IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> "და ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა..."
Atman
პოსტი Jul 29 2010, 08:34 PM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



მაინტერესებს, ეს თარგმანი ზუსტია? იმიტომ რომ რაღაც არალოგიკურად მეჩვენება თხოვნა, რომ განსაცდელი არ განგვაცდევინოს ღმერთმა. განსაცდელი იმიტომაცაა, რომ უნდა განიცადო. უბრალოიდ ღმერთს იმას სთხოვ, რომ მშვიდობით გაგატაროს განსაცდელში, რომელსაც ყველანი გავდივართ. თორე სიტყვებით ისე გამოდის, რომ უნდა იყო წყნარად, მშვიდად და არავითარი განსაცდელი არ გაიარო... არადა სწორედ განსაცდელი აწრთობს სულს!

არ ვედავები რა თქმა უნდა ტექსტის მთარგმნელებს, უბრალოდ ამ ფრაზას არასწორად გებულობს უმეტესობა...
თქვენ რას იტყვით? აზრობრივად რა უფრო სწორია:

"ნუ შემიყვან განსაცდელში", თუ "მშვიდობით გადამალახინე განსაცდელი?"


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 29 2010, 08:50 PM
პოსტი #2


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



თანაც ამ ფრაზას მოსდევს: "არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან"...

გამოდის რომ განსაცდელი და ბოროტება სინონიმებია?

შეიძლება განსაცდელში ცდუნება უნდა ვიგულისხმოთ, მაგრამ თავად ქართული სიტყვა "განსაცდელი" არანაირად არ უკავშირდება ცდუნებას...

ჰოდა ვეღარ გავიგე რა იგულისხმება მანდ?

არადა ახლა დავაკვირდი მაგ ფრაზას... sad.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 29 2010, 08:56 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბორიტისაგან.

რაი არის განსაცდელი? განსაცდელი ეწოდება ისრედს შემთხვევას, რომელიც შთააგდებს კაცსა რომელსამე ცოდვაში; მაგალითებრ, ახლა რომ ვამბობდით გაჯავრებაზედ, ანუ მრისხანებაზედ; მრისხანება ადვილად შთააგდებს ცოდვაში კაცსა, მაშასადამე, ამ სიტყვებით ჩვენ ვსხოვთ ღმერთსა, რათა განაშოროს ჩვენგან ყოველივე ცუდი შემთხვევა და არ შთაგვაგდოს რომელსამე ცოდვაში; ხოლო ვინაითგან ღმერთს სიტყვითY ევედრები, საქმითაც ეცადე ამაზედ. კაცს წინადვე შეუძლიან მოიფიქროს და შეიტყოს, სად ანუ რომელ კაცთან, ანუ რომელ საქმეში ნახავს განსაცდელს. ვსთქვათ, რომ შენ იცნობ ერთს ვისმე კაცსა, რომელიც არის ძლიერ ცუდი ხასიათისა, მეშფოთე, ცუდს საქმეს არ ერიდება; ამისთანა კაცს უნდა მოერიდო და თუ დაუამხანაგდი მას, რასაკვირველია შენც შეგიყვანს ცუდს საქმეში.

(ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე)

=========================

წარსულ სიტყვებიდან ჩვენ დავინახეთ, რომ თვითეული ადამიანი არის მტკიცედ გადახლართული და გადაბმული მეორე ადამიანთან, რომ ერთს, მხოლოდ ერთს ვერაფრის გაკეთება ვერ შეუძლიან, თუ მეორე მას არ დაეხმარება, იმ მიზნების მისაღწევად კი არა მხოლოდ, რომელნიც ჩვენ ზევით განვიხილეთ, არამედ თვის მოქალაქეობის წარმატებისთვის. ის სთხოვს ღმერთს პურს თვისთვის და სხვისთვისაც და თუ მასში ეს შეგნება არაა, რომ ეს პური სხვისთვისაც გამოითხოვა და მოვალეა ამის გამო მისცეს სხვასაც, შედეგათ გამოიწვევს საშინელ ეკონომიურ კრიზის - ერთის მხრივ რამდენიმეს ხელში ეს პური და მეორე მხრივ მშიერი მასსა - ის სთხოვს ღმერთს მიუტოვოს მას ცოდვანი (და უცოდვილი ამ ქვეყანაზედ არავინაა); ქართულად თანანადები ე.ი. ვალი, ჩვენ ყველანი ვართ ვალით სავსე ღვთის წინაშე, რადგან ყველაფერი, რაც გვაქვს - მისგანაა. ამისთანა ვალით დატვირთულ ადამიანს მხოლოდ მით შეუძლიან თავი იმართლოს, თუ ის იმ კაცს, რომელსაც მისიც რაიმე მართებს, შეუნდობს და აპატიებს და თუ ადამიანი ესე არ მოიქცა, შედეგია საშინელი სულიერ განხრწნილება. სათავე, საიდანაც გამომდინარეობს ყოველ-გვარი უბედურება მოქალაქეთა ცხოვრებისთვის და დღეს იგივე ადამიანი გადახლართული მეორე ადამიანთან, სთხოვს ღმერთს: „და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“ ე.ი. მე და მას თვითეულ წევრს საზოგადოების.

დღეს ჩვენ გვაქვს საქმე იმისთანა რამესთან, რომელიც გარედან ადგება საზოგადოებას - სურათით: ცხოვრების ზღვაზედ ნავით ადამიანი და ტალღები და ეს ტალღები სცემენ ამ ნავს და სურთ მისი დაღუპვა. ესაა განსაცდელი და ეს ადამიანი სთხოვს ღმერთს არიდოს მას და სხვასაც ცხოვრების ზღვაზედ ის მორევი, სადაც ესე თავისუფლად შეუძლიან მის ნავს დაღუპვა - ტრაღიკა საშინელი ადამიანის ცხოვრების. გვატარე ისეთი გზებით, სადაც ჩვენ შეგვიძლიან სიარული. ბილიკებით, სადაც იმდენი ეკალი, გესლიანი ბალახი და შხამიანი პირუტყვები არ არიან, გვარიდე აღმართი, რომელიც გვღლის და სუნთქვას გვიპყრობს - ნუ აგვკიდებ მეტ ტვირთს, მის გარდა, რის ზიდვაც შეგვიძლიან! და ეს მორევი, ეს ბილიკი, ეს აღმართი არიან მით უფრო საშინელნი, რომ იგინი არ გვანან ბარათაშვილის ბილიკს, რომელიც ერთის მიერ მეორესთვის იტკეპნება, მეორეს გზას უხსნის და უადვილებს და ის პირუტყვი, რომელმაც პირველი მოსწამლა, მეორეს გასვლის დროს გამაღძარია და ისვენებს ანდა იმ ეკალს უკვე თვის წვეტი მოწყვეტილი აქვს და აღარავითარ საშიშრობას აღარ წარმოადგენს. ან და ის მორევი უკვე გვამებით სავსეა; არა, ეს ბილიკი არის გაუმაძღარი და მეორეს, მეათეს, მეათასეს იგივე განსაცდელი მოელის, რომელიც პირველს გზაზედ დახვდა. ადამიანი თავის სისუსტეს ისე არსად არ განიცდის, როგორც აქ თავის ადამიანობას, რომელსაც მფარველი სჭირია, მტკიცე ხელი, როგორც ბავშვს უფროსის ხელი ატარებს, რომ ეს ბავშვი ქუჩაში არ დაიკარგოს, არ გაიჭყლიტოს და არ გადიჩეხოს. ეს ადამიანი სთხოვს ღმერთს ამისთანა ხელს, რომ იგი ცხოვრების გზაზედ არ დაიკარგოს, არ გაიჭყლიტოს და არ გაისრისოს: „და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“.

და ეს სამი რამ: პური, თანანადები და განსაცდელი არიან ორგანიულად ერთმანეთთან გადახლართულნი და გადაბმულნი, და თვით ეს მისი მაჩვენებელია, რომ ადამიანი თვის მოქალაქეობისთვის საჭიროებს არა მხოლოდ პურს ე.ი. თუ გსურთ ეკონომიურ საკითხის გადაწყვეტას მხოლოდ, არამედ ამ ორ რამესაც - სულიერ ჰარმონიას და ურთიერთბას და გარედან ერთგვარ ზღუდეს, მხოლოდ ერთის მიღწევით და მეორე ან მესამეს დატოვებით არ არის ადამიანის ცხოვრება სრული და ნამდვილი; არც კურთხეული და არც ადამიანური, არც რაიმე ნაყოფის მომცემი - და შემდეგ ეს პური, ეს თანანადები, ეს განსაცდელი არაა ისეთი რამ, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება, არამედ მეორდება ყოველთვის, ყოველ დღეს და ყოველ საათს და თვით გრამატიკული ფორმაც უთითებს ამაზედ და ეს მას ნიშნავს, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს ყოველთვის ყური აცქვეტილი და თვალი მომარჯვებული და სწორედ ესეთი ყურის აცქვეტა, თვალისმომარჯვება და წინ დახედულება ჩვენ ისე არსად არ გვმართებს, როგორც აქ, უცხოეთში, ადამიანს ელის განსაცდელი, მუდამ კი არა, არამედ მომეტებულ წილად როდესაც ის მარტოა, ცალკე, გადმოვარდნილი ერთ დიდ კავშირიდან. ბავშვს ელის განსაცდელი მაშინ, როდესაც იგი თავის დედას ხელს უშვებს და სავსე ხალხით ქუჩაში მარტოდ სდგას. დღეს ჩვენ ვართ აქ ამისთანა მდგომარეობაში - თვითეული სდგას თავისთვის და თვითეულის გამოცდილებაზედ, უნარზედ და მომზადებაზედაა დამყარებული ეს პასუხი განსაცდელისადმი. განსაცდელში ვართ ჩვენ აქ, როგორც წევრნი ჩვენი ეკლესიის და როგორც წევრნი ჩვენი სამშოლოსი.

ჩვენ ვართ მართლმადიდებელნი, ჩვენი ქართული კულტურა არის მართლმადიდებლური და ჩვენ გვიხდება, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ არამართლმადიდებლურ ქვეყნებში ცხოვრება - ჩვენი მოვალეობაა შევინარჩუნოდ ჩვენი რელიგიური სახე და ერთგულობა ჩვენი ეკლესიისადმი და როგორც წევრნი ჩვენი ქვეყნის, დღეს თვითეული ჩვენთაგანი ასისხლხორცებს ამ სამშობლოს - ჩვენი სხეული ეკუთვნის ამ სამშობლოს და ჩვენი ღონე და ძალა და სხეული არ უნდა გავყიდოთ რაღაცა წარმავალ ქონებათა გულისთვის; უნდა დავიცვათ ღირსეულად ჩვენი თავი და დავანახოთ სხვებსაც ღირსება ქართველ კაცის. სამშობლო ჩვენი საკუთარი თავია და ეს თავი უნდა ყოველთვის მაღლა გვეჭიროს და სასოწარკვეთილებამ იმ ზომამდის არ უნდა მოიპოვოს ჩვენზედ უფლება, რომ თავი მოვიკლათ. ჩვენ ყველას გვაქვს მოსახდელი ვალი, ჩვენი სამშობლოს წინაშე და ის ვაჟკაცი არაა, რომელიც გაურბის ამ ვალს ან სრულიად გამოფიტული და ძალამიხდილი მივა თავის ბატონთან სამუშაოდ.

ყოველ განსაცდელს კაცი უნდა უფრთხილდეს და განზედ უნდა დაუდგეს, და როდესაც ჩვენ ვლოცულობთ: „და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“, ეს ნიშნავს იმასაც, რომ ჩვენ თვითონ, ჩვენი მოქმედებით სხვები არ უნდა შევიყვანოთ განსაცდელში: მდიდარმა ღარიბი, ძლიერმა უძლური, მაძღარმა მშიერი. მან ვისაც ჰგონია, რომ იგი წინ-წაწეულია ჩამორჩენილი, დიდმა პატარა, თვითეულმა თავისი თავი უნდა დაიფაროს და სხვებიც დაიფაროს. თუ ჩვენი მისწრაფება და გულის-ყური ერთ მთავარ მიზნისკენ იქნება მისწრაფებული და ეს მიზანი ყოველთვის თვალწინ გვედგება, მაშინ უფრო ადვილად შევებრძოლებით და გაუმაგრდებით ამ განსაცდელს.

„და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“. ამინ.

წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 29 2010, 09:03 PM
პოსტი #4


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



აკაკი

გასაგებია. ანუ განსაცდელში ცოდვა იგულისხმება, იგივე ცდუნება. მაგრამ თავად ქართული სიტყვა "განსაცდელი" ნაკლებად შეესაბამება ცოდვას. ამის თქმა მინდოდა, თორე რასაც გულისხმობს ეკლესია განსაცდელის ქვეშ ეგ ისედაც გასაგებია.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 29 2010, 09:07 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Atman

დიახ, ჩვენ ვითხოვთ ღვთისაგან, რომ ნუ შეგვვიყვანს განსაცდელში, აგვარიდოს განსაცდელი....

განსაცდელი მოგვევლინება თუ არა ეს უფალმა იცის, და როდესაც საჭიროა ადამიანს მოუვლენს კიდევაც....

ჩვენ ამავდროულად ვიძახით: "იყავნ ნება შენი"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 29 2010, 09:09 PM
პოსტი #6


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



აკაკი

ჰოდა ცოტა შეუსაბამოდ მეჩვენება თან ვთხოვოთ, რომ აგვარიდოს განსაცდელი, თან ვეუბნებით რომ მისი ნებაა უმაღლესი.

თან კიდევ ვერ გამიგე: სიტყვა განსაცდელი თავისი ქართული შეფერილობით ნიშნავს იმას რაც უნდა განიცადო, და არა იმას რაც თავიდან უნდა აიცილო. იგულისხმება გამოცდები, რომლებიც უნდა განიცადოცხოვრებაში, იმისთვის რომ სული გამოიწრთოს. თუ განსაცდელი არ გაიარე რის მიხედვით მოხვდები ან ჯოჯოხეთში ან სამოთხეში ან სულიერ სამყაროში?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 29 2010, 09:13 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



Atman

გამოცდებში ადამიანი ხშირად უძლურია, ვინ დაიკვეხნის და იტყვის მე განსაცდელთა მძლეველი ვარო!

იესო ქრისტე გეთსამანიის ბაღში მამას სთხოვდა "თუკი შესაძლებელია ამარიდე განსაცდელიო, მაგრამ არა როგორც მე არამედ როგორც შენ გნებავს ისე იყოსო"

ასე, რომ შეუსაბამობა არაფერია... ჩვენ ვთხოვოთ, რომ: ნუ შეგვიყვანს განსაცდელში, მაგრამ ამავდროულად ვუთხრათ, რომ "იყავნ ნება შენი"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 29 2010, 09:17 PM
პოსტი #8


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



აკაკი

რა თქმა უნდა იგულისხმება, რომ უფალი არ მოგვცემს ისეთ განსაცდელს, რომლის გავლაც ჩვენს ძალებს აღემატება.

უბრალოდ მე იმის თქმა მინდა, რომ მირჩევნია პირდაპირ ვუთხრა უფალს: "იყავნ ნება შენი", და მომივლენს თუ არა განსაცდელს ეს უკვე მისი გადასაწყვეტია.


მააააგრამ აქ ალბათ არჩევანის თავისუფლების კანონი ირღვევა, თუ ხათაბალებში არ გავეხვევი, მაშინ რა აზრი აქვს ნების თავისუფლებას? ჰოდა ამიტომაცაა ალბათ ორმაგი თხოვნა smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 29 2010, 09:34 PM
პოსტი #9


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



არ მგონია ყოველი განსაცდელი უფლისაგან იყოს. ჩვენ, ჩვენი თავისუფალი ნებითაც შეიძლება დავიმართოთ განსაცდელი, ანუ ჩავვარდეთ ისეთ გარემოაბაში, რომლიდანაც ან შეძლებ და გამოხვალ, ან ვერ გაუძლებ და ცოდვას ჩაიდენ. მე მგონი, ჩვენი უგუნურობით, გამოუცდელობით და ა.შ. ჩვენს მიერ ატეხილი განსაცდელებიდან დახსნას ვთხოვთ ამით უფალს და ეს სწორიცაა.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jul 29 2010, 10:17 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



k@the

ციტატა
არ მგონია ყოველი განსაცდელი უფლისაგან იყოს. ჩვენ, ჩვენი თავისუფალი ნებითაც შეიძლება დავიმართოთ განსაცდელი, ანუ ჩავვარდეთ ისეთ გარემოაბაში, რომლიდანაც ან შეძლებ და გამოხვალ, ან ვერ გაუძლებ და ცოდვას ჩაიდენ. მე მგონი, ჩვენი უგუნურობით, გამოუცდელობით და ა.შ. ჩვენს მიერ ატეხილი განსაცდელებიდან დახსნას ვთხოვთ ამით უფალს და ეს სწორიცაა

ჩვენი და ბოროტისაგან მოვლენილიც ალბათ.


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Aug 6 2010, 10:29 PM
პოსტი #11


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა
ჰოდა ცოტა შეუსაბამოდ მეჩვენება თან ვთხოვოთ, რომ აგვარიდოს განსაცდელი, თან ვეუბნებით რომ მისი ნებაა უმაღლესი.
მე შენ გეუბნები, მომეცი ჭიქა, მაგრამ იყოს შენი ნება - თუ არ გინდა არ მომცე. ანალოგიურად მე ღმერთს ვთხოვ, არ შემიყვანოს განსაცდელში მაგრამ მის ნებას პირველ რიგში ვაყენებ.

რაც შეეხება განსაცდელის აუცილებლობას, მართალია ისინი უაღრესად საჭიროა ჩვენი სულიერი განვითარებისათვის, მაგრამ ამა თუ იმ განსაცდელიდან ამპარტავნებით გამოსვლა იგივე არ გამოსვლაა, ამიტომ მე არ უნდა მქონდეს ღმერთთან ასეთი დამოკიდებულება: "გამოუშვი ღმერთო განსაცდელები, ყველას დავძლევ შენი ძალით"... ჯერ-ერთი რომ ღმერთი თავის ძალას გვანიჭებს დროებით და შეიძლება ნებისმიერ დროს უკან წაიღოს და მერე მეორე, მთავარი განსაცდელებიდან გამოსვლის გეგმის შესრულება კი არ არის, როგორც ქარხნებში ასრულებენ საწარმოო გეგმას. ამიტომ ჩვენ, თუ ვართ გულწრფელები ღმერთთან საუბრისას, უნდა ვუთხრათ მას ის, რასაც გულწრფელად ვფიქრობთ - რომ არ გვინდა განსაცდელი, განსვენება გვწადია, მაგრამ ვიცით რა, რომ ეს შეუძლებელია, ისევე ჩვენსავე სასიკეთოდ გვეგზავნება ახალ-ახალი საბრძოლველები, მორჩილად ვიღებთ ღვთის ამ წყალობას. ამიტომაცაა (ჩემი აზრით), რომ წმინდა მამები გვირჩევენ, განსაცდელებისაგან გათავისუფლება ძალიან არ უნდა ვთხოვოთ უფალსო...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი Aug 7 2010, 10:23 PM
პოსტი #12


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



მე სხვა კითხვა მიჩნდება. რა მოხდება მაშინ, თუ ადამიანს ხედავ განსაცდელში და სთხოვ უფალს, ნება მოგცეს გაიზიარო სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც ეს განსაცდელი (გაჭირვება , სნეულება...) და ამ თხოვნასაც დააყოლო სიტყვები ”იყავნ ნება შენი?” ამით სცოდავ თუ არა? ცხადია ღმერთი თვითონ გადაწყვეტს შეგიძლია თუ არა ამ განსაცდელის დათმენა და შესაბამისადაც მოიქცევა... მე ის მაინტერესებს ასეთი თხოვნით ხომ არ განვარისხებთ უფალს? თუ პირიქით გავახარებთ, რაკი ამით მოყვასის სიყვარულს გამოვხატავთ?


--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი Aug 7 2010, 10:23 PM
პოსტი #13


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



????? fiqri.gif dntknw.gif g.gif


--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Aug 7 2010, 11:48 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



Atman


ვედებში რომ "ლოცვებია" ის შეუსაბამოდ არ გეჩვენება ? ჰარე კრიშნას რომ გაიძახიან ?? წადი და იქ ეძებე რა შეისაბამობები კაცო .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 8 2010, 06:56 AM
პოსტი #15


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



A.v.B
ციტატა
ვედებში რომ "ლოცვებია" ის შეუსაბამოდ არ გეჩვენება ? ჰარე კრიშნას რომ გაიძახიან ?? წადი და იქ ეძებე რა შეისაბამობები კაცო .


მე არ მითქვამს, რომ ამ ლოცვაში შეუსაბამობაა. მე ვთქვი, რომ სიტყვა განსაცდელის ქართული მნიშვნელობა ნიშნავს იმას რაც უნდა განიცადო, და არა იმას რაც უნდა აიცილო თავიდან.

მე გავარკვიე უკვე ამ საკითხზე რაც მაინტერესებდა.

შეუსაბამობები არც ვედებშია და არც ქართულ ლოცვებში. ჩვენ თავშია შეუსაბამობა...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი Aug 8 2010, 09:11 PM
პოსტი #16


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015




ციტატა
მე სხვა კითხვა მიჩნდება. რა მოხდება მაშინ, თუ ადამიანს ხედავ განსაცდელში და სთხოვ უფალს, ნება მოგცეს გაიზიარო სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც ეს განსაცდელი (გაჭირვება , სნეულება...) და ამ თხოვნასაც დააყოლო სიტყვები ”იყავნ ნება შენი?” ამით სცოდავ თუ არა? ცხადია ღმერთი თვითონ გადაწყვეტს შეგიძლია თუ არა ამ განსაცდელის დათმენა და შესაბამისადაც მოიქცევა... მე ის მაინტერესებს ასეთი თხოვნით ხომ არ განვარისხებთ უფალს? თუ პირიქით გავახარებთ, რაკი ამით მოყვასის სიყვარულს გამოვხატავთ?


შეგიძლიათ ამ კითხვებს გასცეთ პასუხი?



--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 9 2010, 01:21 AM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



lamara
წმინდანები სთხოვდნენ ღმერთს ზოგიერთნი განსაცდელს...

ეს, რომ გავიგე მეც ბრმად ასე, ხიბლში მყოფი ვთხოვდი ღმერთს განსაცდელებს, და მეგონა სულისათვის სასარგებლოს(იმ დროისათვის, ახლაც) ვაკეთებდი, არადა ხიბლში ვიყავი და მეგონა წმინდანებსაც ვბაძავდი.

განსაცდელის მოთხოვნა ნიშნავს, რომ შენ დარწმუნებული ხარ, რომ რაღაც "შეგიძლია", სულიერი ცხოვრების პირველ/მეორე საფეუხებზე მავალმა განსაცდელი არ უნდა მოითხოვოს. როცა წმინდა მამები სთხოვდნენ ისინი, იყვნენ გარკვეულ საფეხურზე, რომ ამპარტავნება და ხიბლი მათგან შორს იყო, და როცა იხსენებდნენ წარსულ ფუჭ ცხოვრებას და იმას, რომ ამ ყველაფრისათვის არ იტანჯებოდნენ, რომ არ გაამპარტავნებულიყვნენ და ხიბლში არ ჩავარდნილიყვნენ სთხოვდნენ, რომ განსაცდელი გამოეგზავნა ღმერთს მათთვის, რომ გონზე მოსულიყვნენ დამდაბბლებულიყვნენ, და გლოვას მიბრუნებულიყვნენ.

დღეს ჩვენ დამწყებებმა ამგვარად არ უნდა ვითხოვოთ, ჩვენ დამდაბლებისათვის ღმერთი გვიგზავნის სხვადასხვა შემთხვევებს ცხოვრების გზაზე, და ეს მაშინ ხდება როცა ვერ ვხედავთ, არადა ამ დროს გვცდის ღმერთი, სწორედ მაშინ, როცა არ ველით...

რა საჭიროა მე ერში მცხოვრებმა ღმერთს ვთხოვო სნეულლება, ან რაიმე გასაჭირი, ანუ ვთხოვო ის რაც ღმერთს არ გადაუწყვეტის ჩემთვის მოეცა, ამით მე ღმერთს ვეჩვენები, რომ თითქოს რაღაც საფეხურზე უკვე, ვარ და აი უკვე მე შემიძლია დავითმინო... არადა არც წმინდანებს არც ჩვეულებრივ ადამიანებს "არა რაი ძალგვიძს ჰყოფად არცა ერთი, ქრისტეს გარეშე"...

ჯობია, ღმერთს ვთხოვოთ, გვასწავლოს სიმდაბლე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Aug 9 2010, 01:44 AM
პოსტი #18


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(lamara @ Aug 7 2010, 11:23 PM) *

მე სხვა კითხვა მიჩნდება. რა მოხდება მაშინ, თუ ადამიანს ხედავ განსაცდელში და სთხოვ უფალს, ნება მოგცეს გაიზიარო სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც ეს განსაცდელი (გაჭირვება , სნეულება...) და ამ თხოვნასაც დააყოლო სიტყვები ”იყავნ ნება შენი?” ამით სცოდავ თუ არა? ცხადია ღმერთი თვითონ გადაწყვეტს შეგიძლია თუ არა ამ განსაცდელის დათმენა და შესაბამისადაც მოიქცევა... მე ის მაინტერესებს ასეთი თხოვნით ხომ არ განვარისხებთ უფალს? თუ პირიქით გავახარებთ, რაკი ამით მოყვასის სიყვარულს გამოვხატავთ?

თუ ადამიანის გაჭირვებისა და განსაცდელის გულთან მიტანა შევძელი, მე უნდა გავიზიარო მისი გაჭირვება, გული დამწყდეს რომ სხვა გზა აღარ დარჩა უფალს მის განსაწმენდლად და გამოსასწორებლად და შევევედრო უფალს მისთვის. ლოცვაში კი ვთხოვო პირველ რიგში სულიერი და მეორე რიგში მიწიერი. და დავაყოლო ბოლოში - თუ სულიერის მოცემა მისთვის თხოულობს მიწიერის დათმობას (ამ გაჭირვებაში დატოვებას), მაშინ იყოს სწორედ ესე, ანუ როგორც უფალს სურს. ანუ დაახლოებით ასე უნდა ვილოცოთ: "უფალო, თუ შესაძლებელია ამ გაჭირვების გარეშე მისი სულის გადარჩენა, გევედრები იხსენი იგი ამ დიდი გაჭირვებისაგან..."

შედეგად, შევევედრებით რა პირველ რიგში სულიერს და არა მიწიერს, ასეთი ლოცვით უფლის ნებას ჩვენს ნებაზე წინ დავაყენებთ, რამეთუ უფალს უპირველესად ჩვენი ცხონება სურს!


და ბოლოს. თუ შესაძლებელია, რომ მე დავეხმარო ამ გაჭირვებულ ადამიანს უფლისაკენ სვლაში, აუცილებლად უნდა გავაკეთო ეს. თუნდაც რომ ვახარო ადამიანს "უფალი მოწყალე და უსაზღვროდ კაცთმოყვარეა, მისი იმედი არ მოიშალო, გამხნევდი და ყველაფერი კარგად იქნება! აუცილებლად შეგვეწევა უფალი!" - ამ გზით მე შევძლებ გავუღვივო უფლის სასოება და ამით იგი უფრო დაუახლოვდება ღმერთს... ან რაიმე სხვა საშუალება გამოვნახო... მოკლედ, მარტო ლოცვითი მეოხებით არ უნდა შემოვიფარგლო, უნდა საქმითაც გამოვხატო ამ ადამიანის სიყვარული! და საქმეშიც პირველ რიგში მის სულზე ვიზრუნო და მეორე რიგში მის ამქვეყნიურ ყოფაზე.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Aug 9 2010, 02:39 AM
პოსტი #19


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა
არადა ამ დროს გვცდის ღმერთი, სწორედ მაშინ, როცა არ ველით...


ღმერთი გამოცდას კი არ გვიწყობს, კი არ გვცდის, სულიერი განვითარების საშუალებას გვაძლევს, დაუშვებს რა ჩვენზე განსაცდელებს... მაგრამ, ასევე შეიძლება განსაცდელი ჩვენს თავზე თვითონ მოვიწვიოთ, თვითონ ჩავიგდოთ თავი ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც არ გვინდოდა ყოფნა. ამის შესახებ წმ. იაკობ მოციქული თავის ეპისტოლეში წერს:

"13. ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს. 14. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება." (იაკ. 1, 13-14)


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 9 2010, 08:39 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



აბე

კი, კი რათქმაუნდა... განსაცდელი მე ბოროტი არ ვიგულისხმე... აი მაგალითად როგორც სატანამ იესო "გამოსცადა" უდაბნოში, არა ასეთი არა.

არამედ გამოცდა მოთმინებისათვის, გამოცდა სწავლისათვის, გამოცდა სიმდაბლისათვის... აი ასეთს მოგვივლენს ღმერთი ჩვენსავე სასიკეთოდ. აი მაგალითად რაზეც იყო საუბარი: სნეულება

smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2024 - 01:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი