IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> აიურვედა (მეცნიერება ჯანსაღი ცხოვრების შესახებ)
Atman
პოსტი Sep 10 2009, 09:23 AM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



არ ვიცი რამდენად "გაქაჩავს" ეს თემა, მაგრამ შევეცდები სუფთა მეცნიერული თვალსაზრისით (და არა რელიგიური ან მითუმეტეს სექტანტური) წარმოგიდგინოთ ცოდნა. თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა შემიძლია ავუხსნა რა მნიშვნელობა აქვს დროის და კვების რეჟიმის სწორად განაწილებას. მაგალითად რატომაა მზის ამოსვლამდე ადგომა კარგი და დილით ლოცვა ყველაზე საუკეთესო სულიერი განვითარებისთვის. აიურვედა ამაზე იძლევა ლოგიკურ და დამაჯერებელ პასუხებს. ძნელია რაღაცის ბრმად დაჯერება და გაკეთება თუ საკმაო არგუმენტაცია არ გაქვს ამისთვის. ტყუილად ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს შემომთავაზეთ წინადადებები და კითხვები, რაზე ვილაპარაკო...



--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arizona
პოსტი Sep 10 2009, 09:42 AM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,470



Atman

აი დილის ლოცვაზე თუ შეიძლება რა , ორიოდე სიტყვით.


--------------------
Человеческий мозг, Ватсон, это пустой чердак, в который можно набить все что угодно, дурак так и делает - тащит туда нужное и ненужное, и наконец наступает момент, когда самую нужную вещь туда уже не запихнуть, или она находится так далеко, что до нее не докопаться. Я делаю совсем по другому - в моем чердаке только нужные мне инструменты, их много, но они в идеальном порядке и всегда под рукой, а лишнего хлама мне не нужно
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Sep 10 2009, 09:53 AM
პოსტი #3


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



arizona


რამდენიმე სიტყვით ცოტა ძნელია მაგრამ შევეცდები. 3-დან 5 საათამდე (დილის), ითვლება ყველაზე წმინდა დროდ. გარემოს (განსაკუთრებით) ხმის ნეგატიური ზეგავლენა ყველაზე ნაკლებია ამ დროს, გონება ყველაზე მშვიდ მდგომარეობაშია. ხოლო თუ ვისაუბრებთ გუნების (მოდუსების) გავლენაზე (რაც ცალკე დიდი თემაა და ამაზე არ დავკონკრეტდები), ამ დროს ადამიანზე გავლენას არ ახდენს არც სათნოების, არც ვნების და არც უმეცრების ძალა, ანუ ეს დრო ყველაზე სუფთა და წმინდაა. 6 საათიდან (მზის ამოსვლიდან) უკვე იწყებს მოქმედებას სათნოების გუნა. ნათქვამია რომ რომელი გუნის დროსაც ადგება ადამიანი, ის გუნა იქონიებს მასზე გავლენას (უპირატესად) მთელი დღის განმავლობაში.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 11:29 PM
პოსტი #4


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ღორის გრიპის პროფილაქტიკის ინდური მეთოდი! biggrin.gif

http://www.youtube.com/watch?v=uTAsVz-EEgI


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Dec 17 2009, 01:22 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



Atman

აიურვედა და გუნა არ უნდა მაგ ამბავს მაინც და მაინც.
მონასტრების ტიპიკონი გავიხსენოთ, ასევე, ჩვენი წინაპრების ცხოვრების წესი და ბიორიტმებთან მათი ჰარმონია.
ან სულაც ბრეგის და მალახოვის სისტემები smile.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 17 2009, 10:29 AM
პოსტი #6


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



protestanti

ციტატა
აიურვედა და გუნა არ უნდა მაგ ამბავს მაინც და მაინც.მონასტრების ტიპიკონი გავიხსენოთ, ასევე, ჩვენი წინაპრების ცხოვრების წესი და ბიორიტმებთან მათი ჰარმონია.ან სულაც ბრეგის და მალახოვის სისტემები


აიურვედას რაღას ერჩი, დაგიშავა რამე? ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. აიურვედა კი ყველაზე ძველი მედიცინაა. ნუ გიტყვართ რა ეს შედარებები: ის რად გვინდა ეს ხომ გვაქვს და ასე შემდეგ biggrin.gif მითუმეტეს პოლ ბრეგს ნამდვილად ნუ შეადარებ. აიურვედა პირველ რიგში ზომიერებას ითხოვს და უკიდურეს შემთხვევაში გრძელვადიან შიმშილობას.

აიურვედისნაირი მედიცინის დარგები რომ განვითარდეს ფარმაკოლოგიური ფირმები ხო გაკოტრდებიან, მერე ფიტოთერაპევტებიც ზედ მიყვებიან და ბოლოს ჰომეოპატებიც biggrin.gif

აიურვედა პირველ რიგში ცხოვრების ჯანმრთელ წესს გვასწავლის ოღონდ სისტემურად და მეცნიერულად და არა გაფანტული რჩევების და "ძველებმა იცოდნენ"-ს სახით. ძალიან რთული და სისტემური მეცნიერებაა სხვათა შორის და ვედების ერთ-ერთი ნაწილია.

ახლა არ მითხრა ოღონსდ ლოცვაა ყველაზე კარგი წამალიო. ეგეც წერია ვედებში და აიურვედა მათთვისაა ვისაც ლოცვა "ეზარება" a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
self
პოსტი May 2 2010, 12:23 AM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 17-April 10
წევრი № 8,639



Atman დამაინტერესე ხო იცი... a075.gif

ადვილად მიტაცებს ასეთი რაღაცეები, მაგრამ ცხოვრებაში ძნელად ვახორციელებ sad.gif ნებისყოფის ამბავია ალბათ.

ხოდა რა მინდოდა მეკითხა, აიურვედა მხოლოდ დროზე და კვებაზეა ორიენტირებული თუ კონკრეტული ცხოვრების სტილია? ანუ კიდევ რას მოიცავს, იქნებ ფიზიკურ ვარჯიშებს, მედიტაციას და ა.შ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი May 2 2010, 01:42 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(Atman @ Sep 10 2009, 09:23 AM) *

არ ვიცი რამდენად "გაქაჩავს" ეს თემა, მაგრამ შევეცდები სუფთა მეცნიერული თვალსაზრისით (და არა რელიგიური ან მითუმეტეს სექტანტური) წარმოგიდგინოთ ცოდნა. თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა შემიძლია ავუხსნა რა მნიშვნელობა აქვს დროის და კვების რეჟიმის სწორად განაწილებას. მაგალითად რატომაა მზის ამოსვლამდე ადგომა კარგი და დილით ლოცვა ყველაზე საუკეთესო სულიერი განვითარებისთვის. აიურვედა ამაზე იძლევა ლოგიკურ და დამაჯერებელ პასუხებს. ძნელია რაღაცის ბრმად დაჯერება და გაკეთება თუ საკმაო არგუმენტაცია არ გაქვს ამისთვის. ტყუილად ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს შემომთავაზეთ წინადადებები და კითხვები, რაზე ვილაპარაკო...

ატმან ერთერთი ყველაზე საინტერესო თემაა ჩემთვის რაც ამ ფორუმზე მინახავს, ოღონდ თუ შეიძლება ლოგიკური დამაჯერებელი და დამტკიცებული მაგალითებით,თუ შეგიძლია რათქმაუნდა, წარმატებას გისურვებ საინტერესო თემაა უდავოდ.


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი May 2 2010, 02:24 AM
პოსტი #9


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



საკმარისია სათაურის წაკითხვა და უკვე ვიცი ვისი გახსნილი თემაა biggrin.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 2 2010, 07:34 PM
პოსტი #10


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



self
ციტატა
ხოდა რა მინდოდა მეკითხა, აიურვედა მხოლოდ დროზე და კვებაზეა ორიენტირებული თუ კონკრეტული ცხოვრების სტილია? ანუ კიდევ რას მოიცავს, იქნებ ფიზიკურ ვარჯიშებს, მედიტაციას და ა.შ.


სიტყვა აიურვედა ნიშნავს "სიცოცხლის ხელოვნებას"... ანუ ეს არის მეცნიერება ჯანმრთელობის და არა ავადმყოფობების შესახებ, თუმცა რა თქმა უნდა ავადმყოფობებს შეისწავლის, როგორც ჯანმრთელობიდან გადახრებს smile.gif

მთავარი აქცენტი სულისა და სხეულის სწორ მდგომარეობაზეა. რეჟიმი და სწორი კვება ის მინიმუმებია, რომლის უგულვებელყოფის შემთხვევაში დანარჩენზე (იოგაზე, მედიტაციაზე, სულიერ განვითარებაზე) ლაპარაკი ზედმეტია, ამიტომაც ეთმობა უდიდესი მნიშვნელობა, თორე სულიერად განვითარებული ხალხისთვის კვება და რეჟიმი უკვე მეორადი ხდება... ფიზიკური ვარჯიშები ჰათჰა-იოგის შემადგენელი ნაწილია და აიურვედა ამ სავარჯიშოებსაც იყენებს.


.zakaria.
ციტატა
ატმან ერთერთი ყველაზე საინტერესო თემაა ჩემთვის რაც ამ ფორუმზე მინახავს, ოღონდ თუ შეიძლება ლოგიკური დამაჯერებელი და დამტკიცებული მაგალითებით,თუ შეგიძლია რათქმაუნდა, წარმატებას გისურვებ საინტერესო თემაა უდავოდ.


რა დაგაჯერო ჯერ მითხარი კონკრეტულად. მთავარი ფაქტორი რომ დაიჯერო, ექსპერიმენტი და პრაქტიკაა, სხვანაირად ვერ დავამტკიცებ მე პირადად, არ ვარ მაგ დონეზე გარკვეული აიურვედაში რომ ის დავამტკიცო რაც თავად არ გამომიცდია. რაც გამოვცადე მხოლოდ იმას ვამტკიცებ და სხვებსაც მოვუწოდებ. რა თქმა უნდა პირველ რიგში სწორ რეჟიმს და სწორ კვებას smile.gif


საერთოდ მირჩევნია ამ თემას მოკლე-მოკლე კითხვა-პასუხის სახე ჰქონდეს...


აქ დავაკოპირებ რამდენიმე რჩევას თემიდან "არა კლა":

აიურვედის მიხედვით მცენარეული ზეთი საერთოდ არაა რეკომენდებული საჭმელად, მას მხოლოდ კანზე წასასმელად იყენებენ. საჭმელისთვის კი გამოიყენება ერბო, რომელიც ძალიან სასარგებლოა და უებარი წამალია ბევრი დაავადებისთვის. მასში არის კონცენტრირებული, სუფთა სახით მზის და იუპიტერის ენერგია. ნუ მზის ენერგიაზე ლაპარაკიც ზედმეტია და იუპიტერის ენერგია იწვევს იმუნიტეტის სტიმულაციას და გაძლიერებას. ასევე ერბო აძლიერებს საჭმლის მომნელებელ "ცეცხლს" და მათთვის ვისაც დარღვეული აქვთ საჭმლის მონელება, საუკეთესო წამალია (ოღონდ ერბო ჯობია მხოლოდ შუადღით მივიღოთ.)

თუ ერბოს შევინახავთ ბნელ ადგილას. 5 წლის მერე ის იძენს გაცილებით ძლიერ სამკურნალო თვისებებს და რაც უფრო დიდხანსაა შენახული, ეს თვისებები უფრო ძლიერდება. (არ უნდა მოხვდეს სინათლე).

საგანგებო სიტუაციებში. ომიანობის, შიმშილობის დროს და ა.შ. დღეში 1 კოვზი ერბო და 1 კოვზი თაფლი იმხელა ენერგიას იძლევა რომ სრულიად საკმარისია თავის გასატანად.

საერთოდ გასათვალისწინებელია რომ ვეგეტარიანელს გაცილებით მეტი გამძლეობა აქვს ყველაფრისადმი და განსაკუთრებით შიმშილისადმი, ვიდრე ხორცის მჭამელს.



მინდა ორი სიტყვა ვთქვა იმ ხალხზე, ვინც ფიზიკურად დატვირთულია ან ფიზიკურად ვარჯიშობს და კუნთებს "აკაჩავებს" მოკლედ რომ ვთქვათ

მათთვის აუცილებელია ყველი. იმიტომ რომ ყველაზე მეტ კუნთოვან ძალას იძლევა ყველი და ხორცი, მაგრამ ყველი "+" ნიშით, ხორცი "-" ნიშნით. ანუ ხორცი იძლევა აგრესიის ენერგიას , ხოლო ყველი სიმშვიდის ენერგიას. და მეომრისთვისაც კი (არათუ სპორტსმენისთვის) სიმშვიდე და თავის კონტროლი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აგრესია! ყველი აძლიერებს კუნთებში როგორც ძალას, ასევე სიმტკიცესაც. კარგია სხვადასხვა თიაქრების დროსაც (თიაქარის მთავარი მიზეზი კუნთოვანი სისუსტეა).

კუნთებისთვის კარგია ასევე შვრიაც ("ჰერკულესი")


კუნთების, კისრის, ზურგის დაჭიმულობის დროს, ოსტეოქონდროზების დროს, ყურების ტკივილის დროს, თავის ტკივილის დროს წაისვით შესაბამის ადგილებზე ერბო და გარანტიას გაძლევთ სიმპტომები რამდენიმე წუთში გაგივლით (თუ ძალიან მძიმე შემთხვევაა მაშინ სისტემატიური მკურნალობით რამდენიმე დღეში ან კვირაში).

ასევე ერბო კარგია შეკრულობის, ყაბზობის დროს. უნდა მივიღოთ ჭამამდე ან/და ჭამის მერე მცირე რაოდენობით (იგულისხმება სადილი), ან დავიზილოთ მუცელი (ჭიპის მიდამოში).

რაც უფრო დიდხანსაა შენახული ერბო, უფრო ძლიერი სამკურნალო თვისებები აქვს. აიურვედაში წერია, რომ ერბო, რომელიც 100 წლის შენახულია აბსოლუტურად ყველაფერს კურნავს. (მასში კონცენტრირდება ძალიან დიდი რაოდენობით სუფთა სახის მზის და იუპიტერის ენერგია). (უნდა ინახებოდეს გრილ და ბნელ ადგილას).

თუ ერბოს ნაკელის ფხვნილთან შევურევთ (პროპორციები ყველასთვის ინდივიდუალორია) ნაჭერს წავუსვამთ და სხეულის გარკვეულ ზონებზე შევიხვევთ. ეს კურნავს უამრავ შინაგან და გარეგან დაავადებას. ერბოში ყველაზე სუფთა სახის ცეცხლის ელემენტია, ნაკელში კი ყველაზე სუფთა სახის ჰაერის ელემენტი, ამიტომ მათი ურთიერთქმედებით ძალიან მაღალეფექტური ნაზავი მიიღება.

უცნაურია, რომ რძე, რომელშიც სუფთა სახის მთვარის ენერგიაა (ინი), რძის სხვადასხვა პროდუქტად გარდაქმნისას აბსოლუტურად განსხვავებულ ენერგიებს იღებს. (ერბო, სუფთა მზეა (და იუპიტერიც) ანუ იანი.








ძროხის შარდზეც ვიტყოდი 1-2 სიტყვას გაგეცინებათ, მაგრამ მაინც biggrin.gif

ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი და ტოქსინების გამომყვანია. და ყველაზე სწრაფად გამოყავს ნაწლავური პარაზიტები. ასევე შლის კენჭებს (ისეთ კენჭებსაც, რომლებსაც ჩვეულებრივი მედიკამენტები ვერ შლიან. მთლიანად ასუფთავებს ორგანიზმს.

ზოგი საკუთარ შარდს სვამს და ეს არის აბსოლუტური კრეტინიზმი biggrin.gif

ძროხის შარდს აქვს მძაფრი (და არა მყრალი) სუნი და გემო, თუ წყლით გავაზავებთ უსიამოვნო დასალევიც აღარაა. ჯობია წამოდუღებული იყოს (ბრუცელოზისგან და ა.შ. თავის დაზღვევის მიზნით). არ შეიძლება ხარის შარდი, იმიტომ რომ იმდენად დიდი მზის ენერგია (იანი) აქვს, რომ ბევრი ვერ უძლებს!

ძროხის შარდი ძალიან სწრაფად ხსნის ნარკოტიკულ ლომკებს (ალბათ ალკოჰოლურსაც).

ასევე ასუფთავებს ენერგეტიკულ არხებს (ნადიებს). (კარგია ფეხების დაბანა შარდიანი წყლით).

არის ძლიერი საფაღარათო საშუალება (ასტიმულირებს ნაწლავის მოტორიკას, ისე რომ არ რევს (რასტრაივაეტ) მას).

ერთ მიღებაზე არ უნდა დავლიოთ 150 გრამზე მეტი.

კურნავს ანგინასაც.

რაიმე ტოქსინით, ლითონებით მოწამვლით, სოკოთი ან სხვა რამეთი მოწამვლის დროს ყველაზე სწრაფმოქმედი და საიმედო საშუალებაა, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად აუვნებელყოფს შხამებს. (ერთ-ერთი აიურვედისტი ყვება, რომ მიუყვანეს მომაკვდავი ძაღლი, რომელიც სპეციალურად მოწამლეს და ძროხის შარდის მიღების შემდეგ მალევე გამოცოცხლდა და მეორე დღეს ჯანმრთელი იყო.)

აქვე ავღნიშნავ რომ ტოქსიკური მოწამვლის დროს ასევე ძალიან კარგია "შავი პერიცას" ნაყენი (ერთ ჭიქა ცხელ წყალზე ერთი ჩაის კოვზი და ცოტა მარილიც). შარდთან შედარებით უფრო რბილად მოქმედებს. შარდს უფრო "ტურბო" მოქმედება აქვს და ექსტრემალურ სიტუაციაში ჯობია biggrin.gif

ძროხის შარდით მკურნალობისას არ აღინიშნება ტკივილი, მაგრამ შეიძლება იყოს საერთო სისუსტე და მოთენთილობა. რის შემდეგაც ძლიერდება მადა.

შენახვის ვადა მაქსიმუმ 2 დღე (მაცივარში ან ცივ ადგილას).

made in ძროხა biggrin.gif


კიდევ რაღაც გამახსენდა ერბოსთან დაკავშირებით

თუ ყოველ ღამე ძილის წინ ფეხის ტერფებს ერბოთი დავიზელთ (მერე უნდა დავიბანოთ რა თქმა უნდა), დროთა განმავლობაში ამით თითქმის ყველა დაავადება იკურნება (ტერფებში მოთავსებულის ყველა ენერგეტიკული მერიდიანა და ხდება მათი სუფთა ცეცხლით გაწმენდა).

ეს ძალიან კარგი და აუცილებელიც კია ბავშვებისთვის (ყველა ასაკში, განსაკუთრებით წელიწადის ცივ პერიოდებში)


და ისევ ვიმეორებ, ყველა ამ მადლის სანაცვლოდ რასაც ძროხა გვაძლევს ძროხის ხორცი არ უნდა ვჭამოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობას ეფექტი არ ექნება!







ეს არის ძალიან კარგი საიტი აიურვედის შესახებ. ახსნილიცაა ყველაფერი და დამტკიცებული. ცოტა დრო მოსმენაზე უნდა დახარჯოთ და ეგაა a075.gif

http://www.torsunov.ru/ru/downloads/lections.html


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 3 2010, 03:56 PM
პოსტი #11


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ძროხის შარდს აქვს მძაფრი (და არა მყრალი) სუნი და გემო, თუ წყლით გავაზავებთ უსიამოვნო დასალევიც აღარაა.

შენ თუ დაგილევია? smile.gif
თუ არა, ჩემს თვალწინ უნდა დალიო smile.gif და თუ 2 საათი მინიმუმ არაფერი მოგივა (გულისრევა და ა.შ.) მაშინ დავიჯერებ ძროხის მადლის შესახებ smile.gif (აი, მართლა დავიჯერებ!)

პ.ს. აიურვედა ვარჯიშებზე არაფერს ამბობს?


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 3 2010, 04:01 PM
პოსტი #12


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ქევანა
ციტატა
შენ თუ დაგილევია? თუ არა, ჩემს თვალწინ უნდა დალიო და თუ 2 საათი მინიმუმ არაფერი მოგივა (გულისრევა და ა.შ.) მაშინ დავიჯერებ ძროხის მადლის შესახებ


ავად რომ ვიქნები გეტყვი, გამიმზადე და დავლევ, ოღონდ იმ პირობით რომ მერე შენც დალევ და თან ძროხის ხორცზე უარს იტყვი საბოლოოდ biggrin.gif

ციტატა
პ.ს. აიურვედა ვარჯიშებზე არაფერს ამბობს?


ჰათჰა-იოგა


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი May 3 2010, 04:25 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



მეც წამოვალ მოწმედ : ))
ერთ ხუთ ლიტრა ძროხის შარდს ათმანი წამოიღებს, მე მივდგები- მოვდგები ცოტა ჰაერს ვიშოვი სადმე, ქევანა - მზის ენერგიას და მეტი რა გვინდა რავიცი .. rolleyes.gif : )) ჯანსაღად გავერთობით : ))
აიურვედა ფართი : ))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 10 2010, 11:24 AM
პოსტი #14


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



თეთრი (რაფინირებული) შაქარი, საკონდიტრო ნაწარმი, მურაბა, ჯემი, სიროფები ამ ყველაფრის ხმარებას ჯობია მოვერიდოთ, რადგან შაქარი კუჭის წვენის სეკრეციას აფერხებს. თუ ტკბილეულობას სხვა საკვებთან ერთად იღებენ, ის კუჭში დიდხანს ჩერდება, დუღილს იწყებს და გარდა ამისა, კუჭის მოქმნილობას ასუსტებს. მჟავიანობა, კუჭის წვა - ამ პროცესის შედეგებია. თაფლი შაქრიან პროდუქტებს ეკუთვნის, რადგან ის უკვე გადამუშავებულია ფუტკრების საკვების მომნელებელი აპარატის მიერ, სისხლში შეიწოვება მიღებიდან 20 წუთის შემდეგ და ამასთან, არ ტვირთავს ღვიძლს და ორგანიზმის არც ერთ სხვა სისტემას.

თეთრი შაქარი წარმოადგენს კანცეროგენს და ხელს უწყობს კიბოს განვითარებას, განსაკუთრებით დიდი დოზების მიღებისას.

ასევე შეუმჩნეველი, მაგრამ რეალურად ცუდი მოქმედება აქვს ადამიანის ენერგეტიკაზე (პრანაზე) და ქიმიას და ფიზიკას რომ თავი დავანებოთ აბინძურებს ენერგეტიკას და აძლიერებს ადამიანის მიჯაჭვულობას მატერიალურ სურვილებზე.

საერთოდ ტკბილის ზედმეტად მოყვარული ადამიანები (უფრო კაცები იგულისხმება, იმიტომ რომ ქალებისთვის მეტი ტკბილი შეიძლება ვიდრე მამაკაცებისთვის) უნებისყოფონი არიან და მიდრეკილება უჩნდებათ სხვა უფრო მავნე ჩვევებისადმი მიჯაჭვისკენ.

ეს ბევრმა ფსიქოლოგმა და არა მარტო ფსიქოლოგმა იცის.

მილოშ ფორმანის ფილმში "ამადეუსი" სალიერის პორტრეტის შექმნაში ერთ-ერთი დიდი როლი უკავია იმას, რომ მას უზომოდ უყვარს ტკბილეული smile.gif

არადა ცელიბატს იცავს და ღმერთს ამის სანაცვლოდ მუსიკალურ კარიერაში წინსვლა სთხოვა biggrin.gif

მოკლედ დიდ რეჟისორებს და ხელოვან ადამიანებს ქვეცნობიერად ყოველთვის აქვთ მარადიული ცოდნა. მხოლოდ დანახვაა საჭირო a075.gif


პ.ს. იგივეს ვიტყოდი შოკოლადზე, სადაც დამატებითი მავნე ფაქტორი კოფეინია, რომელიც ასე ვთქვათ მსუბუქი "ნარკოტიკია" და მიჯაჭვულობას იწვევს.



--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 10 2010, 03:44 PM
პოსტი #15


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



Atman

ციტატა
მურაბა, ჯემი


ცოტა რომ ჭამოს კაცმა კიარადა ქალმა არ შეიძლება? sad.gif



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 10 2010, 05:34 PM
პოსტი #16


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ქევანა
ციტატა
ცოტა რომ ჭამოს კაცმა კიარადა ქალმა არ შეიძლება?


თუ ძალიან გინდა შეიძლება smile.gif

მაგრამ ეცადეთ თანდათან დოზა შეამციროთ, მითუმეტეს იმ პერიოდში როცა ხილია. და თაფლით თუ ჩაანაცვლებთ მთლად უკეთესი a075.gif

აქ თავად ტკბილზე არაა პრობლემა. ტკბილი რამდენიც გინდათ იმდენი ჭამეთ (მითუმეტეს მანდილოსნებმა, ოღონდ საღამოს მაინც არ გირჩევთ) რაფინირებული შაქრის შემცველი პროდუქტებია ცუდი და არა ტკბილი.

აი მაგალითად ჩურჩხელა, ტკბილი კვერი, თუ სუფთა ბადაგისგანაა გაკეთებული გემრიელად მიირთვით და შეგერგებათ კიდეც a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი May 10 2010, 09:39 PM
პოსტი #17


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



Atman
ციტატა
აი მაგალითად ჩურჩხელა, ტკბილი კვერი, თუ სუფთა ბადაგისგანაა გაკეთებული გემრიელად მიირთვით და შეგერგებათ კიდეც

ეე ბალღო შენ სად იყავი მე რომ ჩურჩხელას ვჭამდი ? tongue.gif tongue.gif tongue.gif biggrin.gif


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 12 2010, 11:25 AM
პოსტი #18


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



გადავწყვიტე დავიწყო სემინარის თარგმნა თემაზე "გონების იოგა". ძალიან საინტერესო სემინარია და გირჩევთ წაიკითხოთ. ეს არის ლექციების კურსი და აქვს უფრო ლექციის ფორმატი, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვეცდები დავაკონსპექტო და თან ლექციის სტილიც შევინარჩუნო. თავიდან ბევრი რამ გაურკვეველი იქნება, მაგრამ თანდათან წინამდებარე დებულებები უფრო ნათელი და გასაგები გახდება. ეს არის ძალიან ცნობილი აიურვედისტის, ფსიქოლოგის და ფილოსოფოსის (და ვაიშნავის) ოლეგ ტორსუნოვის სემინარი. ვისაც სურვილი ექნება რუსულად მოისმინოს, პმ-ში დამიკავშირდეს და აუდიოლექციებს მივაწვდი. თარგმანი არაპროფესიონალურია და იმაედია მომიტევებთ smile.gif

მოკლედ დავიწყეთ და ნელ-ნელა შემოვამატებ smile.gif





გონების იოგა
(ბუდჰი იოგა)



როგორც უკვე ავღნიშნეთ სამყაროს (მატერიალურს) სფეროს ფორმა აქვს. და ძირითადი ნაწილი ამ სფეროში გარსებს უკავიათ, ცარიელი სივრცე კი მისი შუაგულია და ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენს (იხ. სამყაროს კოსმოგრაფია). თავიდან ამ სფეროს ჰქონდა ენერგიის ფორმა და მას ერქვა პრათჰანა (მატერიალური არსებობის იდეა). და ეს იდეა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ სულიერმა არსებებმა მოინდომეს ღმერთისგან დამოუკიდებელი არსებობა. მაჰავიშნუ თავისი მზერით (რომელიც იგივე შივაა) ააქტივებს მატერიალური სამყაროს ენერგიებს. ამ მზერაში არის ასევე მატერიალური დროის ენერგია. სულიერი დრო არის მარადიულად მზარდი ბედნიერების დრო (ანანდამ ბუდჰი ვარდანამ), მატერიალურ სამყაროში კი პირიქით, ყოველი წამის გასვლის შემდეგ ჩვენ ვბერდებით, ბედნიერების შეგრძნება კლებულობს და ა.შ. ყველაზე დიდი ძალა მატერიალურ სამყაროში დროა. როგორც კი მაჰა-ტატვა (სამყაროსეული გონი) იწყებს ფუნქციონირებას (რომელიც პრათჰანას და უფლის მზერის ენერგიის შეერთებითაა წარმოქმნილი), მაშინვე გამოვლინდება მატერიალური სამყაროს გუნები (მოდუსები). თავიდან ჩნდება სათნოების (სატვა) გუნა, შემდეგ ვნების (რაჯა) გუნა, ბოლოს კი უმეცრების (ტამა) გუნა.

მაჰატატვას მდგომარეობას უმეცრების გუნაში ეწოდება ტამასა ბუდჰი (ბუდჰი-გონება, разум). ეს ტამასა-ბუდჰი (გონება უმეცრების გუნაში) წარმოქმნის ცრუ ეგოს. ანუ საკუთარი თავის ცრუ გაიგივებას პიროვნებად. საკუთარი თავის ინდივიდუალური აღქმა ორი სახისაა:

1. ჭეშმარიტი ეგო – ანუ მსახურების სურვილი. ეს არის სულის ბუნებრივი და მარადიული მდგომარეობა. (ამის შესახებ დაწვრილებით მოგვიანებით ვისაუბრებთ).

2. ცრუ ეგო (აჰანკარა) – რომელიც მატერიალური სამყაროს ყველაზე ნატიფი და ღრმა სტრუქტურაა და ყველაფერი მის გარშემო ეწყობა. აჰანკარა უმეცრების გუნაში წარმოშობს უხეშ მატერიალურ ელემენტებს. (როდესაც ჩვენი ცნობიერება ქიმიურ ელემენტებზეა მიჯაჭვული ესეც აჰანკარას დამსახურებაა (უმეცრების გუნაში). აქედან მოდის ყველა ფსიქოლოგიური და სულიერი პრობლემა, არასწორი მიზნები, არასწორი ინტერესები.

როცა ცრუ ეგო ვნების (რაჯა) გუნაშია იბადება გრძნობები, რომლებიც მიისწრაფვიან გრძნობათა ობიექტებისკენ. და იბადება მატერიალური გონება (разум). ვნება (რაჯას) არის მისწრაფება გარეგნული ბედნიერებისკენ, გარეგანი ობიექტებისკენ, ხვალინდელი დღისკენ.

ვნების გუნაში მყოფი ადამიანებისთვის ბედნიერება ყოველთვის ხვალაა (მომავალშია) და არა აქ და ახლა. სათნოების გუნაში მყოფი ადამიანები კი აქ და ახლა არიან ბედნიერები მსახურებით და ამ მსახურების შედეგებზე (ხვალინდელ დღეზე) არ არიან დამოკიდებულნი. უმეცრების გუნაში მყოფი ადამიანის ბედნიერება კი წარსულშია.

აჰანკარა ვნების მოდუსში ბადებს გრძნობებს. აჰანკარა სათნოების მოდუსში ბადებს ჭკუას (რომელიც გონების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს და არა პირიქით). ანუ იერარქია წესით ასეთი უნდა იყოს: სულს უნდა ემორჩილებოდეს გონება, გონებას ჭკუა, ჭკუას გრძნობები.

ჭკუის პირვანდელი ბუნება სათნოების გუნაში ყოფნაა. შეუძლებელია ვნების გუნაში მყოფმა გონებამ დაიმორჩილოს სათნოების გუნაში მყოფი ჭკუა იმიტომ რომ სათნოების გუნა უფრო ნატიფია, ვიდრე ვნების (ისევე როგორც წყალი ვერ დაიკავებს ზედაპირზე ქვას). ამიტომ ადამიანი, რომელიც მატერიალური საქმიანობითაა დაკავებული, ვერ შეძლებს ჭკუის ცონტროლს და შესაბამისად ვერ იქნება ბედნიერი. სწორედ ამ წინააღმდეგობაზეა დამყარებული მატერიალური ცხოვრება.

წესით ქალს უფრო მორჩილი ბუნება აქვს ვიდრე მამაკაცს. მას უფრო ნატიფი ჭკუა აქვს, ნატიფი გრძნობები. მამაკაცს კი ესენი უფრო უხეში აქვს... და როგორ შეიძლება ქალი ემორჩილებოდეს მამაკაცს? (ქალი ჭკუის განსახიერებაა, მამაკაცი კი გონების). დჰარმის მიხედვით მამაკაცი ღმერთს უნდა ემორჩილებოდეს, ქალი კი მამაკაცს, მაგრამ როგორ შეუძლია უხეში მატერიალური თვისებებით სავსე მამაკაცმა დაიმორჩილოს ქალი, რომელიც სამყაროს უფრო მკაფიოდ და ნატიფად აღიქვამს? ეს სრული აბსურდია და ძალადობითაა შესაძლებელი... ამიტომ ბუნებრივი მორჩილება და ურთიერთობა მხოლოდ იქაა, სადაც სულიერი ცხოვრება და დჰარმა...

განვიხილოთ განსხვავება სულიერ და მატერიალურ გონებას შორის: სულიერი გონება ეკუთვნის სულს. სულს აქვს ცნობიერება და საკუთარი თავის ჭეშმარიტ ეგოდ აღქმის შეგრძნება. ცნობიერება იყოფა: გონებად, ჭკუად, გრძნობებად და სულიერ ენერგიად.

როცა ვხვდებით მატერიალურ სამყაროში, აქ სულს ქმედება არ შეუძლია, მას მხოლოდ სურვილის შესაძლებლობა აქვს და მას აქვს კონცეფცია, თუ რა უნდა ამ სამყაროში. ამის გამო ღმერთი აკმაყოფილებს რა ჩვენს სურვილებს, ყოველ წამს გვემსახურება. ამისთვის სპეციალურად მოგვცა მატერიალური გონება, რომელიც მოქსოვილია ამ ქვეყნიური ბედნიერების იდეისგან (ანუ ვნების გუნაში იმყოფება). ამიტომ თუ ადამიანის გონება ღმერთისკენ არაა მიმართული, ის განწირულია რომ მარადიულად ამ ქვეყნიური ბედნიერება ეძებოს. ერთადერთი საშუალება, რომ სულიერი გონება გავაღვიძოთ, ჩვენი გონების ღმერთისკენ წარმართვაა.

მატერიალურ გონებას აქვს სამი ბუნება: სათნო, ვნებიანი და უმეცარი ბუნება. ჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება მატერიალური გონება იყოს სათნოებაში, თუ ის ვნების გუნისგანაა “მოქსოვილი”? პასუხი: ეს შესაძლებელია, თუ იგი ურთიერთქმედებაში მოდის სულიერ გონებასთან. ამიტომ სათნოების გუნაში ვერ იქნება ადამიანი, ვინც არ სწავლობს სულიერ საკითხებს. ცივილიზაცია, სადაც ახლა ვცხოვრობთ, მატერიალური ცოდნის განვითარებაზეა დაფუძნებული და ვნებისა და უმეცრების მოდუსში იმყოფება. სინდისის (იგივე ზესულის ანუ პარამატმას) ხმას ბოლომდე მხოლოდ ის ადამიანი აღიქვამს, რომელიც სათნოების მოდუსშია. ვნების მოდუსში მყოფი მხოლოდ მაშინ აღიქვამს ამ ხმას, როცა აწყობს, უმეცარს კი სძულს სინდისის ხმა და ყველანაირად ცდილობს გაექცეს. სულიერი პრაქტიკის და ღმერთის ძიების მიზანი დასაწყისისთვის სწორედ სულიერი გონების აღქმის დაბრუნებაა.

პატარა ბავშვებს მატერიალური გონება უმეცრების მოდუსში აქვთ (ანუ გრძნობები იმორჩილებან ჭკუას, ჭკუა კი გონებას), ბავშვს როცა რამეს გამოსტაცებ ხელიდან, ჰგინია რომ სხეულის ნაწილი წაართვეს და ტირილს იწყებს, იმდენად აქტიური აქვს ცრუ გაიგივება სხეულთან და გრძნობათა ობიექტებთან... ახალგაზრდები ძირითადად ვნების მოდუსში არიან. მოხუცებს კი სათნოების მოდუსში (ეს რა თქმა უნდა კარგ შემთხვევებში).

კათჰა უპანიშადში ადამიანი ეტლთანაა შედარებული. ცხენები გრძნობებია, რომლებიც გრძნობათა ორგანოებისკენ მიისწრაფვიან. აღვირი (იგივე საჭე) ჭკუაა, მეეტლე გონებაა. “სპიცები” რომლებიც ბორბლებშია, ჰაეროვანი ნაკადებია (პრანა), და როცა ცხენები დაუმორჩილებელია და ბორბალი ზედმეტი სიჩქარით არასწორ ადგილებში მოძრაობს, პრანა ირღვევა და ჩნდება ავადმყოფობები. და საერთოდ თითქმის ყველა ავადმყოფობა უკონტროლო გრძნობებითაა გამოწვეული. ბორბლები ცოტა სხვა ჭრილშიცაა შედარებული და წერია, რომ ბორბლის ზემოთ ღმერთისკენ სწრაფვაა, ქვემოთ კი უღმერთობა, და როცა პრანა ზემოთ მიემართება, ადამიანი რელიგიურობისკენ ისწრაფვის, ხოლო როცა ქვემოთ მიემართება, უღმერთობისკენ. კათჰა უპანიშადში წერია, რომ მიზანი, რომლისკენაც მეეტლე წარმართავს ცხენებს, ღმერთი უნდა იყოს და არა მატერიალური ღირებულებები.

პატანჯალის იოგა სუტრებში ნათქვამია, რომ ცნობიერება (ჩიტტა) ადამიანში მოქმედებს როგორც ზესულის (პარამატმას) ფუნქცია. მხოლოდ ზესულს შეუძლია მოიცვას სხეული ცნობიერებით, იმიტომ რომ სულსაც აქვს ცნობიერება, მაგრამ მას აქვს დაქვემდებარებული (მორჩილი) ბუნება. ჩვენი სხეულის მოქმედება, ზესულის ენერგიითაა განპირობებული. ანუ სულის სურვილის შესაბამისად მოქმედებს ზესულის (და არა სულის) ენერგია ცნობიერების სახით.

არსებობს ცნობიერების სხვადასხვა დონე:

1. ანა – მაია, (სხეულებრივი ცნობიერება), როცა ცნობიერება უხეშ მატერიასთან ურთიერთქმედებს, ანუ ცნობიერება საკუთარ თავს მატერიალურ სხეულთან აიგივებს. როცა ცნობიერებას სხეულისკენ წარვმართავთ, შესაბამისად მიზანი სხეული ხდება. ანა - მაია ნიშნავს – მე მინდა ჭამა, ძილი, თავდაცვა, სექსი. და მთელი ენერგია ამ სურვილების დაკმაყოფილებისკენ მიდის. ასეთი ცნობიერების დონეზე იმყოფებიან ხეები, მცენარეები, სიცოცხლის ნაკლებადმოძრავი ფორმები... ადამიანში ეს დონე შეესაბამება ახალშობილის ასაკს.

2. პრანა – მაია, როცა ცნობიერება ურთიერთქმედებს მატერიალურ სამყაროში აქტიურობის სურვილთან. ასეთი ცნობიერებისთვის ბედნიერებაა ამ სამყაროში წარმატების მიღწევა, შრომა (ფიზიკური), სპორტი, ცხოვრების ჯანმრთელი წესი, ყოველ დილით სირბილი და ა.შ. მოკლედ ყველაფერი რაც აქტიურ მოქმედებასთანაა დაკავშირებული. ანუ ცხოვრების ისეთი ფორმა, რომელიც ჭამაზე, ძილზე, თავდაცვაზე და სექსზე უფრო ამაღლებულია. “ჭამა ცხოვრებისთვის და არა ცხოვრება ჭამისთვის”. ასეთი ცნობიერების დონეზე იმყოფებიან ცხოველები, რომლებიც უფრო განვითარებულნი არიან აქტიურობის თვალსაზრისით (ძაღლები, ირმები, კატები...) ადამიანში ეს დონე შეესაბამება ბავშვობის ასაკს.

3. მანა – მაია (მანას – ჭკუა), როცა ცნობიერება მიჯაჭვულია ჭკუაზე. ანუ ბედნიერებას თავისივე ჭკუაში ეძებს. პოეზია, ხელოვნების სიყვარული, მეცნიერება (განსაკუთრებით თეორიული მეცნიერებებისადმი სიყვარული). ადამიანში ასაკობრივად ეს შეესაბამება ჭაბუკობის (მოსწავლეობის) ასაკს.

4. ვიგიანა – მაია (ვიგიანა – გონება). როცა ცნობიერება გონებაზეა კონცენტრირებული დამ ის განვითარებას ცდილობს. მხოლოდ ამ დონეზე იწყებს ადამიანი ჭეშმარიტ ცხოვრებას. ამ დროს იწყებს სული გამოღვიძებას. ამ დროს იწყება გონების განწმენდა მატერიალური მიჯაჭვულობებისგან და ძალაში შემოდის სულიერი გონება. მხოლოდ ვიგიანა მაიას დონეზეა შესაძლებელი გონების სათნოების გუნამდე აყვანა. ამ დროს იწყება მატერიალურ დროზე დამოკიდებულებასთან ბრძოლა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ადამიანი იწყებს დღის რეჟიმის დაცვას, დილით ადრე ადგომას, სურვილების ცონტროლს...

5. ანანდა – მაია, (ანანდა – ნეტარება) როცა გონება გაიწმინდა, ცნობიერებას უკვე შეუძლია ზესულის (პარამატმას, იგივე სულიწმიდას) დანახვა. კათჰა უპანიშადში ნათქვამია, რომ ხეზე 2 ჩიტი ზის. ერთია ზესული, იგი მეორე ჩიტს (ატმას უყურებს) და ყველა სურვილს უსრულებს მას, ბედნიერება უნდა მისთვის და ემსახურება თავისი ენერგიით, მეორე ჩიტი კი (ატმა, ანუ სული), ამ ხეზე ნაყოფებს ეძებს და მათკენ იყურება, ზესულს კი ყურადღებას არ აქცევს. ეს ნაყოფები გარედან ტკბილია, შიგნით კი მწარე და რაც უფრო მეტს ჭამს ამ ნაყოფებს, უფრო და უფრო მწარე ხდება. მერე ერთი ნაყოფიდან მეორეზე გადავდივართ და მისი გასინჯვა გვინდება, თავიდან ისიც ტკბილია, მერე კი მწარდება (შეადარეთ სამოთხის ვაშლებს). და სანამ მეორე ჩიტისკენ არ გავიხედავთ და მას არ მივაპყრობთ მთელ ყურადღებას ასე გაგრძელდება. პირველი შეხება ზესულთან მაშინ ხდება, როცა სულიერ პრაქტიკას ვიწყებთ. ანანდა – მაიას სულიერი ბუნება აქვს და არავითარი კავშირი არა აქვს მატერიასთან.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 12 2010, 12:32 PM
პოსტი #19


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ვედებში აღწერილია ადამიანის აგებულება ძალიან ნატიფ დონეზე. იქ გვხვდება ისეთი ცნება, როგორიცაა გრანდჰა (კვანძი). და არსებობს ბუდჰი გრანდჰები (გონების კვანძები).

სულიერი გონება გულის მიდამოში მდებარეობს, მატერიალური გონება კი სამი ზონის მიხედვით ნაწილდება:

1. ყველაზე ქვემოთა ზონა დაკავშირებულია მულადჰარა ჩაკრასთან (ყველაზე ქვედა ფსიქიკურ ცენტრთან) და ამ ზონას ეწოდება ბრაჰმა - გრანდჰა. ტამასა ბუდჰი (ანუ გონება უმეცრების გუნაში) სწორედ აქ იმყოფება.

აქ ცოტა შევჩერდეთ გონების ფუნქციაზე და თვისებებზე. გონებასთანა დაკავშირებულია მიზანი და სწრაფვა, ანუ რა გემოვნებაც აქვს გონებას, იმის მიხედვით მოქმედებს და ცხოვრობს ადამიანი, და იმის მიხედვით ყალიბდება და ხორციელდება მისი ბედი. მცენარეებსაც კი აქვთ მატერიალური გონება და მისი გემო მდგომარეობს ზრდაში (მზის მიმართულებით). გონება აყალიბებს ადამიანის ხასიათს, ჩვევებს, მიდრეკილებებს და ა.შ.

როცა გონება ბრაჰმა გრანდჰაზეა კონცენტრირებული, ადამიანის ენერგია ამ მიმართულებით მიდის. ყველა სურვილი ხორციელ სიამოვნებებამდე დაიყვანება. მეტყველება უხეშია და ჟარგონული. ახასიათებს სექსუალური გაუმაძღრობა. მუდმივი შიმშილის შეგრძნება, ძIლის სიყვარული, ყველაში მტერი ელანდება (ანუ თავდაცვის ინსტინქტი პათოლოგიურად გაზრდილი აქვს), აზროვნება ნეგატიურია.


2. ვიშნუ – გრანდჰა, გონების კვანძი, რომელიც გულის მიდამოში მდებარეობს. (გულის მიდამოშია სულიც, სულიერი გონებაც და პარამატმაც). ამ კვანძში გონება მიჯაჭვულია არა სხეულის მოთხოვნილებებთან, არამედ გარეგან მოთხოვნილებებთან. აქ მოქმედებს ვნების (რაჯა) გუნა. ქალში იგი ძალიან ძლიერადაა მიმართული ოჯახზე, შვილებზე... მამაკაცებში იგი მიმართულია საზოგადოებაში წარმატების მიღწევაზე, კარიერაზე...

3. რუდრა – გრანდჰა, რომელიც “მესამე თვალის” (შუბლის) მიდამოში მდებარეობს. აქ გონება სათნოების გუნაშია. ამ კვანძში გონება მიჯაჭვულია სრულყოფის მიღწევის სურვილებზე. და აქაც მახეა დაგებული, იმიტომ რომ ზოგიერთ ადამიანს სრულყოფილებად სიდჰების (მისტიური შესაძლებლობების) მიღწევა მიაჩნია (ზეადამიანობის სინდრომი). სიდჰების გამომუშავება მხოლოდ მაშინ ხდება, თუ ადამიანი უკვე ღმერთთან ურთიერთობას ცდილობს, მაგრამ რადგანაც სიდჰების სურვილი უფრო მეტია, ვიდრე ღმერთის უანგარო სიყვარულის სურვილი, ზესული უსრულებს ადამიანს ოცნებებს და აძლევს მას ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა ლევიტაცია, წყალზე სიარული, აზრების კითხვა, ტელეპორტაცია და ა.შ. ყველა გენიოსს და არაჩვეულებრივ ადამიანს სწორედ ეს კვანძი აქვს ძლიერად განვითარებული. თუ ავიღებთ მაგალითად გენიალურ ადამიანებს, მათ არ სცალიათ ძილისთვის, და მუდამ თავისი იდეების განხორციელებაზე ფიქრობენ. ასეთი ადამიანები სათნოების გუნაში არიან, არა აქვს ანგარებიანი აზრები და სულიერი პროგრესისკენ ისწრაფვიან. მაგრამ მათ წინაშე ერთი საფრთხეა: მათმა სიდჰებმა (ზეადამიანურმა შესაძლებლობებმა) შეიძლება ბურუსით დაფარონ მოვლენების რეალური აღქმა. ასეთი ადამიანი იწყებს ფიქრს, რომ ყველაზე მთავარია ცხოვრებაში ხელოვნება, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია და ა.შ. ანუ გენიალურ ადამიანებს აქვთ მიდრეკილება ამ ყველაფერზე “დაციკვლისადმი”. მაგრამ თუ გენიალური ადამიანი ბრძენი ხდება, ეს ნიშნავს რომ ის ღმერთს მოიპოვებს. ამის ბრწყინვალე მაგალითია სოკრატე, რომელიც მიხვდა რომ არაფერი არ იცის.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი May 12 2010, 02:30 PM
პოსტი #20


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



მატერიალური გონების ფუნქციები

მატერიალურ გონებას აქვს 5 ძირითადი ფუნქცია:

1. დაეჭვება
2. შეცდომაში (ილუზიაში) შესვლა (ცდომილება)
3. სწორ აღქმაზე, სწორ გაგებაზე გადასვლა (ანუ ჭეშმარიტ გზაზე დადგომა, როცა ზესულთან მოდის ურთიერთობაში)
4. მეხსიერება
5. მოქმედებისგან გაქცევის, ანუ თავდავიწყების, ძილის სურვილი (ყველაფრისგან გაქცევის სურვილი). ჭკუა არასოდეს წყვეტს მოქმედებას, არასოდეს არ ძინავს. ჭკუა ღრმა ძილის დროსაც კი ჩართულია, უბრალოდ ვერ აღვიქვამთ მას, რადგან ღრმა ძილის დროს გონება ზესულისკენაა მიმართული და სიმშვიდით იმუხტება. მხოლოდ წმინდა ადამიანებს არ ჭირდებათ ღრმა ძილი, იმიტომ რომ მათ ისედაც აქვთ შეხება ზესულთან და ყოველ წამს სიმშვიდის და ბედნიერების ენერგიეს იღებენ მისგან. ჩვეულებრივ ადამიანებს კი არ შეუძლიათ ღრმა ძილის გარეშე ნორმალური არსებობა.


ახლა განვიხილოთ ეს ფუნქციები ცრუ ეგოსთან დამოკიდებულობაში. როცა გონებას სწორი გაგება აქვს, ის ურთიერთქმედებს ზესულთან და არა ცრუ ეგოსთან, რადგან შეუძლებელია სწორი გაგების მიღება სხვა გზით, გარდა ზესულისა.

ილუზია გამოწვეულია იმით, რომ გონება ურთიერთქმედებს ცრუ ეგოსთან და ჭეშმარიტების (ზესულის) ხმას ყურადღებას აღარ აქცევს.

დაეჭვება გონების ის მდგომარეობაა, როცა იგი წარამარა დახტის, ხან ზესულისკენ, ხან ცრუ ეგოსკენ და ვერ გაუგია რომელია ჭეშმარიტება. ანუ ეს ფუნქცია კარგია იმ მომენტამდე, სანამ ჭეშმარიტებას ეძებს, მაგრამ მას შემდეგ რაც ზესულის ხმას დაუკავშირდება, ის უკვე ხელის შემშლელი ხდება. ანუ ეჭვიანი და კრიტიკული დამოკიდებულება გონიერების მაჩვენებელია მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ ჭეშმარიტ გზაზე დავდგებით და პარამატმის შეცნობას დავიწყებთ.

მეხსიერება ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა და წარმართავს ადამიანს ან ჯოჯოხეთისკენ, ან სულიერი სამყაროსკენ, იმის მიხედვით თუ რა გვახსოვს. უფრო დაწვრილებით განვიხილოთ მეხსიერების ფუნქცია:

თავად მეხსიერება ჭკუის სიღრმეშია მოთავსებული და ურთიერთქმედებს გონებასთან. ანუ მეხსიერება გავლენას ახდენს გონებაზე და პირიქითაც, გონება გავლენას ახდენს მეხსიერებაზე (მართავს მას). მთავარია რომლის მოქმედება გადაძლევს. ან გონება მართავს მეხსიერებას, ან პირიქით.

პატანჯალის იოგა სუტრებში ჭკუა წარმოდგენილია როგორც ტბა (რამდენიმე ფენად). ტბის ყველაზე ზედა ფენა ჩვენი ფიქრებია. გაცნობიერებული და რეალური. აქვეა ემოციებიც (მარჯვენა ნახევარსფეროში). ნება და სურვილები მარცხენა ნახევარსფეროშია. მამაკაცებში ნება და სურვილები ჭარბობს, ქალებში ფიქრები და ემოციები. ეს ყველაფერი ტბის ზედაპირზეა ტალღების სახით.

შემდეგი ფენა, რომელიც ტბის ძირითადი ნაწილია და ზედაპირიდან ფსკერამდე შრეს მოიცავს ე.წ. ქვეცნობიერია. ეს ის ფენაა, სადაც ჩვენი გაუცნობიერებელი სურვილები, მისწრაფებები, განწყობილებებია.

ტბის ფსკერი რომელსაც “მოჰა ბჰაგა” ეწოდება, მოიცავს კარმულ სიღრმისეულ მეხსიერებას წინა ცხოვრებების შესახებ. მეხსიერების კვანძები, ანუ შთაბეჭდილებები (სამსკარები) პირველად სწორედ ამ ფსკერიდან ამოტივტივდება ზედა ფენებში, მას შემდეგ რაც აღიგზნებიან... მათი აგზნება დროის მოქმედებით ხდება, დრო კი პლანეტების საშუალებით მოქმედებს მათზე (ეს ცალკე ვრცელი თემაა და ამაზე არ შევჩერდები, თუმცა ლექციაში ზოგადად ახსნილია). პლანეტები მოქმედებენ კარმულ კვანძებზე და ამოატივტივებენ სამსკარებს დროის შესაბამისად. ეს სამსკარები ჯერ შუა შრეში (ქვეცნობიერში) ამოდის და ჩვენ გვიჩნდება წინათგრძნობები, შფოთვები (თუე ს სამსკარა უარყოფითია რა თქმა უნდა). როცა რაიმე მძიმე სამსკარა ქვეცნობიერის შრეში ამოდის, ის თავდაპირველად ჩვენს ახლობლებზე, გარშემომყოფ ადამიანებზე იწყებს მოქმედებას (ფსიქიკური ენერგიის სახით), შედეგად ისინი ჩვენგან საფრთხეს, შფოთს გრძნობენ და აღარ სიამოვნებთ ჩვენთან ურთიერთობა. ისინი სხვანაირად გვიყურებენ, უჩნდებათ ეჭვები, ჩვენ კი მიზეზს ვერ ვხვდებით და თანდათან თავად ვხდებით აგრესიულები მათი დამოკიდებულების გამო. ეს ყველაფერი გამოიწვია პლანეტების რაღაც განლაგებამ, რომლებმაც ასე ვთქვათ ამ სამსკარის პროვოცირება და ამოტივტივება გამოიწვიეს. ერთ დღეს ყველაფერი კარგად იყო, მეორე დღეს კი ცხოვრება დამძიმდა და ეს შეიძლება წლობითაც კი გაგრძელდეს (სამსკარასაც გააჩნია).

სათნოების გუნაში მყოფი გონების ფუნქციაა, რომ არ დანებდეს ამ კარმულ სამსკარებს. და ის ადამიანები, ვისაც სულიერებასთან აქვთ შეხება, გაცილებით ადვილად უძლებენ ამ ცხოვრებისეულ სირთულეებს. ოღონდ გაძლება ნიშნავს მშვიდად ყოფნას (შანტის) და არა იმას რომ ერთი წელი ითმინო და მერე მოთმინების ფიალა რომ აგევსება ერთ დღეში იყარო ჯავრი ყველაფერზე. და ეს შანტი (სიმშვიდე) სულიერი სამყაროდან მოდის. ანუ როცა ადამიანი მშვიდია, ეს იმას ნიშნავს, რომ სულიერი სამყაროს ენერგია ურთიერთქმედებს მასთან. გაუწონასწორებლობა და შიში მატერიალური ცხოვრების საფუძველია და შეუძლებელია მშვიდად იყო მატერიალურ სამყაროში, თუკი სულიერ ენერგიეს არ ღებულობ. ყველაფერი რომ ინგრეოდეს გარშემო, სათნოების გუნაში მყოფი ადამიანი მაინც მშვიდია და მომავლის რწმენით და იმედით ცხოვრობს. თუმცა იმედის და მომავლის რწმენა ცრუც შეიძლება იყოს და უმეცრების, ან ვნების გუნისგანაც იყოს გამოწვეული.

თუ მეხსიერება გადაძლევს გონებას, გონება ცრუ ეგოთი ივსება და ადამიანი უსუსურობის, სასოწარკვეთილების მდგომარეობაში გადადის. ხოლო თუ სულიერი გონება გადაძლევს, ადამიანი მტკიცედ აგრძელებს ცხოვრების გზას. ასეთი ადამიანი არ ნებდება და სიმშვიდე გაცილებით მეტია მასში, ვიდრე შფოთვა. (ანუ მისი გონება სათნოების გუნაშია).


პასუხები პირველი ლექციის შეკითხვებზე:

1. რა არის ქვეცნობიერი?

ქვეცნობიერი არის ჭკუის ღრმა ფენა, რომელიც ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
მისი ძირითადი ფუნქციებია მთელი ჩვენი მატერიალური სტრუქტურის შენარჩუნება, ის განაგებს ჯანმრთელობის, ორგანიზმის ფიზიოლოგიური და ფსიქიკური ფუნქციების რეგულაციების საკითხებს, მასში ინახება ჩვენი ფარული სურვილები, მისწრაფებები, ხასიათის ბუნება. ქვეცნობიერის წინააღმდეგ უეცარი აჯანყება არ შეიძლება, ჩვენ უნდა “დავამშვიდოთ” იგი, მივყვეთ ჩვენს ბუნებას, შევასრულოთ ის სამუშაო, რაც ჩვენი დაბადებით არის განპირობებული.

მაგალითად ავიღოთ მამაკაცის და ქალის სხეული. ვთქვათ დავიბადეთ მამაკაცად. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი მოვალეობა ამ სამყაროში (არ ვგულისხმობ სულიერ მოვალეობებს და სულს სქესი არ გააჩნია) საზოგადოებაში წარმატება და კარიერული წინსვლაა (ესაა ძირითადად მამაკაცთა გუნა-კარმა). მაგრამ ვთქვათ მამაკაცმა უარი თქვა გუნა კარმაზე და ბერული ცხოვრება (ასკეტური სულიერი ცხოვრება) გადაწყვიტა, მაშინ ის მოვალეობები, რომლებიც დაბადებით ერგო მას, უკვე აღარ არსებობს და მისი მთავარი მოვალეობა სულიერი ცხოვრება ხდება.

ქალის ბუნება ოჯახია. მისი გუნა-კარმა ნიშნავს ოჯახის ბედნიერებას. თუ შეხვდა ქმარი, რომელსაც ფინანსური შემოსავალი ვერ შემოაქვს, ანუ მძიმე მამაკაცური კარმა აქვს, ეს ნიშნავს რომ მასაც მძიმე ქალური გუნა კარმა აქვს. ატმოსფეროს ოჯახში ქმნის ქალი და არა მამაკაცი. ანუ პირველ რიგში ქალზეა დამოკიდებული ოჯახური ჰარმონია. ის უბიძგებს მამაკაცს აქტიურობისკენ და წარმატებისკენ, თავისი სიყვარულით, სათნოებით და მორჩილებით.

2. როგორ მოქმედებენ ადამიანზე პლანეტები?

არსებობს ადამიანების 2 კატეგორია: პირველ კატეგორიას სწამს ღმერთის, მეორეს კი არა. პირველ კატეგორიას უნდა რომ ღმერთს ემსახუროს, ამიტომ ისინი ძალიან არ იძირებიან ამ მატერიალურ სამყაროში. ისინი ემსახურებიან ღმერთს და პარალელურად, თავისი სულიერი განვითარების მიხედვით აცნობიერებან სამყაროს კანონებს, პლანეტების მოქმედებას, გუნების მოქმედებას და ა.შ. თუმცა ზედმეტი დაინტერესება პლანეტების მოქმედებებით, სამყაროს კანონებით არ შეიძლება, იმიტომ რომ ქვეცნობიერ დონეზე ეს იწვევს ნახევარღმერთებისადმი თაყვანისცემის მიდრეკილებას. შედეგად ასეთი ადამიანი დეგრადაციას განიცდის.

იშა-უპანიშადში წერია, რომ თუ ადამიანი ნახევარღმერთებს ეთაყვანება, ან ბევრს ფიქრობს იმ საკითხებზე, რაც მათთანაა დაკავშირებული და თავის მთავარ მოვალეობად ამ ყველაფრის გაცნობიერებას თვლის, ასეთი ადამიანი ჯოჯოხეთში მოხვდება. ცოტა არ იყოს წინააღმდეგობაში მოვდივართ, თითქოს ის ამაღლებულ არსებებზე ფიქრობს და არა დემონებზე, ამიტომ წესით პროგრესს უნდა განიცდიდეს და არა პირიქით, მაგრამ ნახევარღმერთებისადმი თაყვანისცემა, მატერიალურ გონებას აძლიერებს და სულიერს ასუსტებს, ე სკი შესაბამისად ზრდის ჯოჯოხეთში მოხვედრის შანსს.

თაყვანი უნდა ვცეთ ღმერთს და შესაბამისად ნახევარღმერთებიც (და პლანეტებიც) კეთილგანწყობილნი გახდებიან ჩვენს მიმართ. წყალი ფესვებს უნდა დავასხათ და არა ფოთლებს ან ღეროებს.

ანუ კარმის “გამოსწორებისთვის” საჭიროა ღმერთის მსახურება და სიყვარული და არა ასტროლოგიის შესწავლა და სატურნის გავლენის შემცირება (რომელიც სხვათა შორის ერთერთი დიდი მასწავლებელია და გვასწავლის იმით რომ გვსჯის ცუდი საქციელებისთვის. სწორედ ამაშია სატურნის მისია და მისი მმართველია ნახევარღმერთი “შუნია” და იგი კეთილგანწყობით შემოგვხედავს როცა სწორ გზაზე ვდგებით და ღმერთის მსახურებას ვიწყებთ).

3. რას იტყვით წინა ცხოვრებების გახსენების პრაქტიკებზე?

მრავალი ადამიანი ჰოლოტროპული სუნთქვის ან სხვა პრაქტიკების დახმარებით ცდილობს წინა ცხოვრებების გახსენებას. გეტყვით ერთ საოცარ ფაქტს, რაც წმინდა წერილების შესწავლით აღმოვაჩინე. ჩვენ იმის გამო არ გვაქვს წინა ცხოვრების ხედვის უნარი, რომ ეს არ დაგვიმსახურებია. ახლა წარმოიდგინეთ რომ ცოტა ვისუნთქეთ და ის რაც არ დაგვიმსახურებია, უცებ მოგვეცა. ნუთუ ფიქრობთ რომ მეხსიერება წინა ცხოვრებების შესახებ ასეთი იაფფასიანია? ვედებში წერია, რომ ადამიანი, რომელიც თანმიმდევრულად იხსენებს ყველაფერს, რაც წინა ცხოვრებებში მოხდა, თავისუფლდება. იმიტომ რომ წარსულის გახსენებისთვის, ის უნდა განწმენდილი იყოს იმ ჭუჭყისაგან, რაც დაგროვილი აქვს. მოჰა ბჰაგა, ანუ ის ფსკერი, რომელშიც კარმა ვასანები და სამსკარებია, გამოყოფს სულს ზესულისაგან დამ ის ხედვაში უშლის ხელს. სწორედ ამ შრის გამო ვერ ვხედავთ ზესულს. როცა წარსულის სიღრმეში შევდივართ, შესაბამისად უფრო კარგად ვხედავთ ჩვენ წარსულ ცოდვებს და წინ მივიწევთ ზესულისკენ. ნუთუ ფიქრობთ, რომ ზესულისკენ წინსვლის პროცესი ასეთი მარტივი და იაფფასიანია, რომ უბრალოდ ბევრი ისუნთქე 1 საათი და ყველაფერი დაინახე? წინა ცხოვრებები მხოლოდ წმინდა ადამიანებს ეხსნებათ სერიოზული სულიერი პრაქტიკის შედეგად.

რას ხედავენ ადამიანები, რომლებმაც ჰოლოტროპულად ისუნთქეს? საქმე იმაშია, რომ ამ სუნთქვის შედეგად მათი დამცავი ფსიქიკური შრე დნება და ამის შედეგად მათი ცნობიერება შედის ე.წ. მეხუთე განზომილებაში, რომელსაც ჭკუის განზომილებასაც უწოდებენ, ანუ იმ ზონას, სადაც მოქმედებენ ნახევარღმერთები და დემონები. აქვე არსებობენ სულებიც (духи). ანუ ეს ის ზონაა, რომელიც ჩვენთვის უცნობია და ფსიქიკურად ამ ზონისგან დაცულები ვართ. და როდესაც ფორსირებული სუნთქვის შედეგად ადამიანი ამ ატმოსფეროში შედის, ადამიანი შეიძლება შეხებაში მოვიდეს სხვის ჭკუასთან, მის მეხსიერებასთან, შეიძლება დაინახოს ამ სხვა ადამიანის ჭკუის წარსული ცხოვრება, აღწეროს ყოველივე, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ წარსულთან აერიოს ეს ყველაფერი. მეორე ვარიანტია რომ სულების ზემოქმედების ქვეშ მოექცეს, რომლებიც კარნახობენ, თუ ვინ იყო წინა ცხოვრებაში. ამ დროს სულებს აწყობთ, რომ ადამიანი უმეცრებაში დატოვოს (ტამასა ბუდჰის მდგომარეობაში). ხოლო იმისათვის რომ ადამიანი უმეცრების გუნაში იყოს, ხშირად უნდა მიაწოდო მას “მნიშვნელოვანნი” ინფორმაცია, თუ ვინაა იგი, რადგან უმეცრების მთავარი მახასიათებელი სიამაყეა. ამიტომ სული ეუბნება ადამიანს: “შენ წინა ცხოვრებაში იყავი კლეოპატრა, ნაპოლეონი, მეფე და ა.შ.”. ხანდახან ასეთ რაღაცას გვეუბნებიან არა სულები, არამედ ასტროლოგები.

ამ ყველაფრის შედეგად ადამიანი ხვდება ილუზიის ტყვეობაში და იჯერებს ამ ყველაფერს. ჭკუას კი ერთი თვისება აქვს, მას შეუძლია ყველაფრის სინთეზირება მოახდინოს ცრუ მონაცემების საფუძველზე და თავისი ილუზორული რეალობა შექმნას. ასე ხვდებიან ფსიქიატრიულში...

ქრისტიანობაში არსებობს ხიბლის ცნება. ხიბლი ნიშნავს საკუთარი “ძლევამოსილების” დაჯერებას. ანუ რწმენას, რომ შეგვიძლია შევძვრეთ იქ, სად შეძრომაც სხვებისთვის შეუძლებელია. ეს ყველაფერი იწვევს უმეცრების გუნის მოქმედების ქვეშ გადასვლას.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 09:38 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი