IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> თურქული ენა დამწყებთათვის, დისტანციური სწავლება
კანონისტი
პოსტი Feb 24 2009, 11:18 AM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



შევხედე რა კაიროსის მიერ გახსნილ თემას, საღვთო შურით აღვივსე ( biggrin.gif ) და გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა.

მაშ ასე.

თურქული ენა განეკუთვნება ალთაურ ენათა ოჯახის თურქმანულ ჯგუფს. ამ ენაზე საუბრობს 80 მილიონზე მეტი ადამიანი. თურქული ენა არის სახელმწიფო ენა თურქეთის რესპუბლიკაში და აგრეთვე, კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში. მასთან ისე ახლო მდგომია აზერბაიჯანული, რომ ენათმეცნიერებაში ხშირად მას აზერბაიჯანის თურქულადაც მოიხსენიებენ.

თურქული ენა 1926 წლის შემდეგ ეფუძნება ლათინური დამწერლობის საფუძველზე შექმნილ ანბანს.

თურქულ ანბანში 29 ასოა, ლათინურიდან ამოღებულია Q, X და W, დამატებულია 6 ასო-ნიშანი:
Ç, Ş, Ğ, I, Ö და Ü.

თურქულ ენაში იკითხება ისე, როგორც იწერება.

თურქულს აქვს ფიქსირებული მახვილი, რომელიც მოდის სიტყვის ბოლო მარცვალზე. გამონაკლისია სახელმწიფოთა დასახელება, სადაც მახვილი პირველ მარცვალზეა.

Aa - ა
Bb - ბ
Cc - ჯ
Çç - ჩ
Dd - დ
Ee - ე
Ff - ф
Gg - გ
Ğğ - ღ (წარმოითქმის ძალიან რბილად, ჰგავს "ი"-ს)
Hh - ჰ
Iı - დაახლ. რუსული ы, უფრო ზუსტად ის ბგერა, რომელიც ისმის ორი თანხმოვნის წარმოთქმის დროს, მაგ. გკ (გ-სა და კ-ს შორის)
İi - ი (მიაქციეთ ყურადღება, რომ მთავრულ ასოსაც წერტილი ეწერება)
Jj - ჟ
Kk - ქ
Ll - ლ
Mm - მ
Nn - ნ
Oo - ო
Öö - დაახლ. იო
Pp - ფ
Rr - რ
Ss - ს
Şş - შ
Tt - თ
Uu - უ
Üü - დაახლ. იუ
Vv - ვ
Yy - უმარცვლო ი
Zz - ზ

თურქულ ენაში მთავრული ასოთი იწერება:
ა) კერძო სახელები
ბ) გეოგრაფიული სახელები
გ) ეროვნული კუთვნილების ზედსართავები
დ) ალლაჰი, მუჰამმადი და სხვა ისლამური სიტყვები

დამატებითი ნიშნები:
ა) არაბულის გავლენით, შეიძლება თურქულ ხმოვანს თავზე გაუკეთდეს ^ ნიშანი, რაც ნიშნავს რომ ხმოვანი არბილებს მის წინ მდგომ თანხმოვანს
მაგ. İslâm - დაახლ. ислям
ბ) თურქულში აპოსტროფი გამოიყენება კერძო სახელისგან ბრუნვის ნიშანის გამოსაცალკევებლად
მაგ.:
Ben Batum'a gittim [ბენ ბათუმა გითთიმ] - მე ბათუმში წავედი

წაკითხვის მაგალითები:

Ben Türkçe öğreniyorum [ბენ თურქჩე ოირენიორუმ] - მე ვსწავლობ თურქულს
Ahmet çay içti [აჰმეთ ჩაი იჩთი] - აჰმედმა ჩაი დალია
Sen bu kitap beğendin mi? [სენ ბუ ქითაფ ბეიენდინ მი?] - შენ ეს წიგნი მოგეწონა?
İstanbul Türkiye'nin en büyük ve en güzel şehiri [ისთანბულ თურქიენინ ენ ბუიუქ ვე ენ გუზელ შეჰირი] - სტამბული თურქეთის ყველაზე დიდი და ყველაზე ლამაზი ქალაქია
İki saat sonra evden çıkma! [იქი საათ სონრა ენდენ ჩქმა*] - ორი საათის შემდეგ სახლიდან არ გახვიდე

* რეალურად "ჩ"-სა და "ქ"-ს შორის, ირაციონალური ბგერა ისმის, როგორც ერთად რომ წარმოვთქვათ "ჩ-ქ" აი ისეთი.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
5 გვერდი V « < 3 4 5  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(80 - 86)
sopo...
პოსტი Jul 7 2013, 09:13 PM
პოსტი #81


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ციტატა(MOgeLA @ May 29 2013, 10:59 PM) *

საჭიროებამ მოითხოვა და დავიწყე თურქული ენის შესწავლა. უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს რომელმაც ეს ფოსტი შექმნა. გაიხარეთ. უფრო დიდი მადლობელი დაგრჩებით თუ წინადადებებსაც დაწერთ თურქულად ნათარგმნს, იმ წინადადებებს რომელიც აქტიურია ცხოვრებაში და ხშირად გვიხდება მათი გამოყენება.

საჭიროებამ მოითხოვა და დავიწყე თურქული ენის შესწავლა. უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს რომელმაც ეს ფოსტი შექმნა. გაიხარეთ. უფრო დიდი მადლობელი დაგრჩებით თუ წინადადებებსაც დაწერთ თურქულად ნათარგმნს, იმ წინადადებებს რომელიც აქტიურია ცხოვრებაში და ხშირად გვიხდება მათი გამოყენება.

ჯავახიშვილშია უფასო კურსები, ცოტა ზევითაც იუნუს ემრეს ცენტრში იქ რიგებია ცოტა
აიეს წიგნი ბევრი საჭირო სიტყვ,ა ძირითადი გრამ წესები, მოკლედ ბევრის მომცემი
http://libroteka.com/knigi/3/kabardin-samo...knigu-besplatno
ეს ყოველდღიური
http://padabum.com/d.php?id=32370

ბევრი მაქვს კიდევ მარტივებიც, როგორი გჭირდება მითხარი დავდებ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jul 7 2013, 10:26 PM
პოსტი #82


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ერთი გულე-გულე ვიცი მეტი არაფერი biggrin.gif


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jul 8 2013, 10:17 AM
პოსტი #83


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(qetevano @ Jul 7 2013, 10:26 PM) *

ერთი გულე-გულე ვიცი მეტი არაფერი biggrin.gif

რა ნიშნავს მერე ეგ? biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jul 8 2013, 11:08 AM
პოსტი #84


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



G_saxva
ციტატა
რა ნიშნავს მერე ეგ?

ნახვამდისო


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამთათამთა
პოსტი Apr 9 2014, 11:45 PM
პოსტი #85


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 9-April 14
წევრი № 13,662



კანონისტი
კანონისტი


იქნებ თურქული გრამატიკაც დაამატოთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გულთმისანი
პოსტი May 30 2014, 12:05 PM
პოსტი #86


ალექსანდრე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 94
რეგისტრ.: 8-May 14
წევრი № 13,702



ციტატა(კანონისტი @ Mar 6 2009, 10:32 AM) *

KAIROS
რაც ქართულად არის, იმას a075.gif

ქართულად, წესით, იადონი ჰქვია smile.gif

ანუ პოლად ბულბულოღლი მართლაც ბულბული ყოფილა?


--------------------
და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი , ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
eleniko30
პოსტი Jun 25 2014, 12:31 PM
პოსტი #87


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 25-June 14
წევრი № 13,751



თუ იცით ეხლაც არის უფასოდ კურსები?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 3 4 5
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 12:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი