IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
> უნდა ველოდოთ თუ არა, ქართველ მხსნელს
sandro40
პოსტი Jul 11 2010, 06:19 PM
პოსტი #21


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ციტატა(Heinrich von Sinsheim @ Jul 11 2010, 05:43 PM) *

sandro40

http://kvirike.ge/v2/?p=101

ეს წაიკითხეთ. იმ წილისყრაზე ისტორიკოსები საუბრობენ და არა ხალხური გადმოცემები, ამიტომ ეს ინფორმაცია, როგორც ნებისმიერი სხვა ამბავი რომლისაც გვჯერა, აბსოლუტურად სარწმუნოა.

მადლობთ

ვინაა სტეფანე მთაწმინდელი, რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა
და რომ წერენ ამბობსო სად ამბობს

"სტეფანე მთაწმინდელი ამბობს, რომ სულის წმიდის მოფენის შემდეგ მოციქულთ განიზრახეს წილის-ყრა იმის შესახებ, თუ ვის რომელი ქვეყანა წილად ხვდება, რათა ჰქადაგოს სახარება. მაშინ წმიდამან მარიამმა უთხრა მოციქულთა: „მეც მიყარეთ თქვენთან წილი, არ მინდა უწილოდ დავშთე. დაე მეც მერგოს ქვეყანა, რომელსაც მარგუნებს უფალიო". წილის ყრით დედა მარიამს ერგო ივერია, ანუ იბერია, ესე იგი საქართველო. როდესაც ღვთისმშობელმა დააპირა ივერიისკენ გამომგზავრება, ანგელოსი გამოეცხადა მას და უთხრა: „ნუ გენეშორები იერუსალიმსა; წილ-ხდომილი შენი ქვეყანა განათლდების მომავალში, შენი მეუფება განემტკიცების იქ".


ციტატა(Heinrich von Sinsheim @ Jul 11 2010, 05:43 PM) *

sandro40

http://kvirike.ge/v2/?p=101

ეს წაიკითხეთ. იმ წილისყრაზე ისტორიკოსები საუბრობენ და არა ხალხური გადმოცემები, ამიტომ ეს ინფორმაცია, როგორც ნებისმიერი სხვა ამბავი რომლისაც გვჯერა, აბსოლუტურად სარწმუნოა.

წავიკითხე

ღვთისმშობლის ცხოვრება არის აღწერილი და არცერთი მისი თანამედროვე ამ მნიშვნელოვან ფაქტს
არ ასახლებს, მხოლოდ ქართველი ისტორიკოსები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Heinrich von Sinsheim
პოსტი Jul 11 2010, 06:30 PM
პოსტი #22


ჰაინრიხ ზინსჰაიმელი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 84
რეგისტრ.: 9-June 10
წევრი № 8,980



არც მე ვიცი სტეფანე მთაწმინდელი ვინ არის მაგრამ ის ნაწყვეტია ისტორიკოს მოსე ჯანაშვილის წიგნიდან. ჩემი აზრით ეგ ისტორია მონაგონი არაა, წილისყრა ხომ ჩატარდებოდა აბა როგორ გადაწყვიტეს რომელი მოციქული რა ქვეყანაში წასულიყო საქადაგებლად? ვითომ ქართველმა ისტორიკოსებმა მიაწერეს იბერიას ღვთისმშობლის წილხვედრობა??


--------------------
Jedem das Seine!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 11 2010, 10:35 PM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



Heinrich von Sinsheim
თქვენს პოსტში ძაან ბევრი საკამათოა და ყველაფერს დეტალ დეტალ რო მივყვეთ , ეს დიდ დიალოგს გამოიწვევს,.
ძირითადზე გიპასუხებთ.

წინაპრების დაღვრილ სისხლს საკმარისი პატივი მიეგო. მე არავინ მომიხსენიებია აუგად, რატო მაბრალებთ?
გარდა ამისა თუ მაინც და მაინც წინაპრების პატივისცემაზეა საქმე, მაშინ ადამი და ევაც ჩვენი წინაპარები იყვნენ და მათ შემდეგ მცხოვრები ხალხიც ჩვენი წინაპრები გამოდს. არ გვინდა ახლა ამაზე, ეს შორს წაგვიყვანს.

ჩვენ ჯერ ადამიანები ვართ და მერე ქრისტიანები და ქართველები. მოდით ჯერ საკუთარი ადამიანობა დავამტკიცოთ და მერე ქართველობა, ქრისტიანობა და წინაპრების პატივისცემა.
ელემენტარული ზრდილობა დავიცვათ ჯერ და მერე ქრისტიანობაზე დავდოთ თავი.
ციტატა
მე ვფიქრობ რომ თქვენს ქართველობას არ აქვს აზრი და არა ქართველ წმინდანთა დაღვრილ სისხლს თქვენი და ყოველი ჩვენგანის გადასარჩენად.


სულ რომ ასე იყოს მართლა და არ ქონდეს ჩემს არსებობას აზრი თქვენს თვალში, ელემენტარული შეგნების ამბავია ... ერთმანეთს გული არ ვატკინოთ.
არც ადამიანური ურთიერთობის თვალსაზრისით და არც ქრისტიანული თვალსაზრისით თქვენი სიტყვები არ არის მოსაწონი.
მაპატიეთ მაგრამ მე ასეთი ადამიანისგან რომელსაც არც ქალის პატივისცემა ესმის და არც ელემენტარული ზრდილობა და არც მოყვასის სიყვარული (რომელსაც ქრისტიანობა გვასწავლის),,,, მისგან ვერ მოვისმენ ქრისტიანობასა და ქართველობაზე ცარიელ ლაპარაკს.


ikanosi
ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი, განვითარება და დასასრული. იკა მთავდება ყველაფერი. ჩვენ ეპოქის დასასრულში ვართ. ეს ეპოქა მთავდება და იწყება ახალი. პესიმიზმით კი არა ოპტიმიზმით განეწყეთ... სხვა გზა მაინც არ გვაქვს.
საქართველოს ყოფნა არყოფნას ვინ ჩივის, დედამიწის ყოფნა არყოფნაზეა, საქმე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 12 2010, 11:17 AM
პოსტი #24


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
რატომ არის რომ ყველა მართლმადიებლურ ქვეყანაში მონარქიამ განიცადა კრახი?

კონსტიტუციური მონარქია შემორჩენილი პროტესტანტულ და კათოლიკურ ქვეყნებში,
მართლმადიებლური ქვეყნებში კი არათუ არაა მონარქია რაიმე ფორმით, არამედ უდიდესი კრიზისია დინასტიების,
საქართველოში, საბერძნეთში, რუსეთში თითქოს გადაშEნდ გაგადგვარდნენ მონარქიული დინასტიის წარმომადგენლები,
ჩვენი ბაგრატიონები ავიღოთ თუნდაც...

მონარქიის გამართლება გინდა?
დავით აღმაშენებელი ერთი კაცი კი არ იყო, მარტო კი არ იყო, გვერდით მომხრეები ჰყავდა: ჭყონდიდელი და სხვები

ასეა საერთოდ, ერთი კაცი ამინდს არ ქმნის, გუნდია საჭირო
და თუ ლიდერს ელოდებით, მაშინ თუ გუნდი არ იქნა, ლიდერი თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს.

დავუშვათ ჰა, მონარქიული სახელმწიფო გავხდით, მერე? რა შეიცვლება? ელოდებით რამე ცვლილებას? და სად ელოდებით ამ ცვლილებას? რა გინდათ რომ შეიცვალოს?

აბა მიპასუხეთ ამ კითხვაზე

პ.ს. ივერია გაბრწყინებაში მე ყოველთვის სულიერ აღმავლობას ვგულისხმობ, ისე ცნობისათვის.
სულიერ ერთიანობას, ხალხის გამთლიანებას ერთ სულ და ერთ ხორცად smile.gif ერთ ორგანიზმად ქცევას


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 12 2010, 11:30 AM
პოსტი #25


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ქევანა
ციტატა
დავუშვათ ჰა, მონარქიული სახელმწიფო გავხდით, მერე? რა შეიცვლება? ელოდებით რამე ცვლილებას? და სად ელოდებით ამ ცვლილებას? რა გინდათ რომ შეიცვალოს?


მონარქი ღვთით კურთხეული უნდა იყოს. უნდა ემორჩილებოდეს სულიერ იერარქიას, ანუ მასზე მაღლა სამღვდელოება უნდა იდგეს, მონარქი კი უნდა ემსახურებოდეს მას.

მონარქებმა სამღვდელოებისადმი მორჩილებაზე რომ განაცხადეს უარი, იმიტომაც წავიდა უკან ცივილიზაციის საქმე... მერე ფერმერები და ვაჭრები აუჯანყდნენ მონარქს, მერე მუშები და გლეხები აუჯანყდნენ კაპიტალისტებს (კომუნიზმი).

ჰოდა ნელ-ნელა ზემოთ ავიწევთ ალბათ ახლა smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 12 2010, 11:33 AM
პოსტი #26


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
მონარქებმა სამღვდელოებისადმი მორჩილებაზე რომ განაცხადეს უარი, იმიტომაც წავიდა უკან ცივილიზაციის საქმე... მერე ფერმერები და ვაჭრები აუჯანყდნენ მონარქს, მერე მუშები და გლეხები აუჯანყდნენ კაპიტალისტებს (კომუნიზმი).


ნუ გეშინია, პაპი ისევ ცდილობს ძველი დიდების დაბრუნებას biggrin.gif

მე სიმბიოზის მომხრე ვარ, კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა a075.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 12 2010, 12:17 PM
პოსტი #27


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ქევანა

პაპი სწორედ ის ფორმაა, როცა მღვდელმსახური ცდილობს მონარქობას. ეს არაა სწორი ფორმა.

ნამდვილი მღვდელმსახური ბრძენია და ფული და ძალაუფლება საერთოდ არ აინტერესებს. მისი პირველი და მთავარი თვისება კი ღმერთის სიყვარულია.

ასეთ ადამიანს კი წმინდანი ჰქვია?

მოვა დრო და ცოცხალი წმინდანები გვეყოლება a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Heinrich von Sinsheim
პოსტი Jul 12 2010, 12:38 PM
პოსტი #28


ჰაინრიხ ზინსჰაიმელი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 84
რეგისტრ.: 9-June 10
წევრი № 8,980



mata

ციტატა
წინაპრების დაღვრილ სისხლს საკმარისი პატივი მიეგო. მე არავინ მომიხსენიებია აუგად, რატო მაბრალებთ?


თქვენვე ბრძანეთ, რომ საქართველოს ყოფნა-არყოფნას აზრი არ აქვს, რაც საქართველოსთვის თავდადებულთა უპატივცემულობაა.


ციტატა
ჩვენ ჯერ ადამიანები ვართ და მერე ქრისტიანები და ქართველები. მოდით ჯერ საკუთარი ადამიანობა დავამტკიცოთ და მერე ქართველობა, ქრისტიანობა და წინაპრების პატივისცემა.


მე კი მგონია, რომ საერთოდ იმიტომ ვარსებობთ, რომ ქართველები ვართ და სიცოცხლის შანსი სწორედ წინაპრებმა მოგვცეს ( რომლებზეც საუბარი ჩემთან არ გსურთ ამიტომ თავს დავანებებ მათ ამაგზე ხაზის გასმას)

ციტატა
არც ადამიანური ურთიერთობის თვალსაზრისით და არც ქრისტიანული თვალსაზრისით თქვენი სიტყვები არ არის მოსაწონი.


მოსაწონია თუ არა სიმართლე ისაა, რომ ვისაც საქართველოს არსებობა არ ანაღვლებს ის საერთოდ არ არის ქართველი

ციტატა
არც ქალის პატივისცემა ესმის და არც ელემენტარული ზრდილობა


ელემენტარული შეგნების ამბავია ერთმანეთს გული არ ვატკინოთ @ mata






--------------------
Jedem das Seine!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 12 2010, 02:56 PM
პოსტი #29


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



Heinrich von Sinsheim

თქვენ საერთოდ ვერ გაგიგიათ ჩემი პოსტი. ცოტა მეტი ფიქრია საჭირო.


თუ ასე გეამაყებათ თქვენი ქართველობა, რატომ არ იქცევით ისე, როგორც ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს შეჰფერის. ეგ არის თქვენი ქართველობა შორიდან, ეკრანს მიღმა, ქვებს რომ ესვრით გოგოს??? მაპატიეთ მარა თქვენი ქართველობისა არ მჯერა. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო.
სიტყვით ყველაფერს იტყვი, რასაც გინდა, მარა საქმე საქმეზე რო მიდგა არ გეყოთ იმდენი ქართველობა და ვაჟკაცობა, რომ გეღიარებინათ შეურაწყოფა რომ მომაყენეთ. პირიქით, ოღონდაც თავი იმართლოთ და მართალი გამოჩნდეთ, შე არაქართველოო მეძახით.
საკუთარ თავს იტყუებთ!!

იფიქრეთ იმაზე, რაც გითხარით..., არ მჭირდება მხოლოდ პასუხის გაცემის მიზნით, გაცემული პასუხები.


მე ქართველი ვარ და ქართველად მოვკვდები. საქართველო კი ვერ გადარჩება!! და არა მარტო საქართველო, არამედ მთელი დედამიწა. ყველაფერი მიწასთან გასწორდება და ახალ პლანეტაზე შევხვდებით ერთმანეთს a075.gif
რო დაგინახავთ, მე ხელს დაგიქნევთ... და მერე გექნებათ დეჟა ვუ ! ... ვაახ ნეტა საიდან მახსენდება ეს მომენტი ახალ პლანეტაზე ერთი გოგო რო ხელს დამიქნევსო (იფიქრებთ)... მე მოვალ, მარა გამარჯობას არ გეტყვით და არც გაგახსენებთ ამ ყველაფერს ...
ხოდა აბა დროებით smile.gif

შევხვდებით ახალ ეპოქაში hi.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 12 2010, 03:07 PM
პოსტი #30


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



mata

არ გცხელა? sad.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 12 2010, 03:09 PM
პოსტი #31


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
ე ქართველი ვარ და ქართველად მოვკვდები. საქართველო კი ვერ გადარჩება!! და არა მარტო საქართველო, არამედ მთელი დედამიწა. ყველაფერი მიწასთან გასწორდება და ახალ პლანეტაზე შევხვდებით ერთმანეთს
რო დაგინახავთ, მე ხელს დაგიქნევთ... და მერე გექნებათ დეჟა ვუ ! ... ვაახ ნეტა საიდან მახსენდება ეს მომენტი ახალ პლანეტაზე ერთი გოგო რო ხელს დამიქნევსო (იფიქრებთ)... მე მოვალ, მარა გამარჯობას არ გეტყვით და არც გაგახსენებთ ამ ყველაფერს ...
ხოდა აბა დროებით

შევხვდებით ახალ ეპოქაში

მატა შენ გცხელა მე ვიგრძენი უკვე biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jul 12 2010, 03:12 PM
პოსტი #32


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ზუსტ ადგილასაა ეს თემა.
ვწუხვარ მამა არჩილზე...
საშინელებაა.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 12 2010, 03:12 PM
პოსტი #33


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



Atman
ikanosi


რა გინდათ ვაა biggrin.gif

თქვენც ხო არ გინდათ გითხრათ თქვენი დეჟავუების შესახებ? biggrin.gif





მამა არჩილზე რა მოხდა?? რა დაემართა? blink.gif რატო სწუხართ ?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Heinrich von Sinsheim
პოსტი Jul 12 2010, 07:10 PM
პოსტი #34


ჰაინრიხ ზინსჰაიმელი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 84
რეგისტრ.: 9-June 10
წევრი № 8,980



mata
მე, როგორც თქვენ ვერ დაგარწმუნებთ საქართველოს არსებობის მნიშვნელობაში რადგან ყოველ ჯერზე ახალ პლანეტაზე ბედნიერი ცხოვრების არასერიოზულ თეორემებს იშველიებთ, ასე რომ თუ ნებას მომცემთ დავუბრუნდები ქართული მესიანიზმის თემას, რომელიც მე (და იმედი მაქვს სხვასაც) საინტერესოდ მიმაჩნია.

ერთად-ერთი ქართული მესიანისტური ნაწარმოები, რომელსაც მივაკვლიე, არის იოვანე ზოსიმეს ( სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართველი მოღვაწე. მწიგნობარი, რედაქტორი, გადამწერი.) ნაშრომი "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”.

ქართველი და უცხოელი მეცნიერები თანხმდებიან, რომ ქართული მესიანიზმი გულისხმობს (და მოელის) არა ძლიერ ამქვეყნიურ ლიდერს, რომელიც საქართველოს ძლიერ სახელმწიფოდ აქცევს, არამედ მეორედ მოსვლის წინ იბერიის გაბრწყინებას.

პავლე ინგოროყვას აზრით საგალობელი "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" წარმოადგენს ქართული ენის (და ქართველი ერის ) ხოტბას.

ქართველი მეცნიერები (ზვიად გამსახურდია, პავლე ინგოროყვა, გრ.რობაქიძე, ნ.პაპუაშვილი, კ.კეკელიძე და სხვ.) თანხმდებიან იმაზეც, რომ ამ ნაწარმოებში სიტყვა "ენა" საკუთარ თავში გულისხმობს არა მარტო ქართულ ანბანსა და ენას არამედ მთელ ქართულ ერსა და ქართველურ კულტურას.

გთავაზობთ იოვანე ზოსიმეს ნაშრომის ტექსტს და მის განმარტება განხილვას. (რა თქმა უნდა განხილვა ეკუთვნით კომპეტენტურ ადამიანებს: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიალექტოლოგიის ინსტიტუტის პროფესორ-აკადემიკოსებს)

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ smile.gif რომ ყოველ ჯერზე როცა ამ ნაშრომში მოხსენიებულია სიტყვვა "ენა," აქ იგულისხმება ქართულ ენასთან ერთად ქართველი ერიც.

1. "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი"

"ქებაი" წარმოადგენს ქართული ენის მისტიურ ხოტბას. "ქებაი აღიქმება, როგორც ცხოველსმყოფელი სახე ქართვეელობისა, ამდენად, აქ პირველად ჩანს გაიგივებული ქართული ენა და ქართველი ერი.

ნ.პაპუაშვილმა 1983 წელს პირველად ხაზგასმით დაწერა, რომ ამ ნაწარმოებში ხდება ქართული ენისა და ხალხის გაიგივება.

2."დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამითა ენითა"

მეორედ მოსვლის დღემდე ქართული ენა (ქართველი ერი) შენახული იქნება
(იარსებებს!) ვინაიდან ამ ენით უფალმა სხვა ერებს (და ენებს) უნდა ამცნოს ჭეშმარიტება და უნდა განაწესოს (ამხილოს) ისინი...

3."და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან"

ზურაბ კიკნაძIს მართებული დასკვნით "მძინარე არს" სინონიმია "დამარხულის". ძილი არის ძალის შენახვის წიაღი. ქართული ენა გამზადებულია აღსდგეს, როგორც საყვირი მესიის ხელში, რომ ყველა ერს განუცხადოს უკანასკნელი საიდუმლო.

4."და ახალმან ნინო მოაქცია ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაი."

ქართველი ხალხი მოაქცია ნინომ და ელენე დედოფალმა (ბიზანტიის დედოფალი, რომელმაც დიდი როლი შეალრულა საქ. გაქრისტიანებაში ). და ისინი თანასწორნი არიან ვითარცა დანი.

აქვე ზოგი მეცნიერის აზრით შეიძლწბა იგულისხმებოდეს ქართული და ბერძნული ენის თანასწორობა, რადგან წმინდა ელენემ ასევე მოაქცია საბერძნეთი. და ამ ორი ერის განმანათლებლები თანასწორი არიან როგორც დანი.

5."და მეგობრობაი ამისთვის თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს"

"მეგობრობა" ძველ ქართულში "მახლობლობას" ნიშნავს. ვფიქრობთ, რომ მოცემულ ტაეპში იგულისხმება ქართული ენის და ლაზარეს მახლობლობა, საერთოობა. როგორც ცოცხალ ლაზარეშია "აღდგომის საიდუმლო" ასევე მის "მეგობარ", მსგავს, ქართულ ენაშIც დაფარულია ქრისტეს საიდუმლო რომელიც განცხადდება ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს.

6."და ოთხი დღისა მკვდარი ამისთვის, თქუა დავით წინასწაარმეტყველმან, რამეთუ ათასი წელი ვითარცა ერთი დღეი არს"

ოთხი დღის მკვდარი (შენახული) ენა ქართული ანუ ლაზარე. დავით წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ღმერთისთვის დღე და ათასი წელი ერთი და იგივეა ანუ 4 დღე = 4000 წელი. ქართული ენაც ქრისტიანულად მოინათლა მაშIნ როცა ენების შექმნიდან (ბაბილონის გოდოლის დაცემა) 4 ათასი წელი გავიდა.
ავტორის რწმენით, როგორც ლაზარესთვის 4 დღე არის მოლოდინით არსებობა, ასევე ქართული ენისთვის (ერისთვის) ოთხი ათასი წელი არის მოლოდინით არსებობა და ამგვარ არსებობას იგი გააგრძელებს მეორედ მოსვლამდე

7."და სახარებასა შინა ქართულსა, თავსა ხოლო მათისსა წერილი ზის, რომეს ასოი არს და იტყვის ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა და ესე არს ოთხი დღეი"

ქართული სახარება იწყება "წ" ასოთი, რომლის ძველი ქართული რიცხვითი მნიშვნელობაა 4000 და სიმბოლურად მიუთითებს 4 ათას წელიწადზე - ქართული ენის 4 000 წლის ისტორიაზე და მე-4 დღეს ( ანუ ენების გაჩენის შემდეგ მე-4 ათასწლეულში მის მონათვლაზე.

8."და ოთხსა დღისა მკუდარი ამისთვის, მის თანავე დაფლული სიკუდილითა ნათლისღებისა მისისაითა"

ოთხი ათასი წელი ანუ, ოთხი დღე და ოთხი დღით შენახულად არსებობა იგივეა რაც ნათლობის მოლოდინში ყოფნა. ქართული მოდგმის შენახულბა გაგრძელდება მეორედ მოსვლამდე, როდესაც "ქართული ენის" (და ერის!) ჭეშმარიტი აღდგომა იქნება...

9."და ისი ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა"

რა თქმა უნდა ავტორი არ ლაპარაკობს ქართული ერის ჩაგრულობაზე, ვფიქრობთ ავტორი აცხადებს: ქართული ენა (მოდგმა მშვენიერი და უფლისგან დალოცვილი, მშვიდი და არაამაყი (ანუ მდაბალი!) და მარხულია (ამქვეყნიერი, ხორციელი თვალსაზრისით დაწუნებულია). იგი სიხარულით მოელის მოერედ მოსვლას.

10."და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტეის სხუათა ენათა ქრისტეის მოსვლითგან დღესამომდე"

ქართულ ენას თავისი გამორჩეულობის ნიშნად აქვს რიცხვი 94, რომელიც განასხვავებს დას სხვა ენებისგან, ეს განსაკუთრებულობის ნიშანი არსებობს ქრისტეს შემდგომ დღევანდელ დღემდე.

პ.ინგოროყვას აზრით აქ ადგილი აქვს ცდომილებას. ავტორი გულისხმობს, რომ საქართველომ საბერძნეთზე 94 წლით ადრე მიიღო ქრისტიანობა არადა საქართველომ ეს საბერძნეთზე 104 წლით ადრე მოახერხა.

11. "და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ ესე წილი ანბანისა"

ყოველივე ზემოთქმულის ჭეშმარიტებას ამოწმებს ასო "წ" (რომელიც 4000-ს ნიშნავს).



აი სულ ეს არის ჩვენთვის ცნობილი ქართული მესიანიზმი smile.gif ეს კი თავის მხრივ არ გამორიცხავს არც იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს გაბრწყინებაში შეიძლება იგულისხმებოდეს ის, რომ ანტიქრისტეს ზეწოლა (მისი ბატონობისას) ივერიაში შედარებით სუსტი იქნება. სხვა ნებისმიერი ქართული ნაწარმოები და წინასწარმეტყველება მესიანისტური ხასიათის არ არის!!






--------------------
Jedem das Seine!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 12 2010, 10:12 PM
პოსტი #35


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



Heinrich von Sinsheim

საინტერესო პოსტი იყო ნამდვილად. დიდი მადლობა ამისთვის

მე პირადად "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" ეს მასწავლეს მე-5 კლასში და ისე კარგად ვისწავლე, მაშინ რო დღესაც მახსოვს. სხვათაშორის ამ ლექსში ხუთიანის ნაცვლად, ექვსიანი მივიღე, რადგან მასწავლებელმა ნაწილი დაგვავალა და მე მთლიანად ვისწავლე. ეს იმიტომ დავწერე, რომ მეთქვა, რომ მე ქართველი ვარ და ქართულ სკოლაში დავდიოდი. და ქართულ ღირებულებებზე ვარ გაზრდილი. და ჩემთვის უცხო არ არის ამის წაკითხვა. ( პ.ს. სხვათაშორის ქართული ფილოლოგია ჩემი მეორე სპეციალობაა)

ეხლა რაც შეეხება განხილვას. მე მეცნიერი არ ვარ რო ეს განვიხილო. აქ რა უნდა დავწერო სხვა ვერ ვხვდები. მეცნიერებმა განმარტეს თავისებურად და რაღაც თვალსაზრისზე არიან შეთანხმებულები ჯერ-ჯერობით, მაგრამ ეს ხომ სავარაუდოა მაინც და არ ნიშნავს იმას, რომ ნაშრომი ბოლომდე ამოხსნილია.
შეიძლება ხვალ რამე აღმოაჩინონ და დღევანდელი აზრი ცოტათი შეიცვალოს.

მე ჩვენი ქართველი მეცნიერების მუშაობას კი ვაფასებ მაგრამ ნებისმიერი მეცნიერი შეიძლება შეცდეს. შეიძლება არ შეცდეს, მარა მე მაქვს უფლება, რომ ეჭვი შევიტანო გნებავთ კეკელიძის და გნებავთ ნუცუბიძის გამოკვლევებში.
მე არ ვამბობ, რომ ისინი იტყუებიან, ან მართალს არ წერენ. უბრალოდ ვამბობ, რომ ხომ შეიძლება რამეში ცდებოდნენ და კიდევ რამე დაფარული იყოს ამ ნაშრომში, რაც ჯერ ვერ ამოიხსნა.
ქართული ენის (ერის) მნიშვნელობაზე საუბარი გასაგებია და აშკარაა, მარა რა მხრივ არის მნიშვნელოვანი ესაა საინტერესო. ეს შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს იმას, რო სხვებზე მეტი ვართ რამით და სხვებზე კარგები ვართ... ამპარტავნობას სთესავს და მეტს არაფერს ქართველებში. (საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენები ექმნებათ ხოლმე და მემგონი დამეთანხმებით, რომ არ არის კარგი, როცა თავი ყველაზე მაგარი და რჩეული გგონია ამ ქვეყანაზე) თავმდაბლობისაკენ მოგვიწოდებს ყველა წმინდა რაც კი მსმენია და არ მგონია, რომ ამ ნაშრომში რამე ისეთი იყოს თქმული, რაც იმის საფუძველს გვაძლევს რო საკუთარი თავები რჩეულა შორის რჩეულებად წარმოვიდგინოთ. არ მაქვს მე ჩემ თავზე ასეთი წარმოდგენები და ვერც ვერავისი მტკიცება ვერ შთამინერგავს რომ საუკეთესო ვარ იმიტომ რომ ქართველი ვარ.

რა არის დამარხული ქართულ ენაში (ერში) ეს ხომ ჯერ კიდევ არავინ იცის ზუსტად.
"მეორედ მოსვლამდე" ამაზეა ყურადღება გამახვილებული აქ და არ ვიცი (ან მე შეიძლება ვერ ამოვიკითხე) სად წერია რო იბერია გაბრწყინდებაო მეორე მოსვლის შემდეგ?
მე ვერ ვნახე ეს , და მეცნიერთა ვარაუდები რამდენად გამართლდება ეგ არავინ არ იცის. იმიტომ რომ მაინც ვარაუდია. ქართველებს შეიძლება რაღაც მისია გვქონდეს და მეორედ მოსვლაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, მარა ეს რა იქნება ზუსტად და რა მნიშვნელობაზეა საუბარი არავინ არ იცის. ყოველშემთხვევაში ეს ყველაფერი მე არ მაძლევს იმის ამბიციას, რომ მხოლოდ ჩვენ შეიძლება ვიყოთ ამ განსაკუთრებულ მოვლენაში (მეორედ მოსვლა) მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი. თუ ასე იქნება და ხო კარგი, მარა ამითი წინასწარ რატო უნდა ვიამაყო არ მესმის. თუ მართლა ასე მოხდა (ღმერთმა ქნას) ქართველები რჩეულები გამოვდგეთ ბოლო ჟამს, არც მერე ვიამაყებ ამით, რადგან სიამაყე ზოგადად არ მიზიდავს. უბრალოდ გამიხარდება და ეგ არის.

არ ვიცი შეიძლება მე რაღაცეებში ვცდები, ამას ყველაფერს დრო გვიჩვენებს და ვნახოთ დაველოდოთ. მოსახდენი მაინც ისე მოხდება, როგორც საჭიროა, რო მოხდეს, ამას ვერც ჩემი ლაპარაკი შეცვლის და ვერც ვერცერთი მეცნიერის.

ეს არის უბრალოდ ჩემი აზრი, რომელიც თქმის უფლებაც ღმერთმა მომცა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 12 2010, 10:23 PM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



mata

ციტატა
( პ.ს. სხვათაშორის ქართული ფილოლოგია ჩემი მეორე სპეციალობაა)


blink.gif ვერაფრით ვიფიქრებდი


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 12 2010, 10:24 PM
პოსტი #37


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



terra

ციტატა
ვერაფრით ვიფიქრებდი


რატომ ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jul 12 2010, 10:31 PM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(mata @ Jul 12 2010, 10:24 PM) *

terra
რატომ ?


რამდენჯერმე ლაფსუსს წავაწყდი შენს პოსტებში, არაფილოლოგიურს fiqri.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი Jul 12 2010, 10:34 PM
პოსტი #39


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



ციტატა(terra @ Jul 12 2010, 10:31 PM) *

რამდენჯერმე ლაფსუსს წავაწყდი შენს პოსტებში, არაფილოლოგიურს fiqri.gif


არაფილოლოგიურს??? ვერ გავიგე რას მეუბნევი, იქნებ დამიკონკრეტო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jul 12 2010, 10:37 PM
პოსტი #40


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



მე თქვენ ბრალს გდებთ თემიდან გადახვევაში.
расстреливать всех biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 03:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი