნების გამო ვარდება. თუ მიზეზი გამოუცდელობაა, უფალი მალევე უვლენს კურნებას, ხოლო თუ ამპარტავნება, სული დიდხანს წვალობს, სანამ სიმდაბლეს ისწავლიდეს, და მხოლოდ მაშინ მოარჩენს უფალი"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2021, 08:44 PM

"ხიბლში მაშინ აღმოვჩნდებით ხოლმე, როცა გვგონია, რომ სხვებზე (სულიერ მოძღვარზეც კი) ჭკვიანები და გამოცდილები ვართ. მეც ასე მეგონა გამოუცდელობის გამო და ამისთვის დავისაჯე, და ძლიერ მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ამით დამამდაბლა, გონება გამიხსნა და არ წამართვა თავისი წყალობა. ახლა ვფიქრობ, რომ თუ სულიერ მოძღვარს აღსარებას არ ეუბნები, ხიბლს ვერ გადაურჩები, რადგან სულიერ მოძღვრებს ღმერთმა უბოძა ხელმწიფება შეკვრისა და განხსნისა".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2021, 05:34 PM

"მდაბალი და შემუსვრილი სული უნდა მოიხვეჭო - მაშინ ყველა გულისსიტყვა გაგეცლება და გონება განიწმინდება"

/ღირსი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2021, 08:50 PM

"ვინც ბოროტ გულისსიტყვებს ებრძვის, იმას თავისი საზომის შესაბამისად უყვარს ღმერთი".

/ღირსი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2021, 09:37 PM

"თავი დააჩვიე, რომ გაჩენისთანავე განაგდო ბოროტი გულისსიტყვები. ხოლო თუ თვლემა მოგერევა და მაშინვე არ მოიკვეთ მათ, შეინანე. იშრომე, რათა ჩვევა შეიძინო. რასაც დაეჩვევი, იმავეს გააგრძელებ მთელი ცხოვრების მანძილზე".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2021, 04:53 PM

"როგორც ადამიანები შედიან და გამოდიან სახლიდან, ისევე გულისსიტყვები გამოდიან ეშმაკებისგან და, თუ შნ არ მიიღებ, წავლენ. თუ გულისსიტყვა გეუბნება, მოიპარეო, და შენ დაემორჩილები, ამით ეშმაკს აძლევ შენზე ძალაუფლებას. თუ გულისსიტყვა გეუბნება, ბევრი, ძღომამდე ჭამეო, და შენც ასე მოიქცევი, ისევ და ისევ ეშმაკი მოგერევა. ასე და ამგვარად, თუ ყოველ ვნებას დაუთმობ, თანდათან ეშმაკებს სადგომად გადაიქცევი. მაგრამ თუ ჯეროვან სინანულს მიეცემი, მტრებს ძრწოლა შეიპყრობს და გაგეცლებიან".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2021, 09:22 PM

"ბოროტი გულისსიტყვები ამპარტავან სულს ტანჯავენ, და სანამ სული არ დამდაბლდება, ვერ ჰპოვებს მათგან მოსვენებას. როცა ბოროტი გულისსიტყვები შეგაიწრებენ, ადამის მსგავსად შეჰღაღადე ღმერთს: "უფალო, ღმერთო და შემოქმედო ჩემო! ხედავ, რომ იტანჯება ჩემი სული ბოროტი გულისსიტყვებისაგან... შემიწყალე მე!" და როცა მეუფის წინაშე დგახარ, კარგად გახსოვდეს, რომ ყველა თხოვნას შეგისრულებს ღმერთი, თუკი ისინი შენთვის სასარგებლონი იქნებიან".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2021, 02:58 PM

"ბოროტ აზრებს ამპარტავნება შობს"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2021, 05:28 PM

"ხიბლის მიზეზი არის არა ლოცვა, ფსალმუნი, კანონი თუ დაუჯდომელი ან იესოს ლოცვა, არა, ღმერთმა დაიფაროს ყველა ასეთი ღვთისგმობისგან. ამპარტავნება და სიცრუე - აი ხიბლის მიზეზი"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2021, 08:17 PM

"თუ სულში უკეთურებისადმი ლტოლვის პირველივე გამოვლინება ძირშივე არ მოიკვეთა, ზრახვა აუცილებლად საქმედ გექცევა"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2021, 03:40 PM

"შეუძლებელია, გარეგნული კაცი უცოდველი იყოს, თუ შინაგანი ავ ზრახვებს ეძლევა"

/ღირსი ფილოთეოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2021, 06:35 PM

"დააკვირდით, რისგან მოხდა დაცემა. უეცრად დაცემა იშვიათად ხდება, ჩვეულებრივ, ის მცირედიდან იწყება: ზრახვა, მსუბუქი თანაგრძნობა მისდამი და მასში დაყოვნება. აქ მთავარია, არასოდეს დავიტოვოთ გულში არათუ ზრახვისადმი თანაგრძნობის, არამედ თვით ზრახვის კვალიც, რათა სულში ცოდვისადმი ზიზღი და სიძულვილი დამკვიდრდეს"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 10:15 PM

"ხიბლი არის ადამიანის ბუნების სიცრუით დაავადება. ხიბლი უკლებლივ ყველა ადამიანის სენია, პირველმშობელთა დაცემის შედეგი. ყველანი ხიბლში ვართ".

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 10:31 PM

"ჩვენი გამკიცხველები მივიღოთ, როგორც ღვთისგან გამოგზავნილნი ჩვენი დაფარული ბოროტი ზრახვების სამხილებლად, რათა გულდასმით გამოვიკვლიოთ საკუთარი აზრები და გამოვასწოროთ"

/ღირსი მარკოზ მოსაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2021, 08:54 PM

"ყველას ნუ განუცხადებ შენს ზრახვებს, რათა მოყვასი არ დააბრკოლო"

/ღირსი ისაია განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2021, 08:48 PM

"ღვთისმგმობი აზრები მრავლდება და ძლიერდება ამპარტავნებისა და სხვათა განკითხვისაგან, ამიტომ ერიდე ერთსაც და მეორესაც და მგმობელი აზრები გახუნდება"

/ღირსი ანატოლი ოპტინელი (ზერცალოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 08:35 PM

"ვფიქრობ, სულიერ მოძღვართან აღსარების გარეშე ხიბლის დაძლევა შეუძლებელია"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2021, 08:20 PM

"ჩვენს ჩვეულებრივ ყოფაში ყველა ნათელი აზრი მფარველი ანგელოზისა და სულიწმიდისგანაა, მაშინ, როცა უწმინდური და ბნელი - ჩვენი დაცემული ბუნებისა და ეშმაკისგან"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2021, 08:03 PM

"როდესაც ასურელები იერუსალიმის კედლებს მიადგნენ და ამ კედლებზე მდგომთა დაბრკოლება დაიწყეს, ღვთისადმი მათი რწმენისა და მეფისადმი ერთგულების შერყევას ღვთისსაგმობი შეძახილებით ცდილობდნენ. მაშინ კეთილმსახურმა ეზეკიამ შეაჩერა თავისიანები, არ მისცა უფლება, რომ ეპასუხათ, თავად კი ტაძარში შევიდა და იქ ლოცულობდა. ასე უნდა მოიქცეს ქრისტიანი მსგავსი ზრახვების მოძალებისას. არ უპასუხოს, არ უსმინოს, საკუთარ გულს ჩაუღრმავდეს და იესო ქრისტეს მოუხმოს, პირჯვარი გამოისახოს, როგორც ხილულად, ისე უხილავადაც (გულში)".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2021, 12:06 PM

"ერთი წამითაც არ დანებდე ზრახვებს, ოფლისა და სისხლის ფასად ებრძოლე. გამოისყიდე მთელი დღეების სულიერი სიმშვიდე რამდენიმე წუთში. იყავი ბრძენი, როგორც გველი: გაუფრთხილდი შენს თავსა და გულს"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2021, 05:41 PM

"თუ ზრახვები გეწვევა, არ მიიღო, თუნდაც უბრალო და კეთილი იყოს. გონების გულში მოქცევითა და უფალი იესოს სახელის ხშირი და განუხრელი მოხმობით მალე დაამარცხებ და გაანადგურებ ამგვარ ზრახვებს, შემუსრავ რა უხილავად უფლის სახელით"

/ღირსი გრიგოლ ნოსელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2021, 02:18 PM

"როგორც მიწიერ ხელმწიფეს სძულს მოღალატე, რომელიც მისგან პირს მიიქცევს და მტრებს ესაუბრება, ისევე საძულველია უფლის წინაშე ის, ვინც ლოცვაზე დგას და, ამასთან, უწმინდური ზრახვებითაა დაკავებული"

/ღირსი მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2021, 04:20 PM

"ავაზაკების ხროვასავით შემომსევია ვნებები. ღამით ზმანებები მეხვევა. გული ჩემი ბოროტმოქმედ აზრთა ბუნაგია"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2021, 05:24 PM

"როდესაც ზრახვები თავს გესხმიან და ვერ ერევით, თქვით ასე: "უფალო, შენ ხედავ ჩემს უძლურებას, მე არ შემიძლია ბრძოლა, შეწევნასა შენსა ვესწრაფვი"

/ღირსი ამბროსი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2021, 01:27 PM

"როდესაც ზრახვები გაშფოთებთ ან გაწუხებთ, მათ არ უნდა შეეპასუხოთ, მხოლოდ უნდა თქვათ: "იყავნ ნება ღვთისა", ეს დიდ სიმშვიდეს მოგანიჭებთ"

/ღირსი ბარსანუფი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2021, 08:41 PM

"ხიბლი მეტად საშიშ რელიგიურ მდგომარეობად ითვლება, როცა ახდენენ რა თავისი შესაძლებლობების გადაფასებას, დიდ წარმოდგენას იქმნიან საკუთარ თავზე"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2021, 06:14 PM

"ხიბლი არის სულიერი თვითტკბობა, რომლის დროსაც ადამიანი ფანტაზიით, თავისი დაავადებული წარმოსახვებით ეშმაკისეულ ჩვენებას ღვთაებრივ გამოცხადებად მიიჩნევს"

/მღვდელი ანდრია დუდჩენკო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2021, 08:37 PM

"წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, უდიდესი მოღვაწე XI საუკუნისა და თავად ღვთისაგან ღირსქმნილი ხელთუქმნელი ნათელის ხილვისა, გვმოძღვრავს, რომ "ლოცვისას "ზეციური სიკეთეების, ანგელოზებისა და წმინდანების" წარმოსახვები არის ხიბლის ნიშანი. ამ გზაზე მდგარნი ცდუნდებიან იმით, რომ ნათელის ჭვრეტას ცდილობენ ხორციელი თვალებით, სურნელების შეგრძნებას ხორციელი ყნოსვით, ზეციური ხმების მოსმენას ხორციელი ყურით და სხვა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 10:12 PM

"თუ ნეგატიურ ფიქრებს და აზრებს თავს დააღწევ, შენი ცხოვრება უკეთესად წარიმართება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2021, 07:45 PM

"ღმერთი მსაჯულია არამხოლოდ გარეგნული საქმეებისა, არამედ - შინაგანი აზრებისაც"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2021, 08:08 PM

"როგორც ნაპერწკალი ადვილად ქრება აალებამდე, ასევე, ცუდი ზრახვა დასაწყისშივე ადვილად ითრგუნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2021, 04:12 PM

"ქარის მოძრაობის გარეშე ღრუბლები არ წარმოიქმნება; ასევე არ გაჩნდება ცოდვა ზრახვების გარეშე"

/წმ. მარკოზ მოსაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2021, 05:20 PM

"როგორც გამოუცდელი ხბო მიიჩქარის ბალახისაკენ და უფსკრულით გარშემორტყმულ ადგილას აღმოჩნდება, ასევე ემართება სულს, რომელიც ნელ-ნელა იხიბლება ზრახვებით"

/წმ. მარკოზ მოსაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2021, 05:41 PM

"ყველა სცოდავს იმის გამო, რომ ავი ზრახვის გაჩენისთანავე წინააღმდეგობით არ განაგდებს მას"

/ამბა სერენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2021, 08:20 PM

"რაც შეიძლება სწრაფად განდევნე გულიდან ყოველგვარი ცოდვილი ზრახვა, როგორც მეყსეულად იცილებ ტანსაცმლიდან პატარა ნაპერწკალსაც კი, რომელიც მას მოხვდა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2021, 05:57 PM

"ნურასდროს იფიქრებ, რომ არად ჩააგდო ზრახვები, რამეთუ არანაირი აზრი უფლისაგან დაფარული არ დარჩება"

/წმ. მარკოზ მოსაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2021, 07:33 PM

"ნურასდროს დაუშვებ შენს გულში შემოვიდეს ზრახვა, რომელიც ღმერთს განარისხებს"

/ამბა სილუანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2021, 08:37 PM

"საკუთარ თავში ცოდვილი აზრები უნდა დავთგრუნოთ, რათა მათ ცოდვილ საქმეებამდე არ მიგვიყვანონ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2021, 07:27 PM

"საჭიროა ვისწავლოთ ბილწ გულისსიტყვებზე განრისხება"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 12:32 PM

"თუ ქაღალდს, ნაგავს ცეცხლში ჩააგდებთ, გან არ დაიწვება? ასეა სულიერ ადამიანშიც: რასაც ეშმაკი აგდებს მასში, იწვის. "შთანმთქმელი ცეცხლი!" როდესაც ადამიანში საღვთო ალი აინთება, ყველაფერს შთანთქავს, ბილწი ზრახვები ვერ ჩერდება, ანუ ეშმაკი არ წყვეტს ბილწი ზრახვების სროლას, მაგრამ ადამიანს აქვს სულიერი "ცეცხლი" და წვავს მათ"

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 09:19 PM

"იმისთვის კი არ განვიკითხებით, რომ ჩვენში ზრახვები შემოდის, არამედ იმისათვის, რომ ჩვენ მათ ცუდ მიმართულებას ვაძლევთ!"

/წმ. ბარსანოფი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 04:37 PM

"მზაკვარი აზრები სხვა აზრებით განაგდე!"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2021, 10:36 PM

"უფალი დაივანებს შენში და თავისი წმიდა მადლით იმოქმედებს შენზე მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად განიწმინდები ხორციელი ზრახვებისაგან!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2021, 05:37 PM

"საკუთარ სხეულს მეტისმეტად ნუ გამოკვებავ და შენში ცუდი ზრახვები შესუსტდებიან"

/ამბა ევაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 04:20 PM

"ხშირად მიმართე გონება ლოცვისაკენ და გულთან მოსულ ზრახვებს განდევნი!"

/ამბა ფალასი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 06:40 PM

"მოსეს მიერ უდაბნოში აღმართული სპილენძის გველის ყურება, რომელსაც ქრისტეს ჯვრის ძალა ჰქონდა, სწრაფად კურნავდა შხამიანი გველით დაგესლილებს; ასევე, სინანულის, რწმენისა და ჯვარცმული იესოს ლოცვა სწრაფად კურნავს ვნებიანი აზრების შხამიანი შთაბეჭდილებებით დასნებონებულ სულს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2021, 10:14 PM

"ერთი შეუფერებელი აზრით შესაძლოა, ასწლიანი მაცხოვნებელი შრომა დაკარგო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2021, 06:38 PM

"დაცარიელებული მიწა ეკალ-ბარდებითაა სავსე, მოუვლელი სული კი - არაწმიდა აზრებით!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2021, 07:12 PM

"როგორც ცვილი დნება ცეცხლისაგან, ასევე, უწმინდური გულისთქმა ქრება ღვთის შიშისგან"

/ამბა ფალასი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 09:36 PM

"დილიდან გაემიჯნე ნეგატიურ ფიქრებს და აზრებს, არ მისცე უფლება გმართოს უარყოფითმა განწყობამ, პირიქით, შენ უნდა მართო!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2021, 06:25 PM

"როგორც ყვავილებს აჭკნობს სიცივე, ასევე, ხიბლის ცოდვილი აზრები და სურვილები სუსტდებიან სიკვდილზე ფიქრში!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2021, 01:40 PM

"ცბიერ გულისზრახვებს მიდევნებული ბრმავდება მათგან და თუმცა ცოდვის მოქმედებებს ხედავს, მათი მიზეზების განჭრეტა არ ძალუძს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2021, 01:54 PM

"როგორც ნაპერწკალი აალებამდე ადვილად ქრება, ასევე ცუდი ზრახვა დასაწყისშივე ადვილად ითრგუნება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2021, 08:37 PM

"როდესაც გაჩენილ ზრახვას თანაგრძნობით მოვეკიდებით და მზადა ვართ ავყვეთ მას, ეს უკვე ზრახვასთან თანხმობაა. ამ შემთხვევაში ორი ერთმანეთისგან განსხვავებული გამოსავალი არსებობს: 1. დროებითი თანხმობის შემდეგ ჩვენ შეიძლება გამოვფხიზლდეთ, შევინანოთ და უფლის წინაშე აღსარებით დავძლიოთ იგი. 2. გრიგოლ სინელის თქმით: "როდესაც კაცი თავისი ნებით მიიღებს მტრისაგან შემოტანილ აზრს, ეთანმხება და უმეგობრდება მას, არ ეწინააღმდეგება და მოქმედებს მისი ჩაგონებით - ეს უკვე აშკარა ცოდვაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2021, 08:33 PM

"ყოველი ბოროტი აზრი და უგუნური სურვილი თავდაპირველად ობობის ძაფივით ჩანს, მაგრამ საბოლოოდ მცოდველისთვის ის ეტლის აღვირებად იქცევა".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)