IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> საქართველოს საპატრიარქო, ამ თემაში იქნება საუბრები საპატრიარქოს შესახებ.
zaz
პოსტი Feb 6 2012, 07:29 PM
პოსტი #21


Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020



სამთავისისა და გორის ეპისკოპოსი ანდრია გვაზავა
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaz
პოსტი Feb 6 2012, 09:07 PM
პოსტი #22


Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020



ვანისა და ბაღდათის ეპარქია

მდებარეობა
ვანისა და ბაღდათის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, იმერეთის დაბლობზე მდინარეების სულორისა და ხანისწყლის აუზებში მდებარეობს. იგი ქალაქებს - ვანს, ბაღდათს და მათ მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. ეპარქიას დასავლეთიდან შემოქმედის,აღმოსავლეთიდან მარგვეთისა და უბისის ჩრდილოეთიდან ქუთაის-გაენათის და ხონის, სამხრეთიდან ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიები ესაზღვრება.

ისტორია
ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანობის ქადაგება მოციქულების დროს დაიწყო, როდესაც მათ მოაიარეს ზღვისპირეთი და მდინარე ფაზისს აჰყვნენ. ეგრის-აფხაზეთის სამეფოს და შესაბამისად, დასავლეთ საქართველოში ამავე სახელწოდების საკათალიკოსოს ჩამოყალიბების შემდეგ, ვაკე იმერეთი მის შემადგენლობაში აღმოჩნდა, თუმცა აღნიშნული ეპარქია ცალკე სამღვდელმთავროდ არ გამოყოფილა. თანამედროვე ეპარქიის ტერიტორია იმერეთის სამეფოში არსებულ ქუთაისის და მარგვეთის სამწყსოებში შედიოდა. XIV ს. 30-იან წლებში ჩამოყალიბებული ხონის, შემდეგ აფხაზეთის საკათალიკოსის რეზიდენციის გელათში გადმოტანისას, დასავლეთ საქართველოს საეპარქიო საზღვრები შეიცვალა და ვაკე იმერეთიც მათ შორის გადანაწილდა. XVIII-XIX სს-თა მიჯნაზე ეს მხარე ქუთათელისა და ხონელის სამწყო ტერიტორიას შეადგენდა.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ვაკე იმერეთი გაერთიანებული დასავლეთ საქართველოს საეკლესიო შემადგენლობაში - იმერეთის ეპარქიაში შედიოდა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ თანამედროვე ვანისა და ბაღდათის ეპარქიის სამწყსო ქუთაის-გაენათის ეპარქიას მიეკუთვნებოდა.
1995 წ. 5 აპრილის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ვანისა და ბაღდათის ეპარქია ჩამოყალიბდა. 1996 წ. ნოემბრიდან ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მმართველად დადგენილი იქნა ეპისკოპოსი ანტონ ბულუხია.
ადმინისტრაციულად ვანისა და ბაღდათის ეპარქია ორ ოლქად იყოფა: ვანისა (მთავარხუცესი - დეკანოზი პეტრე გიორგაძე) და ბაღდათისა (მთავარხუცესი - არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე).

მოქმედი ეკლესიები
ეპარქიის ტერიტორიაზე 22 ეკლესია მოქმედებს, მათ შორის 9 ვანის და 13 ბაღდათის რაიონის ტერიტორიაზე.
ვანის ოლქი
ვანის ყოველთა ქართველთა წმიდათა საკათედრო ტაძარი. წინამძღვრის მოადგილე - დეკანოზი პეტრე გიორგაძე
გორას წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ანდრია პაიკიძე
ზეინდრის წმ. ნიკოლოზის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი იასონ შარიქაძე
სოფ. ამაღლების ქრისტეს ამაღლების ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ლუკა ჭულუხიძე
ბზვანის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ზურაბ ბიბიჩაძე
ისრითის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ლონგინოზ მანაგაძე
ქედის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი ზაქარია დვალიშვილი
ტობანიერის იოანე ნათლისმცემლის სამლოცველო. წინამძღვარი - მღვდელი ნიკოლოზ კაცაძე
ყუმურის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი კონსტანტინე გაბუნია.
ბაღდათის ოლქი
ბაღდათის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი (არქიმანდრიტი მაკარი, აბესაძე)
ზემო დიმის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი იოანე ყურაშვილი
საკრაულას ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი მიქაელ გიორგობიანი
ხანის 12 მოციქულის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ბესარიონ მშვილდაძე
წითელხევის ტაძრად მიყვანების ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი ბასილ ბასილაძე
როკითის ფერისცვალების ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი იოაკიმე ისაკაძე
ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი მარკოზ დარჯანია
ქვედა დიმის მთავარანგელოზთა ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელი გაბრიელ დარჯანია
ქვედა დიმის წმ. ნინოს სახელობის სამლოცველო. წინამძღვარი - მღვდელი დოსითეოზ შემაზაშვილი
ობჩის წმ. გიორგის ეკლესია. წინამძღვარი - დეკანოზი დავით ბურჯანაძე
ობჩის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია. წინამძღვარი - იღუმენი ისააკი (ფირცხალავა)
ბაღდათის წმ. თამარ მეფის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელმონაზონი ზაბულონი (ნოდია)
გოთიეთის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია. წინამძღვარი - მღვდელმონაზონი ილია (გამყრელიძე)

ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსი ანტონი
IPB-ს სურათი
ერში მარკოზ ბულუხია
დაიბადა: 7. V. 1956 წელი. ქობულეთის რაიონი, სოფელი ოჩხამური.
ანგელოზის დღე: 17 (30) I
ბერად აღკვეცა: 25. X. 1996.
ეპისკოპოსად კურთხევა: 10. XI. 1996.
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 4. I. 2004.
მიტროპოლიტობა ებოძა: 2. VI. 2010.
მისამართი: საქართველო, 1000. ქ. ვანი. საკათედრო ტაძარი. ტელ. (899) 94 71 00.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Feb 15 2012, 08:52 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



მეუფე იაკობი (იაკობაშვილი)

IPB-ს სურათი


მეუფე იაკობი (დ. 1 მარტი, 1962) — გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიის ეპისკოპოსი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი.

ერისკაცობაში – კონსტანტინე იაკობიშვილი.
2003 წლის 15 მარტი – ბერად აღკვეცა.
2010 წლის 7 მაისი – წმინდა სინოდმა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში მოღვაწე არქიმანდრიტი იაკობი დაადგინა ცურტაველ ეპისკოპოსად და ქორეპისკოპოსად.
2010 წლის 9 მაისი, კვირა – ეპისკოპოსად კურთხევა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი.
2010 წლის 21 დეკემბერი – ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად.

ანგელოზის დღე – 5 ნოემბერი.


სამწუხაროდ, თვით ეპარქიის შესახებ, მეტად მწირი ცნობები მოიპოვება, ვინაიდან, სულ რაღაც ორიოდე წლის წინ
არის შექმნილი.
ეპარქიის ჩამოყალიბებამდე, ეს ტერიტორია, ცურტავის ეპარქიის ხელმძღვანელობის ქვეშ იყო.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Feb 15 2012, 09:41 PM
პოსტი #24


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



რუსთავისა და მარნეულის ეპარქია


IPB-ს სურათი
"მე ესერა წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა და ვმადლობ სახელსა მისსა,
რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა, აწ გამცნებ თქუენ,
რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა დგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის
სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუალი დიდება მოიგოთ."
(თქმული წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალისა სიკვდილის წინ)


რუსთავისა და მარნეულის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი საზღვრისპირა ეპარქიაა. იგი მოიცავს ქალაქებს რუსთავს, მარნეულს, გარდაბანსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიის იურისდიქცია ისტორიული ქვემო ქართლის ვაკეზე მდინარეების მტკვრის, ალგეთისა და ხრამის აუზებზე ვრცელდება. რუსთავის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთსა და ჩრდილო აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება მცხეთა-თბილისის, ჩრდილო დასავლეთიდან მანგლისისა და წალკის, დასავლეთიდან ბოლნისისა და დმანისის ეპარქიები, ეპარქიის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა სომხეთსა და აზირბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს.
ეპარქიის ტერიტორიაზე საქართველოს გაქრისტიანების დასაწყისიდანვე იწყება "ეკლესიათა მშენებლობა, IV ს. ბოლოს თრდატ მეფეს (393-405) რუსთავში დაუდვია "ეკლესიისა საფუძველი". ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ რუსთავი საეპისკოპოსო ერთეულად აღირაცხა და იგი რუსთავის საერისთავოს ტერიტორიას მოიცავდა. თათარ მონღოლთა შემოსევების შემდეგ მოოხრდა ქალაქი რუსთავი და რუსთველი ეპისკოპოსის სადგომად მიჩნეული იქნა მარტყოფი. მარტყოფში მყოფი მღვდელმთავარი კვლავ რუსთველად იხსენიებოდა. სამეფოებად გაყოფილ ქართველოში რუსთველი მღვდელმთავარი კახეთის სამეფოს მეორე სადროშოს სარდლობდა.
სარუსთველო დროშაზე მიწერილნი იყვნენ შემდეგი თავადები, ერისთავები, ეპისკოპოსები და გლეხები: პირველად თვითონ რუსთველი ეპისკოპოსი თავისი ყმით და სამოურაოებით, სამებელი, ავალისძენი, იორსამგორიდან არაგვისპირელნი, გურამიშვილები, გაღმაკახელნი, თიანეთელნი, ფშავ-ხევსურნი, ერწო-ჟალელნი, " მათ შინა მოსახლენი აზნაურნი და თავადნი~, ჩოლოყაშვილები, გიღიდაშვილები, მაყაშვილები, ჯანდიერიშვილები, ზემოთელაველნი, რუსიშვილები, ჯიმითის მოურავნი, საღინაშვილები, ქუმსიშვილები, პანკისის ხეობელნი, " ენისელთ მოურავის სახლნი, ჯორჯაძენი, ენისელით და ყმით", ნეკრესელი, ნეკრესის ყმით, გავაზი და ყვარელი" და აშ. რუსთველს ემორჩილებოდა ასევე " ღმრთაების დროშა", რომელზეც მიწერილნი იყვნენ ასევე მრავალრიცხოვანი თავად-აზნაურნი, ყმები, " სახასოები" და სხვა ადგილ-მამულები.
ამრიგად, როგორც ზემოთ მოყვანილიდან ჩანს, XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში რუსთველის საეპისკოპოსო და მისი ჯარი კარგად ორგანიზებული, ძლიერი სავკლესიო და ამავე დროს სამხედრო შენაერთი იყო, რომელსაც თავისი მტკიცე და მკაცრად განსაზღვრული ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა.
რუსთველის ეპისკოპოსი კი დამოუკიდებელი და გავლენიანი ხელისუფალი იყო, ამიტომაც საეპისკოპოსოში მცხოვრებნი მებატონენი ვალდებულნი იყვნენ მას დამორჩილებოდნენ და შესაბამისი ღირსებით მოპყრობოდნენ, რაც გარკვეულ "გამოსაღებადაც" ითვლებოდა XVIII ს-ის I მეოთხედის საქართველოში.
ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში საგანმანათლებლო და მწიგნობრული ტრადიციით გამორჩეული რუსთავის ეპარქიის აღდგენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
2002 წლის 17 ოქტოძბერს ეპარქიას ეწოდა რუსთავისა და მარნეულის ეპარქია.
1997 წლიდან ეპარქიის მმართელი მღვდელმთავარი იყო მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი).
2009 წლიდან რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მმართველობა დაევალა ცურტაველ ეპისკოპოსს იოანეს (გამრეკელი).

ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი
ამჟამად ეპარქიის მეთაურია რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).
ეპარქიის საკათედრო ტაძარი მდებარეობს რუსთავში.
იგი აგებულია წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელზე 1990 წელს.
ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა.


IPB-ს სურათი

რუსთავისა და მარნეულის ეპარქია მოიცავს ქალაქებს რუსთავს, მარნეულს, გარდაბანსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. იურისდიქცია ისტორიული ქვემო ქართლის ვაკეზე მდინარეების მტკვრის, ალგეთისა და ხრამის აუზებზე ვრცელდება. რუსთავის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთსა და ჩრდ.აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება მცხეთა-თბილისის, ჩრდილო-დასავლეთიდან – მანგლისისა და წალკის, დასავლეთიდან ბოლნისის ეპარქიები. ეპარქიის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზრვარს. რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მთავარი ტაძარია - რუსთავის წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარი.


IPB-ს სურათი
მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი) - ერისკაცობაში გურამ ვახტანგის ძე გამრეკელი 1946 წლის 28 ოქტომბერს ქ. თბილისში დაიბადა.
დედა – ეკატერინე ვილგელმის ასული კერბსი – თბილისის უცხო ენების ინსტიტუტის გერმანული ენის პედაგოგი.
მამა - ვახტანგ ნიზოლოზის ძე გარეკელი - ისტორიის პროფესორი.
1964 წელს გურამ გამრეკელი აბარებს თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტზე, 1966 წლიდან სწავლას განაგრძობს ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელსაც 1970 წელს ასრულებს ძებნა-ძების სპეციალიზაციით. მუშაობდა თბილისის გეოლოგიურ სამმართველოში უფროსი გეოლოგის თანამდებობაზე.
1979 წლიდან ეკლესიის მრევლია.
1983 წლიდან სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სტიქაროსნად დაადგინეს.
1985-88 წლებში მცხეთის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1987 წლის 19 აგვისტოს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა.
1988 წლის 24 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი და ანჩისხატის მაცხოვრის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.
1989 წლის 8 თებერვალს სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს და პროტოპრესვიტერის წოდება მიენიჭა.
1989-93 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორია.
1993 წლიდან საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა (ამჟამად კომიტეტი რეორგანიზებულია განათლების ცენტრად და მას სათავეში კვლავ მეუფე იოანე უდგას ).
1995 წლის 25 მაისს გელათის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს და აკადემიკოსოს წოდება მიენიჭა.
2005 წლის 31 იანვარს სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პრორექტორად დაინიშნა (ამ მოვალეობას იგი დღესაც ასრულებს).
2008 წლის 27 ივნისს წმინდა სინოდის კრებაზე მღვდელმთავრად გამოირჩიეს. 2008 წლის 11 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში არქიმანდრიტმა ილიამ (ნასიძე) ბერად აღკვეცა და სახელად იოანე უწოდა. 2008 წლის 14 სექტემბერს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი და უწოდა ცურტავის ტიტულოვანი ეპისკოპოსი.
2010 წლის 20 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსი იოანე მთავარეპისკოპოსის წოდებით დააჯილდოვა და დანიშნა იგი რუსთავისა და მარნეულის მმართველ მღვდელმთავრად.
2011 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ რუსთავის სიონის ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი იოანე მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვა.


ესეც რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის ოფიციალური ელექტრონული ვებ გვერდი.


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 16 2012, 08:11 PM
პოსტი #25


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ჩემო ტკბილო ხალხო! kiss1.gif
ალბათ გახსოვთ ჩემი იდეა,რომ ფორუმელებს საკუთარი ეპარქიების შესახებ დაგვედო ინფორმაციები.მადლობა ღმერთს და იუზერებს ,რომ ეს იდეა გულთან მიიტანეთ.
ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაციები შემდეგი ეპარქიების შესახებ:
1-რუის-ურბნისის ეპარქია

2-რუსთავისა და მარნეულის ეპარქია

3-ფოთისა და ხობის ეპარქია

4-ბოლნისის ეპარქია

5-წილკნის ეპარქია

6-ქუთაის-გაენათის ეპარქია

7-ჩრდ.ამერიკისა და კანადის ეპარქია

8-მცხეთა -თბილისის ეპარქია

9-მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია

10-სამთავისისა და გორის ეპარქია

11-ვანისა და ბაღდათის ეპარქია

12-გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ამავე ტემპით გთხოვთ გაგრძელებას...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Feb 16 2012, 09:52 PM
პოსტი #26


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია


ეპარქია სამხრეთ საქართველოში ისტორიული სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს: ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებს. 2002 წლის 17 ოქტომბრიდან წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ეპარქია აერთიანებს ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთს, რომლებიც ამჟამად საქართველოს აღარ ეკუთვნის. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ახალქალაქისა და კუმურდოს, ბორჯომისა და ბაკურიანის, დასავლეთიდან სხალთის, ჩრდილოეთიდან ვანი–ბაღდათის, შემოქმედის და მარგვეთისა და უბისის ეპარქიები, სამხრეთიდან კი ესაზღვრება თურქეთი.

საისტორიო ტრადიციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე პირველი საეპისკოპოსო კათედრა სწორედ ამ მხარეში დაუარსებია წმინდა მოციქულს, ანდრია პირველწოდებულს. კომუნისტური მმართველობის დროს აქ ჩაკვდა საეკლესიო ცხოვრება, მხოლოდ 70–იანი წლების ბოლოს გახდა შესაძლებელი სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის აღდგენა. აღდგენილი ეპარქიის მეთაურობა დაევალა ამბროსი ქათამაძეს, რომლის შემდეგ სამწყსოს მეთაურობდა ანანია ჯაფარიძე.

აღნიშნული სახელწოდება ეპარქიამ 1995 წლის აპრილამდე შეინარჩუნა. შემდეგ სამცხე-ჯავახეთის ეპარქია გაიყო და ჩამოყალიბდა ახალციხისა და ბორჯომ-ახალქალაქის ეპარქიები. ახლად ჩამოყალიბებული ახალციხის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნა ეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი) (1995-1997 წწ.), 1998 წელს ეპარქიას მართავდა ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ხოლო 1999 წლიდან ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია ეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე.

ეპისკოპოს თეოდორეს სამოღვაწეო არეალი განსაკუთრებული სირთულეებით ხასიათდება. საუკუნეთა წინათ დაწყებულ მართლმადიდებელ ქართველთა შევიწროების გამო, ამჟამად ეპარქიაში ეთნიკური წონასწარობა ქართველთა საზიანოდ არის დარღვეული, რამაც, ბუნებრივია, არამართლმადიდებელთა რიცხვი გაზარდა. ძველი დროის ქართველ ბერ-მონაზონთა მიერ აშენებული ზოგიერთი ეკლესია-მონასტერი სხვა აღმსარებლობის მრევლმა მიისაკუთრა.


IPB-ს სურათი


მეუფე თეოდორე (დ. 11 აპრილი, 1967, სიღნაღი) — ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი.

1984 - თელავის მე-4 საშუალო სკოლა;
1991 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი;
1992 - ახალციხის სასულიერო სემიანარია;
1991 წლის 22 თებერვალი - ბერად აღკვეცა;
1991 წლის 7 ივნისი - დიაკვნად კურთხევა;
1991 წლის 8 სექტემბერი - მღვდლად კურთხევა;
1993 წლის 18 ივნისი - იღუმენი;
1996 წლის 26 ოქტომბერი - არქიმანდრიტი;
1996 წლის 27 ოქტომბერი - ეპისკოპოსად კურთხევა;
1996-1998 წწ. - ბოდბელი ეპისკოპოსი;
1998 წელს - ახალციხის ეპისკოპოსი;
2003 - ახალციხის სასულიერო სემინარიის რექტორი;
2003 წლის 14 სექტემბერი - მთავარეპისკოპოსი;
2003-2004 წწ. - საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების თავმჯდომარე;
2004-2005 - თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი;
2005 წლის 1 თებერვალი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი.
2006 წლის 30 აპრილი - ებოძა მიტროპოლიტობა.
2004 წლის 30 ივნისს, წმ. შალვა ახალციხელის ხსენების დღეს, ახლაციხობის სახალხო დღესასწაულზე, მეუფე თეოდორეს ახალციხის საკრებულოს გადაწყვეტილებით ახალციხის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

კათედრა და რეზიდენცია ახალციხესა და საფარაში.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Feb 16 2012, 10:05 PM
პოსტი #27


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
ჩრდილო ამერიკისა და კანადის ეპარქიები.


ყველაზე ინტერესით ეს წავიკითხე და მოხარული ვარ მათი საქმიანობით smile.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 20 2012, 07:32 PM
პოსტი #28


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ცოტა ხნით უნდა გადავუხვიოთ არჩეულ ,,კურსს"და დავდოთ საქართველოს საპატრიარქოს განცხადება,რომელიც ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა:

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება 9.02.2012
2012-02-09

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გერმანიაში ყოფნის პერიოდში, მასმედიით გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს თანხმობა მისცეს ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას და ახალციხეში ახმედის მეჩეთის რესტავრაციას. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები ორ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის და ეს ხდება საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) უხეში დარღვევით, რადგან საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში; მიუხედავად ამისა ჩვენ ჩვენი პრინციპული, მაგრამ, ამავე დროს, კონსტრუქციული პოზიცია ყოველთვის გვქონდა. ეს პოზიცია დაფიქსირდა თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბატონ რეჯებ თაიფ ერდოღანისადმი 2011წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მიერ მიწერილ წერილშიც, რომლის პასუხიც სამწუხაროდ, დღემდე არ მიგვიღია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მეტად პრობლემატურია ხელისუფლების სურვილი, ბათუმში ახალი მეჩეთ_კომპლექსის მშენებლობის შესახებ, რასაც ძველი მეჩეთის აღდგენად წარმოაჩენენ. არა აქვს გამართლება იმ პოზიციასაც, თითქოს ეს კეთდება ოშკისა და იშხანის გადარჩენის მიზნით, რადგან, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა თურქეთის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ამიტომაც, ხელისუფლებას ამ მიზნით წლების წინ უნდა მიემართა იუნესკოსთვის (რაც არაერთხელ შევახსენეთ) და ეს თემა დღეს განხილვის საგნად არ უნდა ექცია. მიუხედავად ყოველივე ამისა, ჩვენ წამოვაყენეთ ისეთი წინადადება, რომელიც შესაძლებელს გახდის ქართულ-თურქული ამ მოლაპარაკებების ორმხრივად მისაღები გზით განვითარებას. ამიტომაც იყო, რომ საქართველოში და პირველ რიგში აჭარაში გახსნილი ასობით მეჩეთისა და ჯამეს საპირწონედ ტაოსა და ლაზეთში თითო-თითო ეკლესიის აღდგენა-ამოქმედება შევთავაზეთ და ამასთან საპატრიარქოს ჩართვა აღნიშნულ მოლაპარაკებებში. ჩვენ ვდგამთ კიდევ ერთ ნაბიჯს და ამ ეტაპზე აღარ ვაყენებთ ხახულის ეკლესიის (ტაოს მხარე) ფუნქციონირების საკითხს. ვითხოვთ, მხოლოდ უძველეს ქართულ საეპისკოპოსო ქალაქ არდაშენში (ლაზეთის მხარე), მცირე ზომის ბაზილიკის ჩვენი თანხებით აღდგენა_ამოქმედებას. (შევნიშნეთ, რომ ამ რეგიონში ქართული სხვა არაერთი გაცილებით დიდი ძეგლია) და ამის შემდეგ თურქეთსა და საქართველოში მეჩეთებისა და ტაძრების რესტავრაციაზე საუბარს ჩვენი მონაწილეობით. ხოლო თუ ამის განხორციელება რაიმე მიზეზით თურქული მხარისთვის მიუღებელია, ჩვენთვისაც ყოვლად მიუღებელია ოშკის და იშხანის გადარჩენის საბაბით ბათუმში ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ასეთი ქმედებით ხელოვნურად ხდება მუსლიმებსა და ქრისტიანების შორის დაძაბულობის პროვოცირება; არადა, საქართველოში მუსლიმები რომელი ერის წარმომადგენლებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ისევე, როგორც სხვა რელიგიის აღმსარებელნი, არასოდეს იზღუდებოდნენ, პირიქით, ყოველთვის კარგად გრძნობდნენ თავს და ამიტომაც იყო, რომ არაერთმა მათგანმა შესწირა სიცოცხლე საქართველოს დაცვას; ეს დღესაც ასეა და ამას პირველ რიგში ქართველი ადამიანის შემწყნარებლური ქრისტიანული ბუნება განაპირობებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ როგორც თურქეთის, ისე საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენს შეთავაზებას და არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რაც ქვეყნის შიგნით და ქვეყნებს შორის პრობლემების შექმნას შეუწყობს ხელს.
www.patriarchate.ge


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 24 2012, 08:53 PM
პოსტი #29


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, ახალი წლის დღეებში, თბილისის ძველ უბანში, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე წმ. ნიკოლოზის უმოქმედო ეკლესიაში, რომელსაც სომხები `სურბ ნშან~-ს უწოდებენ, გაჩნდა ცეცხლი და ტაძარი დაზიანდა. ეს ფაქტი, ჩვენს გულისტკივილს იწვევს. სამწუხაროა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია გარკვეულ ცდომილებებს შეიცავს. საქართველოს საპატრიარქოს მიაჩნია, რომ ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ტაძარში პირველ რიგში უნდა განხორციელდეს გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები, შემდეგ კი უნდა შეიქმნას ერთობლივი კომისია, რომელიც ჩაატარებს არქეოლოგიურ კვლევებს და დადებს სათანადო დასკვნას. ამ საქმეში კი აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ისე სომხური მხარის წარმომადგენლებმა, რათა მიუკერძოებლად განისაზღვროს ტაძრის წარმომავლობა, აქედან გამომდინარე კი, _ მისი კუთვნილების საკითხი. ანალოგიური მიდგომით უნდა განხორციელდეს სხვა სადაო ტაძრების მეცნიერული შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს პარიტეტულ საწყისებზე მათი გადაცემა სომხეთში, ლორე-ტაშირის ეპარქიაში, საქართველოს ეკლესიისთვის, საქართველოში კი, _ სომხური მხარისთვის.
www.patriarchate.ge


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 25 2012, 07:52 PM
პოსტი #30


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



როგორც ცნობილია, აფხაზურ საიტზე აპსნწპრესს.ინფო გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის 9 იანვარს მისმა ყოვლადუწმინდესობამ მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოს I თავის რეზიდენციაში მიიღო ე. წ. `აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭო~, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: არქიმანდრიტი დოროთე (დბარი), მღვდელმონოზონი ანდრია (ამფარი), იეროდიაკონი დავითი (სარსანია), თემურ ძიძარია და გერმანე მარშანია. აღნიშნულის გამო საქართველოს საპატრიარქო დაუკავშირდა მსოფლიო პატრიარქის მთავარ მდივანს, არქიმანდრიტ ბართლომეს (სამარასი), რომელმაც განაცხადა, რომ ეს შეხვედრა დანიშნა პირადად მან, რადგან აფხზთა მხრიდან გამოგზავნილი იყო არაერთი წერილი მსოფლიო პატრიარქთან აუდენციის თხოვნით და, როგორც ამის მსურველ ნებისმიერ ქრისტიანს, აღნიშნულ პიროვნებებსაც მიეცათ საუბრის შესაძლებლობა. არქიმანდრიტმა ბართლომემ კატეგორიულად უარყო მსოფლიო პატრიარქისგან `აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭოს~ წევრების მიწვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და თქვა, რომ არ არის სწორი ამ ფაქტს ეწოდოს მსოფლიო პატრიარქთან `ოფიციალური ვიზიტი~, ან თუნდაც `ოფიციალური შეხვედრა~ მან ასევე განაცხადა შემდეგი: კონსტანტინეპოლის სინოდზე გარკვევით ითქვა, რომ აფხაზეთი ტერიტორიულად საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ხოლო აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედის. აქედან გამომდინარე, აფხაზი სამღვდელოების საკითხი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პრეროგატივას წარმოადგენს. დაწვრილებით ინფორმაციას კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II მსოფლიო საპატრიარქო უახლოეს მომავალში მიაწვდის.
www.patriarchate.ge


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 8 2012, 07:36 PM
პოსტი #31


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან მიმართებაში. საზოგადოება ამ ფაქტს წმიდა მიწაზე კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტსაც უკავშირებს და გვთხოვენ კომენტარს. განვმარტავთ, რომ, მართალია, მისი უწმიდესობას, ილია II, ვიზიტის პერიოდში შეხვედრები ქონდა როგორც სასულიერო ისე საერო უმაღლესი რანგის პირებთან, მაგრამ ჯვრის მონასტრის შესახებ საუბარი საერთოდ არ ყოფილა. შევნიშნავთ იმასაც, რომ საქართველოს ეკლესიას ჯერ_ჯერობით არა აქვს ინფორმაცია იმის თაობაზეც, საქართველოს ხელისუფლებამ კონკრეტულად რა ქმედებები განახორციელა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
www.patriarchate.ge


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 8 2012, 08:24 PM
პოსტი #32


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა(toka@ @ Feb 5 2012, 03:54 PM) *



ესეც პატიოსანი მოდერი გურამი,თქვენთვის ავმ... მეუფე და ეს smile.gifIPB-ს სურათი


უიმე ამ ფოტოზე იყო საუბარი? laugh.gif

აი რას ნიშნავს, ხშირად რომ აღარ შემოვდივარ biggrin.gif



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 15 2012, 08:28 PM
პოსტი #33


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მოსკოვი. კრემლი. მის აღმატებულებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ ვლადიმერის ძეს პუტინს თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! მიიღეთ ჩვენი მილოცვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მაღალ თანამდებობაზე თქვენს არჩევასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, თქვენი დიდი გამოცდილება ხელს შეუწყობს მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცებას თქვენს სახელმწიფოში. რუსები და ქართველები _ ერთმორწმუნე ერებია, რაც გვაახლოვებს, მაგრამ ვერც საქართველო და ვერც ჩვენი ეკლესია ვერასდროს შეეგუება ჩვენი სამშობლოს წიაღიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოწყვეტას. თუმცა, ვფიქრობთ, ყველა სირთულის მიუხედავად, რუსეთსა და საქართველოს შორის, სავსებით შესაძლებელია კეთილი ურთიერთობების აღდგენა, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი იზეიმებს ისტორიული სამართლიანობა. დარწმუნებულნი ვართ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დამყარება, მაგრამ კარგი იქნება, რომ ეს თქვენი მმართველობის პერიოდში მოხდეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენს ქვეყანას კი _ შემდგომ აყვავებას. პატივისცემით, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

http://www.patriarchate.ge


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Aug 15 2012, 08:30 AM
პოსტი #34


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



მოდერის თხოვნით გაგაცნობთ ჩემს ეპარქიას smile.gif

სამთავისისა და გორის ეპარქია

სამთავისისა და გორის ეპარქია შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში, ისტორიულ ზენა სოფელში მდებარეობს, ეპარქია მოიცავს ძველ ქალაქებს – გორს, კასპსა და მათ მიმდებარე სანახებს. სამღვდელმთავროს, აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობის გამო, ქართლში არსებულ ეპარქიათა უმრავლესობა ესაზღვრება: აღმოსავლეთიდან – მცხეთა-თბილისის, წილკნისა და დუშეთის, ჩრდილოეთიდან – ნიქოზისა და ცხინვალის, დასავლეთიდან – ურბნისისა და რუისის, სამხრეთიდან – მანგლისისა და წალკის, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიები.

ეპარქიის ისტორია

უძველეს საქრისტიანო კერაზე საეკლესიო შენობა-ნაგებობათა ღვთისმსახურებისათვის აღდგენა მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ეს მხარე ხან წილკნის, ხანაც რუის-ურბნისის და სხვა ეპისკოპოსთა და სამთავისისა და გორის ეპარქიის სახელწოდებით აღდგა ამ კუთხის უძველესი საეკლესიო სამწყსო, რომლის კათედრა და რეზიდენცია სამთავისისა და გორის საკათედრო ტაძრებია.

ამ მხარეში ქრისტეს ეკლესიის დაფუძნების ადრეული ეტაპის შესახებ ნასტაკისის ნაქალაქარის არქეოლოგიური მონაცემები მიანიშნებს. აქ აღმოჩენილისა II-III საუკუნეების პირველქრისტიანთა საღვთისმსახურო შენობა, რაც მოციქულთა მოღვაწეობის ხანას უკავშირდება. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ეს კუთხე ერთ-ერთ უმთავრს საქრისტიანო ცენტრად იქცა. იგი თავიდანვე მცხეთის საპატრიარქო საყდრის იურისდიქციაში შედიოდა და მსხვილ საეპარქიო ერთეულად ადრიდანვე ჩამოყალიბდა, რომელსაც ქართლის მთავარეპისკპოსის წოდების მქონე მცხეთის სამთავროს საყდარზე მჯდომი მღვდელმთავარი განაგებდა.

ქართლის სამეფოში გორის როგორც, ქალაქის მნიშვნელობის გაზრდას მალევე მოყვა გორისთვის სამიტროპოლიტო წოდების მინიჭებაც, თუმცა პირველად გორის მღვდელმთავარი “გორის სამიტროპოლიტოს მმართველი 1748 წელს იხსენიება, მაგრამ აღნიშნულ ტერიტორიაზე გაცილებით ადრე ვრცელდებოდა ქართლის მთავარეპისკოპოსის სახელით ცნობილი მღვდელმთავრის იურისდიქცია, მაგალითად 1769 წელს მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი წყვეტს გორის მართლმადიდებელ ქრისტიანთა საეკლესიო საქმეეებს, ხოლო მთავარეპისკოპოს ბესარიონის შესახებ 1768 წლის ერთ-ერთ სიგელში ხაზგასმულია, რომ ის “გორში მსახლობელთ ქართველთ ეპისკოპოსი არის, და ამის სამწყსონი არიან”, მთავარეპისკოპოსი პაისიოსი კი 1801 წელს გაცემულ სიგელში აღნიშნავს: “პირველად ესე, რომ მე გორის ეკლესიის და სამწყსოსი ეპისკოპოსი ვარ”. 1789 წლის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქართლ-კახეთის ეპარქიების ჩამონათვალში, რომელსაც ხელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ანტონ II (1788-1811 წწ) აწერს, ასეთ რამეს ვკითხულობთ “სამთავროისა ეკლესია, რომელიცა არს მცხეთას, მახლობელ დიდისა კათოლიკე ეკლესიისა; ამისი სამწყსო არს, დიდს ლიახვსა და რეხულას შუა მყოფნი სოფელნი რიცხვით სამეოცნი. და ამასვე ჰყავს სამწყსოდ თავადნი ორნი და აზნაურნი ოცდაოთხნი გვარნი”.
1811_1917 წლებში გორის ეპისკოპოსები საქართველოს ეგზარქოსის ქორეპისკოპოსებად ინიშნებოდნენ.
1917 წელს გორის ეპარქიის ბაზაზე ურბნისის ეპარქია შეიქმნა, რომელშიც მთელი შიდა ქართლი გაერთიანდა, ხოლო 1995 წლიდან კვლავ აღდგა სამთავისისა და გორის ეპარქიის სახით.

ეპარქიაში მოღვაწე მღვდელმთავართაგან გამორჩეულნი არიან:

მთავარეპისკოპოსი მიქაელი (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1419-1426 წწ);
მთავარეპისკოპოსი მალაქია (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1532-1534 წწ);
მთავარეპისკოპოსი იოანე ავალიშვილი (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1612-1616 წწ);
ცნობილი მწიგნობარი და კალიგრაფი მთავარეპისკოპოსი ევდემონი XVII ს-ის I ნახევარი;
მთავარეპისკოპოსი დომენტი ბაგრატიონი (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1660-1675 წწ);
მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე ნაცვლიშვილი XVII_XVIII სს;
მთავარეპისკოპოსი კირილე ციციშვილი (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1737-1739 წწ);
მთავარეპისკოპოსი რომანოზ ერისთავი 1737-1739 წწ;
მთავარეპისკოპოსი პაისიოსი გარსევანიშვილი დაახლ. 1788-1789 და 1801-1802 წლები;
ეპისკოპოსი დოსითეოს ფიცხელაური 1811-1814 წწ;
ეპისკოპოსი ნიკიფორე ჯორჯაძე 1842-1850 წწ;
წმიდა გაბრიელ ქიქოძე 1858-1860 წწ;
წმიდა ალექსანდრე ოქროპირიძე 1869-1882 და 1886-1898 წლები;
ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე 1898-1900 წწ (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1918-1921 წწ);
წმიდა კირიონ საძაგლიშვილი 1900-1901 წწ (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918 წწ);

უძველესი და მდიდარი კულტურული ისტორიის მქონე ეპარქიას ამჟამად განაგებს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)



ეპარქიაში მოქმედი ტაძრები:

ქალაქი გორი:
ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი;
ხარების ტაძარი;
ყოვლადწმიდა სამების ტაძარი;
ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი;
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის ტაძარი;
წმიდა ნიკოლოზის ტაძარი;
წმიდა ნინოს ტაძარი;
კარალეთი:
წმიდა სამების ტაძარი;
წმიდა პირველმოწამე არქიდიაკონ სტეფანეს ტაძარი;
ვარიანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;
ბერბუკის მთავარანგელოზის ტაძარი;
სკრის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია;
ზერტის ღვთისმშობლის შობის ტაძარი;
არბოს წმიდა გიორგის ტაძარი;
გორიჯვრის წმიდა გიორგის ტაძარი;
ფხვენისი:
იოანე ნათლისმცემლის ტაძარი;
წმიდა გიორგის ტაძარი;
ყელქცეულის წმიდა გიორგის ტაძარი;
ხვითის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;
მეღვრეკისის იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძარი;
ერგნეთის ღვთისმშობლის ტაძარი;
უფლისციხის წმიდა გიორგის ტაძარი;
არაშენდა:
ღვთისმშობლის ეკლესია;
მთავარანგელოზის ეკლესია;
ფლავის იოანე ნათლისმცემლის ტაძარი;
სამთავისის ამაღლების საკათედრო ტაძარი
ტყვიავის ჯვართამაღლების ტაძარი.
საქაშეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი.
ქალაქი კასპი:
თეოდორე ტირონის ეკლესია;
წმიდა გიორგის ეკლესია;
ახალციხის კვირაცხოვლის ტაძარი;
კავთისხევის წმიდა გიორგის ორი ეკლესია;
ოკამის ღვთისმშობლის შობის ტაძარი;
დოესის წმიდა სამების ტაძარი;
ახალქალაქის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;
მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;
გომის ნათლისმცემლის ტაძარი;
ერთაწმინდის წმიდა ევსტატი პლაკიდას ტაძარი;
ნიაბის წმიდა გიორგის ტაძარი;
ზემო ხანდაკის წმიდა გიორგის ტაძარი;
ქვემო ხანდაკის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი;
ეზატის იოანე ნათლისმცემლის ტაძარი.
სობისის წმიდა გიორგის ტაძარი.

ქალაქ გორში მიმდინარეობს აღდგომის საკათედრო ტაძრის და მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის მშენებლობა.

ეპარქიაში მოქმედი მონასტრები:

ქ. გორი, საეპისკოპოსო სახლი;
ქვათახევის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერი;
ატენის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი (ატენის სიონი);
რკონის მონასტერი, რომელსაც ზედამხედველობას უწევს ქვათახევის მონასტრის საძმო.

გორსა და გორის რაიონში არსებული მონასტრები, რომელთაც ესაჭიროებათ აღდგენა-რესტავრაცია:
ატენი:
ვერეს ღვთისმშობლის სამნავიანი ბაზილიკა;
ნათლისმცემლის სკიტე.
სკრის ხეობა, ბნელეთის ღთისმშობლის მონასტერი;
ფეტვისხევი, მარიამწმიდის სახელობის მონასტერი.

კასპსა და კასპის რაიონში არსებული მონასტრები, რომელთაც ესაჭიროებათ აღდგენა-რესტავრაცია:
თეთრახევის მამების მონასტერი;
იკვის წმიდა გიორგის მონასტერი;
ლავრისხევის ლავრა.

სამთავისისა და გორის ეპარქიას განაგებს მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)

დაბადებული 1968 წლის 24 აპრილს - ქ. სოხუმი.
1974-1985 წწ. ქ. სოხუმის 11-საშ. სკოლა.
1985-1988 წლებში ხარკოვის უმაღლესი სამხედრო საავიაციო-საინჟინრო სასწავლებელი.
1989-1994 წლებში სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი.
1995 წ. ბერად აღკვეცა.
17.09.1996 წ. დიაკონი.
13.12.1996 წ. მღვდელი.
1997 წ. წმ. დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარი.
18.10.1998 წ. ეპისკოპოსად კურთხევა.
1998-2001 წლებში – საგარეჯოს და გურჯაანის ეპისკოპოსი.
20.10.2001 წ. ეპისკოპოსი სამთავისისა და გორისა.
16.11.2006 წ. მთავარეპისკოპოსი
25.05.2010 წ. მიტროპოლიტი

ეპარქიის სასულიერო დასი:

დეკანოზი ალექსანდრე (დარახველიძე);
დეკანოზი კირილე (ხულორდავა);
დეკანოზი გიორგი (გაბლიშვილი);
დეკანოზი გედეონი (შალაშვილი);
დეკანოზი იუბინალი (მარანელი);
დეკანოზი გიორგი (ხოჯავა);
დეკანოზი იოანე (კალატოზიშვილი);
დეკანოზი ღვთისო (სეხნიაშვილი);
დეკანოზი თევდორე (სულუაშვილი);
მღვდელი იოანე (ცეცხლაძე);
მღვდელი ილია (ხომერიკი);
მღვდელი დავითი (კასრაძე);
მღვდელი ალექსანდრე (ქსოვრელი);
მღვდელი ანდრია (მიდოდაშვილი);
მღვდელი ვახტანგი (ნიკოლაიშვილი);
მღვდელი თადეოზი (ქებაძე);
მღვდელი იაკობი (გეჯაძე);
მღვდელი პეტრე (ტიტვინიძე);
მღვდელი გიორგი (იასეშვილი);
მღვდელი გრიგოლი (მჭედლიშვილი);
მღვდელი იოანე (ჟივიძე);
მღვდელი ზაზა (სოსიაშვილი);
მღვდელი გაბრიელი (კერესელიძე);
მღვდელი გიორგი (გოცირიძე);
მღვდელი ლუკა (კარელიძე);
მღვდელი დავითი (ყურაშვილი);
მღვდელი სოლომონი (ბაბიაშვილი);
მღვდელი გიორგი (კოკოშვილი);
მღვდელი ბორისი (ნიჩიპეროვიჩი);
მღვდელი იაკობი (აბულაძე);
მღვდელი ირაკლი (ცუცქირიძე);
დიაკვანი გიორგი (კარელიძე);
დიაკვანი გიორგი (მურღული);
დიაკვანი ბასილი (ფოსური).


იღუმენი კოზმა (გუჯაბიძე);
იღუმენი საბა (სულუხია);
იღუმენი დამიანე (ხუფენია);
იეროდიაკვანი დავითი (ბეროძე).
იღუმენია ნინო (მაზანიშვილი).


დეკანოზი გიორგი (ბერძნიშვილი);

სამთავისისა და გორის ეპარქიის საიტი


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Aug 15 2012, 03:50 PM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Jan 9 2012, 11:40 PM) *

რუსთავისა და მარნეულის ეპარქია
რუსთავისა და მარნეულის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი საზღვრისპირა ეპარქიაა. იგი მოიცავს ქალაქებს: რუსთავს, მარნეულს, გარდაბანსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიის იურისდიქცია უძველესი ისტორიული ქვემო ქართლის ვაკეზე მდინარეების - მტკვრის, ალგეთისა და ხრამის აუზებზე ვრცელდება. რუსთავის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება მცხეთა-თბილისის, ჩრდილო დასაველთიდან მანგლისისა და წალკის, დასავლეთიდან ბოლნისისა და დმანისის ეპარქიები, ეპარქიის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს. ეპარქიის ტერიტორიაზე საქართველოს გაქრისტიანების დასაწყისიდანვე იწყება „ეკლესიათა მშენებლობა, IV ს. ბოლოს თრდატ მეფეს (393-405) რუსთავში დაუდვია „ეკლესიისა საფუძველი“. ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ რუსთავი საეპისკოპოსო ერთეულად აღირაცხა და იგი რუსთავის საერისთავოს ტერიტორიას მოიცავდა. თათარ-მონღოლთა შემოსევების შემდეგ მოოხრდა ქალაქი რუსთავი და რუსთაველი ეპისკოპოსის სადგომად მიჩნეული იქნა მარტყოფი. მარტყოფში მყოფი მღვდელმთავარი კვლავ რუსთველად იხსენიებოდა. სამეფოებად გაყოფილ საქართველოში რუსთველი მღვდელმთავარი კახეთის სამეფოს მეორე სადროშოს სარდლობდა. ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში საგანმანათლებლო და მწიგნობრული ტრადიციით გამორჩეული რუსთავის ეპარქიის აღდგენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

2002 წლის 17 ოქტომბერს ეპარქიას ეწოდა რუსთავისა და მარნეულის ეპარქია.

1997 წლიდან ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი იყო მიტროპოლიტი ათანასე ჩახვაშვილი, რომელიც სამი წელია, აღარ ხელმძღვანელობს ეპარქიას ფიზიკური უძლურებისა გამო (ჩაწოლილია და ნახევარი მხარე გაშეშებული აქვს).

IPB-ს სურათიIPB-ს სურათი
მეუფე ათანასეს აქვს სულისშემძვრელი ქადაგებები.
ეს ქადაგება ჩვენს ტაძარშია ნიკოლოზობას, მოუსმინეთ:


ახლა კი ეპარქიას უძვება მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი)
IPB-ს სურათიIPB-ს სურათი

გუშინ დავკრძალეთ რუსთავისა და მარნეულის ყოფილი მიტროპოლიტი ათანასე (დიდ სქემაში ეფრემი).
ძალიან მომენატრება sad.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 15 2012, 06:44 PM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



http://www.youtube.com/watch?v=5vGrWxrxdLU

მეუფე ათანასეს დაკრძალვა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvanchi
პოსტი Aug 28 2012, 10:45 PM
პოსტი #37


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 380
რეგისტრ.: 23-December 09
წევრი № 7,852



მოდერის თხოვნით ვწერ ჩემს ეპარქიაზე 2kiss.gif





ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთით - ზემო იმერეთში, ისტორიული არგვეთის, იგივე მარგვეთის, საერისთავოში მდებარეობს. იგი ჭიათურა-საჩხერის რაიონებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. ეს რეგიონი, ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის შექმნამდე, მარგვეთის ეპარქიას მიეკუთვნებოდა. ჭიათურა-საჩხერის ეპარქია კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 1995 წლის 5 აპრილის განჩინებით შეიქმნა და ახლად შექმნილ სამღვდელმთავრო სამწყსოს ჭიათურის ეპარქია ეწოდა. 2002 წლის 17 ოქტომბერს წმიდან სინოდის განჩინებით მას ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია ეწოდა. ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია ესაზღვრება, დასავლეთიდან ქუთაის-გაენათის, ჩრდილოეთიდან ნიკორწმინდის, სამხრეთიდან მარგვეთისა და უბისის, სამხრეთ-დასავლეთიდან ურბნისისა და რუისის.

ისტორიულ წყაროთა უწყებით ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებისთანავე ეს კუთხეც გაქრისტიანდა. ტრადიცია, ამერ-იმერის საზღვარზე „ჯვარის“ უღელტეხილის სახელწოდებას, ასევე „რკინის ჯვარს“ და სხვ. ანდრია პირველწოდებულის და სხვა მოციქულთა საქართველოში მიმოსვლას უკავშირებს. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მახლობელი პერიოდის არქიტექტურული ძეგლები ამ მხარის აქტიურ გაქრისტიანებას მიანიშნებს. არგვეთის ტერიტორიაზე ქრისტიანული სარწმუნოება აღმოსავლეთ საქართველოს უშუალო მეზობლობითა და მისი გავლენით გავრცელდა. ეს მხარე თავიდანვე მცხეთის საყდრის იურისდიქციაში, ხოლო აფხაზეთის საკათალიკოსოს შექმნის შემდეგ მის შემადგენლობაში ითვლებოდა. 1810 წ. იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, შეიცვალა ადგილობრივი საეკლესიო წყობილება. მანამდე არსებულ ეპარქიათა რიცხვი იმერეთის აჯანყებისთვის ოთხამდე შემცირდა. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ, 1821 წ. რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებულ ეპარქიათაგან შეიქმნა მხოლოდ ერთი - იმერეთის ეპარქია. 1917 წ. საქართველოს ეკლესიის ავტოკაფალიის აღდგენა გაუქმებულ ეპარქიათა ამოქმედებითაც აღინიშნა. პირველ საეკლესიო კრებაზევე განახლებულ ეპარქიათა შორის მარგვეთის ეპარქიაც იყო, რომლის შემადგენლობაში აღნიშნული რეგიონიც შედიოდა. ჭიათურისა და საჩხერის რაიონების ცალკე ეპარქიებად გამოყოფის შემდეგ, 1995 წლიდან მის მართვას პირველ ეტაპზე მარგველი მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძე ითავსებდა, 1998 წ. 8 ოქტომბრიდან მას მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია მართავდა, ხოლო 2002 წლის 17 ოქტომბრის წმიდა სინოდის განჩინებით მისი მართვა დაევალა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს დანიელ დათუაშვილს.


მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი მიმაგრებული სურათი

--------------------
სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება.. <3
https://www.youtube.com/watch?v=KH-FWwjdI94
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 23 2012, 08:33 PM
პოსტი #38


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ხალხს ვცეთ პატივი, თუ ღმერთის არ გვწამს და ბოდიში მოვუხადოთ, - ამის შესახებ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის შემდგომ ქადაგებისას ბრძანა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, ერთ-ერთი ბოლო ქადაგებისას გარკვეულ პირებს მიმართა, გადაეხედათ ცხოვრებისთვის, გამოეხატათ სინანული და მიეღოთ ქართველი ერის არჩევანი. თუმცა, მისი თქმით, ჯერჯერობით ამ სინანულს და აღიარებას ვერ ხედავს.

"ხალხს ვცეთ პატივი, თუ ღმერთის არ გვწამს და ბოდიში მოვუხადოთ. ადამიანი მონობისთვის არ არის შექმნილი. ბელადობის დრო წავიდა", - ბრძანა მეუფე იაკობმა.

როგორც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა აღნიშნა, ეკლესია ქვეყანაში თავისუფალი და გახსნილი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას არ უშინდება და მიიჩნევს, რომ ამ პროცესს ხელი უნდა შეეწყოს.

"დღეს ხელისუფლების გადაბარების მძიმე პერიოდია და სინანული და შეცდომების აღიარება ხელს შეუწყობდა ერის უფრო გაერთიანებას. არჩევნების შემდეგ ერის გაერთიანების იმედი ჩაისახა, მაგრამ ხელშეწყობა უნდა, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს", - ბრძანა მეუფე იაკობმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა წმინდა გიორგის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი იყო უძლეველი მხედარი, რომელმაც არაფრის გულისთვის არ უარყო უფალი და ის ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს.
მეუფე იაკობმა მრევლს გიორგობა და ყოვლადწმინდა სამების კურთხევის დღე უწმინდესის სახელითაც მიულოცა.
ამასთან, სამების საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკა ხვედელიძესთან ერთად იმყოფებოდა.



"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/66043-qor...l#ixzz2D41aDTOu


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 20 2012, 03:08 AM
პოსტი #39


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



შეგახსენებთ რომ ხვალ (უფრო სწორედ დღეს) საქართველოს საპატრიარქოს შენობაში გაიმართება წმ.სინოდის სხდომა .
დაველოდოთ თუ რა მოხდება...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 21 2012, 02:10 AM
პოსტი #40


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



გუშინ ვაანონსებდი წმ.სინოდის სხდომის შესახებ...

ამ თემაშიც დავწერ რომ წმ.სინოდმა წმიდანად შერაცხა არქიმანდრიტი გაბრიელ ურგებაძე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 12:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი