თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ აპოლოგეტიკა _ ცხონების შესახებ.ა არის სამოთხე და რა არის ჯოჯოხეთი?

პოსტის ავტორი: mociquli qristesi თარიღი: Mar 1 2011, 04:49 PM

ადამიანის სიკვდილის შემდგომი ხვედრი საყოველთაო სამსჯავრომდე

პირადი სამსჯავრო

სიკვდილი ყველა ადამიანის ხვედრია. მაგრამ მათთვის ეს განადგურებას არ ნიშნავს. მხოლოდ სული განეშორება სხეულს. ადამიანის სულის უკვდავების ჭეშმარიტება ქრისტიანობის ერთ-ერთი ძირითადი ჭეშმარიტებაა. „არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველოაჲ, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე“ (ლკ. 20,38). ახალი აღთქმის წმიდა წერილში სიკვდილს ეწოდება „განსლვა“: „ვისწრაფო, რაჲთა კაცად-კაცადსა თქუენსა აქუნდეს შემდგომად განსლვისა ჩემისა ამათი მოჴსენებისა ყოფაჲ“ (2 პეტ. 1,15); ჩვენი ამქვეყნიური სახლის დანგრევა (2 კორ. 5,1); სხეულის დატოვება: „ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფლისა ამის ჩემისაჲ“ (2 პეტ. 1,14); განსლვა: „გული მეტყვის განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად უფროჲს და უმჯობეს ფრიად“ (ფლპ. 1,23); მიქცევა: „ჟამი იგი მიქცევისა ჩემისაჲ მოიწია“ (2 ტიმ. 4,6); შესვენება: „დავით... შეისუენა“ (საქმ. 13,36). საღვთო წერილის აშკარა მოწმობით სულს სიკვდილის შემდგომ თავისი მდგომარეობა გაცნობიერებული აქვს (მაგ., იგავი მდიდარსა და ლაზარეზე). ადამიანი სიკვდილის შემდგომ გადის სამსჯავროს, რომელსაც უკანასკნელი და საყოველთაო სამსჯავროსაგან განსხვავებით, პირადი ეწოდება. „ადვილ არს წინაშე თუალთა უფლისაჲთა დღესა მას აღსასრულისასა მიგებად კაცთა, ვითარცა იყუნეს საქმენი მათნი“ (ზირ. 11,26) - ამბობს ბრძენი ზირაქის ძე. იმავე აზრს გამოხატავს პავლე მოციქულიც: „ვითარცა-იგი წინა-უც კაცთა ერთგზის სიკუდილი და მისა შემდგომად სასჯელი“ (ებრ. 9,27). მოციქულის თანახმად, ადამიანის გარდაცვალებას მაშინვე მოსდევს სამსჯავრო. ცხადია, ეკლესიის წმიდა მამების განმარტებით, მას მხედველობაში ჰქონდა არა საყოველთაო, არამედ პირადი სამსჯავრო: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 22,43) - უთხრა უფალმა მონანულ ავაზაკს.

წმიდა წერილიდან ვერ ვიგებთ, თუ როგორ მიმდინარეობს პირადი სამსჯავრო. ამის შესახებ ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ ცალკეულ გამონათქვამებზე დაყრდნობით, რომლებიც საღვთო წერილში გვხვდება. ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ პირად სამსჯავროზე ადამიანის სიკვდილის შემდგომი ბედის განსაზღვრაში დიდ მონაწილეობას იღებენ როგორც კეთილი, ისე ბოროტი ანგელოზები. იგავში მდიდარსა და ლაზარეზე ნათქვამია,რომ ლაზარე „მიიყვანა ... ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისათა (ლკ. 16,22); სხვა იგავში მდიდარს ეუბნებიან: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან“ (ლკ. 12,20) - აშკარაა, რომ ბოროტი სულები მიიღებენ მას (წმ. იოანე ოქროპირი). რადგან, ერთი მხრივ, უფლის სიტყვების თანახმად: „ანგელოზნი..... მცირეთა ამათგანი..... ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა“ (მთ. 18,10); აგრეთვე ქვეყნის აღსასრულის ჟამს უფალი გამოგზავნის ანგელოზებს და მათ „განაშორნენ უკეთურნი იგი შორის მართალთა“ (მთ.. 13,49); ხოლო, მეორე მხრივ, „წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი, ვითარცა ლომი, მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა“ (I პეტ. 5,8) - და თითქოს ჰაერიც გაჯერებულია უკეთური სულებით, „რომელნი არიან ცათა ქუეშე“ (ეფ. 6,12) და მთავარი მათი იწოდება ხელმწიფედ ჰაერისა (ეფ. 2,2).

წმიდა წერილის ამ მინიშნებათა საფუძველზე და ძველთაგანვე წმიდა მამების აღწერით სხეულთან განშორებული სული ისეთ სულიერ სივრცეებში იწყებს სლვას, სადაც ბნელი სულიერად სუსტების შთანთქმას ცდილობენ და სადაც განსაკუთრებით ამიტომ არის საჭიტო ზეციურ ანგელოზთა მფარველობა და ეკლესიის ცოცხალ წევრთა მხრიდან ლოცვითი თანადგომა. ამის შესახებ საუბრობდნენ ძველი დროის ისეთი წმიდა მამები, როგორებიც არიან: ეფრემ ასური, ათანასე დიდი, მაკარი დიდი, ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი და სხვანი. ყველაზე ზედმიწევნით ამ თემაზე მსჯელობს წმ. კირილე ალექსანდრიელი ნარომში „სიტყვა სულის განსლვაზე“ (იგი ჩვეულებრივ გამოკრებილ ფსალმუნებთან ერთად იბეჭდება ხოლმე); ამ გზის ხატოვანი აღწერა მოცემულია ღირსი ვასილი ახლის ცხოვრებაში, რომლის მიხედვით მიცვალებული ნეტარი თეოდორა ძილში გამოეცხადა ვასილის მოწაფეს და აუწყა ის, რაც იხილა და განიცადა სულის სხეულთან გაყრის შემდგომ, ზეციური სავანეებისაკენ სულის ზეაღსვლის გზაზე. ამ გზას, მიღებულია, ეწოდოს „საზვერეები“. საზვერეებზე ხატოვანი ნაამბობის შესახებ მიტრ. მაკარი ნაშრომში „მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება“ შენიშნავს: „მტკიცედ უნდა გვახსოვდეს დარიგება, რაც უთხრა ანგელოზმა ღირს მაკარი ალექსანდრიელს, როცა მან საზვერეებზე დაიწყო საუბარი: „აქ მიწიერი სახეები ზეციურის ყველაზე მკრთალ ასახვად ჩათვალე“. გვმართებს საზვერეების გავლას შეძლებისდაგვარად მივანიჭოთ ის სულიერი დატვირთვა, რაც მეტ-ნაკლებად გრძნობადი, ანთროპომორფული მახასიათებლებით არის დაფარული“1.

სულის პირადი სამსჯავროს შემდგომი მდგომარეობის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესია ასე გვასწავლის: „გვწამს, რომ მიცვალებულთა სულები ან ნეტარებენ, ან იტანჯებიან თვისთა საქმეთა მიხედვით. ისინი სხეულთან განშორებისთანავე იწყებენ სიხარულის, დარდისა თუ მწუხარების განცდას. მაგრამ არც სრულ ნეტარებასა და არც სრულ ტანჯვას არ განიცდიან, რამეთუ მათ საყოველთაო აღდგომის დროს მიიღებს თითოეული, როცა სული შეუერთდება იმ სხეულს, რომელშიც იგი სათნოდ თუ მანკიერად ცხოვრობდა“2. მაშასადამე, მართლმადიდებელი ეკლესია განასხვავებს პირადი სამსჯავროს შემდგომ ორ მდგომარეობას: ერთს - მართალთათვის და მეორეს - ცოდვილთათვის: ანუ სამოთხესა და ჯოჯოხეთს. ეკლესია არ ცნობს რომაული კათოლიციზმის მის სწავლებას სამ მდგომარეობაზე. ესენია: 1. ნეტარება; 2. განსაწმენდელი (პურგატორიუმი) და 3. გეენაში ყოფნა.

ეკლესიის მამები თვითონ სახელდებას - „გეენა ჩვეულებრივ აკუთვნებენ საშინელი სამსჯავროს შემდგომ მდგომარეობას, როდესაც სიკვდილიცა და ჯოჯოხეთიც დაინთქმება „ტბასა მას ცეცხლისასა“ (გამოცხ. 20,15). ეკლესიის მამები საღვთო წერილზე დაყრდნობით თვლიან, რომ საშინელ სამსჯავრომდე ცოდვილთა ტანჯვას დაწყებითი ხასიათი აქვს: იგი შეიძლება შემსუბუქდეს ან მოიხსნას ეკლესიის ლოცვით3. ასევე ჯოჯოხეთის წყვდიადით შეკრული დაცემული სულებიც დაიმარხებიან „სასჯელად დიდისა მის დღისა“ (იუდ. 6; შდრ. 2 პეტ. 3,4).





სიკვდილის შესახებ


სიკვდილზე ფიქრს ძალუძს ცოდვილი ადამიანი სინანულისკენ მოაქციოს. სიკვდილი ისეთი რამ არის, რომ ვიცით კიდეც იგი და არც ვიცით. ცნობილია, რომ ყველა მოკვდავია, ყველანი მოვკვდებით, მაგრამ არ ვიცით - როდის, სად და როგორ მოხდება ეს. რაც უფრო დიდხანს ვცხოვრობთ, მით მეტად მოკლდება ჩვენი სიცოცხლე და ვუახლოვდებით სიკვდილს. რომელიც უჩინრად მიმოდის და მაშინ გვსტუმრობს, როცა არავინ ელოდება. თითქმის ყველა ადამიანი, განსაკუთრებით კი ჯანმრთელები, ასე ფიქრობს: მე ჯერ კიდევ ვიცოცხლებ, სიკვდილი ჯერაც შორსაა, დავტკბები მიწიერი სიკეთეებით. მაგრამ მაშინ, მისთვის მოულოდნელად, მოდის სიკვდილი და მეყსეულად იკარგება ადამიანის ყოველი ფიქრი და ოცნება. ადრე იღუპება ის, რომელსაც ჰგონია, რომ დიდხანს იცოცხლებს. რა მდგომარეობაშიც წავა ამქვეყნიდან ადამიანი, იმ მდგომარეობით წარადგება იგი ღვთის სამსჯავროზე.

ცოდვილნო! გავაანალიზოთ ეს სიტყვა და მოვინანიოთ, რათა ცოდვებთან ერთად არ გადავიდეთ იმქვეყნად. აღვემართოთ ცოდვის ძილისაგან და, ჩვენი სიკვდილის მომხსენებელნი, გამოვსწორდეთ და მოვემზადოთ საბოლოო წამისათვის. საშინელია ყველასათვის ის წამი, წმინდანები მისი გახსენებისას ტიროდნენ. საკვირველი ის არის, რომ წმინდანები ტირიან, ცოდვილები კი - არა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ხედავენ მომაკვდავებს.

უბედურნო ცოდვილნო! რას გვძინავს? ეშმაკი, როგორც ქურდი, ისე გვპარავს საუკუნო ხსნას. აღვბეჭდოთ ჩვენს გონებაში ის საბოლოო წამი და განვემზადოთ მასთან შესახვედრად, რომლის დროსაც ყველას განეღება მარადიულობის ბჭე, მომავალი ცხოვრება და წავალთ ან სიხარულით აღსავსე ან - უსიხარულო უსასრულობაში. სად არიან ამჟამად ჩვენამდე მცხოვრებნი - რომლებმაც განცხრომაში, უსინანულოდ განვლეს წუთისოფელი? - განშორდნენ ამქვეყანას, დატოვეს ყოველი მიწიერი და იმყოფებიან მათთვის განკუთვნილ ადგილებში და მოელიან საბოლოო მსჯავრს, სადაც საქმეთა მიხედვით განისჯება ყოველი. სანამ ჩვენთვისაც არ დამდგარა საშინელი საბოლოო წამი, მივიქცეთ წმიდა გულით ღვთისკენ, რომელიც რწმენისა და სინანულის სანაცვლოდ, მარადიულ, ნეტარ ცხოვრებას მოგვაგებს.

სწორედ ამას გვევედრებიან და გვლოცავენ მოციქულები წმიდა წერილში. გავაცნობიეროთ მათი სიტყვა და შევინანოთ ცოდვები, რათა არ დავმკვიდრდეთ საუკუნო სატანჯველში! ამინ.



პოსტის ავტორი: FiloTeos თარიღი: Mar 1 2011, 08:49 PM

არის სამოთხე და არის ჯოჯოხეთი
სამოთხე არის უფალთან ახლოს ყოფნა და ამით ნეტარება...
ჯოჯოხეთი არის უფლისგან შორს ყოფნა და ამით ტანჯვა...

პოსტის ავტორი: mociquli qristesi თარიღი: Mar 1 2011, 10:23 PM

ციტატა(FiloTeos @ Mar 1 2011, 08:49 PM) *

არის სამოთხე და არის ჯოჯოხეთი
სამოთხე არის უფალთან ახლოს ყოფნა და ამით ნეტარება...
ჯოჯოხეთი არის უფლისგან შორს ყოფნა და ამით ტანჯვა...

სრულიად გეთანხმები ,მარა სამწუხარო ის არის ,რომ ყველა ასე არ ფიქრობს sad.gif

პოსტის ავტორი: +++თამარი+++ თარიღი: Mar 1 2011, 10:27 PM

ციტატა(mociquli qristesi @ Mar 1 2011, 10:23 PM) *

სრულიად გეთანხმები ,მარა სამწუხარო ის არის ,რომ ყველა ასე არ ფიქრობს sad.gif

მთავარია შენ ფიქრობდე rolleyes.gif

პოსტის ავტორი: mociquli qristesi თარიღი: Mar 1 2011, 11:01 PM

ციტატა(+++თამარი+++ @ Mar 1 2011, 10:27 PM) *

მთავარია შენ ფიქრობდე rolleyes.gif

ეგ ეგოიზმია!რას ქვია მთავარია შენ ფიქრობდე?ჩვენ მარტო ჩვენი თავი არ უნდა გვიყვარდეს და უნდა გვახსოვდეს,რომ მარტო ჩვენი თავი არ გვაბარია!

პოსტის ავტორი: +++თამარი+++ თარიღი: Mar 1 2011, 11:10 PM

ციტატა(mociquli qristesi @ Mar 1 2011, 11:01 PM) *

ეგ ეგოიზმია!რას ქვია მთავარია შენ ფიქრობდე?ჩვენ მარტო ჩვენი თავი არ უნდა გვიყვარდეს და უნდა გვახსოვდეს,რომ მარტო ჩვენი თავი არ გვაბარია!

კაი კაი რაც გინდა ის ქენი biggrin.gif

პოსტის ავტორი: mociquli qristesi თარიღი: Mar 1 2011, 11:14 PM

ციტატა(+++თამარი+++ @ Mar 1 2011, 11:10 PM) *

კაი კაი რაც გინდა ის ქენი biggrin.gif

რამე ვთქვი არასწორი?

პოსტის ავტორი: +++თამარი+++ თარიღი: Mar 1 2011, 11:21 PM

ციტატა(mociquli qristesi @ Mar 1 2011, 11:14 PM) *

რამე ვთქვი არასწორი თუ რამეში ჩავიჭერი? biggrin.gif biggrin.gif

შენი პრობლემები შენი საქმეა

პოსტის ავტორი: mociquli qristesi თარიღი: Mar 1 2011, 11:26 PM

ციტატა(+++თამარი+++ @ Mar 1 2011, 11:21 PM) *

შენი პრობლემები შენი საქმეა

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif გთხოვ მითხარი რაში მდგომარეობს ამ შემთხვევაში ჩემი პრობლემები,იქნებ გამოვასწორო? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: +++თამარი+++ თარიღი: Mar 1 2011, 11:46 PM

ციტატა(mociquli qristesi @ Mar 1 2011, 11:26 PM) *

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif გთხოვ მითხარი რაში მდგომარეობს ამ შემთხვევაში ჩემი პრობლემები,იქნებ გამოვასწორო? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ვინ არის შენი მოძღვარი?

პოსტის ავტორი: mociquli qristesi თარიღი: Mar 2 2011, 12:00 AM

ციტატა(+++თამარი+++ @ Mar 1 2011, 11:46 PM) *

ვინ არის შენი მოძღვარი?

რუსთავში მყავს მამა რევაზ ტუღუში

პოსტის ავტორი: +++თამარი+++ თარიღი: Mar 2 2011, 12:02 AM

ციტატა(mociquli qristesi @ Mar 2 2011, 12:00 AM) *

რუსთავში მყავს მამა რევაზ ტუღუში

ვიცნობ....კარგი ადამიანია არ სჯობს მას ესაუბრო?

პოსტის ავტორი: mociquli qristesi თარიღი: Mar 2 2011, 12:11 AM

ციტატა(+++თამარი+++ @ Mar 2 2011, 12:02 AM) *

ვიცნობ....კარგი ადამიანია არ სჯობს მას ესაუბრო?

საიდან იცნობ?დამაინტერესა.თუმცა შენ ჩემ კითხვაზე -თუ რა პრობლემები მაქვს არ გაგიცია პასუხი biggrin.gif

ან რაზე უნდა ვესაუბრო?მე არასწოი მგონი არაფერი მითქვამს biggrin.gif

პოსტის ავტორი: leluashvili.giorgi თარიღი: Mar 29 2011, 07:15 PM

დავფიქრდეთ ქრისტეს მიერ საყვარელნო დანო და ძმანო!



რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა,
ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა; იშვიათად თუ ნახავს ადამიანი ამის საპირისპირო, სანუგეშო მაგალითს! გამონაკლისად იქცა ერთდროულად სახელითა და საქმით ქრისტიანი, იმ ხალხს შორისაც კი, ვინც თავის თავს ქრისტიანს უწოდებს.

თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას ახლა განუწყვეტლივ იმეორებენ: „რატომ არ უნდა სცხონდნენ წარმართები, მაჰმადიანები, და ეგეთ წოდებული მწვალებლები? მათ შორის ბევრი კეთილშობილი ადამიანია. მათი წარწყმედა ღმერთის მოწყალე ბუნების საწინააღმდეგო იქნებოდა!.. დიახ, სწორედ, რომ მიუღებელია ეს აზრი ადამიანის საღი აზროვნებისთვის! - ხოლო რაც შეეხება მწვალებლებს, ისინი ხომ იგივე ქრისტიანები არიან. ჩვენ, მართლმადიდებლები, ვსცხონდებით, ხოლო სხვა სარწმუნოების მიმდევარნი წარწყმდებიან, - ამის თქმა უგუნურებაა და უკიდურესი ამპარტავნებაც“.

სათქმელის სიცხადეს მრავლისმეტყველებით რომ არ ვავნო, ამიტომ ვეცდები მოკლედ გიპასუხოთ:

ქრიტიანებო! ცხონებაზე მსჯელობთ და იცით კი, რა არის ცხონება? ანდა რისთვის სჭირდება იგი ადამიანს? და ბოლოს, იცით კი ქრისტე - ცხონების ერთადერთი საშუალება.

წმიდა კათოლიკე („კათოლიკე“ საყოველთაოს ნიშნავს - საიტის ავტორის შენიშვნა) სამოციქულო ეკლესიის სწავლება ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი გახლავთ: ხსნა სულისა (ცხონება) მდგომარეობს ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენაში. ეს კავშირი კაცობრიობამ ადამის პირველქმნილი ცოდვით დაკარგა, მთელი მოდგმა ადამისა დაღუპულ არსებათა წყებაა. წარწყმედა ყველა ადამიანის ხვედრია, კეთილისა და ბოროტისა.

„უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან“ (ფს. 50, 7), წმიდა მღვდელმთავარი იაკობი თავის მშვენიერ, უმანკო იოსებსა და თავის თავზე ასე ამბობს: „შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად“ (დაბ. 37, 35) მიწიერი ცხოვრების შემდეგ ჯოჯოხეთში ჩადიოდნენ ძველი აღთქმის არა მარტო ცოდვილნი, არამედ მართალნიც. ასეთი ძალა აქვს ჩვენს ადამიანურ სიკეთეს. ასეთივე ფასი აქვს ჩვენი ცოდვილი ბუნებიდან შობილ სათნოებას! ცხონებისათვის, ანუ ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენისათვის აუცილებელი გახდა გამოხსნა. გამოსყიდვა ცოდვისა. კაცობრიობის ხსნა მოხდა არა ანგელოზის, ან მთავარანგელოზის, ან კიდევ რომელიმე სხვა, უმაღლესი მაგრამ სასრული და შექმნილი არსების მიერ, არამედ თვით უსაზღვრო ღმერთის მიერ. უფალმა თავს იდვა კაცთა მოდგმის კუთვნილი სასჯელი. ჩვენი ღვაწლის ყველა ნაკლი მისმა უდიდესმა ღირსებამ დაფარა, შეავსო. ადამიანური, უმწეო კეთილი საქმეების ნაცვლად მოგვცა ერთი, ყოვლის შემძლე კეთილი საქმე: რწმენა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიმართ. ჰკითხეს იუდეველებმა ქრისტეს: „რაი ვუყოთ, რაითა ვიქმოდეთ საქმესა ღმრთისასა? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ესე არს საქმე ღმრთისა, რაითა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა“ (ინ. 6, 28-29).

ცხონებისათვის ერთი კეთილი საქმე გვესაჭიროება: სარწმუნოება. მაგრამ სარწმუნოება საქმეცაა. სარწმუნოებით, მხოლოდ სარწმუნოებით და უფლისაგან ბოძებული ეკლესიური საიდუმლოებების მეშვეობითაა შესაძლებელი ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენა. ამაოდ ფიქრობთ და ამბობთ, რომ კეთილი ხალხი, თუნდაც წარმართი ან მაჰმადიანი იყოს, მაინც ცხონდება, ანუ ღმერთთან ერთად იქნება მარადისობაში. ცდებით! ჭეშმარიტი ეკლესია, როგორც ძველი აღთქმისა, ისევე ახლისაა, ყოველთვის აღიარებდა, რომ სულის ხსნის ერთადერთი საშუალება არის მაცხოვარი. ადამიანი თავისი დაცემული ბუნების გამო, უდიდესი სათნოებებითაც რომ იყოს დაჯილდოებული, მაინც ჯოჯოხეთისთვისაა განწირული.

გაიხსენეთ, რომ ძველი აღთქმის მართალნი, მნათობნი, გაბრწყინებულნი სულითა წმიდითა, წინასწარმეტყველნი და საკვირველთმოქმედნი, რომელთაც სწამდათ მაცხოვრის მოსვლა, მის განკაცებამდე მაინც ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ. მაშ როგორღა გინდათ, რომ ცხონდნენ წარმართნი და მაჰმადიანები, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ისინი კეთილნი გეჩვენებიან, თუკი მათ არც შეიცნეს და არც იწამეს მაცხოვარი? ცხონება ხომ ერთადერთი, ვიმეორებთ, ერთადერთი საშუალებითაა შესაძლებელი - იესო ქრისტეს რწმენით.

ქრისტიანენო! შეიცანით ქრისტე! - გაიგეთ, რომ არ იცნობთ მას, აღიარეთ, რომ უარყოფდით მას, თუკი თვლიდით, რომ ცხონება მხსნელის გარეშე, რაღაც კაცობრივი სიკეთეების გამოც მიეცემა კაცს. ის, ვინც შესაძლებლად თვლის ცხონებას იესო ქრისტეს რწმენის გარეშე იგი უარყოფს ქრისტეს და შესაძლოა უნებლიეთ, ღმრთის გმობის ცოდვაში ვარდება.




პოსტის ავტორი: leluashvili.giorgi თარიღი: Mar 29 2011, 11:14 PM

სულის ცხონების გზა

„უკეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხეთ, ჰგიეთ სიყვარულსა ზედა ჩემსა...“ (იოან. 15, 10)

თუკი წმიდა მოციქულის ეს სიტყვები ვირწმუნეთ, თუკი ვიწამეთ ღმერთი, მაშინ უნდა შევეცადოთ, ვიცხოვროთ მისი მცნებებით. თორემ მარტო იმის თქმა, რომ ღმერთი გვწამს, საკმარისი არ არის. ასეთ ხალხზე, რაღა თქმა უნდა, ღვთის მადლი არ გადმოდის. უწმინდურ სულებსაც სწამთ ღმერთი, მაგრამ მათ მხოლოდ მისი არსებობისა სწამთ და სხვას არაფერს აკეთებენ თავის განსაწმენდად. ასეთი სულები ჯოჯოხეთში იგზავნებიან. საერთოდ ქრისტიანს უნდა ახსოვდეს ის სამი ადგილი, სადაც ადამიანებს უხდებათ ყოფნა:

1. ადგილი, სადაც ბევრს ტირიან.
2. ადგილი, სადაც არასდროს ტირიან.
3. ადგილი სადაც მუდამ ტირიან.

პირველი ამათგანი არის დედამიწა. აქ იბადება ტირილით ადამიანი და აქვე კვდება ტირილით. ტირიან ყველანი: ბავშვები და მოზარდები, ახალგაზრდები და მოხუცები. მათი ცრემლების მიზეზი ზოგჯერ ავადმყოფობაა, ზოგჯერ სიკვდილი, ზოგჯერ წყენა და ა.შ.

ხომ გინახავთ სასაფლაოზე როგორ გოდებენ ადამიანები?! ვის შეუძლია მათთვის ცრემლის შეშრობა?! საიდან მოდის ეს ცრემლი?! სად არის მისი საწყისი?!

ადამიანის ცრემლის სათავე მისი დაცემის დღიდან გაჩნდა. ატირდა სამოთხიდან გაძევებული ადამი. იმ დღიდან მოყოლებული, დღემდე ადამიანს ცრემლი სულ თან ახლავს ცხოვრების გზაზე.

ადგილი, სადაც მუდამ ტირიან, წმიდა წერილში ჯოჯოხეთად იხსენიება. უფალი ამბობს, რომ იქ არის მოდმუვი მოთქმა, გოდება, ტანჯვა, კბილთა ღრჭენა. წარმოიდგინეთ მიწისქვეშა ბნელი გვირაბი, რომელიც საშინელ უფსკრულში ეშვება. ანდა წარმოიდგინეთ გავარვარებული ღუმელი, სადაც ცეცხლი მუდმივადაა და შიგ ჩაკეტილი ცოდვილი! აი, რისი მსგავსია ჯოჯოხეთი.

სამოთხეში კი არასდროს ტირიან. იქ არის სიხარული, ნეტარება, ბარაქა, იქ არ არის ავადმყოფობა, ჭირი, არ არის გოდება და ვაება. იქ დაუშრეტელი სიცოცხლე ჰყვავის!

დედამიწა მდებარეობს სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის. აქ დედამიწაზე ხდება ადამიანის საუკუნო ცხოვრების განსაზღვრა იმისდა მიხედვით, თუ საით წარმართა ადამიანმა თავისი ნება – სიკეთისა და ბოროტებისაკენ. აქედან გამომდინარე სამოთხისა და ჯოჯოხეთისაკენ მიმავალი ბილიკი ჩვენს გულში იწყება.

პოსტის ავტორი: leluashvili.giorgi თარიღი: Mar 30 2011, 08:07 PM

მარადიულ წყვდიადში
რა არის ჯოჯოხეთი?




რამდენადაც ნათელი, სასიხარულო და სანუგეშო შტრიხებით წარმოაჩენს ღვთაებრივი სიტყვა მართალთა ნეტარ მდგომარეობას მომავალ ცხოვრებაში, ამის საპირისპიროდ, იმდენადვე შავბნელი და საშინელი ფერებითაა დახატული ცოდვილთა ბედკრული ხვედრი საყოველთაო სამსჯავროს შემდეგ. მაგრამ იმისათვის, რომ დაგვიფაროს თავის მოტყუების მცირეოდენი საბაბისგანაც კი, წმიდა წერილი ნათლად და მრავალ ადგილას ზედმიწევნით გვაფრთხილებს ამ საშინელი ხვედრის შესახებ; ასე რომ, დოგმატი ცოდვილთა მომავალი მარადიული ტანჯვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე აშკარაა მართლმადიდებლურ დოგმატთა შორის.

მაგრამ რა ტანჯვაა ეს და რაში მდგომარეობს იგი? წმიდა წერილის მოწმობით, ცოდვილთა ტანჯვა ჯოჯოხეთში ღმერთისაგან განშორებას ნიშნავს. „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა (მათე 25,41), - ეტყვის მათ მართალი მსაჯული, - არა გიცნი, ვინანი ხართ; განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი“ (ლუკა13,27). ღვთის სახისაგან ეს განშორება უდიდესი სასჯელი იქნება ცოდვილთათვის, რამეთუ ისინი დროებით კი არ იქნებიან განშორებულნი ღვთისაგან, არამედ სამუდამოდ მოაკლდებიან ამ უმაღლეს მადლს, რამეთუ მხოლოდ მასში ჰპოვებდნენ თავიანთი სულის ყველა მოთხოვნილების სრულ დაკმაყოფილებას; სამუდამოდ იქნებიან უკუგდებულნი თავიანთი მამის, მაცხოვრისაგან, რომელმაც ამდენი წყალობა და მადლი გაიღო და ასეთი უსაზღვრო სიყვარულით ზრუნავდა მათზე; ამიერიდან ვეღარასოდეს იხილავენ მისი სახის ნათელს და ვერასოდეს შევლენ თავიანთი უფლის სიხარულში (იხ. მათე 25,21). ეს მარადიული განშორება ღვთისა და სიცოცხლის მომნიჭებლისაგან უსასტიკესი და მტანჯველი სასჯელი იქნება უარყოფილთათვის.

წმიდა იოანე ოქროპირი ამგვარად მსჯელობს ამის შესახებ: „გრძნობისა და გონების მქონებელთათვის ღვთისაგან განშორებულობა უკვე გეენაში ყოფნას ნიშნავს [1] „აუტანელია გეენა და მასში ტანჯვა; მოკლედ, ათასი გეენაც რომ წარმოვიდგინოთ, ეს მაინც არაფერს ნიშნავს იმ უბედურებასთან შედარებით, რომ მოაკლდე ნეტარ დიდებას, მოგიძულოს ქრისტემ და მოისმინო მისგან: „არა გიცნი თქუენ“ (მათე 7,23) და ბრალდება, რომ ვხედავდით მას მწყურვალს და არ ვასვით წყალი! რამეთუ უმჯობესია, ელვის მრავალგზის დარტყმა ვიგემოთ, ვიდრე ვიხილოთ უფლის უწყინარი სახე, რომელიც ზურგს გვაქცევს და მისი ნათელი თვალი, რომელსაც ჩვენი მზერა არ ძალუძს“ [2].

სიკვდილის შემდეგ ცოდვილთა ტანჯვა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მოაკლდებიან ზეციურ სასუფეველში მართალთათვის მომზადებულ ყველანაირ ზეციურ მადლს და „განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა“ (მათე 8,12). „მადლის ეს მოკლება, - ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი, - ისეთ ტანჯვასა და მწუხარებას მიაყენებს, რომ თუნდაც ცოდვილებს იმქვეყნად არანაირი სასჯელი არ ელოდეთ, იგი თავისთავად გეენის ცეცხლზე მეტად დაფლეთდა და შეაშფოთებდა ჩვენს სულებს“. შემდეგ იგი განაგრძობს: „მრავალ განუსჯელს მხოლოდ გეენისაგან თავის დაღწევა სურს, მაგრამ მე ღვთის დიდებისაგან მოკლება გეენაზე უფრო მტანჯველ სასჯელად მიმაჩნია; მან კი, ვინც ამას მოაკლდება, ვფიქრობ, იმდენად გეენის ცეცხლზე კი არ უნდა იტიროს, რამდენადაც ზეციური მადლის მოკლებაზე, რამეთუ ეს ყველაზე უსასტიკესი სასჯელია“ [3].

„ვუწყი, რომ მრავალს მხოლოდ გეენის ეშინია; მაგრამ ვფიქრობ, რომ ღვთის დიდების მოკლება გეენაზე უფრო სასტიკი ტანჯვაა“ [4].

ტანჯვის სიმძიმესა და სისასტიკის გამრავლებას, წმინდა დიმიტრი როსტოველის სიტყვით, ისიც დაემატება, რომ „ტანჯვაში მყოფი ცოდვილები დაინახავენ მათ, ვინც სიცოცხლეში სძულდათ, სდევნიდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ, რომელთაც ბოროტებას უკეთებდნენ. იხილავს კაენი მის მიერ უდანაშაულოდ მოკლულ აბელს; იხილავს ჰეროდე მის მიერ უსამართლოდ მოკვდინებულ წმინდა იოანე ნათლისმცემელს; ნერონი, დიოკლეტიანე, მაქსიმიანე და სხვა მტანჯველნი იხილავენ ქრისტეს მრავალრიცხოვან აღმსარებელთ, რომელნიც წარმართებმა აწამეს.

ბატონები იხილავენ საკუთარ მონებს, თავადები კი - თავიანთ გლეხებს, რომელთაც უმოწყალოდ აწყენინეს; იხილავენ უსამართლო მსაჯულნი მათ, რომლებიც უდანაშაულოდ განსაჯეს და სიკვდილს მისცეს; იხილავენ მტანჯველნი მათ, რომელნიც უმოწყალოდ აწამეს, იხილავენ მათ მიერ მოკლულთ ქრისტეში განდიდებულთ და მოწამეთა გვირგვინით შემკულთ; იხილავენ და გაიგებენ მათ ქვითინს უფლის მიმართ: „განსაჯე, უფალო, ვინც ჩვენ გვაწყენინა; შური იძიე, უფალო, მათზე, ვინც ბოროტება გაგვიკეთა! მართალო მსაჯულო! მიაგე მათ იმ ბოროტებისათვის, რაც ჩვენს მიმართ ჩაიდინეს!“ რა შიში და ძრწოლა ექნებათ მაშინ ამ ხილვისა და მხილების გამო! მაშინ მართალს უდიდესი კადნიერება ექნება მათ წინაშე, ვინც მას აწყენინა. ყოველი მართალი ეტყვის თავის მაჭირვებელს: „რატომ გამიკეთე ბოროტება, რატომ მაწყენინე, რატომ მდევნიდი, მაწამებდი და უმოწყალოდ რატომ მომკალი?“ რას ეტყვიან ამის საპასუხოდ მათი მაჭირვებელნი? ვერაფერს; ისინი ვერაფერს ჰპოვებენ მათთვის საპასუხოდ.

„მაჭირვებელნი, ამის მხილველნი, მძიმე შიშით შეძრწუნდებიან და გააოცებთ მისი მოულოდნელი ხსნა. მაშინ აკვნესდებიან სულშეჭირვებულნი და მონანულნი ერთმანეთში იტყვიან: ეს იყო სწორედ, ვინც ოდესღაც გვყავდა დასაცინად და კიცხვის არაკად უგუნურებს... როგორღა შეირაცხა უფლის ძეთა შორის და წმიდათა ხვედრი წილად როგორ ერგო? (სიბრძნე სალომონისა 5,2-3,5).

ღვთის სიტყვა გადაჭრით ბრძანებს, რომ ცოდვილთა ტანჯვის ადგილი ყველაზე საშინელი იქნება - და ასეთ ადგილას ისინი ბოროტ სულებთან ერთად იქნებიან. როგორ წარმოგვიდგენს წმიდა წერილი ტანჯვის ადგილს, სადაც ცოდვილნი იქნებიან ჩაგდებულნი? იგი მათ სხვადასხვაგვარად მოიხსენიებს; ამ ადგილებს წმიდა წერილში ეწოდება „ბნელი გარესკნელისა“ (მათე 8,12; 22,13; 25,30); „ცეცხლის გეენა“ (მათე 5,22); „სახუმელი ცეცხლისა, სადაცა იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი“ (მათე 13,50); „ტბა ცეცხლისა, რომელი-იგი იწუების წუმწუბითა“ (გამოცხ. 19,20; 20,14; 21,8); „ჯოჯოხეთი“ (ლუკა 16,23); „წყვდიადის ქვეყანა, შავეთის უკუნეთი“ (იობი 10,22); „უფსკრული, რომელიც თვით დემონთათვისაც კი საშინელია“ (ლუკა 8,31); „საპყრობილე“ (მათე 5,25)' „მატლი მოუკლებელი და ცეცხლი დაუშრეტელი“ (მარკ. 9,44): „მარადიული ცეცხლი“ (იუდ. 1,7); „ შავეთის უფსკრული“ (იგავნი 9,18).

იმისათვის, რომ ეს ჩვენთვის გასაგები გახდეს, წმიდა წერილი ჯოჯოხეთის ტანჯვის გამოსახატავად სხვადასხვა შედარებებს იყენებს, მიგვანიშნებს მათზე იმით, რაც ჩვენს ხილულ სამყაროში ყველაზე საშინელი და მტანჯველია. პირველ რიგში, იგი წარმოაჩენს ჯოჯოხეთში ტანჯულთა მდგომარეობას ყველაზე უფრო თვალშეუვალი სიბნელის სახით, რითაც გვინერგავს იმ აზრს, რომ ჯოჯოხეთში არანაირად არ არის სინათლე, რაც ძალზე აუცილებელია სიცოცხლისათვის და სიხარულის მომტანია ყოველი სულიერისათვის.

მეორეც, ჯოჯოხეთური ტანჯვა ყველაზე მეტად და ხშირად გამოისახება ღვთის სიტყვით მარადიულ ცეცხლში ანდა ცეცხლოვან ტბაში ყოფნის სახით; ასე რომ, ჯოჯოხეთი და მარადიული ცეცხლი, წმიდა წერილის ენაზე, თითქმის ერთმნიშვნელოვანი ცნებებია. მაგრამ რა უნდა ვიგულისხმოთ ჩაუქრობელ ცეცხლში, რომელშიც ცოდვილნი მუდმივად დაიტანჯებიან, ცეცხლი ეკიდებათ და არ დაიწვებიან?

ღვთის სიტყვა ამას არ განსაზღვრავს. ეკლესიის ზოგიერთი მასწავლებელი (წმინდა ამბროსი მედიოლანელი, ნეტარი იერონიმე სტრიდონელი, ნეტარი ავგუსტინე) მარადიულ ცეცხლში მოიაზრებს არა საკუთრივ ცეცხლს, არამედ მხოლოდ უსასტიკესი ჯოჯოხეთური ტანჯვის სიმბოლოს. მაგრამ უფრო უკეთესი, სწორი და სასარგებლო იქნება, თუ ცეცხლს მისი ზუსტი განმარტებით გავიგებთ, რადგან განმარტების ასეთი სახე უფრო ძლიერ და მადლმოსილად მოქმედებს სულზე, თავს აკავებინებს ყოველგვარი ცოდვისაგან და ზეციურისა და ღვთაებრივისაკენ უბიძგებს მას. მოკლედ, ეს არც ჩვენი ამჟამინდელი ცეცხლი იქნება, რამეთუ ასეთი ცეცხლი ჩვენ, შეიძლება ვთქვათ, დაგვწვავს სამყაროს აღსასრულის ჟამს, როდესაც წმიდა წერილის მოწმობით, „ცანი მძაფრიად წარხდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაიზულენ და ქუეყანაი და მას შინა საქმენი დაიწუნენ“ (2 პეტრე 3,10).

მაგრამ წმიდა წერილის ჭეშმარიტი გაგების წინაშე შესცოდავდა ის, ვინც აქედან დაასკვნიდა, რომ ჯოჯოხეთის ეს ცეცხლი უფრო ნაკლები და, ასე ვთქვათ, უფრო სულიერი რომ იყოს ჩვენს ცეცხლზე, ამით უფრო სუსტი და ადვილი გადასატანი იქნებოდა; პირიქით სწორედ თავისი სიფაქიზის გამო შეუდარებლად მძვინვარე, ულმობელი და მტანჯველი იქნება ამჟამინდელ ცეცხლთან შედარებით; ასე რომ, წმინდა მამები (წმინდა დიმიტრი როსტოველი) სამართლიანად აღნიშნავენ, რომ ჩვენი ამჟამინდელი ცეცხლი იმდენად სუსტია მომავალ ჯოჯოხეთთან შედარებით, რამდენადაც სუსტია ნახატზე გამოხატული ცეცხლი ნამდვილთან მიმართებაში.

ჯოჯოხეთის ცეცხლის ულმობლობა იქიდანაც ჩანს, რომ თვით ბოროტმა სულებმა ოდესღაც სთხოვეს უფალ იესო ქრისტეს, ნუ გაგზავნიდა მათ დროზე ადრე გეენის ცეცხლში ტანჯვისათვის. წმინდა დიმიტრი როსტოველი ასე ბრძანებს გეენის ცეცხლის შესახებ: „ო, რამდენად საშინელია ეს ცეცხლი, რომლის წინაშე თვით სატანაც კი თრთის! თუ ეშმაკთათვის საშინელია გეენა, მით უფრო საშინელი უნდა იყოს იგი ადამიანებისათვის. თუკი ცეცხლოვანი სასჯელი აქვე საშინელია ადამიანისათვის, რომელსაც იგი მიესაჯა, მაშინ შეუდარებლად უფრო საშიში იქნება ის სასჯელი, რომელიც გეენის ცეცხლს ახლავს თან. ეშმაკებს აქაური ცეცხლის არ ეშინიათ, ისევე, როგორც ჩვენ არ გვაშინებს დაფაზე გამოსახული ცეცხლის დანახვა; მაგრამ მათ აშინებთ გეენის ცეცხლი. აქაური ცეცხლი მხოლოდ სხეულს წვავს, ის კი წვავს და ტანჯავს უსხეულო სულებსაც. ეს ცეცხლი წვადი ნივთიერების გარეშე ქრება, გეენიის ცეცხლი კი არ ქრება, რასაც თვით უფალი მოწმობს: „მატლი მათი არა მოაკლდების და ცეცხლი არა დაშრტების“ (მარკ. 9,44). აქაური ცეცხლი წვის დროს ანათებს, იქაური ცეცხლის ალი კი მხოლოდ წვავს, მაგრამ გარეგნულ უკუნეთს არ ანათებს; ვინმეს რომც გაენათებინა, ეს განსასჯელთათვის უფრო მეტი შიში და თრთოლა იქნებოდა და მხოლოდ იმისათვის მოხდებოდა, რომ დემონთა საშინელი სახეები ეხილათ (მათი ხილვა კი ყოველგვარ ტანჯვაზე უფრო საშინელია), იმისათვის, რომ ცოდვილთა ტანჯულ სახეებს ეხილათ ისინი, რომლებთან ერთადაც ამ ცხოვრებაში ცოდვებით განდევნიდნენ უფალს.

ამქვეყნიური ცეცხლი, რომელიც მასში ჩაგდებულ ადამიანს წვავს, მეყსეულად კლავს და ერთ საათში ფერფლად აქცევს მას, იმქვეყნიური ცეცხლი კი წვავს, მაგრამ როდი კლავს - გეენის ცეცხლში ჩაგდებული ცოდვილები არ მოკვდებიან, მარადიულად დაიწვებიან და დაიტანჯებიან. თუ ერთი საათის წვა უდიდესი და აუტანელი ტანჯვაა, წარმოვიდგინოთ, რამდენად საშინელი იქნება მათი ტანჯვა, ვინც მარადიულად ცეცხლში იქნება და არ დაიწვება (წმინდა დიმიტრი როსტოველი).

ჩვენ რომ გულწრფელად არ გვჯეროდეს უფლის სიტყვები: „უმჯობეს არს შენდა, ერთ-თუალისა შესვლად ცხოვრებასა, ვიდრე ორთა თვალთა სხმასა და შთაგდებად გეენიასა ცეცხლისასა“ (მათე 18,9); ჩვენ რომ გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ დროზე ადრე გვეხილა, რა გველის გარდაცვალების შემდეგ და ცოდვილი ცხოვრების უკანასკნელ წუთებში, მაშინ, რასაკვირველია, როგორც ერთი წმინდა მამა ბრძანებდა, ვამჯობინებდით, სიამოვნებით დაგვეყო მთელი ცხოვრება მატლებით სავსე სენაკში, ვიდრე მცირეოდენი ხანი ჯოჯოხეთურ ცეცხლში გაგვეტარებინა.

იმას, თუ რაოდენ ენითაღუწერლად მტანჯველია ამ უფსკულში ყოფნა, გვიჩვენებს ერთი ავადმყოფის მაგალითი, რომელსაც მოთმინება გამოელია და ქვითინით შესთხოვდა უფალს, შეეწყვიტა მისი ტანჯული ცხოვრება.

- კარგი, - უთხრა მასთან გამოცხადებულმა ანგელოზმა, - ყოვლადმოწყალე უფალი შეისმენს შენს ლოცვას; იგი შეწყვეტს შენს დროებით მიწიერ ცხოვრებას, მხოლოდ ერთი პირობით: მიწაზე ერთი წლის ტანჯვის სანაცვლოდ (რომელითაც ყოველი ადამიანი განიწმინდება ისევე, როგორც ოქრო ცეცხლში) თანახმა ხარ, გაატარო სამი საათი მარადიულ სატანჯველში? შენი ცოდვები შენივე ხორცის ტანჯვით განწმენდას საჭიროებენ; კიდევ ერთ წელს უნდა იავადმყოფო, რადგან არც შენთვის და არც დანარჩენ მორწმუნეთათვის არ არსებობს სხვა გზა სასუფევლისაკენ, გარდა ჯვრიანი სვლისა, რომელიც უცოდველმა ღმერთკაცმა გაკვალა. ეს მიწიერი გზა მოგბეზრდა; მაშ, გამოსცადე, რას ნიშნავს მარადიული ტანჯვა ჯოჯოხეთში, სადაც ყველა ცოდვილი მიდის; სხვათა შორის, მხოლოდ სამი საათის მანძილზე გამოსცდი მას; შემდეგ კი, წმიდა ეკლესიის ლოცვით, ცხონდები.

ავადმყოფი ჩაფიქრდა. „მიწაზე ტანჯვის ერთი წელი საშინლად ბევრია! მირჩევნია, ამ დაუსრულებელი ტანჯვის სამი საათი მოვითმინო, - გაიფიქრა მან, - ვიდრე ერთი წელი დედამიწაზე“.

- თანახმა ვარ ჯოჯოხეთზე, - უთხრა მან ანგელოზს.

მაშინ ანგელოზმა წყნარად აიყვანა მისი გატანჯული სული, ჯოჯოხეთის ქვესკნელში დატოვა იგი და გაეცალა სანუგეშო სიტყვებით:

- სამი საათის შემდეგ მოვალ შენ წასაყვანად.

ირგვლივ გამეფებული წყვდიადი, შეჭირვება, ცოდვილთა გაურკვეველი ოხვრის ხმები, ბოროტ სულთა საზიზღარი სახეების ხილვა - ეს ყოველივე საბრალო ტანჯულს საშინელ შიშსა და ტანჯვას გვრიდა. მას ყველგან მხოლოდ ქვითინი ესმოდა და ტანჯვას ხედავდა, ჯოჯოხეთის უფსკრულში სიხარულის ხმა არსად ისმოდა; მხოლოდ დემონთა ცეცხლოვანი თვალები ანათებდა უკუნეთს, მის წინ მათი ვეებერთელა აჩრდილები დაქროდნენ, რომელნიც მზად იყვნენ, დაეხრჩოთ, შთაენთქათ და დაეწვათ იგი თავიანთი მწველი სუნთქვით. საბრალო სნეული ათრთოლდა და ყვირილი დაიწყო, მაგრამ მის ძახილსა და ქვითინს მხოლოდ ჯოჯოხეთის უფსკრული გამოეპასუხა თავისი შორს მიმავალი ექოთი და გეენის ცეცხლის ბუყბუყით, რომელიც ათრთოლებული ტყვის თვალწინ ბოლქვებად ადიოდა; მას ეჩვენებოდა, რომ ტანჯვის საუკუნეები გავიდა; ყოველ წუთს ელოდა იგი ნათლის მომტან ანგელოზს, მაგრამ იგი არ ჩანდა. ბოლოს სნეულმა მისი ხილვის იმედი წარიკვეთა და კბილების ღრჭენით ამოიკვნესა. მაგრამ მისი კვნესა არავის ესმოდა. ჯოჯოხეთის გეენაში ჩაგდებული ყველა ცოდვილი საკუთარი თავითა და თავისი ტანჯვით იყო დაკავებული, ბოროტი დემონები კი ჯოჯოხეთური სიხარულით დასცინოდნენ მათ.

ბოლოს უფსკრული ანგელოზის შუქმა გაანათა. იგი სამოთხისეული ღიმილით მიუახლოვდა სნეულს და ჰკითხა:

- როგორ ხარ, ძმაო?

- არ მეგონა, რომ ანგელოზს მოტყუება შეეძლო, - ძლივს გასაგონი და ტანჯვისაგან წყვეტილი ხმით წაიჩურჩულა ტყვემ.

- რა მოხდა? - ჰკითხა ანგელოზმა.

- როგორ რა მოხდა? - უპასუხა სნეულმა, - შენ დამპირდი, რომ აქედან სამი საათის შემდეგ წამიყვანდი, მიუხედავად ამისა, მაინც მრავალი წლით დამტოვე აქ, საუკუნეები გავიდა წარმოუდგენელ ტანჯვაში.

- რა წლები, რომელი საუკუნეები? - მშვიდი ღიმილით მიუგო ანგელოზმა, - მხოლოდ ერთი საათი გავიდა ჩემი წასვლიდან, შენ აქ კიდევ ორი საათი უნდა გაატარო.

- როგორ ორი საათი? - შიშით ჰკითხა სნეულმა, - ორი საათი? მხოლოდ ერთი საათი გავიდა? ო! მეტის მოთმენა არ ძალმიძს, ძალა აღარ მეყოფა; თუ შესაძლებელია, თუ ღვთის ნება იქნება, გევედრები, წამიყვანე აქედან. უმჯობესია, მიწაზე ვიტანჯო წლებისა და საუკუნეების განმავლობაში, თვით უკანასკნელ დღემდეც კი, ქრისტეს სამსჯავროზე მოსვლამდე, ოღონდ აქედან გამიყვანე. აუტანელია! ო, შემიბრალე, - კვნესით წამოიძახა მან და ანგელოზისაკენ ხელები გაიწვდინა.

- ღმერთი გულმოწყალე და მანუგეშებელი მამაა, იგი გიწყალობებს თავის მადლს, მაგრამ უნდა იცოდე და გახსოვდეს, რა საშინელი და აუტანელია ჯოჯოხეთური ტანჯვა! [5]


ჩაუქრობელი ცეცხლი და დაუძინებელი მატლი



ალბათ გაჩნდება კითხვა: საიდან მოვა ამდენი გეენის ცეცხლი ცოდვილთა დასატანჯად? ცეცხლოვანი გეენისა და ტბის ხელახლა შექმნა საჭირო არ არის: ცოდვილები თვითონ წარმოშობენ თავიანთი ცოდვებით ცეცხლოვან გეენას; ცეცხლოვანი ტბაც და გეენაც ცოდვაშია, როგორც ხე - თესლში.

მაგალითად, ყურადღებით შევხედოთ ჩვენს მტერს სახეში და დავინახავთ, რომ იგი მთლად ცეცხლოვანი ბუნებისაა, რომ ცოდვის მთელ გამოვლინებას ამქვეყნადვე ჯოჯოხეთის ცეცხლი ახლავს თან და რასაც ცოდვის ძალა შეეხება, ყველაფერი მწველი და მტანჯველი ხდება. თუ ვნებების არსს მივაქცევთ ყურადღებას, აღმოჩნდება, რომ ყველა მათგანი ცეცხლოვანი ბუნებისაა. ჩვენ უნებლიედ ვაცნობიერებთ ამას, როდესაც ვამბობთ, მაგალითად, ვნებების ცეცხლი, პატივმოყვარეობის ალი!

ეს ცეცხლი ახლა ჩვენთან მრავალი ჯაჭვითაა დაკავშირებული, ამიტომ არც ისე შესამჩნევია. ვნახოთ, როგორ გამოდის იგი ადამიანის შინაგანი სამყაროდან გარეთ, როგორ ღელავს, სახე უწითლდება, ძლიერი მრისხანების ჟამს სისხლი ბობოქრობს! ასეთ დროს ეს ცეცხლი იმდენად მძვინვარე და ძლიერია, რომ ზოგიერთი ვერ უძლებს და, თითქოსდა ელვისებური დარტყმისაგან, მოულოდნელად კვდება.

სხვა ვნებების ცეცხლი ნაკლებად მძვინვარეა, თუმცა ყოველთვის გამსჭვალავს და დროთა განმავლობაში ხრწნის ადამიანის მთელ არსებას. ეს ძალზე შესამჩნევია, მაგალითად, გემოთმოყვარე, შურიან და ძუნწ ადამიანში. შინაგანი აგებულება ჩვენი სხეულისა, რომელსაც განსაკუთრებით ემუქრება მომავალი ჯოჯოხეთური ტანჯვა, ასევე მოიცავს საკუთარ თავში არა მხოლოდ აალების უნარს, არამედ ცეცხლის დაუსრულებელ მარაგს.

ავადმყოფობის დროს ეს საიდუმლო ნათესაობა ჩვენი სხეულისა ცეცხლთან კიდევ უფრო აშკარა ხდება. რომელი ავადმყოფობა არ გამომჟღავნდება სიცხით? ზოგიერთ ავადმყოფობას აშკარად ახასიათებს მთელი სხეულის ანდა მისი ავადმყოფი ნაწილების მტანჯველი წვა.

ცოდვა ცოდვილებს წვად და დაუწველ არსებებად აქცევს; სწორედ მათგან და მათთვის წარმოიქმნება ცეცხლოვანი სამყაროც, ანდა, როგორც წმიდა წერილი ბრძანებს, ცეცხლოვანი ტბა, რათა როგორნიც არიან იქ მცხოვრებნი, ისეთივე იყოს (ასე ვთქვათ) მათი სამყოფელიც. განაღა არის იმის საჭიროება, რომ ღვთის ყოვლისშემძლეობა თვითონ ქმნიდეს ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის უფსრკულს? ეს ცეცხლოვანი უფსკრული თავად წარმოიქმნება ცოდვისაგან. როგორ? უეჭველია, რომ ადამიანი თავისი უკანონობით ცოდვის შხამით აზიანებს და ასნებოვნებს არა მხოლოდ საკუთარ სხეულს, არამედ ყველა საგანს, რომელსაც ბოროტად იყენებს, თვით მის გარემომცველ სტიქიებსაც კი.

ეს წახდენა უმეტესწილად შეუმჩნეველია, მაგრამ ზოგჯერ იმდენად შესაგრძნობი ხდება, რომ ასნებოვნებს თვით ჰაერსაც, რომლითაც იგი სუნთქავდა; სწორედ აქედან წარმოიშობა საყოველთაო ავადმყოფობანი. ახლა წარმოვიდგინოთ სტიქიის მთელი ზიანი, რომელიც ყველა ადამიანის ცოდვითაა წარმოქმნილი; დავამატოთ ეს იმ ზიანსა და შხამს, რომლითაც ასნებოვნებენ ხილულ სამყაროს განდევნილი სულები. ამის შემდეგ წარმოვიდგინოთ, რომ სამყაროს უკანასკნელ დღეს ყველა საგნის განახლებისას ცოდვებისაგან წამხდარი და შხამიანი ბუნების ძალთა ნაწილი გამოეყოფა ახალს, განწმენდილსა და ღვთის ნათელ სამყაროს - შხამისა და ხრწნილების როგორი გროვა წარმოიქმნება მაშინ! ცეცხლისა და ალის უზარმაზარი ოკეანე! და აი, სტიქიაც, რომელშიც დამკვიდრდებიან განკვეთილი სულები!

ასეთ განმარტებას განსაკუთრებული განზრახვითა და მიზნით გაძლევთ, რათა ნათქვამის ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად წარმოვიდგინოთ სიმართლე და ურწმუნოებასა და თვითნებობას გამოვაცალოთ საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ ღვთის სიტყვა ჩვენი მომავალი მდგომარეობის შესახებ მხოლოდ გონებისათვის მიუწვდომელ საიდუმლოებებს გვთავაზობს. ჩვენი მიზანია, გავფანტოთ ბნელი და ცრუ აზრი, თითქოსდა შემოქმედი უშუალოდ თვითონ დატანჯავს ქმნილებებს თავისი ყოვლისშემძლეობით. არა, მარადიული სიყვარული არ ტანჯავს და არც ძალუძს ვინმეს დატანჯვა. ამქვეყნადაც და ჯოჯოხეთშიც ტანჯავს, აწამებს, წვავს მხოლოდ ცოდვა. უფალს არც სიკვდილი შეუქმნია, არც ჯოჯოხეთი: ისინი ცოდვამ წარმოშვა.

ეკლესიის ძველ მასწავლებელთა (ტერტულიანე, წმინდა გრიგოლ ნოსელი, წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა ბასილი დიდი) წარმოდგენით, ჯოჯოხეთის ცეცხლს არაფერი ექნება საერთო აქაურთან, ჩვენთვის ცნობილთან: იგი დაწვავს, მაგრამ არაფერი დაიწვება და მოისპობა, ცოდვილთა მხოლოდ სხეულებზე კი არა, სულებზეც იმოქმედებს, თვით უსხეულო სულებზე - დემონებზეც კი. ეს ცეცხლი ბნელი, ნათელს მოკლებული და საიდუმლო იქნება. წმინდა იოანე დამასკელი მარადიულ ცეცხლზე ასე წერს: „ცოდვილნი მარადიულ ცეცხლში ჩავარდებიან, მაგრამ არა ისეთ არსებითში, როგორიც ჩვენ გვაქვს, არამედ ისეთში, როგორიც მხოლოდ ღვთისთვისაა ცნობილი“.

წმიდა წერილი ცოდვილთა მდგომარეობას ჯოჯოხეთში წარმოგვიდგენს მატლებით განუწყვეტელი ტანჯვის სახით: „მატლი მათი არა მოაკლდების“ (მარკ. 9,44). მაგრამ რა არის ეს მოუკლებელი მატლი? ეს გამოთქმა მეტაფორული აზრითაა გადმოცემული თუ პირდაპირი გაგებით? ეკლესიის ზოგიერთი მამა (წმინდა ამბროსი მედიოლანელი) წმიდა წერილის ამ ადგილს გადატანითი აზრით იგებს და განმარტავს, რომ მოუკლებელი მატლი სინდისის შინაგან ქენჯნას ნიშნავს.

ათონურ და ბერძნულ გარდამოცემებში არის ასეთი თხრობა მოუკლებელი მატლის შესახებ: ორი მეგობარი თავდაპირველად ფუფუნების, გარყვნილებისა და ხორციელ ვნებათა აღსრულების ფართო გზას მიუყვებოდა; სახარებისეული მდიდრის მსგავსად, „იხარებდა დღითი-დღედ ბრწყინვალედ“ (ლუკა 16,19). ერთ მათგანს, ღვთაებრივი სიტყვის ძალით, საკუთარი ცოდვების გამო გულის ისეთი შემუსვრილობა დაეწყო, რომ მისი გული ვეღარ იტევდა შეძრწუნებული სინდისის ყვედრებასა და მორეული გრძნობების სითბოს; გულწრფელად მონანულმა ღვთის წინაშე დადო აღთქმა, რომ ყოველივე მიწიერს მიატოვებდა და ბერად აღიკვეცებოდა; მეორე კი, პირიქით, თავისი გარყვნილი გულის გამოსწორების ნაცვლად, სულ უფრო მეტად სასტიკი ხდებოდა, მეტ ბოროტებას ჩადიოდა და სახარებისეულ ჭეშმარიტებებს დასცინოდა. ბერმა ერისკაცზე მეტხანს იცოცხლა და როდესაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა, მისმა მეგობარმა მოისურვა, შეეტყო მისი სულის მდგომარეობა სიკვდილის შემდეგ.

დიდხანს და ჭეშმარიტი რწმენით ლოცულობდა ბერი ამისთვის ღვთის წინაშე და თავისი ლოცვის აღსრულებას უფლის წმიდა ნებას მიანდობდა. უფალმა შეისმინა მისი და რამდენიმე დღის შემდეგ ბერს ძილში მისი გარდაცვლილი მეგობარი გამოეცხადა.

- რაო, ძმაო, კარგად ხარ? - ჰკითხა მისი ნახვით გახარებულმა ბერმა.

- გინდა ამის ცოდნა? - ოხვრით მიუგო გარდაცვლილმა, - ვაი მე, საბრალოს! მოუკლებელი მატლი მხრავს და სამუდამოდ არ მაძლევს საშველს!

- რა ტანჯვაა ეს? - გამოკითხვა განაგრძო ბერმა.

- ეს აუტანელი ტანჯვაა! - წამოიძახა გარდაცვლილმა, - მაგრამ ვერაფერს გააწყობ: ღვთის რისხვას ვერ გაექცევი. ახლა შენი ლოცვით თავისუფლება მომეცა და თუ გსურს, გიჩვენებ ამ ტანჯვას; ოღონდ სრულად გინდა ამის ნახვა თუ მხოლოდ ნაწილობრივ? ჩემი ტანჯვის სრულად ხილვას ვერ გაუძლებ; ასე რომ, მხოლოდ ნაწილი გამოსცადე და შეიტყვე.

ამ სიტყვებზე გარდაცვლილმა თავისი კაბის ბოლო მუხლებამდე აიწია და საშინელებამ და სიმყრალემ ისე თავზარი დასცა მძინარე ბერს, რომ მას მყისიერად გაეღვიძა. მთელი ფეხი, რომელიც მეგობარმა უჩვენა, საშინელი მატლებით იყო დაფარული, ჭრილობებიდან კი ისეთი საშინელი სიმყრალე ამოდიოდა, რომ მას ვერც სიტყვა გადმოსცემს და ვერც კალამი. ამ ჯოჯოხეთურმა სუნმა ისე აავსო ბერის სენაკი, რომ ძლივს შეძლო იქიდან გამოქცევა და ზურგს უკან კარიც ვერ დაკეტა, რის გამოც სუნი მთელ მონასტერში გავრცელდა: მან ყველა სენაკში შეაღწია და შეშინებული ბერები ვერ ხვდებოდნენ, რას ნიშნავდა ეს. ჯოჯოხეთური სუნი დიდი ხნის განმავლობაში არ ქრებოდა; ამიტომ ძმობა იძულებული გახდა, მონასტერი მიეტოვებინა და სხვა ადგილას ეძებნა თავშესაფარი; გარდაცვლილის მეგობარი კი ვეღარ თავისუფლდებოდა ამ ჯოჯოხეთური სუნისაგან, რომელიც არც ხელიდან შორდებოდა და მისი ჩახშობა ვერანაირი სურნელებით ვერ შეძლო. აი, რას ნიშნავს მოუკლებელი მატლი.

მოუკლებელი მატლისაგან ეს ტანჯვა კი სულ მეტი ძალითა და სისატიკით განახლდება და განუწყვეტლივ დატანჯავს ცოდვილს!

ღვთის სიტყვა აღგვიწერს ცოდვილთა განუწყვეტელ ტანჯვას ჯოჯოხეთში (ლუკა 16,23); მაგრამ რა ჯოჯოხეთია ეს და რა მოიაზრება ამ სახელწოდებაში? წმიდა წერილი ჯოჯოხეთს „სულთა საპყრობილეს“ უწოდებს (1 პეტრე 3,19).

ასე რომ, ჯოჯოხეთი საპყრობილეა და თანაც ყველაზე საშინელი, ცეცხლოვანი. ამ ჯოჯოხეთურ ცეცხლში ჩავარდებიან საბრალო განკიცხულნი, ცეცხლის უფსკრული კი მათ ყოველი მხრიდან შთანთქავს. იქ ყოველი არსება განსაკუთრებულად დაიტანჯება: თვალები სიბნელისა და კვამლისაგან, ამასთანავე სხვა ცოდვილთა და დემონთა თანამყოფობისაგან ევნებიან; ყურები გაიგონებენ მხოლოდ განუწყვეტელ ქვითინს, წუწუნსა და წყევლას; ყნოსვა დამწვარ სხეულთა სიმყრალით შეწუხდება; გემოვნება - ძლიერი წყურვილისა და საშინელი შიმშილისაგან, როდესაც ერთ წვეთ წყალსაც კი ვერ მიიღებენ ტანჯვის შესამსუბუქებლად. ამიტომაც ეს ცეცხლში ვნებული, საშინელი სასჯელით გატანჯული საბრალო ტყვენი ტირიან, კვნესიან, ქვითინებენ, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან, მაგრამ ვერ პოულობენ და ვერც ვერასოდეს იპოვიან შემსუბუქებასა და ნუგეშს.

საშინელებისა და შიშის ამ ადგილას სულის ყველა ძალა ტანჯვას განიცდის. მეხსიერება დაიტანჯება ცოდვების მოგონებებითა და სინდისის ქენჯნით. იგი მატლივით მუდამ გამოხრავს განკიცხულს და შეახსენებს, რისთვის, რომელი უღირსი და უბადრუკი სიამოვნებისათვის დაიღუპა თავი საკუთარი ნებით. მაშინ რად მოეჩვენება ადამიანს ეს სიამოვნებანი, როდესაც ათასობით და მილიონობით წელს ჯოჯოხეთში გაატარებს? ეს მოუკლებელი მატლი გაახსენებს მას იმ დროს, რომელიც ღმერთმა გამოსწორებისათვის მისცა, საშუალებები, მოყვასთა კეთილი მაგალითები, დაპირებანი, რომლებსაც იგი იძლეოდა და არ ასრულებდა - ცხონებისათვის; ამასთან ერთად, იგი იხილავს იმასაც, რომ უკვე ვეღარ გადაურჩება სამუდამო დაღუპვას. განკიცხულის ნება მუდმივად წინააღმდეგობას განიცდის: ადამიანს არასოდეს ექნება ის, რაც მას სურს, და მუდამ ექნება მხოლოდ ის, რასაც არ ისურვებდა. გონება შეიცნობს, რა დიდ მადლს მოაკლდა ცოდვილი და რაოდენ დიდია ბოროტება, რომელსაც იგი ადრე არაფრად აგდებდა.

ჯოჯოხეთში ტანჯვას დასასრული არა აქვს. იქ სხვადასხვაგვარად და მარადიულად იტანჯებიან. გაივლის ტანჯვის ასი წელი, ათასი, მილიონი წელი და საუკუნე, ტანჯვა კი სულ უფრო ახალი და მრავალფეროვანი იქნება. თუ ანგელოზი ცოდვილს მიუტანდა ამბავს, რომ უფალი გაათავისუფლებს ჯოჯოხეთისაგან, როდესაც იმდენი მილიონი საუკუნე გავა, რამდენი წვეთი წყალიცაა ზღვაში, რამდენი ქვიშის მარცვალიცაა მიწზე, - მაშინაც კი საბრალო ცოდვილი უფრო დიდ სიხარულს შეიგრძნობდა ამ ამბის გამო, ვიდრე ადამიანი, რომელსაც უეცრად გამოუცხადებდნენ, რომ იგი დიდი სახელმწიფოს მეფედაა დადგენილი. ეს სამართლიანია, რამეთუ ცოდვილი იტყოდა: მართალია, მრავალი საუკუნის განმავლობაში ველოდი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დადგება დღე, როდესაც ჩემი ტანჯვა დასრულდება. მაგრამ არა! რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს, ჯოჯოხეთი განუწყვეტლივ ხელახლა დაიწყება. ასეთია ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთის ტანჯვა!



დავფიქრდეთ რათა ამ წარმავალი,სულის განმხრწნელი და უფლის შეურახმყოფელი ცოდვებით თავი არ ამოვყოთ ამ საშინელ ადგილას.
ღმერთმა ყველა იხსნას ამ სატანჯველისაგან...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 5 2011, 06:12 PM

რამდენი თემაა გაცოცხლება რომ უნდა.
ხოდა მოკლედ რა უნდა გკითხოთ.

თქვენი აზრით სადაა ჯოჯოხეთი და სადაა სამოთხე?
ამ კითხვაზე ჩემი ვერსიები მაქვს მაგრამ ჯერ ჩუმად ვიქნები.

პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Aug 5 2011, 06:22 PM

მიდი რა, მიდი თქვი შენი ვერსიები : )

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 5 2011, 06:38 PM

ციტატა
მიდი რა, მიდი თქვი შენი ვერსიები : )

არა ჯობს ჩუმად ვიყო.
ბევრს დაუსვამს ჩემთვის ეს კითხვა.იმასაც ამბობდნენ(ათეისტურად) კოსმოსში რო გაფრინდა გაგარინი და ეხლაც რო დაფრინავენ კოსმონავტებიო ჯერ ღმერთი არსად შეხვედრიათო.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 5 2011, 09:14 PM

A.V.M

ციტატა
თქვენი აზრით სადაა ჯოჯოხეთი და სადაა სამოთხე?

როგორც უფალი ამბობს:კაცის ძეს როცა მოკლავენ, ის სამი დღე იქნება დედამიწის გულში.ჩვენ კი ვიცით, რომ უფალი სამი დღე მისი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში იყო, საიდანაც მათალი სულნი ამოჰყავდა.
ამას გადა მრავალი ბიბლიური მუხლი ამტკიცებს, რომ ჯოჯოხეთი დედამიწის გულში, ანუ ქვესკნელშია.

პოსტის ავტორი: mzime) თარიღი: Aug 5 2011, 09:48 PM

ციტატა(A.V.M @ Aug 5 2011, 06:38 PM) *

არა ჯობს ჩუმად ვიყო.
ბევრს დაუსვამს ჩემთვის ეს კითხვა.იმასაც ამბობდნენ(ათეისტურად) კოსმოსში რო გაფრინდა გაგარინი და ეხლაც რო დაფრინავენ კოსმონავტებიო ჯერ ღმერთი არსად შეხვედრიათო.


ეგ სუფთა კომუნისტური მიდგომაა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 5 2011, 09:58 PM

GIORGI LELUASHVILI
A.V.M
mzime)
გირჩევთ ამ ვიდეოს უყუროთ http://www.myvideo.ge/?video_id=652826

განსაკუთრებით კი შენ GIORGI LELUASHVILI

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 5 2011, 10:24 PM

ვიდეო კარგი მარა ვერსიები გამოუშვით გიორგისავით.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 5 2011, 10:34 PM

ikanosi
ვიდეოს ეხლაც ვუსმენ, მაგრამ მანდ საუბარია სამოთხისა და ჯოჯოხეთი არსზე, შეძლებისდაგვარ აღწერაზე, და არა ადგილმდებარეობაზე.

A.V.M

ციტატა
ვიდეო კარგი მარა ვერსიები გამოუშვით გიორგისავით.

მე ბევრი ადგილი მხვდება ხოლმე ბიბლიაში ჯოჯოხეთის ადგილმდებარეობაზე(ზუსტი ციტატები და მუხლები არ მახსოვს) და ესაა მიწის გული რა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 5 2011, 10:38 PM

ციტატა
მე ბევრი ადგილი მხვდება ხოლმე ბიბლიაში ჯოჯოხეთის ადგილმდებარეობაზე(ზუსტი ციტატები და მუხლები არ მახსოვს) და ესაა მიწის გული რა.

კი ბატონო ვთქვათ მე ეხლა ერთს მოვუყვანე ეს(და დავასაბუთე ციტატებით)


ყოფილა შემთხვევა მეოცე საუკუნეში დედამიწის ორი პოლუსიდან რომ ერთი მიმართულებით დაიწყეს გაბურღვა და იმათ არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი არ შეხვედრიათ.ამ არგუმენტზე როგორ ვუპასუხო?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 5 2011, 10:44 PM

GIORGI LELUASHVILI
კარგად მოუსმინე ბოლომდე

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 5 2011, 10:56 PM

ikanosi

ციტატა
კარგად მოუსმინე ბოლომდე

ვიცი, ვიცი რაც არის.
მანდ ამბობს,რომ სასუფეველი და ჯოჯოხეთი მხოლოდ ადგილმდებარეობა კი არა, მდგომაეობაა.აბსოლუტურად სწორია.მაგამ ეს არ ნიშნავს, რომ ახლა სასუფეველი ზეცაში არ არის.
ხომ ხვდებიa075.gif

A.V.M
ციტატა
ყოფილა შემთხვევა მეოცე საუკუნეში დედამიწის ორი პოლუსიდან რომ ერთი მიმართულებით დაიწყეს გაბურღვა და იმათ არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი არ შეხვედრიათ.ამ არგუმენტზე როგორ ვუპასუხო?

არა ძმაო.ვარიანტი არაა მაგის.
ჯერ ქერქი ძლივს გახვრიტეს და მანტიამდე ძლივს მივიდნენ.ბოლომე მთელი ცხოვრება ვერ გახვრეტენ, არ არსებობს მაგი.
თან რაც უფრო ღრმავდება მიწა, მით უფო ცხელდება და ამითაც შეუძლებელი ხდება ბურღვა.


თუმცა "ქვესკნელიც" და "დედამიწის გულიც" შეიძლება სიმბოლური იყოს და უბრალოდ მის სულიერ დაცემასა და დამდაბლებაზე მიანიშნებდეს.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ პავლე მოციქული დემონებს "ჰაერის მპყრობელებს" უწოდებს.

პოსტის ავტორი: starscream თარიღი: Aug 5 2011, 10:57 PM

სულის ცხონება შეიძLება ქრისტეში მის სულში და უნდა აცხონო ის სანამ ცოცხალი ხარ ცათა სასუფეველი ადამიანშია მას შეუძლია საკუთარი სული აცხონოს თავისივე ცხოვრებაში და ცათა სასუფეველის მდგომარეობაშივე შევიდეს სამოთხეში.. (ისე ვერავინ ვერ შევა)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 5 2011, 11:00 PM

ციტატა
უმცა "ქვესკნელიც" და "დედამიწის გულიც" შეიძლება სიმბოლური იყოს და უბრალოდ მის სულიერ დაცემასა და დამდაბლებაზე მიანიშნებდეს.

მეც ეგრე ვფიქრობ.
აი ვთქვათ ასე ხომ იყვენ პიროვნებები,რომლებმაც საეკლესიო გადმოცემით სამოთხე ნახეს.
სად იმყოფებოდნენ ისინი?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 5 2011, 11:07 PM

A.V.M

ციტატა
აი ვთქვათ ასე ხომ იყვენ პიროვნებები,რომლებმაც საეკლესიო გადმოცემით სამოთხე ნახეს.სად იმყოფებოდნენ ისინი?

ეს ნამდვილა ზეცაა!
ამაში უკვე ეჭვის შეტანა არასწორია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 5 2011, 11:10 PM

ე კაცო ეჭვი კი არაფერში შემაქვს.
ღმერთმა დამიფაროს,უბრალოდ არგუმენტი მინდა,
ამაზე მეტყვიან კოსმოსში ვერ ნახეს სამოთხედ და ჯოჯოხეთიო.

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: Aug 6 2011, 12:18 AM

FiloTeos

ციტატა
არის სამოთხე და არის ჯოჯოხეთი
სამოთხე არის უფალთან ახლოს ყოფნა და ამით ნეტარება...
ჯოჯოხეთი არის უფლისგან შორს ყოფნა და ამით ტანჯვა...


დოგმატი ჯოჯოხეთში ცოდვილთა მარადიული ტანჯვის შესახებ, ერთ ერთი ყველაზე მკაფიო დოგმატია მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში.


პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: Aug 6 2011, 12:34 AM

მაგრამ, რა სატანჯველებია ეს და რაში მდგომარეობს მათი არსი? წმიდა წერილის მოწმობით, ცოდვილთა ტანჯვა ჯოჯხეთში, უპირველეს ყოვლისა გამოხატულ იქნება ღმრთისგან მათი დაშორებით. "წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული" (მათე 25:41), - ეტყვის მათ სამართლიანი მსაჯული; "არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი; შორს ჩემგან უსამართლობის ყველა მოქმედი" (ლუკა 13:27).

ღმრთის პირისგან ეს განგდება უდიდესი სასჯელი იქნება ცოდვილთათვის, რადგან ისინი ღმრთისგან განგდებულ იქნებიან არა დროებით, არამედ მარადის მოწყდებიან ამ უზენაეს სიკეთეს, რომელშიაც არის მხოლოდ საკუთარი სულის ყველა მოთხოვნილების სრული დაკმაყოფილება შესაძლებელი.



ცოდვილნი სამუდამოდ იქნებიან უარყოფილნი ზეციერი მამის მიერ, თავიანთი მაცხოვრის მიერ, რომელმაც ამდენი სიკეთე და მადლი უწყალობა ადამიანს, ზრუნავდა მასზე გამოუთქმელი სიყვარულით; უკვე ვეღარასოდეს იხილავენ ისინი ღმრთის პირის ნათელს და ვერასდროს შევლენ თავიანთი პატრონის სიხარულში (იხ. მათე 25:21). სწორედ ეს განშორება ღმრთისგან, ცხოვრების წყაროსგან და მწყალობლისგან იქნება უმძიმესი და უმტკივნეულესი სატანჯველი ცოდვილთათვის.



წმ. იოანე ოქროპირი ასე მსჯელობს ამის შესახებ: "ვისაც ჭკუა და გონება გააჩნია, მისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ღმრთისგან განგდება ნიშნავს განიცადო გეჰენა" (Святитель Иоанн Златоуст. Беседы на Послание к римлянам. Беседа 5. М., 1994. С.534). "აუტანელია გეჰენიის ეს სატანჯველი; ათასი და ათასზე უმეტესი ცეცხლის გეჰენაც რომ წარმოიდგინო, ვერ შეედრება იმ უბედურებას, რასაც განიცდის ნეტარი დიდებისგან განგდებული ცოდვილი, როდესაც ზურგს შეაქცევს მას ქრისტე და მოისმენს მისგან: "არ ვიცი ვინა ხარ" (მათე 7:23); მოისმენს ბრალდება, რომ ჩვენ, ვხედავდით მას მშიერს, და არ დავაპურეთ! უკეთესია ელვამ დაგარტყას უთვალავჯერ, ვიდრე ხედავდე შენი მაცხოვრის და ტკბილი იესუს თვინიერ სახეს, რომელსაც მიაბრუნებს ჩვენგან, მიაქცევს თავის სიყვარულით აღსავსე თვალებს, რომელთაც ჩვენნაირი ცოდვილების ცქერა არ ძალუძს" (Святитель Иоанн Златоуст. Толкование на Евангелие от Матфея. Беседа 23. М, 1993. С.272).



ცოდვილთა ტანჯვა სიკვდილის შემდეგ მდგომარეობს იმაში, რომ ისინი მოაკლდებიან ღმრთის სასუფეველს და ყველა ზეციურ სიკეთეს, რომელიც განმზადებულია მართალთათვის და განგდებულ იქნებიან გარესკნელის ბნელში (მათე 8:12). "სიკეთეთა ეს დაკარგვა, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, - ისეთ აუტანელ ტანჯვას მიაყენებს, ისეთ მწუხარებასა და სივიწროვეს განაცდევინებს ადამიანს, რომ არანაირი სასჯელიც რომ არ ემუქრებოდეს აქ შემცოდეთ, მარტო ამას შეუძლია ყოველგვა გეჰენიურ ტანჯვაზე უმეტესად დაუკოდოს გული დარდისგან და შეაშფოთოს ჩვენი სული". და შემდგომ: "მრავალ უგუნურს მარტოდენ გეჰენიის არიდება სურს, მე კი გეჰენაზე უდიდეს და ენით აუწერელ სატანჯველად მიჩნს არ იმყოფებოდე უფლის დიდებაში; და ის, ვინც მას დაკარგავს, ვფიქრობ, გეჰენიის გამო კი არ უნდა ტიროდეს, არამედ ზეციურ სიკეთეთა დაკარგვას უნდა გლოვობდეს, რადგან მარტო ეს არის ყველა სასჯელზე უსასტიკესი სასჯელი" (Святитель Иоанн Златоуст. Творения в двенадцати томах. Т.1, кн.2. Слово первое к Феодору падшему. М., 1991. С.17).



ღმრთის სიტყვა გადაჭრით ამბობს, რომ ცოდვილთა ტანჯვის ადგილი იქნება ყველაზე საშინელი, - და ამგვარ ადგილას ისინი იქნებიან ბოროტ სულებთან (ეშმაკებთან) ერთად. როგორ აღწერს სატანჯველ ადგილებს წმ. წერილი, სადაც ჩაიყრებიან ცოდვილნი? წერილი მათ აძლევს სხვადასხვა სახელწოდებებს: "გარესკნელის ბნელი" (მათე 8:12-13; 25:30), "ცეცხლის გეჰენა" (მათე 5:22); "ცეცხლის სახმილი, სადაც იქნება კბილთა ღრჭენა" (მათე 13:50); "ცეცხლისა და გოგირდის ტბა" (გამოცხ. 19:20; 20:14; 21:8); ჯოჯოხეთი (ლუკა 16:23); "წყვდიადის ქვეყანაში, სადაც არ არის ნათელი და არც კაცთა ცხოვრება" (იობი. 10:22). "უფსკრული", რომლისაც ეშმაკთაც კი ეშინიათ (ლუკა 8:30-31); "საპყრობილე" (მათე 5:25); "ქვესკნელის წყვდიადი და ბნელეთის უკუნი" (იუდა 1:6, 13); "მატლი დაუძინებელი და ცეცხლი დაუშრეტელი" (მარკოზი 9:44); "მარადიული ცეცხლი" (იუდა 1:7); "ჯოჯოხეთის ფსკერი" (იგავნი 9:18); "ქვესკნელი" (ფილიპ. 2:10).



ღმრთის სიტყვა გადაჭრით ამბობს, რომ ცოდვილთა ტანჯვის ადგილი იქნება ყველაზე საშინელი, - და ამგვარ ადგილას ისინი იქნებიან ბოროტ სულებთან (ეშმაკებთან) ერთად. როგორ აღწერს სატანჯველ ადგილებს წმ. წერილი, სადაც ჩაიყრებიან ცოდვილნი? წერილი მათ აძლევს სხვადასხვა სახელწოდებებს: "გარესკნელის ბნელი" (მათე 8:12-13; 25:30), "ცეცხლის გეჰენა" (მათე 5:22); "ცეცხლის სახმილი, სადაც იქნება კბილთა ღრჭენა" (მათე 13:50); "ცეცხლისა და გოგირდის ტბა" (გამოცხ. 19:20; 20:14; 21:8); ჯოჯოხეთი (ლუკა 16:23); "წყვდიადის ქვეყანაში, სადაც არ არის ნათელი და არც კაცთა ცხოვრება" (იობი. 10:22). "უფსკრული", რომლისაც ეშმაკთაც კი ეშინიათ (ლუკა 8:30-31); "საპყრობილე" (მათე 5:25); "ქვესკნელის წყვდიადი და ბნელეთის უკუნი" (იუდა 1:6, 13); "მატლი დაუძინებელი და ცეცხლი დაუშრეტელი" (მარკოზი 9:44); "მარადიული ცეცხლი" (იუდა 1:7); "ჯოჯოხეთის ფსკერი" (იგავნი 9:18); "ქვესკნელი" (ფილიპ. 2:10).



ჩვენს შემეცნებას რომ მოვუახლოვოს ეს საგანი, წმ. წერილი ჯოჯოხეთის ტანჯვის აღსაწერად იყენებს სხვადასხვა შედარებას და იღებს მას ჩვენს გარშემო არსებული ხილული ბუნებიდან, რაც ყველაზე მეტად გვზაფრავს და გვაშინებს.

უპირველეს ყოვლისა, ჯოჯოხეთის სატანჯველს ის წარმოგვიდგენს, როგორც უკუნ ბნელს, რომელშიც ნათლის უწვრილესი სხივიც კი ვერ აღწევს, რითაც შეგვაგონებს, რომ ჯოჯოხეთში აბსოლუტური სიბნელეა და არ არის იქ ნათელი, რაც ასე ახარებს ნებისმიერ ცოცხალ არსებას.



მეორეც, ჯოჯოხეთის სატანჯველი ყველაზე ხშირად ღვთის სიტყვაში წარმოდგენილია მარადიულ ცეცხლში ყოფნად, ანუ გეჰენიის ცეცხლად, ასე, რომ ჯოჯოხეთი და მარადიული ცეცხლი, წმიდა წერილის ენაზე იდენტური ცნებებია.



მაგრამ, რა უნდა ვიგულისხმოთ დაუშრეტელ ცეცხლში, რომელშიც ცოდვილნი სამარადისოდ დაიტანჯებიან, მაგრამ არ დაიწვებიან? ღმრთის სიტყვა ამას არ გვიმხელს. ეკლესიის ზოგიერთი მამა, მაგალითად, წმ. ამბროსი მედიოლანელი (Святитель Амвросий Медиоланский. In Luc. Кн. VII. С. 205.), ნეტარი იერონიმე სტრიდონელი (Блаженный Иероним Стридонский. In Is. С. XLVI.), ნეტარი ავგუსტინე (Блаженный Августин. О граде Божием. М., 1994. Т.IV. Кн.21. Гл.9. С.272; Гл.10. С.273-274), მარადიულ ცეცხლში გულისხმობდნენ არა საკუთრივ ცეცხლს, არამედ მასში ხედავდნენ ჯოჯოხეთური სატანჯველის უსასტიკეს სიმბოლოს.

მაგრამ, მართებული და სასარგებლო იქნება ცეცხლი გავიგოთ საკუთრივი მნიშვნელობითაც, რადგან ასეთი გაგება უფრო ძლიერია და განმწმენდელად მოქმედებს სულზე, აკავებს მას ყოველგვარი ცოდვისგან და ფრთებს ასხამს სათნოებათა საქმნელად და ზეცის დასამკვიდრებლად. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ცეცხლი განსხვავებული იქნება ჩვენთვის ცნობილი, მატერიალური ცეცხლისგან; რადგან ამჟამინდელი ცეცხლი, თუ შეიძლება ითქვას, თვითონაც დაიწვება სამყაროს უკანასკნელ დღეს, როდესაც, წმ. წერილის მოწმობით, "გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი" (2 პეტრე 3:10).

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 6 2011, 01:02 AM

მშვენიერი ინფორმაციაა.
ოღონდ დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტს გავიგებ.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 6 2011, 01:54 PM

A.V.M
biggrin.gif
კოსმოსში რა უნდა მერე;შევიდნენ იმ ცის შიგნით და იხილავენ.ცათა სასუფეველი ზედ ცაზე და კოსმოსში კი არ არის გამოკრული, ცის მიღმაა-კერძოდ მესამე ცაზე.ამას ადასტურებს პავლე მოციქულის II წერილი კორინთელთა მიმართ, X,II :"ვიცი ერთი კაცი ქრისტეში, რომელიც ამ თოთხმეტი წლის წინათ (არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის) ატაცებულ იქნა მესამე ცამდე"

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Aug 16 2011, 08:47 PM

ციტატა(dzvelmartlmadidebeli @ Aug 6 2011, 12:18 AM) *

FiloTeos
დოგმატი ჯოჯოხეთში ცოდვილთა მარადიული ტანჯვის შესახებ, ერთ ერთი ყველაზე მკაფიო დოგმატია მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში.


და გამოცხადებაში რომ წერია "ჯოჯოხეთი და სიკვდილი ტბაში დაინთქნენ" და განადგურდნენ-ო, რას ნიშნავს? smile.gif

მე როგორც ვიცი მართლმადიდებლური გადმოსახედიდან სამოთხეც და ჯოჯოხეთიც დროებითი სამყოფელია და ნამდვილი ცხონება(სულის და სხეულის ერთად) მხოლოდ აღდგომის მერე ხდება, მანამდე მოლოდინის ხანაა გარდაცვლილებისთვისაც...


პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 16 2011, 11:17 PM

Otherguy

ციტატა
და გამოცხადებაში რომ წერია "ჯოჯოხეთი და სიკვდილი ტბაში დაინთქნენ" და განადგურდნენ-ო, რას ნიშნავს?

იმას ნიშნავს, რომ ჯოჯოხეთს წაერთვა ძალაუფლება და ვეღარავის შთანთქავს.
ციტატა
მე როგორც ვიცი მართლმადიდებლური გადმოსახედიდან სამოთხეც და ჯოჯოხეთიც დროებითი სამყოფელია და ნამდვილი ცხონება(სულის და სხეულის ერთად) მხოლოდ აღდგომის მერე ხდება, მანამდე მოლოდინის ხანაა გარდაცვლილებისთვისაც...

დროებითია ეხლა, ანუ სანამ საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა მოხდება, სანამ უფალი საბოლოოდ განიკითხავს თითოეულ ადამიანს.
აღდგომის შემდეგ უკვე ადამიანები დაიმკვიდრებენ ან მარადიულ ნეტარებას, ან მარადიულ სატანჯველს.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Aug 17 2011, 08:22 AM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Aug 16 2011, 11:17 PM) *

Otherguy

იმას ნიშნავს, რომ ჯოჯოხეთს წაერთვა ძალაუფლება და ვეღარავის შთანთქავს.
დროებითია ეხლა, ანუ სანამ საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა მოხდება, სანამ უფალი საბოლოოდ განიკითხავს თითოეულ ადამიანს.
აღდგომის შემდეგ უკვე ადამიანები დაიმკვიდრებენ ან მარადიულ ნეტარებას, ან მარადიულ სატანჯველს.


ჰო ეგ მეორე განკითხვა საინტერესო რამეა, როცა უფალი დადგება და: "ერთხელ უკვე განგიკითხე, ეხლა მეორედ, მოდი თავიდან გადავხედოთ შენ ცხოვრებას რამე ხომ არ გამომრჩა რაც საბოლოო ვერდიქტს შეცვლის შენთან დაკავშირებით"-ო...

ანუ ჯოჯოხეთი არაა მარადიული სატანჯველი? წერია პირდაპირ, რომ სიკვდილი ნადგურდება(1 კორ. 15 თავი) და ამავე დროს ნადგურდება ჯოჯოხეთიც, ანუ რა ქვია იმ ადგილს სადაც ადამიანები გადაბარგდებიან აღდგომის მერე? აღიარე, რომ ჯოჯოხეთში მხოლოდ სულია და აღდგომის მერე ადამიანი სრულყოფილ განაჩენს სულის და ხორცის მქონე მიიღებს...

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Aug 17 2011, 10:50 AM

სიბრძნე იესუსი, ძისა სირაქისა:

თავი 17

27. ვინ განადიდებს უფალს ჯოჯოხეთში(მკვდრეთში), როგორც ცოცხალნი და ქების შემსხმელნი.

28. მკვდრისგან, როგორც არარსებულისგან, შემწყდარია ქების შესხმა. მხოლოდ ცოცხალი და მრთელი განადიდებს უფალს.

29. რა დიდია უფლის მოწყალება და პატიება მისკენ მიქცეულთა!

30. ყოველივე როდია ადამიანებში, რადგან არ არის უკვდავი ძე კაცისა.

31. რა არის მზეზე ნათელი? მაგრამ ისიც ბნელდება; ასევე ბოროტს განიზრახავს ხორცი და სისხლი.

32. ცის მაღალთა ძალებს ის განაგებს; ყოველი კაცი კი მტვერი და ფერფლია.




შეგიძლიათ ეს განმარტოთ როგორ ეხამება სულის უკვდავებას? მართლმადიდებელი ეკლესია ამ წიგნს ეკლესიაში ოდითგანვე კითხულობდა და კანონიკურ წიგნად აღიქვამდა...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 17 2011, 06:04 PM

Otherguy

ციტატა
ჰო ეგ მეორე განკითხვა საინტერესო რამეა, როცა უფალი დადგება და: "ერთხელ უკვე განგიკითხე, ეხლა მეორედ, მოდი თავიდან გადავხედოთ შენ ცხოვრებას რამე ხომ არ გამომრჩა რაც საბოლოო ვერდიქტს შეცვლის შენთან დაკავშირებით"-ო...

გადამრევ მე შენ!
კაი, ახსნა-განმარტებას მოითხოვ, გასაგებია, მაგრამ საიდან გაქვს ამხელა ფანტაზია, რეებს თხზავ უფლის შესახებ, ღმერთის არ გეშინია?
შენი ვერაფერი გავიგეdntknw.gif


კაი, ეხლა აგიხსნი რა არის პირადი და რა არის საყოველთაო სამსჯავრო.

ჯერ იქედან დავიწყებ, რომ "მეორე განკითხვა" არ არსებობს, როგორც შენ ეს ზემოთ გიწერია. (საიდან მოიტანე აზრზე არა ვარ)

არსებობს პირადი და არსებობს საყოველთაო სამსჯავრო.


ადამიანის სიკვდილის შემდგომი ხვედრი საყოველთაო სამსჯავრომდე (ანუ)

პირადი სამსჯავრო

ადამიანი სიკვდილის შემდგომ გადის სამსჯავროს, რომელსაც უკანასკნელი და საყოველთაო სამსჯავროსაგან განსხვავებით, პირადი ეწოდება. "ადვილ არს წინაშე თუალთა უფლისაჲთა დღესა მას აღსასრულისასა მიგებად კაცთა, ვითარცა იყუნეს საქმენი მათნი" (ზირ. 11,26) - ამბობს ბრძენი ზირაქის ძე. იმავე აზრს გამოხატავს პავლე მოციქულიც: "ვითარცა-იგი წინა-უც კაცთა ერთგზის სიკუდილი და მისა შემდგომად სასჯელი" (ებრ. 9,27). მოციქულის თანახმად, ადამიანის გარდაცვალებას მაშინვე მოსდევს სამსჯავრო. ცხადია, ეკლესიის წმიდა მამების განმარტებით, მას მხედველობაში ჰქონდა არა საყოველთაო, არამედ პირადი სამსჯავრო.

სულის პირადი სამსჯავროს შემდგომი მდგომარეობის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესია ასე გვასწავლის: "გვწამს, რომ მიცვალებულთა სულები ან ნეტარებენ, ან იტანჯებიან თვისთა საქმეთა მიხედვით. ისინი სხეულთან განშორებისთანავე იწყებენ სიხარულის, დარდისა თუ მწუხარების განცდას. მაგრამ არც სრულ ნეტარებასა და არც სრულ ტანჯვას არ განიცდიან, რამეთუ მათ საყოველთაო აღდგომის დროს მიიღებს თითოეული, როცა სული შეუერთდება იმ სხეულს, რომელშიც იგი სათნოდ თუ მანკიერად ცხოვრობდა"
მაშასადამე, მართლმადიდებელი ეკლესია განასხვავებს პირადი სამსჯავროს შემდგომ ორ მდგომარეობას: ერთს - მართალთათვის და მეორეს - ცოდვილთათვის: ანუ სამოთხესა და ჯოჯოხეთს.




საყოველთაო სამსჯავრო

სამომავლო საყოველთაო სამსჯავროს სინამდვილისა და უცილობლობის შესახებ მრავალი მოწმობა არსებობს (ინ. 5,22,27-29; მთ. 16,27; 7,21-23; 11,22,24; 12,35,41-42; 13,37-43; 19,28-31; 24,31; 25,31-46; საქმ. 17,31; იუდ. 14-15; 2 კორ.5,10; რომ. 2,5-7; 14,10; 1 კორ. 4,5; ეფ. 6,8; კოლ. 3,24-25; 2 თეს. 1,6-10; ტიმ. 4,1; გამოცხ. 20,11-15). ყველაზე სრული სახით იგი მაცხოვარმა წარმოგვიდგინა მათეს სახარებაში (თ.25,31-46): „რაჟამს მოვიღეს ძე კაცისაჲ დიდებითა თვისითა...“. აქედან შესაძლებელი ხდება სამსჯავროს დახასიათება; იგი იქნება:

ა. საყოველთაო და გავრცელდება ყველა ადამიანზე: ცოცხალსა თუ მკვდარზე, კეთილსა თუ ბოროტზე. და დაცემულ ანგელოზებზეც კი, როგორც ამას მიუთითებს საღვთო წერილი (2 პეტ. 2,4: იუდ. 1,6);

ბ. საზეიმო და ცხადი, რამეთუ მსაჯული მთელს სამყაროს თავისი სრული დიდებითა და ყველა წმიდა ანგელოზის თანხლებით მოევლინება;

გ. მკაცრი და საშინელი, მთელი საღვთო სამართლით აღსრულებული: ის დღე იქნება „რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულობისა ღმრთისა“ (რომ. 2,5);

დ. უკანასკნელი და საბოლოო, თითოეული განსასჯელის სამარადისო ხვედრის განმსაზღვრელი. სამსჯავროს შედეგი იქნება მარადიული სასყიდლის მიგება: მართალნი ინეტარებენ, ხოლო დასჯილი ცოდვილნი დაიტანჯებიან.

"წარვედით ჩემგან წყეულნო, - ეტყვის მათ მაცხოვარი სამსჯავროს დღეს, - ცეცხლსა მას საუკუნესა... და წარვიდეს ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი ცხორებასა საუკუნესა" (მთ. 25, 41-46).


ციტატა
ანუ ჯოჯოხეთი არაა მარადიული სატანჯველი? წერია პირდაპირ, რომ სიკვდილი ნადგურდება(1 კორ. 15 თავი) და ამავე დროს ნადგურდება ჯოჯოხეთიც, ანუ რა ქვია იმ ადგილს სადაც ადამიანები გადაბარგდებიან აღდგომის მერე? აღიარე, რომ ჯოჯოხეთში მხოლოდ სულია და აღდგომის მერე ადამიანი სრულყოფილ განაჩენს სულის და ხორცის მქონე მიიღებს...

ეკლესიის მამები თვითონ სახელდებას - "გეენა" ჩვეულებრივ აკუთვნებენ საშინელი სამსჯავროს შემდგომ მდგომარეობას, როდესაც სიკვდილიცა და ჯოჯოხეთიც დაინთქმება "ტბასა მას ცეცხლისასა" (გამოცხ. 20,15). ეკლესიის მამები საღვთო წერილზე დაყრდნობით თვლიან, რომ საშინელ სამსჯავრომდე ცოდვილთა ტანჯვას დაწყებითი ხასიათი აქვს: იგი შეიძლება შემსუბუქდეს ან მოიხსნას ეკლესიის ლოცვით. ასევე ჯოჯოხეთის წყვდიადით შეკრული დაცემული სულებიც დაიმარხებიან "სასჯელად დიდისა მის დღისა" (იუდ. 6; შდრ. 2 პეტ. 3,4).


ციტატა
შეგიძლიათ ეს განმარტოთ როგორ ეხამება სულის უკვდავებას? მართლმადიდებელი ეკლესია ამ წიგნს ეკლესიაში ოდითგანვე კითხულობდა და კანონიკურ წიგნად აღიქვამდა...

ადამის სახით მთელმა კაცობრიობამ დაკარგა მათთვის მოსალოდნელი მომავალი ნეტარება, რომელიც სამოთხეში ყოფნისას ნაწილობრივ განიცადეს ადამმა და ევამ. მარადიული ცხოვრების ხილვის სანაცვლოდ კაცობრიობამ სიკვდილი, მის უკან ჯოჯოხეთი, ბნელეთი და ღვთისგან განგდება მიიღო. ამიტომ არის ძველი აღთქმის წმიდა წიგნები საიქიო ცხოვრებაზე პირქუში აზრებით სავსე. "რამეთუ არა არს, ვინ სიკუდილსა შინა მოგიხსენოს შენ, ანუ ჯოჯოხეთსა შინა აღგიაროს შენ" (ფს. 6,6) - ეს არ არის უკვდავების უარყოფა, არამედ საიქიოში უიმედო არსებობაზე ფიქრია. ასეთ შეგნებასა და დარდს მხოლოდ მაცხოვრის მოსვლა და სამომავლო გამოხსნის იმედი ამსუბუქებდა. "ვიცი, რამეთუ საუკუნე არს, რომელსა დახსნა ჩემი ეგულების, ქუეყანით აღდგინებად ტყავი ჩემი, რომელმან თავს-ისხნა ესენი, რამეთუ უფლისა მიერ აღესრულნეს ესენი ჩემ ზედა" (იობ. 9,25-26). "ამისთვს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაო ჩემი, უფროისღა და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით. რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა" (ფს. 15,9-10).

ციტატა
რადგან არ არის უკვდავი ძე კაცისა.



სულის უკვდავება საღვთო მადლის წყალობის შედეგია "უფალს ნებავს, რომ იგი (სული) ცოცხლობდეს" (წმ. იუსტინე მოწამე), "სული უკვდავია მადლის წყალობით - იგი აქცევს მას უკვდავად" (წმ. კირილე იერუსალიმელი და სხვანი). ამით ეკლესიის მამები განასხვავებდნენ ადამიანურსა და საღვთო უკვდავებას: ღმერთი უკვდავია თავისი ბუნებითი არსით და წმიდა წერილის მიხედვით მას "მხოლოსა აქუს უკვდავებაი" (I ტიმ 6,16).


ციტატა
ყოველი კაცი კი მტვერი და ფერფლია.

აქ ხორცზეა საუბარი, ხოლო წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ ვკითხულობთ: „მართალნი სულნი ხელთა შინა ღმრთასათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა“ (სიბრ. 3,1) და „მართალნი საუკუნოდ ცხონდნენ და უფლის მიერ არს სასყიდელი მათი და ზრუნვა მათთვის მაღლისა მიერ“ (სიბრ. 5,16).

ესეც ხომ ძველი აღთქმაა? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 17 2011, 08:14 PM

რა კარგი ვერსიები წამოსულა,მარა საბოლოო პასუხამდე ჯერ კიდევ შორს ვართ.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Aug 17 2011, 08:53 PM

GIORGI LELUASHVILI

საპასუხო ვერაფერი ვნახე გარდა ბოლოსი:

„მართალნი სულნი ხელთა შინა ღმრთასათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა“ (სიბრ. 3,1) --- უნდა იცოდე, რომ "სული" ებრაელებში მთლიანად ადამიანსს ეხება და არა კონკრეტულად სხეულის გარეშე არსებულს... მაგალითად "ცოდვილი სული უნდა მოკვდეს"(ეზეკ. 18:4)- ეს არ ნიშნავს რომ ნადგურდება მხოლოდ ცოდვილის სული(და არა სხეული), არამედ საუბარია რომ ცოდვილი პიროვნება მთლიანად განადგურდება...

"და „მართალნი საუკუნოდ ცხონდნენ და უფლის მიერ არს სასყიდელი მათი და ზრუნვა მათთვის მაღლისა მიერ“ (სიბრ. 5,16). --- აქ საუბარია მომავალზე, ანუ აღდგომაზე, მანამდე ყველა მკვდარია...


პ.ს. მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს, მთელი ბიბლიური მეცნიერება თანხმდება რომ "ებრაელებს სულის უკვდავების იდეა, როგორც სულისა და ხორცის განშორების სიკვდილის მერე - არ ჰქონიათ"... ახალ აღთქმაზე ასეთი დარწმუნებული ცხადია არ არიან...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 17 2011, 09:32 PM

...

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Aug 17 2011, 10:37 PM

ციტატა(A.V.M @ Aug 17 2011, 09:32 PM) *

აჰა კარგი პოლემიკაა.გავიხსენებ ფრაზას ედიშერ ჭელიძის ლექციიდან:

ადამიანის სული უკვდავია.როდესაც ის გარდაიცვლება მიდის ჯოჯოხეთში ან სამოთხეში(და არა სასუფეველში)ეს სამყოფელი დროებითია,ხოლო მარადიულ სამყოფელს მიიღებენ მეორედ მოსვლის შემდეგ.ან საუკუნო ტამჯვას ან დაუსრულებელ მეტარებას და ეს იქნება სასუფეველი.



ედიშერ ჭელიძის განათლებასა და ერუდიციაში ეჭვი არ მეპარება, ხოლო მაგ იდეას ნაწილობრივ ვიზიარებ. თუმცა ვამბობ, რომ მართლმადიდებელს სწორედ მასე უნდა სჯეროდეს, რომ სამოთხეც და ჯოჯოხეთიც დროებითი სამყოფელია...

მე პირადად ვუარყოფ სიცოცხლეს სიკვდილის მერე, თუმცა მიუხედავად სულის უკდავების უარყოფისა, ვაღიარებ რომ შეიძლება "შეოლ"-ში, რომელიც ჯოჯოხეთად ითარგმნებოდა ხოლმე, შეიძლება იყოს ცნობიერება, რის დასამტკიცებლად შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითი, როცა იესო ჩავიდა "შეოლ"-ში და იქ ხალხს უქადაგა...

მაგრამ მე მჯერა რომ ბიბლიის და I-II-III საუკუნის ქრისტიანების, რომელთაგან ზოგიერთი წმინდანია, მათი აზრია, რომ "სული სიკვდილის მერე სამოთხეში არ მიდის, მხოლოდ შეოლში(თარგმნეთ როგორც გინდათ), ცხონება მხოლოდ აღდგომის მერეა, ხოლო სული სხეულის გარეშე ვერ იარსებებს, რადგან ადამიანი ერთი მთლიანობაა..."

და გავიხსენეთ პავლეს სიტყვებს 1 კორინთელთა 15 თავიდან: "თუ ეფესოში ვებრძოდი ლომებს, რას მარგებს თუ აღდგომა არ არსებობს? ვჭამოთ და ვსვათ რადგანაც ხვალ აღარ ვიქნებით."

და ასევე ფრაზას: "ვინც საფლავებშია, გაიგებენ მის ხმას და გაცოცხლდებიან" - აქ თუ ვამბობთ რომ სული ცაშია, მაშინ ეგ ხმაც ცაში უნდა გაიგონ და არა საფლავში...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 18 2011, 12:45 AM

Otherguy

ციტატა
საპასუხო ვერაფერი ვნახე

biggrin.gif
რა მაგრად გამაცინეbiggrin.gif
თავიდანვე როგორ ვერ მივხვდი, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც შენ პიროვნულ აზრს შეგაცვლევინებს.

შავით თეთრზე რომ წერია რომ ასეა, შენ მაინც შენსას გაიძახი.
მითხარი რა ვერ ნახე საპაუხო, ასე ერთი ხელის მოსმით რომ ჩამიფლავე პოსტიbiggrin.gif
თითოეულ კითხვაზე შესაბამისი ბიბლიური მუხლი მოგიყვანე და რა გინდა ეხლა პირადად შენთვის ჩამოვარდეს ციდან წერილი?
ციტატა
უნდა იცოდე, რომ "სული" ებრაელებში მთლიანად ადამიანსს ეხება და არა კონკრეტულად სხეულის გარეშე არსებულს

და „მართალნი საუკუნოდ ცხონდნენ და უფლის მიერ არს სასყიდელი მათი და ზრუნვა მათთვის მაღლისა მიერ“ (სიბრ. 5,16). --- აქ საუბარია მომავალზე, ანუ აღდგომაზე, მანამდე ყველა მკვდარია...

მაშინ ეს როგორ გავიგო:
"მიიქცეოდეს ხორცი მიწად , როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა"(ეკლ. 12,7)
ციტატა
პ.ს. მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს, მთელი ბიბლიური მეცნიერება თანხმდება რომ "ებრაელებს სულის უკვდავების იდეა, როგორც სულისა და ხორცის განშორების სიკვდილის მერე - არ ჰქონიათ"... ახალ აღთქმაზე ასეთი დარწმუნებული ცხადია არ არიან...

ამას გამორიცხავს ეკლესიასტეს სიტყვები: „მიიქცეოდეს მტუერი მიწად, როგორ იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა“ (ეკლ. 12,7). „ხოლო ხისგან მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ“ (შესაქ. 2,17) - შესაქმის მესამე თავის მთელი თხრობა (ღვთისგან გაფრთხილების ამ სიტყვებთან ერთად) პასუხობს შეკითხვას, თუ როგორ გამოჩნდა სამყაროში სიკვდილი. ასე რომ, თავად ეს ნაამბობი გვევლინვბა უკვდავების იდეის ამსახველად. ევას სიტყვებია: „ხოლო ნაყოფისაგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა ღმერთმან, არა შჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდე“ (შესაქ. 3,3); მაშასადამე, ადამიანის უკვდავება შესაძლებელი იყო - იგი ამისთვის იყო განკუთვნილი. იმავე აზრს გამოხატავს ფსალმუნთმთქმელი ღმერთის სიტყვებით: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი, ხოლო თქუენ ვითარცა კაცნი მოსწყდებით და ვითარცა ერთი მთავართაგანი დაეცემით“ (ფს. 81,6-7).

იძულებულნი ვართ, ხაზი გავუსვათ ძველ აღთქმაში არსებულ მაგალითებს უკვდავების ეჭვშეუვალობაზე, რადგან ერთ-ერთი არსებული მოსაზრების თანახმად, ებრაელებს სულის უკუდავება არ სწამდათ. მოსეს ნაამბობი საწინააღმდეგოს ადასტურებს: ენოქის შესახებ იგი შენიშნავს: „არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან“ (შესაქ. 5,24). ესე იგი, ისე გადასახლდა ღმერთთან, რომ სიკვდილი არ უხილავს. აბრაამის (შესაქ. 25,8), აარონისა და მოსეს (მეორე სჯ. 32,50) სიკვდილზე ბიბლიური გამოთქმა „შეეძინა ერსა თჳსსა“ უაზრობაა გავიგოთ, როგორც მათი დაკრძალვა თავიანთი ხალხის გვერდით ერთ საფლავში ან ერთ მიწაში. ამათგან თითოეული ძველი აღთქმის მართალი აღესრულა არა წინაპართა მიწაზე, არამედ ახალი გადასახლების ადგილას (აბრაამი) და მოგზაურობის დროს (აარონი, მოსე). პატრიარქი იაკობი მას შემდეგ, რაც მხეცთაგან თავისი ძის დაგლეჯის ამბავი შეიტყო, ამბობს: „შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად“ (შესაქ. 37,35) - ცხადია, ჯოჯოხეთში არა საფლავი, არამედ სულის სამყოფელი იგულისხმება. ძველ აღთქმაში სიკვდილის შემდგომ სულის მდგომარეობა გამოისახებოდა, როგორც ჯოჯოხეთშა ჩასვლა - იქ, სადაც უცხოა სიხარული და არ ისმის ღვთისადმი აღვლენილი ქება-დიდება. ყოველივე ამის შესახებ ვიგებთ იობისა და ფსალმუნთა წიგნების გარკვეული ადგილებიდან.

უკვე ძველ აღთქმაში მაცხოვრის მოსვლის დროის მოახლოებასთან ერთად კრთება იმედი, რომ მართალი ადამიანების სულებს ასცდებათ ასეთი პირქუში არსებობა. მაგალითად, წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ ვკითხულობთ: „მართალნი სულნი ხელთა შინა ღმრთასათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა“ (სიბრ. 3,1) და „მართალნი საუკუნოდ ცხონდნენ და უფლის მიერ არს სასყიდელი მათი და ზრუნვა მათთვის მაღლისა მიერ“ (სიბრ. 5,16). ფსალმუნთა ამ სიტყვებში კი ნათლად და გარკევით იგრძნობა ჯოჯოხეთიდან ადამიანთა სულების სამომავლოდ გამოხსნის სასოება „და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით, რამეთუ არა დაუტვო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა“ (ფს. 15,9-10; 48,15).

ძველი აღთქმისეული იმედი ჯოჯოხეთიდან გამოხსნისა ახალ აღთქმაში განხორციელდა: „ძე ღვთისა“ აღხდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა იგი ნიჭად კაცთა“ (ეფ. 4,8-9). გამოსათხოვარ საუბარში უფალმა ბრძანა, რომ მიდის, რათა „განგიმზადოს თქუენ ადგილი“, რათა „სადაცა მე ვიყო, მუნ თქუენ იყვნეთ“ (ინ. 14,2-3); ავაზაკს კი მიუგო „დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 23,43).


ვიცი ამ შემთხვევაშიც იგივეს იტყვი, რომ ვერაფერი გაიგე და რომ არგუმენტები არასწორიაbiggrin.gif
ამიტომ ნურც ერთ მულს ნუ გამიტარებ და ამიხსენი რაზეა საუბარი.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Aug 18 2011, 11:24 AM

GIORGI LELUASHVILI

მაგ აზრით იცხოვრე რომ ძველ აღთქმაში სულის უკvდავება მტკიცდება... biggrin.gif

"მიიქცეოდეს ხორცი მიწად , როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა"(ეკლ. 12,7)

ოდნავ რომ ლოგიკურად იაზროვნო არ გინდა? biggrin.gif

ყველა სული ღმერთთან მიდის? მე მეგონა შენ გჯეროდა რომ ხალხი ჯოჯოხეთში მიდიოდა და ზეცად არავინ ასულა გარდა ელია-ენოქისა... biggrin.gif

აგერ ცოტა რომ გაერკვე საკითხში:


3. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. (დაბადება 6:3)

ანუ აქ საუბარია არა ადამიანის პიროვნულ სულზე, არამედ იმ სულზე რომელიც ღმერთმა ადამს შთაბერა:

7. გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად. (დაბადება 2:7)


და არაერთხელ დაგიწერე ბიბლიიდან ციტატა სადაც ამ საკითხზე ეწერა... მაგალითად: "თუ წაიღო უკან თავისი სუნთქვა და მიიბრუნა თავისი სული, ამოწყდება ყოველი ცოცხალი..."


ხოლო მეორე სიტყვა რაც იხმარება ებრაელებთან სულის აღმნიშვნელად, არის "ნეპეშ", მაგრამ წერია: "თუ ვინმე ცხოველს მოუკლავს სხვას, სიცოცხლე(ნეპეშ) სიცოცხლის(ნეპეშ) წილ უნდა ზღოს..." ანუ მანაც ცხოველი(ანუ ცოცხალი და სულიერი) მოუკლასო...

ეს შენ არ გინდა რაღაც-რაღაცეების გაგება თორემ ყველაფერი ნათელია... smile.gif


პ.ს. მე არ გესაუბრები ახალ აღთქმაზე, მე ვსაუბრობ ებრაელთა წარმოდგენებზე და ძველ აღთქმაზე, ახალი აღთქმა ცოტა სხვა ფენომენია და მეცნიერებს შორის ნამდვილად არის კამათი - არის თუ არა სულის უკვდავება ახალ აღთქმაში... ძველ აღთქმაზე მეცნიერება დარწმუნებულია...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 18 2011, 02:57 PM

Otherguy

ციტატა
ოდნავ რომ ლოგიკურად იაზროვნო არ გინდა? ყველა სული ღმერთთან მიდის?მე მეგონა შენ გჯეროდა რომ ხალხი ჯოჯოხეთში მიდიოდა და ზეცად არავინ ასულა გარდა ელია-ენოქისა...

მილიონჯერ განვმარტე ეს მუხლი და გამგებმა გაიგოს!
ეს იმ გაგებითაა ნათქვამი, რომ ყველა სული მიდის ღმერთთან რომ განიკითხოს და ზუსტად ამის შემდეგ მიდის ან სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში.
მართალია ძველ აღთქმაში ყველა ჯოჯოხეთში მიდიოდა, მაგრამ ეს არ უარყოფს იმას, რომ გარდაცვლილნი არ განიკითხებოდნენ.
თავდაპირველად გარდაცვლილი სული თუ შემოქმედთან არ მივიდა რომელმაც უნდა განიკითხოს, აბა სადღა უნდა წავიდეს?
ციტატა
3. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. (დაბადება 6:3)

ეგრე არ ხდება ძმაო, მხოლოდ მუხლი რომ დამიდე.ჯერ ერთი უნდა დაიდოს სრული კონტექსტი და მეორე- მაგას შესაბამისი განმარტებაც უნდა, რომელსაც ეხლა დავწერ და კარგად წაიკითხე.

განმარტება:

"როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ,დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. "

"არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ"
იმედია იცი, რომ ამ შემთხვევაში "ღვთის ძეებში" სეითის შთამომავლობა იგულისხმება და არა ანგელოზები. (თუ არა, ამასაც საფუძვლიანად განგიმარტავ)

აქ ნაჩვენებია თვით ფაქტი და მოცემულია მისი შეფასება. თუ მოქმედი პირები გარკვეულად იწოდებიან ადამიანებად, იგივენი (და არა ანგელოზები) იყვნენ ნაგულისხმევი წინათაც;კერძოდ, ბიბლიური ტექსტის სიტყვები:"ჩემი სული" შეიცავენ მითითებას ან შინაგან, სულიერ არსზე, ან რაც უფრო აშკარაა-სული წმინდაზე, როგორც ყველანაირი უპირატესად კი, რელიგიურ-ესთეტიკური ცხოვრების მასულდგმულებელ პრინციპზე.

"რადგან ხორცია იგი"
აი ეს მიზეზი, რომლის გამოც ადამიანებმა უარყვეს სულიწმინდა და დაიმსახურეს სასჯელი. ამ ფრაზის პირველი სიტყვა მამა ფილარეტმა შემდეგნაირად თარგმნა:"თვით თავიანთ შეცდომაში ალბათ ბიბლიური ავტორი ამით მიუთითებს სიფიტებისა და კაენიტების აღრევაზე, რადგანაც აღნიშნელი სახის ქორწინებით, ადამიანები ადასტურებდნენ მათში უმაღლესი სულიერი ინტერესების დაცემასა და ხორციელი ინტერესების გაბატონებას ისინი თავადაც თითქოს გარდაიქმნებოდნენ უხეშ სხეულად, რომელიც წმ.წერილის ენაზე წარმოადგენს ყოველგავარი მიწიერის, მატერალურისა და ცოდვილის სინონიმს. მისი უგულვებეყლოფა კი არის სულიწმინდის ძაგება.

ყველაზე ნათლად კი ამ მუხლს თვით პავლე მოციქული სიტყვები განმარტავს: ხორცელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები სიცოცხლე"(რომ.8,6); "ავხორცი ცოცხლივ მკვდარია"(Iტიმ.5,6).
ციტატა
და არაერთხელ დაგიწერე ბიბლიიდან ციტატა სადაც ამ საკითხზე ეწერა... მაგალითად: "თუ წაიღო უკან თავისი სუნთქვა და მიიბრუნა თავისი სული, ამოწყდება ყოველი ცოცხალი..."

"თავისი სული"-შენი სული არაა ღმერთის?განა ღმერთს არ ეკუთვნი? განა ყველაფერი ღმერთის არაა?
რაღა გინდა?
ციტატა
ამოწყდება ყოველი ცოცხალი...

რათქმაუნდა როცა სული ხორცს ეყრება ამას სიკვდილი ქვია.
ციტატა
ეს შენ არ გინდა რაღაც-რაღაცეების გაგება თორემ ყველაფერი ნათელია... პ.ს. მე არ გესაუბრები ახალ აღთქმაზე, მე ვსაუბრობ ებრაელთა წარმოდგენებზე და ძველ აღთქმაზე, ახალი აღთქმა ცოტა სხვა ფენომენია და მეცნიერებს შორის ნამდვილად არის კამათი - არის თუ არა სულის უკვდავება ახალ აღთქმაში... ძველ აღთქმაზე მეცნიერება დარწმუნებულია...

მე ზემოთ რა დაგიწერე თუ გახსოვს? თუ არა შეგახსენებ:ვიცი ამ შემთხვევაშიც იგივეს იტყვი, რომ ვერაფერი გაიგე და რომ არგუმენტები არასწორია,
ამიტომ ნურც ერთ მულს ნუ გამიტარებ და ამიხსენი რაზეა საუბარი.

აბა ეხლა მითხარი გამიტარე თუ არა ის მუხლები, რომლებიც მოგიყვანე იმის დასადასტურებლად, რომ ძველ აღთქმაში იყო სულის უკვდავების ცნება.
კიდევ გადახედე ჩემს 45 პოსტს და რა მუხლებიც მოგიყვანე ამას დასტურად, ან განმიმარტე როგორ გესმის, ან აღიარე, რომ ცდები.
ამაში არაფერი არაა დამამცირებელი.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Aug 18 2011, 05:30 PM

GIORGI LELUASHVILI

ამ ეტაპზე დარწმუნებული ვარ რომ არ ვცდები, ახალი აღთქმა მართლაც შეიცავს სულის უკვდავების არგუმენტებს, მაგრამ ძველში მე ეგ ჯერ არ მინახავს, თანაც ვენდობი მეცნიერთა აბსოლუტურ უმრავლესობას რომელიც ამას(სულის უკვდავებას) უარყოფენ... ებრაელებიც არ აღიარებენ სულის უკვდავებას და შენ გკითხო ძველი აღთქმა რას ასწავლის? smile.gif

"არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ" --- აქ პირდაპირ ჩანს გაგრძელებაში "იქნება მისი ხანი 120 წელი" - რომ საუბარია ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებაზე... თორემ არ გედავები სეთის შთამომავლებზე...

ძველი აღთქმიდან სხვა მუხლი სად მოიყვანე არ ვიცი, ახალ აღთქმაზე კი არც ერთ ნათქვამს არ გამოვეხმაურები ამ ეტაპზე... ახალ აღთქმაზე დაწერილა მეცნიერული ნაშრომებიც და ვერ დაუმტკიცებიათ 100%-ით რომ სული მოკვდავია... აი ძველ აღთქმაზე სხვა საქმეა...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 18 2011, 09:40 PM

Otherguy

ციტატა
ამ ეტაპზე დარწმუნებული ვარ რომ არ ვცდები, ახალი აღთქმა მართლაც შეიცავს სულის უკვდავების არგუმენტებს

ეს მაინც კარგია.
ციტატა
თანაც ვენდობი მეცნიერთა აბსოლუტურ უმრავლესობას რომელიც ამას(სულის უკვდავებას) უარყოფენ... ებრაელებიც არ აღიარებენ სულის უკვდავებას და შენ გკითხო ძველი აღთქმა რას ასწავლის?

მე კი არა ბიბლიას, ეკლეისასა და წმ. მამებს უნდა კითხო, რაგან მეც მათ სწავლებეს ვიმეორებ, ჩემით კი არ ვთხზავ არაფერს.
ციტატა
"არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ" --- აქ პირდაპირ ჩანს გაგრძელებაში "იქნება მისი ხანი 120 წელი" - რომ საუბარია ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებაზე... თორემ არ გედავები სეთის შთამომავლებზე...

ხომ დაგიწერე, რომ "ჩემ სულში" სულიწმინდა იგულისხმება?
ბიბლიური ტექსტის სიტყვები:"ჩემი სული" შეიცავენ მითითებას სული წმინდაზე, როგორც რელიგიურ-ესთეტიკური ცხოვრების მასულდგმულებელ პრინციპზე.
"რადგან ხორცია იგი"
აი ეს მიზეზი, რომლის გამოც ადამიანებმა უარყვეს სულიწმინდა და დაიმსახურეს სასჯელი.
ციტატა
ძველი აღთქმიდან სხვა მუხლი სად მოიყვანე არ ვიცი,

კარგი, კიდევ დავაკოპირებ:
იძულებულნი ვართ, ხაზი გავუსვათ ძველ აღთქმაში არსებულ მაგალითებს უკვდავების ეჭვშეუვალობაზე, რადგან ერთ-ერთი არსებული მოსაზრების თანახმად, ებრაელებს სულის უკუდავება არ სწამდათ. მოსეს ნაამბობი საწინააღმდეგოს ადასტურებს: ენოქის შესახებ იგი შენიშნავს: „არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან“ (შესაქ. 5,24). ესე იგი, ისე გადასახლდა ღმერთთან, რომ სიკვდილი არ უხილავს. აბრაამის (შესაქ. 25,8), აარონისა და მოსეს (მეორე სჯ. 32,50) სიკვდილზე ბიბლიური გამოთქმა „შეეძინა ერსა თჳსსა“ უაზრობაა გავიგოთ, როგორც მათი დაკრძალვა თავიანთი ხალხის გვერდით ერთ საფლავში ან ერთ მიწაში. ამათგან თითოეული ძველი აღთქმის მართალი აღესრულა არა წინაპართა მიწაზე, არამედ ახალი გადასახლების ადგილას (აბრაამი) და მოგზაურობის დროს (აარონი, მოსე). პატრიარქი იაკობი მას შემდეგ, რაც მხეცთაგან თავისი ძის დაგლეჯის ამბავი შეიტყო, ამბობს: „შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად“ (შესაქ. 37,35) - ცხადია, ჯოჯოხეთში არა საფლავი, არამედ სულის სამყოფელი იგულისხმება. ძველ აღთქმაში სიკვდილის შემდგომ სულის მდგომარეობა გამოისახებოდა, როგორც ჯოჯოხეთშა ჩასვლა - იქ, სადაც უცხოა სიხარული და არ ისმის ღვთისადმი აღვლენილი ქება-დიდება. ყოველივე ამის შესახებ ვიგებთ იობისა და ფსალმუნთა წიგნების გარკვეული ადგილებიდან.

უკვე ძველ აღთქმაში მაცხოვრის მოსვლის დროის მოახლოებასთან ერთად კრთება იმედი, რომ მართალი ადამიანების სულებს ასცდებათ ასეთი პირქუში არსებობა. მაგალითად, წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ ვკითხულობთ: „მართალნი სულნი ხელთა შინა ღმრთასათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა“ (სიბრ. 3,1) და „მართალნი საუკუნოდ ცხონდნენ და უფლის მიერ არს სასყიდელი მათი და ზრუნვა მათთვის მაღლისა მიერ“ (სიბრ. 5,16). ფსალმუნთა ამ სიტყვებში კი ნათლად და გარკევით იგრძნობა ჯოჯოხეთიდან ადამიანთა სულების სამომავლოდ გამოხსნის სასოება „და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით, რამეთუ არა დაუტვო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა“ (ფს. 15,9-10; 48,15).

აქ თითოეულ მუხლს დაუკვირდი. არც ერთის უგულვებელყოფა არ შეიძლება.
ციტატა
ახალ აღთქმაზე დაწერილა მეცნიერული ნაშრომებიც და ვერ დაუმტკიცებიათ 100%-ით რომ სული მოკვდავია... აი ძველ აღთქმაზე სხვა საქმეა...

ვერც დაამტკიცებენ, რადგან ახალ აღთქმაში ძალიან ბევრი არგუმენტია სულის უკვდავედასთან დაკავშირებით, ხოლო რას ნიშნავს სულის სიკვდილი, ამას თავად წმ.წერილი განმარტავს და ძალიან საინტერესოცაა ამის განმარტება.

პოსტის ავტორი: archmikael თარიღი: Aug 19 2011, 09:41 PM

უკაცრავად,ვიცით რომ მოსე გარდაიცვალა ჩვეულებრივი,ბიოლოგიური სიკვდილით და ფერისცვალებისას საიდა მოხვდა უფალან ერთად?თქვე ხომ ბრძანდებთ რომ სულე არ არსებობსო მეორედ მოსვლამდეო სასუფეველშI ან ჯოჯოხეთშიო?smile.gif აზერგაის ვეკიტხები

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 19 2011, 10:12 PM

archmikael
ამ კითხავს ვსვამ ყოველთვის, როცა სულის უკვდავებაზე მიდის საუბარი (თუნდაც იეჰოვას მოწმეებთან) მაგრამ არასდოს მახსოვს გასაგები პასუხი მოეცათ.
აი, რასაც ქვია ბოდიალი, ისე მპასუხობდნენ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 27 2011, 05:12 PM

...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 27 2011, 05:22 PM

A.V.M
მძიმე საკითხიაfiqri.gif
სხვადასხვა ვერსიები არსებობს...
ეხლა რომ ვუკვირდები, ამ წმ.მამათა სწავლებებში სხვა აზრი დევს და რომ წაიკითხავ შესაძლოა სხვად მოგეჩვენოს.
მე შემიძლია მოვიყვანო როგორც მაგალითები, ისე სწავლებები, რომლებიც შესაძლოა ამ სწავლებებს "უპირისპირდებოდეს". ეს ჩვენთვის ცოტა გაუგებარია, გაგებას კი ღვთის სული ჭირდება.
მე ეს სწავლებები წაკითხული მქონდა და მათ გამოკვლევასაც შევუდექი. სხვა წმ. მამების გაცნობის შემდეგ კი ასეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ ზემოთ დასახელებული წმ. მამები ამ სწავლებებში ყურადღებას ამახვილებენ მართლმადიდებელი ქრისტიანობის მაცხოვნებლობაზე. იმაზე, თუ ცხონების რაოდენ დიდ შანსს იძლევა მართლმადიდებლობა.

მსჯელობა და ჭეშმარიტების გამოკვლევა არ უნდა მიმდინარეობდეს ერთი და ორი მაგალითით.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 27 2011, 05:38 PM

ციტატა

მსჯელობა და ჭეშმარიტების გამოკვლევა არ უნდა მიმდინარეობდეს ერთი და ორი მაგალითით.

რის შესახებ ვიმსჯელოთ?
შენ ერთი საკითხი აიღე,მე მეორე(ცხონებასთან დაკავშირებით)ს და შევეცადოთ რამის მოძიება.
ასე უფრო შინაარსიანი გამოვა.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 27 2011, 05:40 PM

A.V.M

ციტატა
რის შესახებ ვიმსჯელოთ?შენ ერთი საკითხი აიღე,მე მეორე(ცხონებასთან დაკავშირებით)ს და შევეცადოთ რამის მოძიება.ასე უფრო შინაარსიანი გამოვა.

ანუ მე ვიგულისხმე, რომ მსჯელობა ორი-სამი ციტატით ვერ მოხდება.
ციტატა
1),,შეცდომაა იმაზე ფიქრი,რომ კეთილი მაჰმადიანები და კეთილი წარმართები გადარჩებიან,ცხონდებიან,ე.ი.უფალს მიეახლებიან.ეკლესია მუდამ აღიარებდა,რომ ხსნის გზა,ცხონების ერთადერთი საშუალება გამომხსნელი მაცხოვარია." (წმ.მ.ეგნატე ბრიანჩანინოვი)
2),,მართლმადიდებლური ეკლესიიდან განდგონილებს,თავიც,რომ გაწირონ სასიკვდილოდ ქრისტეს სჯულის აღსარებისთვის,ცოდვა არ ჩამოერეცხებათ სისხლითაც კი.განდგომილების წარუშლელი და მძიმე დანაშაული წამებითაც არ გამოისყიდება." (წმ.ირინეოს ლიონელი)
3),,სხვა რჯულის ადამიანებთან არანაირი დამოკიდებულება რწმენაში,საიდუმლოებებში,ლოცვ
ებში.თუ რაიმეს სათხოვნელად მოგაკითხავთ დაეხმარეთ,მათთან მეგობრობას ნუ ეცდებით,ერთად ყოფნისას კი ნუ შეუბღვერთ." (წმ.თეოფანე დაყუდენული)

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 27 2011, 07:59 PM

ციტატა
არის სამოთხე და რა არის ჯოჯოხეთი?


არის. ki.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 27 2011, 08:21 PM

georgios

ციტატა
არის.

"რა არის სამოთხე და რა არის ჯოჯოხეთი?"
ასო"რ" არ დამიწერა კლავიატურამ და თუ ამას მოდერი წაიკითხავს, ვთხოვ ჩაასწოროს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 27 2011, 09:23 PM

ციტატა

ასო"რ" არ დამიწერა კლავიატურამ და თუ ამას მოდერი წაიკითხავს, ვთხოვ ჩაასწოროს"

შესწორება მიეცი...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 27 2011, 09:24 PM

A.V.M

ციტატა
შესწორება მიეცი...

სათაურს ვერ გაუკეთებsmile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Mar 5 2012, 07:19 PM

.

პოსტის ავტორი: mama archili თარიღი: Mar 5 2012, 07:49 PM

მამა იაკობი სექტოლოგი რომაა იმაზეა საუბარი?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Mar 5 2012, 07:54 PM

.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Mar 5 2012, 08:51 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
ეს ჩემი პირადი აზრია,


ჩემი მამა იაკობთან მეგობრული დამოკიდებულების მიუხედავად რამდენად სწორია კერძო აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვიცი. თუმცა სანამ მასთან არ ვისაუბრებ, გადაჭრით ვერ დავაბრალებ მას ამის თქმას.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Mar 5 2012, 09:07 PM

.

პოსტის ავტორი: lasha_k თარიღი: Mar 6 2012, 07:34 PM

----------------------------------------------

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Mar 6 2012, 07:37 PM

ძალიან გთხოვთ გადაშალოთ ყველა ის პოსტი, რაც ჩემ მიერ ნათქვამს მოჰყვა (#60).
ჩემი დაწერილიც წავშალე გარკვეული მიზეზების გამო.
გთხოვთ შეწყდეს ამაზე საუბარი.


ლაშა, გთხოვ წაშალო ჩემი შენ მიერ მონიშნული პოსტი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 6 2012, 07:44 PM

რა ხდება გიო?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Mar 6 2012, 07:52 PM

ციტატა(A.V.M @ Mar 6 2012, 08:44 PM) *

რა ხდება გიო?

არ უნდა დამწერა ის, რაც დავწერე.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)