ქართველები ჩინეთში, თუ ვინმემ იცით????? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველები ჩინეთში, თუ ვინმემ იცით????? |
lEQSO_SA |
Apr 19 2011, 08:41 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 19-April 11 წევრი № 10,894 |
დაგვლოცე მამაო, მშვიდობა ხალხო :-), ვინმეს თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ძალიან გთხოვთ დაგვეხმაროთ და შეგვატყობინოთ. მე და კიდევ ერთი ქართველი გოგონა სასწავლებლად ვიმყოფებით უკვე რამოდენიმე თვეა პეკინში. ძალიან გვიჭირს ეკლესიის გარეშე, თუ ვინმემ იცით არის თუ არა პეკინში მართლმადიდებლური ტაძარი? ერთგან კი მივაგენით, მაგრამ რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე და ამიტომ....... :-( კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ ვინმემ თუ იცით, იქნებ აღდგომამდე მომწეროთ ადგილმდებარეობა დაახლოებით მაინც? თან კი გვაქვს წამოგებული, ხატები, სანთლები საკმელი და ა.შ. ვმარხულობთ მაგრამ ვერც ზეთის ცხებას, მითუმეტეს ვერც აღსარებას და ზიარებას ვერ ვახერხებთ.... :-( წინასწარ გიხდით ყველას დიდ მადლობას ყურადგებისა გულისხმიერებისათვის და დახარჯული დროისათვის. მადლობა. |
iako |
Apr 19 2011, 11:19 AM
პოსტი
#2
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
გამარჯობა lEQSO_SA
ერთგან კი მივაგენით, მაგრამ რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე და ამიტომ....... :-( არ გინდათ ესეთი რადიკალიზმი. თქვენ ხომ ტაძარში მიდიხართ, საელჩოში ხომ არა. იყოს მერე რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანი ალბათ ის უფრო არის, აღდგომას მართმადიდებლურ ტაძარში მიხვიდეთ. მითუმეტეს ამბობთ რომ ეკლესია ძალინ გჭირდებათ . -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
მარიამი |
Apr 19 2011, 11:46 AM
პოსტი
#3
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
lEQSO_SA
რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე რომაა, იქ არ გიშვებენ თავისუფლად, თუ რა პრობლემაა? ქართული ტაძარი ჩინეთში არაა და ყველა ვარიანტში რუსულში ან ბერძნულში უნდა იაროთ. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
k@the |
Apr 19 2011, 01:53 PM
პოსტი
#4
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
საერთოდ საელჩოს ტერიტორიაზე თავისუფლად არ მგონია ვინმე შეუშვან გარდა იმ ქვეყნის მოქალაქისა. ალბათ ეგაა პრობლემა და არა რუსულ ენაზე აღვნელი წირვა.
იქნებ ბერძნული ტაძარი იყოს. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
k@the |
Apr 19 2011, 02:15 PM
პოსტი
#5
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ჰმ, ეხლა დავგუგლე და ვერ ვნახე სხვა ტაძარი, ყველგან ეგ რუსული ტაძარი მიპოვა, სულაც ეგ 1 რუსული ტაძარიაო 2009 წლისათვის მთელ ჩინეთშიო და პეკინში რომაა ეგეც წყალობაა ღვთის, წერია ყველასათვის არისო. ერთი შეხედვით ასე გავიგე მე.
http://english.ruvr.ru/2009/10/13/2025847.html აი, ამონარიდი : " This temple is intended for divine services both Russian citizens and citizens of other Orthodox countries can attend but not Chinese people. The problem is that Chinese believers are allowed to attend only the services conducted by Chinese priests. That is why they cannot attend this church." ამიტომ თუ ხალხს უშვებენ, არ შესვლა იმ ტაძარში იმის გამო რომ რუსულია, სწორი ნამდვილად არაა. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
iako |
Apr 19 2011, 07:43 PM
პოსტი
#6
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
ქეთი
ჩემი ვარაუდით მიზეზი ის არ უნდა იყოს , რომ საელჩოს ტერიტორიაზე არ უშვებენ უცხოებს. აბა მარტო საელჩოს თანამშრომლებს ხომ არ აუგებდნენ ტაძარს. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
Amuza |
Apr 19 2011, 09:06 PM
პოსტი
#7
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
ჩინეთში ცოტა რთულია, მე ბეიჯინგში არ ვიყავი მარაა, მეც დიდ მარხვაში მომიწია ყოფნა ეკლესია კი არა წითელი კვერცხი ვერ შევღებეთ. რას იზავ კეთილო ჩინეთია. თუ რუსული ეკლესიის ვარიანტია ეგ ძაან მაგარია და თუ საერთოდ მართლმადიდებლური ეკლესიის ვარიანტი არ არის, იყავი უბრალოდ ქრისტიანი და ეგაა,სხვა ვარიანტი მაინ არ გრჩება და არ უნდა იდარდო. ხო ჩამოხვალ და ეგაა რაა.ისე ვიცნობ რამოდენიმე ქართველ ვინც ისევ ჩინეთშია და შევეკითხები და თუ რამეაა მოგწერ.
ასე იცის ჩინეთმა -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
lEQSO_SA |
Apr 21 2011, 03:08 PM
პოსტი
#8
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 19-April 11 წევრი № 10,894 |
დაგვლოცე მამაო, მშვიდობა ხალხო :-), ვინმეს თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ძალიან გთხოვთ დაგვეხმაროთ და შეგვატყობინოთ. მე და კიდევ ერთი ქართველი გოგონა სასწავლებლად ვიმყოფებით უკვე რამოდენიმე თვეა პეკინში. ძალიან გვიჭირს ეკლესიის გარეშე, თუ ვინმემ იცით არის თუ არა პეკინში მართლმადიდებლური ტაძარი? ერთგან კი მივაგენით, მაგრამ რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე და ამიტომ....... :-( კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ ვინმემ თუ იცით, იქნებ აღდგომამდე მომწეროთ ადგილმდებარეობა დაახლოებით მაინც? თან კი გვაქვს წამოგებული, ხატები, სანთლები საკმელი და ა.შ. ვმარხულობთ მაგრამ ვერც ზეთის ცხებას, მითუმეტეს ვერც აღსარებას და ზიარებას ვერ ვახერხებთ.... :-( წინასწარ გიხდით ყველას დიდ მადლობას ყურადგებისა გულისხმიერებისათვის და დახარჯული დროისათვის. მადლობა. მშვიდობა ყველას :-), პირველ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობამინდა გადავუხადო გამოხმაურებისათვის. მადლობა! "იაკო"-ს კი მინდა უბრალოდ ვუპასუხო, რომ არანაირი რადიკალიზმით არ ვარ განვმჭსვალული და საერთოდ ზოგადად არც ერთი ერის საწინაარმდეგო არაფერი არ მაქვს, უფრო მეტიც, ოჯახის წევრი მყავს რუსი ;-) ასე რომ... მოკლედ პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ მოგეხსენებათ, საელჩოს ტერიტორია თავისთავად მოიაზრება როგორც იმ ერთი კონკრეტული ქვეყნის ტერიტორია და თავისფლად იქ შესვლა იმ ქვეყნის მოქალაქეების გარდა საპასპოორტო კონტროლის გავლის გარეშე შეუძლებელია!!!! ამაშია საქმე, თორემ უდიდეს სიამოვნებით იქ დავესწრებოდით ხოლმე წირვა-ლოცვას. მეორე წელია აქ ვართ და გვიწევს ხშირად ქალაქების და პროვინციების ცვლა და ეს გვიქმნის კიდევ დამატებით პრობლემას თორემ ისე მოძღვართანაც მაქვს კონტაქტი. კიდევ ერთხელ ყველას უღრმესი მადლობა. პატივისცემით, ლექსო. [size=6][color=#000099] |
iako |
Apr 21 2011, 03:40 PM
პოსტი
#9
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
ლექსო
საწყენად არ მიიღო.უბრალოდ,ბოლო დროს ისეთ საშინელ აგრესიას აქვს რუსების მიმართ ადგილი ქართველების მხრიდან (ეს ცალკე საკითხია, სამართლიანად თუ უსამართოლოდ.).ალბათ პირიქითაც ესეა. მეგონა ერთ-ერთს ჰქონდა ადგილი. მე მაინც გირჩევდი გეცადა. იქნებ უპრობლემოდ შეგიშვან. საზღვარგარეთ უფრო ნორმალურია დამოკიდებულება რუსებისა და ქართველების შორის. თან საუბარი ეკლესიაზეა. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
ნაინა |
Apr 21 2011, 04:42 PM
პოსტი
#10
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
lEQSO_SA
ციტატა This temple is intended for divine services both Russian citizens and citizens of other Orthodox countries can attend but not Chinese people. The problem is that Chinese believers are allowed to attend only the services conducted by Chinese priests. That is why they cannot attend this church." ქეთის დაკოპირებულ ციტატაში კი წერია რომ შეუძლიათ ამ ტაძარში შესვლა რუსებს და სხვა ქვეყნის ორთოდოქს მართლმადიდებლებს, ჩინელების გარდაო, მათ შეუძლიათ დაესწრნონ მხოლოდ ჩინელი მღვდლების მსახურებაზეო, მხოლოდ ესაა მიზეზი რომ ჩინელ ხალხს არ შეუძლია ამ ეკლესიაში შესვლაო. ასე რომ ნებისმიერი მართლმადიდებლისთვის გზა ხსნილია და არა მგონია იმიტომ არ შეგიშვან რომ ქართველები ხართ და არა რუსეთის მოქალაქეები. რახან ეკლესიის საიტზე ასე წერენ, წესით უარი არ უნდა გითხრან, რომ შეხვიდეთ და მსახურებას დაესწროთ. იქნებ გეცადათ ჯერ. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
One truth |
Dec 17 2013, 06:54 AM
პოსტი
#11
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 70 რეგისტრ.: 3-March 11 წევრი № 10,590 |
ჩინეთში ცოტა რთულია, მე ბეიჯინგში არ ვიყავი მარაა, მეც დიდ მარხვაში მომიწია ყოფნა ეკლესია კი არა წითელი კვერცხი ვერ შევღებეთ. რას იზავ კეთილო ჩინეთია. თუ რუსული ეკლესიის ვარიანტია ეგ ძაან მაგარია და თუ საერთოდ მართლმადიდებლური ეკლესიის ვარიანტი არ არის, იყავი უბრალოდ ქრისტიანი და ეგაა,სხვა ვარიანტი მაინ არ გრჩება და არ უნდა იდარდო. ხო ჩამოხვალ და ეგაა რაა.ისე ვიცნობ რამოდენიმე ქართველ ვინც ისევ ჩინეთშია და შევეკითხები და თუ რამეაა მოგწერ. ასე იცის ჩინეთმა |
G_saxva |
Dec 17 2013, 09:02 AM
პოსტი
#12
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
One truth
?? -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 05:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი