IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

101 გვერდი V « < 99 100 101  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Feb 3 2018, 09:32 AM
პოსტი #2001


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,213
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



[წმ. გაბრილე სალოსი] ამბობდა ხოლმე: "კარგ ბერს ერთი სეფისკვერი უნდა ეყოსო".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 4 2018, 12:53 PM
პოსტი #2002


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,213
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ამბავი კაცისა, რომელსაც მონასტრები ეჯავრებოდა

"მსოფლიო ომის დროს ერთი ჩვენებური მოხელე საფრანგეთში შეხვდა ლტოლვილ ჩვენებურ ბერს. გაჭირვებული ბერი მას რამდენიმე ოქროს მონეტას ესესხა. ომის დამთავრების მერე ორივენი შინ საღ-სალამათნი დაბრუნდნენ. ბერმა ვალის დაბრუნება რატომღაც არ ისურვა, რის გამოც მონასტრები და მათი მკვიდრნი მთლად შეიჯავრა.

ორი წლის შემდეგ ავად გახდა და ექიმებმა ურჩიეს, ოვჩარის კურორტზე გაეკაჟებინა ჯანმრთელობა. მოხუცი, ავადმყოფი მოხელე იძულებული გახდა, მონასტერში ეცხოვრა, რაც თავიდან არ მოსწონდა, მაგრამ სავანის უხუცესების სიკეთემ და სიყვარულმა მისი გული დაატყვევა, მასში მონასტრებისა და მონაზვნების პატივისცემა გააღვიძა.

ღვთის განგებულებით, მოხელე ამავე მონასტერში მოკვდა. ცოლმა ის მონასტრის გვერდით დაკრძალა იმედით - შემდგომში ბელგრადში, საგვარეულო აკლდამაში გადავასვენებო. როცა ამისთვის ყველაფერი მოამზადა, სიზმარში ქმარი ნახა, რომელმაც მკაცრად გააფრთხილა, დამტოვე აქ, სადაც ვარ, ეს წმინდა ადგილიაო."

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2018, 09:43 AM
პოსტი #2003


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,213
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...მონასტრის შესასვლელთან გამოვფინე დაფა, რომელზეც მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ეწერა - "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!" მანამდე, ოცი წუთის სავალზე ორი დაფა იყო. ერთზე ეწერა - "შეუფერებლად ჩაცმულები მიბრძანდით მდინარეზე". აქვე იყო ისარი, რომელიც მდინარის გზას მიანიშნებდა. მეორე დაფაზე კი ეწერა: "შესაფერისად ჩაცმულები - წმინდა სავანისკენ" და აქაც ისარი უჩვენებდა მონასტრის გზას. ასე რომ, შეკერეთ ქვედაკაბები და მოსასხამები და თავაზიანად შესთავაზეთ შარვლიან და მოკლეკაბიან მანდილოსნებს, რომლებიც პირველად არიან მონასტერში და წესები არ იციან - ამით მიხვდებიან, რომ პატივით უნდა მოექცნენ იმ ადგილებს, სადაც მივიდნენ".

/წმინდა პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2018, 10:43 PM
პოსტი #2004


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,213
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ი. ყანჩიშვილი სულ განმარტოებით ცხოვრობდა (“სამხოლოეში“).


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2018, 12:31 PM
პოსტი #2005


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,213
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სადაყუდებულო"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2018, 11:39 AM
პოსტი #2006


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,213
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- ბერმონაზვნობაში თუ განირჩევა მამაკაცი და დედაკაცი თავისი დანიშნულებითა და მოვალეობებით?

- განსხვავება ისაა, რომ კაცი ბერმონაზონი შეიძლება გახდეს მღვდელმსახური, ხოლო დედაკაცი მღვდელმსახური ვერ გახდება. დედათა და მამათა მონასტრების ტიპიკონი არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. როგორც მამაკაცი, ასევე დედაკაციც ერთნაირად დებს ქალწულების აღთქმას, ტოვებს სოფელს და მთელ ცხოვრებას უძღვნის უფალს."

/მეუფე იოანე (გამრეკელი)/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2018, 08:19 PM
პოსტი #2007


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,213
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...სიკვდილის წინ მამამ შვილს ანდერძად დაუბარა, ეზრუნა ოჯახისათვის. ამ დროს მომავალი მღვდელმონაზონი ალექსი შუშანია 16 წლისა იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ იერუსალიმში გაემგზავრა და იქაური სიწმინდეები მოილოცა, შემდეგ კონსტანტინოპოლში ჩავიდა ბიძასთან, ისლამ შუშანიასთან.

ერთხელ ალექსიმ ბიძას გამოართვა წმინდა ნათლისმცემლის პატარა ხატი, თავის ოთახში განმარტოვდა და დაეწყო დიდი შინაგანი ბრძოლა: ცალკე საერო ცხოვრება იზიდავდა, ცალკე კი უხილავი ძალა მოუწოდებდა წმინდა და მაღალი ცხოვრებისაკენ. ასეთ ბრძოლაში გავიდა რამდენიმე საათი. ბოლოს ალექსიმ იკითხა: - რა ვუყო მამის ანდერძს, მან ხომ ოჯახი ჩამაბარა, რა ვუყო ჩემს ვალდებულებას? უხილავმა მოძღვარმა უპასუხა: ახლა რომ მოკვდე, ვინ გაარიგებს შენს საქმეს? ალექსიმ მიუგო: "ღმერთი". კვლავ გაისმა ხმა: "მაშინ შენც მოკვდი ღვთისთვის საწუთროსგან და ღმერთს მიანდე ყოველივე შენი საქმე და იგი გაარიგებს".

მას შემდეგ ალექსი საოცრად გამოიცვალა. თითქმის გამუდმებით, თვეობით იჯდა თავის ოთახში, კითხულობდა საღმრთო წიგნებს და მკაცრადაც მარხულობდა.

ალექსის ამგვარმა ყოფამ ბიძამისს კონსტანტინოპოლზე გული აუცრუა და მალე საქართველოში დაბრუნდნენ. ალექსიმ ოჯახს განუცხადა, რომ ბერად აღკვეცის აღქმა დადო. დები და ძმა შეწუხდნენ, დედამ კი მადლობა შესწირა ღმერთს და დალოცა შვილი.

იმ დღიდან მან მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. გადიოდა სოფლებში, უვლიდა ჭლექით, ქოლერით და სხვა მძიმე ავადმყოფობებით დასნეულებულებს, მარხავდა უპატრონო მიცვალებულებს. მისი ქადაგების გავლენით მალე მონაზვნად აღიკვეცნენ დედამისი ელენე, უმცროსი და სალომე და ძმა ბესარიონი (შუათანა და, სოფიო, ღვთის განგებით, ალექსიზე ადრე აღიკვეცა მონაზვნად თეკლათის დედათა მონასტერში). ბესარიონი მარტვილის მონასტერში მღვდლად აკურთხეს, სადაც სიკვდილამდე მოღვაწეობდა.

ათონის მთის სიწმინდეების და კიევის მღვიმეთა მონასტრის მოლოცვის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და მოღვაწეობა გელათის მონასტერში გააგრძელა. იგი ხელდასხმულ იქნა ჯერ დიაკვნად, მერე მღვდელმონაზვნად.

ღვთის განგებით, ალექსი ბერმა ბერული სენაკის მშენებლობა დაიწყო მენჯში - მთავარანგელოზთა გორაზე. ღვთისნიერ ადამიანთა დახმარებით ნელ-ნელა გამოიკვეთა ძველი, სანახევროდ დანგრეული მთავარანგელოზთა ტაძარი. შემოიკრიბა მოწაფეები და შეუდგა ამ სავანეში დაყუდებულ მოღვაწეობას.

სენაკში მას ჰქონდა კაცის სიმაღლის ხის ჯვარი, რომელსაც ლოცვის დროს ზურგით იპყრობდა ხოლმე, რადგანაც, როგორც თვითონ ამბობდა, ჯვრის ასე პყრობა გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს აგონებდა. მნახველების მისაღებად მხოლოდ შაბათ-კვირას გამოდიოდა.

ცხოვრების უკანასკნელ ხანებში ალექსი ბერი მძიმედ დასნეულდა. გარდაიცვალა 1923 წლის 18 იანვარს, 70 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების შემდეგ მის სავანეში მოღვაწეობდნენ მისი დები სქემმონაზონი აკეფსიმა და იღუმენია ფასტო.

სავანის მოსალოდნელი დარბევის შიშით დებმა წმინდა ბერი თეკლათის დედათა მონასტერში დაკრძალეს, თვითონ მთავარანგელოზების მონასტერში დარჩნენ.

1960 წლის 8 იანვარს ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემ სიდამონიძის (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქის), ლოცვა-კურთხევით, მამა ალექსის ნეშტი თეკლათის დედათა მონასტრიდან გადაასვენეს და მენჯში დაკრძალეს. როცა საფლავი გახსნეს, ალექსი ბერის ნეშტი უხრწნელი იყო. მოგვიანებით წმინდა ალექსი ბერის საფლავზე პატარა ეკლესია აიგო."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 9 2018, 11:21 AM
პოსტი #2008


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,213
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„[ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელმა] დატოვა ჭყონდიდის კათედრა და ნახარებუს მონასტერში დასადგურდა“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 9 2018, 10:13 PM
პოსტი #2009


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,213
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“წმინდა გიორგი ზადონელი ახალგაზრდობაში იდეალისტი იყო, სილამაზეს ეძიებდა. თვითონაც მშვენიერი ვაჟი გახლდათ. ერთხელ ერთი მზეთუნახავი გაიცნო და ცოლობა სთხოვა. ქალიშვილი დათანხმდა. იმავე ღამეს მან სიზმარი ნახა: თითქოს მის წინ ულამაზესი გოგონა დგას, ისეთი მშვენიერი, რომლის მსგავსი არსად ენახა. გაოცებულმა ჰკითხა: "ვინა ხარ, რა გქვია?" - "სახელი ჩემი უბიწოებაა", - უპასუხა ქალიშვილმა. გაიღვიძა გიორგიმ: "აი, სად ყოფილა სილამაზე! სხვა არაფერი მინდა!" და მერე ბერად შემდგარი დაეყუდა კიდეც.”


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 10 2018, 01:46 PM
პოსტი #2010


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,213
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“- მამაკაცსაც და დედაკაცსაც უფალმა მისცა ორი გზა თავისი მისიის აღსასრულებლად, ესენია: ქორწინება და ბერმონაზვნობა. მეუფეო, რომელია უპირატესი?

- საკითხი არ დგას ასე, თუ რომელია უპირატესი. ვიცით, რომ ერისკაციც შესულა სასუფეველში და ბერმონაზონიც. თითოეული მათგანი ღვთის წინაშე თავისი პასუხისმგებლობისა და მოვალეობის აღსრულების შესაბამისად იმკვიდრებს საუკუნო ცხოვრებას.

მოციქული ამ ორი გზის განსხვავებულობას ასე აღნიშნავს: ვინც დაქორწინებულია, ის მამაკაცი ცოლს და ოჯახს ემსახურება, ხოლო უქორწინებელი - მხოლოდ უფალსო. სრულად მსახურებას ღვთის წინაშე ასრულებს მხოლოდ ბერმონაზონი. ბერმონაზვნობა ის გზაა, რომელზეც ბრძანებს მაცხოვარი, რომ მრავალნი ამას ვერ დაიტევენ. რადგან ქალწულად ცხოვრებას მრავალნი ვერ დაიტევენ, უმრავლესობისთვის მოცემულია ქორწინება, რომელიც დასაბამიდანვე კურთხეულია ღვთის მიერ.”

/მეუფე იოანე (გამრეკელი)/



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2018, 02:15 PM
პოსტი #2011


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,213
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381




„თავად ეპისტიმია, ნეტარი გალაქტიონის სულიერი დაც მის მსგავსად წარემატებოდა სულიერ ცხოვრებაში წმინდა იღუმენიას ფრთის ქვეშ“.


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2018, 10:29 AM
პოსტი #2012


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,213
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ათონზე ყოველთვის მრჩებოდა ასეთი შთაბეჭდილება ბერებისგან: ათონელები დიდი მოღვაწენი არიან, ცივილიზაციის ბევრ მიღწევებს მოკლებულნი არიან, მაგრამ სახე ყოველთვის სიხარულით უბრწყინავთ. ყოველი მათგანი განსხვავებულია, ორიგინალურია, რადგან ცოცხალი ცხოვრებით ცხოვრობენ“.

/ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2018, 12:23 PM
პოსტი #2013


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,213
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ხაზინადარი, მორჩილი ეკატერინე (დვალიშვილი) (ბედიის მონასტრის წინამძღვარი, შემდგომ კი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ზოილე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ნათლია) - 30 წლის, სოფელ საჩინოდან, ქუთაისის მაზრა, დაამთავრა კორძაიას პროფ. სკოლა, მონასტერშია მორჩილად 1921 წლიდან, ჯამაგირი არსაიდან არ ეძლევა, ქორწინებაში არ ყოფილა.”


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 14 2018, 11:21 AM
პოსტი #2014


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,213
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“წმინდა მატოც ხანძთის უდაბნოში მოღვაწეობდა. მერეს დედათა მონასტრის წინამძღვრის გარდაცვალების შემდეგ იგი ორმოცი წელი წინამძღვრობდა ამ მონასტერს და "ექმნა ყოველთა სახე კეთილისა". მის სიწმინდესა და ასკეტიზმზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ამ ხნის განმავლობაში მას დედებთან ერთად არასდროს უჭამია პური და არც არაფერი გამოურთმევია მათთვის ხელიდან ხელში. ღრმად მოხუცებულმა და დასნეულებულმა წმინდანმა თავი აარიდა დედების ხელით მსახურებას, მამათა მონასტერში მოღვაწე თავის ნათესავს სთხოვა, თან წაეყვანა და ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.”


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 15 2018, 01:21 PM
პოსტი #2015


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,213
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერს, რომელსაც სულიწმინდის მადლი მოუპოვებია, შეუძლია ადამიანები რაღაც საზომით საკუთარ თავს მიამსგავსოს, ჩვენ, უძლური ბერები კი ერისკაცებთან ურთიერთობისას მათი მსგავსი ვხდებით."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 16 2018, 11:25 AM
პოსტი #2016


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,213
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381





მელანია

“თავის დროზე ელეცის მონასტრის დაყუდებულ მონაზონ დედა მელანიას ცდუნებასთან დიდი ბრძოლები ჰქონდა გამოვლილი.

ერთხელ, ძილთან ჭიდილში გადაღლილს, თვალწინ წარმოესახა მიწაზე დაშვებული ფრთიანრაშებშებმული ცეცხლოვანი ეტლი. თეთრით მოსილი ყმაწვილი მიუახლოვდა მას და უთხრა: - მომეახლე, რჩეულო უფლისა, მიიღე შენი შრომის საზღაური. შენთან თვით უფალმა გამომგზავნა, მე - თავისი ანგელოზი, რათა აღგიტაცო სამოთხის სანახებში, სადაც მოგელის დაი ეკატერინე.

როდესაც დის სახელი ესმა, მელანიას ისე გაუხარდა, რომ სიხარულით პირჯვრის გადაწერა დაავიწყდა. იგი, თავისივე ხილვაში მყოფი, ეტლში ჩაჯდა და ფრთოსანმა რაშებმა ჰაერში აღიტაცეს სასახლისკენ. ყმაწვილმა ჩამოსვა იგი და სასახლეში უპირებდა შეყვანას, რომ მელანიამ პირჯვარი გადაიწერა და უეცრად ყველაფერი გაქრა. შორიდან მოესმა არაადამიანური ხარხარი. საშინელმა შიშმა მოიცვა იგი - საკუთარი თავი იხილა წისქვილის სიახლოვეს, ხიდის ნაპირას - ყველაზე სახიფათო ადგილზე.

მელანიამ ზარდაცემულმა შეჰყვირა და ხიდზე დაეცა. ყვირილზე წისქვილის მუშები გამოცვივდნენ. მელანია იცნეს. გაუკვირდათ - როგორ აღმოჩნდა აქ ამ შუაღამისასო. ცოცხალ-მკვდარი მონაზონი ძლივს მოაბრუნეს. როდესაც გონს მოეგო, მელანიამ სთხოვა მათ, დაებრუნებინათ მონასტერში. მას შემდეგ მელანია ძალიან ფრთხილი გახდა ყოველგვარი ხილვის მიმართ და ლოცვითა და სიმდაბლით შეიარაღდა ბოროტისგან მოგვრილ საცდურთა წინააღმდეგ. მას უფლისგან მიეცა ნათელხილვისა და კურნების ნიჭი. მასთან მოდიოდნენ დახმარების სათხოვნელად როგორც სასულიერონი, ისე - საერონი.

მონაზონი ლუბა დიდხანს ევნებოდა სიმსივნით გამოწვეული ფეხის ტკივილებით. მან მორჩილი გააგზავნა მელანიასთან წმინდა ლოცვების თხოვნით. მელანიამ ჩაის მცირეოდენი ულუფა გაატანა და დაარიგა, დაუყოვნებლივ დაელევინებინა ფეხმტკივანისთვის.

დილით ავადმყოფმა თავი უკეთ იგრძნო და ახლა უკვე სხვა საქმეზე გაგზავნა მორჩილი მელანიასთან. გზადაგზა მორჩილი თავისთვის ფიქრობდა: "ეტყობა, დედა მელანია უფლის სათნომყოფელია!"

ეს აზრები უტრიალებდა თავში, როდესაც ლოცვის თანხლებით ფანჯარაზე უკაკუნებდა მელანიას. უეცრად სენაკიდან მელანიას ხმა მოესმა: - რას მიწოდებ შენს გონებაში, მე - უპოვარსა და უსინათლოს! თუ კვლავაც ასეთი სახელით მიხმობ, დაივიწყე ჩემი სენაკის გზა. ახლა კი შენს ავადმყოფ მონაზონს გადაეცი, ერთი კვირის შემდეგ მიყიდოს ფუნთუშეული და თვითონ მომიტანოს.

ასეც მოხდა. სნეული უწამლოდ გამოჯანმრთელდა და ყველას გასაკვირად, დათქმულ დღეს თავად მიუტანა ტკბილეული თავის მკურნალს.”



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 16 2018, 08:41 PM
პოსტი #2017


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,213
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეკლესია-მონასტებსაც ჰქონდა საკუთარი ტყეები, რომელთაც ხატის ტყეები ეწოდებოდა.

ქართველ კაცს გენში ჰქონდა გამჯდარი, რომ "ხატის ტყეში" ერთი ძირი ხეც კი არ უნდა მოეჭრა."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 10:18 AM
პოსტი #2018


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,213
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მამები ჩვენს გვერდით არ არიან. თუნდაც იყვნენ, მაინც არ დავუჯერებდით და ამისთვის უფრო მეტად განვიკითხავდით. ერთხელ ტაძარში, ღვთისმსახურებისას, ორი მონაზონი დავინახე: მომეჩვენა, თითქოს უხილავი ნათლის წყაროდან წამოსული სხივები სახეზე ეფრქვეოდათ. წინანდელი მოღვაწენი ნათელს აფრქვევდნენ. ახლანდელ ბერებს უყვართ სულიერ ნათელზე საუბარი; მათი ხმა კი არსად ჩანს."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 07:32 PM
პოსტი #2019


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,213
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერისკაცი და ბერისკაცი"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

101 გვერდი V « < 99 100 101
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th February 2018 - 10:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი