IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა
T I K O
პოსტი Feb 12 2008, 05:29 PM
პოსტი #61


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ციტატა(marine @ Feb 12 2008, 12:02 PM) *

თიკო, შენი წყალობით ორმაგად შემიყვარდა მორის ფოცხიშვილის პოეზია a025.gif

მიხარია, მარი wub.gif 2kiss.gif ძალიან უშუალო და გულწრფელი ლექსები აქვს.

ციტატა


უფალი მოვა,
განიკითხავს სოფელს ქართულად

(არქიმანდრიტი შიო (გაბრიჭიძე))

ქართული ენის სადიდებელია smile.gif

მე სიმღერისას დავდებ:


ჩაკრულო

სიმღერავ ქართულო,

მარტივო და რთულო,

უნაზეს სიმებად,

სირმებად დართულო,

ცამდე აღმართულო

სართულზე სართულო,

წიაღით მომსკდარო,

სილაღით გართულო.

მრავალგზის ჩაგრულო,

სულო ვერჩაკლულო _

«ჩაკრულო»!



ვახუშტი კოტეტიშვილი


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2008, 12:47 PM
პოსტი #62


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,098
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(tiko282 @ Feb 12 2008, 05:29 PM) *

მიხარია, მარი wub.gif 2kiss.gif ძალიან უშუალო და გულწრფელი ლექსები აქვს.


მართალი ხარ, თიკო, მამა შიოს პოეზია ძალიან ალალი და გულწრფელია smile.gif

ციტატა

მრავალგზის ჩაგრულო,

სულო ვერჩაკლულო _

«ჩაკრულო»!

ვახუშტი კოტეტიშვილი


ულამაზესია rolleyes.gif



საქართველოს

მიხეილ ქვლივიძე


კაიკაცობის მძიმე უღელი

ყოველთვის მედგრად გამიწევია,

არ დავცემულვარ, მუხლმოუღლელი,

სიმღერით სევდა დამიძლევია.


შენს ქვიან გზებზე - აქაც და იქაც -

სიმართლის მეტი რა მიძებნია?..

თურმე რამდენი სიმღერაც მითქვამს,

სუყველა შენთვის დამიწერია!



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Feb 13 2008, 05:25 PM
პოსტი #63


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ციტატა(marine @ Feb 13 2008, 11:47 AM) *

საქართველოს

მიხეილ ქვლივიძე
კაიკაცობის მძიმე უღელი

ყოველთვის მედგრად გამიწევია,

არ დავცემულვარ, მუხლმოუღლელი,

სიმღერით სევდა დამიძლევია.
შენს ქვიან გზებზე - აქაც და იქაც -

სიმართლის მეტი რა მიძებნია?..

თურმე რამდენი სიმღერაც მითქვამს,

სუყველა შენთვის დამიწერია!

ძალიან ლამაზია ლექსადაც და სიმღერადაც yvavilebi.gif yvavilebi.gif yvavilebi.gif


**************************
აყვავებული კარტოფილი,

ყვავილიანი სათიბები,

სათოფურები დათოფილი,

კოშკები, კოშკები ნატიფები.

პაწია, პაწია კალოები,

ვეება, ვეება ხარები,

სგიმები, სგიმები, წყაროები

ღვარები, ღარები, ყანები.

ფიქალი, მერქანივით დაფიცრული,

კირი თოვლისფრად გამომწვარი,

საკლავი, მუშისთვის გასისხლული,

პური, ნადისთვის გამომცხვარი.

შენება, შენება გახელებით!

ქვეყანა ლამაზი და ღარიბი!

უმშვენიერესი სახელები!

ულამაზესი გვარები!

მდინარეები ჩქარები,

ცისფერი, ცისფერი ჭალაკები,

ქალები-ჩუმები და წყნარები,

კაცები-ცოტათი ამაყები!

კოშკები-წარსულზე გამწყრალი,

ზრდილი და სალმიანი ბავშვები,

კაი მოტირალი ქალ-რძალი,

კაი მოქართულე მახვშები...

მკაცრი სიყვარული ერთმანეთის,

გაუმხელელი ხვაშიადი,

ქვეყანა-ტყუპი ესპანეთის-

პიტალო, პიტალო ხასიათი!



მურმან ლებანიძე






--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2008, 05:35 PM
პოსტი #64


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,098
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(tiko282 @ Feb 13 2008, 05:25 PM) *

აყვავებული კარტოფილი,

ყვავილიანი სათიბები,

სათოფურები დათოფილი,

კოშკები, კოშკები ნატიფები.

პაწია, პაწია კალოები,

ვეება, ვეება ხარები,

სგიმები, სგიმები, წყაროები

ღვარები, ღარები, ყანები.

ფიქალი, მერქანივით დაფიცრული,

კირი თოვლისფრად გამომწვარი,

საკლავი, მუშისთვის გასისხლული,

პური, ნადისთვის გამომცხვარი.

შენება, შენება გახელებით!

ქვეყანა ლამაზი და ღარიბი!

უმშვენიერესი სახელები!

ულამაზესი გვარები!

მდინარეები ჩქარები,

ცისფერი, ცისფერი ჭალაკები,

ქალები-ჩუმები და წყნარები,

კაცები-ცოტათი ამაყები!

კოშკები-წარსულზე გამწყრალი,

ზრდილი და სალმიანი ბავშვები,

კაი მოტირალი ქალ-რძალი,

კაი მოქართულე მახვშები...

მკაცრი სიყვარული ერთმანეთის,

გაუმხელელი ხვაშიადი,

ქვეყანა-ტყუპი ესპანეთის-

პიტალო, პიტალო ხასიათი!



მურმან ლებანიძე


პირველად წავიკითხე და გული გათბა ისეთი ლექსია smile.gif

თიკო, გაგახაროს უფალმა, ქართული საგანძურიდან ასეთ ლექსები რომ გამოგაქვს და ამ თემაში ამზეურებ mpua.gif სულმოუთქმელად ველი კიდევ და კიდევ..


ბარათაშვილის ვედრება

(მიხეილ ქვლივიძე)


გამაცოცხლე!

გამაცოცხლე!

გამაცოცხლე!

გამაცოცხლე!

გამაცოცხლე და სიცოცხლით

ხელმეორედ გამაოცე!

გამაოცე,

გამაკვირვე,

განმაცვიფრე,

გამახარე,

გამამრავლე,

გამავრცელე

და ამქვეყნად დამამყარე!..


სანამ პირში სული მედგა

და მწყალობდა მაღლით ღმერთი,

სულ რაღაცას მოველოდი,

სულ რაღაცას ვაპირებდი;

სულ იმედის გუთანს ვები, -

რომ დამეხნა ჩემი მხარე,

მაგრამ ჩემი ჭირნახულით

ვერ იქნდა და ვერ ვიხარე!


და ამიტომ გევედრები:

გამაცოცხლე,

გამაცოცხლე,

გამაცოცხლე და სიცოცხლით

კიდევ ერთხელ გამაოცე!

გამაოცე,

გამამრავლე,

გამაასე-და-ათასე...

ცოცხალს თუ ვერ მომიარე,

მკვდარი მაინც დამაფასე!


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Feb 14 2008, 04:15 PM
პოსტი #65


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ციტატა(marine @ Feb 13 2008, 04:35 PM) *

პირველად წავიკითხე და გული გათბა ისეთი ლექსია smile.gif

თიკო, გაგახაროს უფალმა, ქართული საგანძურიდან ასეთ ლექსები რომ გამოგაქვს და ამ თემაში ამზეურებ mpua.gif სულმოუთქმელად ველი კიდევ და კიდევ..

დიდი მადლობა, მარი wub.gif mpua.gif ნამდვილად არ დავიზარებ აქ ლექსების დადებას. მართლა ძალიან მიხარია რომ მოგწონს. smile.gif

ციტატა
ბარათაშვილის ვედრება

(მიხეილ ქვლივიძე)

yvavilebi.gif მომწონს ეს პოეტი rolleyes.gif


ამ მიწის ბედი ჩემი ბედია

გოდერძი ჩოხელი


ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,

მის ბეჭზე ბეჭით ვთიბავ ბალახებს,

მე თუნდა არ ვთქვა, მთები გეტყვიან,

რაც მაწუხებს და რაიც მალაღებს.

ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ,

ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი,

საწუთრო ჩემზე ისე ბალახობს,

როგორც უღელში ნაბამი ხარი.

დავალაჯუნებ დედამიწაზე,

ბრუნავს მიწა და მეც მატრიალებს,

სადღაც მივდივარ, გზა მიდევს შორი,

წვეთი-წვეთ ვტოვებ უკან მზიანეთს.

ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,

ამ მიწის ბეჭზე დამწერეს ჯვარი.



--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 15 2008, 06:11 PM
პოსტი #66


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,098
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



tiko282
mpua.gif mpua.gif wub.gif


თერგი

გოდერძი ჩოხელი

თერგი ნაპირებს ჩაჰყურებს:
_ ჩავალ, თუ ჩავიჩეხები?
კლდეზე ფრინავენ ტალღები
როგორც დაჭრილი ვეფხვები.
სამშობლოს დარდი თან მიმაქვს,
ჯავრს არვის დავესესხები,
მტრისაკე მივალ მუქარით,
უფსკრულებს ჩავეხეთქები,
ჩვენს მტერთან ომი მწადია,
სამშობლოს დარდით ვერ ვძღები.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Feb 16 2008, 12:29 PM
პოსტი #67


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



marine
უნიჭიერესი კაცი იყო გოდერძი ჩოხელი. სამწუხაროა, ვერ დავაფასეთ სათანადოდ sad.gif
...ძალიან მიყვარს მისი ფილმები.


* * * * * * * * * * *
აფხაზეთზე
ამ კაცს თვალი უჭირავს -
ეს კაცია,
ალბათ, თურქის თემის...
და მე ვყვირი:
- ჩემს სისხლს დალევს უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!

როსმე „არგო“
(სხვა ხომალდი გუშინაც!)
მოაპობდა
ზვირთებს ნიჩბის ცემით...
და მე ვყვირი:
- მკვდარსა მნახვენ უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!

ზღვაო პონტის!
რიფებს მალავ უჩინარს -
არაერთის
ზედ მიემსხვრა გემი...
და მე ვყვირი:
- ოხ, უწინამც! უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!

მურმან ლებანიძე


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 18 2008, 12:20 PM
პოსტი #68


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,098
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(tiko282 @ Feb 16 2008, 12:29 PM) *

marine
უნიჭიერესი კაცი იყო გოდერძი ჩოხელი. სამწუხაროა, ვერ დავაფასეთ სათანადოდ sad.gif
...ძალიან მიყვარს მისი ფილმები.
* * * * * * * * * * *

ზღვაო პონტის!
რიფებს მალავ უჩინარს -
არაერთის
ზედ მიემსხვრა გემი...
და მე ვყვირი:
- ოხ, უწინამც! უწინამც!
და მე ვმღერი:
- აფხაზეთი ჩემი!

მურმან ლებანიძე


ვთვლი, რომ გოდერძი ჩოხელი ჩვენი თაობის ვაჟა იყო. ძალიან დამენანა sad.gif

ლებანიძის ეგ ლექსი ისე მომეწონა, რომ აფხაზეთის თემაში უნდა გადავაკოპირო smile.gif



ეს კი მამაჩემის დაწერილია:



1991 წლის დეკემბერი


რუსთაველზე ბევრი სული დადნა,

ამ პროსპექტით ამაყობდა ბევრი.

ცეცხლი ლოკავს ოპერის წინ ვარდებს,

ფანჯრებს ამსხვრევს ავტომატის ჯერი.


ორასი წლის ჩუმი ღამის მერე

მამა დავითს კვლავ უშენენ ტყვიებს,

სისხლის ტბორში ისველებენ ხელებს

ქართველები ქართველების მიერ.


ფრიდონ გელაშვილი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Feb 18 2008, 09:33 PM
პოსტი #69


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ციტატა(marine @ Feb 18 2008, 11:20 AM) *

ლებანიძის ეგ ლექსი ისე მომეწონა, რომ აფხაზეთის თემაში უნდა გადავაკოპირო smile.gif

რა პრობლემაა smile.gif მშვენიერი აზრია.

ციტატა
ეს კი მამაჩემის დაწერილია:

1991 წლის დეკემბერი

ტკივილიანი ლექსია wub.gif



საქართველოს


ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი.

ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული.

ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი.

და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული.


ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული

საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი

სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი

და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული.


მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური,

მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა.

მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის:


უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, -

და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს

შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი.


გრიგოლ რობაქიძე


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2008, 05:15 PM
პოსტი #70


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,098
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(tiko282 @ Feb 18 2008, 09:33 PM) *


ტკივილიანი ლექსია wub.gif
საქართველოს
სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი

და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული.
მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური,

მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა.



გრიგოლ რობაქიძე


mpua.gif mpua.gif

(რაღა უნდა მიყო, მტერო...)

დავით შემოქმედელი


რაღა უნდა მიყო, მტერო,
მაშინც ვტირი, როცა ვმღერი,
აქეთ _ თათრის ყურანი მგლეჯს,
იქით _ რუსის ხიშტის წვერი.

გულში ბოღმა ჩამისახლდა,
ჟამი ესე მექცა ფარსად,
მე რომ გოგო შევიყვარე,
თათრის ფაშის დგება ხასად.

მე რომ ბიჭი ძმად ვიგულე,
მტრის ტაბლასთან მოყვრად მჯდარი,
აქეთ მკლავს და აქეთ მპარავს,
ვაი, ჩვენი ცოდვის ბრალი.

და მახელებს გრძნეული ხმა,
ტაძრის ყოველ ლოდზე ბზარი,
გორს და ზუგდიდს იქით უკვე
საქართველო აღარ არი.

და სარჩოსთვის ქუჩაში მდგარს,
სახეში სცემს ქარი, მტვერი
და ნათლობის ჯვრებით ვაჭრობს
ჩემი გაძარცული ერი.

რაღა უნდა მიყო, მტერო,
მაშინც ვტირი, როცა ვმღერი,
აქეთ _ თათრის ყურანი მგლეჯს,
იქით _ რუსის ხიშტის წვერი.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Feb 21 2008, 03:20 AM
პოსტი #71


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ციტატა(marine @ Feb 19 2008, 04:15 PM) *

(რაღა უნდა მიყო, მტერო...)

დავით შემოქმედელი

sad.gif ეს ლექსი სრულიად შეესაბამება დღევანდელ დღეს.
თათარს თუ ამერიკელით ჩავანაცვლებთ, მითუმეტეს smile.gif



* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *

მოფრინდნენ წეროები... მოფრინდნენ წეროები...

მოფრინდა ინდოეთის საგაზაფხულო ფოსტა.

ყივილით, ჩეროებით მოხატეს მდელოები...

ფუნჯები თუ დაეპნა ცაში უხილავ ოსტატს?!


არის ამ ჟრიამულში რაღაც სხვა გაბრუება,

სამყაროს პირველშექმნის მუსიკის მონამტვრევი,

შიში და სიხარული მშვიდობით დაბრუნების,

ტკივილიც, სიყვარულიც ნახვის და მონატრების.


...მოაგნეს საქართველოს... მოაგნეს, მოატირეს...

ხელებს შლის ცა და ხმელი სამოთხის დასადარი.

ვაი რომ აქაც არის თოფი და მონადირე,

ვაი, რომ უსიკვდილოდ სამოთხე არსად არის...



შოთა ნიშნიანიძე


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 21 2008, 12:44 PM
პოსტი #72


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,098
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(tiko282 @ Feb 21 2008, 03:20 AM) *

...მოაგნეს საქართველოს... მოაგნეს, მოატირეს...

ხელებს შლის ცა და ხმელი სამოთხის დასადარი.

ვაი რომ აქაც არის თოფი და მონადირე,

ვაი, რომ უსიკვდილოდ სამოთხე არსად არის...

შოთა ნიშნიანიძე


არაჩვეულებრივი ლექსია rolleyes.gif

(დღეს ბაგრატიონს აღარ მარტყია...)


პეტრე გრუზინსკი


დღეს ბაგრატიონს აღარ მარტყია

მეფე ერეკლეს პირბასრი ხმალი,

ნაირმალივით გულზე მატყვია

შენი პატარა ტერფების კვალი.

არც იერიშით მივსულვარ მტერზე,

არც შურისგების მითქვამს პირობა,

არ მიბრძოლია და მაინც მკერდზე

მაზის მაგ თვალთა მძიმე ჭრილობა.

და როცა ვინმე შენ, უტიფარი,

მოგაპყრობს მზერას აღსავსეს ჟინით,

მსურს დავულეწო გულის ფიცარი,

ჩემს წინაპართა ბრძოლის ყიჟინით.

მაგრამ დღეს წელზე აღარ მარტყია

მეფე ერეკლეს პირბასრი ხმალი,

ნაირმალივით გულზე მატყვია

შენი პატარა ფეხების კვალი.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Feb 24 2008, 07:42 PM
პოსტი #73


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ციტატა(marine @ Feb 21 2008, 11:44 AM) *

არაჩვეულებრივი ლექსია rolleyes.gif

(დღეს ბაგრატიონს აღარ მარტყია...)
პეტრე გრუზინსკი
დღეს ბაგრატიონს აღარ მარტყია

მეფე ერეკლეს პირბასრი ხმალი,

ნაირმალივით გულზე მატყვია

შენი პატარა ტერფების კვალი...size]

ლამაზია, მომეწონა yvavilebi.gif yvavilebi.gif yvavilebi.gif
2kiss.gif



თუ სიკვდილია...

მუხრან მაჭავარიანი


გადავლახავდი დრო-ჟამის მიჯნას,

ვიქათქათებდი,

ვით ალავერდი, —

მიზანს და სიკვდილს მიზნისას მიზნად, —

დედა რომ არა

ორთავეს ერთი.


ვერ მივაღწიე,

ვერ ვეღირსე უკეთუ მიზანს.

ვერ გავისწორე უკეთუ ხოში, —

რა ბედენაა დიდუბის და მთაწმინდის მიწა!..

თუ სიკვდილია! —

აი, წოლა მესმის შამქორში.


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 25 2008, 03:10 PM
პოსტი #74


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,098
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(tiko282 @ Feb 24 2008, 07:42 PM) *


თუ სიკვდილია! —

აი, წოლა მესმის შამქორში.


მხოლოდ ჭეშმარიტ ქართველს შეუძლია ასე ამოთქვას ეს სიტყვები a025.gif


ყური დაუგდეთ

პეტრე გრუზინსკი


ყური დაუგდეთ ძველთა ნანგრევთა

უხმო კვნესას და უხმო გოდებას,

ის, რაც იხილეს ამ ქონგურებმა

არასდროს აღარ განმეორდება.

დგანან ამაყად მკერდშენგრეულნი

და იხსენებენ წარსულს ნისლიანს,

ყველა გოდოლზე, ყველა კედელზე

მამა-პაპათა წმინდა სისხლია.

და თითო ლოდი ხავსმოდებული _

ძველ მატიანის თითო ფურცელი _

უნდა გადავცეთ ჩვენს შვილთაშვილებს

წასაკითხავად ისევ უცვლელი.

იმათაც დახვდეს ციხე რუხისა,

ვარძიის მღვიმე _ დიდება ჩვენი,

მათთვისაც რეკდეს ძველი გელათი,

სვეტიცხოველი და ზედაზენი.

დაე იცოდნენ: ყველა ნანგრევი

დღესაც გუშაგობს წარსულს ნისლიანს,

ყველა მათგანზე მამა-პაპათა

ჩვენთვის დაღვრილი, წმინდა სისხლია.





--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Feb 26 2008, 11:04 PM
პოსტი #75


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



marine
yvavilebi.gif mpua.gif



სამშობლო


ჯიხვი - ქარაფზე ხტის,

ბუზს არ აიფრენთ, ქედებო!

კავკასით პონტის პირს

ძირს ჩაკიდულხართ, ხედებო!

მე რომ სიკვდილი მჭირს,

ხომ შენგნით, ჩემო ედემო?!

ამბავს წაუღებთ ვის,

თქვენ, ფრინველებო ღვთის -

წითელ-ფეხება მტრედებო?!



მურმან ლებანიძე


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ართი ვარდი
პოსტი Feb 26 2008, 11:09 PM
პოსტი #76


MARIAMI
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,359
რეგისტრ.: 15-April 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 1,658



ციტატა(tiko282 @ Feb 26 2008, 11:04 PM) *

marine
yvavilebi.gif mpua.gif

სამშობლო


ჯიხვი - ქარაფზე ხტის,

ბუზს არ აიფრენთ, ქედებო!

კავკასით პონტის პირს

ძირს ჩაკიდულხართ, ხედებო!

მე რომ სიკვდილი მჭირს,

ხომ შენგნით, ჩემო ედემო?!

ამბავს წაუღებთ ვის,

თქვენ, ფრინველებო ღვთის -

წითელ-ფეხება მტრედებო?!

მურმან ლებანიძე

ძალიან მიყვარს ეს ლექსი.სხვათაშორის ზაზა ხუციშვილმა იმღერა არ ლექსზე smile.gif ვფიქრობ რომ ძალიან ლამაზად smile.gif


--------------------
სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)

სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა...

ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Feb 26 2008, 11:39 PM
პოსტი #77


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ციტატა(ართი ვარდი @ Feb 26 2008, 10:09 PM) *

ძალიან მიყვარს ეს ლექსი.სხვათაშორის ზაზა ხუციშვილმა იმღერა არ ლექსზე smile.gif ვფიქრობ რომ ძალიან ლამაზად smile.gif

მეც მიყვარს smile.gif . ზაზა ხუციშვილის შესრულებით კი არ მომისმენია ნამდვილად smile.gif


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 27 2008, 11:48 AM
პოსტი #78


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,098
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



tiko282
ართი ვარდი
a025.gif a025.gif



გიორგი შალამბერიძე

* * *

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,

სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი.

ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,

გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში,

გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,

გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,

მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს

და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.

მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს

და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს,

ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,

არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,

ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს

ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდი საცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს,

შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს

და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,

შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს,

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს

და სასაფლაოს საყდარში შუბლხე ვაცხებდი მირონს,

მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,

პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.

წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბნალა ფაშატს

და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,

სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი.



პ. ს. ეს ლექსი ტელევიზორში მოვისმინე პირველად და ძალიან მომეწონა.

ინტერნეტში ვნახე ამ საიტზე http://samkauli.ge/gio-poezia.htm


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Feb 28 2008, 03:52 PM
პოსტი #79


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ციტატა(marine @ Feb 27 2008, 10:48 AM) *

გიორგი შალამბერიძე

* * *
პ. ს. ეს ლექსი ტელევიზორში მოვისმინე პირველად და ძალიან მომეწონა.

ინტერნეტში ვნახე ამ საიტზე http://samkauli.ge/gio-poezia.htm
მართლა ძალიან ლამაზია, მარი rolleyes.gif
ეს ლექსი მეც მქონდა წაკითხული, მაგ საიტს კი ახლა ვნახავ smile.gif



მე კავკასიის ქედები მთხოვენ

მე კავკასიის ქედები მთხოვენ,

მე მთხოვს მუსიკა თერგის ხმაურის,

ვუსმინო ყაზბეგს-ხევის ბეთჰოვენს,

აგუგუნება კაეშაურის.


მე მშობლიური არაგვი მირჩევს,

წინასწარ ვიგრძნო, ვიცოდე მარად,

ქართველის გული თუ რისთვის ირჩევს,

ომში სიცოცხლე ჩასთვალოს არად.


იმ დღეებს ძეგლი უნდა აუგო,

უნდა აღვმართო წყებათა-წყება,

ვით აღიმართა შენთან, ძაუგო,

გამარჯვებათა ჩვენთა დაწყება!

გალაკტიონ ტაბიძე


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 28 2008, 04:25 PM
პოსტი #80


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,098
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



tiko282
a025.gif a025.gif ულამაზესია!!!



გიორგი შალამბერიძის ეს ლექსიც მომეწონა smile.gif

* * *

მივდივარ მარუხს, მივდივარ კრწანისს,

მე ყველა გოჯი ამ მიწის მერწყმის,

დრო არის ხმალთა კვეთების წამის,

დრო არის ციხე-სიმაგრის ძერწვის.

დადექი ქარში, დადექი ზღურბლზე,

ქართული გენის შეაღე კარი,

მე სინდისივით დავიწერ შუბლზე

დროშას, რომელიც ცას ავაკარი.

მომაქვს სხეული _ სამსხვერპლო ნერვი,

მომაქვს ღაღადი ქვისა და მიწის,

ჩემი წინაპრის ავსილი ქვევრი

ჯერ არდაღვრილი სისხლივით იწვის.

დრო არის ბუკის, დრო არ მაქვს ქნარის,

უზანგდაწყვეტილ ცხენების დროა,

ავლესე ჯიშის ქართული ხმალი,

გავთელე ფლოქვით ურდოთა გროვა.

მივდივარ მარუხს, მივდივარ კრწანისს,

მე ყველა გოჯი ამ მიწის მერწყმის,

დრო არის ხმალთა კვეთების წამის,

დრო არის ციხე-სიმაგრის ძერწვის.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st May 2024 - 08:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი