თბილისის ტაძრების მოლოცვა, ფეხით :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თბილისის ტაძრების მოლოცვა, ფეხით :) |
აბე |
Sep 26 2012, 03:53 PM
პოსტი
#1461
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
კათოლიკური ეკლესიის დათვალიერება ახალი საბაგირო ფოტოსესია იზისთან -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
აბე |
Sep 26 2012, 04:16 PM
პოსტი
#1462
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
იზის ფოტოსესიიდან ვიდრე "დაქაჩვამდე" - ზემოთ, ნარიყლაზე დაქაჩე! დაქაჩე! უფასო წყალი! ახალ პარკში, მშვიდობის ხიდის გადაღამა დუბლიონკა! -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
George Leluashvili |
Sep 26 2012, 04:33 PM
პოსტი
#1463
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
აბე
ციტატა იზის ფოტოსესიიდან ვიდრე "დაქაჩვამდე" ციტატა დაქაჩე! დაქაჩე! ციტატა დუბლიონკა! -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
marine |
Sep 26 2012, 05:09 PM
პოსტი
#1464
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
კარგი ბავშვები ხართ
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
konstantin Logos |
Sep 26 2012, 05:17 PM
პოსტი
#1465
|
ქრისტიანი ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 10-May 12 მდებარ.: Tbilisi წევრი № 12,342 |
საინტერესო იქნებოდა თქვენი "კოლექტივის" გაცნობა )
ვფიქრობ ბევრი საინტრესო თემა იქნებოდა საურთიერთოდ ) |
izi-bartki |
Sep 27 2012, 09:59 PM
პოსტი
#1466
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
აბე
ვაიმეეე რა მაგარიაააა!!! ცუდად ვარ იმდენი ვიცინეე მალადსეც აბეე ჩაგეთვალა!!! უფასო წყალი მაგარი იყო George Leluashvili უკვე ვფიქრობ გიო,"დაქაჩე" ხომ არ შეგარქვა? -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
izi-bartki |
Sep 27 2012, 10:11 PM
პოსტი
#1467
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
აბე კლდეების დამპყრობელი ხარ
-------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
sopo... |
Sep 29 2012, 11:46 AM
პოსტი
#1468
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 |
თქვენის ნებართვით შემოგთავაზებთ თბილისის ტაძრების მოლოცვის რეზიუმეს. კარგად მოგეხსენებათ რომ ამ აქტივობას ვგეგმავდით და უცაბედად არ გაგვიკეთებია. თავიდან მსურდა რომ ბევრი წავსულიყავით , მაგრამ შემდეგ გავითვალისწინე ალექსანდრეს რჩევა და გამოცდილებაქ და ამიტომ სხვანაირად ვიმოქმედეთ.შეკრებილი ჯგუფში 4 ადამიანი არ მოვიდა. ქეთვანას და მარიამს გაცდენა ,,მიეტევათ'' და ,,საპატიო არა'' ჩაეწერათ ჟურნალში. ისე კი არა თურმე მარიამს ასეთი წარწერა უნახავს შიდა ქართლში , რომელიც ჩემზე გაბრაზებულ მასწავლებელ-მოსწავლეებს გამოუკრიათ , რადგან ერთი ფოლკლორისტი წავართვი იქაურობას. -------------------------------------------------------------------- wanted ! 5 000 000 ! -------------------------------------------------------------------- საპატიო გაცდენებზე უკვე მოგახსენეთ. ახლა არასაპატიოებზე გეტყვით. თამუნას რომ მივწერე რატო არ მოდიხარ მეთქი დაღლილი ვარ და მძინავსო ასე მიპასუხა. მეორე კი ირაკლი გახლდათ. მაგას კვირის დღეებში არ სცალია რადგან სწავლობს. შაბათს მუშაობს და კვირას არ სცალია იმიტომ რომ...იმიტომ რომ....იმიტომ რომ... უჰ. მეგრელია და არ სცალია. ამაზე მეტი არგუმენტი რაღათ უნდა. დაპირაბისამებრ გიორგის უნდა შევხვედროდი პარლამენტთან.გიორგის , რომელიც ოთხი თვე არ მენახა. ,, იცი მკითხველო ეს ოთხი თვე რა ოთხი თვეა? ბეწვის ხიდია, სიცოცხლის საწყისია. როგორ შევხვდები ჩემს გიორგას მე და როგორ შემხვდება ის. აი ეს კითხვები მაწუხებდა სარაჯიშვილის მეტროდან თავისუფლების მოედნამდე.'' მოლოცვა ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე წმ.ნინოს ტაძრიდან უნდა დაგვეწყო.კი მოგეხსენებათ რომ:,, სოფლელი ბიჭი ვარ ხუჭუჭა პატარა'' და ამ ,,ქალაქელების '' იმედი მქონდა.ამ დროს ლელუაშვილიც დავინახე.თუმცა დავრწმუნდი , რომ მაგის იმედი მამამისს რომ არ ქონდა იმიტომ ჰყავს პატარა ძმა სახლში. მოკლედ შევხვდით ერთმანეთს და ამ დროს გიორგამ ერთი ჩვენი ფორუმელი გაგვაცნო . ისეთი თვალები ქონდა და ისეთიი შეკრული წარბები ,რომ უეჭველი სვანი იყო. მეც აღარ დამიწყია ხუმრობები.პარლამენტთან თოკაც შემოგვიერთდა და სამი მუშკეტერი+ ხრიდოლიონი.(აბა ფოთელი დარტანიანი მილედიზე ფოქრობდა და არ ეცალა) გავემართეთ ტაძრისკენ. აქ დაგვხვდა იზი და აბო. დიდხანს ვფიქრობდი იმაზე , თუ ერქვა იზის ბარტყი. თვითონ იყო ბარტყი თუ სახლში ყავდა ბარტყები? შემდეგ გავიგეთ რომ გვართან ყოფილა კავშირში და დავმშვიდდი. აქვე გავიცანით აწ უკვე ,,ნაჭარმაგევი''ფორუმელი აბესალომი. მოდი და გამოიცანი ახლა ეს -აბე იყო , აბო თუ აბო ძია. საბოლოოდ გავიგეთ ვინც იყო და შევუდექით ტაძრის დათვალიერებას. აქ ისეთი ფაქტი მოხდა , რომ არ შეიძლება არ აღინიშნოს. ამ სეზონში ორი მნიშვნელოვანი ,,ფორმის გადაცემა'' შედგა. ერთი როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პსჟ-ს მაისური მოირგო. (ა! ბატონო) და მეორე როცა ლელუაშვილმა მოირგო ფორუმის მაისური. Uploaded with ImageShack.us (ამ დროს გუნდი გალობდა-,,აქსიოს!აქსიოს!აქსიოოოს!) შემდეგ დავაკვირდი რომ ჩვენს რუსთაველ ფორუმელს პარკით რაღაც მოჰქონდა. ეს ხომ თადარიგიანი ბიჭია და გაითვალისწინა შესაძლო მეტეოროლოგიური ცვლილლებები.)და დუბლიონკა წამოიღო თბილსში. (მერე რა რომ ცელსიუსის შკალით 35 გრადუსი იყო დედაქალაქში) ჩვენც დავიძარით მამა დავითისკენ. ავედით ტაძარში.აქ აბემ და იზიმ დაგვატკბეს იადონ-ბულბულის ჰანგებით და დაგვირეკა ალექსამაც. რომელიც დაგპირდა რომ ,,უფლის შეწევნით'' აღმართს ამოივლიდა და შემოგვიერთდებოდა. ჩვენც რა თქმა უნდა დაველოდეთ მას. მანაც დაახლოებით ნახევარ საათში,,უფლის მეოხებით'' დაძლია მამა დავითის აღმართი და შემოგვიერთდა. აქ მცირე თათბირიც შედგა და გადავწყვიტეთ რომ მარშრუტში მცირე ცვლილებები შეგვეტანა და გავემართეთ კათოლიკური ეკლესიისკენ. მშვენივრად ვიცოდით რომ ბევრისთვის ამის გამო ეკუმენისტ-მწვალებელ-ერეტიკოსებად შევირაცხებოდით მაგრამ არ მივაქციეთ ყურადღება და წავედით ტაძარში. აქ შევხვდით კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსს საქართველოში-ბატონ ჯუზეპეს, რომელთანაც საკმაოდ საინტერესო და ეფექტური საუბარი გამოგვივიდა. შემდეგ გადავწყვიტეთ,რომ ახალი საბაგირო დაგვეთვალიერებინა.აქ ალექსას რჩევას დავუჯერეთ , რომელმაც გვითხრა რომ სულ ყოლიათ 3 კაბინა.აქედან ერი გამჭირვალე იატაკით და მას დავლოდებოდით. 13-მა კაბინამ რომ გაიარა და არცერთი აღნოჩნდა გამჭირვალე , მხოლოდ მაშინ მივხვდით რომ ,,ეს ის არ იყო რაც გვეგონა'' და ავედით. შყა გზაში ვართ ზუსტად და მესმის აბეს თხოვნა-ხვეწნა-ვედრება-მუდარა რომ ადექი სკამიდან და გადაიხედეო.აზრზზე რომ ვერ მოვედი რა ხდებოდა ბიჭიკოს მექანუკური საფრთხობელავავით დავმორჩილდი ვარდენს.(ვარდენს კი არა და აბეს) .თურმე ფოტოგრაფს შეუმჩნევია , რომ ჩემი მაისური და მტკვრის დინება ფერებში ეხამებოდა ერთურთს და ამის ფირზე აღბეჭდვა უნდოდა. Uploaded with ImageShack.us მგზავრობის ერთი ეტაპი დასრულდა. (ანუ ,,one way ticket.'') და ცალკე თემაა იქ განვითარებული მოვლენები. ჩვენს გვერდით მოდიოდა ორი გოგონა და რომ გეკითხათ მათთვის კაბები ეცვათ.(აბა შარვლის ჩაცმა ხომ ცოდვაა ბატონო ჩემო.)მათ შემხედვარეს ლამის მე მივეცი საკუთარი შარვალი.მოლედ რომ ვთქვათ ეგონათ კაბა და ეცვათ ქამარი.ამ ორიდან ერთი კი განწირული სახით და დატანჯული ხელებით იწევდა კაბას.(ნეტა რისი იმედი ქონდა) მაგრამ ნურას უკაცრავად!ვერ მოგართვით და კაბა(ანუ ქამარი) ისევ თავის ადგილზე იყო.რისი იმედი ქონდა ვერ გეტყვით მაგრამ მის მდგომარეობას ნამდვილად შეეფერებოდა დიდი ტატოს ეს ფრაზა:,,ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება.'' განწირულ სულისკვეთებაზე რა გითხრათ , მაგრამ გიორგას ნამდვილად აევსო მოთმინების ფიალა და მართლაც რომ განწირული ხმით დასჭექა:,,დაქაჩე!დაქაჩე!'' გოგოების სახეზე კი ამოიკითხავდით ამ ფრაზას:,, ნეტა მიწა გამისკდეს და შიგ ჩავვარდე მეტი არაფერი გვინდაო!'' ასეთ მდგომარეობაში გართულებს მოგვშივდა , მოგვწყურდა და გადავწყვიტეთ , რომ რამენაირად გვესველა ამისთვის.ძლივს ვიპოვეთ ადგილი სადაც ცივი-გაზიანი-ნახევარლიტრიანი ნაბეღლავი იყიდებოდა.თუმცა გამყიდველმა ისეთი ფასი გვითხრა , რომ წყურვილი კი არა სიცოცხლის სურვილიც მოგვიკლა მგონი . სხვა გზა აღარ გვქონდა. ვიყიდეთ პური და კიკუს ეს სიტყვები აღმოხდა ჩემს ბაგეთ: ,,პური ბაბა!ბევრი პური!'' Uploaded with ImageShack.us როდესაც ,,ვიხმიეთ პური ჩვენი არსობისა,'' ჯანზე მოსულმა აბემ უკვე თავის შინაგან მეში დამალული ფარული ნიჭები გამოავლინა. თურმე ,,მთამსვლელი ყოფილა ომამდე'' და დაგვარწმუნა რომ მისი სახით დიდი სპორცმენი დაკარგა საქართველოს მეკლდეურთა ფედერაციამ. Uploaded with ImageShack.us და გიორგი კვლავ პარკში ჩადებული დუბლიონკით დადის! ამ დროს წავაწყდი ნატვრის ხეს.რომელზეც ჩვენი მაისურები ჩამოვკიდეთ და ასეთი რამე ვისურვეთ: ,,ღმერთო იმ დღეს მომასწარ , რომ ადმინი პოსტავდეს,ნაინა საქართველოში იყოს,ლელუაშვილი არ მედიტირებდეს, ხოლო გუჯას და ატმანს ნიკების შეცვლა არ უწევდეს მეთქი.'' მოკლედ ვისურვე , რომ A.V.M და KARPAKI ერთად ძოვდეს. Uploaded with ImageShack.us რა აზრი ექნებოდა ჩემს შეხვედრას რომ არ ყოფილიყო ,,love storey.'' ხოდა ბატონო ჩემი ეგეც ვიპოვე.თურმე შუკას ყვარებია გუკა.და ეს სად უნდა აღენიშნა თუ არა ისეთი ისტორიული ადგილის ქვეშ როგორიც ,,ქართლის დედის'' ძეგლია. თავის მხრივ გუკასაც ჰქონია ,,გულს დამალული სიყვარული'' შუკას მიმართ.და იგიც სად გამოხატავდა ამ გრძნობას ?იგიც არ ჩამორჩა სატრფოს და ,,ქართლის დედის'' მიმდებარე ტერიტორიას ხელოვნების ახალი ნიმუში შემატა: ამ გრძნობაზე არ ამბობს რუსთაველი: ,,სიყვარული აღგვამაღებს ვით ეჟვანიც ამას ჟღერენო?'' ასეა ბატონო.ამ გრძნობაზე წერდა ზუსტად და ეს ყოველივეც გამოუხატავთ ჩემს თანატოლებს ,,ქართლის დედის'' ძეგლის ქვეშ.მერე ამ ურთიერობას გაგრძელებაც ჰქონია სხვა ახალგაზრდებში. ნუ იფიქრებთ რომ რაიმეთი დაარღვიეს დიდი შოთას მეორე დარიგება.მაგალითად ეს: ,,მძულს უგულო სიყვარული.ხვევნა-კოცნა.ტლაშა-მტლუში.'' რუსთაველმა უგულო მძულსო , თორემ გულიანად რამდენიც გინდათო და ამ აფორიზმით ,,აღტყინებული'' ახალგაზრდების არაერთი გულიანი ,,მტლაშა-მტლუშის'' მომსწრე გახდა ჩვენი თვალები. შეხვედრის დასრულება ახლად გახსნილ პარკში დავასრულეთ.(ეს ის პარკია ,,შანგრილადამ'' რომ ,,მიშას პამპერსზე'' გადახვალ და პარკის ბოლოს რომ ,,საშინელი სამსჯავროს კიბეებია.'' აი აქ კი მოხდა უღირსშესანიშნავესი ფაქტი.გიორგამ დუბლიონკა ჩაიცვა და ჩვენც მაჟორულ ნოტზე დავამთავრეთ შეხვედრა. )))))))))) უბრალოდ თბილისის ტაძრების მოლოცვაში ეს ტაძრები ვერ ამოვიცანი, )) ნატვრის მართლმადიდებლური ხე ვითამ?? )) ისე სხვა ტაძრებიც ვიცი თუ გინდათ მოგაწვდით კოორდინატებს )) |
A.V.M |
Sep 29 2012, 12:47 PM
პოსტი
#1469
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა უბრალოდ თბილისის ტაძრების მოლოცვაში ეს ტაძრები ვერ ამოვიცანი, )) არც წმ.ნინოს ეკლესია , არც მამა დავითი არაა ტაძარი ხომ? ნარიყალაზე ნეტა თუ არის ეკლესია? ნუ არც კათოლიკური ეკლესია არაა თბილისში ხომ? ციტატა ისე სხვა ტაძრებიც ვიცი თუ გინდათ მოგაწვდით კოორდინატებს ) მეც მოგაწვდი თუ გინდა... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
sopo... |
Sep 29 2012, 01:26 PM
პოსტი
#1470
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 |
|
ხრიდოლიონი |
Sep 30 2012, 12:00 AM
პოსტი
#1471
|
სიბრძნე,სიმართლე,ძალა!!! ჯგუფი: Members პოსტები: 51 რეგისტრ.: 9-September 12 მდებარ.: Tbilisi,Vera წევრი № 12,606 |
მოლოცვაში მაგრად კი ვიზარმაცეთ,მაგრამ გულს ნუ გაიტეხ ბაჩუკი.მშვენიერი დრო გავატარეთ,გავერთეთ და დრო რაღაც მამაძაღლობაში არ გავატარეთ.
გურამის ეღადავეთ თქვენ და ასე თუ გააგრძელა,მაგის სახლ-მუზეუმში შესასვლელად რიგები დადგება A.V.M ნიჭი მართლა გაქვს წერის ძმა,გაიწაფე მაგ საქმეში და მერე შეიძლება კარგ საქმეში გამოგადგეს ღმერთმა გაგიმარჯოს.... -------------------- ,,თუნდაც რომ მივდიოდე მე სიკვდილის აჩრდილთა შორის,არ შემეშინდება მე ბოროტისაგან,რადგან შენ,უფალი ჩემთან ხარ."(ფსალმუნნი.22.4)
|
A.V.M |
Sep 30 2012, 09:50 PM
პოსტი
#1472
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ხრიდოლიონი
გაიხარე ხრიდო! მაგარი კაცი გავიცანი შენი სახით! sopo... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ხრიდოლიონი |
Oct 6 2012, 09:14 PM
პოსტი
#1473
|
სიბრძნე,სიმართლე,ძალა!!! ჯგუფი: Members პოსტები: 51 რეგისტრ.: 9-September 12 მდებარ.: Tbilisi,Vera წევრი № 12,606 |
ხრიდოლიონი გაიხარე ხრიდო! მაგარი კაცი გავიცანი შენი სახით! sopo... შენი ჭირიმე გურამ,ღმერთმა გაგაძლიეროს და დაგლოცოს -------------------- ,,თუნდაც რომ მივდიოდე მე სიკვდილის აჩრდილთა შორის,არ შემეშინდება მე ბოროტისაგან,რადგან შენ,უფალი ჩემთან ხარ."(ფსალმუნნი.22.4)
|
ხრიდოლიონი |
Oct 17 2012, 11:55 PM
პოსტი
#1474
|
სიბრძნე,სიმართლე,ძალა!!! ჯგუფი: Members პოსტები: 51 რეგისტრ.: 9-September 12 მდებარ.: Tbilisi,Vera წევრი № 12,606 |
კიდევ როდის მოვილოცოთ?დიდი სურვილი მაქვს ამის.თან სანამ დასცხებს სიცივეები მგონი ჯობია ვიჩქაროთ,გარეთ ბოდიალი ასწორებს.
-------------------- ,,თუნდაც რომ მივდიოდე მე სიკვდილის აჩრდილთა შორის,არ შემეშინდება მე ბოროტისაგან,რადგან შენ,უფალი ჩემთან ხარ."(ფსალმუნნი.22.4)
|
A.V.M |
Oct 18 2012, 01:32 AM
პოსტი
#1475
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ხრიდოლიონი
ციტატა კიდევ როდის მოვილოცოთ?დიდი სურვილი მაქვს ამის.თან სანამ დასცხებს სიცივეები მგონი ჯობია ვიჩქაროთ,გარეთ ბოდიალი ასწორებს. ჯერ უფრო დიადი მიზნებია დასახული... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
izi-bartki |
Oct 18 2012, 04:55 PM
პოსტი
#1476
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
konstantin Logos
wamodi,roca isev gadavwyvett molocvas A.V.M maincdamainc unda dagvabardnos tavze? egec mshvenieria -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
George Leluashvili |
Nov 6 2012, 05:56 PM
პოსტი
#1477
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ცალკე აღებული, ყველას აქვს სურვილი, მაგრამ როცა ძლივ-ძლივობით რაღცას მოვაბავთ თავს 4-5 კაცი ძლივს იკრიბება.
იმედი მაქვს მომავალი შეხვედრა უფრო მრავალფორუმელოვანი იქნება -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
mariami-k |
Nov 6 2012, 06:31 PM
პოსტი
#1478
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
იქნებ შუა კვირაში დავგეგმოთ?
-------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
izi-bartki |
Nov 7 2012, 11:52 AM
პოსტი
#1479
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
George Leluashvili
ციტატა ცალკე აღებული, ყველას აქვს სურვილი, მაგრამ როცა ძლივ-ძლივობით რაღცას მოვაბავთ თავს 4-5 კაცი ძლივს იკრიბება.იმედი მაქვს მომავალი შეხვედრა უფრო მრავალფორუმელოვანი იქნება მეც მაგის იმედი მაქვს mariami-k მასეც შეიძლება -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
mariami-k |
Nov 8 2012, 05:54 PM
პოსტი
#1480
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
izi-bartki
ციტატა მასეც შეიძლება -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი