ეგარი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეგარი |
ნანინა |
Jan 5 2011, 12:30 AM
პოსტი
#21
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
მე ვთვლი რომ თემა აქ უნდა იყოს თუ ვეშაპო თვლის რომ არ უნდა იყოს აქ, გადაიტანოს ხელოვნების განყოფილებაში
-------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Didgoreli |
Jan 5 2011, 03:17 AM
პოსტი
#22
|
ძლევაი საკვირველი ჯგუფი: Members პოსტები: 3,829 რეგისტრ.: 24-May 07 მდებარ.: თბილისი, დელისი :)) წევრი № 2,010 |
პირველ რიგში გილოცავთ ყველას ახალ წელს და მომავალ შობის დღესასწაულს
benediqt16 ციტატა სად Pink Floyd და სად ეგარი? ეგარის მუსიკა არის ფოლკლორის სინთეზი ჯაზთან. ეგარის მუსიკაში მეტია ფოლკლორი და ზოგადად ქართულ ფოლკლორზეა აგებული ეს პროექტი. ამიტომაც გავხსენი ფოლკლორში. რა სად პინქ ფლოიდი და სად ეგარი?? ფოლკლორის ელემენტები არის თუ არ არის ეგარის რეპერტუარში, ეს დიდს არაფერს ცვლის! ჩემი აზრით პირიქით, ფოლკლორული ელემენტების გამოყენება საერთოდ, ნებისმიერი სხვა ჟანრის მუსიკისათვის, არის იმ ხალხის შეურაცხყოფა ვინც ჰქმნიდა ამ დიდ განძს!!! ციტატა იცით რა, დროა ყანიდან დიდ სცენაზე გადავიდეთ. ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგოთ.. ქართულ ხალხურ ფოლკლორს მშვენივრად მიესადაგება "ბას გიტარაც" და ROLAND Fantom-ის კლავიში... ყანიდან სცენაზე გადასულები ვართ უკვე, აღარ გვჭირდება მაგის მითითება! რაც შეეხება ქართული ფოლკლორის, ბასგიტარისა და მითუმეტეს კლავიშის ურთიერთობას, ეგ ნამდვილად შენი სუბიექტური აზრია! სად ქართული ფოლკლორი, სად ბასგიტარა და სად კლავიში?! ზოგადად ჩემს აზრს მოგახსენებთ. ეგარისა და შინის მუსიკა არის გათვლილი ჩემი აზრით ისეთ პუბლიკაზე, რომელიც ჭეშმარიტი ქართული ფოლკლორის ძირეულად აღქმას ვერასოდეს შეძლებს! ქართულ ფოლკლორს შელამაზება და გადაკეთება იმის გამო, რომ ვიღაცა ყურნაკლულს მოეწონოს ნამდვილად არ სჭირდება! მე ნამდვილად არ ვიცნობ ახლოს არც შინისა და არც ეგარის რეპერტუარს. მე ზოგადად ისეთ მიმდინარეობებს ვეწინააღმდეგები რომლებიც რაღაცის ხარჯზე ხდებიან პოპულარულები. მითუმეტეს როდესაც ეს "რაღაცა" არის ქართული ფოლკლორი. ციტატა თუ ფოლკლორი ჩამორჩა ზოგად თანამედროვეობას, მხოლოდ სუფრაზე დარჩება "ჩაკრულო"... რას ჰქვია თუ ჩამორჩა თანამედროვეობას ძალიან მაინტერესებს?! ფოლკლორი დამერწმუნე არასოდეს გახდება მეორეხარისხოვანი და მითუმეტეს არასოდეს გახდება სხვა მიმდინარეობების "გასაქაჩი" !!! ეთნოჯაზს აქვს უფლება იარსებოს, თუმცა იარსებოს თავისთვის! ძალიან გთხოვ ნუ მოგვახვევ იმ აზრს, რომ ეთნოჯაზი რომ არა, ფოლკორი დაღუპვის პირას იქნებოდა! -------------------- ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი
www.didgorelebi.ge |
benediqt |
Jan 5 2011, 01:08 PM
პოსტი
#23
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
Didgoreli
ციტატა მე ნამდვილად არ ვიცნობ ახლოს არც შინისა და არც ეგარის რეპერტუარს. ამის მერე: ციტატა ეგარისა და შინის მუსიკა არის გათვლილი ჩემი აზრით ისეთ პუბლიკაზე, რომელიც ჭეშმარიტი ქართული ფოლკლორის ძირეულად აღქმას ვერასოდეს შეძლებს! აზრი აქვს თქვენთან კამათს? არა! არც იცით ეს ხალხი რას აკეთებს, რას უკრავენ, ვინ არიან, ამბობთ რეპერტუარი არც ვიცითო და მაინც აკრიტიკებთ თქვენ, ბავშვებო, აზრზე თუ ხართ საერთოდ ვინ არიან ეგარის წევრები? თქვენ რომ "სოსკის" პირში ჩადებას სწავლობდით, ეხლანდელი ეგარის და მაშინდელი გეორგიკას წევრები და ხელმძღვანელი- დავით შანიძე, ალეკო ხიზანიშვილი, ხვიჩა ღვთისიაშვილი და ა.შ. ქართულ ფოლკლორს მსოფლიოს აცნობდნენ და აცნობენ ეხლაც. ციტატა ქართულ ფოლკლორს შელამაზება და გადაკეთება იმის გამო, რომ ვიღაცა ყურნაკლულს მოეწონოს ნამდვილად არ სჭირდება! ესეთი სამარცხვინო კომენტარი არ გეკადრება პატივცემულო დიდგორელო. ციტატა მე ზოგადად ისეთ მიმდინარეობებს ვეწინააღმდეგები რომლებიც რაღაცის ხარჯზე ხდებიან პოპულარულები. მითუმეტეს როდესაც ეს "რაღაცა" არის ქართული ფოლკლორი. და რატომ ეწინააღმდეგები? აი დამისახელე ქართული ფოლკლორის ისეთი ჯგუფები, რომლებსაც ისეთი ანშლაგებით და ფურორით ჩაუტარებია კონცერტები ისეთი ფართო მასის წინაშე, როგორსაც ატარებს "ეგარი" "შინი" "ერისიონი" "სუხიშვილები" თქვენ ამ ხალხს სულ აკრიტიკებთ, მაგრამ ეს ხალხი საქმეს აკეთებს, იმ საქმეს რასაც თქვენ ვერასდროს გააკეთებთ იმიტომ რომ ფიქრი გეზარებათ მუსიკაშიც/ფოლკლორშიც. ამ ხალხმა გააცნო ქართული ფოლკლორი და საქართველო მსოფლიოს, ამათი მუსიკის მოსმენით მიხვდნენ უცხოელები რომ მხოლოდ ხინკალ-ხაჭაპური და ღვინოში ჩახრჩობა "ჩაკრულოს" ფონზე არ გვაინტერესებს და ჯაზ მუსიკის ცივილიზაცია ჩვენთანაცაა. აიღეთ მსოფლიო ხალხის ფოლკლორი დღEს ყველგან პროგრესია და ყველგან უკრავს "ბას გიტარა". ციტატა ჩემი აზრით პირიქით, ფოლკლორული ელემენტების გამოყენება საერთოდ, ნებისმიერი სხვა ჟანრის მუსიკისათვის, არის იმ ხალხის შეურაცხყოფა ვინც ჰქმნიდა ამ დიდ განძს!!! და რატომ? პირიქით, ეს არის პატივისცემა და აღიარება იმათი ნიჭის, იმდენად მოგწონს რომ მათ შექმნილს შენც ასრულებ. რა შეურაცხყოფა ხალხნო, როგორ აზროვნებთ მიკვირს... -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
potiabesbaia |
Jan 5 2011, 03:27 PM
პოსტი
#24
|
ფოთი ფოთელებს ჯგუფი: Members პოსტები: 473 რეგისტრ.: 26-January 07 მდებარ.: დედაქალაქის სტუმარი წევრი № 924 |
benediqt16
QUOTE თქვენ, ბავშვებო, ერთი შენი ასაკი მოგვახსენე ასე ძემოდან რომ იყურები! QUOTE აზრზე თუ ხართ საერთოდ ვინ არიან ეგარის წევრები? ვართ და ვიცნობთ კიდეც. რამოდენიმე მათგანს ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანები არაიან და ძალიან კარგად მღერიან ქართულ ხალხურ სიმღერებს და უკრავენ ხალხურ ინსტრუმენტებზე. სწორედ ეს მწყინს, ასეთი ადამიანები რომ არიან ამ საქმეში. ბატონი ხიზანიშვილი დიდი მოწინააღმდეგეა ქრომატიული საკრავების და ვერ ვხვდები რატომ უშვებს იმას რომ ხალხური ფანდური ჟღერდეს "იონიკასთან" ერთად. QUOTE ხელმძღვანელი- დავით შანიძე ქართული გალობის დიდი ქომაგი! QUOTE ესეთი სამარცხვინო კომენტარი არ გეკადრება პატივცემულო დიდგორელო. სამარცხვინო ის არის რასაც შენ წერ და ქადაგებ!!! QUOTE აი დამისახელე ქართული ფოლკლორის ისეთი ჯგუფები, რომლებსაც ისეთი ანშლაგებით და ფურორით ჩაუტარებია კონცერტები ისეთი ფართო მასის წინაშე ანჩისხატი, ბასიანი და ა.შ. ამ ანსამბლებს მსოფლიოს უდიდესი და ყველაზე სმენიანი "ყურები" უმაღლეს შეფასებას აძლევენ! აქვე დავსძენ რომ ფართო მასები Lady Gaga-ზეც აქნევენ ერთ ადგილს! QUOTE იმ საქმეს რასაც თქვენ ვერასდროს გააკეთებთ იმიტომ რომ ფიქრი გეზარებათ მუსიკაშიც/ფოლკლორშიც გირჩევ შეურაცყოფის მოყენებისგან შეიკავო თავი!!! QUOTE აიღეთ მსოფლიო ხალხის ფოლკლორი დღEს ყველგან პროგრესია და ყველგან უკრავს "ბას გიტარა". მე და შენ პროგრესზე სხვადასხვა შეხედულება გვაქვს!!! QUOTE ამ ხალხმა გააცნო ქართული ფოლკლორი და საქართველო მსოფლიოს http://www.youtube.com/watch?v=MIhTYBBTJN8 ეს არის ფოლკლორი? -------------------- www.didgorelebi.ge
პასუხი გიჟ გურულებს: გუმორძგუა საქორთუო!!! ჯგირო ვორდათ დო ირო ვორდათ ქორთუეფი ართიანო!!! კოჩიქ ღურას ხოლო, სკვამო ოკო ოხვადას!!! |
Didgoreli |
Jan 5 2011, 04:10 PM
პოსტი
#25
|
ძლევაი საკვირველი ჯგუფი: Members პოსტები: 3,829 რეგისტრ.: 24-May 07 მდებარ.: თბილისი, დელისი :)) წევრი № 2,010 |
benediqt16
ციტატა აზრი აქვს თქვენთან კამათს? არა! არც იცით ეს ხალხი რას აკეთებს, რას უკრავენ, ვინ არიან, ამბობთ რეპერტუარი არც ვიცითო და მაინც აკრიტიკებთ მე დავწერე ახლოს არ ვიცნობთქო, თორემ მოსმენით მაქვს რამოდენიმე მათი კომპოზიცია მოსმენილი, რაც სრულიად საკმარისი იყო მათზე ჩემი შეხედულების შესაქმნელად! ციტატა თქვენ, ბავშვებო, აზრზე თუ ხართ საერთოდ ვინ არიან ეგარის წევრები? თქვენ რომ "სოსკის" პირში ჩადებას სწავლობდით მოდი სახელითა და გვარით ვილაპარაკოთ რაა... მე ვარ ნიკოლოზ ივანაშვილი, შენ ვინ ხარ? ცოტა კორექტულობა პოსტებში, თორემ ეგ "სოსკა და ბავშვებო" წინ დაგხვდება! ციტატა ხელმძღვანელი- დავით შანიძე როდესაც მე ქართული ხალხური სიმღერის მოსმენა დავიწყე, გეორგიკა ერთ-ერთი ანსამბლი იყო, რომელმაც შემაყვარა ქართული ფოლკლორი, თუმცა მას შემდეგ რაც ქართული გალობისადმი მათი მიდგომა დავინახე, შემეცვალა ჩემი შეხედულება! ციტატა ესეთი სამარცხვინო კომენტარი არ გეკადრება პატივცემულო დიდგორელო. სამარცხვინო რა არის, რომ ჩვენს წინაპრებს ვიცავ?? არა, თქვენი "ხასანბეგურა + billie jean" არის მათი თაყვანისცემა რაა... ციტატა ? აი დამისახელე ქართული ფოლკლორის ისეთი ჯგუფები, რომლებსაც ისეთი ანშლაგებით და ფურორით ჩაუტარებია კონცერტები ისეთი ფართო მასის წინაშე, როგორსაც ატარებს "ეგარი" "შინი" "ერისიონი" "სუხიშვილები" ანსამბლი "შვიდკაცა" ჯანო კახიძის ხელმძღვანელობით! მიშა შავიშვილის კრიმანჭულმა გააოგნა მრავალი ადამიანი! ანსამბლ "რუსთავის" წევრი, ჰამლეტ გონაშვილი მთელ მსოფლიოს ახსოვს დღესაც კი და მრავალი სხვა...! დღეს კი, ანსამბლი "ანჩისხატი", ანსამბლი "ბასიანი". "ბასიანის" კონცერტს ამერიკაში მართლაც რომ ფურორი მოჰყვა. გაზეთ "new york times"-შიც კი გაიჟღერა მათმა გამოსვლამ! ციტატა იმ საქმეს რასაც თქვენ ვერასდროს გააკეთებთ იმიტომ რომ ფიქრი გეზარებათ მუსიკაშიც/ფოლკლორშიც კიდევ გიმეორებ შეურაცხყოფისგან თავი შეიკავეთქო! ციტატა აიღეთ მსოფლიო ხალხის ფოლკლორი დღEს ყველგან პროგრესია და ყველგან უკრავს "ბას გიტარა". ეგ შენთვის არის პროგრესი! -------------------- ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი
www.didgorelebi.ge |
benediqt |
Jan 5 2011, 04:47 PM
პოსტი
#26
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
potiabesbaia
ციტატა ერთი შენი ასაკი მოგვახსენე ასე ძემოდან რომ იყურები! ვიცნობთ ერთმანეთს თუ არ ვცდები... ეგართან შედარებით მეც ბავშვი ვარ... ციტატა ვართ და ვიცნობთ კიდეც. რამოდენიმე მათგანს ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანები არაიან და ძალიან კარგად მღერიან ქართულ ხალხურ სიმღერებს და უკრავენ ხალხურ ინსტრუმენტებზე. სწორედ ეს მწყინს, ასეთი ადამიანები რომ არიან ამ საქმეში. მე კიდე ძალიან მიხარია, რომ პროფესიონალი ფოლკლორისტები ჩაუდგნენ ამ პროექტს სათავეში, და იქმნება ფოლკლორზე დაფუძნებული ეთნო კომპოზიციები ჯაზური და პოპ მუსიკის ელემენტებით. ციტატა ბატონი ხიზანიშვილი დიდი მოწინააღმდეგეა ქრომატიული საკრავების და ვერ ვხვდები რატომ უშვებს იმას რომ ხალხური ფანდური ჟღერდეს "იონიკასთან" ერთად. ბატონი ხიზანიშვილის შესახებ არასწორი ინფორმაცია გქონიათ, ქრომატიული არა მხოლოდ ფანდური, არამედ ჩონგურიც ააჟღერა. უენო სალამურიც მან აღადგინა და გააჟღერა, ალბათ გსმენიათ ამ ამბის შესახებ, ამბავი რომელიც უენო სალამურს ეხება და თუ არ ვცდები ქართული ფოლკლორული მუსიკის ერთ-ერთი ნიმუშია... ნაპოვნია მცხეთის არქეოლოგიურ გათხრების დროს... ციტატა ქართული გალობის დიდი ქომაგი! ქართულის და ბიზანტიურისიც ციტატა ანჩისხატი, ბასიანი და ა.შ. ეს უდიდესი წარმატებაა და ყველას გვიხარია! ყველა ფოლკლორისტს მინდა დიდი წარმატებები ვუსურვო, ჩვენი ფოლკლორი ხომ ჩვენი საუნჯეა. ოქროს ფონდია! ციტატა გირჩევ შეურაცყოფის მოყენებისგან შეიკავო თავი!!! გთხოვთ მაპატიოთ. ციტატა მე და შენ პროგრესზე სხვადასხვა შეხედულება გვაქვს!!! აქ გასაკვირი არაფერია, იმიტომ რომ ორი სხვადასხვა ადამიანი ვართ ციტატა ეს არის ფოლკლორი? არა, ეს არის ერთგვარი "შოუ", ზოგადად ეგარიც და შინიც შოუა, პროექტში სადაც ქართულ ფოლკლორზე დაყრდნობით გამოყენებულია პოპისა და ჯაზის ელემენტები. თავად ეგარის წევრებს და პროექტს, არ აქვს ამბიცია რომ ეს არის ფოლკლორი, ეს არის ქართული ეთნო ჯაზ სინთეზი. მაგრამ თემის გახსნა ამ განყოფილებაში რომელსაც ფოლკლორი ქვია, გადავწყვიტე იმიტომ, რომ ქართული ფოლკლორის ელემენტებზე და კილოზეა აგებული პროექტი. თავად წევრებიც ფოლკლორისტები და პროფესიონალი მუსიკოსები არიან. -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
benediqt |
Jan 5 2011, 05:07 PM
პოსტი
#27
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
Didgoreli
ციტატა ანსამბლი "შვიდკაცა" ჯანო კახიძის ხელმძღვანელობით! მიშა შავიშვილის კრიმანჭულმა გააოგნა მრავალი ადამიანი! ციტატა ჰამლეტ გონაშვილი მთელ მსოფლიოს ახსოვს დღესაც კი და მრავალი სხვა...! ეს ჩვენი ისტორიაა! ოქროს ფონდია, რომელიც სამუდამოდ დარჩება და ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ. თუმცა, დღევანდელი ეპოქა და მსოფლიო მუსიკის კულტურა, გემოვნება და მოთხოვნილებები მსოფლიო ასპარეზზე გასასვლელად და გასაცნობად ჩვენდა სამწუხაროდ შოუს მოითხოვს. ციტატა თუმცა მას შემდეგ რაც ქართული გალობისადმი მათი მიდგომა დავინახე, შემეცვალა ჩემი შეხედულება! ჩვენ ფოლკლორზე ვსაუბრობთ... ციტატა დღეს კი, ანსამბლი "ანჩისხატი" ჩემი საყვარელი ჯგუფი, რომელმაც ქართული კანონიკური გალობა შემაყვარა და გამაცნო! თუმცა, ბევრი ადამიანი დააბრკოლა სხვადასხვა ტაძრებში ერქვანიძის ფანებმა, და ძალით მიმბაძველმა მგალობლებმა, რატომღაც ჰგონიათ რომ ერქვანიძის სტილი ზოგადია და ყველასთვის მისაღები და მისაბაძი. მისი საქმიანობაა მისაბაძი და არა მისი სპეციფიური ხმა. (ეს ჩემი აზრია) ციტატა ანსამბლი "შვიდკაცა" ჯანო კახიძის ხელმძღვანელობით! მიშა შავიშვილის კრიმანჭულმა გააოგნა მრავალი ადამიანი! ანსამბლ "რუსთავის" წევრი, ჰამლეტ გონაშვილი მთელ მსოფლიოს ახსოვს დღესაც კი და მრავალი სხვა...! დღეს კი, ანსამბლი "ანჩისხატი", ანსამბლი "ბასიანი". "ბასიანის" კონცერტს ამერიკაში მართლაც რომ ფურორი მოჰყვა. გაზეთ "new york times"-შიც კი გაიჟღერა მათმა გამოსვლამ! კიდევ ვიმეორებ, ეს არის დიდი წარმატება და სასიხარულო მოვლენა! მაგრამ თქვენ უნდა გენახათ ერისიონის ფურორი მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებში. ასევე ჯგუფ "შინის" "ეგარის" "სუხიშვილების" და ა.შ. რუსთავზე ხო საერთოდ საუბარი ზედმეტია, ძალიან ხშირად არიან გასტროლებზე, მაგრამ რუსთავმაც თავისი შესაძლებლობები ამოწურა... -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
ნანინა |
Jan 5 2011, 11:58 PM
პოსტი
#28
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
ვაიმე ამხალა პოსტების კითხვა მეზარება დიდგორელები კვლავ ფორმაში არიან, მომწონს გამოცოცხლდა განყოფილება
ჩემი აზრი იცით, ხოდა ბევრს ნუღარ მაწერინებთ, იკამათეთ ეთიკის ფარგლებში, და თუ ადამიანს არ სურს გაგება, დაანებეთ თავი ყველა ვერ მიხვდება რა არის ქართული ფოლკლორი და არცაა აუცილებელი მიხვდეს ბენედიქტეს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, ძალიან კარგად ვიცი ვინც ხარ და რაც გინდა ამ პოსტებსაც ასეთი შინაარსისას იმიტომ წერ, რომ ძალიან კარგად იცი ჩვენი შეხედულება ამ ყველაფერზე. თუ არა და აი მითხარი რა შუაში იყო ახლა აქ სუხიშვილები? მოკელდ ჩემო კარგო, თუ გინდათ იკამათეთ, განყოფილება მაინც გამოცოცხლდება, ნიკას და ფოთისაც თუ უნდათ წერონ, თუ არ დაიღალნენ მარა წყლის ნაყვაა ყველაფერი დამიჯერეთ ეს ადამიანი კამათობს იმიტომ რომ კამათით "კაიფობსს" და ვიღაცეების ნერვებზე თამაშობს თუ გინდათ, კი ბატონო, ოღონდ ეთიკის ფარგლებში ძალიან გთხოვთ -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ჯეგე |
Jan 7 2011, 10:24 PM
პოსტი
#29
|
ღორონთქ გოგიმორძგვან! ჯგუფი: Members პოსტები: 231 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: ორბიტა წევრი № 970 |
სუხიშვილები+რუსთავი+ერისიონი
4ევერ!!!! მაააგრაააამ, ლადიმე 5ევერ!!! ვოტ!!! -------------------- მუ ჟამს ორდუ წყარქ დოდგინერქ
გომოჩარტუ შარა დო ზღვინდაფით ქიხუტოლუ უჩა ზღვაში ქვარა! ------------------------------------- ჩქიმი ჯიმა ქორექჷდა, ვამიწუა ანწი ვარი, გემიჸუნწი ოჯალეში, დომიხვამი ჸუდე–კარი! |
benediqt |
Feb 3 2011, 07:03 PM
პოსტი
#30
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
ეგარი ესპანეთში
http://www.youtube.com/watch?v=kZpv9WswAFM...player_embedded http://www.youtube.com/watch?v=M5nBBUia8ww...player_embedded http://www.youtube.com/watch?v=5VikKccndC0...player_embedded ეგარი - "ბიძია-ბაბუა" http://www.youtube.com/watch?v=aMB71M6CDb8...player_embedded -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი