თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო ბიბლიოთეკა _ წმ. გრიგოლ პალამა

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Feb 15 2012, 08:18 PM

ხომ არ იცით სად ვიყიდი წმ. გრიგოლ პალამას ჰომილიებს...

სამწუხაროდ არ ვიცი სახელწოდება ზუსტად როგორია, მაგრამ ვიცი, რომ ფერისცვალების შესახებაა და სწორედ ეგ მჭირდება

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 15 2012, 08:22 PM

გრიგოლ პალამას წიგნებს მეც სიამოვნებით ვიყიდდი...

(ვლახოსის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი...)

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Feb 15 2012, 08:24 PM

აკაკი

ჩვენთან გვაქვს ერთი ჰომილია, ნახე აბა თუ გამოგადგება.

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=219%3A-xxxiv-&catid=39%3A2009-12-29-11-32-35&Itemid=54&lang=en

A.V.M

ხშირად ათვალიერეთ ჩვენი ბიბლიოთეკა. biggrin.gif biggrin.gif

მოიცა ამოგიკრიფავთ წმ. გრიგოლ პალამას ქადაგებებსა თუ ნაშრომებს.

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=461%3A2011-11-16-14-33-51&catid=39%3A2009-12-29-11-32-35&Itemid=54&lang=en

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=457%3A2011-11-11-15-20-58&catid=39%3A2009-12-29-11-32-35&Itemid=54&lang=en

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=454%3A2011-11-04-17-33-21&catid=39%3A2009-12-29-11-32-35&Itemid=54&lang=en

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=452%3A2011-11-01-14-09-30&catid=39%3A2009-12-29-11-32-35&Itemid=54&lang=en

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=141%3A2010-01-30-06-31-19&catid=39%3A2009-12-29-11-32-35&Itemid=54&lang=en

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=135%3A2010-01-26-09-54-07&catid=39%3A2009-12-29-11-32-35&Itemid=54&lang=en

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=98%3A2010-01-24-12-59-18&catid=39%3A2009-12-29-11-32-35&Itemid=54&lang=en

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=166%3A-1-2-&catid=39%3A2009-12-29-11-32-35&Itemid=54&lang=en

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 15 2012, 08:26 PM

ციტატა

ხშირად ათვალიერეთ ჩვენი ბიბლიოთეკა. biggrin.gif biggrin.gif

აუცილებლად...
ერთ-ერთი რამ.რითაც ნამდვილად მაყობს ფორუმი...

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Feb 15 2012, 08:49 PM

მადლობა, ამას ჩემს სემინარიელ ძმებს გავუზიარებ biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Feb 15 2012, 08:52 PM

აკაკი

ციტატა
მადლობა, ამას ჩემს სემინარიელ ძმებს გავუზიარებ


აკადემიაში ისედაც გარეკლამირებულია ჩვენი ბიბლიოთეკა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად არ გვაწყენდა biggrin.gif biggrin.gif

ისე რომ დამეხმაროთ არ გაწყენთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2015, 10:05 PM

"გრიგოლ პალამა კიდევ ერთ ჩვეულებრივ ქრისტიან მწერლად დარჩებოდა, რომ არ ჩარეულიყო პოლემიკაში, რომელიც ვარლაამ კალაბრიელთან მიმდინარეობდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2015, 01:36 PM

"წმინდა გრიგოლ პალამამ ისიქაზმის საღვთისმეტყველო შინაარსი განმარტა და დაასაბუთა. თავად გვარი - პალამა - მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს კეთილშობილი წარმომავლობის ადამიანთან (იმდროინდელ უბრალო წარმომავლობის ხალხს გვარები არ გააჩნდათ, ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ სახელებითა და მეტსახელებით განირჩეოდნენ)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2015, 02:47 PM

"შემორჩა ცნობები, რომ იესოს ლოცვის პრაქტიკით ზოგჯერ იგი სენატის სხდომის პროცესშიც კი ყოფილა დაკავებული. ყვებიან, თითქოს ერთ ასეთ შემთხვევაში: "ნუ შეაწუხებთ, აცალეთ ილოცოს", უთქვამს იმპერატორ ანდრონიკე II-ს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2015, 09:17 PM

"1359 წელს გარდაცვალების შემდეგ, ძალიან ჩქარა წმინდა გრიგოლ პალამა წმინდანად იქნა აღიარებული (1368)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2016, 12:38 PM

"წმინდა გრიგოლ პალამამაც უდიდესი ბრძოლა გაუმართა თავის სხეულსა და ძილს. სამი თვის მანძილზე დაუძინებლად ლოცულობდა თავის ასკეტერიონში, თუმცა წმინდანმა ეს ღვაწლი შეწყვიტა, რათა ტვინი არ დაზიანებოდა მუდმივი მღვიძარებისგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2016, 01:01 PM

"გონებისმიერი ლოცვის დიდი მასწავლებელი, მადლის მქადაგებელი და ისიქასტების წინამძღოლი წმინდა გრიგოლ პალამა".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2016, 11:35 AM

"წმინდა გრიგოლ პალამა წერს, რომ ერთადერთი, რის გაკეთებაც არ ძალუძს ყოვლადძლიერ ღმერთს, ესაა, რომ არ შეუძლია შეუერთდეს უწმინდურ ადამიანს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2016, 03:23 PM

"გაიხსენე წმინდა გრიგოლი პალამა. ესთიგმენუს მონასტრის წინამძღვრობისას, ერთხელ, ფსალმუნის კითხვისას, ტაძრიდან გამოვიდა და სამზარეულოში შევიდა. მზარეულს ჩასძინებოდა და კერძი, საცაა, დაეწვებოდა. ქვაბს ხელი კოვზივით მოურია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2016, 09:11 PM

"გარკვეული თვალსაზრისით, პალამა ბიზანტიური ღვთისმეტყველური აზრის შემაჯამებლად გვევლინება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2017, 04:41 PM

"მიუხედავად იმისა, რომ ლათინი თეოლოგები (ჟუჟი, პეტავია) გრიგოლ პალამას, ისევე, როგორც კონსტანტინოპოლის პატრიარქ წმინდა ფოტიოსს ერეტიკოსად იხსენიებენ, ეკლესიამ ლათინებისათვის უკიდურესად საძულველი გრიგოლ პალამა წმინდანად შერაცხა.

მართლმადიდებლობამ პალამიზმის დოქტრინის კანონიზება მოახდინა, გრიგოლ პალამა კი წმინდანად შერაცხა. დიდი მარხვის მეორე კვირა პალამას სახელს უკავშირდება და მთელი მართლმადიდებელი სამყარო მას ლოცვით მიაგებს პატივს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 09:22 PM

"მას [პალამას] მშვენივრად ჰქონდა ათვისებული ძველი ფილოსოფიური ენა და შეხედულებები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2017, 01:10 PM

"წმიდა გრიგოლ პალამა, ბიზანტიაში შავ ჭირზე საუბრისას, ჩამოთვლის ცოდვებს: გაუტანლობა, ამპარტავნება, სიძვა-მრუშობა და ამბობს - სწორედ ამიტომ დაუშვა ღმერთმა ჩვენზე ეს ეპიდემიაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2019, 07:16 PM

"ერთხელ წმინდანს [წმ. გრიგოლ პალამას] ასე განეცხადა საეპისკოპოსო მსახურების თავისებურება: ანგელოზმა მას გადასცა რძიანი ჭურჭელი, რომელიც სმის დროს ღვინოდ გადაიქცა. ეს ნიშნავდა, რომ გასათვალისწინებელია სწავლების სიმაღლე და მსმენელის ცხოვრება. ზოგიერთს შეუძლია ჭეშმარიტი სწავლების წმინდა რძე დალიოს, როგორც ახალშობილმა ყრმებმა ("ახალშობილმა ყრმებმა შეიყვარეთ სუფთა სულიერი რძე, რათა მისი მეოხებით იზარდოთ ხსნისთვის" (1 პეტრ. 2,2), ზოგიერთმა (განმტკიცებულებმა და განსრულებულებმა) კი ღვინო დიდებული დოგმატებისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2020, 08:30 PM

"წმინდა გრიგოლი პალამა ათონზე ყოფნის დროს მდუმარებით ცხოვრობდა. ის ხალხს გაურბოდა, იმალებოდა, მღვიმეებს თხრიდა - განამრტოებას ყველანაირად ეძებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 05:22 PM

"ესთიგმენის მონასტრის მიდამოებში მოღვაწეობდა ბერი თეოლიპტე (ხსენება 25 ივნისს), რომელიც მოგვიანებით გახდა ფილადელფიის მიტროპოლიტი და ბერ ნიკიფორესთან ერთად იყო წმიდა გრიგოლ პალამას მოძღვარი გონებრივ მუშაკობაში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2022, 02:44 PM

"მიუხედავავდ იმისა, რომ აღმოსავლური და დასავლური სწავლებების საბოლოო ფორმები ერთმანეთისგან განსხვავებულია და მანძილი, რომელიც წმინდა გრიგოლ პალამას და თომა აკვინელს ჰყოფს, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დაუძლეველია, უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანული სამყაროს ორივე ეს ნაწილი მაინც საერთო ტრადიციას და ბოლოს, საერთო წმინდა წერილს უბრუნდება. დაე, საერთო საწყისებთან ჩვენმა ერთიანმა და კოორდინირებულმა დაბრუნებამ განსაზღვროს დამოკიდებულება გვიანდელი მასწავლებლების მიმართ: ასეთ შემთხვევაში მათი დაპირისპირება შესაძლოა, ნაკლებად მკვეთრადაც კი მოგვეჩვენოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2022, 09:02 PM

"კვიპროსის პატრიარქი გრიგოლი (1283-1289წწ.) პალამას მასწავლებლებიდან პირველია, და მისი გავლენა სულიერ თვალსაზრისებზე უფრო საგრძნობლად საღვთისმეტყველო ფორმულირებების სფეროში ვლინდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2022, 06:52 PM

"დუმილის მასწავლებელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2022, 08:15 PM

"წმინდა ფილოთეოსი ანდრონიკე II-ის აღსაზრდელი გრიგოლის განათლების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის. "როგორც გრამატიკაში, ასევე რიტორიკაში საუკეთესო წარმატებებით, გრიგოლმა გაახარა ყველა - მისი დამრიგებლები და სიტყვიერების მასწავლებლები". გრიგოლი ასევე ფიზიკას, ლოგიკას და ყველა იმ მეცნიერებას სწავლობდა, რომელიც არისტოტელესთან იყო დაკავშირებული. როგორც ჩანს, წმინდა გრიგოლი ამ დისციპლინებს საიმპერატორო უნივერსიტეტში დაეუფლა, რადგან იმპერატორი მას უმაღლესი სახელწმიფო თანამდებობებისთვის ამზადებდა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ საერო მეცნიერებათა დარგში მისი მთავარი პედაგოგი დიდი ლოგოთეტი და უნივერსიტეტის მმართველი, თეოდორე მეტოხიტე იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2023, 09:58 PM

"სამონასტრო მოწოდებას მშობლების ღვთისმოსაობის გამო წმინდა გრიგოლი ბავშვობიდანვე ეზიარა, მონაზვნებს ის ყოველდღიურად ესაუბრებოდა, რადგან მშობლები საკუთარი შვილების სულიერ ხელმძღვანელობას, როგორც კი ისინი ლაპარაკს იწყებდნენ, მონაზვნებს ანდობდნენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2023, 05:16 PM

"20 წლის ასაკში, ანუ დაახლოებით 1316 წელს, გრიგოლმა საერო ცხოვრებაზე სამუდამოდ უარის თქმა გადაწყვიტა. მამის მიერ დატოვებული ქონებისა და მასთან დაკავშირებულ ყველა დანარჩენზე პასუხისმგებელმა მემკვიდრემ და მრავალშვილიანი ოჯახის თავმა, გრიგოლმა, წარმოქმნილი სირთულეები ღვთისმოსავი ბიზანტიური ოჯახისთვის დამახასიათებელი წესით, საერო ცხოვრებიდან წასვლით გადაწყვიტა: ამასთან, ყველა ნათესავი დაარწმუნა, რომ მის მაგალითს მიჰყოლოდა. ამგვარად, მისი დედა, კალი, რომელსაც შემდეგ კალონი დაერქვა, მისი ორი და, ეპიქარისი და თეოდოტია, ისევე როგორც მათი ოჯახის საუკეთესო მსახურები, კონსტანტინოპოლის მონასტრებში დამკვიდრნენ. უცმროსმა ძმებმა, მაკარიოსმა და თეოდოსემ, გადაწყვიტეს, გრიგოლს ათონზე გაჰყოლოდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2023, 09:58 PM

"შესაბამისად, წმინდა გრიგოლი ლოცვას ათონის უდაბნოში აგრძელებს; ამავე დროს, მიმდინარე მოვლენებისადმი მისი ინტერესი არ ნელდება. როგორც ჩანს, წმინდა გრიგოლი ყოველთვის დიდი პატივისცემისა და ყურადღების ცენტრში იყო, რასაც მისი ერთ-ერთი მომავალი ოპონენტი, გრიგოლ აკინდინიც მოწმობს, რომელიც 1340 წლეს დაჟინებით ურჩევდა ბარლაამ კალაბრიელს, თავს არ დასხმოდა ისეთ პატივცემულ ბერს, რომლის ერეტიკოსობასაც არავინ დაიჯერებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2023, 10:00 PM

"წმინდა გრიგოლი თესალონიკში დიდხანს არ დარჩენილა, მაგრამ, მეგობრების დაჟინებული თხოვნით, მისი ხელდასხმის მიღება იქ მაინც მოახერხა. შემდეგ ათ მონაზონთან ერთად ვერიის მთის სიახლოვეს, უდაბნოში განცალკევდა. ამ დროს გრიგოლი 30 წლის იყო და ეს ასაკი ბიზანტიის ეკლესიაში მღვდლად კურთხევის კანონიკურ პერიოდს წარმოადგენდა. ასე რომ, ამჯერად ჩვენი საუბარი 1326 წელს მიმდინარე მოვლენებს შეეხება.

ვერიაში წმინდა გრიგოლი კვირაში ხუთ დღეს სრულ მარტოობაში, მდუმარებასა და "განუწყვეტელ გონისმიერ ლოცვაში" ატარებს, ჯერ კიდევ კარგი ჯანმრთელობა საშუალებას აძლევდა, მკაცრი ასკეტური ცხოვრების წესით ეცხოვრა. შაბათსა და კვირას ის დაყუდებულობიდან გამოდიოდა, რათა ლიტურგიას დასწრებოდა და მეუდაბნოე ძმებთან ჰქონოდა ურთიერთობა; სწორედ ეს არის ცხოვრების წესი, რომელსაც ისიქასტური ტრადიცია მის მიმდევრებს სთავაზობს, რადგან ის გახლავთ შუალედური მეუდაბნოებასა და საერთო სამონასტრო ცხოვრების წესს შორის და ეს უწყობს ხელს სულიერი ცხოვრების ჰარმონიულ განვითარებას, აერთიანებს მყოფობის ორივე ფორმის უპირატესობებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2023, 08:21 PM

"წმინდა გრიგოლ პალამამ მდუმარების, მღვიძარებისა და განსაკუთრებით, უწყვეტი ლოცვის დიდმა მნათობმა ლოცვის შესახებ ყველაზე დიდი და სრული მეთოდოლოგიური სწავლება დაწერა. მას "მღვიძარეტა კორიფე და წინამძღვარი" ეწოდა.

როცა იგი თავისი კრებულით დიდი ლავრის გარეთ მოღვაწეობდა, ასეთი ჩვენება იხილა: თვალწინ ქოთნის მსგავსი ჭურჭელი ედგა, რომელიც ისე იყო პირამდე სავსე, რომ სითხე იღვრებოდა და იკარგებოდა. ჭურჭელში მდგარი საუცხოო თეთრი სასმელი რძეს ჰგავდა. ეთი წმინდა იერსახის ადამიანი ეუბნება: "გრიგოლ, რატომ ღვრი და კარგავ ამდენ სულიერ სითხეს და არ აძლევ მათ, ვისაც სჭირდება?" რა თქმა უნდა, წმიდანი მიხვდა, რომ ეს იყო ღვთის მადლი. ეს სულიერი ნივთიერება და სასმელი მის შიგნით არსებობდა, როგორც ღვთის მადლი, სიბრძნე, გამოცდილება, სიფხიზლე, სიტყვის ძალა. "რატომ ჩაგიკეტავს ეს ყველაფერი აქ, ამ ადგილას, - ეუბნება ის, - და არ უზიარებ უძლურ, დამშეულ და მწყურვალ ადამიანებს?"

მართლაც, წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნითა და წინამძღოლობით, წმინდა გრიგოლი ხალხმრავალ გარემოში მოხვდა და სულიერი საზრდო უშურვლეად გაუნაწილა სულიერ სარგებელს მოწყურებულ მრავალ ადამიანს.

მაშინაც კი, როცა მას ხალხში ყოფნა უწევდა, განმარტოებით ლოცულობდა. სენაკში განხმოლოებული მდუმარებაში იმყოფებოდა და მხოლოდ შაბათ-კვირას ესწრებოდა წირვას. კვირის დანარჩენი ხუთი დღის განმავლობაში სენაკში იკეტებოდა და საერთოდ არ გამოდიოდა გარეთ. არც საკვებს იღებდა, არც სასმელს. მხოლოდ შაბათობით არღვევდა მდუმარებას და საღვთო ლიტურგიაზე მიდიოდა. წმინდა ზიარებას რომ მიიღებდა, სატრაპეზოში ჩადიოდა მამებთან და ძმებთან სასაუბროდ. კვირას კი, ნაშუადღვდიდან ისევ მდუმარებას იცავდა მომავალ შაბათამდე"

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2023, 07:01 PM

"წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს: როცა ლოცვას ჩასუნთქვებითა და ამოსუნთქვებით ვამბობთ, დროთა განმავლობაში ამოსუნთქვისას ნესტოებიდან სულიერი კეთილსურნელება იფრქვევა. ნამდვილად ასეა. ლოცვით წარმოიქმნება სურნელოვანი ჰაერი, რაც სხვა არაფერია, თუ არა ლოცვის ნაყოფი. ეს ქრისტეს სახელის წყალობით ხდება. რა არ ძალუძს იესოს სახელს! ქრისტეს სახელი განწმენდს პატიოსან ძღვენს. ქრისტეს სახელით გარდამოვა სულიწმიდა. ქრისტეს სახელით წმინდანები მვკდრებს აღადგენენ. ყველაფერი ქრისტეს სახელით სრულდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2023, 06:15 PM

"საერო მეცნიერებას ჭაბუკი გრიგოლი საქვეყნოდ ცნობილ მეცნიერ გრიგოლ დრიმოსთან სწავლობდა, ხოლო დოგმატურ და ზნეობრივ ღვთისმეტყველებაში მისი მოძღვარი თეოლიტე ფილადელფიელი იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2023, 10:01 PM

"ერთხელ ხომალდი, რომლითაც ნეტარი გრიგოლი კონსტანტინოპოლში მიემგზავრებოდა, თურქებს ჩაუვარდათ ხელში. ერთი წლის განმავლობაში წმიდა მღვდელმთავარს მონასავით ჰყიდდნენ სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ მაშინაც იგი დაუღალავად განაგრძობდა ქრისტიანული სარწმუნოების ქადაგებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2024, 05:34 PM

"ეკლესიის წმინდა მამათა შორის უდიდესს გრიგოლ პალამას თავის მცირე ლოცვანში ამგვარი სიტყვებით უყვარდა ლოცვა: "უფალო, განანათლე წყვდიადი ჩემი". და უფალმაც იმდენად განანათლა თავისი მადლით, რომ მის მიერ საღმრთო ლიტურგიის აღსრულებლისას, ღვთაებრივი ნათელი იღვრებოდა მისი პირისახიდან და საიხლველი ხდებოდა ტაძარში მყოფი მრავალი მორწმუნისათვის".

/მთავარეპისკოპოსი სერაფიმე სობოლევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: გუშინ, 04:25 PM

"რატომ განვადიდებთ წმიდანებს? უფრო ზუსტად, რას განვადიდებთ წმიდანებში? განმანათლებელი გრიგოლ პალამა - ისიქაზმის ეს შთაგონებული პოეტი, რომელსაც ყველაზე მეტად მდუმარება უყვარდა, ერეტიკოსებთან ბრძოლაში იძულებული შეიქნა აღმოსავლეთის მოღვაწეთა მისტიკური გამოცდილება განსაზღვრულ საღვთისმეტყველო - ფილოსოფიურ კატეგორიებში განეზოგადებინა. ამ მხრივ ის წარმოდგა, როგორც დიდ კაბადოკიელთა ღვთისმეტყველების გამგრძელებელი, რომლებმაც თავიათ ნაწარმოებებში მისტიკური ჭვრეტის გამოცდილება ფილოსოფიის ბრწყინვალე ცოდნას შეუსაბამეს. წმიდა გრიგოლ პალამა, ხატოვნად რომ ვთქვათ, თაბორის ნათელზე თაბორის ნათელში წერდა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)