IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> “ქრისტეს ვნებანი" მელ გიბსონისაგან
fiore
პოსტი Aug 20 2010, 10:58 AM
პოსტი #1


innocent..
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 523
რეგისტრ.: 16-May 10
წევრი № 8,839



უმბერტო ეკოს ეს წერილი დაიბეჭდა ჟურნალ “ესპრესოში". თარგმნა ნოდარ ლადარიამ. წაიკითხეთ და თქვენეული შეფასებაც გაუკეთეთ.

შემეშინდა, ვაი თუ კითხვები დამაყარონ, მე კი ვერაფერი ვუპასუხო-მეთქი, ჰოდა, როგორც იქნა, წავედი მელ გიბსონის “ქრისტეს ვნებათა" სანახავად. უცხო ქვეყანაში ვიყავი, სადაც ჭკუა იხმარეს და ბავშვებს აუკრძალეს ფილმის ნახვა. ეკრანზე ბევრს ლაპარაკობენ არამეულად, დიდი-დიდი რომაელებს გაუგო, როცა ყვირიან – “ი!" – რაც, როგორც ეტყობა, უნდა ნიშნავდეს: “წადი, შენი!". ახლავე უნდა ვთქვა, რომ ფილმი, რომელიც ტექნიკურად ძალიან კარგადაა გაკეთებული, არაა არც ანტისემიტიზმის და არც ქრისტიანული ფუნდამენტალიზმის გამოხატულება. ის არც რაღაც სასტიკი მსხვერპლშეწირვის მისტიკითაა დატვირთული. ეს ეგრეთ წოდებული “სპლატერია", ანუ ფილმი, რომელიც გადაღებულია ბევრი ფულის საშოვნელად, რისთვისაც მაყურებელს იმდენ სისხლსა და ძალადობას უჩვენებს, რომ ტარანტინოს “კრიმინალური საკითხავი" საბავშვო ბაღებისთვის გადაღებულ ანიმაციურ ფილმად უნდა ჩავთვალოთ. კაცმა რომ თქვას, ტომი და ჯერის მულტფილმები ბავშვებს უჩვენებენ, როგორ ჭყლეტენ პერსონაჟებს ასფალტის სატკეპნი მანქანები, როგორ ვარდებიან პერსონაჟები ცათამბჯენებიდან, ათას ნაწილად იმსხვრევიან, კარებში ეტანებიან მთელი ტანით და ა. შ. ერთი სიტყვით, ამის მსგავსად, გიბსონის ფილმშიც სისხლის ჰექტოლიტრები იღვრება, რომლებიც ალბათ ათი ავტოცისტერნით მოზიდეს, თანაც მის შესაგროვებლად მთელი ტრანსილვანიის ვამპირებს უყვეს მობილიზაცია.

ეს არაა რელიგიური ფილმი. ქრისტეს მოძღვრებიდან ის მხოლოდ იმას გულისხმობს და გადმოგვცემს, რასაც ყველანი პირველი ზიარებისას ვსწავლობთ კატეხიზაციის გაკვეთილებზე. ქრისტეს ურთიერთობა მამასთან აშკარად ისტერიული და სრულიად “საეროა". ასეთი ურთიერთობა შეიძლება ჰქონოდა, მაგალითად, ჩარლი მენსონს სატანასთან, მაგრამ აქ თვით სატანასაც არა აქვს სათანადო დიდებულება: მხოლოდ აქა იქ გამოჩნდება ქუჩის ოღრაშივით გამოწყობილი და მილიარდობით დაღვრილი ერითროციტის შემხედვარეს მასაც კი გული უწუხს. მეორე მხრივ, ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელი სცენა ქრისტეს აღდგომაა, რომელიც ფილმში გაცოცხლებული მკვდრების ღამეს უფრო ჰგავს, ვიდრე რენესანსულ მხატვრობას. სახარებათა დიადი და ღირსეული სიტყვიერი მომჭირნეობისა ამ ფილმს არაფერი ეტყობა: მას სააშკარაოზე გამოაქვს ყველაფერი, რასაც სახარებები დუმილით უვლიან გვერდს, რომ მკითხველმა თვითონ განსაჯოს მდუმარედ, რას ნიშნავს მისთვის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა. იქ, სადაც სახარებები იმის თქმით შემოიფარგლებიან, რომ იესო გვემეს (სამი სიტყვა მათესთან, მარკოზთან და იოანესთან, არც ერთი – ლუკასთან), გიბსონი ქრისტეს ჯერ ლერწმის წკეპლებით აცემინებს, მერე ლურსმნიანი ღვედებით, ბოლოს კი ხის უროებით, სანამ იმ მდგომარეობამდე არ მიიყვანს, როგორიც, მაკ-დონალდსის მომხმარებელთა აზრით, უნდა იყოს ჰამბურგერის დასამზადებლად დაბეგვილი ხორცი.

ნაზარეველის მიმართ გიბსონის ზიზღი გამოუთქმელად დიდი უნდა იყოს, ვინ იცის, რომელ ბავშვობისდროინდელ მძიმე მოგონებას იხშობს ის, როცა ქრისტეს სხეულს სულ უფრო და უფრო ასისხლიანებს. მადლობა ღმერთს, ფილოლოგია არ აძლევს საშუალებას, თორემ ალბათ ელექტროშოკსა და ბენზინის ოყნასაც იხმარდა. ნუთუ ზოგიერთებს მართლაც ჰგონიათ, რომ ამგვარად უნდა შეიგრძნონ ჯანსაღი ძრწოლა ცხოვნების საიდუმლოს წინაშე?

მაგრამ განა ეს ანტისემიტური ფილმია? თუ ვინმეს უნდოდა “სპლატერ ვესტერნის" (უფრო ზუსტად კი “ისტერნის") გადაღება, ალბათ აშკარად უნდა დაეზუსტებინა მხარეების ფუნქცია: კარგი ცუდების წინააღმდეგ. ცუდებიც ისეთებად უნდა ეჩვენებინა, რომ მათზე უარესების წარმოდგენა ძნელი ყოფილიყო. მაგრამ თუ ასეთი ცუდები ებრაელი მღვდლები არიან, მათზე უარესებად რომაელები აღიქმებიან. რა თქმა უნდა, გიბსონი ფიქრობდა, რომ თუ ცუდებად რომაელებს გამოიყვანს (რაც მანამდე ასტერიქსმა უფრო დიდი წარმატებით განახორციელა), არ უნდა გვეშინოდეს, რომ ვინმე კაპიტოლიუმს ცეცხლს წაუკიდებს. ამავე დროს, როცა საქმე თანამედროვე ებრაელებს ეხება, უფრო ფრთხილად უნდა მოიქცე. მაგრამ რა შეიძლება მოვთხოვოთ მას, ვისაც მხოლოდ სისხლიანი ბიფშტექსის შეთავაზება სურს ბევრი წიწაკითა და ბევრი კეტჩუპით? გიბსონმა ერთგვარი კეთილგონიერება გამოიჩინა და გვიჩვენა შედარებით კარგი სამი ებრაელი და სამი რომაელი, რომლებსაც რაღაც ყოყმანის მაგვარი მოიცავს — ისინი მაყურებელს შესცქერიან და სახეზე თითქოს შეკითხვა ეხატებათ: “ბიჭებო, მეტი ხომ არ მოგვდის?". მაგრამ მათი ეჭვი და ყოყმანი მხოლოდ იმას ემსახურება, რომ კიდევ უფრო აუტანელი გახდეს, რასაც ფილმი გვიჩვენებს და რომ ნამდვილად აგერიოს გული, როცა დაინახავ, რა გამოედინება გადახსნილი ნეკნებიდან.

გიბსონი ინტუიციურად ხვდება, რომ ყველაზე შემოსავლიანი “სპლატერი" ის იქნება, რომელშიც ძეს ღვთისას ხორცსაკეპ მანქანაში გაატარებენ. ამას ის მშვენივრად ახერხებს და უნდა მოგახსენოთ, რომ როცა ქრისტე ბოლოს და ბოლოს კვდება და მისი წამების ყურება აღარ გვაწუხებს (ან აღარ გვატკბობს), როცა იწყება ქარიშხალი, მიწისძვრა, როცა იხევა ტაძრის კრეტსაბმელი, რაღაც ემოციას მართლაც განვიცდით იმის გამო, რომ, როგორც იქნა, თუნდაც ასეთი ზედაპირული და მეტეოროლოგიური ფორმით, ჩნდება ის ტრანსცენდენტული, უზენაესი საიდუმლოება, რაც ასე აშკარად აკლია ფილმს. დიახ, ამ მომენტში მამა ღმერთი გვასმენს თავის ხმას. მაგრამ გონიერი და, იმედია, მორწმუნე მაყურებელი ხვდება, რომ მამა ღმერთი ამით სწორედ მელ გიბსონს რისხავს.


--------------------
when you are in deep shit it's better to keep your mouth shut!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Aug 20 2010, 11:11 AM
პოსტი #2


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ეს წერილი რამდენიმე თვის წინ წავიკითხე და ძალიან მომეწონა.
ძალიან საინტერესოდ ხედვს.
აგრესიას, ძალადობას და მისთანებს ან უარესებს, არცერთი ხელოვანი, თუნდაც გარეგნული გმობის გამოხატულებით, შინაგანი მხარდაჭერის გარეშე არ ქმნის.

+1


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 20 2010, 11:20 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



არ მომწონს სტატია smile.gif ეტყობა ავტორს არ/ვერ გაუთვითცნობიერებია, რომ მართლა როგორ აწამეს ქრისტე.

ფილმს რაც შეეხება მომწონს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Aug 20 2010, 11:20 AM
პოსტი #4


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



უმბერტო ეკო ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს მხოლოდ მისი აზრია და მისი შეხედულება : )

თვითონ ქრისტე ეკოსთვის სხვანაირი წარმოდგენისაა, სადღაც მომიკრავს თვალი უმბერტოს ესეისთვის ქრისტეს ჯვარცმის შესახებ smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Aug 20 2010, 11:32 AM
პოსტი #5


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(აკაკი @ Aug 20 2010, 11:20 AM) *

ეტყობა ავტორს არ/ვერ გაუთვითცნობიერებია, რომ მართლა როგორ აწამეს ქრისტე.


წამების ზომის გაცნობიერება არაფერ შუაშია. ის ამბობს რომ:

მას სააშკარაოზე გამოაქვს ყველაფერი, რასაც სახარებები დუმილით უვლიან გვერდს, რომ მკითხველმა თვითონ განსაჯოს მდუმარედ, რას ნიშნავს მისთვის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა. იქ, სადაც სახარებები იმის თქმით შემოიფარგლებიან, რომ იესო გვემეს (სამი სიტყვა მათესთან, მარკოზთან და იოანესთან, არც ერთი – ლუკასთან), გიბსონი ქრისტეს ჯერ ლერწმის წკეპლებით აცემინებს, მერე ლურსმნიანი ღვედებით, ბოლოს კი ხის უროებით, სანამ იმ მდგომარეობამდე არ მიიყვანს, როგორიც, მაკ-დონალდსის მომხმარებელთა აზრით, უნდა იყოს ჰამბურგერის დასამზადებლად დაბეგვილი ხორცი.


ეკო მეც ძალიან მიყვარს ქევან, შესაძლოა მისი წარმოდგენები ქრისტეზე იყოს ერთგვარი გადაცდომაც, მაგრამ გიბსონთAნ მიმართებაში რაში არ ეთანხმები?

პ.ს. მე ფილმს მხოლოდ მონაკვეთებს ვუყურე, მსგავსად მძაფრ კინოპროდუქციას საერთოდ ვერ ვუყურებ ხოლმე.


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 20 2010, 11:33 AM
პოსტი #6


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ფილმი იმიტომ არ მომწონს, რომ აქცენტი ტანჯვაზეა და არა სიყვარულზე.

"ტანჯვის უმაღლესი დონით" არ გამოიხატება ქრისტეს მისია. მთავარი მისი მორჩილება და სიყვარულია ამ დროს.

შეიძლება რომელიმე ჩვენგანი უფრო მეტად აწამონ და მან უხმოდაც კი გაუძლოს ამ ყველაფერს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროს სიყვარულით სავსე და ღმერთისადმი მორჩილებით სავსე ექნება გული.

ნუ ცდილობთ მთავარი აქცენტი გქონდეთ იმაზე რომ "ქრისტე ძალიან აწამეს". ეს არაა მთავარი. თანაც შედარებებს იწვევს, ისეთებს როგორიცაა - მუჰამედი არ უწამებიათ, ბუდა არ უწამებიათ, ესე იგი იესო "უფრო მაგარია".

ასეთ დამოკიდებულებას თავად იესო არ მოიწონებს. ადამიანის სრულყოფა მისი სიყვარულის და მორჩილების დონით განისაზღვრება და არა იმ ტანჯვით, რაც გადაიტანა.

მელ გიფსონის ფილმი კი სუფთა კომერციულია. ნაზარეველზე საუკეთესო ფილმი რაც გადაღებულა - ძეფირელის ფილმია!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Aug 20 2010, 11:37 AM
პოსტი #7


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ნონა
ციტატა
რაში არ ეთანხმები?

მე მაგალითად ძალიან ცუდად მომხვდა თვალში მაცხოვრის სხეულის დაბეგვილ ხორცთან შედარება.

Atman
ციტატა
ნაზარეველზე საუკეთესო ფილმი რაც გადაღებულა - ძეფირელის ფილმია!

ძალიან სუსტი ფილმია. ტანჯვით ვუყურე ბოლომდე


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 20 2010, 11:38 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ციტატა
სააშკარაოზე გამოაქვს ყველაფერი, რასაც სახარებები დუმილით უვლიან გვერდს, რომ მკითხველმა თვითონ განსაჯოს მდუმარედ, რას ნიშნავს მისთვის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა.


ეს, რომ მკითხველმა ასე ადვილად წარმოიდგინოს დიდი სულიერი თვალები და გა-ნათლებაა საჭირო... ალბათ დამეთანხმები... მითუმეტეს მათი სრულად წარმოდგენა

მელ გიბსონმა კი ასახა ეს ყველაფერი.... ვიზუალური ასახვა სახარების ამ ნაწილისა....

განა უდიდესი სიყვარულის მაჩვენებელი არ არის ასეთი ტანჯვა და მისი დათმენა... "ჩვენთვის კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის?"

ამის დანახვაც საჭიროა ამ ტანჯვაში smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Aug 20 2010, 11:41 AM
პოსტი #9


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
მაგრამ აქ თვით სატანასაც არა აქვს სათანადო დიდებულება

ამის დიდებულება სად გაგონილა
ციტატა
ნაზარეველის მიმართ გიბსონის ზიზღი გამოუთქმელად დიდი უნდა იყოს, ვინ იცის, რომელ ბავშვობისდროინდელ მძიმე მოგონებას იხშობს ის, როცა ქრისტეს სხეულს სულ უფრო და უფრო ასისხლიანებს. მადლობა ღმერთს, ფილოლოგია არ აძლევს საშუალებას, თორემ ალბათ ელექტროშოკსა და ბენზინის ოყნასაც იხმარდა. ნუთუ ზოგიერთებს მართლაც ჰგონიათ, რომ ამგვარად უნდა შეიგრძნონ ჯანსაღი ძრწოლა ცხოვნების საიდუმლოს წინაშე?

ცილისწამებას ჰგავს ეგ


აშკარად არ ევასება ამ კაცს მელ გიბსონი biggrin.gif

ციტატა
მსგავსად მძაფრ კინოპროდუქციას საერთოდ ვერ ვუყურებ ხოლმე.

უხ შე ქალოია biggrin.gif tongue.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Aug 20 2010, 11:41 AM
პოსტი #10


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(athos @ Aug 20 2010, 11:37 AM) *

ნონა
მე მაგალითად ძალიან ცუდად მომხვდა თვალში მაცხოვრის სხეულის დაბეგვილ ხორცთან შედარება.


smile.gif მეტი არაფერი მოგხვდა თვალში ცუდად?
მის შედარებებში იგრძნობა მისი დამოკიდებულება ქრისტესადმი რაც სამაგალითო ნამდვილად არაა.

მაგრამ როგორ გგონია ფილმისფსიქოლოგიური ქვეტექსტის დანახვაში ესაა არსებითი?


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Aug 20 2010, 11:43 AM
პოსტი #11


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ნონა
რაში არ ვეთანხმები და ამაში მაგალითად:

ციტატა
ნაზარეველის მიმართ გიბსონის ზიზღი გამოუთქმელად დიდი უნდა იყოს, ვინ იცის, რომელ ბავშვობისდროინდელ მძიმე მოგონებას იხშობს ის, როცა ქრისტეს სხეულს სულ უფრო და უფრო ასისხლიანებს.



ან ვერ გაუგია რა გადაიღო გიბსონმა, ან სპეციალურად წერს, რომ გიბსონის ფილმს მეტი პოპულარობა შესძნოს, ხომ გაგიგია, ანტირეკლამა საუკეთესო რეკლამააო...

ორჯერ მაქვს ნანახი, როგორ ვუყურე მეორეჯერ მეთვითონაც არ მესმის, მაგრამ არსად არ დამინახია გიბსონის უდიერი დამოკიდებულება. გიბსონი კათოლიკეა და გადაიღო ისე, როგორც რიგითი კათლიკე უნდა ხედავდეს ან ხედავს.

ასეთივე სასტიკი სანახავია "აპოკალიპტო", ეს რეცენზია ცოტა რო გადააკეთო, აპოკალიპტოსაც მიუდგება biggrin.gif

ციტატა
ნაზარეველზე საუკეთესო ფილმი რაც გადაღებულა - ძეფირელის ფილმია!

ძეფირელის? მე პირველად მესმის, პაზოლინის ვიცი, გიბსონის... საერთოდ არ მიყვარს მე სახარების ეკრანიზაციები, ვნახავ ერთი გუგული დეიდა რას მეტყვის biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fiore
პოსტი Aug 20 2010, 11:44 AM
პოსტი #12


innocent..
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 523
რეგისტრ.: 16-May 10
წევრი № 8,839



ციტატა(athos @ Aug 20 2010, 11:37 AM) *



მე მაგალითად ძალიან ცუდად მომხვდა თვალში მაცხოვრის სხეულის დაბეგვილ ხორცთან შედარება.

მიზანიც ეგ იყო smile.gif


--------------------
when you are in deep shit it's better to keep your mouth shut!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Aug 20 2010, 11:45 AM
პოსტი #13


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(აკაკი @ Aug 20 2010, 11:38 AM) *

განა უდიდესი სიყვარულის მაჩვენებელი არ არის ასეთი ტანჯვა და მისი დათმენა... "ჩვენთვის კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის?"

თავისთვად ტანჯვა სწორედ რომ ამის ამსახველია, მაგრამ მისი ასეთი ვიზუალური დეტალიზება მორიგი საკვებია სისხლიანი გემოვნებისა და შესაბამისად კომერციისათვის.



--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fiore
პოსტი Aug 20 2010, 11:47 AM
პოსტი #14


innocent..
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 523
რეგისტრ.: 16-May 10
წევრი № 8,839



ციტატა
როცა ქრისტე ბოლოს და ბოლოს კვდება და მისი წამების ყურება აღარ გვაწუხებს (ან აღარ გვატკბობს),

ეს ადგილი ძალიან მომხვდა გულზე. sad.gif
რომ დავუშვათ რო ეკო მართალია, მართლა უცნაური ხერხი მოუნახავს გიბსონს თავისი პირადი გრძნობების შესანიღბად.


--------------------
when you are in deep shit it's better to keep your mouth shut!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 20 2010, 11:47 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



აწ უკუე რაჲ? ყოვლითავე სახითა, გინა თუ მიზეზით გინა თუ ჭეშმარიტებით, ქრისტე იქადაგების, და ამისთჳს მიხარის და მიხაროდისცა.

(ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე 1:18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Aug 20 2010, 11:50 AM
პოსტი #16


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ნონა
ციტატა
მაგრამ როგორ გგონია ფილმისფსიქოლოგიური ქვეტექსტის დანახვაში ესაა არსებითი?

ვფიქრობ, ყველა იმას ხედავს რისი დანახვაც უნდა.


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Aug 20 2010, 11:50 AM
პოსტი #17


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა
ან ვერ გაუგია რა გადაიღო გიბსონმა, ან სპეციალურად წერს


ოო ქევან, მასე სწორხაზოვნად არამგონია ღირდეს გიბსონის პირადი დამოკიდებულების გააზრება ფილმის ფაბულის მიხედვით.

ეკოს წერილში სწორედ ის მომწონს რომ სტრიქონებს შუა კითხვას ცდილობს. რასაც მე ვიზიარებ.

შენ ხომ იცი რომ მაცხოვარი საშინლად აწამეს, მაგრამ მას ლოცვისას ან მის გარეშე წარმოიდგენ ხოლმე?
მსგავსი წარმოდგენები შემთხვევით არ ეფანტასმაგორიება ტვინს რა biggrin.gif
sad.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Aug 20 2010, 11:52 AM
პოსტი #18


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ამ მსჯელობის მიზანი რა არის? biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Aug 20 2010, 11:54 AM
პოსტი #19


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(athos @ Aug 20 2010, 11:50 AM) *

ნონა

ვფიქრობ, ყველა იმას ხედავს რისი დანახვაც უნდა.


წინასწარგანწყობის გარეშე ვუყურებ ხოლმე ფილმებს, ჩემი ცნობისმოყვარეობა მათ მიმართ საგრძნობლად წაიქვეითებს biggrin.gif
არც დიდი ემოციით მავსებს ეგენი, არც ისეთით, არც ასეთით smile.gif




ციტატა
ამ მსჯელობის მიზანი რა არის? biggrin.gif


კარგი შეკითხვაა biggrin.gif

როგორ ხარ იკანოს? smile.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Aug 20 2010, 11:55 AM
პოსტი #20


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ნონა
ხო რა თქმა უნდა, რასაც ეკო ამბობს გიბსონზე ეს ხომ ჭეშმარიტებაა biggrin.gif

კარგი რა ნონა biggrin.gif



**
იკანოს, ამ თემის მიზანია გიბსონის გადათელვა laugh.gif რასაც მე აქტიურად შევეწინააემდეგები :დ


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 11:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი