IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> (ფს. 2,7), (ფს. 109,3)
■გიორგი■
პოსტი Dec 5 2010, 03:25 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



მოგესალმებით ყველა მართლმადიდებელს.

გვერდით თემაში http://church.ge/index.php?showtopic=8540&st=0 სათაურით მამა ღმერთი, მსჯელობა სრულიათ სხვა კუთხით მიმდინარეობდა და კითხვები რომელიც დამებადა, იმ თემაში დავსვი, რაზეც როგორც ჩანს, შეძლებისდაგვარად ეცადნენ ზოგიერთები და ჩემ შეკითხვებს უპასუხეს. ცალკე საკითხია, რამდენად დამაკმაყოფილებელი ან საერთოდ, რამდენად მართებულად და სათანადოდ გასცეს პასუხები (რაზეც არაფერი დამიწერია იმ თემაში), თუმცა, ჩემთვის მთავარი იყო პასუხების მიღება და არა კამათი ან პროვოლაცია.

ვინაიდან გვერდით თემაში მიღებულმა პასუხებმა უამრავი კითხვა დაბადა, გადავწყვიტე თემიდან გადახვევა რომ არ გამომსვლოდა, თქვენის ნებართვით, ცალკე თემა გამეხსნა, სადაც მართლმადიდებელ ეკლესიის დოგმატური საკითხებიდან, ერთერთ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გვესაუბრა მეგობრული განწყობით, რომელსაც შეკითხვის სახით, ამგვარად გადმოვცემდი:

1. რას ნიშნავს: მამამ შვა ძე?


და მოგვიანებით განვიხილოთ საკითხი: რას ნიშნავს, მამამ შვა ძეები?

პირველ რიგში, სასურველი იქნებოდა გვესაუბრა პირველზე: რას ნიშნავს მამამ შვა ძე?

სანამ მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატის ამ კონკრეტულ საკითხებზე დაწვრილებით დაწერდეთ მართლმადიდებლები, სასურველი იქნებოდა, პირველ რიგში ბიბლიის ის მუხლები დაგეწერათ, საიდანაც მართლმადიდებელი ეკლესია ეფუძნება - მამის მიერ ძის შობასთან დაკავშირებით.

ამ ეტაპისთვის, ამ საკითხის ამოსავალ ბიბლიურ მუხლებად, მხოლოდ 2 მუხლი დასახელდა მონათესავე თემაში, რომელიც ზემოთ, თემის სათაურის სახით წარმოვადგინე: 1. (ფს. 2,7) 2. (ფს. 109,3)


ალბათ სხვა ბიბლიური მუხლებიც შეემატება ამ მუხლებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მამების უშუალო განმარტებები დაიდება სათაურში მითითებული 2 ბიბლიური მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით, რომელსაც როგორც დავინახე, მართლმადიდებლური ეკლესია 'ღვთის ძის შობის' შესახებ სწავლებისთვის საყრდენ მუხლებად მიიჩნევს.

რადგან 2 მუხლი უკვე სახეზე გვაქვს, რომელსაც დოგმატის სწვალების საფუძვლად მიიჩნევენ მართლმადიდებელი ეკლესიის მწინდა მამები, ყველა მართლმადიდებელს გთხოვთ, ამ მუხლის დეტალური განმარტება მოიყვანოთ იმ ეკლესიის მამებისა, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის წმინდანებს წარმოადგენენ.

ამ თემაში დაწერილი მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. მამების განმარტებები, დარწმუნებული ვარ თითოეული მართლმადიდებელისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ღვთის შესახებ ცოდნის მიღების დიდი წყურვილი აქვს, სასარგებლო იქნება, რადგან საფუძვლიანად ეცოდინება, თუ რაზე დაყრდნობით და როგორ განმარტავენ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მამები სამების დოგმატის ამ მეტან მნიშვნელოვან საკითხს.

ამასთან ერთად ყველას მინდა ვთხოვო, უკვე დარეგისტრირებულ მომხმარებელსაც და მომავალში ვინც შემოგვიერთება:

გთხოვთ, ამ თემაში დასმული საკითხის ირგვლივ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღიარებული წმინდა მამების განმარტებების დადებისას, (ანდა მასზე მსჯელობისას), ერთმანეთს სიყვარულით მოვეკიდოთ და საფუძვლად ამ ყოველივეს, სიყვარული დავუდოთ. ასეთი დამოკიდებულება, თბილ გარემოებას შექმნის არსებულ საკითხებზე მსჯელობისას და საინტერესოს გახდის მას, ნაცვლად წინასწარ შექმნილი მოსაზრებებით ერთმანეთის მიმართ უნდობლობით განვეწყოთ. ამ თემაში შესაძლოა ფორუმის წევრებს შიგა და შიგ ლოგიკური შეკითხვები გაგვიჩნდეს აღნიშნული საკითხების განხილვისას, (თუნდაც ერთმანეთის მიმართაც კი) და ცოდნის გაღრმავებისა და რწმენის განმტკიცების მიზნით, დრო და დრო დავსვათ შეკითხვები და ეს ძმული სიყვარულით გავაკეთოთ. ამხელა შესავალს არ გავუკეთებდი თემას, თუ არა გვერდით თემაში ფორუმის ერთერთი მომხარებლის (აფხაზის) პოსტში გამოვლენილი უნდობლობა ჩემს მიმართ, რაზეც ნამდვილად აღარ ღირს გამოკიდება და თემიდან სხვა მიმართულებაზე გადასვლა.

ჩემი ინტერესი (როგორც ადმაიანის, რომელიც არაა მართლმადიდებელი და რომელსაც სურს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების შესახებ გარკვეული სახის ცოდნა თქვენს ფორუმიდანაც შეიძინოს ) მხოლოდ ისაა რომ სრულად, ბოლომდე და უფრო საფუძვლიანად გავეცნო ჩემ მშობლიურ სარწმუნოებას, რომელიც ჩემმა წინაპარმა დატოვა. ამ მიზეზიდან და ისედაც, ცოდნის გაღრმავებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლი, რაც შეიძლება სრულად და საფუძვლიანად ვიცოდე აღმოსავლურ მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური სწავლებები ამ ფორუმის დახმარებითაც.

დიდი პატივისცემით გთხოვთ ყველას, ვისაც სათანადო ცოდნა და საკმარისი სურვილი გაქვთ, იაქტიუროთ ზემოთ ხაზგასნული საკითხების მხარდამჭერი ეკლესიური სწავლება, ამომწურავი სახით წარმოადგინოთ და მართლმადიდებელი ეკელსიის მიერ აღიარებული ეკლესიის წმინდა მამების უშუალო განმარტებები (თუკი არსებობს) დადოთ ამ თემაში ფსალმუნის 2:7-სა და ფსალმუნის 109:3-ზე.

მადლობა.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
■გიორგი■   (ფს. 2,7)   Dec 5 2010, 03:25 AM
afxazi   ■გიორგი■ ძალიან გ...   Dec 5 2010, 01:26 PM
■გიორგი■   [b]■გიორგი■ ძალიან ...   Dec 5 2010, 03:38 PM
A.v.B   ■გიორგი■ გთხოვ ს...   Dec 5 2010, 03:47 PM
■გიორგი■   A.v.B მეც მაგ იმედით გ...   Dec 10 2010, 06:13 AM
afxazi   ■გიორგი■ ხოოოო, ა...   Dec 6 2010, 12:18 PM
ქევანა   და რატომ ძეები? სა...   Dec 7 2010, 01:40 AM
■გიორგი■   და რატომ [i]ძეები? სა...   Dec 10 2010, 06:28 AM
■გიორგი■   ჩემ კითხვებზე პასუ...   Dec 7 2010, 01:41 AM
terra   ჩემ კითხვებზე პას...   Dec 7 2010, 02:12 AM
ქევანა   ■გიორგი■ რა უნდა გ...   Dec 7 2010, 01:56 AM
■გიორგი■   შენც შეგიძლია, ჩემ...   Dec 7 2010, 02:39 AM
ქევანა   სულიწმინდა რატომ გ...   Dec 8 2010, 10:11 PM
■გიორგი■   ქევანა რა მნიშვნე...   Dec 10 2010, 06:00 AM
lingvo   ■გიორგი■ კონკრეტუ...   Dec 10 2010, 11:43 AM
■გიორგი■   [b]■გიორგი■ [i]უფალმა...   Dec 11 2010, 01:30 AM
Heaven soldier   მოგესალმებით, იმედ...   Aug 24 2015, 05:03 PM
Heaven soldier   აღასრულა რა საქმე ...   Aug 25 2015, 12:30 AM
A.V.M   Heaven soldier როცა ამგვარი ...   Aug 25 2015, 12:14 AM
Heaven soldier   მალდობა ინფორმაცი...   Aug 25 2015, 12:59 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 10:48 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი