IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

190 გვერდი V « < 188 189 190  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Mar 20 2023, 12:49 PM
პოსტი #3781


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 53,788
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ამგვარად, თუკი შენ, მონაზონო, რომელმაც დატოვე წუთისოფელი, მიწიერი საგნები და ანგელოზებრივი სახე შეიმოსე, გსურს, რომ შენი სული ღირსი გახდეს მადლისა და საღვთო ნუგეშისა, გულმოდგინედ ეცადე, გონისმიერი ლოცვით შეიძინო სწავლება შენს გულში და იზრუნე, რამდენადაც შეგიძლია, რომ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელი, მადლით სავსე და მანუგეშებელი, დაიწეროს და აღიბეჭდოს შენს გულზე. მაშინ წმინდა ანგელოზები შენ სიყვარულით და მოწიწებით მოგეპყრობიან, რადგან ისინი, ვინც თაყვანს სცემს იესო ქრისტეს სახელს, პატივს მიაგებენ და ეთაყვანებიან იმ ადგილსაც, რომელზეც დაწერილია ქრისტეს სახელი“.

„გსურს, მონაზონო, გაიგო, როგორია აღქმადი მკვიდრობა უფლის წმინდანებისა და როგორ ნაყრდებიან უფლით? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 21 2023, 12:05 PM
პოსტი #3782


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 53,788
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მე ღმერთის არ მწამდა. როცა ჯარში გამიწვიეს, დედაჩემმა, რომელიც ხშირად დადიოდა ტაძარში და ლოცულობდა ჩემთვის, მომცა ფურცელი ზედ დაწერილი ლოცვით და მითხრა: - „შვილო, დაე, ეს ყოველთვის შენთან იყოს“. შემდგომში გავიგე, რომ ეს იყო 90-ე ფსალმუნი.

მე მომიწია მსახურება სადესანტო დანაყოფში. ჯარში აკრძალული იყო ჯიბეებში რაიმე ზედმეტის შენახვა. ამიტომ ეს ლოცვა ჩემი ფორმის მარცხენა მხარესთან ჩავაკერე.

და აი, მომიწია პარაშუტით პირველი გადახტომა. არასდროს დამავიწყდება ის განცდა, როცა ჰაერის უფსკრულში ჩაძირულმა გამოვკარი პარაშუტის რგოლს ხელი და... ის არ გაიხსნა. უმალ გამოვკარი სათადარიგო პარაშუტის რგოლს და არც ის გაიხსნა. მიწა გამალებით მიახლოვდებოდა. ამ წამების განმავლობაში მე, რასაკვირველია, ვერ ამოვიღებდი ფორმაში ჩაკერებულ ლოცვას და ვერ წავიკითხავდი, ამიტომ მხოლოდ დავირტყი ხელი მხარზე იმ ადგილზე, სადაც ლოცვა იყო ჩასმული და დავიყვირე: „უფალო, გადამარჩინე!“

ჩემი ხელის დატყაპუნების საპასუხოდ გავიგე პარაშუტის დატყაპუნების ხმა - ის გაიხსნა!

ამას მოჰყვა მეთაურთა და მეგობართა გამოკითხვები, დედის სიხარული და ცრემლები, მაგრამ მანამ, სანამ მიწაზე დავეშვებოდი, უკვე მიცემული მქონდა პირობა, რომ სემინარიაში ჩავაბარებდი.

შემდგომში მე დავამთავრე სემინარია და წავედი მონასტერში. ეხლა ვარ მღვდელ-მონაზონი“.



„გსურს, მონაზონო, რომ შენი ლოცვით ჯოჯოხეთს გამოჰგლიჯო ტანჯული სული? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 22 2023, 12:40 PM
პოსტი #3783


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 53,788
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ამბავი ერთ-ერთ პატერიკიდან: ერთი მონაზონი შემთხვევით ხელით შეეხო საპირისპირო სქესის წარმომადგენელს და გარკვეული პერიოდის მანძილზე მას ეს ხელი შეხვეული ჰქონდა, რათა სიწმინდეებისთვის არ მიეკარებინა. ფიქრობდა, რომ ამ ფაქტმა სულიერად ავნო“.


„გსურს, მონაზონო, დაანაწევრო (ეს გაიგე სულიერად) მცირე ნაკუწებად შენი უხილავი და შეუმჩნეველი მტრები ძალიან ბასრი ხმლით, რაც არის სახელი უფლისა? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 23 2023, 01:01 PM
პოსტი #3784


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 53,788
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჭაბუკი და ბერი

„ერთ ბრძენ ბერთან ჭაბუკი მივიდა და უთხრა: „სულიერი თვალების აღხილვა მსურს, რათა ჭეშმარიტი სამყარო ვიხილო!“ – „მერე და ნანახი არ შეგაშინებს?!“ - ჰკითხა ბერმა. „არა, არ შემაშინებს!“

ბრძენმა მის თვალებს ხელი შეახო და ჰკითხა: „ახლა რას ხედავ?“ ჭაბუკმა შეხედა და მიუგო: - „ცხოველებს ისე ვხედავ, როგორც ადამიანებს!“ – „ეს იმიტომ, რომ ცხოველები ხშირად ადამიანების მსგავსად იქცევიან!“

შემდეგ ბერი კვლავ შეეხო ჭაბუკის თვალებს და ჰკითხა: „ახლა რას ხედავ?“ ვაჟმა მიმოიხედა და აღმოხდა: „მამაო, ცხოველების მსგავს ადამიანებს ვხედავ!“ – „იმიტომ, რომ ადამიანები ხშირად ცხოველებივით იქცევიან.
შენ სულიერი თვალების აღხილვამდე, ამას ვერ ამჩნევდი!“

– „მამაო, ამ ყველაფრის დანახვა, მართლაც საშიშია! მიპასუხე, თავად როგორ ხედავ ყველას?“ – „მე ყველას საკუთარი შვილებივით ვუყურებ!“ - მიუგო ბრძენმა.

„რომელი თვალებით ხედავ ასე, მამაო?“ – „სიყვარულის თვალებით, შვილო ჩემო, მაგრამ მათი მოპოვება თავად უნდა შეძლო!“

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:
„თვალი ყველაფერს ხედავს, გულს ყველაფერი ესმის, სიყვარული კი ყველაფერს აკურთხებს“.

„გსურს, მონაზონო, შეიმეცნო, რა არის ზეციური მანანა, ანუ გამოუთქმელი და უტკბესი გემო ქრისტესი, დიდების მეუფისა? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 24 2023, 11:50 AM
პოსტი #3785


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 53,788
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ლოცვით შეიმუსრე შენი გული, მონაზონო, რათა დასცინო ეშმაკს - ბოროტების საწყისს, რათა მისი ისრები აქციო ჩვილის ისრებად“.

"გსურს, მონაზონო, რომ დემონებს ტვინი აუმღვრიო და გონება აურიო, როგორც კვამლი ფანტავს ფუტკრებს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 25 2023, 11:03 AM
პოსტი #3786


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 53,788
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მამა გაბრიელს [აღმსარებელი და სალოსი] ყოველთვის გულზე ეკიდა დიდი ჯვარი და ხუთნაწილიანი წმიდა სანაწილე (როგორც თვითონ ამბობდა). ამჟამად ორივე სიწმინდე მის სენაკში (კოშკში) ინახება. როდესაც უჯვროდ დამინახავდა, იტყოდა: „მაპატიე, დაო, და დედაო, ახლა შენ იღუმენია კი არა, ლიტონი მონოზონი ხარ. ჯვარშია მთელი ძალა, როგორ შეიძლება იღუმენია უჯვროდ გადავიდეს გალავნის გარეთ...“

/იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი)/

„გსურს, მონაზონო, რომ შენი სული იმარჯვებდეს და დღესასწაულობდეს ყველა მაცდურ სულთან ბრძოლაში? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 26 2023, 12:35 PM
პოსტი #3787


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 53,788
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„2. უპოვარი მონაზონი წუთისოფლის მეფეა. მას თავისი საზრუნავი ღვთისთვის მიუნდია და ღვთისადმი რწმენით ყველა მისი მონა გამხდარა; საჭიროების გამო არავის მიმართავს და ყველაფერს ღვთის ხელიდან იღებს“.

/ღირსი იოანე სინელი/


„გსურს, მონაზონო, რომ დემონები შენთან შეხვედრისას გემალებოდნენ, ვიდრე არ გაივლი, რომელსაც შეეშინდებათ შენში არსებული ღვთის მადლის გამო? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 11:11 AM
პოსტი #3788


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 53,788
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დიდება შენდა, ღმერთო!

„ცხოვრობდა ბერი მონაზვნებთან ერთად. თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ძმათა შორის ყოფნა ძალიან გაუგრძელდა და უკვე სხვანაირ ცხოვრებაზე უნდა ეფიქრა. ბერი რამდენიმე ხნით უდაბნოში განმარტოვდა.
როდესაც დაბრუნდა, საძმოდან ერთი მონაზონი მასთან მივიდა და უთხრა: „მამაო, უთხარი ჩვენს ძმას საკვები უფრო მოკრძალებულად მიიღოს, თორემ მერიდება!“ – „კეთილი, ვეტყვი!“ - მიუგო ბერმა. შემდეგ მასთან მეორე მონაზონიც მივიდა: „აბბა, უთხარი ჩემს ძმას, რომ ჭურჭელს ფაქიზად მოექცეს. თორემ გული მტკივა, რეცხვის დროს ისეთი დაუდევარია!“ – „კარგი, ვეტყვი!“ - უპასუხა აბბამ, საკუთარ კელიაში ჩაიკეტა და ლოცვა დაიწყო.
გავიდა რამდენიმე დღე და ბერთან პირველი მონაზონი მივიდა: „ოჰ, მამაო! რა კარგია, ჩვენ ძმას რომ მიუთითე! ახლა ტრაპეზის დროს ძალზე მოკრძალებულია“. ახლა მეორე მონაზონი მიუახლოვდა ბერს: „აბბა, ჩვენი ძმა ჭურჭელს ზედმიწევნით ფაქიზად ეპყრობა, მის ნაცვლად მიხარია!“ ბერმა ამოიოხრა და წარმოთქვა: „დიდება, შენდა, ღმერთო! მეუფეო ზეცისა და ქვეყანისაო! რამეთუ ჩვენ უმეცრებსა და უგუნურებს გვმოძღვრავ მადლითა შენითა!“

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:
„საუკეთესო სიტყვა - დუმილია, საუკეთესო მოძღვრება - ლოცვა“.


„გსურს, მონაზონო, შეიმეცნო, როგორ ბრწყინავენ წმინდანები ზეცაში და როგორია მათი შესამოსელი? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 12:42 PM
პოსტი #3789


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 53,788
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„თუკი მოღვაწე მონაზონი მწუხარებასა და განსაცდელის ჟამს ქრისტესადმი გონისმიერად ილოცებს შემუსვრილი გულით, მადლის მეშვეობით ჭვრეტის რომელიმე უნარი ეძლევა, რომელიც მწუხარებისას არა მხოლოდ ანუგეშებს მას სულიერად და აძლევს კეთილ იმედებს სამომავალო სიკეთეთა შესახებ, არამედ სათნოებათა მხრივ გაცილებით მხურვალედ აქცევს, ვიდრე უწინ იყო“.


„გსურს, მონაზონო, შეიმეცნო: ადამიანი, თუკი შეინარჩუნებს იმას, რასაც გვიბრძანებს ქრისტე, როგორ იქცევა სამოთხედ, ხოლო, თუკი ვერ შეინაჩუნებს - ტანჯვად? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

190 გვერდი V « < 188 189 190
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2023 - 07:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი