თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ რატომ იბადებიან ადამიანები სხვადასხვა სახის დეფექტებით

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Jan 11 2007, 06:52 AM

რას ფიქრობთ რატომ ჩნდებიან ასეთი ადამიანები, მაგ: სიამის ტყუპები, ჰერმაფოდიტები, სხვადასხვა სახის ინვალიდები...რა არის მიზეზი, მშობლების ცოდვა, თუ კიდევ სხვა მიზეზებია?


და იქნებ ვინმემ იცოდეთ, სიამის ტყუპები ერთ სხეულში არიან, და ორი სული აქვთ? http://www.myvideo.ge/?video_id=1121

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 11 2007, 09:04 AM

ციტატა(გუჯა @ Jan 11 2007, 02:52 AM) *

რას ფიქრობთ რატომ ჩნდებიან ასეთი ადამიანები, მაგ: სიამის ტყუპები, ჰერმაფოდიტები, სხვადასხვა სახის ინვალიდები...რა არის მიზეზი, მშობლების ცოდვა, თუ კიდევ სხვა მიზეზებია?
და იქნებ ვინმემ იცოდეთ, სიამის ტყუპები ერთ სხეულში არიან, და ორი სული აქვთ? http://www.myvideo.ge/?video_id=1121

ჩემი აზრით ამის მიზეზი არაა მაინცადამაინც მშობელთა ცოდვის შედეგი, თუმცაღა ესეც დასაშვებია რომ უფალმა ასეთი რაღაც დაუშვას იმის გამო რომ მშობლებში სინანული აღძრას.
მაცხოვარს როდესაც ჰკითხეს დაბადებიდან ბრმადშობილის შესახებ, თუ ვინ შესცოდა მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადაო? ქრისტემ უპასუხა არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასშიო.
ქრისტიანული გაგებით, ღმერთი, განსაცდელებს ჩვენდა სასიკეთოდ უშვებს და არაფერი ხდება ღვთის დაშვების გარეშე, მაშინ გაგვიჩნდება ალბათ კითხვა და მეც ხშირად მიჩნდებოდა ეს კითხვა, რატომ უშვებს უფალი პატარა ბავშვების ავადმყოფებად და დეფექტებით დაბადებას? რა დააშავეს მათ?
მე ვფიქრობ რომ, ესეც უფლის დიდი წყალობაა ადამიანზე დაშვებული, რაცარუნდა უცნაურად ჟღერდეს მე ასე ვფიქრობ. ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება არის დროებითი, ასე ვთქვათ მოსამზადებელი პერიოდი იმქვეყნიური ცხოვრებისათვის, აქ როგორც იღვაწებს ადამიანი თავისი სულისატვის იქაურ ცხოვრებაში ისეთ ჯილდოს მიიღებს.
ამიტომ ეს განსაცდელებიცა და ავადმყოფობებიც დროებითია, მოცემული სულის საცხონებლად.
სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა - ბრძანებს უფალი, ასევე ''მრავლითა ჭირითა ჯერ არს ჩვენდა შესვლაი სასუფეველსა ღმრთისასა''
მე ასეთი ადამიანების დაბადებაშიც ვხედავ უფლის უსაზღვრო სიყვარულსა და კაცთმოყვარებას, მე ვფიქრობ რომ უფალი ამით ცდილობს არა ერთი ადამიანის ცხონებას არამედ ამ ავადმყოფი ბავსვის მეშვეობით მისი მშობლებისა და ყველა კეთილისმოქმედისა, რომლებიც ტვირთულობენ ამ ჯვარს.
უფალი ასეთი ავადმყოფი ბავშვებისატვის რათქმაუნდა სასუფეველს განუმზადებს, რადგან ისინი მოტმინებით იტანენ ამ ავადმყოფობებს და ასევე მათი მეშვეობით უფალი ცდილობს მათი მშობლების ცხონებასაც. ჩვენ რა ვიცით იქნებ ამით უნდა ცხონდნენ ისინი? ამიტომ ჩემი აზრით თუ ამ ყველაფერს სხვანაირი კუთხით შევხედავთ, სახარების თვალით და რწმენით შევხედავთ დავინახავთ უფლის უსაზღვრო წყალობასა და სიყვარულს, რომელსაც სურს ყველა ადამიანი ცხონება და ცხონების სხვადასხვა საშუალებებს აძლევს თითოეულ ჩვენთაგანს. ''რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე'' - ბრძანებს უფალი ჩვენც ღმერთმა მოგვცეს ძალა უდრტვინველად ჩვენი საკუტარი ჯვრის ტვირთვისა.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 11 2007, 11:09 AM

სხვადასხვა შემთხვევაში მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს. ალექსანდრემ კარგად დაწერა. ასეთი საშინელ ტყუპებზე გადაცემა ცოტა ხნის უკან გადიოდა დისქავერიზე. კარგი ამაში ის არის, რომ მშობლებს არ რცხვენიათ ასეთი შვილების ხალხსი გამოყვანა, ბავშვეიც ცვეულებრივად იზრდებიან და ვითარდებიან. საზოგადოება მათ ბუნებრივად იღებს. არადა ერთ-ერთი ტყუპის ცალი განსაკუთრებულად მზიმე მდგომარეობაშია თუ შემაჩნიეტ, თავი გადახრილი აქვს მუდმივად. ერთმა ჩემმა ახლობელმა მომიყვა, რომ მის სოფელსი მეზობლებს ვაჟიშვილი გასჩენიათ, ის ბავშვი დაუნის სინდრომით დაბადებულა. წარმოიდგინე, რომ მშობლებს მისი ისე რცხვენოდათ, რომ ამ ადამიანის არსებობა, მეზობლებმა მხოლო ეხლა გაიგეს, ის კი უკვე კაცია, დიდი ასაკის, სადღაც სარდაფში აცხოვრებენ და გარეთაც არ გამოჰყავთ. საჭმლის დასხმაც კი ეზარებათო.

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jan 11 2007, 12:53 PM


აუ..ამ ვიდეოს ყურებით გული დამეწვა.....

ციტატა
კარგი ამაში ის არის, რომ მშობლებს არ რცხვენიათ ასეთი შვილების ხალხსი გამოყვანა, ბავშვეიც ცვეულებრივად იზრდებიან და ვითარდებიან.


გეთანხმები...

6 წელი ამერიკულ ორგანიზაციაში ვმუსაობდი...ჩემს ხელმძღვანელს სამი შვილი ჰყავს..შუატანა არის დაუნის სინდრომით დაავადებული..
მაგრამ მშობლები ისე ექცევიან როგორც ჩვეულებრივ ადამიანს..
ახლა 24 წლის არის..ისეთი თბილი და მოსიყვარულე გოგოა, რომ ჯანმრთელი ადამიანები არ არიან ეგეთები..
სადმე სტუმრად რომ მივდიოდით ის ყოველთვის ჩვენთან იყო...
სამწუხარო ის არის რომ ქუჩაში როცა დავდიოდით ჩვენი ზოგიერთი თანამემამულე გაცერდებოდა და უყურებდა დორბლმორეული...
უნახავივით...
ჩვენს ქვეყანაშიც არიან ასეთი ადამიანები, მაგრამ ოჯახები მალავენ მათ..(არაჯანსაღი კომპლექსი ხომ ჩვენი ერის მახასიატებელია..) და უფრო ადაუნებენ თავიანთ შვილებს თუ სხვა ოჯახის წევრებს..


პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jan 11 2007, 02:12 PM

მეც გეთანხმებით მაგაში.ალექსანდრემ კარგად ჩამოაყალიბა სათქმელი.ამიტომ,ჩემი აზრით,და როგორც პატრიარქმა ბრძანა,ყველა ჯამრთელი ადამიანი მადლობას უნდა წირავდეს უფალს ყოველდღე.ერთხელ, ქადაგების დროს პატრიარქმა ბრძანა,რომ ადრე ერთ მღვდელს ფსიქიატრიულში ყოფნის დროს ერთმა ავადმყოფმა,რომელიც ხანდახან ჭკუაზე მოვიდოდა,უთხრა:ზოგი ადამიანი რა ბედნიერია,რომ ჯამრთელია და ვერც კი ხვდებაო.(სამწუხაროდ ზუსტად არ მახსოვს სიტყვები,მაგრამ ასეთი შინაარსის იყო).ასეთი ადამიანები დიდ გამოცდას გადიან მთელი თავიანთი ცხოვრების მანძილზე,და ვინ იცის რა სამაგიეროს უზღავს მათ უფალი ბოლოს.

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Jan 11 2007, 11:29 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Jan 11 2007, 05:04 AM) *

ჩემი აზრით ამის მიზეზი არაა მაინცადამაინც მშობელთა ცოდვის შედეგი, თუმცაღა ესეც დასაშვებია რომ უფალმა ასეთი რაღაც დაუშვას იმის გამო რომ მშობლებში სინანული აღძრას.
მაცხოვარს როდესაც ჰკითხეს დაბადებიდან ბრმადშობილის შესახებ, თუ ვინ შესცოდა მან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადაო? ქრისტემ უპასუხა არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასშიო.


ისე საინტერესოა, სიამის ტყუპებს როგორ ნათლავენ? ალბათ განსხვავებული წესით ინათლებიან...

ქუთაისში დაიბადა ჰერმაფროდიტი ბავშვი, და არ იცოდნენ როგორ მოენათლათ როგორც გოგო თუ ბიჭი...მე მგონი ასეთ რთულ საკითხებზე ეკლესიის მამებიც ვერაფერს ამბობენ...თუ ვინმეს გაქვთ მათზე საეკლესიო ქადაგებანი დადეთ...

















პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jan 12 2007, 12:17 AM

საშინელებააsad.gif

30 წელზს გადაცილებულ ქალებში არსებობს დიდი რისკი ასეთი დაავადებების მქონე ბავშვის გაჩენის...და სხვა...

და მაინტერესებს ასეთი ნაყოპის მოცილებას ცოდვაა ხო?



პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 12 2007, 12:18 AM

QUOTE
და მაინტერესებს ასეთი ნაყოპის მოცილებას ცოდვაა ხო?

აბა რა... მასაც ხომ აქვს სული

პოსტის ავტორი: musikosi თარიღი: Jan 12 2007, 12:22 AM

სისხლის არევაააააააააა
აი მაგის ბრალია

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jan 12 2007, 12:29 AM

QUOTE(musikosi @ Jan 11 2007, 09:22 PM) *

სისხლის არევაააააააააა
აი მაგის ბრალია

ეგ რა შუაშიაა??? blink.gif

პოსტის ავტორი: musikosi თარიღი: Jan 12 2007, 12:30 AM

რა შუაშია და იმ შუაშია რომ მონათესავე სისხლი რომ ერევა ანუ DNM-ი მსგავსი რომ აქვთ ეგ იწვევს მერე ასეთ ანომალიებს

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jan 12 2007, 12:32 AM

QUOTE(musikosi @ Jan 11 2007, 09:30 PM) *

რა შუაშია და იმ შუაშია რომ მონათესავე სისხლი რომ ერევა ანუ DNM-ი მსგავსი რომ აქვთ ეგ იწვევს მერე ასეთ ანომალიებს

ეგ შეიძლება იყოს მიზეზი,მაგრამ ყოველთვის არა,თან ეგ ზალიან იშვიათია,საბედნიეროს....
მუტაცია შეიძლება უმიზეზოდაც მოხდეს...

პოსტის ავტორი: musikosi თარიღი: Jan 12 2007, 12:34 AM

კი,მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეგეთი უბედურება ნათესავების ქორწინების ბრალია

პოსტის ავტორი: beruka თარიღი: Jan 12 2007, 12:36 AM

ერთი წუთით წარმოიდგინეთ რომ ადამიანის სულის დანახვა შეიძლებოდეს. აუუუუ რა ტრილერი იქნებოდა ქალაქში.

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jan 12 2007, 12:45 AM

QUOTE(musikosi @ Jan 11 2007, 09:34 PM) *

კი,მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეგეთი უბედურება ნათესავების ქორწინების ბრალია

ინცესტი საშინელებაა...
მაგრამ მაგ შემთხვევაში ანომალიებთან ერთად მოსალოდნელია გენიოსობაც wink.gif mellow.gif


პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Jan 12 2007, 01:02 AM

ციტატა(მაეასი @ Jan 11 2007, 08:45 PM) *

ინცესტი საშინელებაა...
მაგრამ მაგ შემთხვევაში ანომალიებთან ერთად მოსალოდნელია გენიოსობაც wink.gif mellow.gif


სალომე, შეიძლება სულელურ კითხვას ვსვამ, მაგრამ სიამის ტყუპები როგორ კვდებიან? ერთდროულად?

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jan 12 2007, 01:06 AM

QUOTE(გუჯა @ Jan 11 2007, 10:02 PM) *

სალომე, შეიძლება სულელურ კითხვას ვსვამ, მაგრამ სიამის ტყუპები როგორ კვდებიან? ერთდროულად?

არ დავპიქრებულვარ,მაგრამ პრაკტიკულად ერთი სხეულია ამიტომ გარდაცვალების პროცესი,ისევე როგორც ყველა დაავადება ორივეს შეეხება...
ძალიან დავინტერესდი და ვეცდები ბევრი რამე გავიგო...და მოგაწოდოთ

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Jan 12 2007, 01:32 AM

ციტატა(მაეასი @ Jan 11 2007, 09:06 PM) *

არ დავპიქრებულვარ,მაგრამ პრაკტიკულად ერთი სხეულია ამიტომ გარდაცვალების პროცესი,ისევე როგორც ყველა დაავადება ორივეს შეეხება...
ძალიან დავინტერესდი და ვეცდები ბევრი რამე გავიგო...და მოგაწოდოთ


როგორ, ყველა შინაგანი ორგანო ერთი აქვთ სიამის ტყუპებს?

პოსტის ავტორი: tati87 თარიღი: Jan 12 2007, 03:41 AM

ციტატა(გუჯა @ Jan 12 2007, 01:32 AM) *

როგორ, ყველა შინაგანი ორგანო ერთი აქვთ სიამის ტყუპებს?



არამგონია!!! სადღაც წამიკითხავს (ზუსტად აღარ მახსოვს) , რომ სიამის ტყუპებს გაუკეთეს ოპერაცია განცალკევების მიზნით. ჯერ კიდევ ახალშობილები იყვნენ. შეიძლება ერთ-ერთს ხელოვნული გული ჩაუდეს! არ არის გამორიცხული! ეს იყო "ცდა" , როგორ გადაიტანდნენ სიამის ტყუპები განცალკევებას! და ეს "ცდა" კრახით დასრულდა. ერთ-ერთი ოპერაციის გაკეთებიდან ერთი კვირის განმავლობაში გარდაიცვალა და მეორემაც ვეღარ იცოცხლა დიდხანს!


ისე სალო შენ მაინც თუ ნახავ რაიმე ინფორმაციას დადე კაი?! საინტერესო თემაა!!!


გუჯა ლოგიკურია რომ ერთად მოკვდებიან! აბა წარმოიდგინე ერთი სხეულის მქონე ორი ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაცვლილია და მეორე კი ცოცხალი და ის ჩვეულებრივად განაგრძობს ცხოვრებას: დადის ქუჩაში, ძინავს, ჭამს და ა.შ.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 12 2007, 04:21 AM

გუჯა
.

ციტატა
და იქნებ ვინმემ იცოდეთ, სიამის ტყუპები ერთ სხეულში არიან, და ორი სული აქვთ?

ეხლა გადავატრიალე წიგნები, მაგრამ ვეღარ ვიპოვე, სადღაც ამომიკითხავს, რომ ეკლესია სიამის ტყუპებს უყურებს როგორც ორ სხვადასხვა პიროვნებას. ჩემი აზრით კარგი იქნება ამ კითხვით მოძღვარს თუ მივმართავთ

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Jan 12 2007, 05:03 AM

ციტატა(ალექსანდრე @ Jan 12 2007, 12:21 AM) *

გუჯა
.
ეხლა გადავატრიალე წიგნები, მაგრამ ვეღარ ვიპოვე, სადღაც ამომიკითხავს, რომ ეკლესია სიამის ტყუპებს უყურებს როგორც ორ სხვადასხვა პიროვნებას. ჩემი აზრით კარგი იქნება ამ კითხვით მოძღვარს თუ მივმართავთ



ეგ გასაგებია, მაგრამ მათზე როგორ ხდება ზოგიერთი საეკლესიო რიტუალი საინტერესოა, 7 გზის ზეთის ცხება, ნათლობა...

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Jan 12 2007, 05:11 AM

მე მგონია რომ სიამის ტყუპებად ნაყოფის განვითარება შესაძლოა დედის წინა აბორტის შედეგად გამოწვეული დაზიანების შედეგიც იყოს...

სულს რაც შეეხება მგონი ორი სული უნდა Fქონდეთ რადგან ისინიც ხომ სხვადასხვა გვარად აზროვნებენ და სხვადასხვაგვარი სურვილები აქვთ?? მე ადრე ვნახე ვიდეო კადრი სიამის ტყუპებზე რომლებიც სულ ჩხუბობდნენ რადგან სხვადასხვა გოგონები მოსწონდათ... საცოდაობაა გული შემიკუმშა ამ კადრებმა

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 12 2007, 05:59 AM

ციტატა(გუჯა @ Jan 12 2007, 01:03 AM) *

ეგ გასაგებია, მაგრამ მათზე როგორ ხდება ზოგიერთი საეკლესიო რიტუალი საინტერესოა, 7 გზის ზეთის ცხება, ნათლობა...

ალბათ სიამის ტყუპების შემთხვევაში ჩვეულებრივ ჩატარდება, რადგან ორი სხვადასხვა პიროვნებები არიან და თითოეულზე ინდივიდულალურად აღესრულება საეკლესიო საიდუმლოებები

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Jan 12 2007, 06:20 AM

ციტატა(ალექსანდრე @ Jan 12 2007, 01:59 AM) *

ალბათ სიამის ტყუპების შემთხვევაში ჩვეულებრივ ჩატარდება, რადგან ორი სხვადასხვა პიროვნებები არიან და თითოეულზე ინდივიდულალურად აღესრულება საეკლესიო საიდუმლოებები


ნათლისღების დროს მირონს ალბათ ორჯერ ცხებენ ერთი და იგივე ადგილზე? ეს მაინტერესებს, ან 7-გზის ზეთის ცხების დროს ერთ სხეულს ორი ადამიანისთვის რამდენჯერ მოუწევს ზეთის ცხება? მაგრამ ერთი თუ მორწმუნე აღმოჩნდა და მეორე ათეისტი როგორ მოხდება მათზე შთაფლვით ნათლობა, წყალში განბანვა ან 7 ზეთის ცხება? biggrin.gif რა რთული შეკითხვები მაქვს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jan 12 2007, 09:41 PM

რაც შეეხება ჰეტეროსექსუალიზმს,მიზეზი სამედიცინო თვალსაზრისით,საკმაოდ მრავაფეროვანია,ინფექციური დაავადებები,ქიმიური ფაქტორები....ხდება სასქესო ქრომოსომების დელეცია,აბერაცია და ვიტარდება საშინელი ანომალიები....


პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jan 12 2007, 10:10 PM

სიამის ტყუპების თემამ ძალიან დამაინტერესა...
ბევრი რამ გავარკვიე....საბოლოოდ,ვფიქრობ ,რომ საქმე ორ განსხვავებულ ინდივიდთან გვაქვს....

საერთოდ,ნორმალური ტყუპების შემთხვევაში განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ორად იყოფა და მისი მემკვიდრული ინფორმაციაც(დნმ) ორმაგდება და იბადება ორი ძალიან მსგავსი ტყუპი,მაგრამ სიამის ტყუპების შემთხვევაში გაყოფა სრულად არ ხდება და შესაბამისად იბადება ორი ადამიანი,მაგრამ ერთმანეთთან დაკვშIრებული სხეულის რაგაც ნაწილით.

დაკავშირების ფორმები ვარიაბელურია,მაგარლითად გულმკერდით(საერთო გულით)ან საჯდომით,შეიძლება მხოლოდ თავი ჰქონდეთ საერთო,ან ოთხი ფეხი ჰქონდეთ ან მხოლოდ ორიsmile.gif

მაგრამ ყველაზე რთული და იშვიათია თავით დაკავშირებული ტყუპები.არსებობს ისეთი შემთხვევაც ,როდესაც ერთი ვითარდება მეორე არა....

სიკვდილზე ძალიან ბევრი ვიფიქრე,რადგანაც მათ ორგანიზმის რაღაც ნაწილი საერთო აქვთ და ორგანიზმი ალბათ აქაც ერთ მთლიანობად განიხილება,შესაბამისად იმპულსები ან თუნდაც სისხლის მიმოქცევა თუ ერთი აქვთ კვდომის პროცესები მარტო ერთში ვერ განვითარდება...
რამდენად სწორი ვარ არ ვიცი,მაგრამ ლოგიკურად ასეა..

ყოველ 200,000-ში ერთი სიამის ტყუპია,ანუ დღეში დაახლოებით ერთი ან ორი ასეთი ბავშვი ჩნდება(უმრავლესობა მალე იღუპება)...sad.gif

პოსტის ავტორი: keti თარიღი: Jan 12 2007, 11:04 PM

რატომ ჩნდებიან? ალბათ ამ კითხვას ჩვენ ვერ გავცემთ სრულყიფილ პასუხს. ეს ღმერთის ნებაა,
რაც შეეხება სულს, ჩემი აზრით იმ შემთხვევაში აქვთ ორი, თუ ორი თავი აქვთ(როგორც ვიდეოშია)

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jan 13 2007, 02:01 AM

QUOTE(keti @ Jan 12 2007, 08:04 PM) *

რატომ ჩნდებიან? ალბათ ამ კითხვას ჩვენ ვერ გავცემთ სრულყიფილ პასუხს. ეს ღმერთის ნებაა,
რაც შეეხება სულს, ჩემი აზრით იმ შემთხვევაში აქვთ ორი, თუ ორი თავი აქვთ(როგორც ვიდეოშია)

ქეთ,თავი ყველა ვარიანტში ორი აქვთ sad.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jan 13 2007, 01:46 PM

ციტატა(მაეასი @ Jan 13 2007, 02:01 AM) *

ქეთ,თავი ყველა ვარიანტში ორი აქვთ sad.gif



კი მაგრამ სალო შენ ხო თქვი , რომ არსებობს ძალიან იშვიათი შემთხვევებიც, როცა იბადებიან თავით შეერთებული ტყუპები. ასეთ დროს როგორ გადაწყდება სულის საკითხი?

პოსტის ავტორი: tatuli თარიღი: Jan 13 2007, 02:46 PM

ციტატა(თათი87 @ Jan 13 2007, 01:46 PM) *

კი მაგრამ სალო შენ ხო თქვი , რომ არსებობს ძალიან იშვიათი შემთხვევებიც, როცა იბადებიან თავით შეერთებული ტყუპები. ასეთ დროს როგორ გადაწყდება სულის საკითხი?



სადღაც მოვიმინე, რომ თავებით შეერთებულ ბავშვებს ოპერაცია გაუკეთეს და ახლა მშვენივრად გრძნობენ თავს.

ის კი რაც ვიდეოზე ვნახე საშინელება იყო.

თუმცა ასეთი ადამიანები საზოგადოებისგან გარიყულები არ უნდა იყვნენ.

ციტატა(keti @ Jan 12 2007, 11:04 PM) *

რაც შეეხება სულს, ჩემი აზრით იმ შემთხვევაში აქვთ ორი, თუ ორი თავი აქვთ(როგორც ვიდეოშია)



მე მგონია, რომ ყველა სიამის ტყუპს 2 თავი აქვს. მგონი არ არსებობს ისეთი სიამის ტყუპები, რომლებსაც 1 თავი და 2 სხეული აქვს

პოსტის ავტორი: keti თარიღი: Jan 13 2007, 03:06 PM

მაეასი

ციტატა
ქეთ,თავი ყველა ვარიანტში ორი აქვთ



მე მაქვს ნანახი TV-ში, სიამის ტყუპები რომლებსაც თავი გაერთიანებული ქონდათ, მაგრამ მათი განცალკევება შეუძლებელი იყო, რადგან სრულყოფილი არ იყო ეს თავებიsad.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jan 14 2007, 12:24 AM

QUOTE(თათი87 @ Jan 13 2007, 10:46 AM) *

კი მაგრამ სალო შენ ხო თქვი , რომ არსებობს ძალიან იშვიათი შემთხვევებიც, როცა იბადებიან თავით შეერთებული ტყუპები. ასეთ დროს როგორ გადაწყდება სულის საკითხი?

ზუსტად არ ვიცი,მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ( ძალიან ბევრი ბიოლოგიური ასპექტის გათვალისწინებით)ორივე ცალკე ადამიანია და ამაში ეჭვიც არ შემეპარება,მაგრამ ღვთის განგება შეუცნობელია და ნამდვილად არ ვიცი სული ერთი აქვთ თუ ცალცალკე.

თუმცა კიდევ ვამბობ,ჩემი აზრით,ადამიანი ორი სხვადასხვაა და ალბათ შEსაბამისად სულიც smile.gif

პოსტის ავტორი: natuli თარიღი: Jan 14 2007, 01:04 AM

გუჯა
მეე როგორც ვიცი ტყუპებიც არანორმალური მოვლენაა.და ასე თუ ვიმსჯელებ მეც არანორმალური მოვლენა ვარ(ჩვენ 3ნი დავიბადადეთ,მაგრამ 1 გარდაიცვალა)

laugh.gif rolleyes.gif ასე რომ..არადა მაინცნორმალურად მივიჩნებ თავს ნეტა რატომ?)

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jan 14 2007, 01:13 AM

QUOTE(natuli @ Jan 13 2007, 10:04 PM) *

გუჯა
მეე როგორც ვიცი ტყუპებიც არანორმალური მოვლენაა.და ასე თუ ვიმსჯელებ მეც არანორმალური მოვლენა ვარ(ჩვენ 3ნი დავიბადადეთ,მაგრამ 1 გარდაიცვალა)

laugh.gif rolleyes.gif ასე რომ..არადა მაინცნორმალურად მივიჩნებ თავს ნეტა რატომ?)

რა მაგარია...smile.gif

მე მინმდა ტყუპები,თანაც ძალიან მინდააsmile.gif

ერთი კვერცხუჯრედის არ ხართ ალბათ,ხო?

არანორმალური არ არის,პირიქით ძალიიიიან მაგარიააsmile.gifდა მაგარიიი ხაარ!:)


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 14 2007, 08:03 PM

ციტატა
როგორ, ყველა შინაგანი ორგანო ერთი აქვთ სიამის ტყუპებს?



წარმოიდგინეზთ, რომ სიამის ტყუპები ერთად არ კვდებიან, მათ შესახებ რაღაც ინფორმაციები მაქვს წაკითხული. არსებობენ ცნობილი ტყუპები, რომლებიც რამოდენიმე საუკუნის უკან არიან დაბადებული და ძირითადა მეფის კარზე ცხოვრობდნენ. რამოდენიმე ასეთ ტყუპებზე მაქვს წაკიტხული, ძირითადა რამოდენიმე დდღის შემდეგ კვდებიან ერთ-ერთის გარდაცვალების შემდეგ. წარმომიდგენია მათი მძიმე მდგომარეობა, როცა ისინი მეორე მკვდარ ტყუპისცალას ატარებდნენ. ეს რამოდენიმე დღის შემდეგ სიკვდილი ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ მეორეს სხეულს წამლავს, თუმცა ეს ჩემი აზრია და შეიძლება სწორიც არ იყოს.

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jan 14 2007, 08:20 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 14 2007, 08:03 PM) *

წარმოიდგინეზთ, რომ სიამის ტყუპები ერთად არ კვდებიან, მათ შესახებ რაღაც ინფორმაციები მაქვს წაკითხული. არსებობენ ცნობილი ტყუპები, რომლებიც რამოდენიმე საუკუნის უკან არიან დაბადებული და ძირითადა მეფის კარზე ცხოვრობდნენ. რამოდენიმე ასეთ ტყუპებზე მაქვს წაკიტხული, ძირითადა რამოდენიმე დდღის შემდეგ კვდებიან ერთ-ერთის გარდაცვალების შემდეგ. წარმომიდგენია მათი მძიმე მდგომარეობა, როცა ისინი მეორე მკვდარ ტყუპისცალას ატარებდნენ. ეს რამოდენიმე დღის შემდეგ სიკვდილი ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ მეორეს სხეულს წამლავს, თუმცა ეს ჩემი აზრია და შეიძლება სწორიც არ იყოს.



სწორი არ ვიცი მაგრამ ლოგიკურად ეგრე იქნება !!! ხშირია შემთხვევა, როცა ერთ კვერცხუჯრედში განაყოფიერებული ტყუპები იბადებიან და ერთ-ერთი გარდაიცვლება, მეორე ტყუპისცალი ან ძალიან სუსტი ჯანმრთელობის ხდება და ან ისიც იღუპება მალევე!

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jan 14 2007, 08:28 PM

QUOTE(მხევალი ნინო @ Jan 14 2007, 05:03 PM) *

წარმოიდგინეზთ, რომ სიამის ტყუპები ერთად არ კვდებიან, მათ შესახებ რაღაც ინფორმაციები მაქვს წაკითხული. არსებობენ ცნობილი ტყუპები, რომლებიც რამოდენიმე საუკუნის უკან არიან დაბადებული და ძირითადა მეფის კარზე ცხოვრობდნენ. რამოდენიმე ასეთ ტყუპებზე მაქვს წაკიტხული, ძირითადა რამოდენიმე დდღის შემდეგ კვდებიან ერთ-ერთის გარდაცვალების შემდეგ. წარმომიდგენია მათი მძიმე მდგომარეობა, როცა ისინი მეორე მკვდარ ტყუპისცალას ატარებდნენ. ეს რამოდენიმე დღის შემდეგ სიკვდილი ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ მეორეს სხეულს წამლავს, თუმცა ეს ჩემი აზრია და შეიძლება სწორიც არ იყოს.

ძნელი წარმოსადგენია,მაგრამ არსებობს ისეთი ტყუპსბიც,როდესაც ერთი არ ვითარდება და მეორე მას სხეულით ატარებს,პრაქტუკულად მიცვალებულს ატარებს....უბრალოდ არ მინდა სურათები დავდო,ძალიან უსიამოვნო სანახავია,მაგარმ ტუ გაინერესებთ ავტვირთავ.....

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Jan 15 2007, 03:43 AM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 14 2007, 04:03 PM) *

წარმოიდგინეზთ, რომ სიამის ტყუპები ერთად არ კვდებიან, მათ შესახებ რაღაც ინფორმაციები მაქვს წაკითხული. არსებობენ ცნობილი ტყუპები, რომლებიც რამოდენიმე საუკუნის უკან არიან დაბადებული და ძირითადა მეფის კარზე ცხოვრობდნენ. რამოდენიმე ასეთ ტყუპებზე მაქვს წაკიტხული, ძირითადა რამოდენიმე დდღის შემდეგ კვდებიან ერთ-ერთის გარდაცვალების შემდეგ. წარმომიდგენია მათი მძიმე მდგომარეობა, როცა ისინი მეორე მკვდარ ტყუპისცალას ატარებდნენ. ეს რამოდენიმე დღის შემდეგ სიკვდილი ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ მეორეს სხეულს წამლავს, თუმცა ეს ჩემი აზრია და შეიძლება სწორიც არ იყოს.


ჰო, მართალი ხარ, დოკუმენტური ფილმი ვნახე ადრე გადაღებული, ვერ აკეთებდნენ ადრე სიამის ტყუპების დაცილების ოპერაციას, ერთი გარდაიცვალა, და მეორეს სისხლი მოეწამლა მეორემ რომ ლპობა დაიწყო...


ხალხნო, ჩვეულებრივ ტყუპებზე გამიგია რომ ერთს თუ რაღაც უჭირს ან სტკივა რამე მეორეც გრძნობსო, მართალია ეს?

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jan 15 2007, 03:50 AM

QUOTE(გუჯა @ Jan 15 2007, 12:43 AM) *

ჰო, მართალი ხარ, დოკუმენტური ფილმი ვნახე ადრე გადაღებული, ვერ აკეთებდნენ ადრე სიამის ტყუპების დაცილების ოპერაციას, ერთი გარდაიცვალა, და მეორეს სისხლი მოეწამლა მეორემ რომ ლპობა დაიწყო...
ხალხნო, ჩვეულებრივ ტყუპებზე გამიგია რომ ერთს თუ რაღაც უჭირს ან სტკივა რამე მეორეც გრძნობსო, მართალია ეს?

ეგ არა მარტო ტყუპებზე გამიგია,ამბობენ მშობელსა და შვისლს შორისაც არის ასეთი რამო

ასეთი რაგაც ბევრს გამოუცდია,მე ნამდვილად არაsad.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 15 2007, 01:34 PM

მაეასი

ციტატა
ძნელი წარმოსადგენია,მაგრამ არსებობს ისეთი ტყუპსბიც,როდესაც ერთი არ ვითარდება და მეორე მას სხეულით ატარებს,პრაქტუკულად მიცვალებულს ატარებს....უბრალოდ არ მინდა სურათები დავდო,ძალიან უსიამოვნო სანახავია,მაგარმ ტუ გაინერესებთ ავტვირთავ.....




ოღონდ სადიზმში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს სურათები, ეგე დადო.


გუჯა
ციტატა
ხალხნო, ჩვეულებრივ ტყუპებზე გამიგია რომ ერთს თუ რაღაც უჭირს ან სტკივა რამე მეორეც გრძნობსო, მართალია ეს?



ასეთ ისტოირას მოგიყვები. მე მეგობარი მყავს, რომელსაც ტყუპისცალი და ჰყავს. პირველად ჩემი მეგობრის და გათხოვდა. ჩემი მეგობარი მიყვებოდა, რომ ერთ დღეს სასწრაფოდ სოფელში გასამგზავრებელი გახდა, მატარებელში მთელი ღამე საშინელი მუცლის ტკივილები ჰქონდა, თითქოს სეტვითი ხასიათის. მთელი ღამე ფეხზე გაატარა. სოფელში ჩასულს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მისმა ტყუპისცალმა დამ იმშობიანრა და ვაჟიშვილი შეეძინა. ანალოგიური განმეორდა მერე ბავშვის დაბადების დროსაც, ამჯამად უკვე თბილისში იყო მის სახლში, მაგრამ სიძემ არ დაურეკა არ ინერვიულონო, დილას კვლავ დდისშვილის შეძენა მილოცეს. მის ტყუპისცალს ჩემს მეგობარზე თუ ჰქონდა იგივე გრძნობა როცა ეს მშობიარობდა ეგ უკვე აღარ ვიცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 15 2007, 02:36 PM

ჩემი აზრით ეს არის დედის ან რომელიმე წინაპრის ცოდვა.
"პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილებიო" ხომ გაგიგიათ?
ასეა. უფლის ნებაა ყოველივე და ეს არაა ცალკეულად სიამის ტყუპებზე . მაგალითად ცერემბრალური დამბლა რომ აქვთ ბავშვებს. უმეტესობას უძლიერესი ტვინი აქვს და უკეთილესი გული. განა ეს არ არის უფლის მადლი?
მოდით ამ ადამიანებს ნუ შევხედავთ ისე როგორც ჩვენგან რაიმეთი განსხვავებულებს. (ეს ძნელია მაგრამ შევეცადოთ)

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jan 15 2007, 08:43 PM

QUOTE(მხევალი ნინო @ Jan 15 2007, 10:34 AM) *

მაეასი
ოღონდ სადიზმში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს სურათები, ეგე დადო.


ჰა,შენ,ჩემი კარგო wink.gif

IPB Image


IPB Image

IPB Image

კიდევ მაქვს და თუ გაინტერესებთ შემიძლია დავდო....

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Jan 15 2007, 08:48 PM

ვაი შვილო... ამათი ცოდვით დავიწვი
sad.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jan 15 2007, 08:49 PM

QUOTE(გლახა @ Jan 15 2007, 05:48 PM) *

ვაი შვილო... ამათი ცოდვით დავიწვი
sad.gif

ვეცადე მსუბუქი ვარიანტები დამედოsad.gif


პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jan 15 2007, 08:50 PM

ვაიმეეეეეეე ეს რა საცოდაობაააააააა?!

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jan 15 2007, 08:52 PM

ციტატა(თათი87 @ Jan 15 2007, 05:50 PM) *

ვაიმეეეეეეე ეს რა საცოდაობაააააააა?!

მართლა ძალიან ცოდოები არიან....

ერთი წამით რომ წარმოვიდენ საკუთარ თავს ასეთ მდგომარეობაში blink.gif კაშმარ!
არა,მშობელიც რა ცოდოააsad.gif

არადა ტყუპები მინდა...ესეთი რომ გამიჩნდესს blink.gif ქეც გადევირევი biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 15 2007, 08:53 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Jan 15 2007, 03:36 PM) *

ჩემი აზრით ეს არის დედის ან რომელიმე წინაპრის ცოდვა.
"პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილებიო" ხომ გაგიგიათ?
ასეა. უფლის ნებაა ყოველივე და ეს არაა ცალკეულად სიამის ტყუპებზე . მაგალითად ცერემბრალური დამბლა რომ აქვთ ბავშვებს. უმეტესობას უძლიერესი ტვინი აქვს და უკეთილესი გული. განა ეს არ არის უფლის მადლი?
მოდით ამ ადამიანებს ნუ შევხედავთ ისე როგორც ჩვენგან რაიმეთი განსხვავებულებს. (ეს ძნელია მაგრამ შევეცადოთ)



ბიბლიაში ისიც წერია, ამიერიდან შვილებს არ მოვკითხავ მშობლების გამოო

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 16 2007, 10:33 AM

ციტატა
კიდევ მაქვს და თუ გაინტერესებთ შემიძლია დავდო....



ვაიმე რა საშინელებაა. მაინც დადე რა,



პოსტის ავტორი: lelenika თარიღი: Feb 11 2007, 06:33 PM

ციტატა
რა შუაშია და იმ შუაშია რომ მონათესავე სისხლი რომ ერევა ანუ DNM-ი მსგავსი რომ აქვთ ეგ იწვევს მერე ასეთ ანომალიებს

გეთანხმები აბსოლიტურად,80 პროცენტი სწორედ ინცესტის შედეგია..

და რაც შეეხება განცალკევების შედეგს, მასა წინათ განაცალკევეს სიამის ტყუპები და ორივე კარგად გრძნობს თავსოsmile.gifასე რომ ყველა არ იღუპება განცალკევების შემდეგ

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Aug 12 2007, 08:05 PM

ციტატა(მაეასი @ Jan 15 2007, 04:43 PM) *

ჰა,შენ,ჩემი კარგო wink.gif

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

კიდევ მაქვს და თუ გაინტერესებთ შემიძლია დავდო....


დადე რა კიდევ, საინტერესოა...

პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 11 2007, 02:16 PM

როდესაც ქუჩაში წაიბორძიკებ და ფეხს იღძობ ამაში უფლის ხელი ურევია?
არ მგონია.

არ შეიძლება ყველაფერი ღმერთს ან სატანას მივაწეროთ. ასე შეიძლება ფატალიზმში გადავვარდეთ. ჩემი აზრით ბევრი რამ ხდება ისეთი, რასაც საკმაოდ მარტივი მიწიერი ახსნა აქვს და ყველაფერში ზებუნებრივის ძიება არასწორია.

მეორეც რატომ გგონიათ, რომ ერთი შეხედვით არასრულფასოვანი ადამიანები რაიმეთი განსხვავდებიან უფლისთვის. ეგ მოკვდავის სინანულია, როდესაც მისი აზრით "ხეიბარს" ხედავს. ისინი უბრალოდ საშუალო სტატისტიკური უმრავლესობისგან მკვეთრად განსხვავებული ადამიანები, მაგრამ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან და ზედმეტად მტკივნეული რეაქცია ზედმეტია.

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Jan 29 2008, 08:30 PM

ეს მარტო მშობლების ბრალი არ არის,ეს გამოიწვია წინაპრების, ჩევენი და საერთოდ კაცობრიობის ცოდვაში კოფნამ

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 29 2008, 10:26 PM

დავიწვი sad.gif

პოსტის ავტორი: sarah თარიღი: Jan 29 2008, 11:09 PM

იაკობ





იაკობ მოციქული ამბობს რომ ყველა კეთილი საბოძვარი შუქთა მამიდან მოდის[იაკობ1.17] ხოლო უფალი ამბობს,რომ თუ არ შეისმენ ჩემს სიტყვას და არ შეასრულებ, მოგივლენ ავადმყოფობას[ჩამოთვლილია უამრავი დაავადება]ჩემი აზრით,თუ რამე ხდება ჩვენს ცხოვრებაში ცუდი, მიზეზი უ.ყ. ჩვენში უნდა ვეძებოთ.დაწერილია; რასაც დასთესავ , იმას მოიმკი. იაკობ მოციქული ამბობს:ღმერთი ბოროტით არავის არ სცდის. უფალს შეუძლია განსაცდელის ჩვენდა სასიკეთოდ შემობრუნება. მე პირადად უფალმა ბევრჯერ მიხსნა და შემიწყალა:დიდება მამას ძეს და სულიწმინდას ამინ






პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 30 2008, 10:14 PM

ალექსანდრე

ციტატა
ეხლა გადავატრიალე წიგნები, მაგრამ ვეღარ ვიპოვე, სადღაც ამომიკითხავს, რომ ეკლესია სიამის ტყუპებს უყურებს როგორც ორ სხვადასხვა პიროვნებას. ჩემი აზრით კარგი იქნება ამ კითხვით მოძღვარს თუ მივმართავთ

კი სანდრო,ზუსტად ვიცი ერთ-ერთი მოძღვრისგან,რომ მართლმადიდებლობა სიამის ტყუპებს უცქერს როგორც ცალკეულ პიროვნებებს.

პოსტის ავტორი: sisunia თარიღი: Feb 4 2008, 04:47 PM

ვიცნობ ადამიანებს რომელთაც უჭირთ მეტყველება და სმენაც საგრძნობლად აქვთ დაქვეითებული, სამაგიეროდ ისეთი ალალი, კეთილი, მოსიყვარულე ერთგული ხალხია,სანაცვლოდ მათ აქვთ ბევრი რამ პიროვნული თვისებები თითქმის უნაკლო და უზადო.. ისეთი დადებითი ენერგია მოდის მათგან,ისეთი სითბოთი სავსე თვალებით გიცქერენ...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 27 2008, 03:33 AM

ციტატა(sisunia @ Feb 4 2008, 01:47 PM) *

ვიცნობ ადამიანებს რომელთაც უჭირთ მეტყველება და სმენაც საგრძნობლად აქვთ დაქვეითებული, სამაგიეროდ ისეთი ალალი, კეთილი, მოსიყვარულე ერთგული ხალხია,სანაცვლოდ მათ აქვთ ბევრი რამ პიროვნული თვისებები თითქმის უნაკლო და უზადო.. ისეთი დადებითი ენერგია მოდის მათგან,ისეთი სითბოთი სავსე თვალებით გიცქერენ...



სმენადაქვეითება და ნაკლებმეტყველება სიმახინჯეა? blink.gif ან რაიმე ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანი თუ სათნოა, უნდა გაგვიკვირდეს? რა შუაშია სხეული სულთან? ასე მთლადაც ნუ გაასაწყლებთ სმენადაქვეითებულებს, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ,და ბევრ ენაგატლეკილს ათასჯერ სჯობიან. ვერ გამიგია, რატომ უნდა იყოს ბოროტი, თუ ცუდად ესმის ან გასაკვირი, რომ კეთილშობილია. სმენის ნაკლებობა არ ნიშნავს გონებაჩლუნგობას და ნუ აყენებთ ამ ხალხს შეურაცხყოფას.

პოსტის ავტორი: დეპრესანტი თარიღი: Mar 20 2008, 07:45 PM

ალექსანდრე

ციტატა
ემი აზრით ამის მიზეზი არაა მაინცადამაინც მშობელთა ცოდვის შედეგი, თუმცაღა ესეც დასაშვებია რომ უფალმა ასეთი რაღაც დაუშვას იმის გამო რომ მშობლებში სინანული აღძრას.


ანუ უფალი ტანჯავს ერთ ადამიანს იმისათვის რომ ამ ტანჯვის შემყურე მეორე ადამიანში სინანული აღძრას?

ძირითადად რაც აქ ამოვიკითხე აზრი ერთია
უფალი ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ აკეთებს და რომ ავადმყოფობას უფალი განსაცდელის სახით უვლენს ადამიანს
ერთი ეს მაინტერესებს, გონებაშეზღუდული ადამიანი რომელიც ვერ აცნობიერებს რას სჩადის, ვერ აზროვნებს ნორმალურად მას ხომ არანაირი შანსი არააქვს მივიდეს "ჭეშმარიტებამდე" ის ხომ ვერ გახდება მორწმუნე გააზრებულად, არის გონებრივი ჩამორჩენის ისეთი ფორმები როცა ავადმყოფი ფაქტიურად ვერ აცნობიერებს რა არის ცუდი და კარგი, რა შანსს უტოვებთ მას?
არც ერთ ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ
ან ნუ ერთი პასუხია, უფალმა უკეთ იცის

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Mar 20 2008, 08:00 PM

ციტატა(დეპრესანტი @ Mar 20 2008, 04:45 PM) *

ალექსანდრე
ანუ უფალი ტანჯავს ერთ ადამიანს იმისათვის რომ ამ ტანჯვის შემყურე მეორე ადამიანში სინანული აღძრას?

ძირითადად რაც აქ ამოვიკითხე აზრი ერთია
უფალი ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ აკეთებს და რომ ავადმყოფობას უფალი განსაცდელის სახით უვლენს ადამიანს
ერთი ეს მაინტერესებს, გონებაშეზღუდული ადამიანი რომელიც ვერ აცნობიერებს რას სჩადის, ვერ აზროვნებს ნორმალურად მას ხომ არანაირი შანსი არააქვს მივიდეს "ჭეშმარიტებამდე" ის ხომ ვერ გახდება მორწმუნე გააზრებულად, არის გონებრივი ჩამორჩენის ისეთი ფორმები როცა ავადმყოფი ფაქტიურად ვერ აცნობიერებს რა არის ცუდი და კარგი, რა შანსს უტოვებთ მას?
არც ერთ ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ
ან ნუ ერთი პასუხია, უფალმა უკეთ იცის


საინტერესოა,შენ რა მოსაზრება გაქვს მაგ საკითხზე fiqri.gif

პოსტის ავტორი: დეპრესანტი თარიღი: Mar 20 2008, 08:07 PM

მაეასი
მოდი ასე ვიტყვი ის აზრი რაც აქ მოვისმინე აზრი არაა
უბრალოდ არავინ არ ცდილობთ ჩაუღრმავდეთ და ზედაპირულად მსჯელობთ, ამბობთ იმას რაც გითხრეს ან რაც წაიკითხეთ, ჩემთვის გაუგებარია როგორ უნდა თქვა ეს სიტყვები "თუმცაღა ესეც დასაშვებია რომ უფალმა ასეთი რაღაც დაუშვას იმის გამო რომ მშობლებში სინანული აღძრას." უბრალოდ თმები ყალყზე დამიდგა ეს რომ წავიკითხე, ანუ მე დავტანჯავ შენს შვილს და მერე მოინანიებ შენს ცოდვებს აბა რას იზავ, ესაა თქვენი პოზიცია????????

ნებისმიერ ეპოქაში ჩნდებოდნენ ასეთი ბავშვები, ამისი ახსნა მეცნიერულად შეიძლება
როცა ასეთ თემას ხსნით ან ნორმალურად გაეცით პასუხები ისე რომ ცოტა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანმაც წაიკითხსოს და გაიაზროს ან საერთოდ ნუ გახსნით ასეთ თემებს.

პოსტის ავტორი: TikoE თარიღი: Mar 20 2008, 09:53 PM

გამარჯობათ

ძალიან გულდასმით გადავიკითხე ეს თემა და მინდა ჩემი აზრი და ასევე ნამდვილი ფაქტები მოვიყვანო

დაახლოებით 2 წლის წინ Discovery -ზე ვუყურე საკმაოდ ვრცელ და ბევრის მომცველ გადაცემას- ძალიან დამაინტერესა და შეძლებისდაგვარად მოვიძიე ინფორმაცია სიამის ტყუპების თაობაზე (წიგნები, ინტერნეტი ...)

დავწერ იმას, რაც წავიკითხე და გავარკვიე:

70/75% სიამის ტყუპებისა მდედრობით სქესს მიეკუთვნებიან
40.000 ბავშვის დაბადებიდან ერთ-ერთი მსგავსი ანომალიაა
ჯერ-ჯერობით ვერ მოხდა იმ ფაქტის დადგენა, თუ რა იწვევს მსგავსი ტყუპების ჩასახვას, ცნობილია მხოლოდ ის, თუ რა პროცესი მიმდინარეობს, როცა მსგავსი ტყუპები ისახებიან (კვერცხუჯრედის გაყოფა ემბრიონებად ხდება ჩასახვიდან ორი კვირის შემდგომ, რაც უკვე ძალიან დაგვიანებულია) მაგრამ გამომწვევი მიზეზის დადგენაზე კვლავ მიმდინარეობს მუშაობა - ერთ-ერთი გაჩენილი აზრი, მაგრამ ჯერ არაოფიციალური გახლავთ ის გარემოება, რომ მსგავსი ტყუპების ჩასახვა ხდება ისეთ ქალბატონებში, რომლებიც ასაკით გადაცილებულნი არიან 40 წელს

ძირითადად ერთ-ერთი ტყუპისცალი გახლავთ უფრო ძლიერი. როცა ხდება მათი განცალკევება სუსტი ყოველთვის იღუპება (თუმცა, არის შემთხვევები ორივე მათგანის გადარჩენის შესახებაც) განცალკევების ოპერაციის სირთულე გამომდინარეობს იქედან, თუ რაგვარად არიან ისინი დაკავშირებულნი ერთმანეთთან - ყველაზე რთული გახლავთ თავებით დაკავშირებული ტყუპების გაყოფა, სადაც ერთ-ერთი ყოველთვის იღუპება

ყველაზე ადრეული ფაქტი სიმაის ტყუპების გაჩენასთან დაკავშირებით ფიქსირდება სომხეთში 945 წელს, როცა ტყუპი ძმები დაიბადნენ

საკმაოდ ცნობი ფაქტი, რომელიც უახლოესი ისტორიიდან შეგვიძლია მოვიყვანოთ თარიღდება 2000 წლით

ბავშვების პირობით სახელებად ფიქსირდებოდა ჯუდი და მერი - მათი მშობლები სასტიკად წინააღმდეგნი იყვნენ განცალკევების ოპერაციისა და აცხადებდნენ შემდეს: ვერ დავუშვებთ, რომ ერთ-ერთი ჩვენი შვილი დაიღუპოს იმის გამო, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნოს მეორეს- მათი გაჩენა ხომ ღვთის ნება იყო - განა ჩვენ გვაქვს უფლება მათ ეს წავართვათ?

სასამართლოს გადაწყვეტილებით 2001 წლის 17 ივნისს მოხდა მათი განცალკევება და ჯუდი გადარჩა, ხოლო მერი (სუსტი) დაიღუპა

მათი მშობლების ადგილას, რათმქუნდა, მე მივიღებდი გადაწყვეტილებას ერთ-ერთის გადარჩენასთან დაკავშირებით (ძალიან რთულია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჯობია ერთ-ერთმა მაინც იცოცხლოს ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ)

თემაში ერთი პასუხი შეეხებოდა მათ გარდაცვალებას - როგორც მე მოვიძიე, თუ ერთ-ერთი იღუპება მეორე მხოლოდ რამოდენიმე საათი ძლებს (მაგრამ არა 2 ან 3 დღე)

ასევე თემაში იყო პასუხი ნათესავების ქორწინების შემთხვევაში ხდება სიამის ტყუპების დაბადება - იცით, რაც კი მოვიძიე, არცერთი შემთხვევა არ აფიქსირებს მათ სისხლით ნათესაობას (ფაქტები ნამდვილად ბევრია, მერწმუნეთ)

ყველაფერი უფლის ნებაა და ყველა ჩვენთაგანი ცდილობს მისი ჭეშმარიტი გზით იაროს, უმჯობესია მივიღოთ ყველა ადამიანი ისე, როგორებიც ჩვენს წინაშე არიან - ნუ გავრიყავთ მათ საზოგადოებისგან - ნუ შევხედავთ ისე, რომ ის არაამქვეყნიურია - ისიც ხომ ჩვენნაირი ადამიანია, უბრალოდ სხეული "შეხვდა" მას სხვაგვარი


რაც შეეხება სურათებს ძალიან ცოდოები არიან, ძალიან უმწეონი, მაგრამ უნდა ვილოცოთ მათთვის

იცით ბევრი ადამიანი ვიცი, რომელთაც გარკვეული დეფექტი გააჩნიათ, მაგრამ მათი სული იმდენაც ამაღლებული, სუფთა და კეთილია მისი დეფექტი აგარ ჩანს, მთავარი ეს არის - უბრალოდ უნდა ვისწავლოთ მათი მიღება ისევე, როგორც "ფიუზიკურად უნაკლო" ადამიანისა და აგარ დაგვჩირდება მათი სარდაფში "დამალვა"

გვიყვარდეს ერთმანეთი

თიკო



პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 21 2008, 02:31 AM

ციტატა(დეპრესანტი @ Mar 20 2008, 06:45 PM) *

ალექსანდრე
ანუ უფალი ტანჯავს ერთ ადამიანს იმისათვის რომ ამ ტანჯვის შემყურე მეორე ადამიანში სინანული აღძრას?

ძირითადად რაც აქ ამოვიკითხე აზრი ერთია
უფალი ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ აკეთებს და რომ ავადმყოფობას უფალი განსაცდელის სახით უვლენს ადამიანს
ერთი ეს მაინტერესებს, გონებაშეზღუდული ადამიანი რომელიც ვერ აცნობიერებს რას სჩადის, ვერ აზროვნებს ნორმალურად მას ხომ არანაირი შანსი არააქვს მივიდეს "ჭეშმარიტებამდე" ის ხომ ვერ გახდება მორწმუნე გააზრებულად, არის გონებრივი ჩამორჩენის ისეთი ფორმები როცა ავადმყოფი ფაქტიურად ვერ აცნობიერებს რა არის ცუდი და კარგი, რა შანსს უტოვებთ მას?
არც ერთ ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ
ან ნუ ერთი პასუხია, უფალმა უკეთ იცის

კარგად რომ წაგეკითხა ჩემი პოსტი ასეთი აზრი არ უნდა გამოგეტანა. რაც დავწერე ეგ მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და მეტი არაფერი. მე დავწერე ის, რომ შესაძლოა უფალმა განსაცდელი დაუშვას იმისათვის რომ მაგალიტად მშობლებში სინანული აღძრას და ღვთის გზაზე დააყენოს, ეკლსიურად ცხოვრებისაკენ უბიძგოს, მაგრამ მე ასევე ვთქვი ის, რომ ის შვილი რომელიც ასეთი გაუჩნდათ მშობლებს, როცა ეს ბავშვი არაფერში არაა დამნაშავე და მხოლოდ თავისი დეფექტის გამო არ შეუძლია მივიდეს ჭეშმარიტების შემეცნებამდე უფალი ამის გამო ცხონებას და სასუფევლის ნეტარებას არ მოაკლებს, პირიქით უფალს ასეთი ბავშვის მიერ კიდევ მრავალის ცხონება სურს და ამით აძლევს ცხოვნების საშუალებას სხვებსაც თუ რაღათქმაუნდა ეს უკანასკნელნი რწმენით მიიღებენ ყოველივეს. აი მე რაც ვთქვი ეს იყო და კარგად რომ წაგეკიტხა მიმიხვდებოდი რისი თქმაც მსურდა, შენ კიდე მიწერ გონებაშეზღუდულებმა რა ქნანო.

დეპრესანტი
ციტატა
მოდი ასე ვიტყვი ის აზრი რაც აქ მოვისმინე აზრი არააუბრალოდ არავინ არ ცდილობთ ჩაუღრმავდეთ და ზედაპირულად მსჯელობთ, ამბობთ იმას რაც გითხრეს ან რაც წაიკითხეთ, ჩემთვის გაუგებარია როგორ უნდა თქვა ეს სიტყვები "თუმცაღა ესეც დასაშვებია რომ უფალმა ასეთი რაღაც დაუშვას იმის გამო რომ მშობლებში სინანული აღძრას." უბრალოდ თმები ყალყზე დამიდგა ეს რომ წავიკითხე, ანუ მე დავტანჯავ შენს შვილს და მერე მოინანიებ შენს ცოდვებს აბა რას იზავ, ესაა თქვენი პოზიცია????????

კარგ მთქმელსო კარგი გამგონე უნდაო უთქვამთ ბრძენ წინაპრებს, ეხლა შენ თუ თავიდანვე უარყოფითი განწყობით ხარ შემოსული და მხოლოდ ზერელედ გადაავლე თვალი ჩემს ნაწერს, ისე რომ არც დაკვირვებიხარ ეს შენი პრობლემაა და აბა მე რა გიყო.
ციტატა
როცა ასეთ თემას ხსნით ან ნორმალურად გაეცით პასუხები ისე რომ ცოტა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანმაც წაიკითხსოს და გაიაზროს ან საერთოდ ნუ გახსნით ასეთ თემებს.

და კიდევ ჩემს პირად მოსაზრებას როცა მინდა, როგორც მინდა და სადაც მინდა იქ გამოვხატავ და დავაფიქსირებ ისე რომ ვერავინ დამიშლის, მემგონი ჯერჯერობით ამის უფლება მაქვს ხომ

პოსტის ავტორი: დეპრესანტი თარიღი: Mar 22 2008, 06:10 PM

ალექსანდრე

ციტატა
კარგად რომ წაგეკითხა ჩემი პოსტი ასეთი აზრი არ უნდა გამოგეტანა. რაც დავწერე ეგ მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და მეტი არაფერი. მე დავწერე ის, რომ შესაძლოა უფალმა განსაცდელი დაუშვას იმისათვის რომ მაგალიტად მშობლებში სინანული აღძრას და ღვთის გზაზე დააყენოს, ეკლსიურად ცხოვრებისაკენ უბიძგოს, მაგრამ მე ასევე ვთქვი ის, რომ ის შვილი რომელიც ასეთი გაუჩნდათ მშობლებს, როცა ეს ბავშვი არაფერში არაა დამნაშავე და მხოლოდ თავისი დეფექტის გამო არ შეუძლია მივიდეს ჭეშმარიტების შემეცნებამდე უფალი ამის გამო ცხონებას და სასუფევლის ნეტარებას არ მოაკლებს, პირიქით უფალს ასეთი ბავშვის მიერ კიდევ მრავალის ცხონება სურს და ამით აძლევს ცხოვნების საშუალებას სხვებსაც თუ რაღათქმაუნდა ეს უკანასკნელნი რწმენით მიიღებენ ყოველივეს. აი მე რაც ვთქვი ეს იყო და კარგად რომ წაგეკიტხა მიმიხვდებოდი რისი თქმაც მსურდა, შენ კიდე მიწერ გონებაშეზღუდულებმა რა ქნანო.


ფაქტიურად ახალი არაფერი გითქვია ისევ იგივე გაიმეორე, ორი მოსაზრება გაქვს პირველი ის რომ უფალი ადამიანს ტანჯვას აყენებს იმისთვის რომ მეორე ადამიანში სინანული გამოიწვიოს, მეორე კი ის რომ ასეთ ბავშვს უფალი ცხონებას და სასუფეველს არ მოაკლებს
პირველთან დაკავშირებით გამოვხატე ჩემი აზრი და ვფიქრობ არაა საჭირო ჰუმანისტი იყო რომ მიხვდე თუ რა სისასტილეა დატანჯო ბავშვი იმისთVის რომ მშობელში სინანულის გრძნობა აღძრა.
რაც შეეხება მეორეს აი აქ კი სულ დამაბნიე, დარწმუნებული ვარ რომ დაფიქრდე შენც მიხვდები, რატომ მტანჯავ თუ ისედაც უნდა მაცხონო, ასეთ ბავშვებს ხომ არააქვთ თავისუფალი ნება, რომელიც ქრისტიანობაში ასე დაფასებულია.

ციტატა
და კიდევ ჩემს პირად მოსაზრებას როცა მინდა, როგორც მინდა და სადაც მინდა იქ გამოვხატავ და დავაფიქსირებ ისე რომ ვერავინ დამიშლის, მემგონი ჯერჯერობით ამის უფლება მაქვს ხომ

რა თქმა უნდა, მეც მაქვს უფლება დავსვა კითხვები, მიუხედავად იმისა რომ ხშირად ამ კითხვებზე პასუხს ვერ ვიღებ, პასუხი "ეს ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია" კი ჩემთვის შეურაცმყოფელია, მაშინ როცა კითხვა აბსოლუტურად ლოგიკურია.

პოსტის ავტორი: alter ego თარიღი: Mar 22 2008, 06:40 PM

სიამის ტყუპები მართლაც დიდი იშვიათობაა და უფრო დიდი იშვიათობა მათი ამდენი ხნის სიცოცხლე.

ვიდეომ მართლა შემძრა.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 26 2008, 06:40 PM

დეპრესანტო, შენი ათეისტობის საკითხი ამ თემაში განსახილველი არ არის, ჩემი თხოვნაა, ნუ გავაოფებთ!

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Mar 26 2008, 08:50 PM

ხოოოოო unsure.gif მართლა ძალიან რთული თემაა......ვერაფერს დაავამატებ უბრალოდ ვიტყვი რომ არაფერი ჩემზე ის ცუდად არ მოქმედებს როგორც დეფექტიანი ადამიანი.საშინლად მეცოდებიანდა ვფიქრობ ეს ყველაფერი უფლის ნების შედეგი კი არ არის,არამედ ჩვენი ცოდვების შედეგია.(ეს ჩემი აზრია)

პოსტის ავტორი: soso5 თარიღი: May 15 2008, 05:41 AM

ციტატა(TikoE @ Mar 20 2008, 10:53 PM) *

გამარჯობათ

ძალიან გულდასმით გადავიკითხე ეს თემა და მინდა ჩემი აზრი და ასევე ნამდვილი ფაქტები მოვიყვანო

დაახლოებით 2 წლის წინ Discovery -ზე ვუყურე საკმაოდ ვრცელ და ბევრის მომცველ გადაცემას- ძალიან დამაინტერესა და შეძლებისდაგვარად მოვიძიე ინფორმაცია სიამის ტყუპების თაობაზე (წიგნები, ინტერნეტი ...)

დავწერ იმას, რაც წავიკითხე და გავარკვიე:

70/75% სიამის ტყუპებისა მდედრობით სქესს მიეკუთვნებიან
40.000 ბავშვის დაბადებიდან ერთ-ერთი მსგავსი ანომალიაა
ჯერ-ჯერობით ვერ მოხდა იმ ფაქტის დადგენა, თუ რა იწვევს მსგავსი ტყუპების ჩასახვას, ცნობილია მხოლოდ ის, თუ რა პროცესი მიმდინარეობს, როცა მსგავსი ტყუპები ისახებიან (კვერცხუჯრედის გაყოფა ემბრიონებად ხდება ჩასახვიდან ორი კვირის შემდგომ, რაც უკვე ძალიან დაგვიანებულია) მაგრამ გამომწვევი მიზეზის დადგენაზე კვლავ მიმდინარეობს მუშაობა - ერთ-ერთი გაჩენილი აზრი, მაგრამ ჯერ არაოფიციალური გახლავთ ის გარემოება, რომ მსგავსი ტყუპების ჩასახვა ხდება ისეთ ქალბატონებში, რომლებიც ასაკით გადაცილებულნი არიან 40 წელს

ძირითადად ერთ-ერთი ტყუპისცალი გახლავთ უფრო ძლიერი. როცა ხდება მათი განცალკევება სუსტი ყოველთვის იღუპება (თუმცა, არის შემთხვევები ორივე მათგანის გადარჩენის შესახებაც) განცალკევების ოპერაციის სირთულე გამომდინარეობს იქედან, თუ რაგვარად არიან ისინი დაკავშირებულნი ერთმანეთთან - ყველაზე რთული გახლავთ თავებით დაკავშირებული ტყუპების გაყოფა, სადაც ერთ-ერთი ყოველთვის იღუპება

ყველაზე ადრეული ფაქტი სიმაის ტყუპების გაჩენასთან დაკავშირებით ფიქსირდება სომხეთში 945 წელს, როცა ტყუპი ძმები დაიბადნენ

საკმაოდ ცნობი ფაქტი, რომელიც უახლოესი ისტორიიდან შეგვიძლია მოვიყვანოთ თარიღდება 2000 წლით

ბავშვების პირობით სახელებად ფიქსირდებოდა ჯუდი და მერი - მათი მშობლები სასტიკად წინააღმდეგნი იყვნენ განცალკევების ოპერაციისა და აცხადებდნენ შემდეს: ვერ დავუშვებთ, რომ ერთ-ერთი ჩვენი შვილი დაიღუპოს იმის გამო, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნოს მეორეს- მათი გაჩენა ხომ ღვთის ნება იყო - განა ჩვენ გვაქვს უფლება მათ ეს წავართვათ?

სასამართლოს გადაწყვეტილებით 2001 წლის 17 ივნისს მოხდა მათი განცალკევება და ჯუდი გადარჩა, ხოლო მერი (სუსტი) დაიღუპა

მათი მშობლების ადგილას, რათმქუნდა, მე მივიღებდი გადაწყვეტილებას ერთ-ერთის გადარჩენასთან დაკავშირებით (ძალიან რთულია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჯობია ერთ-ერთმა მაინც იცოცხლოს ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ)

თემაში ერთი პასუხი შეეხებოდა მათ გარდაცვალებას - როგორც მე მოვიძიე, თუ ერთ-ერთი იღუპება მეორე მხოლოდ რამოდენიმე საათი ძლებს (მაგრამ არა 2 ან 3 დღე)

ასევე თემაში იყო პასუხი ნათესავების ქორწინების შემთხვევაში ხდება სიამის ტყუპების დაბადება - იცით, რაც კი მოვიძიე, არცერთი შემთხვევა არ აფიქსირებს მათ სისხლით ნათესაობას (ფაქტები ნამდვილად ბევრია, მერწმუნეთ)

ყველაფერი უფლის ნებაა და ყველა ჩვენთაგანი ცდილობს მისი ჭეშმარიტი გზით იაროს, უმჯობესია მივიღოთ ყველა ადამიანი ისე, როგორებიც ჩვენს წინაშე არიან - ნუ გავრიყავთ მათ საზოგადოებისგან - ნუ შევხედავთ ისე, რომ ის არაამქვეყნიურია - ისიც ხომ ჩვენნაირი ადამიანია, უბრალოდ სხეული "შეხვდა" მას სხვაგვარი
რაც შეეხება სურათებს ძალიან ცოდოები არიან, ძალიან უმწეონი, მაგრამ უნდა ვილოცოთ მათთვის

იცით ბევრი ადამიანი ვიცი, რომელთაც გარკვეული დეფექტი გააჩნიათ, მაგრამ მათი სული იმდენაც ამაღლებული, სუფთა და კეთილია მისი დეფექტი აგარ ჩანს, მთავარი ეს არის - უბრალოდ უნდა ვისწავლოთ მათი მიღება ისევე, როგორც "ფიუზიკურად უნაკლო" ადამიანისა და აგარ დაგვჩირდება მათი სარდაფში "დამალვა"

გვიყვარდეს ერთმანეთი

თიკო


ძალიან მტკივნეულია როდესაც იგებ ადამიანი რომ დაიბადა დეფექტიანი ბავშვი,ღმერთმა ყველას აშოროს ეს ამბავი.ასეთ ბავშვებზე უნდა ვლოცულობდეთ და ასევე ჩვენ შვილებსაც არ უნდა უშლიდეთ მათთან მეგობრობას,პირიქით მეგობრობოსკენ უნდა მიუთითებდეთ.
და რაც ყველაზე მთავარია უნდა გვახსოვდეს რომ ყველაზე მეტად ასეთ ბავშვებზე ზრუნავს უფალი.

პოსტის ავტორი: jiventino თარიღი: Aug 7 2008, 10:02 AM

ამას ორი განმარტება აქვს, ეს არის ან სისხლის არების შედეგი ან კიდევ მის წინაპრებს კონდათ ცოდვა რომელიც შთამომავლობას გადაეცა.

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Aug 23 2008, 05:29 PM

წინა ცხოვრების შედეგია ეგ სიმახინჯეები. რეინკარნაციის ტეორია ძალიან კარგად ხსნის მაგ ყველაპერს. ვისაც გვჯერა გაგვატარეთ a075.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Aug 24 2008, 06:34 PM

ალბათ ზრაპრებშიც იმიტომ წერია ხოლმე სამთავა და ოთხთავა ადამიანებზე..

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Aug 24 2008, 06:36 PM

ციტატა
წინა ცხოვრების შედეგია ეგ სიმახინჯეები.


აჰ... და სულის პირველი ინკარნატის დროს რომ გაჩდნენ მახინჯებადbiggrin.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Aug 24 2008, 06:54 PM

ციტატა(cinemamu @ Aug 23 2008, 05:29 PM) *

წინა ცხოვრების შედეგია ეგ სიმახინჯეები. რეინკარნაციის ტეორია ძალიან კარგად ხსნის მაგ ყველაპერს. ვისაც გვჯერა გაგვატარეთ a075.gif



კი,აშკარად მათალი ხარ ..ნეტ აწინა ცხოვრებაში რა იყავი ვირთხა თუ ზვიანგი? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Uriel თარიღი: Jun 11 2011, 01:25 PM

ზებედე

ციტატა
რას ფიქრობთ რატომ ჩნდებიან ასეთი ადამიანები, მაგ: სიამის ტყუპები, ჰერმაფოდიტები, სხვადასხვა სახის ინვალიდები...რა არის მიზეზი, მშობლების ცოდვა, თუ კიდევ სხვა მიზეზებია?

თქვენი კითხვის პასუხად უამრავი თანაფორუმელის მოსაზრება და ვარაუდი წავიკითხე, ჩემი გაკვირვება კი იმან გამოიწვია რომ ჭეშმარიტებასთან მიახლოვებული პასუხიც კი ვერსად ვნახე, საყვარელო დებო და ძმებო არ არსებობს კითხვა, რომელსაც პასუხი არ მოეძებნებოდეს ბიბლიაში, ბიბლია კი როგორც მოგეხსენებათ ღვთივსულიერი წერილია, ასე რომ ამ კითხვას თავად უფალი სცემს პასუხს:
სახარება იოანესი თავი 9, 1-3
1. იქიდან წამოსულმა დაინახა კაცი, რომელიც ბრმა იყო დაბადებიდან.
2. მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს: რაბი, ვინ სცოდა? ამან თუ ამისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?
3. მიუგო იესომ: არც ამან სცოდა და არც ამისმა მშთბლებმა, არამედ რათა გაცხადდნენ უფლის საქმენი მასში.
უფალმა ძალიან საინტერესოდ მოკლედ და კონკრეტულად ახსნა ეს საკითხი.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jun 11 2011, 03:13 PM

Uriel

ციტატა
არამედ რათა გაცხადდნენ უფლის საქმენი მასში.

იცი შენ რაოდენ მძიმე და მტანჯველია ამის ლოდინი? ასე ადვილია თქმა, მაგრამ გახედე თითოეულ ხეიბარს, როგორ ფიქრობ უხარიათ ცხოვრება?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 11 2011, 03:53 PM

როგორც პავლე მოციქული ამბობს"უფალი თავის ძალას უძლურებაში ავლენს"

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 11 2011, 04:40 PM

GIORGI LELUASHVILI

ჟორჟ სად ხარ რომ დაიკარგე?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 11 2011, 10:03 PM

.zakaria.

ციტატა
ჟორჟ სად ხარ რომ დაიკარგე?

ინტერნეთთან დაკავშირებით მქონდა რაღაც პრობლემები და... smile.gif
შენ როგორ ხარ,რას საქმიანობ?

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 11 2011, 11:16 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Jun 11 2011, 10:03 PM) *


შენ როგორ ხარ,რას საქმიანობ?

ვარ რა არამიშავს smile.gif

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jan 19 2013, 11:28 AM

ისე, ეკლესიას წესები რომ არ აქვს დადგენილი ასეთ მოვლენებთან დაკავშირებით, და არ იციან როგორ აღასრულონ საეკლესიო წესები ასეთ ადამიანებზე, მარა ზოგიერთი "ჭეშმარიტი მამულიშვილი მართლმადიდებელი" 8-ვე საეკლესიო კრებას რომ უარყოფს და ეწინააღმდეგება, აი ასეთებს უნდა მოუვლინო ეს განსაცდელი ოჯახში

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 19 2013, 12:20 PM

Uriel

ციტატა
თქვენი კითხვის პასუხად უამრავი თანაფორუმელის მოსაზრება და ვარაუდი წავიკითხე, ჩემი გაკვირვება კი იმან გამოიწვია რომ ჭეშმარიტებასთან მიახლოვებული პასუხიც კი ვერსად ვნახე, საყვარელო დებო და ძმებო არ არსებობს კითხვა, რომელსაც პასუხი არ მოეძებნებოდეს ბიბლიაში, ბიბლია კი როგორც მოგეხსენებათ ღვთივსულიერი წერილია, ასე რომ ამ კითხვას თავად უფალი სცემს პასუხს:სახარება იოანესი თავი 9, 1-31. იქიდან წამოსულმა დაინახა კაცი, რომელიც ბრმა იყო დაბადებიდან. 2. მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს: რაბი, ვინ სცოდა? ამან თუ ამისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა? 3. მიუგო იესომ: არც ამან სცოდა და არც ამისმა მშთბლებმა, არამედ რათა გაცხადდნენ უფლის საქმენი მასში.უფალმა ძალიან საინტერესოდ მოკლედ და კონკრეტულად ახსნა ეს საკითხი.


ძალიან მეეწვება მსგავი პასუხი არავის გაეცა აქ.
ვინ რატომ იბადება ასეთად, არავინ იცის,. რას გაუგებ ღმერთს. ზოგი ჯანმრთელი იბადება და ცხოვრება ისეთ მაგალითებს აჩვენებს და იმდენ ტკივილს, ინტრებს, ხეიბარი ვყოფილიყავი და ეს არ გადმეტანაო. ამიტომ, არავინ იცის რა, რატომ ხდება. მეტ-ნაკლებ პასუხს თვითოეული ადამიანს აქვს საკუთარ ტავზე და არა სხვაზე.



პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Jan 19 2013, 02:30 PM

რეინკარნაცია – წინა ცხოვრება – კარმული ვალები...
აი პასუხი a075.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 19 2013, 02:52 PM

ზუსტ პასუხს ვერავინ იტყვის..

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 19 2013, 02:54 PM

მე ასე ვიტყოდი:
რატომ არ უნდა დაიბადონ?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 19 2013, 02:59 PM

George Leluashvili

ციტატა
რეინკარნაცია – წინა ცხოვრება – კარმული ვალები...
აი პასუხი

რა არაქრისტიანული პასუხია, ღმერთმანი biggrin.gif biggrin.gif

ნამეტანი ნუ დაემგვანები ატმანს : /

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 19 2013, 03:03 PM

A.V.M

ციტატა
რატომ არ უნდა დაიბადონ?


ხუმრობ?

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Jan 19 2013, 03:32 PM

ციტატა(ქევანა @ Jan 19 2013, 03:59 PM) *

George Leluashvili

რა არაქრისტიანული პასუხია, ღმერთმანი biggrin.gif biggrin.gif

ნამეტანი ნუ დაემგვანები ატმანს : /

ხოო სულ ატმანის მოგონილია რეინკარნაციის თეორია და მხოლოდ მას სჯერა tongue.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 19 2013, 03:35 PM

sergi_glaxa

ციტატა
ხუმრობ?

არანაირად...

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 19 2013, 04:56 PM

A.V.M
აბა თუ არ ხუმრობ ეგ როგორი ნათქვამია?

ღმერთმა ყველა დაიფაროს ასეთი შვილი ეყოლოს ან თავად იყოს ასეთი..
აბა ერთ დროს ვინმემ საკუთარი თავი წარმოვიდგინოთ მათი მშობლების ადგილას და მერე ვიკითხოთ რატომ არ უნდა იბადებოდნენ...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 19 2013, 06:50 PM

sergi_glaxa

ციტატა
აბა თუ არ ხუმრობ ეგ როგორი ნათქვამია?

როგორი და ჩვეულებრივი.

მე თუ რაიმე ნაკლი ცხონებაში დამხმარება სიამოვნებით ,,გავნაკლულევანდები'' ახლაც.
და თუ ჩემი სხეულის სისრულის რომელიმე ნაწილი დაღუპვისკენ მიბიძგებს , სიამოვნებით ,,დავკარგავ'' მათ...

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jan 19 2013, 08:06 PM

A.V.M

ციტატა
მე თუ რაიმე ნაკლი ცხონებაში დამხმარება სიამოვნებით ,,გავნაკლულევანდები'' ახლაც.



ანუ სიამის ტყუპების მდგომარეობა ცხონებაა?

როგორ ინათლებიან? აღსარებას როგორ აბარებენ? ზეთის ცხება როგორ ხდება 7 გზის?

ჰერმაფროდიტი როგორ ინათლება? ეკლესია რას ამბობს მათზე?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 19 2013, 08:41 PM

benediqt

ციტატა

ანუ სიამის ტყუპების მდგომარეობა ცხონებაა?

რას ქვია მდგომარეობ აცხონებაა.biggrin.gif
მე ვთქვი რომ შესაძლებელია ნაკლი ცხონებაში დაგეხმაროს მეთქი . ცხონებაში რომელიც მიწიერ სიცოცხლეზე მაღლა უნდა იდგეს მორწმუნისათვის...

ციტატა
როგორ ინათლებიან? აღსარებას როგორ აბარებენ? ზეთის ცხება როგორ ხდება 7 გზის?

სიამის ტყუპების მართლმადიდებელ მოძღვარს კითხე და გეტყვის....
ციტატა
ჰერმაფროდიტი როგორ ინათლება?

როგორც მას სურს და ამსთვის ქმდით ნაბიჯებს დგამს...
ციტატა
ეკლესია რას ამბობს მათზე?

ვიზე?

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jan 20 2013, 01:54 AM

A.V.M

ციტატა
მე ვთქვი რომ შესაძლებელია ნაკლი ცხონებაში დაგეხმაროს მეთქი .


http://www.radikal.ru

ციტატა
სიამის ტყუპების მართლმადიდებელ მოძღვარს კითხე და გეტყვის....


მოძღვრის აზრი არ მაინტერესებს, ეკლესიის სწავლება და პოზიცია მაინტერესებს, არსებობს?

ციტატა
როგორც მას სურს და ამსთვის ქმდით ნაბიჯებს დგამს...


ადამიანს რომელსაც ორი სასქესო ორგანო აქვს, და ვერ გაურკვევია ქალია თუ კაცი.... უფრო სწორედ, ბავშვი რომელიც დაიბადა ჰერმაფროდიტი, გამოდის რომ ვერ მონათლავენ სანამ არ გაიზრდება და გადაწყვეტს რომელია- ქალი თუ კაცი biggrin.gif

ეკლესიას პოზიცია არა აქვს, არ იცის რა ქნას, ელოდება რას იზამს ადამიანი.... მაგრამ ამავდროულად ასწავლის რომ მოუნათლავი ადამიანი მიდის ჯოჯოხეთში biggrin.gif ხოდა ჰერმაფროდიტი ბავშვის (ახალშობილის) სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, როგორ ნათლავენ? თუ არ ნათლავენ? biggrin.gif

ციტატა
ვიზე?


ჰერმაფროდიტებზე, სიამის ტყუპებზე

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 20 2013, 10:04 AM

benediqt

ციტატა
სანამ არ გაიზრდება და გადაწყვეტს რომელია- ქალი თუ კაცი



ეს პოზიცია კია დღეს მოდაში, მაგრამ, საერთოდ, ადამიანი არ წყვეტს ქალია თუ კაცი, ასეთად იბადება biggrin.gif

მეეჭვება რომელიმე სასუელირო პირს, მერაბიას (პაწია ბავშვი გვაჩვენს წლების უკან ტვ-ში, რომელსაც ორივე სასქესო ორგანო და +სხვა მრავალი დეფექტი ჰქონდა)ნათლობაზე უარი ეთქვა. არ მგონია სეცდომით მამაკაცად, ან დედაკაცად აღქმა ან ღვთის თვალში აკლებდეს რამეს მოსანათლ ადამიანს, ან აღსრულებულ საიდუმლოს. მონათლავენ მერაბიდ (მთავარია ნათლობი საიდუმლო აღსრულდეს) და თუ მერე ექიმებმა გადაწვიტეს, რომ ის უფო მეტად ქალი ყოფილა, რადგან პირობითად მეორედი სასქესო ნიშნები ქალის უფრო განუვიტარდა, გადაარქვან მერაბი მაგდალინად. მთავარი ნათლობის საიდუმლოს აღსრულება არ არის, როცა ვერ ხედავ კაცია (ფიზიკურად და არა ფსიქოლოგიურად, როგორც ეს დღეს ხდება) თუ ქალია?

ვინმეს ამ საფუძვლით ნათლობაზე უარი ეთქვა, თუ პრობლემად რატომ დადგა?


ცუდი რა არი ჩემო... კაი იყოს ბენო, იცი?

ზოგს სული აქვს იმ მერაბიასავით მახინჯი და არ შველის არაფერი.

და ისე რომ იცოდე, ჰემაფროდიტებში, ორივე სასქესო ორგანო, ერთნაირად განვითარებლი არაა. ამიტომ, მეტ-ნაკლებად მაგის დადგენა ხდება, გოგოა თუ ბიჭი ბავშვი.

რაც შეეხება სიამის ტყუპებს, ნათლობის დროს პიროვნების მონათვლა ხდება. როცა ერთ სხეულში ორი პიროვნებაა, ერტად როგორ მონათლავ? სხეულს ნათლავ თუ სულს?

მართალია ეს მოძღვრის პასუხი არაა, მაგრამ დავიჯერო, პოზიცია სხვანაირია?ნათლობას ხომ თავისი დანიშნულება აქვს. ამ პრინციპიდან გამომდინარე ინათლება ადამიანი, გინდა ორი სასქესო ორგანო ჰქონდეს და გინდა 7 სხეული.

მე იურისტი ვარ და ჩვენტან არსებობს ასეთი ცნება-სამართლის ანალოგია. ეს ნიშნავს სემთხვევას, როცა არ არსებობს კანონი, ან შესაბამისი მუხლი, რომ რაღაც კონკრეტულ შემთხვვას მიუსადაგო და გადაწყვიტო. ამ დროს ხელმძღვანელობენ სამართლის ანალოგიით. სამართლის ანალოგიის დროს ხდება იმ შემთხვევის გადაწყვეტა სამართლოს ზოგადი პრინციპების შესაბამისად. მე ვფიქორბ, ასეა რელიგიაშიც. ცხადია, არც ერთი საეკლესიო კრება არ ლაპარაკობს ჰემაფროდიტებზე და სიამის ტყუპებზე (ცისფერებზე რომ ლაპარაკობს, ხომ რას ამბობ, იმიტომაა ფორუმ.გეზე, რომ ამ ,,ნალაპარაკევს,, უჭერთ მხარსsmile.gif ) , მაგრამ არსებობს ჩვენი რელიგიის ძირითადი პრინციპი, რის ირგვლივაც ბრუნავს ჩვენი რელიგია, სიყვარული მგონია ეს მე და ადამიანის ცხონების სურვილი. ეს კიდევ აღესრულება სხვადასხვა საშუალებებით, ერთ-ერთი მათ სორის ნათლობაა (სულიერი განახლება,ა + ეკლესიის წევრობა,), ხოდა, დავიჯერო ამ პრინციპზე იტყვის უარს ეკლესია? მაშინ მისი მოწოდება ადამიანის ცხონება არ ყოფილა )

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jan 20 2013, 10:43 AM

ციტატა(benediqt @ Jan 20 2013, 02:54 AM) *


ადამიანს რომელსაც ორი სასქესო ორგანო აქვს, და ვერ გაურკვევია ქალია თუ კაცი.... უფრო სწორედ, ბავშვი რომელიც დაიბადა ჰერმაფროდიტი

მომავალში ესეთი ადამიანები უმრავლესობაში იქნებიან. სიმართლე ნარევად ვიხუმრე. smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 20 2013, 11:10 AM

ციტატა(A.V.M @ Jan 19 2013, 06:50 PM) *

sergi_glaxa

როგორი და ჩვეულებრივი.

მე თუ რაიმე ნაკლი ცხონებაში დამხმარება სიამოვნებით ,,გავნაკლულევანდები'' ახლაც.
და თუ ჩემი სხეულის სისრულის რომელიმე ნაწილი დაღუპვისკენ მიბიძგებს , სიამოვნებით ,,დავკარგავ'' მათ...


და დარწმუნებული ხარ რომ ეგეთი ნაკლები ადამიანებს ცხონებაში დაეხმარება?

ანუ ვინც უბედურია და სხვადასხვა ფიზიკური თუ მენტალური დეფექტები აქვს, ცხონებაში ხელშესაწყობად მიეცათ?

როცა პასუხი არ ვიცით არ უნდა მოგვერიდოს..არვიცით რატომ იბადებიან და დამთავრდა...
სწორედ ეს არის ჩვენი ზოგადად კაცობრიობის პრობლემა, გვგონია ვიცით, მაგრამ სინამდვილეში არ ვიცით.

http://www.youtube.com/watch?v=xnyWCQ4khYQ

http://www.youtube.com/watch?v=28vYBaBjSBQ



იერემია 1-5. ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, გამოგარჩიე; ვიდრე საშოდან გამოხვიდოდი წმიდა გყავი, ხალხების ქადაგად დაგადგინე.


ფსალმუნნი

ფსალმუნი 138 (139)

1. გუნდის ლოტბარისათვის. დავითის ფსალმუნი. უფალო, გამომცადე და შემიცანი.

2. შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან.

3. ჩემი სიარული და ჩემი წოლა განსაზღვრე შენ და ყველა ჩემი გზა გამოიკვლიე.

4. თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ენაზე, შენ უკვე იცი, უფალო, სრულად.

5. უკნიდან და წინიდან გარემომიცავი და დადე ჩემზე ხელი შენი.

6. უჩვეულოა ჩემთვის გასაგებად; აღზევებულია, ვერ შევწვდები მას.

7. საით, წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი?

8. ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ!

9. ავწიო ფრთენი განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე,

10. იქაც შენი ხელი წამიძღვება და შემივრდომებს მარჯვენა შენი.

11. და ვიტყვი: იქნებ ბნელმა დამფაროს და ღამე იქმნას სინათლედ ჩემთვის.

12. სიბნელეც ვერ დაბინდავს შენგან და ღამე დღესავით გაანათებს; რა სიბნელე და რა სინათლე.

13. რადგან შენ გამართე თირკმელნი ჩემნი, გამომძერწე დედაჩემის საშოში.

14. გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით.

15. არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი ქვესკნელში.

16. ჩემი ჩანასახი იხილა შენმა თვალებმა და შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავალი ჩასახვისა, როცა ჯერ არ არის არც ერთი მათგანი.

17. ხოლო ჩემთვის რაოდენ მრავლისმთქმელია ზრახვანი შენნი, ღმერთო, რაოდენ დიდია რიცხვი მათი.

18. დავთვალო, ქვიშაზე უმრავლესია; გავიღვიძო და, ისევ შენთან ვარ.

19. ნეტამც მოსრავდე, ღმერთო, ბოროტს, სისხლისმსმელნო, განვედით ჩემგან!

20. რომ გელაპარაკებიან მზაკვრულად, ამაოდ იზრახვიან შენი მტრები.

21. ნუთუ არ მოვიძულო, უფალო, შენი მოძულენი, და შენს მოწინააღმდეგეებს არ ვედაო?

22. სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი, მტრებად შევრაცხე.

23. გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები ჩემი.

24. ნახე, სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეღი მარადიულ გზაზე.


პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 20 2013, 02:55 PM

ვინმემ ხომ არ იცით ფორუმ.გე ზე fenomenez ვინ არის?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 20 2013, 02:56 PM

benediqt
დაველოდები რას ეტყვი ნინოს დაწერილ პოსტს და მერე გიპასუხებ...sergi_glaxa

ციტატა

და დარწმუნებული ხარ რომ ეგეთი ნაკლები ადამიანებს ცხონებაში დაეხმარება?

სადმე ნახე დარწმუნებული ვარ მეთქი? თუ არადა რატომ ამბობ რაც არ ითქვამს?
ციტატა
ანუ ვინც უბედურია და სხვადასხვა ფიზიკური თუ მენტალური დეფექტები აქვს, ცხონებაში ხელშესაწყობად მიეცათ?

ყველაფერი რაც ჩვენზე ხდება (ეს იქნება ფიზიკური ნაკლი თუ უბედური შემთხვევა) ხდება მხოლოდ ჩვენს სასიკეთოდ და რა სიკეთე უნდა იყოს იმაზე დიდი თუ არა ცხონება სულისა.

როგორც სამპოციქულოში ვკითხულობთ: ,,ღმერთმან ჩვენთვის უმჯობესი წინასწარ განიგულა , რათა არა თვინიერ ჩვენსა სრულ იქმნენ.''
ციტატა
როცა პასუხი არ ვიცით არ უნდა მოგვერიდოს..არვიცით რატომ იბადებიან და დამთავრდა...

მე არ მითქვამს რომ პასუხი ვიცი . ჩემმა ეკლესიამ იცის და იმ პასუხს ვიმეორებ. და ეს პასუხი თავად უფლისგან მომდინარეობს.
(გაიხსენე რას პასუხობს ქრისტე , როდესაც ,,ინვალიდზე'' ეკითხებიან რატომაა ასე? ამან სცოდა თუ მისმა მშობლებმაო.)
და კდიევ შენ რამეს დაამთავრებ თუ არა არ ვინტერესდები...
ციტატა
სწორედ ეს არის ჩვენი ზოგადად კაცობრიობის პრობლემა, გვგონია ვიცით, მაგრამ სინამდვილეში არ ვიცით.

ამიტო უნდა გავერთიანდეთ იმ ეკლესიაში რომელმაც ,,ყველაფერი იცის.''

ეს ციტირებები რატომ მოიტანე?

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 20 2013, 04:40 PM

A.V.M
Gურლ ცუდად ნუ Iგე ბ ცემს სიტყ ებს..ციტატა Iმიტომ მოვიყვანე რომ თUუწ
Uფალმა ი ცის მატი მომა Aლი რად ბადე ბს ასეტებს..

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 20 2013, 05:46 PM

ზოგი ისეთი ლამაზია, ისეტი ნიჭიერი, ისეტი კარგი და ყველა უბედურება ეთად დაატყდება ხოლმე ტავს.

რამოდენიმე წლის უკნა გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი (მომღერალი) მახსენდება სულ, თეონა ქუმსიაშვილი, ორ ულამაზეს შვილტან ერთად. ან რატომ დაიბადნენ მისი 2 წლის და მეორე 9 თვის ბავშვები, ან რატომ დასრულდა ამ გოგოს ცხოვრება ასე ტრაგიკულად, ან რატომ დარცა ცოცხალი მისი ქმარი, რომელსაც არანაირი ფიზიკური დეფექტი არა აქვს, მაგრამ მგონი ყველაზე დიდი უბედურება ნახა. ყველაზე დიდი ტკივილი ... : ((

აწი ღმერთმა მხოლოდ საუკეთესო მისცეს, მაგრამ, ამ ტკივილისგან რა დაავიწყებს?

არის პასუხი?????


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 20 2013, 09:06 PM

sergi_glaxa
ვერ გავიგე სიმართლე რომ გითხრა რა დაწერე...

სენ არ გჯერა რომ უფალი ყოვლისმცოდნეა თუ როგორ?

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 20 2013, 09:42 PM

ციტატა(A.V.M @ Jan 20 2013, 09:06 PM) *

sergi_glaxa
ვერ გავიგე სიმართლე რომ გითხრა რა დაწერე...

სენ არ გჯერა რომ უფალი ყოვლისმცოდნეა თუ როგორ?


ახლობლის მობილურიდან დავწერე და ამერია ასოები...

მე ერთ დროს გავბრაზდი ღმერთზე, უკი ის ყოვლ;ის შემძლე იყო განა არ იცოდა, რომ ამდენი რამ მოყვებოდა ადამის შეცდომასო? მერე პასუხი ასეთი ქომნდათ- იცი ღმერთი ყოვლისმცოდნეა და უბრალოდ თავისუფალი ნება მოგვცა და ბლა ბლა ბლა...

მაგრამ ბოლოს მივედი იქამდე, რომ ღმერთი კი არის ყოვლის მცოდნე, მაგრამ ბევრი რამ ამ დედამიწაზე ჩვენი გონებისთვის ჩაუწვდომელი დარჩება, სანამ იქ არ წავალთ...

იმედია მიმიხვდი რას ვგულისხმობდი.

და იქ რომ დავწერე -დამთავრდა- ეს ნიშნისმოგებით არ დამიწერია..
მე პასუხი ვერ გავიგე და დამთავრდა..მეტი არაფერი smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 20 2013, 09:53 PM

sergi_glaxa

ციტატა
მაგრამ ბოლოს მივედი იქამდე, რომ ღმერთი კი არის ყოვლის მცოდნე, მაგრამ ბევრი რამ ამ დედამიწაზე ჩვენი გონებისთვის ჩაუწვდომელი დარჩება, სანამ იქ არ წავალთ...

მაგაში მეც გეთანხმები და ისიც მეეწვება როცა წავალთ იქ ყველაფერი გავიგოთ...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 20 2013, 10:03 PM

ამოუცნობია გზანი უფლისანი

და შენ ამ დროს ხარ ერთი პატარა არსება, რომელიც უბარლოდ ემორჩილები და ვერაფერს ცვლი! რადგან გტკივა თუ არგტკივა, ვალდებულება გაქვს გაძლების. ეს ხომ შენთვისვე სასიკეთოა. ის არ დაუშვებს სენტვის ცუდს!

ძნელზე ძნელია ამ ყველაფრის გაგება და შეგუება!

მაგრამ, რომ გაიგებ და შეეგუები, უკვე მარტივი : )

მიწიერით ვცხოვრობთ ადამიანები, ამიტომ სასიკეთო ყველაფერი აქ გვინდა. ის ცხოვრება შორეულია, ბუნდოვანი და აუცილებლად დაკავშირებული ამასტან.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 20 2013, 10:09 PM

A.V.M

ციტატა
მაგაში მეც გეთანხმები და ისიც მეეწვება როცა წავალთ იქ ყველაფერი გავიგოთ...

აი სწორედ მაგას ვგულისხმობ, როცა ვამბოიბ რომ ბევრ რამეს ვერ ვიგებთ sad.gif

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 20 2013, 11:26 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 20 2013, 10:03 PM) *



შენ ამ დროს ხარ ერთი პატარა არსება, რომელიც უბარლოდ ემორჩილები და ვერაფერს ცვლი!



რა იგულისხმე ვერაფერში?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 21 2013, 02:54 PM

MIRDAT

ციტატა
რა იგულისხმე ვერაფერში?



ნუ, იმაში, რმ როცა რაღაც განსაცდელი გაქვს მოვლენილი და ის შენთვის საჭიროა, მაშინ მას ვერ მოიცილებ, სანამ რაღაცასთან გამკლავეას ვერ ისწსვლი. ანუ, იმასთან, რის გამოც გაქვს მოვლენილი განსაცდდელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2015, 06:12 PM

"...სუფთა, მყუდრო ოთახში შემიყვანეს, სადაც ქათქათა საწოლზე იწვა საშინლად დეფორუმირებული არსება, რომელსაც ძნელია, ბავშვი უწოდო. შეიძლება დედა ორსულობის დროს რაღაცას ისეთს აკეთებდა, რაც ადამიანს მადლს ართმევს ... და აი, სიყვარულის უკმარისობის დასტურად ქვეყანას მოევლინა ნაყოფი, რომელიც ჩვენგან განსაკუთრებულ სიყვარულს მოითხოვს..."

/სრული სახით წაიკითხეთ "კარიბჭე" N17, 2015, გვ.56/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2018, 08:23 PM

"ავადმყოფი ბავშვები სამყაროში იმისთვის კი არ იბადებიან, რომ ჩვენ ვბრაზობდეთ და ვიტანჯებოდეთ. თითოეულ მათგანს არსებობის თავისი მიზეზი და იდუმალი ხმა აქვს. ჩვენ ერთმანეთის სიყვარულ დაგვრჩენია - მოციქულ პავლეს სიტვებისაებრ, ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ. სიმდაბლით ვაღიაროთ, რომ არც ისე ძლიერები ვართ, შევეცადოთ, შევუმსუბუქოთ ტკივილი ავადმყოფ ბავშვს და გავიგოთ მისი ნათქვამი. ასეთი ბავშვები ღვთის ენაზე ლაპარაკობენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2019, 03:58 PM

"რა უფრო ერთმანეთის მსგავსია ადამიანთა გენეტიკა, მათში არსებული დაავადებები ძლიერდება და შთამომავლობა გამოდის ფიზიკურად ნაკლოვანი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2020, 09:24 PM

" - რატომ ავადმყოფობენ ბავშვები, რატომ იბადებიან ხეიბრები? ამ კითხვებს ხშირად სვამენ ღვთის მაძიებელი ადამიანები. მართლაც, ძნელია შეათანხმო ყოვლადსამართლიანი ღვთის არსებობა პიროვნულად უცოდველი ჩვილის ავადმყოფობასთან...

- ბავშვი თუ იბადება სნეული და ავადმყოფი, ვფიქრობ, მშობლებისთვის ეს კიდევ ერთი გამოცდაა, როგორ მოიქცევიან, ღვთის მორჩილებით აიღებენ თუ არა მათთვის გამზადებულ ამ ტვირთს.

თუ ვინმეს ეძლევა ხეიბარი შვილი, მადლობა შესწიროს ღმერთს, თავის თავს ჩაუღრმავდეს, დაფიქრდეს, რომ უფალმა საცხოვნებლად კიდევ ერთი შანსი მისცა. ამ ჯვრის ზიდვით მან ცოდვების კომპენსაცია უნდა მოახდინოს. ასეთ დროს მშობელი არ უნდა ჩავარდეს ღვთის გმობაში.

სამწუხაროდ, ხშირია, როცა მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალებისას გმობენ უფალს: რატომ, სად არის ღვთის სამართლიანობა, რატომ მოხდა ესო?! მინდა გაგახსენოთ ის 14 000 ყრმა, რომლებიც, წმინდა წერილის თანახმად, ჰეროდემ ბეთლემში ამოხოცა. მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ?!

ამ შემთხვევას წმინდა მამები შემდეგნაირად განმარტავენ: ის 14 000 ყრმა რომ გაზრდილიყო და ჰეროდეს არ ამოეხოცა ქრისტეს გულისთვის, ისინიც იდგებოდნენ სხვა ებრაელებთან ერთად მოედანზე, სადაც ისმოდა ყვირილი: "ჯვარს აცვი, ჯვარს აცვიო!" უფალმა კი ყველა სასუფეველში შეიყვანა. ამიტომ ადამიანებმა ღვთის სამართალი არ უნდა განვსაჯოთ. უფალმა უკეთ იცის, ვინ სად, როდის და როგორ აცხოვნოს"

/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2020, 09:39 PM

"როცა პარალიზებულ ანდა ეშაკეულ ბავშვს განკურნავდა [მამა არსენი], ეპიტიმიას მის მშობლებს ადებდა, რომლებიც, მისი აზრით, ბავშვის სნეულების მიზეზნი იყვნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2020, 09:10 PM

"ძველ აღთქმაში ავადმყოფობას პირდაპირ ცოდვის შედეგს უწოდებდნენ, ბავშვი რომ ავად გახდებოდა, აინტერესებდათ გაეგოთ, საიდან მოდიოდა ეს ავადმყოფობა, ვინ შესცოდა - მისმა მშობლებმა თუ წინაპრებმა?"

/დეკ. კონსტანტინე ლეკიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2020, 09:59 PM

"ერთ ქალბატონს ექიმებმა ურჩიეს, შესაძლოა, ბავშვი ჯანმრთელი არ დაიბადოსო. მამა ზურაბმა [გოგიტიძე] მოუსმინა აცრემლებულ დედას და უთხრა, - თუ ბავშვი ჯანსაღი არ იქნება, მე მომიყვანეო. მისი ლოცვით, მშვენიერი გოგონა მოევლინა ქვეყანას. პატარა სულ ხატებისკენ იწევს ხოლმე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2021, 09:18 PM

"ხშირად მშობლები შეჭირვებულნი მოდიან მოძღვართან ბავშვის ავადმყოფობის გამო და გვთხოვენ, გამოსავალი მოვნახოთ მისი ჯანმრთელობის აღსადგენად, მეტწილად ამის მიზეზი თვით მშობლებია. მართალია, წინაპრებისა და სისხლით ნათესავების მოუნანიებელი ცოდვა ჩვილზე არ გადადის, მაგრამ როცა ხაზი გამრუდდება და ბავშვის მშობელი ან წინაპარი გადაუხვევს სწორი, ეკლესიური მიმართულებიდან, ეს ბავშვზეც აისახება, რადგან სანამ ის უმწეო და დაუცველია, თუ მშობლის გზა გამრუდდა, ის ძალაუნებურად ბავშვსაც გაიყოლებს თან, ამიტომ ცოდვა უნდა გამოსწორდეს".

/მამა ილია ჩიკვაიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2022, 09:22 PM

"ნეტარი ნიფონტი, კვიპროსის ეპისკოპოსი, გვიხსნის, რომ უფალი ბავშვების მრავალრიცხოვანი და მძიმე სნეულებებით მათი მშობლების უსჯულოებათაგან განწმენდას ესწაფვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2022, 08:46 PM

"მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ახლონათესაური ქორწინების შთამომავლები გენეტიკური სიმახინჯეებით, ფიზიკური და ფსიქიკური არასრულფასოვნებით იტანჯებიან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 05:48 PM

"ბავშვებს პრენატალური, მძიმე ავადმყოფობის დიაგნოზებით, სხვადასხვა სიმახინჯეებითა და ანომალიებით აქვთ ისეთივე უფლება სიცოცხლისა, როგორიც ჯანმრთელებს.

პრენატალური დიაგნოზი სიმახინჯისა და ნაყოფის სხვა ანომალიის შესახებ, რომლის შედეგი აბორტია, უხეშად არღვევს ღვთის განგებულებას, რამეთუ ასეთ ბავშვებს უკარგავს ნათლობისა და სასუფეველში შესვლის შესაძლებლობას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2022, 07:41 PM

"მართალია, ძნელია ბავშვის ავადმყოფობას უყურო, მაგრამ ამაში ხშირად თავად ჩვენ ვართ დამნაშავე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2023, 05:05 PM

"ვინც სიამოვნებას მისდევს, უნდა იცოდეს, რომ ისინი ბანალურობაში გადავლენ, ადამიანები იწყებენ საკუთარი თავის დანახვას ისე, როგორებიც არიან, უსიყვარულოდ, კრიტიკულად, ერთმანეთიც კი შესძულდებათ. ასე ფუჭდება ცხოვრება, იშლება ქორწინება. და აი, რატომ:

აბა, დავაკვირდეთ, როდის დაქორწინდნენ ეს ადამიანები. იქნებ აკრძალულ დღეებში, იქნებ მარხვაშიც კი? და რატომ დაიბადა ეს ბავშვი მახინჯი ფეხით? რატომ დაიბადა უშნო თავით? იმიტომ, რომ ადამიანი აღარ ინახავს მარხვას, არ ლოცულობს, ადამიანები უკვე აღარ იცავენ დღესასწაულებს, კვირას, აღდგომას, უფლის ნათლისღებას და მიდიან ამ ალკოჰოლურ სამყაროში, რაც ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქრისტიანობის კიდევ ერთი უბედურებაა!"

/არქიმანდრიტი იუსტინე (პირვუ)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2024, 05:51 PM

"გუშინ საღამოს ღამისთევაზე რომ მივდიოდი, ერთ კუთხეში შევნიშნე მამა პატარა შვილთან ერთად, რომელიც ხეიბრის ეტლში იჯდა. მივუახლოვდი, პატარას მოვეხვიე და ვაკოცე. "იცი, რომ შენ ანგელოზი ხარ?" ვკითხე მას. მამამისს კი ვუთხარი: "შენთვის უდიდესი პატივია ანგელოზის მოვლა, გიხაროდეს, იმიტომ, რომ ორივე თქვეგანი სამოთხეში მოხვდება". მათ სიხარულით გაუბრწყინდათ სახეები, იმიტომ, რომ საღმრთო ნუგეშისცემა მიიღეს"

/ღირსი პაისი ათონელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)