მორწმუნე თუ ეშმაკეული?, რას ნიშნავს სიტყვა daisidaimonia |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მორწმუნე თუ ეშმაკეული?, რას ნიშნავს სიტყვა daisidaimonia |
Otherguy |
Apr 16 2012, 07:25 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
ეს სიტყვა პირდაპირი გაგებით ნიშნავს დემონის შიშს. თუმცა მანამ, სანამ სიტყვა "დემონი" ეშმაკის მნიშვნელობას შეიძენდა, იგი უბრალოდ ნიშნავს ღვთისმოშიშ, რელიგიურ ადამიანს.
პავლე მოციქული აქებს ათენელებს: დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი(deisidaimonia) უნდა იყოთ. (საქმეები 17:22) თუმცა, რატომღაც წმ. გიორგი მთაწმინდელი ამ სიტყვას თარგმნის როგორც: "მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ძმანო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა(deisidaimonia) გხედავ თქუენ." სხვა მუხლებიც ვნახოთ: "სამაგიეროდ ედავებოდნენ თავიანთი სარწმუნოებისა(deisidaimonia) და ვიღაც მიცვალებული იესოს გამო, ვისზედაც პავლე ამტკიცებდა, ცოცხალიაო." - (საქმეები 25:19) წმინდა გიორგი მთაწმინდელი აქაც წერს: "ძიებანი რაჲმე თჳსისა ეშმაკეულებისანი(deisidaimonia) აქუნდეს მისა მიმართ და იესუჲს ვისთჳსმე მომკუდრისა, რომელსა იტყოდა პავლე ცხოველად." არადა რომაელები პატივს სცემდნენ ებრაელთა რელიგიას და შეუძლებელია უბრალო საუბარში იუდაიზმისთვის ეშმაკეულება(იცოდნენ ეს სიტყვა საერთოდ?) ეწოდებინათ. მითუმეტეს, რომ ეს სიტყვა მოგვიანებით მხოლოდ ქრისტიანებმა გაიგეს უარყოფითი მნიშვნელობით და წარმართებს უწოდეს. რას ფიქრობთ? -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი