IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

210 გვერდი V « < 133 134 135 136 137 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Mar 12 2020, 12:28 PM
პოსტი #2681


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბერი ეფრემ ფილოთეველი


„ჩემი ცხოვრება ბერ იოსებ ისიხასტთან“


(გაგრძელება)


"ჩაძინების შიშით კურდღელივით ვფხიზლობდი. მშვიდ ძილს ვერ ვახერხებდი, მაღვიძარა არ მქონდა, ამიტომ საათს ბალიშის ქვეშ ამოვდებდი და გამუდმებით ვამოწმებდი - 12 ხომ არ შესრულდა? ყავის მომზადება არ დავაგვიანო! ნამდვილი წამება იყო. 12-ს 15 რომ ეკლდა ყველანი დგებოდნენ, 12-ზე მზე ჩადიოდა. [აქ იგულისხმება დროის აღრიცხვის ბიზანტიური წესი, რომლითაც წმინდა მთის მეუდაბნოე მამები სარგებლობდნენ (მთარგმნელის შენიშვნა)]. ამ დროს ბერის სენაკში ყავა უნდა მიმეტანა.

მთელი ამ წლების მანძილზე მხოლოდ ერთხელ ჩამეძინა - თორმეტი წუთით მეტი, ისიც იმიტომ რომ მთელი ღამე ძილს ვებრძოდი. ყავა აღარ მიმიტანია, ლოცვაში ხელს ხომ ვერ შევუშლიდი. მეორე დღეს მკითხა:

- რატომ არ მოხვედი?

- მამაო, მომიტევეთ, ჩამეძინა.

- უქანარა! ძილისგუდა! უსაქმურო! ყავის გარეშე როგორ დამტოვე?!
ეხ, მე ამისთვის მომხვდაა! ასეთი რამ აღარ მომსვლია."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 13 2020, 12:53 PM
პოსტი #2682


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"აი ასეთი იყო ჩვენი მოღვაწეობა. ყოველ ღამე რვასაათიანი ფხიზლობა. საუბრის აღკვეთა. ჩემს სენაკში იესოს ლოცვით ჩაძინება. რაღაც ძველმანები მქონდა წაფარებული, დროდადრო მათგან კეთილსურნელებას ვგრძნობდი, სულიერ კეთილსურნელებას. ოჰ! რა ნეტარი განცდით ვიძინებდი. ამას როცა ვიხსენებ, თავს ვეკითხები: „ნეტავ თუ კიდევ მეღირსება ისეთი ტკბილი ძილი?“ ეს აზრი იწვევს ტკივილს, რომელიც სიკვდილამდე გამყვება.

ღამე გვესმოდა ჩიტების სტვენა, წკავ-წკავებდნენ მელიები. ისე კარგად ვგრძნობდით თავს! ერთმანეთს ეხმიანებდონენ თეთრთავა ორბი, საბრალო ბუ და ლაინა. მთვარიან ღამეებში ჩანდნენ კიდეც. იქით ჩიტები, აქეთ - მე, სკვნილით ხელში. ეჰ!..
დღიური შრომით დაქანცულნი ღამეს ვნატრობდით. მაშინ იწყებოდა ჩვენი სიხარული. რა მშვენიერი იყო ეს სიხარული: ღამე, სკვნილი, დუმილი, ფხიზლობა. ეს გვილამაზებდა ცხოვრებას.

ისააკ ასური ამბობდა: „მარტო დუმილიც კმარა ნუგეშისთვის“. მართლაც ასეა, ხოლო თუ მადლიც გეწვია, გონება ცაში აიჭრება, ისინი ერთმანეთისთვის იხსნებიან და მთლიანდებიან.

ასეთი განცდის მერე როგორ უნდა დაიძინო! ირგვლივ თოვლია და მდუმარება. ძილი არავის სურს. მაგრამ ბერის წესდება მოითხოვს და ემორჩილები. მისი სიტყვა - უფლის სიტყვაა. მორჩა და დამთავრდა, ვერც კი დაიჩივლებ. ჩუმად, მშვიდად, ფუსფუსისა და ლაპარაკის გარეშე მივეგდებოდი და მოდიოდა ტკბილი ძილი. ან ვის უნდა ვესაუბრო, კედლებს? ვიძინებ და ვიღვიძებ მარტოობაში, უდაბნოა, მელიები წკავ-წაკვებენ. სამაგიეროდ, ბერის სენაკია ჩემს გვერდით. ოოჰ! „მოვიხსენე დღეთა პირველთაი“ (ფსალ. 142.5). დღეს როცა ჩემს მხრებს ამდენი საზრუნავი აწევს, უცრემლოდ როგორ მოვიგონო წარსული. მაშინ ჩემი სული უხვად იკვებებოდა ღვთაებრივი მადლით.

ისე ვიყავი შეყვარებული მდუმარებაზე, რომ დღე და ღამ ვტიროდი, ტუალეტშიც კი არ მაშრებოდა ცრემლი. მეც არ ვიცი რა მატირებდა. ამდენი მდუმარება სულს სანატრელი სიმშვიდით მივსებდა, სიტყვებს მავიწყებდა, სულს მოსვენებაში მიმყოფებდა და ამ შვებისგან ცრემლი მდიოდა. არავითარი განზრახვა, ან გულისთქმა არ ყოფილა ცრემლის მიზეზი, მხოლოდ დუმილი იყო ერთადერთი წყარო ცრემლისა.

ვინც იცის დუმილის ფასი, უეჭველია მის სარგებელსაც გაუგებს გემოს.
სკვნილს ვატრალებდი, ვმეტანიობდი. მერე სენაკში ჭრაქის შუქზე რამდენიმე გვერდსაც წავიკითხავდი ისააკ ასურიდან - მერე ისევ ეზოში ლოცვა და მეტანია.

უდაბნოა, სულიერი არ ჩანს, კოღოც კი არ ბზუის. უნდა გაგთანგოს შიშმა და საშინელებამ. მაგრამ, არა. შევცქერი ვარსკვლავებს. მიჰქრის ჩემი გონება: პირველი ცა, მეორე, მესამე... მიაღწია უფლის ტახტს, ეთაყვანა, სული კი მოსთქვამს: „იესო ტკბილო, ჩემო ტკბილო, იესო, ჩემო ტკბილო სიყვარულო!“ პირქვე ემხობა მის წინაშე ადამიანი და თავს უძღვნის მის სიყვარულს. ამის შემდეგ როგორ უნდა დაეშვა ძირს, როგორ უნდა იფიქრო სხვა რამეზე? ძნელია!

რომ შემომთავაზონ: „შენს მიერ მოპოვებულიდან ერთი მტკაველი დაგვითმე და იმპერატორობას გიბოძებთო“, ერთ სანტიმეტრსაც არ დავთმობდი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 14 2020, 12:41 PM
პოსტი #2683


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

„სანამ ახალდამწყებნი ვიყავით, მოძღვარს ყოველ ღამე გულს ვუხსნიდით. შუაღამიანის შემდეგ იგი გამოდიოდა სენაკიდან. მეც დასრულებული მქონდა 8 საათიანი გონიერი ლოცვა. მივდიოდი და ვუყვებოდი განვლილ დღე-ღამეზე. გულისთქმებზე და ეშმაკის თავდასხმებზე. ყველაფერს ვუზიარებდი. თუ იგრძნობდა, რომ სულიერი გამხნევება მჭირდება, მიყვებოდა საკუთარი გამოცდილებიდან ხილვების, მადლის, ბრძოლების შესახებ; ისტორიებს წმინდა მთის მოღვაწეებზე მის მოსვლამდე რომ ცხოვრობდნენ. მათი გმირობები და სასწაულები თავისი სულიერი მამისგან ჰქონდა მოსმენილი. ბერი იოსები დიდებული მთხრობელი იყო. დაუსრულებლად მსურდა მესმინა. მოსაყოლი ბევრი ჰქონდა - ბევრი მოხუცი ბერი მისი კარგი ნაცნობი იყო. ამ წმინდა გადმოცემებზე ახალი პატერიკები დაიწერებოდა. ასე მიმხნევებდა სულს, ბრძოლისთვის მამზადებდა, რწმენაში განმამტკიცებდა.

გვიყვებოდა საკუთარ ბავშობაზე, თუ რა გამოიარა ცხოვრებაში. ეს ჩვენთვის სასარგებლო იყო, რადგან განგვამტკიცებდა. ბერი ცდილობდა ამ ქვეყნიდან გასვლამდე რაც შეიძლება მეტი სამომავლოდ გამოსადეგი გამოცდილება გაეზიარებინა.

არ აწყობდა განხილვებსა და საჯარო საუბრებს, არამედ პატერიკებიდან და წმინდანთა ცხოვრებიდან მოჰქონდა მაგალითები. არ გადმოგვილაგებდა მრავალნაირ თეორიებს (მრავალსაათიან ლექციებს ვგულისხმობ). დარიგება იყო მოკლე, აზრით სავსე და მიზანში ხვდებოდა, იმიტომ რომ სავსე იყო პირადი გამოცდილებით და ჩვენთვის დამწყებთათვის სწორედ მისი პრაქტიკული გამოცდილება იყო საინტერესო და ძვირფასი.

ამ დარიგებაში რამდენიმე ჭეშმარიტება იდო. ის სპეციალურად შეგვკრებდა სასაუბროდ და ჩვენმიერ გამოთქმული ერთი აზრის საპასუხოდ ხუთი წმინდა მამის აზრს გადმოგვილაგებდა და ორიოდე რჩევასაც გაიმეტებდა. მას სურდა, რომ ჭეშმარიტება პრაქტიკაში მოგვესინჯა. ზედმეტად თვლიდა ფილოსოფიურ მსჯელობებს. მრავალსიტყვაობა არ უხდება მოღვაწესო. მონაზვნის ცხოვრებაში თეორიების ადგილი არ არის, საჭიროა საქმეში განხორციელებული ჭეშმარიტებები.

ბერი გვირჩევდა: „იყუჩე, იესოს ლოცვაში იღვაწე, გულისსიტყვები მოიგერიე და ნუ ლაყბობ.“ რამდენჯერ შეიძლება გიმეორონ ერთი და იგივე? თუკი შენ არ გსურს ეს საქმით აღასრულო, შეგონებას აზრი არ ექნება. ექიმმა რომ წამალი მოგცეს, გამოართვა და დალევა დაგავიწყდეს; წახვიდე თავიდან სთხოვო, მაგრამ არ დალიო და ა.შ. მკურნალობას შედეგი ექნება? მონასტერშიც ასეა: თუ არ შევასრულებთ რასაც გვასწავლიან, სულ ავად ვიქნებით. ერთი და იგივეს ბევრჯერ მივუბრუნდებით, თავიდან დაწყება და დახმარება დაგვჭირდება. ამიტომაა საჭირო ურთიერთსიყვარულით ცხოვრება. ძალიან გვაკლია სიყვარული და თვინიერება. ეს თვისებები რომ გვქონდეს, და კიდევ - მორჩილებაც, არანაირი ფილოსოფია აღარ დაგვჭირდებოდა.

გული მწყდება, რომ მის დროს მაგნიტოფონი არ არსებობდა. ერთი საუბარი მაინც ჩაგვეწერა რწმენის შესახებ. ამაზე ბევრს საუბრობდა, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებდით. მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მაგნიტოფონი მოიტანა ძმა იოსებ მცირემ, მაგრამ - რაღა დროს! რას იზამ, ესაც ღვთის ნებაა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 15 2020, 12:13 PM
პოსტი #2684


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"ბერის სენაკთან ვიჯექი სკვნილით ხელში, ის კი ყვებოდა ლოცვისა და იმ უძლური მამების შესახებ თვითონ რომ უვლიდა. ირგვლივ ხრიოკი მიწა და ჯუჯა მუხებია, მე კი შროშანის და ვარდის სურნელს ვგრძნობ. დავიწყე ჰაერის შეყნოსვა, ის მეკითხება:

- რას აკეთებ?

- მამაო, შროშანის და ვარდის სუნია.

- შე ბოთე! კართან ახლოს მიდი.

მივუახლოვდი და არომატი შევისუნთქე, მერე შევედი. ისეთი სურნელი იდგა, ჩემი სამოსი და წვერიც კი გაიჟღინთა. ბერმა მითხრა:

- ეს ლოცვისგანაა. ნუთუ ვერ ხვდები? კეთილსურნელება - ეს თვითონ იესო ქრისტეა.

ალბათ იმ ღამით ძალიან ბევრი ილოცა. იესოს ლოცვისგან ის ადგილიც კი სურნელს აფრქვევს, სადაც მლოცველი იმყოფება. მე ვგრძნობდი მისი ლოცვის არომატი როგორ ეფრქვეოდა გარემოს და ჩვენს შინაგან და გარგან გრძნობებზე მოქმედებდა. მამა ხარლამპისაც ბევრჯერ უგრძვნია ეს.

როცა ბერის ლოცვა აპოგეას მიაღწევდა, მისი გული, გონება, სენაკის სივრცე ანათებდა, თითქოს „შეუწვავი მაყვალივით“ ბრიალებდა. ამიტომ გვატყვევებდაგონიერი ლოცვის სურნელით. ხშირად ვფიქრობდი ამაზე და თავს ვეკითხებოდი: „განა ასეთი რა აღესრულება მის სულსა და მის გულში?!“

ამ კითხვის პასუხი რომ მიგვეღო, ადრე თუ გვიან, ჯერ ჩვენ უნდა გვეგვემნა და შეგვეგრძნო როგორ თავისთავად იღვრება ეს ლოცვა გულიდან. გონიერი ლოცვის დახმარებით გვეგრძნო ღმერთის საოცარი მშვენიერება და ღვთაებრივი თვისებები. მაშინ მივხვდებოდით ჩვენი თანამედროვე დიდი მამის გულში რაც ხდებოდა. საოცარი, იდუმალი სახით გვეგრძნო ღმერთის არსებობა და სუფევა. როგორ ევლება თავს ყოველ ქმნილებას, ერთდროულად მყოფობს მის შიგნითაც და გარეთაც; ჯერ უნდა გვეგრძნო, რომ როცა ღმერთი იმყოფება ადამიანის გულში და ამავე დროს გონებაც ჭვრეტს ღმერთს, მაშინ მას მართავს უფალი და მიაქანებს თავისი საიდუმლოების გასაცნობად. სწორედ ამ დროს ეხსნება ადამიანს გონება."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 16 2020, 11:01 AM
პოსტი #2685


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"სიკვდილის ხსოვნა რომ გაგვმძაფრებოდა, ხშირად გვიყვებოდა ისტორიული მოვლენების შესახებ. ამით გვიბიძგებდა სულიერი თვითიძულებისკენ, ზრუნავდა ფხიზელი სინდისი და თვითკრიტიკა არ მოგვდუნებოდა. მზის ჩასვლისას, ახლად გაღვიძებულებს ისე გვმსჭვალავდა სიკვდილის ხსოვნა, რომ ლოცვისას უფლის მადლის შეძენის იმედით გულაჩუყებულები და გრძნობამორეულები ვტიროდით.

მეხსიერებაში მყარად ჩაგვინერგა გარდაცვალების გარდუვალობაზე ფიქრი. შემთხვევა არ ყოფილა, რომ ახლადგამოღვიძებულს სიკვდილი არ გამხსენებოდა: როგორ დატოვებს სული სხეულს და უფლის შესახვედრად გაეშურება? ნეტა როგორია ქრისტეს სამსჯავრო, რით ვიმართლებ თავს, ან განაჩენი რა იქნება? ეს გადამექცა დაუსრულებელ საზრუნავად. მთლიანად მომიცვა და არ მტოვებდა. მოკლედ მუდამ ჩემი უბედური სულის ღირსეულ განსჯაზე ფიქრი მიტრიალებდა. შიგადაშიგ ღვთის მადლი და ბერის ლოცვა თუღა გვაგრძნობინებდა შვებას, დანარჩენი დრო კი ერთობ მძიმე შრომაში გადიოდა. თვითონ ბერიც მუდამ ფიქრობდა საკუთარი სულის გასვლაზე და მეც სულ ეს ფიქრი მიტრიალებს თავში დღე და ღამე."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 17 2020, 10:21 AM
პოსტი #2686


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მორჩილების კანონი

(გაგრძელება)

"ბერი იოსების ღვაწლი ძალიან მკაცრი იყო. მხოლოდ დიდი წმინდანების ცხოვრებაში თუ წავიკითხავთ ამგვარ გმირობაზე. ხაზგასმით გვიხსნიდა, რომ მორჩილება ყველაზე დიდი გმირობაა: „ლოცვას წარმოშობს მორჩილება და არა პირიქით. შეასრულე მორჩილება და მიიღებ მადლს.“

მორჩილების ჭეშმარიტ არსს როცა გვიხსნიდა, თქვა: „წმინდა მამების სწავლებით, როცა უმაღლეს სათნოებაში - მორჩილებაში ვიმყოფებით, ამით ქრისტეს მიმბაძველები ვხდებით. მათი სწავლების მიზანია გაგვაგებინონ, რომ მორჩილებით გონება იწმინდება ათასგვარ ვნებათაგან. განსაკუთრებით კი - საკუთარ ნებაზე სიარულისგან - თავის მაამებლობისგან. ასე გვეძლევა ღვთაებრივი მადლის მიღების შესაძლებლობა.

წმინდა მამასთან მორჩილებისთვის მისული მოწაფის მთავარი მიზანი უნდა იყოს ქრისტეს სიყვარულით ანთებული ბერისგან ზნეობრიობით და სათნოებით გამდიდრება.“ ასეთი რამეც აქვს ნათქვამი: „იცოდე, ბერს გონიერ ლოცვაზე, წმინდა ზიარებაზე, ფხიზლობით ლოცვასა და სხვა დანარჩენ გმირობაზე მეტად მორჩილება იხსნის. სამოთხისთვის ვარგიხარ თუ მორჩილება შეგიძლია. თუ ურჩი ხარ გინდა ეზიარე, გინდა ილოცე, გამზადებული ხარ ჯოჯოხეთისთვის. საშუალო არ არსებობს. ასრულებ მორჩილებას? სხვა რომ არაფერი იღვაწო, მაინც სამოთხეში მოხვდები, იმიტომ რომ ქრისტეს ბაძავ - ისაც მამის მორჩილი იყო. დანარჩენი ყველაფერი რაც თავნებობით კეთდება ეშმაკს მიაქვს;“ აი ასე მითხრა. და მეც მივიღე დოგმატად. ახლა კი ჩემს საძმოს ვასწავლი.

მოძღვარი გვეუბნებოდა: „ბერი თუ თავიდანვე მონდომებით არ მოეკიდება მორჩილებას და იესოს ლოცვას, შეგიძლია ცოცხლად გამოიტირო - ბრმად ნაშობია და ასეთადვე მოკვდება. გადაყრილად ჩათვალე ფული, რომელიც წმინდა მთაზე მის მოსაყვანად დაიხარჯა. სულიერად მრუშია ის, ვინც მოძღვრის ნებას საკუთარი ნდომა ანაცვალა. ერთი სიტყვით ურჩი ბერი სატანის ვაჟიშვილია.“

აგრეთვე აგვიხსნა, თუ ადამიანი შესძლებს სიამაყის შემუსვრას, ის საღმრთო განგებულების შემეცნების საძირკველსაც ჩაყრის. სიამაყე და ღვთის მადლი ვერ თანაარსებობენ ადამიანში. მორჩილება თვითნებობას აღკვეთს, რის გამოც ის სიამაყის მხეცის განდევნის ერთადერთი საშუალებაა. მასწავლიდა, რომ ვინც მორჩილებას არ ასრულებს, ის თვითონ ცდილობს სხვების დამორჩილებას.

- თუ ერთ მოძღვარს არ დავემორჩილებით, მაშინ ბევრთან მოგვიწევს მორჩილების შესრულება.

- მამაო, რას გულისხმობ? - ვკითხე მე

მან ამიხსნა:

- მომისმინე, რას ვგულისხმობ შვილო ჩემო, ეს ბევრნი არიან: ჩვენი მრავალფეროვანი სურვილები, ბევრგვარი ვნებები, მოკლედ - ეშმაკები. და ამ ყველაფერში ძალზე ცუდად გავიხლართებით ხოლო, როცა მარტო ერთ მოძღვარს ვემორჩილებით - ამით ღმერთს ვემორჩილებით. ღმერთს ჩვენი სიყვარული რომ დავუმტკიცოთ, უარი უნდა ვთქვათ პირად სიკეთეებზე, ანუ შევძლოთ თვითაღკვეთა, თავის მსხვერპლად გაღების მორჩილების აღსრულება. ეს ნიშნავს, რომ მორჩილებას ქრისტეს სიყვარულის გამო ვასრულებთ. როცა ჩვენს ნებაზე ცხოვრებას ვიწყებთ, მაშინ სურვილებისა და ვნებების მორჩილებაში ვართ. ისინი ხდებიან ჩვენი წინამძღოლები. ხოდა მომრავლდნენ. წინამძღვრის ურჩი მორჩილები.

ერთხელ, ხომალდით დაფნიდან ჩვენს სავანეში ვბრუნდები. ერთ-ერთი სავანის ჩემთვის კარგად ნაცნობი იღუმენიც იქ ბრძანდება. მას თან ახლავს მორჩილი, რომელიც თავის მოძღვარს ელაპარაკება, ელაპარაკება, ელაპარაკება... ეს საბრალო უსმენს ჩუმად, მორჩილად. მორჩილი თავის წინამძღვარს არიგებს, შენიშვნებს აძლევს, ამხილებს და ეწინააღმდეგება. წინამძღვარი გამოცდილი ადამიანია, ამიტომაც დუმილით უსმენს. დადარდიანდა, მაგრამ დუმდა, რა თქმა უნდა იმიტომ, რომ ხომალდზე მყოფ მამებთან თავისი მორჩილის შერცხვენა არ უნდოდა. მათი შემყურე მეც დავდარდიანდი. ვფიქრობ: „ეჰ, ვინ იცის რა ხდება ახლა ამ ბერის გულში?“

თვით მეც შემემთხვა მსგავსი რამ. მორჩილთან ერთად სავანიდან დაფნში მივცურავ, მთელი გზა პირი არ დაკუმა, ელაპარაკება ხან ვის და ხან ვის! ხომალდიდან რომ გადავედით, ვეუბნები: დღეს ენა არ გაგიჩერებია! პატიება ითხოვა. ვის რაში არგია პატიების თხოვნა. შენმა ენამ ჩემი თანდასწრებით იმდენი რამის თქმა მოასწრო, რომ მოსალოცად გაქვს საქმე - მეთქი. ასეთი საყვედურის ჯილდო ელოდებათ ურჩ მორჩილებს. კარგი მორჩილი ექსპრესით მისრიალდება უფლის ტახტამდე. საზვერეებზეც კი ვერ შეაჩერებენ, გზიდან ჩამოეცლებიან. რატომ? ხელჩასაჭიდ ცოდვას ვერ უპოვიან! აი, ამიტომ!

თუმც ბერი იოსები, თავად ისიხასტი ბრძანდებოდა, მაინც ამას ამბობდა:

- კარგი მორჩილი მეუდაბნოეზე და ისიხასტზე მეტიაო.

- რატომ, მამაო? ვკითხე ერთხელ.

- იმიტომ რომ ისიხასტი საკუთარ ნებას ასრულებს. ისე ცხოვრობს როგორც თვითონ თვლის საჭიროდ. წინ ვინ გადაეღობება?! ვერავინ დააბრკოლებს. აი, რაც შეეხება კარგ მორჩილს, ის სულიერი მამის ნების შესასრულებლად მოვიდა. მორჩილების სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი თავისუფლება ეზღუდებათ.

თავისუფლება ადამიანისთვის სამეფოა, მას თუ წაართმევ ცხოველივით იქნება, პატიმარს ან ტყვეს დაემსგავსება. მაგრამ დედამიწაზე მორჩილის ნებაყოფლობით ტყვეობას, მოძღვრის ხელმძღვანელობით თავისი ნების სრულ აღკვეთას, ძალიან ძვირფასი შედეგი მოსდევს: სული ხდება თავისუფალი! ეს კი ვიწრო ბჭეში შესვლის კადნიერებას ანიჭებს - მისთვის იხსნება კარი.

წმინდა მამები ბრძანებენ, რომ მორჩილის წოდება დიდებულ ღვაწლად ითვლება და ორმაგად ჯილდოვდება. მამა მოსე მურინის თანახმად: „იჩქარე, შვილო, იქ გაეშურე სადაც მორჩილებაა, იქ არის სიყვარული, თანხმობა, მშვიდობა, მადლი, წყალობა და ღიაა კარი.“

დიდი ბერის ეს სწავლებანი ახალგაზრდა ბერებისთვის ის ქვაკუთხედი და მტკიცე საძირკველი გამოდგა, რომელზეც ჩვენი მომავალი დავაშენეთ. არაფერიც არ გამოვიდოდა, ეს სწავლებები რომ არ გვქონოდა და თვით ჩვენც სიბეჯითე არ გამოგვეჩინა.

თუ ადამიანს არა აქვს თვითაღკვეთის და სურვილების დათრგუნვის ძალა, ის გზაზე ბევრ დაბრკოლებას გადაეყრება. სულ ვიღაც აწყენინებს, გააჯავრებს, მუდამ სხვები იქნებიან მის მიმართ დამნაშვენი და ეს დატანჯავს. როცა მორჩილი ხელს აიღებს თავის სურვილებზე, გაემიჯნება მათ და მოძღვარს დაემორჩილება, ამით შეასრულებს უფლის ნებას და ბედნიერად იცხოვრებს; პატარა ბავშვს დაემსგავსება - სულიერ ახალშობილს: გულს ვეღარავინ ატკენს, სულის ხსნისთვის ზრუნვა აღარ დასჭირდება. ძალიან ბედნიერად იგრძნობს თავს. თოთო ბავშვივით ტკბილად დაიძინებს და გაიღვიძებს. რა თქმა უნდა პატარები მოუმწიფებელი გონების მიზეზით იქცევიან ამგვარად, ჩვენს შემთხვევაში კი აღსერულება მოციქულის ნათქვამი - „ბოროტისათვის ყრმა იყვენით“ (I კორ. 14:20).

რაც ზემოთ ვთქვი საქმეში მაქვს ნაცადი, ბერ იოსებთან ცხოვრების დროს მართლაც ახალშობილებს ვგავდით. სრულიად ბედნიერი ვიყავი. თავიდან, მონაზვნურ გზაზე დასარჩენად და დასამკვიდრებლად ბრძოლა დამჭირდა, მთელი დანარჩენი ცხოვრება კი დღესასწაულად მექცა. ფიზიკური შრომა ბევრი იყო, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი სულში მშვიდობა და სიხარული მქონდა. აღარც სიკვდილი მაშინებდა და არც საშინელი სამსჯავრო. ამ მდგომარეობის გამო ვლოცულობდი რომ თუ შესაძლებელი იყო, მორჩილებაში ყოფნის დროს გარდავცვლილიყავი. ასე შემდეგი მიზეზის გამო ვფიქრობდი: მომავალში როცა ბერი იოსები გავა ამ ქვეყნიდან, აღარავის დაჯერება არ იქნება აუცილებელი. ვიქნები თავისუფალი, მომიწევს პასუხისმგებლობების აღება. ჩავეფლობი საზრუნავებში, აზრებში, იძულებული ვიქნები ჩემი წარმოდგენებით და შეხედულებებით ვიცხოვრო, ახლა კი პასუხს რატომ მომთხოვენ? - მე ხომ მამის კურთხევით ვცხოვრობ. სწორედ ეს არის გარანტირებული გადარჩენის შანსი. როცა უარს ვამბობ ჩემს სურვილებზე და მოძღვრის ნებას ვასრულებ, მაშინ ღმერთის ნება ჩემს ნებად იქცევა, ანუ მოძღვრის მეშვეობით ღვთისთვის სათნოდ ვცხოვრობ.

ასეთ მდგომარეობაში მყოფმა ერთხელ ვკითხე დიდ ბერს:

- მამაო, არ მაქვს ცოდვების და სიკვდილზე ფიქრის განცდა, არც საზვერეების გავლა მაშინებს! ლოცვის დროს ვცდილობ ჩემი თავი მეორედ მოსვლის მომენტში მსაჯულისგან მარცხნივ წარმოვიდგინო, რადგან ვიცი მრავლად მაქვს ცოდვები და წესით უნდა ვგლოვობდე, მაგრამ არ გამომდის, რატომღაც თავისთავად, ძალდაუტანებლად მარჯვნივ მივიწევ. იქნებ ეს ხიბლია?

- ოჰ, შე ბრიყვო! მართლა ვერაფერს ხვდები?

- ვერ ვხვდები.

- მორჩილების პერიოდში თავს მსუბუქად იგრძნობ, რადგან ის ტვირთი, შენ რომ უნდა გეზიდა, მე მადევს მხრებზე. თავის მართლება რაში გჭირდება როცა თავისუფალი ხარ. წახვალ მარჯვნივ აბა რა! ხელს რა შეგიშლის? საკუთარ ნებაზე რომ ცხოვრობდე, შენი ტვირთი შენთანვე დარჩებოდა და მაგ თავისუფლებას ვეღარ იგრძნობდი.

- დიახ, მამაო. მე მხოლოდ იმაში ვარ დარწმუნებული მარჯვენა კი არა, მარცხენა ადგილს ვიმსახურებ.

ბერი სიმართლეს ამბობდა - ჩვენ მასთან შეთანხმების გარეშე არაფერს ვაკეთებდით. სულ სიხარულს ვგრძნობდი, რადგან განზრახვები და გულისთქმები არ მტანჯავდა.

- მამაო, რატომ არ მაწუხებს გულისთქმები?

- იმიტომ, რომ შენი ტვირთი მე მიმაქვს.

ვცხოვრობდით, როგორც მწირი აღსასრულის მოლოდინში. სიკვდილს არაფრად ვაგდებდით. მეტისმეტი გაჭირვებისა და სუსტი აგებულების გამო ტუბერკულიოზის ნიშნები გამომაჩნდა: მაღალი სიცხე და მკერდში სიმძიმის გრძნობა, მაგრამ ეს არ მადარდებდა. ჩემი ქცევით მოძღვრის გულის მოგებაზე ვზრუნავდი და ის მაფიქრებდა, თუ სულის როგორ მდგომარეობაში გავიდოდი ამ ქვეყნიდან. ორი აზრი არ არსებობს: აამებ მოძღვარს? - აამებ უფალს. სულიერი წინსვლა და სრულყოფილება არის მოძღვრისა და ღმერთის გულის მოგების საშუალება. ამით მივიღებთ უფლის კურთხევას."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 18 2020, 02:02 PM
პოსტი #2687


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"ერთხელ დიდმა ბერმა, თავისი ერთი მორჩილი წინასწარ განზრახვით, უხეში სიტყვებით გაგზავნა სამუშაოდ. მან ჩვეულებისამებ უპასუხა: „როგორც მაკურთხებთო“ და დაემორჩილა. მაშინ ბერმა გვერდით მჯდომ ეფრემ კატუნაკელს უთხრა:

- რა საამურია უფლისთვისაც და მოძღვრისთვისაც, მორჩილისგან ნათქვამი: „როგორც მაკურთხებთ.“ მან მიმავალ მორჩილს ჯვარი გადასახა და ჩურჩულით დაადევნა: „უფალმა გაკურთხოს!“

მის დარიგებებსა და დავალებებს დიდი ყურადღებით ვისმენდით და მონდომებით ვასრულებდით.

მე მამა არსენის მორჩილიც ვიყავი. მახსოვს, ახალდამწყები ვარ და ჩვენ ორნი ხახვს ვრგავთ. ამ საქმეს პირველად ვაკეთებდი და არ ვიცოდი ხახვი როგორ იზრდება. მე დავრგე ბოლქვით მიწაში, ფოჩებით ზემოთ. მამა არსენი მეუბნება:

- ასე უნდა ხახვის ჩარგვა შე უკუღმართო?

- მაშ რანაირად, მამაო?

- ბოლქვი ზევით უნდა მოაქციო და ფოჩები მიწაში.

- როგორც მაკურთხებთ.

ასე დავრგე ხახვი უკუღმა. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა გაიზარდნენ, თანაც - მშვენივრად. მორჩილების შედეგად, უკუღმა დარგულმა წაღმა გაიხარა. ასე მზრდიდა მამა არსენი.

ერთხელ ბერმა იოსებმა მე და ერთ-ერთი ძმა ყურძნის საკრეფად გაგვიშვა. მას არ უთქვამს გვქონდა თუ არა ჭამის უფლება. მთელი დღე მტევნებს ვჭრიდით და მარცვალიც კი არ გაგვისინჯავს. ვენახის პატრონიც ბერი იყო. გვეუბნება:

- მიირთვით ძმებო, ნაკურთხია.

ჩვენმა უარმა ის აღაფრთოვანა. ამბობს:

- ხედავ, რა მორჩილები ჰყოლია ბერ იოსებს!

მოგვიანებით, მამა ეფრემ კატუნაკელსაც გაოცებული მოუთხრობდა:

- ეს რა მორჩილები გყოლიათ! მთელი დღე ყრძენი კრიფეს და გემო არ გაუსინჯავთ: „რა დროს ჭამააო!“

არც სხვა დროს გვიღალატია ჩვენი ბერის მოთხოვნებისთვის."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 19 2020, 09:46 AM
პოსტი #2688


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"ამ ნეტარი მამისგან შევითვისეთ, რომ რაზეც თვითონ არ ფიქრობს, არც ჩვენ უნდა გავივლოთ თავში. ამას ძალიან ადვილად შეგვაჩვია. მე, უბადრუკმა თავში ჩავინერგე: „წავაგებ, თუ არ შევასრულებ იმას რასაც ის მასწავლის. ეს ისეთი წაგებაა, რომელსაც ვეღარ გამოვასწორებ. რომ მოვკვდე, ვერავინ გააკეთებს იმას რაც სოცოცხლეში მე უნდა მომესწრო.“

ესაა მდგომარეობა, რომელიც სულიერ სიმარჯვეს მოითხოვს, თან მუდმივი მზადყოფნაც საჭიროა. ვცდილობდი ბერს მარტივად - მორჩილად მივყოლოდი კვლდაკვალ. რამდენადაც კი შევძლებდი, მისნაირად მერწმუნა, მეფიქრა, მეზაროვნა. ჩემთვის მისი სიტყვები ოქრო იყო და ბრილიანტი. ვამბობდი:“ ჩემს სიცოცხლეში სხვა სულიერი მოძღვარი არ მინდა.“

ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, არც - კი ვიცოდით რას ნიშნავს ბერთან ურჩობა. პირიქით, მისი მრწამსი ჩემი მრწამსი იყო. მისი კრედოსგან განსხვავებული განზრახვა და წადილი თავში არ გამივლია - ეს დანაშაულად მიმაჩნდა. ამგვარად იმიტომ ვიქცეოდი, რომ ჩემი აზრით მორჩილი ასეთი უნდა იყოს და არა - დავალებების ფორმალური შემსრულებელი. მორჩილება მსურდა არა მარტო სხულებრივად, არამედ სულით, გულით, მთელი არსებით. ვგრძნობდი, რომ ბერის ლოცვა და დედაჩემის ლოცვა მეხმარებოდა ჭეშმარიტ მორჩილებაში - ღმრთივმორჩილებაში. ბერის გადაწყვეტილებებს ყოველთვის ვეთანხმებოდი.

ბერული ცხოვრების დასაწყისში ეშმაკი აზრებს მიფორიაქებდა, ბობოქრობდნენ გულისსიტყვები, მოგონებები, მშობლები მენატრებოდა. ვფიქრობდი: „როგორ გავანაწილო ეს სიყვარული ღმერთსა და მშობლებს შორის?“ ამას მე ღვთის მიმართ მრუშებად ვთვლიდი. მოძღვარმა გავსწავლა: უპირველეს ყოვლისა ღმერთი უნდა გვიყვარდეს, მას ამაში ვერავინ ვერ უნდა ჩაეზიაროს. ის უნდა გვიყვარდეს, როგორც ერთდერთი და ჭეშმარიტი მამა ამ სიტყვის ყველაზე ღრმა გაგებით. ხოლო დედა კი - რა თქმაუნდა ღვთისმშობელია. ვგრძნობდი, რომ უფალი იცნობს ჩემს გულს, ამიტომ მისდამი გულწრფელობის და სიყვარულის სრულად მიძღვნის მოთხოვნილება მქონდა.

ბერი გვარიგებდა რომ უფლის და სულიერი მამის მიმართ გულწრფელი ვყოფილიყავით. ამაში გულისხმობდა გულწრფელ აღსარებას. ჩვენც ასე ვიქცეოდით. პირადად მე ვცდილობდი მისთვის გახსნილი და გასაგები ვყოფილიყავი. უმნიშვნელო გულისთქმებიც კი არ დამემალა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი ქცევა სულიერ მრუშობას დაემსგავსებოდა. სურვილები სუფთა უნდა მქონოდა, გულისთქმები თუ შემაწუხებდა არ დამემალა: როგორ მიდიოდა ღამეული ლოცვითი ფხიზლობა, მამებთან ურთიერთობა, ხელსაქმის სიძნელეები, ყველაფერი იცოდა. მე ასე ვფიქრობდი: „მორჩილების დასაწყისი თუ ცუდია, ბოლო რანაირად იქნება კარგი.“
ბერის ლოცვის ხელშეწყობით დიდ სიხარულში ვიყავი. არ მაწუხებდა დანაშაულის და პასუხისმგებლობის ტვირთი. სული ისეთი მსუბუქი იყო და ხორციელი თვალი ისე ნათლად მხედველი, რომ ვფიქრობდი: „ნეტავ რა მჭირს?“ მერე ვკითხე:

- ძალიან ნათლად ვხედავ ყველაფერს. რა არის ეს?

- ეს მორჩილების ნაყოფის ერთი ნაწილია.

არაფერი მაშფოთებდა - ჩემი სულის ხსნაც კი. ასეთი უშფოთველი რომ მოვკვდე ნეტავ რა ვუთხრა ღმერთს? ცოდვები ვაღიარე, ყველა მოქმედებაში მორჩილი ვარ, მოძღვარმა იცის რასაც წარმოვადგენ, ამპარტავნულ აზრებს არ შევუწუხებივარ. ვხვდებოდი რომ ეს ჩემი წარმატებები კი არა ბერის ლოცვის შედეგი იყო. თუ მორჩილი აღსარების დროს სულს არ გაიშიშვლებს, არ იქნება წრფელი და გულს არ გადახსნის, მისი დასაწყისი ცუდი იქნება, ბოლო კი - უარესი.

თუ ადამიანი თავისთან დაიტოვებს ეშმაკისგან დათესილ ბოროტებას, საიდანაც წარმოიშვება ძველი ადამიანის ვნებები, თუ მათ არ ვაღიარებთ, არ გავიწმინდებით, არამედ გულში დავიტოვებთ და სულში გადავხარშავთ - ეს ღვაწლში დაგვაბრკოლებს. სული ვერ გამოჯანმრთელდება. ჯანმრთელობაში მის გადარჩენას ვგულისხმობ. კუჭი საჭმელს რომ ვერ მოინელებს, მისი ამონთხევა სურს. ასე რომ არ მოიქცეს და პირიქით - საკვები დაამატოს, ისიც გაფუჭდება და კაცის ზოგადი მდგომარეობაც. თუ ამოანთხევ მავნე საკვებს და ცხელ ჩაის დალევ, კუჭი გასუფთავდება და შემდეგი საკვებიც შეგვერგება.

აღსარების დროს სული ყველაფერ არაჯანსაღს იშორებს და სუფთავდება, სინანულის ცრემლებით იწმინდება და ეძლევა სუფთა საკვები, უფლის მადლი, განმანათლებლობა და ნათელი გულისთქმები. ასეთი ადამიანი უკვე ჯანმრთელია. ამიტომ, ჯერ უნდა ჩავსახოთ და ვშვათ ღვთის შიში, რომელიც მიგვიყვანს კეთილ საწყისთან, სულიერად აღზრდის და გაანათლებს ადამიანს.

მოძღვარი მეუბნებოდა: „ხომ გინახავს ბერი, რომელიც დაეცა და დეზერტირი გახდა? ეს დამალული გულისთქმებისგან დაემართა. ახლადგამოჩეკილი გველის წიწილები ანუ ბინძური გულისთქმები, ზრახვები და აზრები თუ მაშინვე არ მოიშორე (ანუ აღიარე), წამოიზრდებიან - შხამი დაუგროვდებათ, დაგკბენენ და მოკვდები. გინახავს ადამიანი ხიბლში? ეს დამალული გულისთქმებისგან დაემართა.“

იგი გვიყვებოდა ბერებზე, დამალულმა გულისთქმებმა რომ დააზიანა. ხიბლში ის იგულისხმება როცა დაცემული ანგელოზი ჩააგონებთ: „აღსარებაში ეგ არ თქვათ“, მათ კი ნათლის ანგელოზი ეგონათ და უჯერებდნენ; ზოგი თავსაც იკლავდა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 20 2020, 11:52 AM
პოსტი #2689


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სულის მოსაპოვებლად სისხლი უნდა გაიღო (გაიღე სისხლი - მიიღე სული)

(გაგრძელება)

"ბევრი აკრძალვა და სხეულებრივი უძლურება გვქონდა, თავს ვერ ვუვლიდით. გაიჭერი რამე - გადაიბანე წყლით ან დაიყარე მიწა. სპირტის გამოყენების შანსი არ იყო. მას ალბათ ვეღარასოდეს ვნახავდით. წამალი თვალით არ გვინახავს. ღმერთიც ვერ გვიშველიდა, მას რომ ჩვენს ხელთ წამალი შეემჩნია - შხამის დანახვის მსგავსი რეაქცია ექნებოდა. მისი განაჩენი „სიკვდილი“ იყო. სიკვდილისთვის მუდამ მზად უნდა ვყოფილიყავით, კბილი გტკივა? აა! გვერდიც? გაცივდი? „საიმქვეყნოდ მოემზადე, მოკვდი! მოკვდი, რომ ქრისტესთან მიხვიდე. აქ მაგისთვის არ მოხვედი? ცხადზე ცხადია აქ დასასვენებლად არ მოსულხარ.“ და დაამატებდა: „აქ ყველა სიძნელესთან პირისპირ შესახვედრად მოვედითო.“

ექიმი რომ ახსენო შეიძლება თავი დაკარგო:

- ექიმი თუ გინდა, ერში დაბრუნდი. შენ, ბერმა ექიმი მოისურვე! ბერი რომ გახდე, სიკვდილის განაჩენს უნდა მოაწერო ხელი. სიკვდილისთვის მზად თუ ხარ - დარჩი. მზად ხარ?

- დიახ.

- მაშინ ექიმს ნუ მთხოვ, მკურნალობას ნუ მთხოვ, საერთოდ ნურაფერს ნუ მთხოვ. ან მოკვდი, ან წადი.

მე ვამბობდი: „სად წავიდე? ვის მივადგე?“ და მივხვდი: აი ამ დიად შრომასა და გმირულ მოთმინებაში იყო დამალული უფლის მადლის განძი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 21 2020, 10:47 AM
პოსტი #2690


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

„ფეხის დასაბანი წყალი არ გვქონდა. „წყალი დასალევადაც არ გვყოფნის. შენ თუ ფეხის დაბანა გინდა, ჩადი ზღვაზე, ამოტანე წყალი და დაიბანე.“ კოვზს და ჩანგალსაც ვერ ვრეცხავდით. ჭამის მერე ნაჭრის ხელსახოცით ვწმენდიდდით და მასშივე ვახვევდით. ჭუჭყისგან კაპრონივით გაუხეშებულიყო. რომ გაგვერეცხა სუფს მივიღებდით. მასზე წყალს ვინ დაგვახარჯინებდა.

თეფშების გარეცხვაც გვასწავლა. ნასადილევს წყალს დავასხავდით, მოვავლებდით და ვსვამდით. მერე კი ცარიელ თეფშს მოვლოკავდით. ასე იმიტომ ვიქცეოდით რომ არაფერი გადაგვეგდო. ყველაფერზე შრომა იხარჯება, გადაგდება არ შეიძლება. ჩვენს სტუმრებსაც იგივე ევალებოდათ. გვეწვია ცნობილი ბანკირი, გაიშალა სუფრა. სადილის შემდეგ ჩვენებურად დავიწყეთ თეფშების „რეცხვა“. ბერმა მას უთხრა: „ბატონო, შენც ასევე უნდა მოიქცე“. და მანაც „გარეცხა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 22 2020, 10:15 AM
პოსტი #2691


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

„წყალი არც სადილის გასაკეთებლად გვყოფნიდა. ავზში იმდენი უწმინდურობა ცვიოდა: თაგვი, გველი... პირდაპირ, ყარდა! ორი ფორთოხლის ხე გვედგა და იმას ვუსხამდით. ბერი ხშირ-ხშირად მეუბნებოდა: „ყმაწვილო წყალი მოარბენინე“. ზემოთ მამა გერასიმე მიკრაიანანიტუ ცხოვრობდა, საგალობლებს თხზავდა, იქნებოდა ასე 45 წლამდე. ავიღებდი ბენზინის სამხედრო კანისტრებს, ბიდონს ვეძახდით, ბლომად წყალი ჩადიოდა, პირჯვარს გადავისახავდი, ერთს ზურგზე მოვიგდებდი, მეორე ხელით მიმქონდა. ძალიან მძიმეები იყო. ციცაბო კლდეზე ფეხი რომ დამსხლტომოდა, სიკვდილი არ ამცდებოდა. თუ არ დავიშლებოდი, დავსახიჩრდებოდი მაინც, შიშით და კანკალით ვეშვებოდი, მაგრამ ბერის ლოცვა მფარავდა - არცერთხელ არ დავგორებულვარ. მამა გერასიმე მიცქერდა და ვებრალებოდი:

- ასეთი სავსე ბიდონებით როგორ ივლი ბერუკავ?

ალერსით ჩამაცივდებოდა, გამასპინძლებას ცდილობდა, არაფერს ვართმევდი. მოძღვარი მეუბნებოდა: „არ აიღო არაფერი!“ ანგელოზიც რომ დაშვებულიყო ციდან, იმასაც არ გამოვართმევდი. რას იზამ მორჩილებაა! მორჩა და გათავდა!

- ვჩქარობ, მამაო, სადილის მოსამზადებელი წყალი არ გვაქვს.

წყალს ოქროს ფასი ედო. პირს ცრემლებით ვიბანდით, ფეხებს კი- ზღვაზე ჩასვლისას. ტანსაცმლიდან მხოლოდ საცვლებს ვრეცხდით. მძიმე, მაგრამ ღვაწლით სავსე წლები გავიარეთ. შრომის და ოფლის მიუხედავად ცხოვრება არაჩვეულებრივი იყო, ხოლო ყოველი ღამე- განსაკუთრებული.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 23 2020, 12:35 PM
პოსტი #2692


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

„ერთხელ ჩვენი წინამძღოლის ნაცნობი მღვდელი გევსტუმრა საბერძნეთის ვაკეებიდან. ღამის გასათევადაც დარჩა, აბა სად უნდა დაგვეძინებინა? ადგილი არ გვქონდა. ჩემი საწოლი დავუთმე, მე კი ეზოში გავათენე. ღამე გაეღვიძა, გამოვიდა გარეთ. სულიერი არ ჩანს. შეშინდა. მე სკვნილზე ვლოცულობ. ვეკითხები:

- როგორ დაისვენეთ?

- აქ როგორ ძლებ? მე შიშმა ამიტანა!


- რამ შეგაშინათ?

- უდაბნოს მდუმარებამ..


- ეს ხომ ჯადოსნურია, ნამდვილი ტკბობაა!

- რა არის ეს, ლამის გული გამისკდეს?


- რა გაშინებთ, აგერ ეზოში ვართ, გდარაჯობთ, გამოიძინეთ.

ხოლო დილით გამოსულმა ჩემი სენაკის თავზე გადმოკიდებული კლდე რომ შეამჩნია:

- აქ რა გაძლებინებს? რომ ჩამოვარდეს ხომ გაგსრესს.

- რას ბრძანებთ! არ ჩამოვარდება.


- არა, რომ ჩამოვარდეს?

- თუ უფალს სურს, ჩამოვარდება. მაგრამ მე დამიცავს.


- მის ქვეშ დგომისას რომ ჩამოვარდეს?

- მაგ დროს ღმერთი შეაკავებს


ერთმანეთს ვერაფერი გავაგებინეთ - სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობდით. ის ყველაფერს ჭკუა-გონებით ზომავდა, ჩვენ კი მოძღვარმა რწმენით აზროვნებას მიგვაჩვია.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 24 2020, 10:09 AM
პოსტი #2693


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

„ბერი იოსების გასაცნობად ათონის მთის წმინდა პავლეს მონასტრიდან ხუცესი გვესტუმრა, დავითი ერქვა, ნამდვილი გოლიათი. ბლომად მწვანილი და ბოსტნეული მოგვიტანა. მოძღვრის ნებით მას ჩემი სენაკი დავუთმე. შეიხედა შიგნით და თავზარდაცემული მეკითხება:

- ძმაო, აქ რა გაძლებინებს?

- რას გულისხმობთ მამაო დავით?


- ამ მკაცრ პირობებში რა გაძლებინებს-მეთქი?

- ვერც კი გადმოვცემ როგორ სიხარულში ვცხოვრობთ, პირდაპირ სამოთხე გვაქვს. ამას მე არაფერზე არ გავცვლი.


- მე უარს ვამბობ. მონასტერში უნდა დავბრუნდე.

ჩვენმა ბერმა ერთი ბოთლი ღვინო აჩუქა. გაიარა დრომ და წმინდა დიონისეს მონასტრის საეკლესიო სკოლაში მას ისევ შევხვდი. მოვიდა ჩემთან და იგივეს მეკითხება:

- თქვენც ხომ ჩვენნაირი ბერები ხართ, ნეტავ იქ რა გაძლებინებთ?

- უფლის მადლით ვცხოვრობთ. ის რომ არ გვაძლიერებდეს, ვერც ჩვენ შევძლებდით.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 25 2020, 11:44 AM
პოსტი #2694


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

უკანა საღეჭი კბილი მქონდა გამოხრული, ერთხელაც ისე ამტკივდა რომ ვეღარ გავუძელი:

- მამაო, შეიძლება კბილის ამოსაღებად წავიდე?

- ვერ წახვალ, უნდა მოითმინო.

- როგორც მაკურთხებთ.

გავბრუნდი სალოცავად, მაგრამ ტკივილი გონებას აბნელებს, ლამის ფანჯრიდან ვისკუპო.

- მამაო, ეს ტკივილი შემშლის, ვეღარ ვუძლებ, ფანჯრიდან გადავხტები!

- ეგ არაფერი! სიკვდილამდე მოთმინება გვმართებს.


- მოთმინება?! როგორც მაკურთხებთ.

ჩემი ტანჯვა მამა არსენმა შეამჩნია და ჩარევა გადაწყვიტა, მივიდა და უთხრა:

- მამაო, შენ კბილის ტკივილი არ გამოგიცდია, აი როცა აგტკივდება მაშინ მიხვდები რაც არის.
-
მართლაც, ბერს კბილი არასდროს სტკიებია, სწორედ ამ გამოუცდელობის გამო არ მიშვებდა; ეკითხება მამა არსენს:

- ამისთანა განა რა არის?

- რა ტკივილიაო? ეგ მე მკითხე, გამოცდილი მაქვს - ის ტვინს ურტყავს, თავს ბურღავს, გაუშვი ამოსაღებად.


- უნდა მოითმინოს.

ოჰ, ღვთისმშობელო! ამას როგორ გავუძლო? ახლა თავი გასკდება, ნერვები დამაწყდა, ეს ტკივილი გადამიტანს! გაჭრა მამა არსენის შუამდგომლობამ, ბერი მეუბნება:

- კარგი, ხო, კარგი - გაგიშვებ მამა არტემთან, მარწუხით ამოგაძრობს.

ის ბერი, ორი მორჩილით წმინდა ანას სავანეში მოღვაწეობდა, შესაფერისი განათლება არ მიუღია, მაგრამ მაინც ექიმობდა, რაც ღვთის წყალობა იყო. აბა ამ კლდე -ღრეში სხვა ვინ გვიმკურნალებდა. მაგრამ - უკანა კბილის მარწუხით ამოძრობა?! თუმცა, ჩვენი ბერის არ იყოს, მანამდე არც მე მტკიებია კბილები. ამიტომაც გაბედულად წავედი მამა არტემის საძებნელად. მამა ხარლამპი ამბობს:

- ცუდად არის ამ ყმაწვილის საქმე. ცოცხალი ვეღარ მობრუნდება.

მე კი გავეშურე კბილის ამოსაღებად. წმინდა ანას სავანესთან დიდი ეკლესიაა, დავიწყე ლოცვა:

- წმინდაო ანა, ახლა საით მივდივარ თვითონაც არ ვიცი. ცუდი რამ რომ არ დამემართოს გთხოვ მიხსენი ამ ტკივილისგან.

მან შეისმინა და ტკივილი გაქრა. შესამოწმებლად ბალახი გავკვნიტე, ჩავღეჭე - არ მტკივა, უკანვე გავბრუნდი, ბერი მეკითხება:

- უკვე ამოგაძრო?

მე მოვუყევი რაც გადამხდა.

- კარგია, გაგმართლებია, შენს ადგილზე დაბრუნდი.

მაშინ ნამდვილად გამიმართლა. მამა არტემი ვერ მიხვდებოდი თუ რომელი კბილი მტკიოდა. შეიძლება საღი ამოეღო. მამა ხარლამპის რომ მოვუყევი, მითხრა:

- შენ რომ კბილი ამოგეღო, გრძნობას დაკარგავდი.

კიდევ კარგი რომ წმინდა ანა შემეწია!


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 26 2020, 12:10 PM
პოსტი #2695


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

„ორი წლის შემდეგღა მივხვდი რასაც გადავურჩი. მაშინ უკვე ახალ სავანეში ვმოღვაწეოდბით. იგივე კბილი ამტკივდა, მივედი ჩვენს ბერთან:

- მის ამოსაღებად მაკურთხეთ.

- წადი კარიესში, ამოიღე და დღესვე დაბრუნდი.


მე კი იქამდე მისაღწევად დაფნისთან უნდა მივიდე. ამას ორი-სამი საათი სჭირდება. იქიდან ხომალდით ვიმგზავრო და კარიესში ფეხით ავიდე - ესეც ორი-სამი საათი. ძნელია ერთ დღეში მოასწრო. სხვა მამები ან იქვე ათევდნენ ან კუტლუმუშის მონასტერში. მაგრამ, ბერმა მითხრა ღამე არ დარჩეო!

კარიესში კბილის ექიმად ბერი ნიკიტა გვემსახურებოდა. ეს პირველი, ძალიან გამოცდილი პროფესიონალი სტომატოლოგი იყო წმინდა მთაზე. ჩამხედა და მითხრა:

- ჯანმრთელი კბილია, ცოდოა მაგის ამოღება, ამიტომ გიმკურნალებ.

- ბერმა მითხრა ამოიღეო.


- მოდი ვუმკურნალოთ, ახალგაზრდა ხარ, საცოდაობაა მაგის ამოღება, მერე ხელოვნური დაგჭირდება.

- ბერმა მითხრა ამოიღეო. მიდი, მიდი ამოიღე!


ექიმი მიხვდა: ეს პატარა, მოსულელო ბერი მოძღვრის მორჩილებას ასრულებს. გამიყუჩა. ექაჩება, ექაჩება... ცოტა სული მოითქვა. ისევ დაქაჩა, როგორც იქნა ამოაძრო. მაშინღა მივხვდი თუ რას გადავიტანდი ორი წლის წინ მარწუხით რომ ამოეღოთ.

- ესეც ასე, ამას მე დავიტოვებ, იმიტომ რომ ტყუილად ამომაღებინე.

ღირებულება გადავიხადე და წასასვლელად ავჩქარდი

- საით? მეკითხება ის.

- ახალ სავანეში ვბრუნდები


- არ შეიძლება, სისხლდენა რომ დაგეწყოს პასუხსმე მომთხოვენ.

- ვერ დავრჩები. ბერმა დაბრუნება მიბრძანა- ე.ი. ვბრუნდები.


- რა გელაპარაკო, შეშლილი ხარ! სისხლის შესადედებელ წამალს დაგადებ და დაფნში რომ მიხვალ წამლიანი საფენი გამოცვალე, მერე კი მარილიანი წყალი გამოივლე.

- კარგი.


დაფნიში საფენი შემიცვალეს და მოძღვრისკენ გავეშურე. გზა და გზა ზღვის წყალს ვივლებდი. მკაცრი მოძღვარი არ ხუმრობდა: „მოითმინე! და რაც იქნება - იყოს.“ მე არ ვიცი XX საუკუნის ათონზე, სხვა ასეთი წმინდა მამაც თუ იღვწოდა. ის იყო მკაცრი, მამაცი, ძლიეირ ხასიათის ადამიანი, ღვთის ნების ძლიერი რწმენით: - თუ სიკვდილი გიწერია, მოკვდები. თუმცა, სიცოცხლის მიწურულს, მედიცინისადმი მიდგომა შეცვალა. სწორედ მისი გარდაცვალების წინა დღეებში გავხდი ავად, მაგრამ მორჩილი ვიყავი და ექიმთან არ წავედი. ბოლოს რჩევა ვკითხე, თუ როგორ მოვქცეულიყავი. მან მითხრა:

- შენ ავადმყოფობ, ფიზიკურად სუსტი ხარ, ამიტომ უნდა იმკურნალო. ამ საკითხის მიმართ ჩემს შეხედულებას ნუ მიაქცევ ყურადღებას იმიტომ, რომ ავად ხარ. მკურნალობა და წამალი რომ დაგჭირდება ექიმს მიმართე, მაგრამ მისი ეს გაკვეთილი სიბერეშიღა ავითვისე, მივხვდი რომ უნდა შევისმინო. ბრძენი სოკრატი გვარიგებს - მოსწავლე სულ უნდა სწავლობდესო. შვილებო, როცა სამედიცინო დახმარება დაგჭირდებათ, მოძებნეთ ექიმი, წამალი და სხვა საჭიროებები."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 27 2020, 10:40 AM
პოსტი #2696


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

„ყოველდღე ზურგით ტვირთის თრევა გვიხდებოდა, მაშინ მანქანა კი არა სასაპალნე ცხოველებიც არ გვყავდა. ქვიშა, შეშა, პროდუქტი ჩვენი მისატანი იყო, რაც ძალიან გვიმძიმდა. ბერმა რამდენიმე საათის სავალ გზაზე გაგვიშვა - ათონის ქედის განშტოებაზე ნაძვები უნდა დაგვეხერხა. აღმართი, დაღმართი, ტყიანი ხევები, ზოგან რამდენიმე მეტრი სიმაღლის თოვლია. სენაკების ასაშენებლად დახერხილ მასალას მხრებით ვეზიდებოდით. ადრიანად გასულები შეღამებისასღა ვბრუნდებოდით. ის სენაკები ჩვენი სისხლით არის აგებული, ეჰ, ჩვენი სენაკები... გველები და მრავალფეხები! ვუძლებდით, როგორც ფოლადით ნაწრთობნი. გვიმძიმდა, მაგრამ ხომ სწორედ ამისთვის მოვედით, დიდება უფალს! ბერი რომ მეტყოდა ზღვაზე ჩაირბინეო, ათ წუთში იქ ვიყავი, მივხტოდი ხელით გამოკვეთილ საფეხურებზე. ფეხი რომ ამცდენოდა - ჩემს ძვლებს აკრეფდნენ! ამავე საფეხურებზე ტვირთით ამავალნი ოფლად ვიღვრებოდით „ეს ხომ მოწამეობრივი სისხლის ტოლფასია“ ვფიქრობდი მე და ამის შეგნება შრომის სიმძიმეს მიმსუბუქებდა.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2020, 11:59 AM
პოსტი #2697


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"ჩვენი კვების მენიუში რძე არ იყო. თუ შემთხვევით შედედებული რძის ქილა ჩაგვივარდებოდა ხელში, წყლით ვაზავებდით. მიუხედავად იმისა, რომ რძეს მხოლოდ ფერით წააგავდა - მეფური საჭმელი იყო. ცხვრები პარტიზანების გამო გადამალესბდა ეს იყო რძის ნაკლებობის მიზეზი. ერთხელ გავიგეთ, რომ წმინდა პავლეს მონასტრის პოლიციის საგუშაგოსთან ახლოს, ათასი მეტრის სიმაღლეზე ცხვრის ფარა ჰყავთ. ბერმა თქვა:

- მამა ათანასე, ცოტაოდენი რძე მოგვიტანე. ავადუღებთ, პურს ჩავფხვნით და ბავშვობის დროინდელი საჭმელი გვექნება.

- წავალ, მამაო.

- ფული და ბიდონი წაიღე. ხვალ სადილი აღარ გვექნება მოსამზადებელი. რძეს შევჭამთ.

წავიდა საწყალი მამა ათანასე, მაგრამ მასაც იმდენი დრო დასჭირდა, რამდენიც წარღვნის დასრულების ცნობის მოსატანად ნოეს კიდობინდან გაშვებულ ყვავს. უღელტეხილს რომ მიაღწია, გულისთქმები შემოესია: „აბა რა არის მარტო რძე? ბარემ კარაკალადან პამიდორსაც გამოვიყოლებ“. მაგრამ ამისთვის კიდევ ერთი უღელტეხილი უნდა გადაიაროს და გზა გაიგრძელოს 5-6 საათით. გამოართვა პამიდორი და შეიტყო, რომ მონოქსილიტში რთველი აქვთ! ბარემ იქაც შევივლი, მაგრამ ამ პამიდორს თან ხომ არ ვატარებ? ათი საათის გზაა! პამიდორი ბიდონში ჩაალაგა და ხის ტოტებში ჩამალა - უკანა გზაზე ავიღებო. მოკლედ, რძეზე წასულმა რთველში ამოყო თავი. წამოიღო ყურძენი, იპოვა ბიდონი, მაგრამ შიგ პამიდორი გაფუჭებულა - წვენი გასდის. მამა ათანასემ ყურძენი დაფნში დატოვა და ახალი პამიდორისთვის კარაკალაში გაბრუნდა, რითიც, ათი საათით გაიგრძელა გზა.
გაჰყურებს ჩვენი დიდი ბერი მამა ათანასეს ბილიკს. ის არ ჩანს. მაშინ გვითხრა:

- დავკარგეთ მამა ათანასე. პამიდორზე და ყურძენზე გულისთქმებმა გაიტაცა. რაღას ვიზავთ? ამჯერად ვერ დავლევთ რძეს. პატარავ, შენ ხომ არ წახვიდოდი?

- წავალ მამაო, როგორც მაკურთხებთ.

- მაშ ასე მოვიქცეთ: ფხიზლობითი ლოცვა შეამოკლე და ექვსზე დაიძინე. მე ძილს არ ვაპირებ. რვა საათზე გაგაღვიძებ. სამი საათის გზაა. თერთმეტზე აქ იქნები.
გზად უნდა გამევლო წმინდა ანას სავანე, ახალი სავანე, წმინდა პავლეს მონასტერი, იქიდან ათას მეტრზე ავსულიყავი... ჯერ კიდევ სიბნელეში უნდა დავადგე გზას! სიზმარში ვხედავ, როგორ დამესხნენ ეშმაკები, რათა მორჩილება ვერ შემესრულებინა. მე ვპასუხობდი: „არაფერი გამოგივათო“. რვას თხუთმეტი ეკლდა მოძღვარმა რომ გამაღვიძა. წამოვხტი.

- წასასვლელად მაკურთხეთ, მამაო.

დავუმალე ეშმაკები რომ მესიზმრა - იფიქრებს წასვლა ეზარებაო. ზურგზე თოფრაკი მოვიგდე და რძის ბიდონს დავავლე ხელი.

- ეს თოფრაკიც წაიღე - წმინდა პავლეს სავანიდან ბოსტნეულს გამოიყოლებ. რძესაც მოგვიტან და ბოსტნეულსაც.

საკვებიდან საკუთარი არაფერი მოგვეპოვებოდა - ჩვენი საცხოვრებლის ქვა-ღორღში მხოლოდ ბუჩქები ხარობდა.

- მიდი, მიდი ჩემო ბარტყო, ცოტა ბოსტნეული მოგვირბენინე.

- როგორც მაკურთხებთ მამაო.

მივიღე დალოცვა და ფანრით, ბიდონით და ტომრით ხელში გზას გავუდექი. სამივე სავანე გავიარე და ჯერ ისევ ბნელა. დაიწყო აღმართი. მომესივნენ ტურები, პატარა ბავშვებივით გაჰკივიან. მონასტრის ზარების ხმაზე ყმუილი გაძლიერდა. უდაბნოა, ბნელა. ვიფიქრე: ეს ტურა კი არა, მგლები ყმუიან. დავიწყე სიმღერა. მშვენიერი კონცერტი გამოვიდა. ისინი ბევრნი იყვნენ. მე კი - ერთი - სკვნილით და ფარნით.
უკვე თენდებოდა მთის წვერზე მწყემსის ბანაკს რომ მივაღწიე. იქ მე ორი ქოფაკი მეცა..! წმინდაო ღვთისმშობელო! ვერ გადავურჩები, გამგლეჯენ. გადავიფარე ტომარა. აქეთ მე ვყვირი, იქით მწყემსი - ძლივს დაამშვიდა.

- შვილო, პატარა ბერო, ასეთ დროს აქ რამ მოგიყვანა?

ბერისგან მხოლოდ ამ სიტყვების თქმის უფლება მქონდა: „რძისთვის მოვედი. ბიდონი გამივსეთ. რა ღირს?“

- შემოდი, ცოტა მომაგრდი.

- რძე ჩამისხით და წავალ. რა ღირს?

- დამაცადე, ჩამოვწველი.

იქვე ჩამოვჯექი. რძე მოიტანა და დალევას მაძალებს. მე არ ვართმევ.

- დალიე, დალიე.

- კურთხევა არ მაქვს.

დილიდან მშიერი ვარ, მაგრამ არ ვსვამ.

- რა ღირს?

გადავიხადე. ბიდონი ტომარაში ჩავდე და წმინდა პავლეს მონასტრის მებაღისკენ დავეშვი. მებაღემ ბიდონი ტომრიდან ამოიღო და გაავსო ბოსტნეულით - კარტოფილი, ბადრიჯანი, პამიდორი.

- მითხარი ერთი, ამას როგორ მოერევი?

- მოძღვრის ლოცვით შევძლებ. ჩააწყვე კიდევ თუ მოგჭარბდება. ხომ იცი ჩვენთან არაფერი ხარობს.

- ხოო, მაგრამ როგორ უნდა ზიდო? ამას მეც კი ვერ წავიღებდი!

მამა დანიელი უზარმაზარი იყო, მე კი - მოლეული.

- ჩვენთან მარტო ბუჩქებია. დაამატე რამე, მოძღვარს წავუღებ.

კი დაამატა, მაგრამ ისეთი სიბრალულით მიყურებდა! დავავლე ხელი და წავედი. არ მეგონა ასე თუ გამიჭირდებოდა ზევით ასვლა. ერთ ხელში ტომარა, მეორეში - ბიდონი, რომელშიც რძე ჭყაპუნობს. სანამ ავიტან კარაქად იქცევა. ოხ როგორ გამიჭრდა! მოძღვრის ლოცვით ღმერთმა საშველი მომივლინა - მამა ილია მამა არტემის საძმოდან.

- ეფრემ, აქ საიდან გაჩნდი?

გამოამრთვა ბიდონი. მას საკუთარი ტვირთიც ჰქონდა, მაგრამ ჩემზე უფროსი და ძლიერი იყო. წმინდა ანას სავანეს მივაღწიეთ - ზღვასთან ვართ. ვებრალები მამა ილიას:

- ოჰ, ეფრემ ამდენ რამეს როგორ წაიღებ?

- მომაწოდე ყველაფერი.

ავიღე ტვირთი, მაგრამ ატანა არ გინდა? რძემდე მისასვლელად სამი საათი დამჭირდა.უკან გზაზე კი -ხუთი საათი, თან არსად შემისვენია. ავდივარ კლდეში გამოკვეთილ საფეხურებზე და ვფიქრობ: ალბათ აქ გამძვრება სული. მეც არ ვიცი როგორ ავაღწიე მაღლა. რადგან ბუჩქებს ჩრდილი არ ჰქონდა, საჩრდილობელი მოვაწყეთ, მაგიდასთან ვსაქმიანობდით და ვსადილობდით ხოლმე. მივედი იქ და ჩავიკეცე.

- მამაო...

- აა, მოაღწიე?

- მოვაღწიე, მაგრამ ცოცხალ-მკვდარი ვარ, აი, ჩაიბარეთ.

- წადი დაისვენე, მე მივხედავ.

მამა დანიელის გამოტანებული პამიდორი, ბადრიჯანი, ნესვი... ჩავაბარე. მე კი წავიქეცი. არ მახსოვს როდის გავიღვიძე, რა უყვეს იმ პროდუქტს, ან რძეს რა ბედი ეწია?

მამა ათანასე ერთი კვირის მერე დაბრუნდა და ქვემოდან ყვირის; „მამაო არსენი!“ ჩვენმა დიდმა ბერმა გვითხრა: „ცოცხალი ყოფილა! ჩააკითხეთ, იქნებ მართლა რამე მოიტანა.“ ჩავედით. ბერი იოსები დიდ მოღვაწედ იყო ცნობილი, ამიტომ სხვა მონასტრები მისგან გაგზავნილ ბერებს დიდი ხალისით ატანდნე პროდუქტს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს. მაგრამ მამა ათანასემ ამჯერად ნახევრად დამპალი და ფაფასავით აზელილი საკვები მოიტანა: ერთი კვირის პამიდორი, ყურძენი, ზეთისხილი... მაინც ავზიდეთ.

ჩვენი მოძღვარი გაწაფული ფსიქოლოგი იყო. იცოდა, რომ მძიმე შრომით დატანჯულისთვის საყვედური არ უნდა ეთქვა.

- ეს რა მოგსვლია, რა დაგემართა, მამა ათანასე?

ის კი სელაპივით ქსუტუნებს:

- რა დამემართა? გულისთქმები დამემართა.

- რა გულისთქმები?

- როგორც კი იქ მივაღწიე, მივწექი და დამეძინა - დაღლილი ვიყავი. გულისთქმები ჩამძახიან: „რძე რად უნდათ, პამიდორი ჯობია.“ აბა რაღა მექნა?

- კარგი, ხო, თავგადასავლებიც საჭიროა.

- ათას ბოდიშს ვიხდი!

ბერმა დაამშვიდა, ალბათ იფიქრა: „უაზროდ, მაგრამ მაინც იშრომა, საყვედური ზედმეტი იქნებაო.“ მან ხომ წინასწარვე გვითხრა: გულისთქმებმა პამიდვრისთვის კარაკალაში წაიყვანა, იქიდან კი რთველში გაუტევსო. ასეც მოხდა. აი, ასეთი მოძღვარი გვყავდა! შეიძლება ითქვას, ის იყო წმინდა მთის უკანასკნელი წმინდანი.
მე ვშრომობდი მამა ათანასე საქმეზე დარბოდა, ბერი მშვიდად იყო. მამა ათანასეს გულისთქმებით ილაჯი გაუწყდა. ჩვენი ბერი კი ამხნევებდა:

- მამა ათანასე, ცხვირი ნუ ჩამოგიშვია, ააწყვე შენი ვიოლინო და ხმა აგვაყოლე!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 29 2020, 11:47 AM
პოსტი #2698


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"ჩვენ ძალიან ბევრს ვშრომობდით, მთელი დღე სიმძიმეს ვეზიდებოდით. ბერი კი წუთით არ წყვეტდა საყვედურებს, თანაც მკაცრი ცხოვრების პირობები, ღამითი ფხიზლობა, გულისთქმები, ვნებებთან ბრძოლა, ძილშიც და აშკარადაც ეშმაკთა თავდასხმა. საცხოვრებელი გარემოც ძალიან მკაცრი იყო. ახლანდელს კი არ ჰგავდა: სითბო, ღუმელი, ბატარეა. მეც უხვად მაქვს ეს ყველაფერი. მაშინ კი სრულიად სხვა იყო. მაგრამ სწორედ იმ მძიმე შრომამ და ბერი იოსების ლოცვამ შექმნა საძირკველი, რომელზეც დღეს ვდგევარ. მე სულიერად სისხლნაკლული ვარ, სულიერად დავილიე, დავკნინდი, ისევ ბერის ლოცვით ვდგავარ ფეხზე.

მაინც რა მშვენიერი იყო ის შრომა, რა კურთხეული წლები იყო! ვიხსენებ, თითქოს კიდეც ვხედავ იმ სენაკებს; იცით როგორი იყო მაშინდელი ცხოვრება?- ავადმყოფიბის და მძიმე შრომის მხრივ ეს იყო ვატერლოო! ღვაწლსა და შრომაში გატარებულ დროს მოჰქონდა მადლი, უმანკოება, შინაგანი და გარეგანი სიწმინდე. უმანკო სული და სხეული რა თქმა უნდა ბერის ლოცვის გამო გვქონდა. ის თეორიაშიც გვწვრთნიდა, რათა არ მივდრეკილიყავით მარჯვნივ ამ მარცხნივ. დროს ჩვენთვის დიდი სულიერი სარგებელი მოჰქონდა. მკაცრი აღზრდა ვნებების დასაცხრომად იყო საჭირო. ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და სიმკაცრე გვჭირდებოდა. თანაც გვწამდა, რომ ეს შრომა უფლის მადლს გაგვიმრავლებდა.

ცდუნებებიც იყო, გულისთქმებიც, გრძნობათა ამბოხიც, მაგრამ ჩვენ ყურადღებას არ ვადუნებდით და ბერიც გვაკონტროლებდა. მისი დაჟინებით ფხიზლობდა ჩვენი გონება. მუდამ მზად ვიყავით ღვთისთვის მიუღებელი აზრების დაუყონებლივ განსადევნად, რომ მათ ცოდვის ფორმა არ მიეღოთ. ბერი ფხიზლად აკვირდებოდა ჩვენს ცხოვრებას. ვმარხულობდით, ვფხიზლობდით, ვლოცულობდით, გონებას საერო ცხოვრების გახსენებას ვუკრძალავდით და მართლაც, ჩვენი გონება სენაკს და მის შემოგარენს არ გასცდენია - მხოლოდ ზევით ისწრაფვოდა. სულიერი წარმატების შესაძენად ნებაყოფლობით ვთქვით უარი მრავალ ნივთზე. ძირითადად ღამე ვიღწვოდით, იმიტომ რომ ღამეს ასე სჩვევია - გონებას ამშვიდებს და სალოცავად განაწყობს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 30 2020, 12:02 PM
პოსტი #2699


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

სულიერი ნაყოფი

"ჩვენი შრომა შედგებოდა მრავალ საათიანი ფხიზლობის, სკვნილზე ლოცვის, მეტანიების, კითხვის, ჭვრეტის, აღსარების, გულისთქმათა აღიარების, ხელსაქმის და სხვა ფიზიკური სამუშაოსგან. შაბათ-კვირას საღვთო ლიტურგიაზე ვეზიარებოდით. დუმილი - სრული. სავსებით მდუმარენი - განსაკუთრებით ახალგაზრდები გავურბოდით ურთიერთში საუბარს. ლაყბობა აკრძალული იყო. ეს ყველაფერი შეადგენდა ჩვენი ყოფის ქვაკუთხედს. სულიერ ასპექტში ჩვენი ცხოვრება ნათელი და მშვენიერი იყო. ბერის ლოცვით და ამგვარი ცხოვრების წესით გვეძლეოდა მადლი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 31 2020, 11:18 AM
პოსტი #2700


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,834
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"მკაცრად ვიცავდით ბერის მითითებას: იესოს ხმით ლოცვაზე, აზრების კონტროლზე, დუმილზე. იცით შედეგი რა იყო? მიწა ჩვენი ცრემლით ირწყვებოდა. ცრემლისგან თვალს რული არ ეკარებოდა. თვალის გახელას სიკვდილის ხსოვნა მოსდევდა. რაც არ უნდა გვეკეთებინა გონება სულიერებაზე ფიქრობდა. ეს ყველაფერი არის სულიერი მორჩილების ნაყოფი! ცრემლი ძალდატანების გარეშე მოდიოდა, არსებითად ეს ერთგვარი სულიერი სიხარულის გამოხატვა იყო, ღვთის კურთხევის შინაგანი განცდის გარეგანი გამოვლენა. შეიძლება ითქვას, ეს იყო მწიფე ნაყოფი, რომელიც მორჩილების მძიმე შრომამ გამოიღო.

მაგონდება, ახალდამწყები რომ ვიყავი, შიგადაშიგ დედაჩემისგან წერილს ვიღებდი. ბერი მას ცენზურაში გაატარებდა და მეტყოდა: „შენც წაიკითხე, უპასუხე ორი სიტყვით.“ და მე ვწერდი: „დედა აქ წყლით კი არა ცრემლით ვიბანებით. სახესაც ცრემლებით ვიბანთ.“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

210 გვერდი V « < 133 134 135 136 137 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 6 მომხმარებელი (მათ შორის 6 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 07:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი