IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> არქეოლოგიური გათხრები საქართველოში
marine
პოსტი Feb 13 2008, 02:52 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დამჭირდა ყველანაირი ინფორმაცია საქართველოში არქეოლოგიურ გათხრებაზე და არქეოლოგიაზე.

ამიტომ გადავწყვიტე ამ თემის გახსნა.



მოხარული ვიქნები, თუ მასალებს მომაწვდით.

ამ ეტაპზე ინტერნეტში რაც მოვიძიე, მეც განვათავსებ smile.gif




ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი



ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს . მეცნიერების მტკიცებით, სწორედ ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს.

IV-VIII საუკუნეებში ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა ეგრისის სამეფოს დედაქალაქი - არქეოპოლისი, რომელსაც მისი ზომებისა და საფორტიფიკაციო მონაცემებით მთელს კავკასიაში ანალოგი არა მოეპოვება.

ქალაქის შიგნით, რომლის ფართობი 19 ჰექტარია, განლაგებული იყო 6 ეკლესია, 2 სასახლე, 2 აბანო და ა.შ...



აღმ. კარიბჭე:

IPB-ს სურათი

http://www.nokalakevi.ge/geo/home/index.html



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Feb 13 2008, 05:30 PM
პოსტი #2


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
დამჭირდა ყველანაირი ინფორმაცია საქართველოში არქეოლოგიურ გათხრებაზე და არქეოლოგიაზე

ძველი, ახალი?
თუ მეთოდები? ინსტრუმენტები? smile.gif



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2008, 05:42 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ketino @ Feb 13 2008, 05:30 PM) *

ძველი, ახალი?
თუ მეთოდები? ინსტრუმენტები? smile.gif


მადლობა, ქეთინო, გამოხმაურებისთვის. smile.gif

ძველიც, ახალიც და საერთოდ ყველაფერი, ოღონდ ქართული.

ჩემს ნათლულს მოსთხოვეს სკოლაში და თუ კონკურსში გაიმარჯვებს, ეგვიპტეში გაუშვებენ. ამიტომ მინდა დავეხმარო.

წინასწარ გიხდი მადლობას, თუკი რაიმე საინტერესო მასალა გექნება და მომაწვდი smile.gif

ვფიქრობ, ამ თემის არსებობა ისედაც საინტერესო იქნება ფორუმელებისთვის.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Feb 14 2008, 01:12 AM
პოსტი #4


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



რა ბედნიერია შენი ნათლული user.gif

მცირედი ინფორმაცია არქეოლოგიაზე
არქეოლოგია არის მეცნიერება, რომელიც კაცობრიობის ისტორიულ წარსულს სწავლობს ნივთიერი კულტურის ძეგლების მიხედვით. არქეოლოგიური კვლევის შედეგები ავსებს და აზუსტებს წერილობით წყაროების ცნობებს. ნივთიერი ძეგლების მოსაპოვებლად ტარდება არქეოლოგიური გათხრები, რასაც ჩვეულებრივ წინ უძღვის არქეოლოგიური დაზვერვა. განათხარი მასალის შესწავლისას არქეოლოგია ეყრდნობა ნივთიერი ძეგლების ასაკის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის საკუთარ მეთოდებს. ამგვარი შესწავლის შემდეგ არქეოლოგიური ძეგლები იტორიულ წყაროდ იქცევა.

არქეოლოგია, როგორც მეცნიერება, რომელსაც კვლევის საკუთარი მეთოდები აქვს, ჩამოყალიბდა XVIII ს. ბოლოს - XIX ს. დასაწყისში, თუმცა სიძველებისადმი ინტერესს უძველესი დროიდან იჩედნენ..

თანამედროვე არქეოლოგია არქეოლოგიური გათხრების, ფიქსაციის, რესტავრაცია-კონსერვაციის, კლასიფიკაციის, დათარიღებისათვის და სხვ. წარმატებით იყენებს საბუნებისმეტყველო და ტექ. მეცნიერება მეთოდებს; ფართოდ გამოიყენება ფოტოგადაღება, გეოფიზიკური და ელექტრომაგნიტური მეთოდები, ნიადაგის ქიმიური ანალიზი და სხვა. არქეოლოგიური ძეგლების დასათარიღებლად გამოიყენება პალეოკლიმატოლოგიის, პალეობოტანიკის, პალეოზოოლოგიის მეცნიერებათა მიღწევები.

არქეოლოგიური გათხრები - მიწის გათხრა არქეოლოგიური ძეგლების გამოვლებისა და ისტორიული კვლევის მიზნით. არქეოლოგიური ძეგლები მრავალფენოვანია (ამათ საერთოდ ქვიათ კულტურული ფენები smile.gif). თითოეული მათგანის გათხრას თავისი სპეციფიკა აქვს. ფიქსაციის გასაადგილებლად თხრილს კვადრატებად ყოფენ. თხრიან ხელით, სხვადასხვა ხელსაწყოთი (ბარი, წერაქვი, დანები, ლანცეტები, ფუნჯები - ეს გააჩნია არქეოლოგიურ მასალას, რომელიც უნდა ამოითხაროს smile.gif). მექანიზმების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ გათხრილი და გადარჩეული მიწის გასატანად. განსაკუთრებული მნიშნველობა ენიჭება გათხრის პროცესის ყველა საფეხურის დაწვრილებით აღწერას. თხრილის გეგმაზე აღინიშნება აღმოჩენილი ნივთები და ნაგებობანი. გეგმის გარდა აუცილებელია თხრილის ვერტიკალური ჭრილის ნახაზები, ფოტოსურათები, რომელზედაც აისახება კულტურული ფენის თანამიმდევრობა. მათზე დაკვირვება საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ შედარებითი ქრონოლოგია. ხშირად საჭირო ხდება სინჯების აღება სხვადასხვა ანალიზებისათვის.


არქეოლოგია საქართველოში XIX ს-ში ჩაისახა, მაგრამ არქეოლოგიურ გათხრებს საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ეპიზოდური ხასიათი ქონდა. არქეოლოგიურ ძეგლთა თავმოყრისა და შესწავლის მცდელობა დაკავშირებულია 1852 წ დაარსებულ კავკასიის მუზეუმთან და 1873 წ დ. ბაქრაძის ინიციატივით დაარსებულ კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოებასთან.
მიუხედავად არქეოლოგიური გათხრების მცირე მასშტაბებისა, XIX ს. II ნახევარში და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოხდა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები: სამთავროს სამაროვანისა და საჩხერის ყორღანული სამარხების გათხრები, ყაზბეგის განძის ბორის სამაროვნის, ახალგორის განძის პოვნა და სხვა.
გათხრებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად კავკასიის მუზეუმი არქეოლოგიურ ძეგლთა ერთ-ერთ უდიდეს საცავად იქცა.
არქეოლოგიური ძეგლების გეგმაზომიერი გათხრა-შესწავლა შესაძლებელი გახდა სქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ.
საქართველოს არქროლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპები იყო თრიალეთის გათხრები, მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციები (დღესაც გრძელდება smile.gif), ვანის და სხვა.

ეს მასალა იყო საბჭოთა ენციკლოოპედიიდან

რამდენადაც ვიცი, ზამთარში გათხრები შეჩერებულია უამინდობისა და სიცივეების გამო smile.gif
აი გაზაფხულიდან ისევ იწყება, დმანისში მგონი ისევ აგრძელებენ smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 14 2008, 12:37 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ketino

უღრმესი მადლობა, ქეთინო 2kiss.gif yvavilebi.gif

რაც შეეხება დმანისს, საიტს მივაგენი: http://www.dmanisi.com.ge/

ძალიან დამაინტერესა დმანისურმა სტელამ:



ადრექრისტიანული ხანის ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს წარმოადგენენ სტელა-ჯვრები და ქვაჯვრები. მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ არა მარტო ქართული ხელოვნების, არამედ საქართველოს ეკლესიის ისტორიისთვის და წარმოადგენენ უნიკალურ წყაროთმცოდნეობით მასალას, რადგან ისინი თანადროული ეპოქისათვის დამახასიათებელი ორნამენტების გარდა შეიცავენ ლაპიდარულ წარწერებსაც და წარმოადგენენ ეპიგრაფიულ ძეგლებს.

საქართველოში ქვაჯვრების ძირითადი კერა ქვემო ქართლია, V-VI სს-ის ძეგლების ასეთი სიმდიდრე ჯერ არსად საქართველოში არ მოიპოვება. ამ პერიოდის ძეგლების განსაკუთრებული სიუხვით გამოირჩევა დმანისის რაიონი. სოფ. განთიადთან ტოპონიმ “ნაგზაურის” ტერიტორიაზე გათხრების შედეგად აღმოჩნდა V-VI სს-ის საეკლესიო კომპლექსი, სხვა მასალასთან ერთად გამოვლინდა სტელა.

IPB-ს სურათი

იგი თითქმის მთელია, აკლია მხოლოდ დაბოლოება. სტელა ოთხწახნაგოვანია. წინა მხარეზე გამოსახულია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ყრმით ხელში.

IPB-ს სურათი

კაპიტელის 4 წახნაგი გრეხილი ორნამენტით აქვს შემოსაზღვრული. ყოველი წახნაგი წარმოადგენს დამოუკიდებელ ხატს. მესამე წახნაგზე, ღვთისმშობლის მარჯვნივ გამოსახულია ლომი, ხოლო მეოთხეზე - ღვთისმშობლის უკანა მხარეს _ ფარშევანგი. იქ, სადაც ლომია გამოსახული დაფიქსირდა ქართული ასომთავრული წარწერა, სადაც იკითხება ორი სიტყვა _ სტეფანე შეიწყალე.

http://www.dmanisi.com.ge/istoria.htm


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Feb 14 2008, 06:42 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



უნიკალური აღმოჩენა
IPB-ს სურათი
კახეთის რეგიონის უღრან და მიუვალ ტყეში აღმოჩენილია საზოგადოებისთვის დღემდე უხილავი, უნიკალური სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დიდი ბაზილიკური ტაძრისა და მორთული სატრაპეზოსგან შედგება.

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის წინასწარი ინფორმაციით, ძეგლი IX საუკუნეშია აგებული და ის წმ. ილარიონ ქართველის სააღმშენებლო მოღვაწეობას უკავშირდება.

აღმოჩენილი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს კახეთის რეგიონის სოფელ ვაჩნაძიანის სამხრეთით, ტყეში, დაახლოებით 4 კმ-ის მანძილზე. კომპლექსი შედეგება უნიკალური სასახლისგან, დიდი ბაზილიკურ ტაძრისა და სატრაპეზოსგან.

საზოგადეობის თვალისთვის დღემდე უხილავი ძეგლის შესახებ ინფორმაცია გვხვდება და ამავდროულად ძეგლის წარმომვლობას ადასტურებს წმ. ილარიონ ქართველის - ცხოვრების შესახებ არსებული ლიტერატურა...

...წმინდა ილარიონ ქართველმა იერულასალიმიდან დაბრუნების შემდეგ, "კუალად აღაშენა სხუაი მონასტერი მამათათვის და შეკრიბა მას შინა ძმანი ვითარ სამეოცდაათექუსმეტნი, ღირსნი და მოღუაწენი და განუწესა მათცა წესი და კანონი და შეამკო ყოვლითავე სამკაულითა და მოუგნნა წმინდანი წიგნნი და დასხნა მას შინა და შესწირნა სოფელნი, რომელნი დაშთომილ იყვნეს მამულისაგან თვისისა".

ბუნებრივია საუკუნეების განმავლობაში მიტოვებული მონასტრის კედლებზე და მის შიგნით ამოსული ხეები და სხვადასხვა მცენარეები ძეგლს საფრთხეს უქმნის, თუმცა სამინისტროს დაფინანსებით უკვე წელს 2007 წლის "კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყება ძეგლის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები

* * *
დიდი-ლიახვის მუზეუმ ნაკრძალი
IPB-ს სურათი

2006 წელს დიდი ლიახვის ხეობის ტერიტორიაზე (სოფ. სვერი, კეხვი) ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. ექსპედიციის შედეგად, შესწავლილი იქნა დიდი ლიახვის ხეობის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური ძეგლები და გამოვლინდა ხეობის არეალში არსებული კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა პერიოდის დღემდე უცნობი მასალები.

დიდი ლიახვის მუზეუმის ხელმძღვანელობის მიერ ჩატარებულმა მოკვლევებმა, არქეოლოგიურმა ექსპედიციებმა და დიდი ლიახვის ხეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პასპორტიზაციის პროექტის განხორციელებამ ცხადყო სამუშაოების გაგრძელებისა და პატარა ლიახვის ხეობის ძეგლთა პასპორტიზაციის აუცილებელობა.

პროექტის შედეგად პატარა ლიახვის ხეობის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის 105 ძეგლის ფოტოფიქსაცია და პასპორტიზაცია განხორციელდა თანამედროვე პრაქტიკაში არსებული უახლესი მეთოდებით, რაც გამოყენებული იქნება მონაცემთა ბაზის შექმნისთვის.
IPB-ს სურათი

ქართველმა არქეოლოგებმა დაადასტურეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-8 საუკუნეში საბერძნეთისა და კოლხეთის მჭიდრო კავშირები 17:28 | 13/ 06/ 2007


IPB-ს სურათი

თბილისი, 13 ივნისი /"ახალი ამბები - საქართველო", ელენე ფარცვანია/. ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში ქართველი არქეოლოგების აღმოჩენებმა დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნეში საბერძნეთსა და კოლხეთს შორის მჭიდრო კავშირები არსებობდა. ამის შესახებ არქეოლოგმა, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ცენტრის კოლხური არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა, რევაზ პაპუაშვილმა თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრ "რია ნოვოსტიში" 13 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მთავარი აღმოჩენა ის არის, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-8 საუკუნეში საბერძნეთსა და კოლხეთს შორის კავშირები დოკუმენტურად დასტურდება. ამას ცაიშის სამარხში აღმოჩენილი საგნები მოწმობს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სამარხში ძვლებთან ერთად აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინისა და თიხის უნიკალური ნაკეთობები, მათ შორის შუბები, ცულები, სხვადასხვა ჭურჭელი, ქამრის ბალთები, სამაგრები, ქანდაკებები, რომელთა ანალოგებიც აღმოჩენილია საბერძნეთში. ასევე აღმოჩენილია ბევრი სამშვენისები კულონების, სამაჯურებისა და მძივების სახით.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდის ნაკეთობებში აშკარად იკვეთება ის გენეზისი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-9-5 საუკუნეების კოლხეთის საიუველირო ხელოვნების წინაპირობა გახდა.

"ეს ამ ადგილას აღმოჩენილი პირველი სამარხია, მაგრამ კიდევ დაახლოებით 100 სამარხის აღმოჩენას ვვარაუდობთ", - აღნიშნა პაპუაშვილმა და დაამატა, რომ კოლხეთში არქეოლოგიური გათხრები მინიმუმ 50 წელს მაინც კიდევვ გასტანს.

აღმოჩენების საფუძველზე არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ არგონავტების ცნობილი მოგზაურობის მიზანი არა ოქროს საწმისი, არამედ სინამდვილეში რკინა გახლდათ, რომელიც იმ პერიოდში კოლხეთში ბევრი იყო. ამის დამამტკიცებელი ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე გათხრების დროს აღმოჩენილი დაახლოებით 400 რკინის სადნობი სახელოსნოა.

ხოლო საბერძნეთში ბევრი ვერცხლი, ოქრო და სპილენძი მოიპოვებოდა, პაპუაშვილის თქმით კი, რკინა - არა. "ამიტომ, ბერძნებისთვის "ოქროს საწმისი" სინამდვილეში რკინა იყო", განაცხადა არქეოლოგმა. -–0—

http://www.newsgeorgia.ge/geo1/20070613/41996374.html






* * *
16-II-2003
ქარელის რ-ნში, სოფ. დირბის X საუკუნის ეკლესიის ინტერიერში მნიშვნელოვანი აღმოჩენა მოხდა. გვიანი შელესილობის ქვეშ XIV საუკუნის აქამდე უცნობი მოხატულობის მოზრდილი ფრაგმენტები აღმოჩნდა. მოხატულობა "პალეოლოგოსთა ეპოქის" მხატვრობის საყურადღებო ნიმუშია. მისი გამოვლენა დიდი მონაპოვარია ამ ეპოქის ხელოვნების ისტორიისათვის
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

http://www.heritage.ge/old_news3.html



24-I-2003

დმანისის რაიონში, სოფ. განთიადთან გამოვლენილია VI საუკუნის სამონატრო კომპლექსი, მიჯრით ჩამწკრივებული ხუთი საეკლესიო ნაგებობა, სტელებისა და ქვა-ჯვრების ფრაგმენტები. მასალა საყურადღებოა ადრეშუასაუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების, პლასტიკური ხელოვნებისა და საქართველო-პალესტინის ხელოვნების მიმართებების შესასწავლად.

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

არქეოლოგიური აღმოჩენა სამცხე-ჯავახეთში

IPB-ს სურათი

სამცხე-ჯავახეთში, ვარძიიდან 12კმ-ის დაშორებით სოფელ ლეპისის მიდამოებში არქეოლოგებმა შუასაუკუნეების დარნული არქიტექტურის სახლ-სამალავს მიაკვლიეს. უნიკალური მიწისქვეშა კომპლექსი მრავალსათავსიანია. მისმა სტრუქტურამ და მასშტაბმა მეცნიერების მოლოდინს გადააჭარბა.

სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით: "დარანი არის - სახლი მიწას ქვეშ ნაგები ან კლდეში, ანუ მიწის ქვეშ შესასვლელი სამალავი". დარნული არქტექტურის შესწავლას ჯერ კიდევ 1950 წელს, აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი ახალგაზრდა ისტორიკოსებს მოუწოდებდა. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით წელს პირველად დაიწყო დარნული არქიტექტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც წლის ბოლომდე გაგრძელდება. წინასწარი დაზვერვის შედეგად არ არის გამორიცხული, რომ აღმოჩენილი დარანი იყოს საწყისი იმ დიდი კომპლექსისა, რომელიც ისტორიული წყაროების თანახმად, სოფელს-სოფელთან აერთიანებდა და შუასუკუნეებში მტრისაგან თავისდასაცავად საუკეთესო თავშესაფარს წარმოადგენდა.



http://www.mcs.gov.ge/?m=publications&p=107

* * *
პირველი არქიტექტურული ნიმუშები


IPB-ს სურათი
ქვეყნის არქიტექტურის ისტორია სათავეს ისტორიულ თრიალეთში იღებს. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის თანადაფინანსებით, ისტორიულ თრიალეთში მეგალითური ძეგლების სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

...უზარმაზარი, დაუმუშავებელი და დამუშავებული ქვის ლოდებისგან მშრალი წყობით ნაგები ძეგლებით უმთავრესად, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და აფხაზეთი გამოირჩევა. თუმცა ციკლოპური ნაგებობების რაოდენობითა და მრავალფეროვნებით განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთი იქცევს ყურადღებას, სადაც 50-ზე მეტი მეგალითური ძეგლია დაფიქსირებული და აქედან მხოლოდ წალკის რაიონში ციკლოპური ნაგებობის 20-ზე მეტი უნიკალური ნიმუში გვხვდება. ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანის არქიტექტურა ძვ-წ.აღ III-II ათასწლეულით თარიღდება.
არსებული ძეგლების სიძველისა და შესაბამისად მათი ისტორიული თუ მხატვრული მნიშვნელობის მიუხედავად, მეგალითური ციხეების სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ათეული საუკუნის შემდეგ, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის ერთობლივი დაფინანსებით, წელს პირველად დაიწყო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 15 2008, 06:09 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



tamara

ძალიან დიდი მადლობა, თამარ. გაგახაროს ღმერთმა zafxuli.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 25 2008, 04:25 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



IPB-ს სურათი

გულსაბნევი. II ს.

ოქრო. ძვირფასი თვლები.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

http://www.georgianmuseums.ge/Gallery/Archeology.html



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 7 2008, 04:15 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



http://www.xvamli.ge/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი May 7 2008, 04:25 PM
პოსტი #10


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



მარინე,

მზიას და ზეზვას აღმოჩენის ამბები ქართულ არქეოლოგიას არ "ეკუთვნის"? მე მგონი, ყველაზე საინტერესო და მსოფლიოში ცნობილი ეს უნდა იყოს. მე გერმანულად მაქვს წაკითხული ჟურნალ "National geografic"-ში დაწვრილებით ამის შესახებ, იქნება გოგონებს ქონდეთ ქართულად რაიმე და საინტერესო იქნება ყველასათვის. მე მგონი...


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 16 2017, 11:23 AM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გათხრების შედეგად აღმოვაჩინეთ ანდრია მოციქულის დროინდელი სამარხი, სადაც ვიპოვეთ მონეტა - ქარონის ობოლი, რომელსაც, ძველბერძნული ტრადიციისამებრ, მიცვალებულს პირში უდებდნენ. ეს კი ნიშნავს, რომ აქ მართლაც იყო ელინიზებული მოსახლეობა და იდგა აპოლონისა და არტემიდეს ტაძარი. შემდეგ არქეოლოგიურად დავადასტურეთ, რომ აწყური იმ დროისთვის დიდი ადმინისტრაციული ცენტრი იყო. აღმოჩნდა ძვ. წთ. აღ-ის VI საუკუნის იონიური ნაწარმი და ბერძნულ ქალაქებში დამზადებული საკმაოდ ნატიფი და ძვირად ღირებული კერამიკული ნიმუშები. ამ აღმოჩენით გაირკვა, რომ, როგორც ჩანს, აწყურის მიმართ ვაჭრები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ. ის მართლაც დაწინაურებული ქალაქი იყო, სადაც მმართველი იჯდა. სამარხების უმეტესობაში აღმოჩნდა ოქროს ნივთები, რაც განსხვავებული სოციალური ფენების არსებობაზე მიუთითებს.

ამგვარად, ყველაფერი, რასაც "ქართლის ცხოვრება" წმინდა ანდრია მოციქულის აწყურში მობრძანების შესახებ მოგვითხრობს, არქეოლოგიურად დადასტურდა."

/პროფესორი ვახტანგ ლიჩელი
"კარიბჭე" N7, 2008, გვ.57/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 18 2017, 10:59 AM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"2 წლის წინ აწყურის ღვთისმშობლის ტაძარში აღმოჩნდა XII საუკუნის უნიკალური, ტიხრული მინანქრით შემკულ ოქროს ჩარჩოში ჩასმული იასპის ქვა, რომელზეც გამოსახულია ჯვარცმული ქრისტე, აქეთ-იქით კი - იოანე ღვთისმეტყველი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ხატი ბრწყინვალედ შემოინახა. ვთვლი, რომ ამ ხატის აღმოჩენა უაღრესად დიდი პატივია, რომელიც ღმერთმა მე მარგუნა.

არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ ის, რასაც წერილობითი წყაროები მოგვითხრობენ ანდრია პირველწოდებულის შესახებ, სრული ჭეშმარიტებაა. სწორედ ამ რწმენით დავიწყე სამუშაო. სხვა შემთხვევაში, შეიძლებოდა, თავიც კი მიმენებებინა. მოგეხსენებათ, 20 წელი ერთსა და იმავე ადგილას მუშაობა იოლი არ გახლავთ. თანაც, გარშემო უამრავი დიდი მეცნიერული ღირებულების მქონე არქეოლოგიური ძეგლია. მაგრამ მე ვარჩიე, ანდრია მოციქულის შესახებ თხრობას მივყოლოდი და ამ რწმენის გამო ღვთისგან ჯილდოდ ეს შესანიშნავი აღმოჩენა მივიღე, რომელიც ქართული ქრისტიანული ხელოვნების ერთ-ერთი შედევრია და სულ მალე ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის ექსპოზიციას დაამშვენებს. ვთვლი, რომ ეს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა ჩემთვის სულიერი და არა მხოლოდ არქეოლოგიური (მეცნიერული) თვალსაზრისით."

/პროფესორი ვახტანგ ლიჩელი
"კარიბჭე" N7, 2008, გვ.57/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 15 2019, 03:46 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კასპის რაიონში, გრაკლიანის გორაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას ტაძრის საკურთხეველთან აღმოაჩინეს თიხაში გამოსახული ათი ასო-ნიშანი, რომლის ასაკიც ამერიკის, კერძოდ მაიამის ბეტა ლაბორატორიაში ძვ. წ. XI-X სს დათარიღდა.

გრაკლიანის არქეოლოგიურ გათხრების ხელმძღვანელმა პროფ. ვახტანგ ლიჩელმა საზოგადოებას წარუდგინა აქ აღმოჩენილ წარწერაზე მეცნიერთა მიერ ამოკითხული ათი ასო-ნიშანი. მისი აზრით, დღემდე უცნობი წარწერა ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 3000 წლის ისტორიას ცხადყოფს"

/"ქვაკუთხედი" N10, 2019, გვ.30/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2020, 06:00 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რამდენიმე წლის წინ ზიარ-ფხოველის ტერიტორიაზე, დურგლიანთ მიწების უბანში, არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა ნიკა თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით. მიაკვლიეს შუა პალეოლითის ხანის ღია სადგომებს და უძველეს არტეფაქტებს - ქვის ხანის ადამიანის მიერ დანთებულ ცეცხლის კვალს.

ეს არის მსოფლიოში ცეცხლის გამოყენების უძველესი ნიმუში, რაც უკვე მსოფლიო ექსპეტიზამ და არქეოლოგიურმა სამყარომაც აღიარა; საქართველოში მიკვლეულია უძველესი თაფლის, ღვინის, ძაფის წარმოების ადგილები. ცეცხლს ხომ უდიდესი როლი ენიჭებოდა კაცობრიობის განვითარების ისტორიაში და ჩვენში ესეც დაფიქსირდა.

ზიარის არქეოლოგიური ძეგლი მსოფლიო მნიშვნელობის ობიექტია. სამწუხაროდ, დღეს, გურჯაანიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფლები - ზიარი და ფხოველი, მოსახლეობისგან თითქმის დაცლილია"

/"კარიბჭე" N8, 2020, გვ.43/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 3 2021, 05:09 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ითხვისის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დაწყებიდან 60 წელი სრულდება. ამ ხნის მანძილზე, რამდენჯერმე ჩატარდა არქეოლოგიური სამუშაოები და ძალიან საინტერესო არტეფაქტები გამოვლინდა - ძველი წელთაღრიცხვის III - II საუკუნეების ნივთები, რკინისა და ბრინჯაოს ნაკეთობები. მიკვლეული იქნა ყორღანებიც. პირველი არქეოლოგიური ექსპედიციის დროს 12 სამარხი გაითხარა. ერთ-ერთ სარკოფაგში, რომელშიც განისვენებდა წარჩინებული ქალი მოახლესთან ერთად, უამრავი ნივთი აღმოჩნდა. მათ შორის, ძვ. წ. V საუკუნის II მეოთხედის ანტიკური შავფიგურებიანი კილიკი და შავლაქიანი ჯამი, ბერძნული წარწერით. წარწერა მოგვიანებით გაიშიფრა, როგორც "მეტოს", რაც უძველესი მაგალითია ბერძნული დამწერლობისა საქართველოში. ეს აშკარად მიანიშნებს ადრე ანტიკურ ხანაში საქართველოსა და საბერძნეთის ახლო ურთიერთობაზე".

/"კარიბჭე" N11, 2021, გვ.46/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 26 2022, 09:28 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"VI ს-ში ქართლის სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგები, მეხორბლეობა და მევენახეობა აღმავლობას განიცდიდა. ფრიად განვითარებულია მესაქონლეობაც, კერძოდ, მეცხვარეობა, რაზეც უბრნისის ნაქალაქარიდან მოპოვებული ძვლოვანი მასალა მეტყველებს"

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.82/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 6 2022, 07:09 PM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პირველი ქართველი არქეოლოგი იყო დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი (1815-1878 წწ.), რომელმაც პირველი არქეოლოგიური გათხრები უფლისციხეში ჩაატარა. ის იყო აგრეთვე კონსულტანტი და თანამდგომი შესანიშნავი ფრანგი ორიენტალისტისა და ქართველოლოგის მარი ბროსესი (1802-1880 წწ.), რომელმაც დიდი ამაგი დასდო საქართველოს ისტორიის შესწავლისა და მის ევროპაში პოპულარიზაციის კეთილშობილურ საქმეს. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს 1847-1848 წწ. მარი ბროსეს საქართველოში მოგზაურობა, რომლის დროსაც მან გამოავლინა და აღწერა უამრავი ეპიგრაფიკული, ნუმიზმატიკური და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი, თუმც მეტწილად შუასაუკუნეებისა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ. 64/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 7 2022, 12:54 PM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კავკასიაში არქეოლოგიური კვლევა-ძიების დასაწყისი (XIX ს-ის 70-იანი წლები) აღინიშნება აქ მოსახლე უძველესი ხალხების წარმოშობის შესახებ ახალი თეორიების წამოყენებით".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ.28/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2022, 08:00 PM
პოსტი #19


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად რამდენიმე არქეოლოგიური კულტურაა აღმოჩენილი. ერთ-ერთია მტკვარ-არაქსის კულტურა, რომლის გაფურჩქვნის ხანა ძვ.წ. III ათასწლეულია. ამ კულტურის გავრცელება მისი სახელწოდებიდანაც კი ჩანს, რომ ძალიან ფარტო ტერიტორიას მოიცავდა და საქართველოს ფარგლებს დიდად შორდებოდა სამხრეთით და აღმოსავლეთით".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 40/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 6 2022, 12:28 PM
პოსტი #20


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...ვანო ქიქოძის [წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის საყვარელი ძმისწულის, ტიტეს შვილი] მიერ შეგროვებული მინერალების კოლექცია, არქეოლოგიურ გათხრებზე ნაპავნი ნივთების კოლექცია..."

/"კარიბჭე" N7, 2022, გვ.34/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 04:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი