გამოფენები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გამოფენები |
მაგდალინა |
Nov 24 2009, 02:20 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
აქ დავდოთ ხოლმე გამოფენების ანონსები
დღეს, 24 ნოემბერს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი განვითარების ცენტრში ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა აწყობს გამოფენას "გიორგობა". ექსპოზიციაში წარმოდგენილია სმენადაქვეითებული ბავშვების - 203 საჯარო სკოლა, ნინოწმინდის, თბილისის საჯარო სკოლების და გალერეის თავისუფალი ხატვის ჯგუფების 230 ნორჩი მხატვრის ნამუშევრები. დღეს, 24 ნოემბერს, 17:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" გაიხსნება მხატვართა ჯგუფის გამოფენა სახელწოდებით "ფერადი ნავი". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თორნიკე აბულაძის, ირაკლი ჩიქოვანისა და ბექა სვირავას ნამუშევრები. გამოფენა გაგრძელდება 29 ნოემბრამდე. გალერეა "ვერნისაჟის" ახალი მისამართია: ძმები ზუბალაშვილების ქ. # 7. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
ქევანა |
Nov 24 2009, 03:14 PM
პოსტი
#2
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ააა... სმენადაქვეითებული ბავშვების სურათები ყოფილა
მაქვს ზოგიერთი სურათი გადაღებული. დავდებ მალე : ) ძალიან საინტერესო იყო, სხვათაშორის ეს ერთი: -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
მაგდალინა |
Dec 9 2009, 01:30 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად გაიხსნა გამოფენა "კლიმატის ცვლილება".
საქართველოს რეგიონებიდან შემოსული 300-მდე ნამუშევრიდან საექსპოზიციოდ შეირჩა საუკეთესო 75 ნახატი. მათ ავტორებს გადაეცემათ დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
ანანო |
Dec 9 2009, 05:40 PM
პოსტი
#4
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
14 დღეში იხურება ნინო რამიშვილის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც ნახავთ მართლაც უნიკალურ კაბებს! ევროპელი დიზაინერების ნივთებს, ცეკვების "სადარბაზო", "ხევსურული", "ჯეირანი" და სხვა კოსტიუმებს. გამოფენა მუშაობს ორშაბათის გარდა ყოველ დღე 11 საათიდან 18 საათამდე, ბილეთის ფასია ბავშვებისთვის 1 ლარი და უფროსებისთვის 1,50 ლარი! ყველას გირჩევთ ნახოთ მისამართი: კარგარეთელის 6, პლეხანოვზე კინოთეატრ აპოლასთან
მინდაა -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
მაგდალინა |
Dec 10 2009, 03:31 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
ადამიანთა უფლებების საეთაშორისო დღის აღსანიშნავად საფრანგეთის საელჩო საქართველოში გიწვევთ გამოფენის "ასი აფიშა სიტყვის თავისუფლებისათვის" გახსნაზე, რომელიც ამავე დღეს ტარდება მსოფლიოს 20-ზე მეტ ქალაქში ხუთშაბათს, 2009 წლის 10 დეკემბერს 19 საათზე.
ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცემტრში, გუდიაშვილის 10. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მაგდალინა |
Dec 14 2009, 05:11 PM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
დღეიდან, 14 დეკემბრიდან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზი თოჯინების საახალწლო გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა დღეს, 14 დეკემბერს 18:00 საათზე გაიხსნება და 30 დეკემბრამდე გაგრძელდება. დათვალიერება შეეძლება ნებისმიერ მსურველს უფასოდ
საქრთველოში ისტორიულად გამოიყენებოდა გარკვეული ტიპის თოჯინები, სხვადასხვა წესჩვეულებების შესრულების დროს. ჩაცმულობით, თმის ვარცხნილობითა და სხვადასხვა მასალით შესრულებული თოჯინები, საქართველოს ამა თუ იმ კუთხის მცხოვრებთა გარეგნულ იერსა და დამახასიათებელ თვისებებს გვამცნობს. გამოფენაში მონაწნილეობს 22 თვითნასწავლი მხატვარი, საქართველოს ყველა რეგიონიდან. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მაგდალინა |
Dec 16 2009, 12:21 PM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
დღეს, 16 დეკემბერს, 15:30 საათზე, თბილისის სამხატვრო აკადემია, თანამედროვე ხელოვნების არქივი "არქიდრომი" და ჯგუფი "ბულიონი" თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ დარბაზში წარმოადგენს თანამედროვე ესტონური ხელოვნების გამოფენას. ნაჩვენები იქნება ოთხი ესტონელი ხელოვანის _ ჰანეს ასამეტსის, ჰენრი ჰუტის, მიჰიკელ ილუსის და მიჰიკელ მარიპუს _ ვიდეოარტი, პერფომანსი და ფერწერული ნამუშევრები.
გამოფენა ეწყობა ესტონეთის კულტურის სამინისტროს და ესტონეთის საელჩოს ხელშეწყობით. 17 დეკემბერს კი, 16:00 საათზე, "არქიდრომის" ინიციატივით სამხატვრო აკადემიის დიდ დარბაზში გაიმართბა დისკუსია ხელოვანებთან. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
nat_uly |
Dec 16 2009, 08:05 PM
პოსტი
#8
|
natalia ჯგუფი: Members პოსტები: 1,097 რეგისტრ.: 8-March 07 წევრი № 1,304 |
ისე, არ შეგიძლიათ ცოტა ადრე რომ დადოთ ხოლმე ეს ინფორმაციებიი. ასე ვერ ვასწრებთ
-------------------- მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი... |
ეკატო |
Dec 16 2009, 09:20 PM
პოსტი
#9
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
დღეიდან, 14 დეკემბრიდან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზი თოჯინების საახალწლო გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა დღეს, 14 დეკემბერს 18:00 საათზე გაიხსნება და 30 დეკემბრამდე გაგრძელდება. დათვალიერება შეეძლება ნებისმიერ მსურველს უფასოდ აქ მინდა წასვლა, ვინ შემომიერთდება? -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
მაგდალინა |
Dec 17 2009, 10:48 AM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
nat_uly
როგორც კი ვიგებ, მაშინვე ვდებ მართლა კარგი იქნებოდა ადრე ინფორმირება, რასაც და თუ მოვახერხებ, აუცილებლად ადრე დავპოსტავ ხოლმე ეკატო მეც მინდა 17 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გაიხსნება გამოფენა "ძველი და თანამედროვე თბილისი". ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნულ არქივში დაცული, 1890-1910 წლებში დიმიტრი ერმაკოვისა და 2009 წელს გიორგი მეურმიშვილის მიერ გადაღებული ფოტოები. გამოფენის ფარგლებში გაიმართება ეროვნული არქივის მიერ მომზადებული, 2010 წლის კალენდრის "ძველი და თანამედროვე თბილისი" პრეზენტაცია. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
ქევანა |
Dec 17 2009, 12:10 PM
პოსტი
#11
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა აქ მინდა წასვლა, ვინ შემომიერთდება? მოვდივარ ოღონდ სად არის ტერიტორიულად არ ვიცი -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
მაგდალინა |
Dec 17 2009, 01:13 PM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
ქევანა
აღმაშენებელზეა, მაგრამ რა ნომერში, არ ვიცი ზუსტად, თუ არ ვცდები 68-ში? -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
ნანინა |
Dec 19 2009, 02:40 PM
პოსტი
#13
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
ქევანა
მაგდალინა ეკატო ძალიან კარგი გამოფენაა და აუცილებლად ნახეთ, მეც კიდევ შევივლი ალბათ, გადარბენაზე ვიყავი გალერეა არის აღმაშენებლის 68-ში, ანუ ძველ პლეხანოვზე. მეტროდან რომ გაუყვებით ვარანცოვისკენ მალევეა პ.ს. თოჯინების გამოფენაზე ვამბობ -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
მაგდალინა |
Dec 21 2009, 11:16 AM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
დღეს, 21 დეკემბერს,. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ახალი გალერეა - "გალა" გაიხსნება. გალერიის გახსნას ცნობილი ქართველი მხატვრები დაესწრებიან.
გალერეაში გამოფენილი იქნება კლასიკოსებისა და თანამედროვე მხატვართა ნამუშევრები. მათ შორის - ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, სერგო ქობულაძის, პეტრე ოცხელის, ირაკლი გამრეკელის, კირილე ზდანევიჩის, ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრები; აგრეთვე - ალბერტ დილბარიანი, გაიანე ხაჩატურიანი, მერაბ აბრამიშვილი, მიშა ხვიტია, მამუკა ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ლევან ჭოღოშვილი, ვახტანგ ბუღაძე, გია ბუღაძე, ედმუნდ კალანდაძე, გოგი ჩაგელიშვილი, ზურაბ ნიჟარაძე და სხვა. ექსპოზიცია დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს, თვალი გაადევნოს თანამედროვე ქართული მხატვრობის განვითარებას, XX საუკუნის დასაწყისიდან - დღემდე. "გალა- გალერეას" მიზანია, კლასიკოსი მხატვრების რეტროსპექტიული გამოფენებთან ერთად, თანამედროვე მხატვრების პოპულრიზაცია. გალერეაში მოეწყობა, როგორც პერსონალური, ისე ჯგუფური გამოფენები -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მაგდალინა |
Dec 21 2009, 02:48 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
დღეს, 21 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო "თორი" ირაკლი გედენიძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის სახელწოდებაა _ "20 წლის შემდეგ". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება განსხვავებული ფოტოქრონიკა - საქართველო სამოქალაქო ომიდან დღემდე
გამოფენის ორგანზიტაორების განცხადებით, ფორმითა და შინაარსით ეს იქნება პირველი დოკუმენტური გამოფენა საქართველოში. გამოფენის სახელწოდებაა "20 წლის შემდეგ". -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მაგდალინა |
Jan 4 2010, 11:27 AM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
ეროვნული მუზეუმში ძველი და ახალი ქართული საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყობა
დღეს, 4 იანვარს, საქართველოს ეროვნული მუზეუმში ძველი და ახალი ქართული საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყობა. გამოფენის ორგანიზატორები არიან ეროვნული მუზეუმი და საქართველოს საპატრიაქო და პატრიარქს ილია II-ს დაბადების დღეს ეძღვნება. გამოფენის მიზანია ერთ საგამოფენო სივრცეში წარმოადგინოს შუა საუკუნეებისა და XX-XXI სს-ის საეკლესიო ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნამუშევრები _ ფერწერული და ჭედური ხატები, ქვაზე და ხეზე კვეთილობის, ნაქარგობისა და ტიხრული მინანქრის ნიმუშები. გამოფენაზე დამთვალიერებელი შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნებისა და ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმების ფონდებში დაცული შუა საუკუნეების ნივთებს ნახავს, რომელთა დიდი ნაწილი პირველად გამოიფინება. თანამედროვე ხელოვნების ექსპოზიციაში კი წარმოდგენილი იქნება ეკლესია-მონასტრებში, სახელოსნოებში და კერძო მფლობელთა კოლექციებში შერჩეული საეკლესიო ნივთებით. აქვე გამოიფინება თანამედროვე კედლის მხატვრობის ფოტოებიც. გამოფენის პარალელურად საგანმანათლებლო საჯარო ლექციების კურსი ჩატარდება, რომელსაც სასულიერო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები წარუძღვებიან. უახლოეს მომავალში შუა საუკუნეებისა და ახალი ქართული საეკლესიო ხელოვნების ძეგლთა კატალოგების გამოცემაც იგეგმება. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
ქევანა |
Jan 4 2010, 02:10 PM
პოსტი
#17
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა გამოფენის პარალელურად საგანმანათლებლო საჯარო ლექციების კურსი ჩატარდება, რომელსაც სასულიერო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები წარუძღვებიან. ეს როგორ? ანუ ამირანაშვილის სახ. მუზეუმში რომ მივიდე გამოფენაზე, პარალელურად სად ჩატარდება, იქვე დარბაზში? თუ მუზეუმის აუდიტორიაში? სიამოვნებით წავიდოდი -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
maZiebeli |
Jan 6 2010, 02:59 AM
პოსტი
#18
|
დავითი ჯგუფი: Members პოსტები: 1,094 რეგისტრ.: 16-August 06 მდებარ.: თქვენთან წევრი № 67 |
ეროვნული სამოსის გამოფენას აპირებდნენ შობის შემდეგ სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში. ჯერ შემოდგომაზე იყო ჩაფიქრებული და ამ დროისთვის გადმოიდო.
ახლა ვწერ, რომ არ დაგვიანდეს ინფორმაციის მიწოდება. ვინც უკვე ზუსტად იცის როდის ტარდება, დაამატებს აქვე, თუ არა და მე შევეცდები გავარკვიო ამ დღეებში. -------------------- "...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33. "აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21. |
doroTea |
Jan 8 2010, 01:18 AM
პოსტი
#19
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 19-February 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,134 |
თუ იცით, ფოლკლორის ცენტრში "თოჯინების გამოფენა" როდემდეა?
|
მაგდალინა |
Jan 12 2010, 02:57 PM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
doroTea
22 ან 27 იანვრამდე, თუ არ ვცდები. დღეს, 12 იანვარს, 16:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნება გამოფენა, სახელწოდებით "შობიდან ნათლისღებამდე". ექსპოზიციის მიზანია თავი მოუყაროს და სიუჟეტური თანმიმდევრობით წარმოაჩინოს უნიკალური ქართული ხელნაწერები, რომელშიც მოვლენები ასახულია მაცხოვრის შობიდან ნათლისღებამდე. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამოფენაზე წარმოადგენს XII-XVIII საუკუნეების მოხატულ ხელნაწერებს. საექსპოზიციო თემა მოიცავს ოთხ დიდ დღესასწაულს (შობა, წინადაცვეთა, მირქმა, ნათლისღება), რომლის ილუსტრირებაც ხდება ათი სიუჟეტით. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ხელნაწერების ორიგინალები: გელათის (XII ს.), ჯრუჭის (XII ს.), ვანის (XII-XIII სს.), ლარგვისისა (XIII ს.) და სხვა სახარებები. ექსპოზიცია 22 იანვრამდე გაგრძელდება. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი