IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V « < 28 29 30 31 >  
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლური სასწაულები, დასტური ეკლესიის ჭეშმარიტებისა
marine
პოსტი Aug 15 2018, 06:38 PM
პოსტი #581


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა ეფრემს [კატუნაკელი] განსაკუთრებულად უყვარდა წმინდა ნექტარიოს ეგინელი. ლიტურგიაზე ხშირად დააბრძანებდა ხოლმე მის ხატს და წინ სანთელს აანთებდა. ხშირად მიდიოდა ხოლმე წმინდა ანას მცირე სკიტში, მამა გერასიმე ჰიმნოგრაფის კელიაში დიდი მღვდელმთავრის მირონმდინარე წმინდა ნაწილების თაყვანსაცემად. როცა ეკითხებოდნენ, წმინდა ნექტარიოსი ასეთი დიდი რატომ არისო, პასუხობდა: - იმიტომ, რომ დღესაც არ შეუწყვეტიათ მისი ცილისწამებაო.

ერთხელ მამა ეფრემმა შეამჩნია, რომ საწყობში შენახულ ხორბლის მარცვალში ბეღლის გრძელცხვირა გამრავლდა. გაუჭირდებოდა ავადმყოფ ბერს ხორბლის გადარჩევა. წმინდა ნექტარიოსს შეევედრა, მის წმინდა ნაწილებზე ბამბა ჯვრის სახით დაფინა. მერე კი ფთილა ხორბალში ჩადო და ყველაფერი უფალს მიანდო. გამოხდა ხანი. საჭირო გახდა ხორბლის დაფქვა. აღმოჩნდა, რომ ხორბალი სრულიად გაწმენდილიყო, წმინდა ნექტარიოსს სასწაული მოეხდინა!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2018, 10:54 PM
პოსტი #582


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ყველაზე დიდი სანთელი ადამიანია, რომელიც უფლისთვის დაენთება

“ჩემი რესპონდენტი ე.წ. შავი სამყაროს ერთ-ერთი ავტორიტეტული წარმომადგენელია. მისი ცხოვრების ძირითადი კანონები მუდამ "ქურდული" კანონები იყო, ცხოვრების წესი კი - ნარკომანია. ასეთნი, ცხადია, მიუღებელნი ხდებიან მათთვის, ვისაც ქუჩის ცხოვრებით არ უცხოვრია. მაგრამ რაც ადამიანის სულშია დაფარული და მხოლოდ უფლისთვისაა ხილული, სწორედ ისაა გასაღები სავლეს პავლედ ქცევის საიდუმლოსი.

ნოდარის ფერისცვალების მიზეზი უჩვეულო მოვლენა გახდა - სასწაული, ამ სიტყვის სრული ეტიმოლოგიური მნიშვნელობით - სასწავლი.

***
"ზაფხული იყო. მეუღლე და ბავშვი დასასვენებლად წავიდნენ. მარტო დავრჩი. წამლისთვის თავის დანებებას ვცდილობდი... ვერ შევძელი, ისევ ვეტანებოდი. ამის გამო ადგილს ვერ ვპოულობდი...

ეზოდან სახლში ამოვედი და მესმის: "გიყურებ, გხედავ. შენი მფარველი ანგელოზი ვარ. რასაც ნახავ, მოყევიო". შემეშინდა. ღვთისმშობლის დაუჯდომელი იდო ხატებთან. გადავშალე. ახლა უფრო გარკვევით მესმოდა: "გხედავ, წაიკითხე ლოცვა. დამიჯერე, შენთვის იქნება კარგიო". ხმა იმდენად აშკარა იყო, მეგონა, ფანჯრიდან მიყურებდა ვიღაც და მელაპარაკებოდა. გადავიხედე... არავინ ჩანდა. იმის გამო, რომ ამ ქალაქში არალეგალურად მიწევს ცხოვრება, ვიფიქრე, ვიღაცამ კამერა დამიმონტაჟა სახლში და მითვალთვალებს-მეთქი. უწმაწური სიტყვებით დავიწყე გინება: ვინ ხარ, რა გინდა-მეთქი. ხმა მიმეორებდა, ლოცვა და სახარება წამეკითხა, რასაც ვნახავდი, მეთქვა.

შიშისა და გაურკვევლობისგან მოვშორდი ხატებს და წამოვწექი. რაღაც ძალამ ლოგინს მიმაჯაჭვა. თვალები მეხილა, მაგრამ თითსაც ვერ ვანძრევდი. თვალწინ თითქმის ყველა მიცვალებული წარმომიდგა, ვისაც ვიცნობდი... და ფილმის კადრებივით გაიარა მთელმა ჩემმა ცხოვრებამ. ხმა კი მახსენებდა ჩემს ცოდვებს. იყო შიში, სირცხვილი, სინდისის ქენჯნა...

იმ დღიდან მოყოლებული ხმა დღედაღამ მელაპარაკებოდა. მშვიდი ტონი მკვეთრად მესმოდა ხმაურშიც და სიჩუმეშიც. მეუბნებოდა, რომ ერთნაირად მხედავდა ფანჯრიდანაც და ვარსკვლავიდანაც. გამოთქვამდა ჩემს უმნიშვნელო ფიქრსაც კი. ყოველი დღე ჩემი ცოდვების გახსენება იყო. ისეთ ცოდვებსაც ვაღიარებდი, რომელთა დამალვასაც დაჟინებით ვცდილობდი. ახლაღა ვხვდები - ჩემ მიერ საკითხავი წიგნივით წაკითხული სახარებიდან მაყოლინებდა იმ ადგილებს, რომლებზეც ჩემი ყურადღების გამახვილება უნდოდა. აგრესია მაინც არ მიქრებოდა, რადგან მისი სიტყვების ბოლომდე არ მჯეროდა. ის კი მეუბნებოდა, გპატიობო. როდესაც ვთხოვე, დამნახვებოდა, მითხრა, ეკლესიაში წავსულიყავი და იქ დამხვდებოდა. ქართულ ეკლესიაზე მიმითითა. პირველად ტაძარში მისული, მალევე წამოვედი. ის კი მსაყვედურობდა, - აქ რისთვის მოხვედი, თუ ლოცვას არ მოისმენ. უსმინე ღვთისმსახურებს, ისინიც იმას გეტყვიან, რასაც მე ვასწავლი. დაუჯერე და ისე იცხოვრე, როგორც გასწავლიანო.

როდესაც ფიქრები ცოდვისკენ წამიღებდნენ, ხმა მაფხიზლებდა, ის სხვა გზით წარმართავდა ჩემს აზრებს. მეუბნებოდა, ისე მოვქცეოდი სხვას, როგორც მინდოდა მე მომქცეოდნენ და არა ისე, რისი ღირსიც იყო. მისი დაჟინებული თხოვნით თანდათან დავიწყე ეკლესიაში სიარული, წმინდა წერილის კითხვა.

მეუღლემ შეამჩნია ჩემი უცნაური მდგომარეობა. გარდა ამისა, თითქმის ორი თვე არ მძინებია, ხმა მთელი ღამე მელაპარაკებოდა. წამიყვანეს ფსიქიატრთან. გამომიწერეს დამამშვიდებლები, საძილე საშუალებები და გამომიშვეს. დაძინება მაინც ვერ შევძელი. გადავწყვიტე, დიდი დოზით დამელია წამლები... დავლიე. ვგრძნობდი სიკვდილის მოახლოებას... ამ დროს ცა გაიხსნა და თითქოს გახსნილი რკალიდან მიყურებდნენ ქალი, ბავშვი და თეთრწვერა მოხუცი. მანუგეშებდნენ, მეუბნებოდნენ, არ მოკვდებიო. მართლაც, გადავრჩი.

საავადმყოფოში სამი დღე-ღამე მეძინა. გამეღვიძა დამშვიდებულს, დასვენებულს. ავდექი. თავს ჯანმრთელად და კარგად ვგრძნობდი. ის იყო გავიფიქრე, ჩემი ეჭვები უსაფუძვლო არ ყოფილა-მეთქი, - ისევ მომესმა: ახლა ხომ მაინც მიხვდები, ვინ ვარ. ამის მერე ყველა დაგიჯერებს, რასაც მოჰყვებიო. იმ დღიდან კი ვხედავდი, ვინც მელაპარაკებოდა... და არა მარტო მას; ვხედავდი ანგელოზებსაც. მათგან გამომავალი ფერების, ელვარებისა და ბრწყინვალების გადმოცემა შეუძლებელია! ანგელოზს როცა ხედავ, შიში გიპყრობს, პატივისცემა, მერე კი მისდამი საოცარი სიყვარულით ივსები.

ამ შემთხვევამდე ჩემი უფალთან დამოკიდებულება "მამაო ჩვენოს" ცოდნით ამოიწურებოდა. დედა ღვთისმშობლისთვის არასდროს მითხოვია შეწევნა, არც არასდროს მიხსენებია. ანგელოზების დანახვისას კი თითქოს ზეპირად წარმოვთქვამდი სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობაც მანამდე არც ვიცოდი: "გხედავ, მესმის, მჯერა და მწამს მამა, ძე და წმინდა სული..."

თუმცა გონებაში ათასი ფიქრი მიტრიალებდა, სული ერთს ითხოვდა - დაჟინებით ვიმეორებდი: მაპატიოს უფალმა, მაპატიოს და თუნდაც მაშინვე მოვკვდე-მეთქი. ჩემი გულისთქმები და ფიქრი ესმოდა და მეუბნებოდა: ფული არასდროს სთხოვო უფალს, ხელგაწვდილიც რომ მოგიწიოს სიარულმა, მათხოვარი გახდე ჯობია, ეგ ცოდვა არ არისო.

ანგელოზი მთხოვდა, მელაპარაკა ამ ყველაფერზე მაშინ, როცა ჩემნაირები შევიკრიბებოდით.

წირვა-ლოცვაზე სიარული და ლოცვა დავიწყე. აღსარებას ქართულ ეკლესიაში მამა მაქსიმეს ვაბარებდი. პირველი ზიარების ღირსი კი შობას გავხდი. უზომოდ ბედნიერი ვიყავი!

ტაძრიდან გამოსული, ანგელოზის ხილვას ველოდი, მის ადგილას კი ღვთისმშობელი იდგა. მეწამული სამოსი ეცვა. ზიარების შემდეგ წირვიდან გამოსული სხვა წმინდანებსაც ვხედავდი, ხშირად - წმინდა სერაფიმე საროველს, წმინდა ნიკოლოზს, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულებს.

ერთხელ, ტაძრიდან გამოვედი და ვხედავ, ჭიშკარი გაიღო. მარჯვნივ უზარმაზარ ლოდზე მოხუცი იჯდა, თეთრწვერა, თეთრად მოსილი. გვერდით შავთმიანი უწვერული ახალგაზრდა ედგა. მარცხნივ, ჭაობის წინ, გარდაცვლილები შეკრებილიყვნენ და ეშმაკების შიშით ერთმანეთს ეკვროდნენ. მთხოვდნენ, უფლისთვის მეთხოვა მათი გადარჩენა. მეც ვითხოვდი. ახალგაზრდა კაცმა ჩემი თხოვნით უფალი ახსენა და ეშმაკებიც გაქრნენ.

...წამლის გაკეთების სურვილი სამუდამოდ გამიქრა. ჭეშმარიტების გზა გამოჩნდა. შობიდან ფერისცვალებამდე ყოველდღე ვხედავდი ანგელოზებს, წმინდანებს. რწმენაში მაძლიერებდნენ.

ფერისცვალება დღეს კი ტაძრიდან გამოვედი და ვხედავ, ცა გაიხსნა, იქიდან ჩიტების ლაშქარი გამოფრინდა. გარს მევლებოდნენ, თავზე ოდნავ მეხებოდნენ. ზეციდან ისმოდა: "ფერი იცვალა ნოდარმა, ფერი იცვალა! ადამიანებთან ერთად კი სამყაროც იცვლის ფერსო". ვხედავდი, ხეები უცნაურად ბრწყინავდნენ.

ეს მათთან შეხვედრის ბოლო დღე იყო. ანგელოზმა მითხრა, რომ მუდამ ჩემთან იქნებოდა და არასდროს მიმატოვებდა.

ახლა უკვე ვიცი, როგორ უნდა მოვუსმინო სინდისს, რომლითაც თვით უფალი გელაპარაკება. ვიცი, რომ ღმერთი უპასუხოდ არ დატოვებს სინანულით სავსე გულს, ფერისცვალების სურვილს. ის გვიჩვენებს გზას ისე, ვერც კი იგრძნობ, რომ უფალი დაგეხმარა, გგონია, შენით აკეთებ, სინამდვილეში კი ღმერთი გეხმარება.

ახლაც, როცა წირვაზე "რომელი ქერუბიმთა" იგალობება, ბევრჯერ მიგრძნია ანგელოზის იქ ყოფნა. მამა მაქსიმემ მითხრა - მე არაფერი მიხილავს და ისე მწამს უფალი. მღვდელიც ჩემი რწმენით გავხდი. გარდავიცვლები და უფალსაც ვიხილავ და ანგელოზებსაცო. კურთხევა მომცა, აღარ მქონოდა ანგელოზის ხილვის სურვილი.

ჭეშმარიტების გზა დავინახე და ცოდვის შეგრძნება გამიმძაფრდა, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ ვარ. დასჯის ღირსი იყო ნინევია, მაგრამ შეინანა და ღმერთმა შეიწყალა. ამის გამო იონა წინასწარმეტყველი გაუნაწყენდა კიდეც. ღმერთმა კარგი მაგალითი უჩვენა იონას - ხე აღმოუცენა მოსაჩრდილებლად, მეორე დღეს კი გაუხმო. იონა გამწარდა. უფალმა აუხსნა - თუკი მას ერთი ღამის სტუმარი ხე დაენანა, რომელზეც არასოდეს უზრუნია, რამდენად დასანანი იქნებოდა შემოქმედისთვის, თავისი პირმშო ადამიანები რომ გაეწირა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ამ ყველაფრიდან იმის გაგებაა, რომ ადამიანს იმდენად არ უყვარს თავისი თავი, რამდენადაც უფალს ვუყვარვართ. იონა წინასწარმეტყველის სიტყვებით გეტყვით: "ლმობიერი და მრავალმოწყალე ხარ შენ, უფალო".

ანგელოზისგან საჩუქრად დამრჩა მისი ნაკარნახევი ჩანახატი: სანთლების სილამაზეს ვუყურებ. ნელ-ნელა იწვიან და ლამაზად ჩამჩურჩულებენ: "აბა, გვითხარი, ღვთისთვის ყველაზე დიდი სანთელი ჩვენგან რომელია?" ნიავმა დაუბერა... სანთლები აქეთ-იქით გადახარა... თითქოს ჩაქრობა მოუნდომა. მერე კი ყველა ერთად გაანათა. ჩურჩულის ხმამ კი გამიმეორა: "ყველაზე დიდი სანთელი ადამიანია, ადამიანი, რომელიც უფლისთვის დაენთება"...

ღმერთმა შემაძლებინოს, მეც მისთვის დანთებული ერთი პატარა სანთელი ვიყო!.."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 22 2018, 09:03 PM
პოსტი #583


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წმინდა თეოდორა


"წმინდა თეოდორა ცხოვრობდა X საუკუნეში, პელოპონესის ცენტრში, მესინიისა და არკადიის საზღვარზე. ბავშვობიდანვე უყვარდა უფალი და მას მიუძღვნა თავი. ცხოვრობდა, როგორც ბერი, მამათა მონასტერში. მას მამაკაცად იცნობდნენ. სოფლიდან სოფელში დადიოდა და ხალხს უქადაგებდა უფლის სიყვარულს.

ერთხელ სოფელში ერთი გასათხოვარი ქალი დაფეხმძიმდა. მაშინ, თუ ნებით იმრუშებდა ვინმე, სიკვდილით ისჯებოდა. ამიტომ ქალს შეეშინდა და წმინდა თეოდორას ცილი დასწამა, - მისგან დავორსულდიო. წმინდა თეოდორა დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. წმინდანმა არ გაამხილა, რომ ქალი იყო და სასჯელი მიიღო, როგორც უფლის ნება. მხოლოდ სიკვდილის წინ ინატრა, მისი სხეული ეკლესიად ქცეულიყო, თმა - ხეებად და სისხლი - წყლად.

როცა სიკვდილით დასაჯეს, მიხვდნენ, რომ ქალი იყო და მოსამართლეები ძლიერ შეწუხდნენ. მისი დასჯის ადგილზე ააშენეს ეკლესია, პატარა მონასტერი. მონასტრის სახურავზე 17 ხე აღიმართა, რომელთა სიმაღლე 15 მეტრზე მეტია. სასწაულია, ქვის სახურავზე როგორ დგანან ასეთი ხეები ფესვების გარეშე, როგორ არ ეცემიან ძლიერი ქარით. უკვე საუკუნეებია, რაც მონასტრის ძირში დაუშრეტელად გამოდის ანკარა წყალი, რომლის სათავე არავინ იცის.

წმინდა თეოდორას ხსენებას ეკლესია 11 სექტემბერს აღნიშნავს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2019, 07:15 PM
პოსტი #584


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - თეთრი წმინდა გიორგის ტაძარს [სოფელ აწყურში] რაიმე სასწაული ხომ არ უკავშირდება?

-თეთრი წმინდა გიორგის ტაძარში თბილისიდან კარგი ხნის უშვილო ცოლ-ქმარი შვილიერების სათხოვნელად ჩამოვიდა. ერთი შვილი მაინც თუ გვეყოლება, გიორგის დავარქმევთო. ილოცეს, და წავიდნენ. პარაკლისი გადავუხადე და წავიდნენ. ერთი წლის შემდეგ მოვიდნენ ტყუპი ბიჭით. ერთს გიორგი დაარქვეს, მეორეს - ლაშა-გიორგი. მე ნათლობა შევასრულე".

/მამა გიორგი ლომიაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 29 2019, 09:06 PM
პოსტი #585


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღმერთისთვის ყველაფერია შესაძლებელი. მისთვის სასწაულები არ არსებობს"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 15 2019, 03:36 PM
პოსტი #586


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სასწაული კიევო-პეჩორის ტაძარში

"კიევო-პეჩორის ლავრა მართლმადიდებელთა ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა, რომელიც უკრაინაში მდებარეობს. მონასტრის კედლებში უამრავი წმინდანის წმინდა ნაწილები უხრწნელადაა შენახული და მომლოცველთა განცვიფრებასა და მოკრძალებას იწვევს.

ბოლშევიკებმა ეს ლავრაც ისევე დახურეს, როგორც უამრავი სხვა ეკლესია-მონასტერი. თუმცა, წმინდანთა სხეულები, რომლებიც ღია სანაწილეში ესვენა, უფლის შეწევნით, არ შეურაცხყვეს და ხელუხლებლად დატოვეს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელებმა კიევი რომ დაიკავეს, მათმა კომენდანტმა კიევო-პეჩორის მონასტრის მონახულება გადაწყვიტა. მონახეს ბერი, რომელიც ადრე ამ მონასტერში მოღვაწეობდა, და მეგზურობის გაწევა
მოსთხოვეს. კომენდანტი გააოცა იქ ნანახ სხეულთა სიმრავლემ. უცებ ერთ-ერთ სანაწილესთან შეჩერდა და იკითხა, რა მასალისგანაა აქ მოთავსებული სხეული დამზადებულიო. ბერმა განუმარტა, რომ ეს იყო სხეული წმინდა სპირიდონისა, რომელიც 800 წლის წინ გარდაიცვალა, თავისი მიწიერი ცხოვრების დროს უფლის მადლის ჭურჭლად იქცა და, ღვთის სათნო ცხოვრების გამო, უხრწნელებას ეზიარა.

კომენდანტმა არ დაუჯერა ბერს, განრისხდა კიდეც, რადგან ეგონა, ასულელებდნენ. და თავისი "სიმართლის" დასამტკიცებლად რევოლვერი წმინდა სპირიდონის ხელს დაარტყა. წმინდანის ხელზე, რომელიც საუკუნეთა გამო გამომშრალი და ჩამუქებული იყო, უეცრად გადასკდა ხორცი და იქიდან ალისფერმა სისხლმა გადმოხეთქა. კომენდანტი შეძრწუნებული გაიქცა, ხოლო ამ სისხლის კვალი დღესაც ეტყობა წმინდა სპირიდონის ხელს.

თუმცა, ამ ამბავს უკვალოდ არ ჩაუვლია - კომენდანტის ბრძანებით, კიევო-პეჩორის ლავრა მეორე დღესვე გახსნეს არა მარტო მომლოცველთათვის, არამედ მასში დამკვიდრების მსურველთათვისაც."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 5 2019, 05:52 PM
პოსტი #587


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სასწაული უფლის განგების იარაღია"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 3 2020, 09:44 PM
პოსტი #588


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა არსენი წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა და ღვთის მადლს სასწაულებში გადმოღვრიდა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 16 2020, 03:26 PM
პოსტი #589


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სასწაულები ხომ ურწმუნოთათვის არიან და არა მორწმუნეთათვის"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2020, 09:44 PM
პოსტი #590


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სასწაულების ხილვის სურვილი ურწმუნოებაზე მიგვითითებს."

/წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 8 2020, 07:30 PM
პოსტი #591


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- მართლმადიდებლობის ისტორია მდიდარია სასწაულებით, მაგრამ სასწაულები სხვა რელიგიებშიც ხდება. როგორ შევხვდეთ მათ?

- მართალი ბრძანდებით, "სასწაულები" სხვა რელიგიებშიც ხდება, განსაკუთრებით - მაგიურ რელიგიებში. ისინი ზოგჯერ იმდენად რეალურია, რომ ადამიანი შეიძლება ცდუნდეს. ასე რომ, ქრისტიანობის ჭეშმარიტება - ამას ხაზგასმით ვამბობ - მხოლოდ სასწაულებით არ დასტურდება. თუმცა მათი დაუნახაობაც დიდი ცოდვაა. სასწაული შეიძლება იყოს თეთრი და შავი, ცრუ და ჭეშმარიტი. სათანადო სულიერი დონე უნდა გვქონდეს, რომ მათი განსხვავება შევძლოთ.

ერთ-ერთი ყველაზე ცხადი სასწაულია აღდგომის ცეცხლი. და მაინც - სასწაულების თავისთავად, ღვთისგან მოწყვეტით, თაყვანისცემა არ შეიძლება. არ იქნება მართებული, აღდგომის ცეცხლს ვცემდეთ თაყვანს; უნდა გვახსოვდეს, რატომ გადმოდის ეს ცეცხლი, ვინ დგას ამის უკან და მას ვეთაყვანოთ. ვეთაყვანოთ არა ქმნულს, არამედ შემოქმედს.

განა სასწაული არ არის მზის ამოსვლა და ჩასვლა, დაღამება და გათენება?! განა სასწაული არ არის ადამიანის ორგანიზმი? სასწაული არ არის, რომ ვსუნთქავთ, ვხედავთ, ვმეტყველებთ?! მაგრამ მზე კი არ უნდა გავაღმერთოთ, არამედ ის, ვინც შექმნა ეს ყოველივე. ყველა სასწაულს ღმერთამდე უნდა მივყავდეთ."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 17 2020, 10:09 PM
პოსტი #592


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადამიანებს სასწაულები ეძლევათ ცხონების გზაზე დასაყენებლად, რომ საკუთარი ცხოვრება სულიერი გახადონ და შინაგან ღვაწლს მიაპყრონ გულისყური".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 20 2021, 05:23 PM
პოსტი #593


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადრე მეგონა, რომ უფალი მხოლოდ წმინდანთა ლოცვით ახდენდა სასწაულებს, ახლა კი ვიცი, რომ ცოდვილისთვისაც მოახდენს უფალი სასწაულს, თუ მისი სული მორჩილებას შეიძენს, რადგან როცა ადამიანი მდაბლდება, უფალი ისმენს მის ლოცვას".

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2021, 11:24 AM
პოსტი #594


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინც სასწაულთა შესაძლებლობას უარყოფს, იგი უარყოფს ერთი ცხოველი ღმერთის და ყოვლისშემძლე შემოქმედის არსებობას"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 11 2022, 01:34 PM
პოსტი #595


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფალი უნდა გვწამდეს კეთილზნეობრივად, და არ ვითხოვდეთ ამისათვის სასწაულებს. იცი, როგორ ვწუხდება ხოლმე, როცა მოდიან ზრდასრული ადამიანები და მეუბნებიან, რომ სურთ, დაინახონ რაიმე სასწაული, რათა ირწმუნონ. ბავშვები რომ ყოფილიყვნენ, რაღაც გამართლება მაინც ექნებოდა ასაკის გამო. მაგრამ თქმა იმისა, "იმისათვის რომ ვირწმუნო, საჭიროა რამის დანახვა", - მაშინ როცა თავად არაფერს აკეთებს ქრისტესთვის, ეხ სომ მეტად იაფფასიანი საქციელია? და რომც ენახათ სასწაული, განა წაადგებოდათ კი იგი? ამას ჯადოქრობით ან რაიმე სხვა ამდაგვარით ახსნიდნენ".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 23 2022, 08:35 PM
პოსტი #596


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მსოფლიო წარღვნა არის უნიკალური, განუმეორებელი სასწაული დედამიწისა და კაცობრიობის ისტორიაში, მსგავსი უნიკალური, განუმეორებელი და ერთადერთი სასწაულისა - სამყაროს შექმნისა".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2022, 03:26 PM
პოსტი #597


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ ყველას გვწამს, რომ ღმერთი ძლიერია, და გვწამს, რომ მისთვის ყველაფერი შესაძლებელია: მაგრამ შენ საკუთარ საქმეებშიც უნდა გწამდეს მისი, ვინაიდან იგი შენშიც იქმს სასწაულებს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 5 2022, 12:54 PM
პოსტი #598


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"2017 წლის 9 ოქტომბერს, კვიპროსული ავიაკომპანიის თვითმფრინავი, ლარნაკადან ისრაელის საპორტო ქალაქ ხაიფასკენ ჩვეულ რეისს ასრულებდა. დაშვებამდე ათი წუთით ადრე ძრავის მუშაობა შეფერხდა. სწორედ ამ დროს, ბერძენმა მფრინავმა პანაიოტიმ მოულოდნელად გონება დაკარგა. ჯერაც კიდევ ბურანში მყოფმა პილოტმა იგრძნო, როგორ გადაიბარა ორმა მხურვალე ხელმა მართვის პულტი. ოცდაორმა შეშინებულმა ებრაელმა მოთქმა-გოდება დაიწყო, - დავიხოცებითო. პანიკას არ აჰყოლია ნაზარეთელი მართლმადიდებელი არქიმანდრიტი ანდრია, რომელიც სკვნილზე იესოს ლოცვას ჩურჩულებდა.
თვითმფრინავი მშვიდობიანად მიბრუნდა ლარნაკას აეროპორტში. აღელვებული პილოტი არქიმანდრიტს ხელზე ემთხვია და მეორე ბერი მოიკითხა. მამა ანდრიამ უპასუხა, რომ მის გვერდით არავინ მჯდარა. პილოტი ირწმუნებოდა: "დაბალი, ძალიან გახდარი, თეთრწვერა ბერი ჩემს ხელებს საჭეზე აკავებდა, სწორედ მან გვიხსნა კატასტროფისგან". არქიმანდრიტმა მფრინავს ეფრემ არიზონელის ფოტო უჩვენა და გაოცებულმა პილოტმა მასში რეისის გადამრჩენელი მოხუცი ამოიცნო. ამგვარი სასწაულის მოხდენა, რომელიც ვერ აიხსნება, მხოლოდ იესოს ლოცვას ძალუძს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 12 2022, 09:06 PM
პოსტი #599


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"2006 წლის 15 იანვარს სრულებით მოულოდნელად მე ამტკივდა მარჯვენა ყური. ჩემმა ერთმა ნაცნობმა, რომელიც ძალიან ეთაყვანებოდა წმი. ლუკას [ვოინო-იასენეცკი], მომცა წიგნი მისი ცხოვრების შესახებ. პირველი, რაც თავში მომივიდა, მეთხოვა წმინდანისთვის, დამხმარებოდა. გულში მწამდა, რომ ეს უდიდესი წმინდანი იყო. მე ყურში ბამბის ნაჭერი ჩავიდე, ყურზე კანდელის ზეთი ვიცხე, ყურზე წმ. ლუკას ხატი მივიდე და თავი შევიკარი თავსაფრით.

მე და ჩემმა ნათესავმა დავიწყეთ მსჯელობა, წავსულიყავი თუ არა მორიგე საავადმყოფოში. ბოლო-ბოლო გადავწყვიტე, არსად წავსულიყავი, თუმცა ვიცოდი, რომ ტკივილი არ დამაძინებდა. მაგრამ მალე ჩამეძინა. ძილისას თავად წმიდა არქიეპისკოპოსი ლუკა მეჩვენა შესაბამისი შესამოსელით. ხელთ მას ჰქონდა რაღაც სამედიცინო ინსტრუმენტი, რომელიც გრძელ ნემსს ჰგავდა. მის გვერდით იდგა ჩემი ის მეგობარი, რომელმაც მაჩუქა წმ. ლუკას შესახებ წიგნი.

"მე ლუკა ვარ და მოვედი, რათა ოპერაცია გაგიკეთო; არ შეგეშინდეს, არ გეტკინება". შემდეგ კი მიუბრუნდა ჩემს მეგობარს და უთხრა: "შეხედე, როგორ გავაკეთებ ახლა ოპერაციას".

მან მილი ჩამიდგა ყურში და მე ვიგრძენი გახვრეტა, ოღონდ უმტკივნეულოდ.

დილით რომ გავიღივძე, მე მივხვდი, რომ ყური აღარ მტკიოდა. ყურში ჩადებული ბამბა კი სრულიად გაჟღენთილი იყო ჩირქით. მე ყურის ექიმთან წავედი. მან გამსინჯა და დაადასტურა, რომ მართლაც გახვრეტილი იყო ბარაბნის აპკი. მან გაოცებით მკითხა: "ქალბატონო, ვინ გაგიკეთათ ოპერაცია? ქირურგი, რომელმაც გაგიკეთათ ოპერაცია, ჭეშმარიტად უმაღლესი რანგის პროფესიონალია".

მე კი ვუპასუხე: "ექიმო, ვხედავ, რომ მაგიდაზე ხატები გაქვთ, თქვენ მორწმუნე ადამიანი ხართ, ამიტომ მოგიყვებით."

მე ვუამბე, რაც ღამე შემემთხვა, მოვუყევი წმ. ლუკას შესახებ, ვაჩუქე მასზე წიგნი და წმინდანის ხატი.

ექიმი დამეთანხმა. გამომიწერა ანტიბიოტიკები და დაამატა - ბედნიერებაა, რომ ჩირქი გამოვიდა, სხვა შემთხვევაში შეიძლება დაყრუებულიყავით.

ერთ კვირაში ექიმთან კვლავ მივედი და მან მითხრა, რომ მე სრულად გამოვჯანმრთელდი".

/ს.პ. ქალაქი ათენი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 14 2022, 03:16 PM
პოსტი #600


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღმერთს ძალუძს, შექმნას ისიც კი, არც ადამიანისთვის წარმოუდგენელია. ასეთია - სასწაულები, ბუნების კანონებზე აღმატებული ღვთის ყოვლისშემძლეობის ქმედებები, და ამიტომ ადამიანის გონებისთვის გაუგებარია, რითაც სავსეა ქრისტიანული რელიგიის ისტორია და რა, უწინარეს ყოვლისა, საჯილდაო ქვაა რაციონალისტებისათვის. ანუ მათთვის, ვინც ნამდვილად და უეჭველად აღიარებს მხოლოდ გონებისათვის მისაწვდომს და იმას - რაც ბუნების კანონებიდან მომდინარეობს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 28 29 30 31 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 11:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი