IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ურთიერთობა შეყვარებულთან22
ჯანჯღავა
პოსტი Jan 10 2013, 06:28 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 10-January 13
წევრი № 12,876



მყავს შეყვარებული,რომლის მამაც ჩემი დის ქმრის ნათლიაა,შესაძლებელია თუ არა ჩვენი ურთიერთობა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 10 2013, 06:53 PM
პოსტი #2


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



არამგონია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჯანჯღავა
პოსტი Jan 10 2013, 06:56 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 10-January 13
წევრი № 12,876



ზუსტად მაინტერესებს

მოძღვრის აზრი მაინტერესებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 10 2013, 06:59 PM
პოსტი #4


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



შენი და ––– შენი ნათესავია
შენი დის ქმარი ––– შენი ნათესავია
შენი დის ქმრის ნათლია ––– შენი დის ქმრის ნათესავია, აქედან შენი ნათესავიცაა
შენი დის ქმრის ნათლია შენი შეყვარებულის მამაა ––– ანუ გამოდის რომ შენი ნათესავის შვილია შენი შეყვარებული...

ცოტა ჩახლართული სიტუაცია კია. შემოვა ვინმე უფრო კომპეტენტურია დამიანი ამ თემასთან დაკავშრებით და გიპასუხებს. ისე ნათლიობა 7 თაობაზე იგივე სისხლით ნათესაობად ითვლება...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jan 10 2013, 07:25 PM
პოსტი #5


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ჯანჯღავა
მამა ანდრია სცემს ძალიან კარგად მსგავს კითხვაზე პასუხს, აქ ნახეთ

http://church.ge/index.php?showtopic=846
ციტატა
ნათელ–მირონობა მართლაც არის უახლოესი ნათესაობა და მას სათანადო სიწმიდით დაცვა ჭირდება. მაგრამ ისევე, როგორც ხორციელი ნათესაობა, ის ვერ გაგრძელდება შთამომავლებში უსასრულოდ. ალბათ ყველას გვსმენია, რომ ნათელ–მირონობა გრძელდება 7, ან 12 თაობა, ზოგი 14 თაობასაც ასახელებს. ძნელი წარმოსადგენია ვინმეს ახსოვდეს ნათლობით დანათესავებულთა სრული გენეალოგია თუნდაც 4 თაობის დაშორებით. სინამდვილეში საეკლესიო სამართალში ლაპარაკია არა თაობებზე, არამედ ნათესაობით ხარისხებზე, რომელიც დაბადებათა რაოდენობით იანგარიშება. ასე მაგალითად მშობელი არის პირველი ხარისხის ნათესავი; და–ძმა მეორე ხარისხის (მშობლისაგან შობილი) და ა.შ.. ხორციელ ნათესაობაში დაუშვებელად ითვლება ქორწინება ნათესაობის მე–7–ე ხარისხის ჩათვლით. ნათელ–მირონობაშიც ნათესაობის მე–8–ე ხარისხამდე ქორწინება ვერ აღესრულება (ანუ დაუშვებელია მე–7–ე ხარისხის ჩათვლით). მაგრამ არის ერთი ნიუანსი: ნათელ–მირონობაში ნათესაობა აითვლება მხოლოდ დაღმავალი ხაზით, ანუ შთამომავლობისაკენ და დაუშვებელია მე–7–ე ხარისხის ჩათვლით. ხოლო აღმავალით – შემოიფარგლება მხოლოდ 1–ლი ხარისხით, ანუ ნათლიის და ნათლულის მშობლებით. ცოლ–ქმარი ითვლება ერთ მთლიანობად, ნათლია კი ნათლულის მშობლად. მოდით, ვნახოთ, როგორ გამოისახება გრაფიკულად ხსენებული შემთხვევა. (ერთის შეხედვით შეიძლება რთულად მოგვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მარტივი ხერხია ნათესაობის ხარისხის დადგენისა).
IPB-ს სურათი

როგორც ვხედავთ, მეგობრის დისშვილისათვის აღმავალი ხაზით პირველი ხარისხის ნათესავი არის მეგობრის და, ხოლო თავად მეგობართან მისასვლელად საჭიროა კიდევ ერთი ასვლა, რომელშიც არძალვა უქმდება. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ კანონიკური წინააღმდეგობა მეგორისა და მისი დისშვილის ნათლიის ქორწინებისათვის არ არსებობს. ეს წესი მიღებულია კონსატანტინოპოლის სინოდის მიერ XII საუკუნეში. უნდა ითქვას, რომ რუსული წესი უშვებს კიდევ უფრო ახლო ნათესაობრივ კავშირს ქორწინებისას.

გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ ქართულ ტრადიციაში ნათელ–მირონობის შემთხვევაში ქორწინების დაუშვებელი წრის რადიუსი კიდევ უფრო დიდია. თუმცა ამას კანონიკური საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ ჩვენი წინაპრები განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ ნათელ–მირონობის სიწმიდეს. ამიტომ უნდა დავეკითხოთ მმართველ ეპისკოპოსს (ან ქორეპისკოპოსს – მცხეთა-თბილისში), რათა გათვალისწინებულ იქნას ადგილობრივი ტრადიციაც.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჯანჯღავა
პოსტი Jan 10 2013, 07:48 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 10-January 13
წევრი № 12,876



[quote name='k@the' date='Jan 10 2013, 07:25 PM' post='724335']
ჯანჯღავა
მამა ანდრია სცემს ძალიან კარგად მსგავს კითხვაზე პასუხს, აქ ნახეთ

http://church.ge/index.php?showtopic=846
[/
ანუ არ შეიძლება?მანდ ვერ გავიგე ამერია ყველაფერი

ანუ არ შეიძლება?მანდ ვერ გავიგე ამერია ყველაფერი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჯანჯღავა
პოსტი Jan 10 2013, 08:48 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 10-January 13
წევრი № 12,876



მივწერე პირადად მამა ანდრიას და მომწერა შეიძლებაო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 09:47 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი