სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა?, ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა?, ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. |
kato_Bato |
Sep 21 2008, 12:10 PM
პოსტი
#1
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
აქ მინდა ვისაუბროთ ჩვენზე, ამ გაუცხოებულ თითქმის ცარიელ გარემოში, რომელსაც უფრო ხშირად რელიგიაზე საკუთარი წარმოდგენებით და შეხედულებებით ვავსებთ... როგორ ვდგავართ, როგორ გვწამს, როგორ გვიყვარს. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია გვიყვარდეს ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობთ.. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია გვიყვარდეს ჩვენი მოძღვარიც კი, თუ მას კარგად არ ვიცნობთ... ჩვენ ხომ არ შეგვიძლია გვიყვარდეს არავინ, მასთან ახლო ურთიერთობის გარეშე. ჩვენ ხომ ვცივდებით მეგობრის მიმართაც კი, თუ მასთან დრო და შემთხვევა დაგვაშორებს და აღარ ვიცით მას რა უნდა, რა უხარია, რაზე ფიქრობს.. როგორ შეგვიძლია გვიყვარდეს უფალი? და თუ არ ვიყვარს, როგორ გვწამს? ჩვენ ხომ არასდიდებით არ დავიჯერებთ ადამიანისას, რომელსაც არ ვიცნობთ? თუ ჩვენ არ ვიცით, რა სურს უფალს, არ ვკითხულობთ, არ გამოვეძიებთ... ვინ ვართ? რას ვაკეთებთ ეკლესიაში... თუნდაც ამ ფორუმზე..? მე არ მინდა ამ თემაშიც დავიწყოთ წუწუნი, როგორი ცოდვილები და საწყლები ვართ, როგორი სუსტები.. მინდა დავიწყოთ ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა რწმენაში. მცოდნეებმა გვასწავლონ უცოდინრებს ყველა ელემენტარულით დეტალი, რომლებსაც ეკლესიის სინამდვილეში ყველაზე მეტად არიან "ლეგენდების" სახით გავრცელებული... აი ასე ვთქვათ: შეცდომა 1: სანთლის სულის შებერვით ჩაქრობა არ შეიძლება. მერე მოვაყოლოთ განმარტება, რატომ შეიძლება. შეცდომა 2: ძილის წინა ლოცვების საღამოს 6 საათს მერე წაკითხვაც შეიძლება. და ასე შემდეგ. რომ მოვამთავროთ ერთი ადგილის ტკეპნა და მართლა გამოვიძიოთ რას ნიშნავს იყო მართლმადიდებელი. რომ გონებას წირვა-ლოცვაზე დგომისას სანთლის ჩაქრობა და მეტანიის გაკეთების ფორმა არ გვიფანტავდეს. რომ მართლა შევიყვაროთ უფალი... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
k@the |
Sep 21 2008, 12:19 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
kato_Bato
გაიხარე კატ, ამ თემისათვის. შეცდომა 2: ძილის წინა ლოცვების საღამოს 6 საათს მერე წაკითხვაც შეიძლება. მაგრამ, ძილის წინა ლოცვები, ძილის წინ არ უნდა წაიკითხო? საღამოს 6 საათმა დამაბნია. 6-ზე მე სულ სამსახურში ვზივარ და ... -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
გუდმუნდი |
Sep 21 2008, 03:43 PM
პოსტი
#3
|
და მიაპობს ტალღებს... ჯგუფი: Members პოსტები: 164 რეგისტრ.: 30-August 08 წევრი № 5,552 |
კატო იცი რა არის? მთავარია უფალი გულში გყავდეს და მასთან ისაუბრო ხოლმე.მე პირადად არასოდეს ვაქცევ ყურადღებას ასეთ წვრილმანებს.ამას წინათ გაზეთში ასეთი შეკითხვბა დაუსვეს მოძღვარს:
- ზოგჯერ სანთელს რომ ვყიდულობ თავი არ ეტყოვა და რომელი მხრიდან უნდა დავანთოო! სკამიდან გადმოვარდი. ნუთუ უფლისთვის ასეთ ელემენტარულ რამეეებს მნიშვნელობა აქვს??????!!! არადა არაა! ქართველებს გვაქვს ალბათ რაღაც ასეთი მიდრეკილება სტერეოტიპების ჩამოყალიბებისა,თანაც უამრავი!!! ამიტომ ჩვენმა თაობამ უნდა შეცვალოს ასეთი დამოკიდებულება,ერთმანეთში თანადგომამ და გაგებამ!!! -------------------- ბეს მაკნეილმა თქვა: Everyone has something they're good at. I've always been stupid, but I'm good at this.
|
მნათე |
Sep 21 2008, 03:54 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა უფროჲს ამათსა? ჰმ -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
kato_Bato |
Sep 21 2008, 04:00 PM
პოსტი
#5
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
არ მინდა ესეც ხითხითში გატარდეს.
არ მინდა ვიღაცეებს დავცინოთ და თითები ვუშვიროთ... როგორ შეიძLება მშობელ მამას სთხოვო რამე, თუ ის არ გიყვარს. როგორ შეიძლება უფალს სთხოვო და ელაპარაკო, გწამდეს თუ არ გიყვარს. "გიყვარვარო?" იმიტომ ამოვარჩიე, რომ არც მოვალეობის, არც სინდისის, არც სხვა რაიმე, მაგალითად, ჩექმის მიზეზით, არამედ სიყვარულისთვის მივალთ ოდესმე ტაძარში? -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
გუდმუნდი |
Sep 21 2008, 04:13 PM
პოსტი
#6
|
და მიაპობს ტალღებს... ჯგუფი: Members პოსტები: 164 რეგისტრ.: 30-August 08 წევრი № 5,552 |
კატო რაღაც ძალზედ პესიმისტურ ნოტაზე ხარ..... მაშინ ყველანი მოვკვდეთ და არაფერს აქვს აზრი ამ ქვეყნდა....
სხვას რას უყურებ???? მთავარი ხომ შენ ხარ და შენი გულია. ... -------------------- ბეს მაკნეილმა თქვა: Everyone has something they're good at. I've always been stupid, but I'm good at this.
|
kato_Bato |
Sep 21 2008, 04:20 PM
პოსტი
#7
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
გუდმუნდი
მე კი არ მოვთქვამ, პასუხებს ვეძებ ნუ დავამსგავსებთ ხოლმე თემებს ვიღაცის სამსჯავროს -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
გუდმუნდი |
Sep 21 2008, 04:26 PM
პოსტი
#8
|
და მიაპობს ტალღებს... ჯგუფი: Members პოსტები: 164 რეგისტრ.: 30-August 08 წევრი № 5,552 |
kato_Bato
ზოგჯერ პასუხის ცოდნა საჭირო არააა მაგალითად მე ვერაფრით ვხვდები როგორ უნდა ვიყოთ მარადიულად სამოთხეში ან ჯოჯოხეთში ,ამას ჩვენი გონება ვერ იტევს. ასევე ვერ იტევს სხვა საკითხებსაც... ჩვენ ხომ ადამიანები ვართ,მიწისგან მოზელილები.. -------------------- ბეს მაკნეილმა თქვა: Everyone has something they're good at. I've always been stupid, but I'm good at this.
|
მნათე |
Sep 21 2008, 04:39 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
სიყვარული ძალიან რთული რამ არის... ხშირ შემთხვევაში იმ ფორმალურ დამოკიდებულებათა უმრავლესობა, რომელიც სიამეს გვანიჭებს თავისი მოსიყვარულეობით, საკუთარ თავში ძალიან სპეციფიური ეგოიზმის სახეებს სახავს... ყველა შემთხვევაში ჩვენი მამოძრავებელი ძალა მაინც საკუთარი თავისთვის მუშაობს და მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში სიყვარული ეს იმდენადვეა სასაცილო, რამდენადაც მიუწვდომელი ჩემნაირი ცოდვილი ადამიანისთვის...
მცნებათა აღსრულება ეს არ არის ახირებითი აქტი, მათი განხორციელება ადამიანში ბადებს სიყვარულს, უფრო სწორედ მათ გარეშე არც არანაირი სიყვარული არსებობს... სანამ ერთხელაც ეს ნიჭი, ისევე როგორც სასოებისა და რწმენის ნიჭი არ გარდამოვა ჩვენზე სულიწმიდის სრულყოფილების მერ და არ განასრულებს ჩვენს მოღვაწეობას სინამდვილედ -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
agmsarebeli |
Sep 21 2008, 05:47 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
მცნებათა აღსრულება ეს არ არის ახირებითი აქტი, მათი განხორციელება ადამიანში ბადებს სიყვარულს, უფრო სწორედ მათ გარეშე არც არანაირი სიყვარული არსებობს... სანამ ერთხელაც ეს ნიჭი, ისევე როგორც სასოებისა და რწმენის ნიჭი არ გარდამოვა ჩვენზე სულიწმიდის სრულყოფილების მერ და არ განასრულებს ჩვენს მოღვაწეობას სინამდვილედ ა, კაცი! |
sopo... |
Sep 22 2008, 03:41 AM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 |
აქ მინდა ვისაუბროთ ჩვენზე, ამ გაუცხოებულ თითქმის ცარიელ გარემოში, რომელსაც უფრო ხშირად რელიგიაზე საკუთარი წარმოდგენებით და შეხედულებებით ვავსებთ... როგორ ვდგავართ, როგორ გვწამს, როგორ გვიყვარს. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია გვიყვარდეს არავინ, მასთან ახლო ურთიერთობის გარეშე. ჩვენ ხომ ვცივდებით მეგობრის მიმართაც კი, თუ მასთან დრო და შემთხვევა დაგვაშორებს და აღარ ვიცით მას რა უნდა, რა უხარია, რაზე ფიქრობს.. როგორ შეგვიძლია გვიყვარდეს უფალი? თუ სწორედ გავიგე კითხვა არის როგორ შეიძლება უფლის სიყვარული მასთან ურთიერთობის და სიახლოვის გარეშე.. ვფიქრობ უფალი ძალიან ახლოსაა, თმა არ ჩამოვარდება ადამიანის თავიდან, ე.ი. ყოველ შენს თმას ეფერება ყოველი შენი ამოსუნთქვა, გულის ტკივილი ესმის.. ხან არის რომ განუგეშებს და ამ დროს ადამიანს უნდა გაირინდოს მისი სიახლოვით.. ხან არის ვერ გრძნობ მაგრამ იქვეა გიყურებს.. "რა უხარია რაზე ფიქრობს" ამასაც გვეტყვის, მიგვანიშნებს.. და თუ არ ვიყვარს, როგორ გვწამს? შეიძლება არ გვიყვარს ისე როგორც საჭიროა, ჩვენი ცოდვები დასტურია.. მაგრამ გვწამს, თუ ვეცდებით ვისწავლოთ სიყვარული, ერთგულება, მისი ნების აღსრულება, მოგვმადლის ჭეშმარიტ სიყვარულს რომელიც ჩვენს გულს გაათბობს, დაადნობს, დააჩოქებს მადლიერების გრძნობით "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი".. ალბათ მასეა |
orthodox-georgia |
Sep 25 2008, 11:47 PM
პოსტი
#12
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
მცოდნეებმა გვასწავლონ უცოდინრებს ყველა ელემენტარულით დეტალი, რომლებსაც ეკლესიის სინამდვილეში ყველაზე მეტად არიან "ლეგენდების" სახით გავრცელებული... აი ასე ვთქვათ: შეცდომა 1: სანთლის სულის შებერვით ჩაქრობა არ შეიძლება. მერე მოვაყოლოთ განმარტება, რატომ შეიძლება. ჩემ სტიქაროსნულ პრაქტიკაში იყო ეგეთი შემტხვევა, როცა ვიღაც "მორწმუნე" ქალბატონმა მე და მესანთლე კინაღამ გვცემა სანთელს სულის შებერვით ნუ აქრობთო. ხოდა აბა ეგეთ ადამიანს რა უნდა ელაპარაკო? შეცდომა 2: ძილის წინა ლოცვების საღამოს 6 საათს მერე წაკითხვაც შეიძლება. და ე.ი. 6 საათზე უნდა დავიძინოთ? -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
BOO |
Sep 25 2008, 11:53 PM
პოსტი
#13
|
ბუუუუ ჯგუფი: Members პოსტები: 1,602 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 967 |
მცოდნეებმა გვასწავლონ უცოდინრებს ყველა ელემენტარულით დეტალი, რომლებსაც ეკლესიის სინამდვილეში ყველაზე მეტად არიან "ლეგენდების" სახით გავრცელებული... აი ასე ვთქვათ: შეცდომა 1: სანთლის სულის შებერვით ჩაქრობა არ შეიძლება. მერე მოვაყოლოთ განმარტება, რატომ შეიძლება. გეთანხმები აქამდე სულის შებერვით ვაქრობდი სულ ანუ არ უნდა ჩავაქრო? |
neo |
Sep 26 2008, 10:08 AM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
სად გადი ზღვარი შინაარსა და ფორმას შორის ?
ძალიან ძნელია ერთიდაიგივე ყოველდრე გეგმიტ იმეორო და არ იყო მექანიკური... მაგრამ ეს ტრინინგია მარტივი ვარჯიშები... ნამდვილი ლოცვდა დროდა დრო მოდის და არის სესაძლებელი... რა საჭიროა ეს გეგმები ? სამწუხაროდ ჩვენი ზნედაცემული ბუნების გამო არის საჭირო... არ გექნება გეგმა, არ გექნება თავის იძულება და არც ნამდვილი ლოცვა გექნება... მესმის რომ შეყვარებულისთვის 6 საათზე ვარდის ჩუქება სასაცილოა მაგრამ მიუხედავად ბევრი მსგავსებისა ბევრი სხვაობააცაა სიყვარულის ამ ორ სახეს შორის... ერთხელ ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა არსებობს ხეები რომელტა ტოტები მოხრილია მსხვილი ნაყოფების გამო მაგრამ არსებობს ისეთი ხეებიც, რომელტა ტოტებს თუ მოხრი ნაყოფ იღებსო... შეყვარებულისკენ გული დღედაღამე გაგირბის, ღმერთისკენ კი ყურით უნდა მიათრიო... და ეს სხვაობა პრინციპულია... იმდენად რომ ჯვარცმას საჭიროებს... -------------------- www.cordesign.ge
|
მხევალი ნინო |
Sep 26 2008, 12:20 PM
პოსტი
#15
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
kato_Bato
ციტატა როგორ შეიძლება უფალს სთხოვო და ელაპარაკო, გწამდეს თუ არ გიყვარს. ამისთვის უნდა იცნობდე უფალს. ანუ უნდა იცოდე როგორია, მრისხანე თუ მოწყალე, მხოლოდ ცეცხლიოს და წვიმის ღმერთი, თუ ყველასი და ყველაფრის. სულ ცოტაც რომ იცი ქრისტეზე უკვე გიყვარს, როცა ცრუ რწმენებისგან გათავისუფდები (ანუ როცა მეტად გაიცნობ უფალს რომ მისტვის სულერთია სანთელს რომელი მხრიდან დაანთებ, რომელს აატზე იტყვი ლოცვას, რომელი ფეხით სეხვალ ეკლესიაში და აშ), მეტად სეგიყვარდება, მაგარამ ამისთვის ცოტა მეტად უნდა იცნობდე ჩვენს რელიგიას, უფალს უნდა იცნობდე მეტად, რაც მოგანიჭებს ტავისუფლებას, იმ შებოჭვებისგან მაინც. neo ციტატა შეყვარებულისკენ გული დღედაღამე გაგირბის, ღმერთისკენ კი ყურით უნდა მიათრიო... და ეს სხვაობა პრინციპულია... იმდენად რომ ჯვარცმას საჭიროებს... ამას ცოტა დავაზუსტებ შენი ნებრთვით, უფალიც გიყვარს, მაგრამ მასთან მისვლა, რაც ლოცვაში, მარხვაში და ტავშეჯკავებაში გამოიხატება გიჭირს, რადგან წინააღმდეგობას გიწევს ბოროტი, ამას კი ბრძოლა სჭირდება, რაც თავტან ძაკდატანებაში, ნებისყოფაში, შრომაში და აშ გამოიხატება. ეს გიჭირს, არ გინდა , გეზარება, თორემ იმ წუთას როცა ლოცვას დაიზარებ ვინმემ რომ გკიტხოსქრისტე გიყვარსო? არ მგონია უარით უპასუხო. შეყვარებულტან არ გიჭირს მისვლა, რადგან არავინ გეღობება, როცა გეღობებიან, როა იქაც ბრძოლა გიწევს, იქნებ ყოველდღიური ბრძოლა და ბრძიოლით შეყვარებულამდე მიღწევა დაგეზაროს კიდეც, ტანაც ლოცვაზე ბრძოლა და ფიზიკურად სადმე მისაღწევარ ბრძოლას შორის დიდი სხვაობაა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
თემო |
Sep 26 2008, 02:41 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
თუ ჩვენ არ ვიცით, რა სურს უფალს, არ ვკითხულობთ, არ გამოვეძიებთ... ვინ ვართ? რას ვაკეთებთ ეკლესიაში... თუნდაც ამ ფორუმზე..? მოვამთავროთ ერთი ადგილის ტკეპნა და მართლა გამოვიძიოთ რას ნიშნავს იყო მართლმადიდებელი. რომ გონებას წირვა-ლოცვაზე დგომისას სანთლის ჩაქრობა და მეტანიის გაკეთების ფორმა არ გვიფანტავდეს. რომ მართლა შევიყვაროთ უფალი... თემა საინტერესოა და არც ისე ზედაპირული როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. იმისათვის რომ ვინმე გიყვარდეს, მის მიმართ დადებითად ან პირიქით განეწყო და შენს ახლობლად იგულო, ამის აუცილებელი პირობაა რომ ამ ადამიანზე (ობიქტზე), გაგაჩნდეს საკუთარი შეხედულება, იცნობდე მას, მის "შინაარს", ხასიათს, ბუნებას, მის აზრებს და ა.შ. მხოლოდ ამ გარემოებებთან გაცნობა და შემდგომ საკუთარ ბუნებასთან თანხვედრა და ჰარმონიზაცია შეიძლება გახდეს საფუძველი სხვადასხვა გრძნობების გაჩენის, ეს შეიძლება იყოს შიში, სიძულვილი, სიყვარული და სხვა ქრისტიანები მაცხოვართან ვკონტაქტობთ ლოცვითი კავშირით, ევქარისტიული მონაწილეობით, ლიტურგიაში მონაწილეობით და ა.შ. მაგრამ ეს მართლაც ხშირად ხდება მექანიკურად, ზედაპირულად გაზუთხული ლოცვებით და ამის მიზეზი ჩემი აზრით არის ჩვენივე გაუთვიცნობიერებულობა იმ ქმედებაში რასაც ვაკეთებთ, რადგან იმის სერიოზული გაცნობიერება რომ ჩვენ სამაყაროს შემოქმედს ვეკონტაქტებით, უზენაეს უფალს ვთხოვთ ლოცვებში ნათქვამი შეგვისრულოს და ზიარების დროს ჩვენში შემოვიდეს ყოველივე ამის გაცნობიერება საკმარისია ღვთისადმი მოწიწების, სიყვარულის და საკუთარი თავისადმი კი უღირსობა დაინახო. აქაც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი და ყოველივე ზემოთ დაწერილის საფუძველი, ეს არის იმის ცოდნა_ცოდნა მისი ყველაზე საუკეთესო გაგებით, იმის შემეცნება თუ ვინ არის ქრისტე, რატომ არის ის მაცხოვნებელი?, საიდან აქვს მას ესოდენ დიდი ხელმწიფება? უნდა მიყვარდეს უფალი თუ არა და რატომ? ამ და სხვა უამრავ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით და წმინდა წერილის კითხვითაა შესაძლებელი. შევიცნობთ თუ არა ჩვენ ჭეშმარიტებას ის მაშინვე გაგვათავისუფლებს ყოველგვარი ცრუ ქმედებებისა და აზრებისაგან რადგან ის ჭეშმარიტებაა და ჭეშმარიტება რომ არის უზენაესის სწავლება ამაში მხოლოდ ეკლესიური ცხოვრება და განმტკიცებული მოშურნეობითი ღვაწლი წმინდა წერილის შეწავლისა დაგვარწმუნებს. არ არსებობს კითხვა რომელზედაც წმინდა წერილი პასუხს ვერ იძლეოდეს. თუ ჩვენ არ ვიცით, რა სურს უფალს, არ ვკითხულობთ, არ გამოვეძიებთ... მართლა საკითხავია ვინ ვართ რომ დაგვირქმევია მორწმუნე მართლმადიდებელი ხოლო რას ვაკეთებთ ეკლესიაში... ეს კითხვა მოიხსნება თუკი ეკლესიის და მის მსახურთა დანიშნულება გვეცოდინება ფორუმზე რას ვაკეთებთ???? ბევრს არაფერს იმისათვის რომ ერთმანეთი რწმენაში განვამტკიცოთ_ ეგაა ჩემი პასუხი, სამაგიეროდ ბევრს ვაფუჭებთ და სად? მართლმადიდებლურ ფორუმზე სადაც ორზე მეტი ადამიანია შეკრებილი ქრისტეს სახელით და ქრისტეც იქ არის. ღმერთმა რწმენა მოგვცეს და განგვამტკიცოს. თემური. |
loen |
Oct 2 2008, 11:43 AM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 25-September 08 წევრი № 5,722 |
იოანეს სახარება 14:15 და 14:21
იოანე მოციქულის პირველი წერილი 4:7-21; 4:12; 4:15; 4:19 ; 5:1-3 მათე 12:30 იოანე 3:16 რომაელთა 10:9 კომენტარის გარეშე. -------------------- "... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd April 2024 - 02:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი