IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოს შესახებ წინასწარმეტყველება, ბერკირილეს განმარტებული იოანეს სახარება აპოკალიფსი
llaasshhaa
პოსტი May 5 2010, 04:20 PM
პოსტი #1


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



საქართველოს შესახებ არაერთი წინასწარმეტყველება არსებობს. ზოგი მათგანი ქართულ საეკლესიო წრეებშია გაცხადებული. მაგალითად, სიტყვები, რომელიც მაცხოვარმა უთხრა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს: `ჰოი დედაო ჩემო, არა უგულებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის.”
უცხოელებსაც გაცხადებიათ საქართველოს მისიის შესახებ. რუსულ და ბერძნულ საეკლესიო წრეებში საქართველოსადმი ეჭვიც კი წარმოშობილა ამის გამო. რასაც ნამდვილად ვერ დაარქმევს კაცი საღმრთო შურს, უფრო შოვინიზმის გამოვლინებაა, ალბათ. მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მარტო რუსთველის ფრესკის გადაფხეკის ფაქტის გახსენებაც კმარა.
მიუხედავად ამისა, როგორც რუსი, ასევე ბერძენი ნამდვილი წმიდა მამები მუდამ აფასებდნენ ქართული ეკლესიის როლს აღმოსავლეთის ქრისტიანობაში, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ აღმოსავლეთის ეკლესია აღმოსავლეთის ქრისტიანობაში.
ზოგიერთი უცხოელი წმიდა მამა უფალმა უდიდესი ნიჭით დააჯილდოვა, აუწყა რა მას განსაკუთრებული საიდუმლო. ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში ბუქარესტში მოღვაწე ბერძენი ბერი კირილე ლავრიოტისი.
მამა კირილეს მთელი სიცოცხლე მიუძღვნია იოანეს გამოცხადების განმარტებისათვის. თავისი შრომებით იგი სრულიად განსხვავდება აპოკალიფსისის სხვა ეკზეგეზეტებისაგან.

ყველაზე მეტად, რაც ჩვენთვის საინტერესოა, ბერ კირილეს იოანეს გამოცხადებაში შეუმჩნევია წინასწარმეტყველება საქართველოზე, როგორც ერთადერთ ქვეყანაზე, რომლის ხალხი _ პატრიარქისა (იბერიის _ გამოცხადებისეული `ფილადელფიის ეკლესიის ეპისკოპოსი”) და აღდგენილი სამეფო ტახტის ხელმწიფის (`ღვთის რჩეული გლახაკი მეფის”) ხელძღვანელობით _ შექმნის მართლმადიდებლურ იმპერიას, `წმიდათა ათასწლოვან მეფობის იერუსალიმს”.
მართლმადიდებლური ქრისტიანობის იდეოლოგიით იმპერია არ არის ვინმეს პყრობა. მართლმადიდებლური იმპერია არის თანამეგობრობა მართლმადიდებელი ხალხებისა, რომელიც სასულიერო და საერო, პატრიარქისა და იმპერატორის (მეფეთა-მეფის) ხელისუფლებათა სიმფონიის მეშვეობით წინ აღუდგება ანტიქრისტეს მოსვლა-გაბატონებას.
კირილე ლავრიოტისის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ შეიტყო რამოდენიმე წლის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციაზე, `ელინისტიკა საუკუნეთა მიჯნაზე”, სტრასბურგის უნივერსტიტეტის მეცნიერის ასტერიოს არგირიუსის მოხსენებიდან. მკითხველს ვთავაზობთ ამ მოხსენებას.
ასტერიოს არგირიუსის გადმოცემით, კირილე ლავრიოტისის ნაშრომები ათასობით გვერდს მოიცავს. თავად მამა კირილეს ნაშრომის ასლი, ალბათ, მალე გახდება ქართველი მეცნიერების კვლევის საგანი (თუ მოგვცეს ბერძნებმა, თუმცა ასტერიოს არგირიუსი, ქართველების მეგობარი, ალბათ ამას მოახერხებს).
აღნიშნული ნაშრომი უდიდესი აღმოჩენა გახდება, დარწმუნებული ვართ, არა მარტო ქართველებისათვის, არამედ ყველა მართლმადიდებლისათვის. მანამდე ყოველი ქართველის ოჯახში უნდა იდოს ბერი კირილეს ნაშრომების ასტერიოს არგირიუსისეული მიმოხილვა.
ეს მოხსენება პირველად გამოქვეყნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთ `თბილისის უნივერსიტეტში”, ფირუზ მეტრეველის ინიციატივით (ფრანგულიდან თარგმნა ბ. კობახიძემ). მისი არსებობის შესახებ მიგვითითა რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა. მცირეტირაჟიანი გაზეთის ქსეროასლი ძლივს გვიშოვა უნივერსიტეტის პრორექტორმა პარმენ მარგველაშვილმა. გაზეთ `ნაციონალისტშიც” გამოვაქვეყნეთ იგი (ვახტანგ ხარჩილავას ფინანსური დახმარებით), მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ამიტომ მივაკითხეთ ჩვენს მეგობარს, მედია-ჰოლდინგ `ჯორჯიან_თაიმსის” მფლობელს მალხაზ გულაშვილს. მისი ძალისხმევით ამ პოპულარულმა გაზეთმა ორჯერ გამოაქვეყნა აღნიშნული მიმოხილვა ბერი კირილეს ნაშრომებისა...
მაგრამ, ესაც არ აღმოჩნდა საკმარისი, უამრავი ქართველი ჯერ კიდევ არ იცნობს მას. ამიტომ, მალხაზ გულაშვილმა იდეა გადაწყვიტა ცალკე ბროშურა გამოიცეს დიდი ტირაჟით, რათა ყოველმა ქართველმა წაიკითხოს.
გარდა კირილეს ნაშრომებისა, თავად ასტერიოს არგირიუსის საინტერესო მიგნებაცაა წინამდებარე მოხსენებაში. ბერი კირილეს ნაშრომების კვლევამ იგი მიიყვანა დასკვნამდე, რომ პანტაზეს ლარისელის _ რომელმაც დაწერა ლეონ ბრძენის კონსტანტინეპოლის გაპარტახებისა და აღორძინების შესახებ წინასწარმეტყველების ეკზეგეზა _ მტკიცებით, კონსტანტინეპოლის გამათავისუფლებელი იურტზისი უნდა იყოს (იქნება) საქართველოს დინასტიის წარმომადგენელი გიორგი, რადგან ეს სახელი 1014 წლიდან მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს სამეფო დინასტიასთან...


ქართველი იმპერატორი აღმოსავლეთის მართლმადიდებელი იმპერიის აღორძინებისათვის

კირილე ლავრიოტისის, რომელიც წარმოშობით ქ. პატრადან იყო, აპოკალიფსის ეკზგეზას (განმარტებას) სამი განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანი აქვს: ეს არის ყველაზე ვრცელი მართლმადიდებლური კომენტარი, რომელიც არსებობს ბერძნულ ენაზე; მისი ავტორი წარმოჩნდება, როგორც წმიდათა ათასწლოვანი მეფობის ყველაზე დარწმუნებული დამცველი, რომლის სრულ აღწერასაც იგი ახორციელებს; ეს არის ერთადერთი ეკზგეგეზა, რომელიც აიგივებს ფილადელფიის ეკლესიას იბერიის ეკლესიასთან.
ამ ნაშრომზე კირილე მუშაობდა 1792 წლიდან 1826 წლამდე. ე. ი. ოცდათორმეტი წლის განმავლობაში თერთმეტჯერ დაწერა და გადაწერა იგი. ჩვენთვის მხოლოდ მეთერთმეტე ვერსიაა ცნობილი. იგი შედგება 5256 ხელნაწერი გვერდისაგან, რომელიც რვა ტომად არიან აკინძულნი; აღნიშნული ვერსია შედგენილი იყო 1817 წლის 11 ივლისსა და 1821 წლის 30 მაისს შორის. უფრო მოგვიანებით, 1825-26 წლებში კირილემ გადაიკითხა თავისი კომენტარი და შეიტანა შესწორებები გვერდების მინდორზე ჩამატებული ტექსტისა თუ სხვადასხვა ადგილას მიკრული ქაღალდის პატარა ნაჭრებზე დაწერილი შენიშვნების სახით. როგორიც არ უნდა იყოს მისი საღვთისმეტყველო თუ ჰერმენევტიკული ღირებულება, ჩვენი ბერის ეკზგეგეზა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ წყაროს იმ მოვლენებისა და იდეოლოგიური ტენდენციების კვლევისათვის, რომელთაც ადგილი ჰქონდათ 1821 წლის დამოუკიდებლობის ომის დაწყებამდე ორმოცდაათი წლის განმავლობაში და აღნიშნული ომის პირველ თვეებში.
ავტორის შეხედულებები წმინდა ათასწლოვანი მეფობის შესახებ გაბნეულნი არიან კომენტარის მთელ ტექსტში. მიუხედავად ამისა, კირილე გრძნობს აუცილებლობას, რომ შედგენილი იქნეს ცალკე ტექსტი, მისი სიტყვა წმიდათა ათასწლოვანი მეფობის შესახებ. სიტყვა დაიწერა 1821 წელს, ე. ი. ეკზგეგეზა მეთერთმეტე ვერსიის დასრულების შემდეგ. იგი ყველაზე ვრცელია.
ეკზგეგეზას მერვე ტომში შემავალ თორმეტ სიტყვას შორის 120 ხელნაწერ გვერდზე წარმოდგენილი ტექსტი არა მარტო კრებს და ახარისხებს კომენტარში წარმოდგენილ ავტორის იდეებს, არამედ ახორციელებს სხვა მოვლენების განმარტებასაც. სიტყვა წმიდათა ათასწლოვანი მეფობის შესახებ მრავალი დეტალით, გამეორებებითა და ბუნდოვანებით აღწერს მომავალ აღმოსავლურ მართლმადიდებელ იმპერიას: მისი დაარსების დროსა და საშუალებას, მოწყობასა და მმართველობას, მის ბუნებასა და დასასრულს. ჩემთვის ცნობილი წყაროებიდან, აღნიშნული ტექსტი წარმოადგენს ყველაზე უფრო დეტალურ და შესაძლებელია, ყველაზე უფრო სრულ აღწერილობას მართლმადიდებელი ერების მმართველობისა მუსულმანებისა და პაპისტების ბატონობის გაქრობის შემდეგ. მაგრამ ყველა სხვა მნიშვნელობაზე უფრო მეტად მის მთავარ ინტერესს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი გულწრფელობითა და სისავსით გამოხატავს იმ ეპოქაში გავრცელებულ იდეოლოგიურ, ეთნიკურ-რელიგიურ და სახალხო მოძრაობის მწუხარებებს, იდეებსა და იმედებს.
`გლახაკი მეფე, რჩეული ღვთისა~, რომელიც მოვა დამონებული მართლმადიდებელი ერების მუსულმანური და პაპისტური ტირანიისგან გასათავისუფლებლად, იქნება წარმოშობით ქართველი. 1821 წელს კირილე ვერ დაწერდა ამ მოვლენებისადმი მიძღვნილ ოც გვერდს (გ.1871-1892), უფრო ადრე, 1817 წელს რომ არ შეედგინა ორმოცდაათგვერდიანი ტექსტი (გ.882-957) _ ფილადელფიის ეპისკოპოსისადმი ეპისტოლეს განმარტება, სადაც იგი ნათლად და კატეგორიულად აიგივებს ფილადელფიის ეკლესიას იბერიის ეკლესიასთან. წარმოდგენილ მოხსენებაში ჩვენი ინტერესი მიმართულია ამ ორი საკითხის შესწავლისადმი: ფილადელფიის ეკლესიის გაიგივება საქართველოს ეკლესიასთან და გლახაკი მეფის გაიგივება საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელთან. მე ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა ყველაზე მშვენიერი საჩუქარი, რომლის მიძღვნასაც შევძლებდი ჩვენი ქართველი კოლეგებისათვის მათი ძმური მასპინძლობის სანაცვლოდ. გარდა ამისა, მოცემული საკითხი შედის ჩემს კომპეტენციაში და ჩემი მეცნიერული ინტერესების სფეროში.
მიუხედავად ამისა, საკითხის კვლევა წარმოადგენს დიდ და ხშირად გადაულახავ სიძნელეებს, რადგან იგი ორ მნიშვნელოვან დაბრკოლებას აწყდება: ერთის მხრივ ავტორის მიერ გამოყენებული რთული ეკზეგეტიკური მეთოდი და მეორეს მხრივ წყაროები, საიდანაც აღებულია ის ისტორიული ელემენტები, რომლებსაც ეფუძნება ზემოთაღნიშნული გაიგივება, რომელიც უნიკალური მოვლენაა ბერძნულ ეკზეგეტიკურ ტრადიციაში. ჩემთვის გამოყოფილი დრო ნებას არ მაძლევს დაწვრილებით განვიხილო დეტალები და ვრცლად წარმოგიდგინოთ თემა, ამიტომ შევეცდები შეძლებისდაგვარად ნათლად და ზუსტად აღვწერო კირილეს ესქატოლოგიური ნაააზრევი და მისი ეკზგეტიკური მოღვაწეობა. აგრეთვე შესაძლებლობა მექნება წარმოვაჩინო უფრო სრული კვლევის ზოგიერთი მიმართულებები, რომელიც უნდა განხორციელდეს მოგვიანებით, თუ შესაძლებელი იქნება ქართველი მკვლევარის (ან მკვლევარების) მიერ, რომელიც იქნება ბერძნული ენისა და პალეოგრაფიის კარგი მცოდნე და შესაბამისი დონის ისტორიკოსი და ღვთისმეტყველი.
თავის ჰერმენევტიკულ ნაშრომში კირილე იყენებს მეთოდს, რომელიც არის როგორც კომპლექსური, ასევე რთული, მეთოდს, რომელიც არის ხან მორიგეობით და ხან ერთდროულად სიტყვა-სიტყვითი ალეგორიული, ანალოგიური და ისტორიული ეკზეგეზა. ხშირად მისი შენიშვნები ერთი სიტყვის ბგერით ფორმასა და აზრობრივ შინაარსზე აღნიშნულ მეთოდს აახლოვებენ თანამედროვე სემიოტიკის მეთოდს. კირილეს მიერ გამოყენებული მეთოდი წარმოჩნდება როგორც გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ჩვენი თემისათვის. მართლაც, მხოლოდ ასეთი მეთოდი, ე. ი. კომბინირება და შერევა მრავალი მეთოდებისა, აძლევს მას საშუალებას მიაღწიოს აპოკალიფსის წიგნის პირად ინტერპრეტაციას. უფრო მეტი განვრცობისათვის მოვიტან სამ მაგალითს ფილადელფიის ეკლესიის მიმართ ეპისტოლედან. ასე მაგალითად, კირილე ხანგრძლივად განმარტავს განსაზღვრებების წმიდასა და ჭეშმარიტების (გამოცხ. 3, 7) მნიშვნელობას, სადაც ეს განსაზღვრებები ბუნებრივად არიან მიკუთვნებულნი ქრისტესადმი, როგორც უპირატესად წმიდისა ჭეშმარიტისადმი. შემდგომ იგივე განსაზღვრებები ალეგორიულად და ანალოგიით მიკუთვნებული არიან ფილადელფია-იბერიის ეკლესიის ეპისკოპოსისადმი, რადგან აგრეთვე ის, როგორც ქრისტე, ფლობს კლიტეს დავითისას, რომლითაც ის განაღებს და ვერავინ დახშას. ეს მეორე ინტერპრეტაცია მას საშუალებას აძლევს შეუდგეს ისტორიულ ეკზეკეზას და მიაკუთვნოს იბერიის სამეფოსა და ეკლესიას წმიდათა ათასწლოვანი მეფობის დამფუძნებლისა და ხელმწიფის ესქატოლოგიური როლი (გ.885-894). იგივე მეთოდი არის გამოყენებული იერუსალიმის შესახებ (გამოცხ. 3, 12) განმარტებისათვის. ამგვარად, ძველი იერუსულიმი მორიგეობით ნიშნავს ძველი აღქმის იერუსალიმს, მუსულმანების მიერ დაპყრობილ იერუსალიმს და ზოგადად ისტორიული პერიოდისას. ახალი იერუსალიმი კი ნიშნავს ახალი აღთქმის იერუსალიმს და წმიდათა ათასწლოვანი მეფობის იერუსალიმს, როგორც ზეციური და საუკუნო ქალაქის წინახატს. ბოლოს, განღებული კარისა და დავითის კლიტეს მეტაფორების შესახებ მსჯელობისას, კირილე ნათლად განასხვავებს ბგერით ფორმასა და აზროვრივ შინაარსს, სადაც აზრობრივი შინაარსი აღნიშნავს ღვთის მიერ საქართველოს პატარა სამეფოსათვის მინიჭებულ ხელმწიფებასა და სიძლიერეს (გ.895-908).
აუცილებელი წინასწარი შენიშვნების შემდეგ ვნახოთ, თუ როგორ ახერხებს ჩვენი ეკზეგეტი ასეთ გამბედავ განმარტებას იბერიის შესახებ, განმარტებას, რომელიც აბსოლუტურად უცხოა ბერძნული ეკზეგეტიკური ტრადიციისათვის.
1. უპირველეს ყოვლისა, კირილე შენიშნავს, რომ ფილადელფიის ეკლესის ანგელოზის მიმართ ეპისტოლეს უკავია მეექვსე ადგილი სარდიკია-ანტიოქიის ეკლესიის მიმართ ეპისტოლეს შემდეგ და ლაოდიკია-რუსეთის ეკლესიის მიმართ ეპისტოლეს წინ. მართლაც, იბერიამ მიიღო ქრისტიანობა ანტიოქიის შემდეგ და რუსებზე ადრე, კონსტანტინე დიდის მეფობისას, `ღვთისნიერი ქალის წყალობით~ (გ.831).
2. იგი აგრეთვე შენიშნავს, რომ ფილადელფიის ეკლესია არის ერთადერთი შვიდ ეკლესიას შორის, რომლისთვისაც `დაწნულია დიდების გვირგვინი და რომელსაც ეძღვნება დიდი ქება და კეთილი აღთქმები~. მართლაც, ქრისტიანულ ეკლესიებს შორის მხოლოდ იბერიის ეკლესიას არ გადაუხვევია არასოდეს მართლმადიდებლობის დოგმებიდან და ტრადიციებიდან, არასოდეს მოპყრობია უყურადღებოდ სახარებისეულ ზნეობრივ სათნოებებს და არასოდეს განუცდია არამართლმადიდებელი თუ ურწმუნო, უცხო ძალის გაბატონება ან უარყოფითი გავლენა (გ.831). სწორედ ამ ორ ელემენტს (ეპისტოლეს ადგილმდებაროება და შინაარსი) მიჰყავს კირილე ორი ეკლესიის გაიგივებსთან. შემდეგ, რა თქმა უნდა, ეკზეგეტი იპოვის სხვა `დამახასიათებელ ნიშნებს~, რომლებიც განამტკიცებენ და მისი აზრით უეჭველს გახდიან აღნიშნულ გაიგივებას.
3. ასე, მაგალითად: თურქების უღლის ქვეშ მყოფი ბერძნებისადმი ქართველების მიერ გამოხატული კაცთმოყვარული დამოკიდებულების გამო იბერიას ეწოდა ფილადელფია, უფრო გულწრფელი და მტკიცე დამოკიდებულებისა ვიდრე რუსების მიერ იყო გამოხატული (გ.882, 883).
4. სტეფანეს ლექსიკონის მიხედვით, აღმოსავლეთში სამი ქალაქი ატარებს ფილადელფიის სახელს. ეს გარემოება გულისხმობს იბერიის დაყოფას სამ სამეფოდ: იმერეთი, ქართლი და კახეთი (გ.882).
5. ეპისტოლეში დგას განღებული კარისა და დავითის კლიტეს საკითხი. განღებული კარი ნიშნავს, რომ `კონსტანტინე დიდის მეფობიდან ჩვენს დრომდე მათი პატარა სამეფო ქრისტემ გაზარდა დიდ სახელმწიფოდ და ვერც ერთმა სახელმწიფომ უძველესმა, შუასაუკუნეობრივმა თუ თანამედროვემ ვერასოდეს მოახერხა მასზე ბატონობა (...), მაშინ როდესაც მისი უღმერთო და ბოროტმოქმედი მტრები იყვნენ იმდენად მრავალრიცხოვანნი, კარგად შეიარაღებულნი და მამაცნი, მსგავსნი ველური მხეცებისა~ (883).
6. რაც შეეხება დავითის კლიტეს, კირილე მას ადარებს ქართველი მეფეების უძველეს ტრადიციას ეტარებინათ დიდი მეფეებისა და წინასწარმეტყველების, დავითისა და სოლომონის სახელები, როგორც ამასვე გვამცნობს იერუსალიმის პატრიარქის, ქრისანთოს ნოტარასის სინტაგმატიონი.
7. უფრო მეტიც, განღებული კარისა და დავითის კლიტეს საშუალებით `წმინდა იოანეს სურდა განეცხადებინა (ეწინასწარმეტყველა) ერთის მხრივ ქრისტიანული სარწმუნოების მტრების დამარცხება, ხოლო მეორეს მხრივ, დამონებული მართლმადიდებლობის აღორძინება (გათავისუფლება) და მათი მძლავრი და დაუმარცხებელი სახელმწიფოს აღდგენა, რომელიც ათას წელს იარსებებს (გ.883).



გაგრძელება http://mamuli.net/portal/ge/forum/forum_po...sp?TID=333&PN=1



რა აზრის ხართ? smile.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(20 - 25)
davithet
პოსტი Apr 16 2011, 02:07 PM
პოსტი #21


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



მეც ეს წაკითხული მაქვს და დიდი ხანია ოცნებობდა საქართველოს აყვავებაზე. - მაგრამ რა?!
წინასწარ მეტყველელობა და წინასწარხედვა ბიბლიურ ენაზეა დაწერილი და ქართულ ბიბლიურ ენაში კი მარტო წინასწარმეტყველი წერია .
სწორედ დაკარგულია ქართული ენა და დამარხულიც კი ნათარგმნი.
მოვა დრო და სწორად გადათარგმნიან ძველ ჰებრეის ენისგან სწორ დამარხულ ქართულ ენაზე.

ჩემი ინტერესისგან ვიკვლევდი ძველ ჰებრეულ წინასწარმეტყველობაზე და წინასწარ ხედვაზე.( აქ განსხვავებაა თუ რაზეა დაწერილი წინასწარ ხედვაზე).
ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ ვაკვირდებოდი - ჰებრეულ დამწერლობას სადაც ეწერა წინასწარ ხედვა და არა წინასწარმეტყველობაზე.
აი ფრაზები აღმოვაჩინე ( ზემოდან ქვემოთ სიტყვა ნიუ სიტი და ახლოს ნიშანი გამოვთვალე სიტყვა განთიადის ჩიტი) . შემდეგ გამოვთვალე სიტყვა დიდებული ქალაქი.
ეს მომხდარი ამბავი იყო რომ დავინტერესდი თუ რამე წერია ნიუორკზემეთქი და მართლა ახლოს ყოფილა( ნიუ სიტი, ფრინავი ჩიტი, და განთიადი).სხვე ვერ გამოვთვალე-
და არ ვიცი რამდენად სწორად გამოვთვალე.
შავი კაცი -მშიშარა და უშიშარი ბაბილონელი. - აქ მგონი ამერიკის პრეზიდენტი უნდა იყოს ობამა, მაგრამ ბაბილონელი ვინაა?
ჩრდილო გამხდარი კაცი ორჯერ დაიკავებ და იქნება მტრობა.- ეს არ ვიცი ვინ დაიკავებ ორჯერ ? ჩემი აზრით ორჯერ თუ დაიკავებ -ალბათ პუტინია ანმედვედევი რადგან ორთა ბრძოლა წერია ( ორი ძმა ვერ გაიყოფ ჩრდილო სამეფოს და დანაკარგი დიდი იქნება ).
ან ორი იქნება ამერიკა და რუსეთი ან პუტინი და მედვედევია.
სხვა ადგილად - ვნახე სიტყვა ურწმუნო და გაუნათლებელი ჩრდილოელი დიდთადიდი მტერთან ) - ეს ცოტა გაუგებარია ვინმე სულელი და გაუნათლებელი ვინ უნდა იყოს რომ ყველაზე ძლიერთან შეეწინაღმდეგოდ ?! და იმავე ახლოსაა მთებში დაბადებული.
აქ კიდევ რკინის თევზია დაწერილი და ვინმე სახელი პყრობელი მათი ენისა.
ბევრი შეიძლება შეცდომით დავწერო მაგრამ მე თავად არ ვარ დარწმუნებული.


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Apr 16 2011, 02:40 PM
პოსტი #22


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



ციტატა(sandro40 @ Apr 15 2011, 10:05 AM) *

ადამიანი უნდა მიხვდეს რომ ცოდვილია და ებრძოლოს თავის შეცდომებს,
რა საჭიროა ეს წინასწარმეტყველებები რომლებიც ადამიანში ამპარტავნობას და განსაკუთრებულობის გრძნობას აღძრავს?
ჩვენი მრწამსი ამბობს:

და სული წმიდაი, უფალი და ცხოველმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს და მამისა თანა და ძისა თანა თაყვანისიცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინაისწარმეტყველთა მიერ.

საჭირო ყოფილი, რამეთუ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველება თვით უფლისაგან მოდის. სხვა საკითხია არის თუ არა წინაწარმეტყველება ჭეშმარიტი. აქ უკვე ან გვწამს ან არ გვწამს. მე მწამს ამ წინასწარმეტყველების.


ციტატა
ქრისტიანი უნდა იყოს თავმდაბალი, უყვარდეს მოყვასი, შეეცადოს მაქსიმალურად დაიცვას ცნებები და ეს მისცემს შანსს რომ გადარჩეს და განა სხვა მიზანი აქვს ადამიანს გარდა გადარჩენის?
უნდა იყოს თავმდაბალი და მოყვასის მოყვარული, ცნებების დამცველი ქრისტიანი; მაგრამ ეს თავმდაბლობა და მოყვასის სიყვარულის სწავლა ხომ მარტო ჩვენი ნებით არ მოხდება. ჩვენ უნდა გვქონდეს ნება და ვთხოვოთ ღმერთს; თუ გულით ვითხოვთ, მოგვეცემა; მარა ისევ ის ღმერთი გვაძლევს ამას, ვინ წინასწარმეტყველებს წინასწარმეტყველთა პირით; გარდა ამისა, ზემომდებარე წინასწარმეტყველება მხოლოდ უგუნურს გახდის ამპარტავნად. ის რომ საქართველოს დიდი სულიერი მისია გააჩნია, თუ დაფიქრდება ცოტა ადამიანი, პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს და ღვთისმოშიშება და ღვთის სიყვარული უფრო უნდა გააძლიეროს ღმერთისადმი გამუდმებული თხოვნით. არსებობენ ადამიანები, რომელთაც შეიძლება მსგავსი წინასწარმეტყველებებით ამპარტავნება უფრო გაუძლიერდეთ. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობას გრძნობენ და ჩადენილ ცოდვებს ამის შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად განიცდიან. ასე რომ, არც ისე მარტივად არის საქმე.

გილოცავთ ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების დღეს

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჸიონ
პოსტი Mar 4 2017, 11:08 AM
პოსტი #23


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 3-February 17
წევრი № 14,554



აღსანიშნია, რომ თორმეტიდან ბოლოს გამორჩეული წმიდა მატათა მოციქულის საფლავი საქართველოშია, რაც ასევე სიმბოლურად მიანიშნებს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ დანიშნულებაზე ბოლო ჟამის მოვლენებში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჸიონ
პოსტი Mar 4 2017, 11:21 AM
პოსტი #24


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 3-February 17
წევრი № 14,554



ციტატა
მე-9 მუხლი ეხება მუსულმანების ბატონობის პერიოდს, კერძოდ, მუჰამედის გამოჩენიდან კონსტანტინეპოლის დაცემამდე და კონსტანტინეპოლში ოტომანების დაფუძნებიდან მათი ტირანული იმპერიის სრულ განადგურებამდე;


წმიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში წერია:
"აჰა, სატანის საკრებულოდან გადმოგცემ იმათ, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ ცრუობენ. აჰა, მე ვაიძულებ მათ, მოვიდნენ, ფეხქვეშ ჩაგივარდნენ და თაყვანი გცენ, რათა აღიარონ, რომ მე შეგიყვარე (გამოცხ. 3:9)".
ვფიქრობ წინასწარმეტყველების ეს მე-9 მუხლი მუსულმანებს არ ეხება. არამედ ეს მუხლი გვამცნობს მასონურ-ეკუმენისტური მოძრაობის დამარცხებას საქართველოში. თუმცა ისიც აღსანიშნია, რომ სავარაუდოდ ზოგი მუსლიმური დაჯგუფება მასონთა კონტროლს ქვეშაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
რობინი
პოსტი Mar 4 2017, 11:35 AM
პოსტი #25


რობინ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 100
რეგისტრ.: 15-May 15
მდებარ.: დუშეთი
წევრი № 14,112



გასაგებია მაგრამ ბიბლია გვეუნება რომ გამორჩეულობა აღარ არის დღეს. წილხვედრობა არის მარა გამორჩეულობა არ არის. ყველა ერს აქვს რაღაც ძვირფასი ქრისტესთვის შემონახული

ⴀⴐ ⴋⴈⴗⴅⴀⴐⴑ ⴋⴄ ⴎⴈⴐⴀⴃⴀⴃ ⴐⴍⴚⴀ ⴂⴀⴌⴑⴀⴉⴓⴇⴐⴄⴁⴓⴊ ⴔⴓⴌⴕⴚⴈⴀⴑ ⴅⴀⴌⴈⴝⴄⴁⴇ ⴀⴋⴀⴑ, ⴗⴅⴄⴊⴀ ⴄⴐⴈ ⴓⴗⴅⴀⴐⴑ ⴓⴔⴀⴊⴑ ⴃⴀ ⴗⴅⴄⴊⴀⴑ ⴇⴀⴅⴈⴑⴈ ⴋⴈⴑⴈⴀ ⴀⴕⴅⴑ

კოლოსელთა 3:11
აქ აღარ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში.


--------------------
დ. კ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჸიონ
პოსტი Mar 6 2017, 11:40 AM
პოსტი #26


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 3-February 17
წევრი № 14,554



რობინი
ბერძნული ენის და ბერძნულენოვანი ადგილობრივი ეკლესიების გამორჩეულობაა ის, რომ ახალი აღთქმა და ქრისტეანული დოგმატიკა თავიდან ბერძნულ ენაზე დაიწერა.
მე იმის თქმა მინდა რომ დროის შესაბამისად ადგილობრივ ეკლესიებს შეუძლიათ საქმით გახდნენ ქრისტეანობის შუქურა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th May 2024 - 11:06 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი