თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ რას ნიშნავს იყო ეკლესიური?

პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 18 2007, 10:43 AM

ხშირად მესმის ამ ფორუმზეც და ცხოვრებაშიც სიტყვა "ეკლესიური".

გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი, რა შინაარსს დებთ ამ სიტყვაში და რით განსხვავდება ის სიტყვისგან "მართლმადიდებელი ქრისტიანი"?

კიდევ მაინტერესებს ვინმეს ხომ არ შეგხვედრიათ ეს სიტყვა ან საერო ან სასულიერო ლიტერატურაში?(თანამედროვე ქართულ პრესას ნუ შემომთავაზებთ biggrin.gif )

პოსტის ავტორი: zgarbi თარიღი: Sep 18 2007, 03:54 PM

მე ეს სიტყა მესმის ასე რომ ადამიანი ეკლესიურია იმ შემთხვევაში თუ ის არ აცდენს წირვა-ლოცვას და არის მაზიარებელი

პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 18 2007, 04:39 PM

zgarbi

ციტატა
მე ეს სიტყა მესმის ასე რომ ადამიანი ეკლესიურია იმ შემთხვევაში თუ ის არ აცდენს წირვა-ლოცვას და არის მაზიარებელი

მეც დაახლოებით ეგრე მესმის, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება მართლმადიდებელ ქრისტიანად?

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 19 2007, 12:11 AM

ციტატა
გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი, რა შინაარსს დებთ ამ სიტყვაში

ჩემთვის ეკლესიურობა მარტო წირვა-ლოცვაზე სიარული არ არის. იქიდან გამოყოლილი მადლის ცხოვრებაში გატარებაცაა... სიკეთე, მოყვასის სიყვარული, დახმარების გაწევა და ა.შ. ეს ყველაფერი მჭიდრო კავშირშია ეკლესიურობასთან და მართლმადიდებლობასთან. მარტო წირვა-ლოცვაზე სიარული ვერაფერს გვარგებს თუ იქ ნანახით, იქ გაგონილითა და ნაქადაგებით არ ვიხელმძღვანელეთ ცხოვრებაში. ესაა ჭეშმარიტი ეკლესიურობა ჩემთვის.

ციტატა
რით განსხვავდება ის სიტყვისგან "მართლმადიდებელი ქრისტიანი"?

შინაარსით smile.gif

მაგ: მართლმადიდებელი ქრისტიანი არის ბავშვი, რომელიც მშობლებმა მონათლეს 2 წლის. როცა გონი არ მოეკითხება ჯერ კიდევ. და შემდეგ მას აღარც კი გახსენებია უფალი. ის მაინც მართლმადიდებლად ითვლება, მაგრამ არა ეკლესიურ ადამიანად.

პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 19 2007, 12:45 PM

თათი87
მადლობთ.
ამაზე არ მიფიქრია:

ციტატა
მართლმადიდებელი ქრისტიანი არის ბავშვი, რომელიც მშობლებმა მონათლეს 2 წლის. როცა გონი არ მოეკითხება ჯერ კიდევ.


ამაში კი არ გეთანხმები:
ციტატა
და შემდეგ მას აღარც კი გახსენებია უფალი. ის მაინც მართლმადიდებლად ითვლება


პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 19 2007, 03:43 PM

rock

ციტატა
ამაში კი არ გეთანხმები:

ციტატა
და შემდეგ მას აღარც კი გახსენებია უფალი. ის მაინც მართლმადიდებლად ითვლება

ხოდა მოგვახსენე მაშინ შენი აზრი. რატო არ მეთანხმები wink.gif

პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 19 2007, 04:02 PM

თათი87

ციტატა
ხოდა მოგვახსენე მაშინ შენი აზრი. რატო არ მეთანხმები

თავად ვარ ეგეთი და მიტომ. biggrin.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 19 2007, 04:04 PM


rock

ციტატა
თავად ვარ ეგეთი და მიტომ.


ხოო მტკივნეულ ადგილზე დამიბიჯებია ფეხი biggrin.gif მაგრამ ეგ არ არის საკმარისი საბუთი იმისთვის რომ ჩემი ხედვა გააბათილოს wink.gif

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Sep 20 2007, 07:57 PM

ციტატა
ჩემთვის ეკლესიურობა მარტო წირვა-ლოცვაზე სიარული არ არის. იქიდან გამოყოლილი მადლის ცხოვრებაში გატარებაცაა... სიკეთე, მოყვასის სიყვარული, დახმარების გაწევა და ა.შ. ეს ყველაფერი მჭიდრო კავშირშია ეკლესიურობასთან და მართლმადიდებლობასთან. მარტო წირვა-ლოცვაზე სიარული ვერაფერს გვარგებს თუ იქ ნანახით, იქ გაგონილითა და ნაქადაგებით არ ვიხელმძღვანელეთ ცხოვრებაში. ესაა ჭეშმარიტი ეკლესიურობა ჩემთვის.

ნამდვილად თათიsmile.gifმართლმადიდებელი ქრისტიანის ეკლესიური ცხოვრება ტაძრიდან გამოსვლისას არ უნდა მთავრდებოდეს."ცხოვრების უდიდეს ნაწილს ჩვენ ერში ვატარებთ,ჩვენივე მსგავს,ნაკლულოვან და ამ ნაკლულოვანებებით გატანჯულ ადამიანებთან გვაქვს ურთიერთობა.ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია,რომ ამ ურთიერთობათა გამო ტაძარში მიღებული სულიწმიდის მადლი კი არ დავკარგოთ,არამედ პირიქით-ამ ქვეყნად გაბატონებული,ჩვენს წინააღმდეგ მებრძოლი მტრული ძალების დაძლევით გავამრავლოთ იგი."

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Sep 20 2007, 07:59 PM

ეკლესიის წევრი.

პოსტის ავტორი: jiulieni თარიღი: Sep 20 2007, 08:54 PM

ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს მცნებების დაცვას და ამით გამოხატავს ღვთის ერთგულებას.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Sep 20 2007, 10:04 PM

მართმადიდებელი ქრისტიანი და ეკლესიური ერთიდაიგივე მგონია,

,,ეკლესიური" შედარებიტ თანამედროვე ტერმინია და მისი გაჩენის აუცილებლობა გამოიწვია იმ ფაქტმა რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ტავი მართმადიდებელი გონია თუ ის უბრალოდ მონათლულია და გაიძახის ღმერთი მწამსო...




ეკლესიურები ისინი არიან ვინც ეკლესიური ცხოვრებით ანუ საქმით ასაბუთებენ ტავიანთ რწმენას...

პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 21 2007, 11:46 AM

neo

ციტატა
მართმადიდებელი ქრისტიანი და ეკლესიური ერთიდაიგივე მგონია,

,,ეკლესიური" შედარებიტ თანამედროვე ტერმინია და მისი გაჩენის აუცილებლობა გამოიწვია იმ ფაქტმა რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ტავი მართმადიდებელი გონია თუ ის უბრალოდ მონათლულია და გაიძახის ღმერთი მწამსო...




ეკლესიურები ისინი არიან ვინც ეკლესიური ცხოვრებით ანუ საქმით ასაბუთებენ ტავიანთ რწმენას...

მე ასე ვიტყოდი:
არაეკლესიურია მართლმადიდებელი, რომელსაც ობიექტური მიზეზების გამო არ ძალუძს "ეკლესიურობა". ჩვილების მაგალითი მშვნეიერი მაგალითია.

დანარჩენ შემთხვევაში "ეკლესიური" და "მართლმადიდებელი" იდენტური ცნებებია. ანუ ზრდასრული, გონებრივად და სულიერად ჯანსაღი არაეკლესიური მართლმადიდებელი არ არის მართლმადიდებელი.

პოსტის ავტორი: სანდრო38 თარიღი: Sep 21 2007, 12:31 PM

ეკლესიურობა და მართლმადიდებლობა განუყოფელი მცნებებია.
მართლმადიდებლის მიზანი სულის ცხონებაა, ხოლო სულის ცხონებისთვის აუცილებელია რომ ადამიანი სრულყოფილებისაკენ ესწრაფვოდეს, სრულყოფილებისაკენ სწრაფვის მართლმადიდებლური გზა არის საკუთარი ცოდვების წინააღმდეგ ბრძოლა.
ეკლესიის გარეშე ვერც აღსარებას ვიტყვით ვერც ზიარებას მივიღებთ, თუკი ადამიანს გონია რომ ის უცოდველია და მას ეკლესია არ ჭირდება, ეს იმას ნიშნავს რომ იგი ხიბლშია, ხოლო ხიბშლი მყოფი ადამიანები ბოროტი ძალების სათამაშაო.
არაეკლესიური ცხობრების გამართლება მაშინაა შესაძლებელი როცა ადამიანს ფიზიკურად არ ძალუძს იაროს ეკლესიაში ჯანმრთელბობის მდგომარეობის ან იმის გამო რომ იმყოფება ისეთ ადგილას სადაც ეკლესია არ არის.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Sep 21 2007, 09:01 PM

ციტატა
მე ასე ვიტყოდი:



გეთანხმები

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Sep 23 2007, 11:38 PM

ჩემს ეკლესიაში დადის ერთი ქალი რომელიც მარლთმადიდებელი ნამდვილად არ არის. ქალებს არაფერს ერჩის, მაგრამ კაცებს გვერდით დაუდგებახოლმე და თურმე საშინელ სიტყვებს ეუბნება და მათ უხერხულ სიტუაციაში აყენებს. არადა იშვიათად რომ არ მოვიდეს. ეკლესიური ისიც გამოდის არა? tongue.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 24 2007, 01:17 AM

შევრდომილი

ავადმყოფებზე არა მგონია ვლაპარაკობდეთ, ღმერთმა უშველოს... sad.gif

ეკლესიის წევრობის უფლებას რაც შეეხება, იგი ყველას აქვს.

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Sep 24 2007, 04:52 PM

ნახევრად ხუმრობით ვთქვი რათქმაუნდა. smile.gif

ეკლესიაში რომ დავდივართ ბევრი რამ უნდა გავიგოთ და გავითვალისწინოთ რომ გადავრჩეთ. სადღაც ამივიკითხე ვის მოეწონება ბავშვი, რომელიც სკოლაში დადის მარტო დადიოდეს და არაფერს სწავლობდეს იქიდან.

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Jun 9 2008, 10:30 PM



მამა გიორგიმ თქვა ქადაგების დროს ,რომ ის კი არ არის ეკლესიური ვინც ეკლესიაში დადის არამედ ის ვინც ეკლესიურად ცხოვრობსო.

პოსტის ავტორი: natia. თარიღი: Jun 9 2008, 10:35 PM

ეკლესიური ადამიანი მშვიდია და მას ღვთის მადლი სდევს თან, შენ ცხონდი და შენს ირგვლივ ათასები ცხონდებიანო...

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Jun 9 2008, 10:40 PM

ციტატა(natia. @ Jun 9 2008, 09:35 PM) *

ეკლესიური ადამიანი მშვიდია

yes.gif yes.gif

მე ძალიან შორს ვყოფილვარ ჯერ ეკლესიურობამდე biggrin.gif

პოსტის ავტორი: agnosticos თარიღი: Jun 30 2008, 05:05 PM

ეკლესიური ადამიანი შეიძლება მშვიდია, მაგრამ ყველა მშვიდი, კეთილი და კაცთმოყვარე ხომ არ არის ეკლესიური smile.gif
ჩემი აზრით, ეკლესიურია ქრისტიანი, რომელიც რიტუალურ ნაწილს ესწრება და ცხოვრებაში ეკლესიის დადგენილებებით ხელმძღვანელობს.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jun 30 2008, 06:55 PM

ეკლესიური ადამიანი თუ ის განიცდის სულიერ და ხორციელ მეტამორფოზას დადებითი მიმიართულებით, თუ მასში რეალური ცვლილებები ხდება...

პოსტის ავტორი: agnosticos თარიღი: Jun 30 2008, 08:47 PM

ციტატა
განიცდის სულიერ და ხორციელ მეტამორფოზას დადებითი მიმიართულებით


არაეკლესიურმა ადამიანმა არ შეიძლება განიცადოს?

პოსტის ავტორი: agnosticos თარიღი: Aug 4 2008, 08:58 PM

არადა შეიძლება...

პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Aug 4 2008, 09:41 PM

ეკლესიური ცხოვრება ნიშნავს იმას,რომ სულ ცოტა ქალი რომელიც თავს ეკლესიურს უწოდებს იქიდქნ გქმოსულმა შარვალი არ უნდა ჩაიცვას.ასევე ეკლესიური ცხოვრება არ ნიშნავს მხოლოდ ეკლესიაში სიარულს.არ მიწყინოთ გოგოებმა,აქამდე მეც ვიცვამდი შარვალს და ეხლა ვცდილობ,რომ აღარ ჩავიცვა დასულაც არ ყოფილა რთული .

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: Aug 5 2008, 03:10 PM

ციტატა(chelo @ Aug 4 2008, 09:41 PM) *

ეკლესიური ცხოვრება ნიშნავს იმას,რომ სულ ცოტა ქალი რომელიც თავს ეკლესიურს უწოდებს იქიდქნ გქმოსულმა შარვალი არ უნდა ჩაიცვას.ასევე ეკლესიური ცხოვრება არ ნიშნავს მხოლოდ ეკლესიაში სიარულს.არ მიწყინოთ გოგოებმა,აქამდე მეც ვიცვამდი შარვალს და ეხლა ვცდილობ,რომ აღარ ჩავიცვა დასულაც არ ყოფილა რთული .

რთული არაფერია როცა სურვილია... smile.gif არ გამიჭირდება შარვლის არ ჩაცმა... smile.gif

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Aug 5 2008, 03:17 PM

ეხლა ქუთაიში, რომ ვიყავით გამახსენდა ტაბაკინის წინამძღვრის ქადაგება:

''თქვენ ეკლესიაში ხართ თავსაფრიანები, თორე გარეთ ისეთივე ფასკუნჯები ხართ რავაც ის წარმართი გოგოები cool.gif
იშვიათია გოგო რაც ეკლესიაშია ის იყოს გარეთაც''

ასერომ...ეკლესიურია ადამიანი, რომელიც ასევე დადის ეკლესიაში და ამავდროულად ეკლესიურ სწავლებას ცხოვრებაში აღასრულებს smile.gif

იყო ნიჭიერი არაფერია თუ არ გამოიყენე შენი ნიჭი ,ასევეა ასეც :rolleyes

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Aug 5 2008, 05:30 PM

ეკლესიურია ადამინი , თუ ის მაზიარებელია, უფლის კანონებით ცხოვრობს და ზრუნავს სულიერ სიძლიერეზე.
აბო.

პოსტის ავტორი: Giorgi_Roganeli თარიღი: Aug 5 2008, 09:22 PM

ნათლობის შემდეგ ადამიანი ხდება მართლმადიდებელი ქრისტიანი. მიუხედავად იმისა,
არის თუა არა იგი აღმსარებელი და მაზიარებელი, რაც თავისთავად გულისხმობს ეკლესიაში
წირვა-ლოცვაზე დასწრებას, ასეთი ადამიანი მაინც ითვლება მართლმადიდებელ ქრისტიანად.
ეკლესიურ ადამიანად კი ის მართლმადიდებელი ქრისტიანი მიმაჩნია, ვინც ქრისტიანული წესების
მიხედვით ცხოვრობს: სისტემატურად ესწრება წირვა-ლოცვას, იცავს მარხვას, არის აღმსარებელი
და მაზიარებელი. ეკლესიური ადამიანიაო-ამას, ჩემი აზრით, ამბობენ ადამიანზე, რომელიც ერში
ცხოვრებს, მაგრამ მასთან სულ მცირე ხნის საუბრიდანაც კი ნათელია ამ ადამიანის ეკლესიური
ცხოვრებისა და ღვთის სიყვარულის შესახებ. smile.gif

პოსტის ავტორი: jiventino თარიღი: Aug 7 2008, 09:38 AM

ეკლესიურობა ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ წირვა-ლოცვას ვესწრებით თუ არა, ვინახავთ თუ არა მარხვას და ვასრულებთ თუ არა უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა კურთხევას.

პოსტის ავტორი: მარიამი_7 თარიღი: Aug 24 2008, 08:31 PM

ეკლესიურობა არ ნიშნავს მარტი წირვა-ლოცვაზე სიარულს. ამ დროს მთელი შენი გული, მთელი შენი სული, მომართული უნდა იყოს ღვთისაკენ. ჩვენი ეკლესიურობა უნდა გამოიხატოს ჩვენს ქცევებში, მოქმედებებში, ლაპარაკში.

პოსტის ავტორი: IZAKUNA თარიღი: Aug 25 2008, 10:50 PM

ჩემის აზრით ეკლესიური ნიშვანს იმას რო,იცხოვრო ეკლესიურად ანუ იყო აგმსარებელი,ეზიარო და ა.შ

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Aug 26 2008, 11:04 AM

იყო ეკლესიური ნიშნავს ჩემი აზრით რომ გინდოდეს იყო ეკლესიური არჩევანი, თუ გულით გინდა ეკლესიაშიც წახვალ და ყველაფერსაც იზამ

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Aug 26 2008, 11:10 AM

გაქვს დაუშრეტელი სურვილი და მისწრაფება ემსგავსო მას ვინც სიკვდილით სიკვდილი მოაკვდინა.

პოსტის ავტორი: bravoshota თარიღი: Aug 26 2008, 01:52 PM

ეკლესიური ადამიანი შეიძლება სულაც არ ცხოვრობდეს ქრისტიანულად. ამაში ყველა დამეთანხმებით...

ეკლესია არის სულის საავადმყოფო, მაგრამ მხოლოდ იმათ კურნავს, ვინც გულით შედის მანდ.

ეკლესია გვეხმარება დავიცვათ მცნებები მეტი მონდომებით.

ეკლესიაში სიარული აუცილებელია, მაგრამ არა საკმარისი...

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Sep 9 2008, 04:25 PM

ეკლესიური ის ადამიანია ვინც არცერთ წირვას არ ტოვებს და სულ ეკლესიაშია, აი მაგალითად ბებიაჩემი იყო ძალიან ეკლესიური, დიდ დროს ატარებდა ეკლესიაში, სულ ლოცულობდა ხოლმე, მე სულ ვთხოვდი რომ საქართველოზეც ელოცა...

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Sep 9 2008, 08:37 PM

რას ნიშნავს იყო ეკლესიური?

არის ერთი მარტივი ფორმულა.

როცა ფიქრობ რომ ეკლესიური ხარ-

ესე იგი არა ხარ ეკლესიური.
laugh.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Sep 19 2008, 10:21 PM

შემოგევლეთ თქვენაო... wub.gif

ციტატა
როცა ფიქრობ რომ ეკლესიური ხარ-

ესე იგი არა ხარ ეკლესიური.

ისე, ეს რაღაც ვერ გავიგე sad.gif

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Sep 23 2008, 06:03 PM

ციტატა(kesaria777 @ Sep 19 2008, 09:21 PM) *

ისე, ეს რაღაც ვერ გავიგე sad.gif

ანუ შენს თავზე დიდი წარმოდგენა არ უნდა გქონდეს,არ უნდა იფიქრო რომ მე ისეთი წმინდანი და ეკლესიური ვარ მალე ფრთებიც ამომივაოო laugh.gif

ციტატა(chelo @ Aug 4 2008, 08:41 PM) *

სულ ცოტა ქალი რომელიც თავს ეკლესიურს უწოდებს იქიდქნ გქმოსულმა შარვალი არ უნდა ჩაიცვას.

შენ მოკლედ შარვალი რომ არ ახსენო ისე არ შეგიძლია laugh.gif biggrin.gif

2kiss.gif

პოსტის ავტორი: Giorgi_Roganeli თარიღი: Sep 24 2008, 09:34 AM

ციტატა(llaasshhaa @ Sep 23 2008, 09:31 PM) *

მე ვარ ეკლესიური

მარჯვენა მხარეს ცალი ფრთა უკვე ამომდის
oops.gif


biggrin.gif მაგაზე ეს ამბავი გამახსენდა: იაღოველებმა წლების წინ სამყაროს აღსასრულის თუ ზეცად აღტყორცნის
ჟამი რომ გამოთვალეს, გორის ციხიდან თუ კლდიდან გადმოხტნენ და ამის შედეგად მძიმე ტრამვები და
მოტეხილობები მიიღეს. მათ საშველად მოსული სასწარფოს მედდას კი ერთ-ერთი იაღოველი ეხვეწებოდა:
-დაო, ღვთის ნებას ნუ ეწინააღმდეგები, მხარს ნუ მიხვევ, ფრთა ამომდის და დააცადეო...

ეკლესიური ადამიანი სულიერ სიმშვიდესა და შვებას უნდა გრძნობდეს ღვთის სახლში შესვლისას,
თავს მორწმუნე მრევლის ნაწილად და ეკლესიის შვილად მიიჩნევდეს.
smile.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Sep 24 2008, 02:55 PM

ციტატა
ეკლესიურად ცხოვრობსო.


უფრო ქრისტიანულად. smile.gif

ეკლესიის მიზეზი ქრისტე უფალია, ამიტომ ეკლესიურად არა, უფრო ქრისტიანულად. smile.gif


პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Oct 3 2009, 08:35 PM

ციტატა(zgarbi @ Sep 18 2007, 04:54 AM) *

მე ეს სიტყა მესმის ასე რომ ადამიანი ეკლესიურია იმ შემთხვევაში თუ ის არ აცდენს წირვა-ლოცვას და არის მაზიარებელი

თუ ვაცდენ და იშვიათად ვეზიარები მაშინ? ვინ ვარ მე?

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 3 2009, 08:41 PM

მაშიკო

ციტატა
თუ ვაცდენ და იშვიათად ვეზიარები მაშინ? ვინ ვარ მე?

ზარმაცი tongue.gif kiss1.gif

ეხ ჩემო კარგებო, ეკლესიურობა ფორმალობა არაა. ყოველ კვირასაც რომ ვიაროთ და ეს ყველაფერი ფორმალობა იყოს, არ ვიქნებით ნამდვილი ეკლესიური ქრისტიანები sad.gif
ეს ყველაფერი გაცილებით რთულია... user.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Oct 3 2009, 08:44 PM

ნანინა
სიზარმაცე ვითომ... ამ ბოლო დროს კვირას დრო არ მქონდა და .... მხოლოდ სიზარმაცე არააა თორემ მაგას კი მოვუვლიდი როგორმე...

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 3 2009, 08:47 PM

მაშიკო

ხო, რთულია როცა კვირასაც ხარ დაკავებული sad.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Oct 3 2009, 09:08 PM

ნანინა
კვირას სასულიეროშიც მაქვს ლექციები, მხოლდ ერთხელ დავესწარიsad.gif ხვალ იმედია ხელს არაფერი შემიშლის... ორშაბათს მცხეთაში მიდიან სასწავლებლიდან მოსალოცად მე ვერც იქ ვერ მივდივარsad.gif

პოსტის ავტორი: besik თარიღი: Oct 15 2009, 09:14 PM

ეჰ,კარგია ლამაზი სიტყვებით თავის მოწონება,რონ მორწმუნედ მიაჩნიათ თავი,სხვებს ხომ ისე უქადაგებენ მბრწყინავი სიტყვებით,რომ ალბათ უკვირთ კიდეც გულში ეს რა ღვთისნიერი ვყოფილვარ თურმეო.თუმცა საკმარისია თავიანთმა რწმენამ რაგაც მსხვერპლის გაღება მოთხოვოთ ,რაგაც მცირედის გაღება მოყვასისადმი,როცა ეს მცირედიც კი შესაძლოა შეუფასებელი იყოს იმ მოყვასისათვის,მაშინვე თავს მოიკატუნებენ და წუწუნებენ თავიანთ თავზე,თავიანთ უსუსურობაზე,თითქოს ეს მცირედი რაიმე თავგანწირობად ითვლებოდეს მათთვის და ეს არ შეეძლოთ.ამ დროს კი შესაძლოა შორს იდგეს რწმენისგან ადამიანი,ან ასეთად თვლიდნენ,თუმცა თავის მოყვასისადმი თავის გამომეტებით,გაჭირვებაში არმიტოვებით და გვერდით დგომით,თუნდაც მის პირად ცხოვრებას დანგრევა ემუქრებოდეს ამით, ცხადად ჩნდება ვინ რა სულის ადამიანია,ვინ როგორი ''მორწმუნეა''.

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Oct 16 2009, 12:40 PM

რადგანაც ტერმინები "მართლმადიდებელი ქრისტიანი" და "ეკლესიური" არის განხილვის თემა, ჯერ პირველით დავიწყებ.

რას ნიშნავს "მართლმადიდებელი ქრისტიანი"

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) ამბობდა, რომ მამაო ჩვენო-ს წარმოთქმის დროს "წმიდა იყავნ სახელი შენი" გულისხმობს შემდეგს:
"რას ნიშნავს, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ეს სიტყვა? რისთვის ვეტყვით ჩვენ ღმერთსა: წმიდა იყავნ სახელი შენი? ნუ თუ სახელი ღვთისა არ არის წმიდა? დიახ, ძმანო ჩემნო, სახელი ღვთისა არის წმიდა და უწმიდესი ყოველთა სახელთა; გარნა სიტყვათა ამათ შინა ჩვენ ვევედრებით ღმერთსა, რათა სახელი მისი იყოს წმიდა ჩვენ შორის ჩვენითა კეთილითა და წმიდითა ცხოვრებითა. ჩვენ ვუწოდებთ ჩვენს თავს ქრისტიანედ, ესე იგი, ჩვენ მივითვისეთ ქრისტე ღმერთის სახელი. მაშასადამე, როდესაც ჩვენი ცხოვრება და ყოფა-ქცევა არის კეთილი და წმიდა, მაშინ ქრისტეს სახელი იდიდება ჩვენ შორის; გარნა უკეთუ ჩვენი ცხოვრება უწმინდურია, უკეთუ არ გვახსოვს, ვისი სახელი გვაქვს და ცუდად ვიქცვით, მაშინ სახელი ღვთისა დამდაბლდება და შეიგინება."
ე.ი. რადგანაც ჩვენ მითვისებული გვაქვს ქრისტე ღმერთის სახელი, ამიტომ ვუწოდებთ ჩვენს თავს ქრისტიანს. მაგრამ ვართ თუ არა ქრისტიანი (რათქმაუნდა მართლმადიდებელი ქრისტიანი) ეს იმით არ განისაზღვრება, ჩვენ რას ვუწოდებთ ჩვენს თავს.
როდესაც ბავშვს (ან ზრდასრულს) ნათლავენ ხშირად თვით ნათლობაზე უპირატესად აყენებენ სუფრას. არადა მაცხოვარმა გვასწავლა, რომ ნათლობის მერე პირიქით, მარხვა გვმართებს და არა ქეიფი, რამეთუ სწორედ ნათლობის მერე იწყებს ეშმაკი ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებას (რადგანაც მანამდე მას ეს არ სჭირდებოდა, რადგანაც ისედაც არ ვიყავით ღმერთთან). სწორედ ასე მოიქცა მაცხოვარი, როდესაც იგი იორდანეში მოინათლა. 40 დღე უდაბნოში იმარხულა. რა თქმა უნდა მას არც ნათლობა და არც მარხვა არ სჭირდებოდა, მაგრამ ჩვენთვის სასწავლებლად გააკეთა ეს. (ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის ლუკას სახარების განმარტებიდან). ასე, რომ მაცხოვარმა გვასწავლა, რომ მხოლოდ ნომინალური ქრისტიანობა (მხოლოდ ნათლისღება) არ არის საკმარისი იყო ქრისტეს მიმდევარი, ქრისტეს მოწაფე, ქრისტეს მხედარი ანუ ქრისტიანი. და როდესაც ჩვენი ცხოვრების წესი არ არის შესაბამისი და მხოლოდ ნომინალური ქრისტიანები ვართ, გამოდის რომ ჩვენ არა ვართ რეალური ქრისტიანები და ქრისტე ღმერთის სახელი სწორედაც რომ მითვისებული გვაქვს.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) ბრრძანებს (მოგიყვანთ 2 ციტატას):
"უმჯობეს არს, რომ კაცი არ მოინათლოს, ვიდრე მონათლულმან უწმინდურად იცხოვროს და შეაგინო სჯული თვისი."
"უმჯობესია, რომ კაცი სრულიად არ მოინათლოს, ვიდრე მონათლული ცუდად იქცეოდეს; მონათლული უმეტესსა მიიღებს ღვთისაგან სასჯელსა. ჭეშმარიტი ქრისტიანე მხოლოდ ის არის, რომელსაც სწამს, ღმერთი და კარგად იქცევა, ეცადეთ თქვენცა, რომ გქონდესთ ეს ორი: მართლ-მადიდებელი სარწმუნოება და კეთილი ყოფაქცევა."


რას ნიშნავს "ეკლესიური"

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ამბობს, რომ ეკლესიურობა არის
" ჯერ ნათლისღება, მერე აღმსარებლობა, მაზიარებლობა და ყველაფერი ის რასაც ეკლესიური ცხოვრება მოიცავს, ანუ მორჩილება ეკლესიისა. და ის რომ იყო ამ მადლმოსილი სხეულის, ანუ ქრისტეს ცოცხალი ორგანიზმის ცოცხალი ნაწილი."
"ეკლესიური ცხოვრება მრავალ რამეს მოიცავს, როგორც გითხარით, არა მარტო ლოცვებს დილა-საღაამოს, არა მარტო სახარების კითხვას, არა მარტო წირვაზე დგომას, არამედ მუდმივად ერთგულებას ეკლესიისა. ამაში იგულისხმება ჩვენი ყოფითი ცხოვრება გარეთ. ანუ შენ რომ აქედან გადიხარ კვლავ ეკლესიის შვილი ხარ. ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ გარემოში, სადაც არ უნდა აღმოჩნდე, ნებისმიერი ურთიერთობის დროს - ეს შენი ღირსებაა. შენ უნდა იყო ნათელი ამა სოფლისა, როგორც ხშირად გვითქვამს და ეს ნათელი შენ აქედან გაქვს მიღებული, სხვაგან ეს ნათელი არსად არ არის. და შენ უნდა ასხივებდე ამ ნათელს. და შენ უნდა გქონდეს ინტერესეი არა ანგარებიანი, არამედ ინტერესი სიყვარულიდან გამომდინარე, რომ სხვა ადამიანებმა დაინახონ და წამოგყვნენ აქ. და რატომ უნდა წამოგყვნენ? შენ კი არ გჭირდება იმათი მოსვლა აქ, არამედ ისინიც გახდნენ ღვთის მადიდებელნი და გადარჩნენ, ანუ ქრისტეს მოწაფენი გახდნენ... ...ეკლესიურობა რას ნიშნავს? -იმას, რომ მუდმივად შენ ეკლესიას ატარებ!... ...თითოეული თქვენთაგანი თავის თავში ატარებს ეკლესიის სისავსეს, იმიტომ რომ არის თქვენში მადლი სულისა წმიდისა, არის თქვენში სისხლი ქრისტესი, რადგან თქვენ მაზიარებელნი ხართ. ამიტომ თქვენ ოჯახშიც, როცა მარტო ხართ, თუნდაც როცა ტელევიზორთან ზიხარ და იქ ხშირად გაიელვებს ხოლმე რაღაც ისეთი, რომელიც შენ არ უნდა მიიღო, მაშინაც ეკლესია ხარ შენ, ეკლესიის ცოცხალი ნაწილი ხარ შენ. როცა გძინავს, მაშინაც ეკლესიის ცოცხალი ნაწილი ხარ შენ და როცა წამოდგები ლოცვაზე, მაშინაც ეკლესიის ერთგული შვილი ხარ შენ."
(ნაწყვეტი მამა თეოდორეს ქადაგებიდან, რომელიც ჩაატარა 2007 წელს, თომას კვირას.)


როგორც ვხედავთ, ერთმანეთს მოიცავს მართლმადიდებელი ქრისტიანობა და ეკლესიურობა, მაგრამ არის განსხვავება: მართლმადიდებლობა მიიღწევა ეკლესიურობით. ანუ "მართლმადიდებელი ქრისტიანობა" არის მიზანი, რომლის მირწევის გზა არის "ეკლესიურობა". თუმცა მხოლოდ ეკლესიურობა არ არის საკმარისი. მამა თეოდორე ამბობს (ნაწყვეტი იმავე ქადაგებიდან): "იმისათვის, რომ იყო მარლმადიდებელი, 3 რამ არის საჭირო: პირველი -მსოფლმხედველობა სწორი, ჭეშმარიტად ქრისტიანული, მართლმადიდებლური. სწორი მსოფლმხედველობა, ეს არის პირველი, ამის გარეშე, როცა ჩვენი გონება ვერ მიმხვდარა, სად არის სიმართლე, აბსოლიტურად შეუძლებელია იყო ქრისტეს მიმდევარი. ბუნებრივიც არის. გინდა დღეს დაბადებულიყავი, გინდა მაშინ, როცა ქრისტე მიწაზე მოღვაწეობდა, ვერ იქნებოდი მისი გულმხურვალე მიმდევარი, ისეთი რომ თავი გაგეწირა და სხვაგან არ გაგეხედა, თუ არ იქნებოდი აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ეს არის ერთად-ერთი და არა ერთ-ერთი ჭეშმარიტება. ესე იგი იმისათვის, რომ იყო ნამდვილი ქრისტიანი, უნდა იყო სწორი მსოფლმხედველობის მატარებელი. მეორე - ეს არის ეკლესიური ცხოვრება... (აქ გამოვტოვებ იმ ნაწილს, რომელიც უკვე ზემოთ დავწერე)... და მესმე- განსაცდელები, რომლის გარეშეც ვერავინ ვერ გახდება ნამდვილი ქრისტიანი. თუ არ იქნება განსაცდელები და მათი ღირსეული გადატანა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ თეორეტიკოსებად დავრჩებით მსოფლმხედველობრივად და ეკლესიის წევრებად კი ნომინალურად. კი იქნები მაგრამ, შენს გულში ცეცხლი არ იქნება. ჩვენ განსაცდელების ნაკლებობას არავინ ვუჩივით. ასე რომ მესამე პირობა სახეზეა, შესრულებულია. მსოფლმხედველობრივად მე იმედი მაქვს უდიდესი უმრავლესობა თქვენს შორის სწორად ფიქრობს, მაგრამ არიან გამონაკლისებიც, მაგრამ აი მეოეს რაც შეეხება, ნამდვილ ეკლესიურ ცხოვრებას - აქ კი ყველანი მოვიკოჭლებთ."

პოსტის ავტორი: აზნაური კიკნაველიძე თარიღი: Oct 16 2009, 01:02 PM

ეკლესიურია ადამიანი რომელიც ზედმიწევნით ასრულებს ეკლესიის ყველა ვალდებულებას . ესწრება წირვებს , მარხულობს .

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)