IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> ლიტერატურულ პერსონაჟთა განხილვა
A.V.M
პოსტი Aug 25 2012, 12:30 AM
პოსტი #41


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
აი ეს ბოლო დასასრული მოწმობს რომ მიტევებულ იქნა

რა იცი რომ მიტევებულ იქნა?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Aug 25 2012, 12:50 AM
პოსტი #42


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
რა იცი რომ მიტევებულ იქნა?

სულიერი ჭვრეტა მაქვს განვითარებული

აბა სტროფის ბოლო ნაწილი რისთვის გავაშავე შენი აზრით


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 25 2012, 01:33 AM
პოსტი #43


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ჯერ ღმერთს შეჰღაღადა...
მაშინვე, იქევე, სხივი აღმოჩნდა მასზე.. რაც მადლის სახეა, ამ შემთხვევაში მიტევების, მართლაც შესაძლოა

ასე უტევა სული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Aug 25 2012, 01:14 PM
პოსტი #44


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ikanosi
საინტერესო რაღაც დასკვნა გამოგიტანია happy.gif თან ლოგიკური... ადრე სხივზე აყრდნობდა ლოცვანს, მერე ვეღარ დააყრდნო და ამ სხივქვეშ (რომელზეც ლოცვანი ვერ დააყრდნო) განუტევა სული. სხივი დიდ როლს თამაშობს.

მაგრამ ჩვენ ყველანი სხივ-ქვეშ ვართ, მეტაფორულად რომ ვთქვათ. სხივი არაა ჩამავალი მზის შუქიც, რომლითაც ასე მოიხიბლა განდეგილი? და რომელსაც განიხილავენ როგორც მაცდუნებელს?

რას იტყვი?

თუ ასე გააგრძელე, შეიძლება შენს აზრზე გადმოვიდე laugh.gif

პ.ს. მთავარი: რისი თქმა სურდა ილიას და მოვყვანოთ პარალელებიც "მგზავრის წერილებიდან" მყინვარისა და თერგის დაპირისპირების მაგალითით. რატომ? იმიტომ რომ ილიას უყვარს კონტრასტების ჩვენება და ამით ის რაღაცას გვეუბნება


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Aug 25 2012, 01:22 PM
პოსტი #45


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ქევანა
ანუ სხივი იმ როლს თამაშობს რომ მან დაანახა ის ალტერნატიული ჭეშმარიტება რომელზეც მას აქამდე არ უფიქრია, ხოლო როდესაც შეიცნობს მაგას, კვლავ სხივი თამაშობს გამოხსნის როლს.
ციტატა
პ.ს. მთავარი: რისი თქმა სურდა ილიას და მოვყვანოთ პარალელებიც "მგზავრის წერილებიდან" მყინვარისა და თერგის დაპირისპირების მაგალითით. რატომ? იმიტომ რომ ილიას უყვარს კონტრასტების ჩვენება და ამით ის რაღაცას გვეუბნება

რისი თქმა სურს და როდესაც არჩევანს ვაკეთებთ, 100% უნდა ვიყოთ მასში დარწმუნებული და გზადაგზა არ უნდა აღმოვაჩინოთ ახალი "მარგალიტები" biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Aug 25 2012, 01:33 PM
პოსტი #46


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ikanosi
ციტატა
არჩევანს ვაკეთებთ, 100% უნდა ვიყოთ მასში დარწმუნებული და გზადაგზა არ უნდა აღმოვაჩინოთ ახალი "მარგალიტები"

ეეჰ, იკანოს biggrin.gif
განა ადამიანმა ხშირად იცის რა უნდა?


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Aug 25 2012, 01:36 PM
პოსტი #47


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



ილიას "განდეგილს" რაღაცით ტოლსტოის "მამა სერგი" ჰგავს. როგორც ნაწარმოები მე ეს მეორე უფრო საინტერესოდ მიმაჩნია. "განდეგილი" ცოტა "ყალბად" მეჩვენება.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Aug 25 2012, 01:38 PM
პოსტი #48


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
განა ადამიანმა ხშირად იცის რა უნდა?

როცა ასეთი ცხოვრების წესს ირჩევ, უნდა იცოდე


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Aug 25 2012, 01:45 PM
პოსტი #49


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



ციტატა
როცა ასეთი ცხოვრების წესს ირჩევ, უნდა იცოდე


უნდა იცოდე, რომ ბევრ შეცდომას დაუშვებ, და რაც შეიძლება ნაკლები აღქმა და პირობა უნდა დადო.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 25 2012, 05:06 PM
პოსტი #50


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
. ადრე სხივზე აყრდნობდა ლოცვანს, მერე ვეღარ დააყრდნო და ამ სხივქვეშ (რომელზეც ლოცვანი ვერ დააყრდნო) განუტევა სული. სხივი დიდ როლს თამაშობს.

მაგ მომენტით ილია გვაჩვენებდა რომ არამატერიალურზე დგას მატერიალური.
უბრალოდ ის რვეული ვერ ვნახე ჯერ სადაც განდეგილის შესახებ მიწერია.(თითქმის ყველა საკითხზე რაც პოემაში ვითარდება) მაგრამ აქ ვიტყვი.
ციტატა
ილიას "განდეგილს" რაღაცით ტოლსტოის "მამა სერგი" ჰგავს. როგორც ნაწარმოები მე ეს მეორე უფრო საინტერესოდ მიმაჩნია. "განდეგილი" ცოტა "ყალბად" მეჩვენება.

პირიქითაა.
სასულიერო პირის დაცემასთან საუბარი ევროპაშიც ძალიან იყო გავრცელებული.
ცალკე სასაუბრო თემაა შუასაუკუნეები,როდესაც ადამიანი განიცდიდა რელიგიის სერიოზულ გავლენას.
რაც შეეხება ილიას და ტოლსტოის.
რადგან საუბარი სასულიერო ასპექტს ეხება.(სხვა მხრივ ტოლსტოი ბევრად ძლიერი მწერალი იყო ვიდრე ილია) აქ ილიას ერთი დიდი უპირატესობა იკვეთება.
ილია მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული, ტოლსტოი კი პირიქით. რბილად ვიტყვი და ანტიმართლმადიდებელი იყო.
ილია ამ პოემასში ავლენს მართლმადიდებლური თეოლოგიის ძალიან ღრმა ცოდნას. წმ.წერილის საფუძვლიანად შესწავალს და.ა.შ.

დავფიქრდეთ აბა? და მივალთ დასკვნამდე.
ილიას უპირვლელესად გვაჩვენებს ხიბლის მომენტს. განდეგილი ძლიერ იყო შეპყრობილი ამ ცოდვით და აუცილებლად უნდა მომხდარიყო მისი დაცემა.
თუ გახსოვთ ერთი მომენტია,როდესაც განდეგილი პეიზაჟით გაოგნდება. აქედან უკვე უნდა ველოდოთ მის დაცემას.
ხოლო თავად ხიბლმა უკვე მის სულირერ დეგრადაციამდე მიგვიყვანა.
იქამდე განდეგილი საერთოდ არ აკვირდბოდა დროს. რატომ? იმიტომ რომ დრო ამქვეყნიურია,ხოლო განდეგილი არაამქვეყნიურისკნ ილტვოდა. მაგრამ ისევ და ისევ მისმა სულიერმა მდგომარეობამ მიიყვანა იგი უმძიმეს ვითარებამდე. გავიხსენოთ თუ როგორ საოცრად და ლაკონიურად (ეს არც უნდა გაგვიკვირდეს,რაგდან ილია კრიტიკული რელიზმის წარმომადგენელია და თითოეულ სიტყვას არ ხარჯავს ტყუილად)აღწერს მწერალი იმ მომენტს:

,,დღემდე თვით ჟამი არღარა იყო,
და ეხლა წუთიც რად უძნელდება.''


აი უკვე პიკზე ვართ მისული მწირის დაცემისა. და მართლაც დაეცა. და დაეცა როდის ? როდის და როცა სხივმა ლოცვანი არ დაიჭირა. ანუ სასწაული არ განმეორდა.
ამით ილია გვანახებს რომ ბერის რწმენა დაფუძნებული იყო სასწაულზე. ხოლო ამ საკითხზე კი გვაქვს ჩვენ სახარებისეული სწავება-,,ერი ცრუ და ერი მემრუშე ეძიებს სასწაულს.და მიეცემათ მათ სასწაული იონა წინასწარმეტყველისა.''
ილიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა მართლმადიდებლური თეოლოგიის ღრმა ცოდნა და დაგვანახა რომ ადამიანი როგორ სიმაღლეზეც არ უნდა იყოს დაეცემა, თუ მას არ აქვს წმ.წერილის სწორი ცოდნა და გაგება.
და მაინც.რატომ დაეცა განდეგილი?
განდეგილი დაეცა იმიტომ რომ ხიბლის გამო დაშორდა რეალურ მრწამსს, თავისი რწმენა დააფუძნა სასწაულზე და მოიმკო ის,რაც უნდა მოემკო.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Aug 25 2012, 05:13 PM
პოსტი #51


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
ილიას უპირვლ\ელესად გვაჩვენებს ხიბლის მომენტს. განდეგილი ძლიერ იყო შეპყრობილი ამ ცოდვით და აუცილებლად უნდა მომხდარიყო მისი დაცემა.

ასე როგორ შეიძლება, რას აბრალებ აბა განდეგილს?
ციტატა
ხოლო თავად ხიბლმა უკვე მის სულირერ დეგრადაციამდე მიგვიყვანა.

რაში მდგომარეობდა მისი ხიბლი, ახსენი აბა

ციტატა
როდის და როცა სხივმა ლოცვანი არ დაიჭირა. ანუ სასწაული არ განმეორდა.

ჯერ კიდევ დაცემა მაგ დროს ხდება როდესაც ამბობს:

—„ხსნა ყველგან არის...ხოლო გზა ხსნისა
ესეთი მერგო მე... უბედურსა...
ციტატა
ამით ილია გვანახებს რომ ბერის რწმენა დაფუძნებული იყო სასწაულზე.

ბერის რწმენა კი არ იყო დაფუძნებული სასწაულზე, არამედ სასწაული იყო მისი რწმენის ხილული გამოსახულება. მას სასწაულის გარეშეც სწამდა უფლის. სასწაული ამ შემთხვევაში მიუთითებს რომ მისი ქცევა სათნო იყო უფლისთვის.

ციტატა
განდეგილი დაეცა იმიტომ რომ ხიბლის გამო დაშორდა რეალურ მრწამსს, თავისი რწმენა დააფუძნა სასწაულზე და მოიმკო ის,რაც უნდა მოემკო.

მე კიდევ ვფიქრობ დაეცა იმის გამო, რომ ბოლომე არ იცოდა რა უნდოდა და რისთვის იყო მოწოდებული


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 25 2012, 05:38 PM
პოსტი #52


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ასე როგორ შეიძლება, რას აბრალებ აბა განდეგილს?

არაფერს...
ციტატა
რაში მდგომარეობდა მისი ხიბლი, ახსენი აბა

რაში მდგომარეობდა და საკუთარი ასკეტიზმით ამპარტავნებაში იყო ჩავარდნი8ლი. თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ძლიერი ბრძოლები არ ქონდა დაცემა გარკვეულ დონემდე იყო მისული. ხოლო კი მაშინ,როდესაც მწყემსი ქალის სახით უფალმა მას განსაცდელი მოუვლინა, გამომდინარე დამძიმებული სულიერი მდგომარეობიდან ვეღარ გაუძლო ცდუნებას.
ხიბლმა მას წაართვა მადლი,რომელიც ეხმარებოდა ვნებათა მოსათოკად.(ვნებებში მარტო სქესობრივ ლტოლვას არ ვგულისხმობ)
ციტატა
ჯერ კიდევ დაცემა მაგ დროს ხდება როდესაც ამბობს:

—„ხსნა ყველგან არის...ხოლო გზა ხსნისა
ესეთი მერგო მე... უბედურსა...”

არანაირად.
დაცემა ხდება ბოლოს.
ხოლო რაც შენ თქვი ეგ(უბედური), ბუნებაზე დამონება, ,,ტყვექმნილი თვალის გაშტერება,'' დროზე დამოკიდებულება და.ა.შ. ეს ყველაფერი ის ნაბიჯებია რამაც მწირი დაცემამდე მიიყვანა.
და ილია როგორც მართლმადიდებლური მსოფლხევდის ძლიერი მცოდნე სათითაოდ აღწერს მწირის იმ საფეხურებზე მოძღაობას,რომლის ბოლოც დაცემაა.
ციტატა
ბერის რწმენა კი არ იყო დაფუძნებული სასწაულზე, არამედ სასწაული იყო მისი რწმენის ხილული გამოსახულება. მას სასწაულის გარეშეც სწამდა უფლის. სასწაული ამ შემთხვევაში მიუთითებს რომ მისი ქცევა სათნო იყო უფლისთვის.

არანაირად.
უფალმა სასწაული მას მოუვლინა რწმენაში განსამტკიცებლად. როგორც პოემაში ვკითხულობთ-თავის სიწმინდეს ყოველდღე ამ სასწაულით იმოწმებდა. რა თქმა უნდა სასწაულამდე და სასწაულის შემდეგაც ამ მოვლენის გარეშე სწამდა ბერს ღმერთი.მაგრამ გამომდინარე სულიერი დეგრადირებისა მან რწმენა დაიყვანა სასწალამდე. რწმენა დააფუძნა სასწაულზე და როდესაც ეს სასწაული აღარ განმეორდა მოკვდა მისი რწმენაც და მოკვდა თვითონაც.
ციტატა

მე კიდევ ვფიქრობ დაეცა იმის გამო, რომ ბოლომე არ იცოდა რა უნდოდა და რისთვის იყო მოწოდებული

მე ვსაუბრობ თეოლოგიურ ჭრილში და რასაც შენ ამბობ საერთოდ არ ეხება მართლმადიდდებლობას.
რას ქვია მოწოდებული?
ყველა საკუთარ გზას თავად ვირცევთ.ღმერთი არ გვატანს ძალას რომ ავირჩიოთ ან ეს, ან ის.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Aug 25 2012, 05:52 PM
პოსტი #53


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
დაცემა ხდება ბოლოს.
ხოლო რაც შენ თქვი ეგ(უბედური), ბუნებაზე დამონება, ,,ტყვექმნილი თვალის გაშტერება,'' დროზე დამოკიდებულება და.ა.შ. ეს ყველაფერი ის ნაბიჯებია რამაც მწირი დაცემამდე მიიყვანა.

დაცემა რომ მოხდებოდა თავიდანვე მაგის წარმოთქმისას უკვე განსაზღვრული იყო.

ციტატა
უფალმა სასწაული მას მოუვლინა რწმენაში განსამტკიცებლად

აბა მე რა ვთქვი.
ციტატა
მაგრამ გამომდინარე სულიერი დეგრადირებისა მან რწმენა დაიყვანა სასწალამდე. რწმენა დააფუძნა სასწაულზე და როდესაც ეს სასწაული აღარ განმეორდა მოკვდა მისი რწმენაც და მოკვდა თვითონაც.

ნამეტანი ამუქებ. რწმენა არ დაუყვანია სასწაულამდე, არამედ ეს სასწაული იყო გამოსახულება იმისა რომ მისი ქცევა სათნო იყო უფლისა, ხოლო სასწაული გაქრობით იმიტომ მიეცა სასოწარკვეთას რომ იგრძნო თუ რა არის უფლის დაკარგვის შიში.
ციტატა
მე ვსაუბრობ თეოლოგიურ ჭრილში და რასაც შენ ამბობ საერთოდ არ ეხება მართლმადიდდებლობას.

მე ვსაუბრობ ყველანაირ ჭრილში, ასევე დაცემული ბუნების გადმოსახედიდან. და არ ღირს ადამიანის ისე გაწირვა როგორც შენ წირავ და აკვდინებ საწყალ განდეგილს. მას საკმაოდ ღვაწლი ჰქონდა დაცემამდე.
ციტატა
ყველა საკუთარ გზას თავად ვირცევთ.ღმერთი არ გვატანს ძალას რომ ავირჩიოთ ან ეს, ან ის.

თქვენ კი არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგიდგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და დარჩეს თქვენი ნაყოფი; რათა მამამ მოგცეთ ის, რასაც ჩემი სახელით სთხოვთ.


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Aug 25 2012, 06:06 PM
პოსტი #54


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



A.V.M
ციტატა
პირიქითაა.
სასულიერო პირის დაცემასთან საუბარი ევროპაშიც ძალიან იყო გავრცელებული.ცალკე სასაუბრო თემაა შუასაუკუნეები,როდესაც ადამიანი განიცდიდა რელიგიის სერიოზულ გავლენას.რაც შეეხება ილიას და ტოლსტოის.რადგან საუბარი სასულიერო ასპექტს ეხება.(სხვა მხრივ ტოლსტოი ბევრად ძლიერი მწერალი იყო ვიდრე ილია) აქ ილიას ერთი დიდი უპირატესობა იკვეთება.ილია მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული, ტოლსტოი კი პირიქით. რბილად ვიტყვი და ანტიმართლმადიდებელი იყო.ილია ამ პოემასში ავლენს მართლმადიდებლური თეოლოგიის ძალიან ღრმა ცოდნას. წმ.წერილის საფუძვლიანად შესწავალს და.ა.შ.


"მამა სერგი" წაგიკითხავს?

მე ამ ნაწარმოებებზე დრამატურგიული კუთხით ვსაუბრობ და არა რელიგიურით.

თუმცა თუ რელიგიურზე მიდგება საქმე, სადღაც მაქვს წაკითხული (მგონი მამა გიორგი ბასილაძის წიგნში), როცა ბერი გაბრიელი სწორედ ამ მომენტს უწუნებს ილიას - "ასეთი მაღალი დონის ბერი ასე არ დაეცემოდაო". ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ილიას რომ აკრიტიკებდა ამ კუთხიუთ მახსოვს, და მერე იმასაც ამბობს, რომ ძალიან უყვარს ილია.

ტოლსტოი კი სწორედ იმიტომ მომცონს, რომ ის ცხოვრებას ისეთად აღწერს როგორიც სინამდვილეშია და მათში არ იგრძნობა რომელიმე რელიგიისადმი ან ფილოსოფიისადმი მიკუთვნება.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 25 2012, 07:35 PM
პოსტი #55


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

ნამეტანი ამუქებ

კაი ერთი...
ციტატა
რწმენა არ დაუყვანია სასწაულამდე,

მართალია...
სასწაულზე დააყრდნო რწმენა.
ციტატა
ხოლო სასწაული გაქრობით იმიტომ მიეცა სასოწარკვეთას რომ იგრძნო თუ რა არის უფლის დაკარგვის შიში.

უჰ...უჰ...
კაი გაჩერდი ახლა...
სასოწარკვეთასთან უფლის შიში არანაირ კავშირშია.

ციტატა
მე ვსაუბრობ ყველანაირ ჭრილში, ასევე დაცემული ბუნების გადმოსახედიდან. და არ ღირს ადამიანის ისე გაწირვა როგორც შენ წირავ და აკვდინებ საწყალ განდეგილს. მას საკმაოდ ღვაწლი ჰქონდა დაცემამდე.

და ყველანაერ ჭრილი როგორია?
თუ მხატვრული თვალსაზრისით უყურებ მაშინ ეს თავიოდანვე განწირულია.
რადგან განდეგილს ისეთი ცნობილი ლიტერატურათმცოდნეები, როგორებიც იყვნენ-კიტა აბაშიძე , ესტატე ბოსლეველი , აკაკი ბაქარაძე და სხვანი.ლიტერატურული თვალსაზრისით ძალიან სუსტ ნაწარმნოებად მიიჩნევდნენ მას.
აი უძლიერესია თეოლოგიური თვალსაზრისით და ამიტომაა ყველაზე მეტად მართებული ასე განხილვა.
და მეორე. გასაგებია რომ ღვაწლი ქონდა.მაგრამ მერე რა?როცა ღვაწლი ქონდა უფლისგან მადლიც ქონდა მიღებული და ვნებების წინააღმდეგაც იბრძოდა. მაგრამ როდესაც სასწაულზე დააფუძნა თავისი რწმენა ეს მადლიც განქარდა და განქარვება მოხდა არა ერთბაშად,არამედ ეტაპობრივად.(და ეს ეტაპები ჩვენ ვნახეთ) და როდესაც მოუვიდა ნაწარმოების მიხედვით პირველი და ყველაზე სერიოზული გამოცდა-ჩაიჭრა და ჩაიჭრა სატიკად. რატომ? იმიტომ რომ მადლი აღარ ქონდა და ვერ შეძლო საკუთარი ვნებების მოთოკვა.
ციტატა
თქვენ კი არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგიდგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და დარჩეს თქვენი ნაყოფი; რათა მამამ მოგცეთ ის, რასაც ჩემი სახელით სთხოვთ.

biggrin.gif ჯერ ეს ერთი მაგის მუხლი დადე.
და მეორე. რა გინდა მაგით თქვა?(არ დაიწყო მე არაფერს ვამბობ სახარებაში წერია ასეო) რომ ჩვენდა უნებურად ჩვენთვის გაწერილია რაღაცა ღმერთის მიერ და ის უნდა ვაკეთოთ ჩვენ?
იმისთვის ვართ მოწოდებულნი. ესაა ჩვენი ბედი და.ა.შ.


შენთან მაქვს კითხვა ირა!
ეგრე რატომ ფიქრობ? მკვლევარების არზს გაეცანი და მერე ჩამოგიყალიბდა თუ საკუთრივ შენი შეხედულებაა და არავის აზრზს არ მოუხდენია გავლენა?

რატომ გეუბნევი ახლა.
მე მაქვს პოემის შესქხებ ნესტან სულავას სერიოზული კრიტიკა. და ახლა დაგიდებ იქიდან ციტატებს.

ახლა ატმანს ვუპასუხოთ.
ციტატა
"მამა სერგი" წაგიკითხავს?

ტოლსტოის ჯერ არ ვკითხულობ..პირადი შეხედულებების გამო...
მარა მოვა დრო როცა ვისწავლი.
ციტატა
(მგონი მამა გიორგი ბასილაძის წიგნში), როცა ბერი გაბრიელი სწორედ ამ მომენტს უწუნებს ილიას - "ასეთი მაღალი დონის ბერი ასე არ დაეცემოდაო". ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ილიას რომ აკრიტიკებდა ამ კუთხიუთ მახსოვს, და მერე იმასაც ამბობს, რომ ძალიან უყვარს ილია.

ნუ.მამა გიორგი ბასილაძის სიტყვებზე არასდრო ვაკეთებ კომენტარს და არც იმას ვანიჭებ მნიშვნელობას მოწონს თუ აკრიტიკებს იგი ჭავჭავაძეს. აი ნებისმიერი ლიტერატურათმცოდნის,მკვლევარ
ს ან კრიტიკოსის აზრი რომ დამიდო, იმას აუცლებლად ვუპასუხებ.


ახლა ისევ ჩემს საყვარელ კრიტიკოსებს მივუბრუნდები. აი რას წერს ქალბატონი ნესტან სულავა:
,, მისი (განდეგილის A.V.M) სულიერი მრწამ­სი შეარყია მწყემსი ქალის არგუმენტებმა, არამცთუ წინააღმდეგობა გაუწია მას, არამედ თავადვე შეერყა რწმე­ნა, სიტყვა ვერ მოძებნა, სიტყვა _ ყოვლის მძლე და სათა­ვე სულიერებისა. ბერს ენა დაება მწყემსი ქალის ხორცი­ელი ცხოვრების უპირატესობის დამამტკიცებელი არგუ­მენტების წინაშე, ალუღლუღდა და თავისი არჩევანი სუ­ლი­ერებისაკენ მიმავალი გზისა უბედურებად მიიჩნია. ცხა­დია, მან ეს გაუცნობიერებლად წარმოთქვა, მაგრამ ის სიტ­ყვა ამოთქვა, რომელიც, როგორც ჩანს, ქვეცნობიერში ჰქონდა დაშრევებული. ყოველივე ეს კი იმას მიუთითებს, რომ მის არსებაში ეჭვი და შიში თავისი არჩევანის სის­წორისა იმთავითვე იყო დასადგურებული''

,, ბერ­მა ვერ შეინარჩუნა თავისი სიწმინდე, ვერ შეძლო ღვთის ნების კვალზე სვლა და ტრაგიკულ აღსასრულამდე მივი­და. იგი გათენებას და ღვთის განაჩენს, ღვთის ნების გა­მოვლინებას ელოდება, რაც საკუთარი საქციელის გამო ში­შის დაუფლებით გამოწვეული ეჭვის საფუძველია. ეჭვი და შიში გაუმართლდა, იგი დამარცხდა, მზის სხივმა ლო­ცვანის წიგნი არ დაიჭირა, ანუ ღვთაებრივი მადლი დაის­რიტა, რამაც საბოლოოდ მწირი ბერის სიკვდილი გამოი­წვია''

და უყურე მთავარს.
რა დაწერა ილიამ და რა დაგვანახა განდეგილის სახით:
,,დაცარიელდა ტაძარი _ ესაა ილიას სატკივარი, ამი­ტო­მაა ილიას ეს პოემა წინასწარმეტყველური; მწერალმა სულიერებისაგან დაცლილი, მატერიალურს გადევნებული ერის სატკივარი აჩვენა. უმოძღვროდ დარჩა ერიცა და კა­ცობრიობაც. ამიტომაც ილიას ბოლო მხატვრულ ნაწარ­მო­ებში `ოთარაანთ ქვრივი~ მხოლოდ ერთხელ გამოჩნდება სუ­ლიერი მამა _ მღვდელი, რომელმაც მომაკვდავი გიორ­გი აზიარა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოძღვარი აღარ ჰყავს ერს და კაცობრიობას!''

,, იგი ქართველი ერის ტრა­გედიას ასახავს, თვით ილიას ტრაგიკულ განცდათა ძა­ლუმ ანარეკლად გვევლინება, რადგან ბერის სიკვდილის შედეგად ღვთის სახლი _ ბეთლემის ტაძარი ცარიელდება, რაც ღმერთთან დაცილების შედეგია, უღვთისმშობლობაა, სწორედ ამას მიიჩნევს ილია ერის ტრაგედიად, კაცობ­რიო­ბის ტრაგედიად.''


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Aug 25 2012, 08:03 PM
პოსტი #56


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ოო, იკანოს, გამოგიჩნდა სერიოზული მოპაექრე? biggrin.gif


ფაქტია ის, რომ განდეგილი თავის სიწმინდეს ამ სასწაულით ამოწმებდა. მონახე შესაბამისი ციტატები, როგორც სხივზე.

ტყუილად არ მიხსენებია მყინვარწვერისა და თერგის შედარება პარალელის სახით. ილია თავის შეხედულებებს ბევრგან იმეორებს smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 25 2012, 08:10 PM
პოსტი #57


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

ფაქტია ის, რომ განდეგილი თავის სიწმინდეს ამ სასწაულით ამოწმებდა. მონახე შესაბამისი ციტატები, როგორც სხივზე.

რათ უნდა ბევრი ძებნა ა...ბატონო.

,,წამება მისი ღმერთს შეუწირავს ,
ვედრება მისი ღმერთს უსმენია,
და სასწაული ნიშნად მადლისა
მღაღადებელზედ მოუვლენია.''

ამას ვამბობ ზუსტად,რომ მადლის გამოხატულებაა მეთქი სასწაული. და როდესაც სასწაულზე რწმენა დაიყვანა განშორდა მადლი და აღარ დაიჭირა სხივმა ლოცვანი.
მერე რაც მოხდა გავაგრძელო?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Aug 25 2012, 08:27 PM
პოსტი #58


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
ეგრე რატომ ფიქრობ? მკვლევარების არზს გაეცანი და მერე ჩამოგიყალიბდა თუ საკუთრივ შენი შეხედულებაა და არავის აზრზს არ მოუხდენია გავლენა?

გაიტანეთ ეს თავის მკვლევარებიანად თუ შეიძლება biggrin.gif
სიმართლე გითხრა მკვლევართ აზრს არ გავცნობივარ, პირადი მსჯელობის შედეგად მივედი მაგ დასვკვნამდე


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 25 2012, 08:35 PM
პოსტი #59


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ikanosi
biggrin.gif biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Aug 25 2012, 10:19 PM
პოსტი #60


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ikanosi
კაი ბიჭი ხარ და იმიტომ biggrin.gif
გული შეგტკივა განდეგილზე kiss1.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 11:11 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი