ჩვენი შემოქმედება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩვენი შემოქმედება |
dariala |
Jul 31 2010, 10:59 AM
პოსტი
#41
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 868 რეგისტრ.: 30-August 08 მდებარ.: www.boke.ge/user/marianita წევრი № 5,550 |
ყოჩაღ, საკმაოდ შრომატევადი იქნება ისე ამის შესრულება. ასეთი "წიკწიკა" და სუფთა ნამუშევრები ძალიან მომწონს. ეს კი ჩEმი გვერდია ურაკპარაკი.ცომზე http://urakparaki.com/?m=7&WUID=3489 -------------------- http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
|
zura.bi |
Jul 31 2010, 12:15 PM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 30-June 10 წევრი № 9,090 |
ყოჩაღ, საკმაოდ შრომატევადი იქნება ისე ამის შესრულება. ასეთი "წიკწიკა" და სუფთა ნამუშევრები ძალიან მომწონს. ეს კი ჩEმი გვერდია ურაკპარაკი.ცომზე http://urakparaki.com/?m=7&WUID=3489 გმადლობ! პირველად "ირჯიაულები" წავიკითხე, არ ვიცი რატომ! "ჩაწიკწიკებულია"!!! იარაჯულები ხომ არა? -------------------- შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
განა სუყველას სმა უნდა, პირზე მომდგარსა სიტყვასა, განა სუყველას თქმა უნდა? ცოდვილი მოყმე... |
tamuna m |
Jul 31 2010, 12:24 PM
პოსტი
#43
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
dariala
რას მერჩოდი ამ დილაადრიან? "გიას გორა" წავიკითხე მაინც რას ნიშნავს მზრუნველი დედიკო zura.bi ციტატა ...პ. ს. "ბავშვობაში ყველა ხატავს" -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
dariala |
Jul 31 2010, 12:58 PM
პოსტი
#44
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 868 რეგისტრ.: 30-August 08 მდებარ.: www.boke.ge/user/marianita წევრი № 5,550 |
ციტატა პირველად "ირჯიაულები" წავიკითხე, არ ვიცი რატომ! "ჩაწიკწიკებულია"!!! იარაჯულები ხომ არა? არა, ირჯიაულია სწორი. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ნოველაში ასახული ამბები რეალურია. მართლაც მოხდა ეგ გერგეტში. წლები ზუსტად არ იციან - სადღაც მეჩვიდმეტე საუკუნე უნდა იყოს. სოფლის უხუცესებს კი დღემდე ახსოვთ. რომ არ დაკარგულიყო იმ ხალხის სახელი ამიტომ აღვწერე ეს ამბავი, თორემ ისე ვერიდები ხოლმე ადამიანებში უარყოფითI ემოციების გამოწვევას. ციტატა რას მერჩოდი ამ დილაადრიან?"გიას გორა" წავიკითხე მაინც რას ნიშნავს მზრუნველი დედიკო დიდი მადლობა -------------------- http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
|
tamuna m |
Jul 31 2010, 03:42 PM
პოსტი
#45
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
dariala
მოკლედ, მე პირადად აღვფრთოვანდი! როგორ მხატვრულად ხატავ ხასიათს. თითქოს იმ გარემოს სუნს და გემოს გვაგებინებ. თან მოკლედ და ლაკონურად გადმოცემ ისტორიას. ხომ მოკლეა, მაგრამ გგონია სქელტანიანი წიგნი ჩაიკითხე ერთი ამოსუნთქვით. ვითომ რამდენიმე დღე იმათთან ერთად იცხოვრე და დაუახლოვდი. მეტი არ გაქვს დაწერილი? კიდევ მინდა -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
dariala |
Jul 31 2010, 04:51 PM
პოსტი
#46
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 868 რეგისტრ.: 30-August 08 მდებარ.: www.boke.ge/user/marianita წევრი № 5,550 |
dariala მოკლედ, მე პირადად აღვფრთოვანდი! როგორ მხატვრულად ხატავ ხასიათს. თითქოს იმ გარემოს სუნს და გემოს გვაგებინებ. თან მოკლედ და ლაკონურად გადმოცემ ისტორიას. ხომ მოკლეა, მაგრამ გგონია სქელტანიანი წიგნი ჩაიკითხე ერთი ამოსუნთქვით. ვითომ რამდენიმე დღე იმათთან ერთად იცხოვრე და დაუახლოვდი. მეტი არ გაქვს დაწერილი? კიდევ მინდა გავწითლდი მიხარია, რომ მოგეწონა მეგის მეტი არ მაქვს, ეგენიც ძლივს დავწერე ჩემი გიჟების ხელში დიდი მადლობა კიდევ ერთხელ -------------------- http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
|
tamuna m |
Jul 31 2010, 09:15 PM
პოსტი
#47
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
dariala
მაშინ სიახლე არ გამომაპარო -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
zura.bi |
Aug 2 2010, 10:10 AM
პოსტი
#48
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 30-June 10 წევრი № 9,090 |
dariala
ბარაქალა ქალავ! მიგულე შენს მკითხველად! -------------------- შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
განა სუყველას სმა უნდა, პირზე მომდგარსა სიტყვასა, განა სუყველას თქმა უნდა? ცოდვილი მოყმე... |
zura.bi |
Aug 2 2010, 10:27 AM
პოსტი
#49
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 30-June 10 წევრი № 9,090 |
dariala
გიძღვნი ვირტუალურად '' მოხუცი უსტა და შეგირდი'"ქაღალდი, ტუში, კალამი. შესრულებულია მხოლოდ წერტილებით -------------------- შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
განა სუყველას სმა უნდა, პირზე მომდგარსა სიტყვასა, განა სუყველას თქმა უნდა? ცოდვილი მოყმე... |
zura.bi |
Aug 16 2010, 08:58 PM
პოსტი
#50
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 30-June 10 წევრი № 9,090 |
-------------------- შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
განა სუყველას სმა უნდა, პირზე მომდგარსა სიტყვასა, განა სუყველას თქმა უნდა? ცოდვილი მოყმე... |
ქევანა |
Aug 17 2010, 05:43 PM
პოსტი
#51
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ძალიან უცნაური და თავისებურია.. ვუყურებ და ვუყურებ, თვალს ვერ ვაცილებ ვიოლინო რომ არ ჩანდეს, ვერ მიხვდებოდი რომ სტრადივარიუსის ვნებანია აუ როგორ მაკლია სურათის წაკითხვის ნიჭი -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
zura.bi |
Aug 17 2010, 06:34 PM
პოსტი
#52
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 30-June 10 წევრი № 9,090 |
ძალიან უცნაური და თავისებურია.. ვუყურებ და ვუყურებ, თვალს ვერ ვაცილებ ვიოლინო რომ არ ჩანდეს, ვერ მიხვდებოდი რომ სტრადივარიუსის ვნებანია აუ როგორ მაკლია სურათის წაკითხვის ნიჭი ყოჩაღ მე! ვიოლინო ისე დამიხატავს (თუ წარწერა? ) მნახველი შეუცდომლად ცნობს ანტონიოს ხელს, ისე რომ არც ეჭვობს ჯუზეპე გვარნერზე - ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა! ქეთევან, თუ მართლა საყურებლად გაგაჩერა სურათმა და რაიმე ასოციაციური ფიქრები აშალა - მოხარული ვიქნები...რომ ცულმა ასეთი ნატიფი მუს. ინსტრუმენტი შექმნა, მე კი - ფიქრის ამშლელი ტილო... -------------------- შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
განა სუყველას სმა უნდა, პირზე მომდგარსა სიტყვასა, განა სუყველას თქმა უნდა? ცოდვილი მოყმე... |
ქევანა |
Aug 17 2010, 07:31 PM
პოსტი
#53
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
zura.bi
მე სურათების წაკითხვა მინდა ვისწავლო აი, როგორ აგიხსნათ, მინდა ჩავწვდე და მესმოდეს რას გადმოსცემს მხატვარი და როგორ გადმოსცემს მაგრამ ჯერ ჯერობით მე თვითონ ვატყობ ჩემს თავს, რომ მაკლია ცოდნა -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
zura.bi |
Aug 17 2010, 11:24 PM
პოსტი
#54
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 30-June 10 წევრი № 9,090 |
ქევანა
სურათების "წაკითხვა" დამოკიდებულია მხატვრული მიმდინარეობის სხვა და სხვა ასპექტთან, ძირითადად კი ასოციაციურ-შედარებითი მომენტია გადამწყვეტი. მაგ. იმპრესიონისტები ხატავ(დნ)ენ არა გარშემო მყოფ საგნებს - არამედ ჰაერს ამ საგნებამდე! და ასე შემდეგ - მიმდინარეობათა მიხედვით და მათგან გამომდინარე... თუმცა არსებობს "ხელოვნება - ხელოვნებისათვის" - ეს საერთოდ განყენებული თემაა... -------------------- შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
განა სუყველას სმა უნდა, პირზე მომდგარსა სიტყვასა, განა სუყველას თქმა უნდა? ცოდვილი მოყმე... |
tamuna m |
Aug 20 2010, 05:58 PM
პოსტი
#55
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ქევანა
ნუ თავმდაბლობ -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
dariala |
Aug 21 2010, 12:46 AM
პოსტი
#56
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 868 რეგისტრ.: 30-August 08 მდებარ.: www.boke.ge/user/marianita წევრი № 5,550 |
zura.bi
მმმმ.... სიტყვები არ მყოფნის, ისიც კი არ ვიცი რა ვთქვა - ეს ის ვითარებაა, როცა სიტყვები ზედმეტია. ერთს კი ვიტყვი ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი შემოქმედების წინაშე და ეს ჩემგან მადლობის ნიშნად - ჩემი გადაღებულია, ამ დროს დილის 6 საათია, ხილობ ვიყავი ქუთათის მთაზედ -------------------- http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
|
zura.bi |
Aug 21 2010, 01:36 PM
პოსტი
#57
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 30-June 10 წევრი № 9,090 |
zura.bi მმმმ.... სიტყვები არ მყოფნის, ისიც კი არ ვიცი რა ვთქვა - ეს ის ვითარებაა, როცა სიტყვები ზედმეტია. ერთს კი ვიტყვი ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი შემოქმედების წინაშე და ეს ჩემგან მადლობის ნიშნად - ჩემი გადაღებულია, ამ დროს დილის 6 საათია, ხილობ ვიყავი ქუთათის მთაზედ ისე, შენობითაც შეიძლებოდა... ეს ფოტოც ისეთივე მჭევრმეტყველია, როგორც შენი პროზა! დიდად გმადლობ, მოხევის ქალო! გისურვებ შემდგომ წარმატებებს შენი ნიჭის მრავალმხრივ გამოვლინებაში! წრფელი სურვილებით .. აქ ჩემი ძირითადი შრომის ნაყოფია http://talks.guns.ru/forummessage/97/472443.html შეგიძლია თვალი შეავლო -------------------- შავ ლუდსა, წითელ ღვინოსა,
განა სუყველას სმა უნდა, პირზე მომდგარსა სიტყვასა, განა სუყველას თქმა უნდა? ცოდვილი მოყმე... |
Atman |
Aug 24 2010, 11:50 AM
პოსტი
#58
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ეს იზი-ბარტყის შემოქმედებაა. თვითონ ვერ შემოდის ფურუმზე და მთხოვა მე დამედო:
“ცუცქნა გოგოს ამბები” დედამიწა ღერძზე ჩამომჯდარა და ჩაფიქრებულა... _ აქა მშვიდობა! _ ისე რიხიანად მიესალმა მთვარე, დამფრთხალი მტრედებივით აუშალა ფიქრები. _ ჩემო სავსე მთვარე, _ გაუღიმა დაბნეულმა დედამიწამ. _ ოჰ, შეკრებილან მეზობლები _ გადმოსძახა მზემ, გაეხუმრა და მოსაუბრეებს შეუერთდა. _ მოდით, მოდით, ჩემს არსებაში ჩაგახედებთ. “ნეტავ დღეს რით გაგვახარებს?” _ გადაულაპარაკეს ერთმანეთს და დედამიწას მიუცუცქდნენ. დამალული შროშანები იყო ერთი ბერი, მზის ამოსვლისას, მოვიდოდა დილის სიმშვიდე და საუბრობდნენ. ყველაზე მეტად, მოხუცი ბერი, სულის მინდვრის ყვავილებს უყვარდათ. დაინახავდნენ და შესციცინებდნენ თვალებში, ისიც გაუღიმებდა, ამოიღებდა ჭიდან წყალს და ყვავილებს ურიგებდა. ერთხელ, ბერი სიმშვიდეს გაუნაწყენდა, გაებუტა და კელიიდან გააგდო. ყვავილებმა ფოთლები ჩამოყარეს. მოხუცს მოსწყურდა, მაგრამ, ჭაც დამშრალა. უხმოდ დაუბერა ნიავმა, დამჭკნარი ყვევილები ააშრიალა, ბერს წვეთი წყალი მოუტანა: _ სულ ესაა რაც გადარჩა, რაც გინდა ის უყავი! _ შეუბღვირა ნიავმა და ისევ უხმოდ გაძვრა ტოტებში... უყურებს მოხუცი წვეთს და ფიქრობს: “რომ დავლიო? გემოსაც ვერ ვიგრძნობ, ვერც ხელს დავიბან, ვერც სხვას გავუზიარებ” _ წვეთი ხელის გულზე აიყვანა და სულის ყვავილებში ცასვა. დაბნეულმა წეთმა მინდორს აღმოსავლეთით გახედა, მერე დასავლეთით. _ ყველა დამჭკნარა. “ აქ რა გავაკეთო?” _ ფიქრობდა გულში, რომ არავის დაენახა უცებ ერთ ნაპრალში ჩაძვრა... ბერს დილა ჰყავდა სტუმრად, რაგაცას უხალისოდ ელაპარაკებოდა, მგონი შერიდგნენ. გამხმარი ყვავილები აჩოჩქოლდნენ. თურმე, წვეთს გახეთქილ ნაპრალში თეთრი შროშანები უპოვნია, ამოსვლას აპირებდნენ, დაუნახავთ მინდორი გამხმარა, შეშინებიათ და დამალულან. წვეთმა ხელი მოჰკიდა, ამოიყვანა. გაიხარა ბერმა, ლოცვა გულში ცაიხუტა, ჩაიხუტა და სულის მდელოც დათბა. ჭაში წყალი ისევ აკამკამდა, წვეთი ფოთლებში დაბინავდა, შროშანმა ღიღინი ისწავლა და როგორც მოხუცთან მიმავალ დილას დაინახავდა, მაშინვე, კრიალა ხმით სიმღერას აშხაპუნებდა. “აბა აქეთ გამოიხედეთ” _ გასძახა დედამიწამ ცნობისმოყვარე მეზობლებს_“ ყოველ წამს, ჩემში, ახალ-ახალი სიცოცხლე ალუბლებივით ყვავდება, ნახეთ რა ყოფილა?” ნაქსოვი... მწვანე ოთახში ბავშვები ისხდნენ მაგიდაზე, პატრა შანდალი ასანთი და ნახევარი სანთელი იდო, იქვე ღვთისნაირი ქალი იჯდა, თვალებიც და თავსაფარიც წყლისფერი ჰქონდა. ვერ ისვენებდა მოლოდინი... ერთი გოგო ფეხზე ადგა და... _ ლია მაას, სული როგორია? _ როგორი? _ გონებამ აზრებით ქსოვა დაიწყო, აიღო ერთი ფიქრი,_ “სული უკვდავია და მარადიული”, უცებ ზედ მეორეც მიაბა და გამონასკვა, “სულზე ძვირფასი არც ოქროა და არც აბრეშუმი”, “თან იზრდება, თან იგივე რჩება”, “უყვარს, როცა, მასში სიკეთე ანთია”, “უბრალოებაზე სუფთაა, გაშლილი და ზედ ღვთის სიყვარულით სავსე თასები ალაგია, ეს თასები იმდენს ეყოფა, რამდენი ადამიანიც ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს, მაინც არასოდეს იცლება.” _ მოდიოდნენ აზრები, უცებ, გონებამ ყურადღება გამოაცალა და ნაქსოვიც წამში დაირღვა… პატარა ისევ ფეხზე იდგა, მოლოდინიც ილოდებოდა. “წარმოიდგინეთ, სული, თეთრი დიდი წრე, რომელზეც შუაში, ერთი შავი წერტილია, თუ ისე მოიქცევით, რომ მოსვენება დაგეკარგებათ, შავი ლაქა გაიზრდება და ტეთრს გადაფარავს. თუ პირიქით _ დაპატარავდება და წრეში ბევრი, ბევრი ტეთრი ფერი გექნებათ. ეცადეთ, ისე იცხოვროთ, თქვენს წრეში, სითეთრე მუდმივად შეინახოთ. _ იცანი? _ შეეკითხა მთვარემ მზეს. _ ჰო, _ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. _ ორივე? _ ისევ ჩაეძია მთვარე და პასუხიც იგივე იყო. სულის კარები გზაზე, ღიმილმა გადაირბინა და თვალები ერთმანეთს შეეჯახნენ. გულმა რაღაც დაიჭირა და დამალა. გოგომ შიგნით შეიჭყიტა. მერე ჩუმად შეიპარა და სულის კარები დაინახა, კარებზე ოქროსფერი ასოებით წარწერა იყო: “არ შეხვიდე, თორემ შეგიყვარდება...” _ არ დაუჯერა გოგომ ოქროსფერ ასოებს და... კაბა მუხლებს ძლივს რომ უფარავდა ერიდებოდა, სირცხვილისგან გაწითლდა. გოგოს ლამაზი თმების სამეფოც ჰქონდა, მიხვდა, ვერც მათ უშველეს, სულის კარებს მარტო შესასვლელი აქვს, გვიანი იყო... იზრდებოდა დამალული და ვეღარსად ეტეოდა, ახლა, გული ისეთი პაწია ეჩვენებოდა სად წასულიყო აღარ იცოდა, დაიღალა... გოგომ თმების სამეფო ხელებში შეაცურა, უცებ, თითქოს შველას მიაგნოო, ადგა, სახელოსნოს კარი შეაღო. “დავხატავო” _ ჩამოშლილი თმა, გატეხილი ფუნჯით აიწია. თეთრ ტილოს მიაჩერდა. _ “რა დავხატო? რა,რა,რა? _ არაფერი, დავხატავ და მორჩა”_ მაგრამ, გაახსენდა ფუნჯები არ ჰქონდა, _ “ეგ არაფერი ხელით დავხატავ” _ საღებავებს გადახედა, თითი ჩააწო ბლანტ სითხეში, ცისფერით დაიწყო, მთელ სიგრძეზე ჩამოუსვა ტილოს, მერე, მწვანე, იისფერი, თეთრი, ლურჯი, რაღაც წრეებივით მოხაზა, ვარდისფერი ფოთლები მოხატა_სიზმარშიც რომ შრიალებენ ისეთი, ხატავდა ამოუსუნთქავად და ვერ შეამჩნია, როგორ აბობოქრდნენ ლამაზი თმების სამეფოში. გატეხილი ფუნჯი თმას ვეღარ აკავებდა, ცვიოდნენ, სათითაოდ იპარებოდნენ კულულები. გოგომ ჩამოშლილი სამეფოს ქვევიდან ფუნჯების შეკვრას მოჰკრა თვალი, ფერებმა ჩუმად ჩაიცინეს. ერთი ფუნჯი გამოაცალა და ურჩი თმები ისევ დაამწყვდია. ფეხის ნაბიჯებმა კარები გაიხურეს... “ახალ ნახატს დავიწყებ!...” ბიჭი დგას და შორიდან უყურებს ნახატს, იცის გოგომ, ვარდისფერი ფოთლები იმიტომ მიუხატია სიზმარში მაინც ეშრიალათ, რაღაც წრეებივით მიუხატავს, ტილოზე სულის კარები ხატია, კარებზე ოქროსფერი ასოებით წარწერაა, ”არ შეხვიდე თორემ...” _ ოქროსფერი ასოების გჯერა? _ მოუთმენელ მთვარეს რაღაცის სათქმელად თვალები აუცქრიალდა მაგრამ დედამიწა, მიუხვდა და ტუჩებზე ხელი მიაფარა, _ “სუუუუუ, შენ ხომ მაინც იცი, ორივე ვის ხელშია, იმის, ვიცი საყდარიც ზეცაშია და ის ზეცაც ყველგანაა...” მეოთხე სცენის ამბავი იყო ერთი პატარა სცენა, ერთ სცენას ერთი მსახიობი ჰყავდა, ერთ შარვალში გამოწყობილი, ერთი წითურთმიანი, ერთ მსახიობს ორი ფერის თვალები და ორი სახე ჰქონდა _ მცინარა და მტირალა, თუ მიტრიალდებოდა ტიროდა და ტიროდა, თუ შემობრუნდებოდა გაიცინებდა და გიცინოდა. ბავშვებს ერთი მსახიობი ძალიან უყვარდათ, ყველა მათ სურვილს ასრულებდა; ხან ბუხრის მწმენდავს აჯავრებდა, ხან მებილიკეს, უცებ სარკედ იქცეოდა, მერე ბუზღუნა უფლისწულად, ბუმბულებიან სირაქლემად ან რასაც ეტყოდნენ იმათ. ყველა როლის თამაში შეეძლო, ერთის გარდა, ეს, წინწკლებიანი პეპელა მეე იყო. მისი უცნაური მეგობარი, რომელსაც სადღაც გაუგონია, პეპლები, მხოლოდ სამ დღეს ცოცხლობენო, ამ სამი დღის შიშით პერანგში ჩაძვრა და ცხოვრობდა, ჯიბეს ერთი ძაფი გამოაცალა, სარკმელი გაიკეთა და იქიდან იჭყიტებოდა. სპექტაკლებსაც ესწრებოდა, მცინარა და მტირალა სახეები რომ ჩხუბობდნენ ისიც იცოდა. ხედავდა, რამით. როცა დარბაზში ნათურებს ეძინათ, მტვერი შემოიპარებოდა და დასეირნობდა. ბუხარში შეშა ცეცხლს ვითომ ეჭიდავებოდა. დაინახეს სიზმრებმა მსახიობს ჩაეძინა და ტყვედ წაიყვანეს, პეპელას ხის ტკაცუნი აფხიზლებდა. სიზმარში, მცინარა და მტირალა სახეებს ომი ჰქონდათ, ომშიც სიზმარი იყო, ორივეს დიდი ლაშქარი ჰყავდა. მცინარა ეუბნებოდა: “ორივე სახე უნდა იცინოდესო, მტირალამ _ მსურს ორივე ტიროდესო”, შეწუხდა პეპელა, მაგრამ დამწყვდეულ მსახიობს ერთი, დიდი ვეებერთელა, მაღალი და ძლიერი ძილი იცავდა, ძილს მარტო მზის ეშინოდა, სხვა რა გზა ჰქონდა? მეე იჯდა და მზეს ელოდებოდა... _ “ამას ვაჩვენებ სეირს!” _ გაბრაზდა მზე და ამოჩახჩახდა, ძილი შიშისგან დაპატარავდა, დაილია და გაქრა!.. _ ჩქარა მეე ჩქარა! _ გაგვიანდება, _ გამოფხიზლდა მსახიობი, ჩაიცვა თავისი ერთი შარვალი, შეიკრა ერთი წითური თმა და ერთ სცენაზე სათამაშოდ გაიქცა, გზაზე მებილიკეს წვიმის მოტანილი ქვების გადაყრა დავიწყებია? _ მსახიობი წაიქცა, ხმაურზე ხალხი მოგროვდა. პერანგი გახეულია, წინწკლებიანი პეპელა მეე გულგახეთქილი აქეთ-იქით იყურება, _ ვაიმე! დავიღუპე! _ თვალები მინაბა და ამოილუღლუღა: “ჩემი ჩურჩული მხოლოდ რმერთს ესმის, აწეწილ ძაფებს გვანან ფიქრები, არც ღირს ვინმეს გული ვატკინო მე ხომ არც ვიცი ხვალ თუ ვიქნები...” _ იფიქრა ვკვდებიო ღრმად ამოისუნთქა და მთელი ხმით გააგრძელა: “გთხოვ ნუ გამიყვან იმ ქვეყნად ისე, ამ ერთს შეგბედავ, ცემს სურვილს უთქმელს, მინდა ვიპოვნო პაწია ჩიტი, ფრთის ქვეშ რომ მალავს სიყვარულს ულევს!”_ თავი გვერძე გადააგდო... _ კარგი რა, ადექი მეე, ადექი! ცქარა დაგვაგვიანდა ისედაც, ადექი რაა! მეე! ჩქარა მეთქი! არ გესმის? _ მსახიობი ტავზე დასდგომია და ჯიუტად ცდილობდა პეპელას წამოყენებას. _ რა ხდება? _ ძლივს ამოილაპარაკა მეემ, _ სავსეა დარბაზი, აქ სცენების თამაშის ადგილი არაა მეე _ ჩაეცინა მსახიობს. _ სახლი აღარ მაქვს! დაიხა, _ თავი დახარა მეემ. _ აღარ გინდა, მე ვარ მეეს სახლი _ ფრთებზე თითი გადაუსვა. _ მაშინ, შენი ყველაზე ლამაზი თმის სამაგრი ვიქნები, ცოცხალი თმის სამაგრი! _ თქვა წინწკლებიანმა პეპელამ. _ იყავი მეე, იყავი, ახლა წავიდეთ. თმებზე მოკალათდა, მცინარა და მტირალა სახეებმა ბევრი იკამათეს, ითათბირეს და როგორც იქნა გაერთიანდნენ, გადაწყვიტეს, როცა სახეს გაუხარდებოდა ეცინა, როცა მოიწყენდა _ ეტირა. დარბაზი ბავშვებით იყო სავსე, მსახიობი და მეე დღეს წინწკლებიან პეპელას თამაშობდნენ! დედამიწამ მზეს და მთვარეს გადახედა და დაბალი ხმით გააგრძელა საუბარი. _ ხანდახან მგონია ალბომს ვგავარ, ადამიანები, ჩემში, ფოტოებივით არიან ჩაკრულები, ყველას თავისი ისტორია აქვს, ზოგი ხასხასაა და ხალისიანი, ზოგი გაცრეცილი, ამს კუთხე აქვს ჩამოხეული, აქ სურათი დაიკარგა... ამაზეც არარაფერი ჩანს, _ დედამიწა ტკივილმა შეათრთოლა და კუნწულა ცრემლები ჩამოსცვივდა. მთვარეს შეებრალა, მაგრამ, ვერ ატირდა, აბა, მთვარე იყო და როგორ იტირებდა? მზეს კი უნდოდა ტირილი მაგრამ, ისეთი მცხუნვარე იყო, ცრემლებმა გონებაშიც ვერ მოასწრეს ჩამოვარდნა, ტიროდა დედამიწა მარტო... უცებ, ცრემლები ბურთულებად გადაიქცნენ, არავის დაუნახავს საიდან და როგორ გაჩნდა ანგელოზი, წამოკრიფა ბურთულები და შორიახლოს გაფრინდა... ყველაზე ძლიერს უჩრდილო ნათელით შექმნილი უფლის სამოსისფერი სამოსი ეცვა, ანგელოზმა თავი დახარა და დამჭვირვალე ბურთულები ფეხებთან განუბნია, წამსვე გაუჩინარდა... მოფრინავს ანგელოზი, სახეზე უჩრდილო ნათელით შექმნილი სამოსის ფერი აურეკლავს, ხელში, თეთრ ღრუბლებში გამოხვეული რაღაც უჭირავს, დედამიწას მიურბენინა. _ რამე მომეცი, რომ შიგ, შენი საჩუქარი ჩავდო, _ რამე? რა მოგცე? _ შეფიქრიანდა დედამიწა, უცებ მუყაოს ყუთს დასწვდა და ანგელოზებს მიაჩეჩა. _ რას მაძლევ? მუყაოს ყუთი? სიყვარულისთვის? _ გადაიკისკისა ანგელოზმა _ გეხუმრე, გეხუმრე, ამას ყუთი რად უნდა? _ ანგელოზის ნათქვამზე მზეს და მთვარეს გაეცინათ. გამოართვა ბერმა სიყვარული და სულის მინდორზე ყველაზე კარგ ადგილას შროსანების გვერდით დარგა, ღვთისნაირმა ქალმა უბრალოების გასლილ სუფრაზე, ყველაზე მშვენიერ თასში ჩაასხა, გოგომ, რომელმაც ლამაზი თმების სამეფო ჰქონდა, ანგელოზის ნაჩუქარ სიყვარულს თავისი ფერები შეურია და ახალი ნახატი დახატა, მსახიობმა და პეპელა მეემ საჩუქრით უცვეთი წინწკლებიანი კაბა შეიკერეს. არიგებდნენ დედამიწა და ანგელოზი სიყვარულს, აძლევდნენ დიდებსაც და პატარებსაც, გლახაკებსაც და ჯიბესქელსაც, მებაღეებს, მებილიკეებს, წვიმას, თოვლს, ნიავს და ევლას, უხმო ქარს და სულის კარებს, ზოგი მკერდში იხუტებს და ზოგიც გაშლილი ხელით ართმევს! _ ერთმა იუკადრისა, _ “ერთი ამას უყურეთ _ განაწყენდა ანგელოზი _ აბა გამომართვი, ნეტავ რას უკადრისობ? რაო, ადამიანად ყოფნას გაურბიხარ? არ გინდა? მერე რომ დაინახავ ყველას ექნება და შენ არა, ეგ ტკბილი გული დაგწყდება იცოდე, _ გაუწოდა ანგელოზმა სიყვარული, გაუღიმა, ქოჩორზე მიეფერა, მიეხუტა და გაფრინდა შირიახლოს, მარჯვნივაც, მარცხნივაც, არც აქეთ და არც იქით, იქეთაც და აქეთაც, ბოლოს ისევ იმასთან გაუჩინარდა, ვისი საყდარიც ზეცაშია და ის ზეცაც ყველგანაა!... ეს მოთხრობა ეძღვნება იმას, ვისთვისაც დავწერე 21 აგვისტო 2010წ. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ქევანა |
Aug 24 2010, 12:16 PM
პოსტი
#59
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა ეს იზი-ბარტყის შემოქმედებაა. თვითონ ვერ შემოდის ფურუმზე და მთხოვა მე დამედო: იზიიიიიიიი როგორც იქნა ეღირსა დღის სინათლე. იდეურად გადასარევი მოთხრობაა ჩემთან წავიღებ რა და მერე ხელმოწერა გამომიგზავნე შენი, ვორდის დოკუმენტში ბოლოს ჩავსვავ (როცა შემოხვალ) -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
izi-bartki |
Aug 24 2010, 05:18 PM
პოსტი
#60
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
Atman
სპასიბა დარაგოი ქევანა რა ტიპი ხარ ქეეთ ახლა შემოვძვერი 2 წამით,ვეცადე ვეცადე და რაღაც გამოვიდა რა უბრალოდ ცუდი ისაა ოქროსფერი საღებავი გამითავდა,სულის კარებზე ერთი სიტყვა დამრჩა დასაწერი -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი