IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ავტოკეფალური ეკლესიების ურთიერთობა საზღვარგარეთ, ვინაა მასპინძელი და ვინაა სტუმარი?
Eliko
პოსტი Dec 5 2007, 05:05 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 228
რეგისტრ.: 31-July 07
წევრი № 2,552



თუ ვინმემ იცით თუ როგორ რეგულირდება შემდეგი ურთიერთობები საეკლესიო სამართლის მიხედვით:

შესავალი: როგორ თანამშრომლობენ მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიები პროტესტანტულ ქვეყანაში ან კათოლიკურში? ითვლება იქ მასპინძლად ან სტუმრად, თუ ყველას თანაბარი უფლებები აქვს? რას ნიშნავს სტუმარი და რას ნიშნავს მასპინძელი?

ძირითადი კითხვა:ის მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესია, რომელიც პირველი შევიდა ამ პროტესტანტულ ქვეყანაში, სარგებლობს თუ არა რაიმე პრივილეგიით?

კონკრეტული კითხვა: უნდა სთხოვონ თუ არა პროტესტანტულ (ან საერთოდ არაქრისტიანულ) ქვეყანაში შესვლის ნებართვა დანარჩენმა ავტოკეფალურმა ეკლესიებმა იმ ავტოკეფალურ ეკლესიას, ვინ პირველი შევიდა მისიონერული თვალსაზრისით ამ ქვეყანაში როდესაც აპირებენ ამ პროტესტანტულ ქვეყანაში თავიანთი სასულიერო პირი მიავლინონ?

მაგალითი: დავუშვათ ავსტრალიაში (ან სადმე სხვაგან)პირველი შევიდა რუსული მართლმადიდებლური ეკლესია (ან რომელიმე სხვა) და დაარსა თავისი ეპარქია. ამას მოჰყვა ავსტრალიაში საბერძნეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის.... ავტოკეფალური ეკლესიების ჩასვლა და სამრევლოების დაარსება. გავიდა დრო და ავსტრალიაში ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველთა რიცხვი გაიზარდა და მრევლი ითხოვს ქართველ მოძღვარს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აპირებს მიავლინოს იქ მღვდელმსახური. უნდა სთხოვოს თუ არა ნებართვა საქართველოს ეკლესიამ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას იმ მოტივით, რომ პირველად იქ რუსული შევიდა? ან ვინმეს უნდა სთხოვოს საერთოდ?

თუ შეძლებთ, რომ კონკრეტული კანონები (წყაროს მითითებით) მოიყვანოთ დასაბუთებისას?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Eliko
პოსტი Dec 5 2007, 05:55 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 228
რეგისტრ.: 31-July 07
წევრი № 2,552



ციტატა(Eliko @ Dec 5 2007, 05:05 PM) *

შესავალი: როგორ თანამშრომლობენ მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიები პროტესტანტულ ქვეყანაში ან კათოლიკურში? ითვლება იქ მასპინძლად ან სტუმრად, თუ ყველას თანაბარი უფლებები აქვს? რას ნიშნავს სტუმარი და რას ნიშნავს მასპინძელი?

ძირითადი კითხვა:ის მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესია, რომელიც პირველი შევიდა ამ პროტესტანტულ ქვეყანაში, სარგებლობს თუ არა რაიმე პრივილეგიით?

კონკრეტული კითხვა: უნდა სთხოვონ თუ არა პროტესტანტულ (ან საერთოდ არაქრისტიანულ) ქვეყანაში შესვლის ნებართვა დანარჩენმა ავტოკეფალურმა ეკლესიებმა იმ ავტოკეფალურ ეკლესიას, ვინ პირველი შევიდა მისიონერული თვალსაზრისით ამ ქვეყანაში როდესაც აპირებენ ამ პროტესტანტულ ქვეყანაში თავიანთი სასულიერო პირი მიავლინონ?

მაგალითი: დავუშვათ ავსტრალიაში (ან სადმე სხვაგან)პირველი შევიდა რუსული მართლმადიდებლური ეკლესია (ან რომელიმე სხვა) და დაარსა თავისი ეპარქია. ამას მოჰყვა ავსტრალიაში საბერძნეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის.... ავტოკეფალური ეკლესიების ჩასვლა და სამრევლოების დაარსება. ვთქვათ, გავიდა დრო და ავსტრალიაში ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველთა რიცხვი გაიზარდა და მრევლი ითხოვს ქართველ მოძღვარს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აპირებს მიავლინოს იქ მღვდელმსახური. უნდა სთხოვოს თუ არა ნებართვა საქართველოს ეკლესიამ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას იმ მოტივით, რომ პირველად იქ რუსული შევიდა? ან ვინმეს უნდა სთხოვოს საერთოდ?

თუ შეძლებთ, რომ კონკრეტული კანონები (წყაროს მითითებით) მოიყვანოთ დასაბუთებისას?


თუ შეგიძლიათ მიუთითოთ რომელი კანონები ეხება ამ საკითხს?

აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Eliko
პოსტი Dec 5 2007, 08:24 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 228
რეგისტრ.: 31-July 07
წევრი № 2,552



ვის შევეკითხო, კანონისტს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Dec 5 2007, 10:45 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



საერთოდ თუ ადგილობრივი მართმადიდებლური ეკლესია არ არსებობს,ის მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ არის! ამიტო მისთან შეთანხმებით ხდება! სხვა შემთხვევაში იქაურ არამართმადიდებლურ ეკლესიესაც აყენებენ ხოლმე საქმის კურსში!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Eliko
პოსტი Dec 6 2007, 03:12 AM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 228
რეგისტრ.: 31-July 07
წევრი № 2,552



ციტატა(მამა ირაკლი @ Dec 5 2007, 10:45 PM) *

საერთოდ თუ ადგილობრივი მართმადიდებლური ეკლესია არ არსებობს,ის მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ არის! ამიტო მისთან შეთანხმებით ხდება! სხვა შემთხვევაში იქაურ არამართმადიდებლურ ეკლესიესაც აყენებენ ხოლმე საქმის კურსში!



მადლობთ მამაო პასუხისთვის.
ე.ი. ყველა ქვეყანა, რომელშიც არ არსებობს ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესია, ექვემდებარება მსოფლიო საპატრიარქოს.ხომ არ იცით რომელი საეკლესიო კანონი აწესრიგებს ამ მოვლენას?

რომ დავაზუსტო კითხვა, - როდესაც ქვეყანაში არ არის ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესია, აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, თუ ვინ (რომელი მართლმადიდებლური ეკლესია) შევიდა პირველი ამ ქვეყანაში? და რა მნისვნელობა აქვს ამას?
უნდა სთხოვონ თუ არა დანარჩენმა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა( რომელთაც ასევე სურთ იქ შესვლა) ამ პირველ შესულს ნებართვა? რა ფორმით?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 6 2007, 03:16 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ელიკო,

მე ვკითხავ ჩემს მამა მარკოს, სერბეთის ეკლესიის მღვდელია და დიდი ხნის "გამოცდილება" აქვთ საზღვარგარეთ.

ალბათ ხვალ კანონისტი გიპასუხებს, იმედია ეცოდინება ზუსტად ის, რაც შენ გაინტერესებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Dec 6 2007, 12:47 PM
პოსტი #7


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Eliko

მამა ირაკლის ვეთანხმები და რაც შეეხება ამ კითხვას:
ციტატა
.ი. ყველა ქვეყანა, რომელშიც არ არსებობს ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესია, ექვემდებარება მსოფლიო საპატრიარქოს.ხომ არ იცით რომელი საეკლესიო კანონი აწესრიგებს ამ მოვლენას?

აღნიშნულს აწესრიგებს II მსოფლიო კრების (კონსტანტინოპოლის) მე-2 კანონი:

განგებისათჳს ეკლესიათაჲსა ეპისკოპოსნი ნუ ზედა-შეუვლენ მიერ კერძოთა საზღვრისა თჳსისათა ეკლესიათა, ნუცა შეჰრევენ მათ, არამედ კანონთაებრ ალექსანდრიისა უკუე ეპისკოპოსი ეტჳპტისა, ხოლო ეკლესიათა განაგებდინ, ხოლო აღმთსავალისა ეპისკოპოსთა მიერ, მხოლოდ აღმოსავალი ოდენ განეგებოდედ და დაიცვებოდედ კანონთა შინა ნიკიისათა განწესებული პატივი ანტიოქელთა ეკლესიისაჲ და ასიელთა სოფლებისა ეპისკოპოსთაგან მხოლოდ ასიისანი ოდენ მართებულ იქმნებოდედ და პონტიელთაგან მხოლოდ პონტოასანი ოდენ და თრაკთა მიერ თრაკისანი ოდენ განეგებოდედ. ხოლო უწოდებელად ნუმცა განვლენ ეპისკოპოსნი გარეგან სამრემლოჲსა თჳსისა ჴელთ-დასხმისათჳს, ანუ სხჳსა განგებისა საეკლესიოჲსა. ხოლო დაცვულად რაჲ ეგოს პირველდაწერილი ესე განსაგებელთათჳს მოჴსენებული კანონი კეთილად, ცხად არს, ვითარმედ თითოეულსა სამთავროსა კრებაჲ მის სამთავროჲსაჲ გასაგებს ნიკეას განსაზღვრებულისა კანონისაებრ, ხოლო ბარბაროზებრთა წარმართთა შორის მყოფთა ეკლესიათა ღმრთისათა განგებაჲ ჯერ-არს მამათა მიერ დამტკიცებულისაებრ ჩუეულებისა.

ეს დამტკიცებული ჩვეულება არის ის, რომ ავტოკეფალური ეკლესიების საზღვრებს გარეთ უმაღლესი კანონიკური იურისდიქცია აქვს მსოფლიო საპატრიარქოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს კანონი თითქმის არსად არ არის დაცული. მაგალითისთვის თუნდაც ჩვენი საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიაც კმარა, რომელიც არამართლმადიდებლურ სამყაროშია, მაგრამ საქართველოს პატრიარქს ემორჩილება

ასევე დარღვევაა ისიც, რომ ერთ ქალაქში იყოს 2 მართლმადიდებელი ეპისკოპოსი. არადა, მაგალითად ლონდონში მსოფლიო საპატრიარქოსაც ჰყავს მღვდელმთავარი და მოსკოვის საპატრიარქოსაც. თუმცა, კანონის ფორმალურად დაცვის მიზნით, ტიტულში არცერთს არ აქვს ლონდონის ეპისკოპოსი, არამედ ბერძნები "თიატირიის მიტროპოლიტს" ეძახიან, რუსები კი - "სუროჟის ეპისკოპოსს"



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Eliko
პოსტი Dec 6 2007, 05:23 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 228
რეგისტრ.: 31-July 07
წევრი № 2,552



ციტატა(კანონისტი @ Dec 6 2007, 12:47 PM) *

Eliko

ეს დამტკიცებული ჩვეულება არის ის, რომ ავტოკეფალური ეკლესიების საზღვრებს გარეთ უმაღლესი კანონიკური იურისდიქცია აქვს მსოფლიო საპატრიარქოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს კანონი თითქმის არსად არ არის დაცული. მაგალითისთვის თუნდაც ჩვენი საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიაც კმარა, რომელიც არამართლმადიდებლურ სამყაროშია, მაგრამ საქართველოს პატრიარქს ემორჩილება




აქ ხელთ არ მაქვს და ხომ არ იცი, რა წერია მე-3 მსოფლიო კრების VIII კანონში? ასევე, ხომ არ მიგიწვდება ხელი სამოციქულო კანონებზე XXXIV და XXXV? წერია მათში რამე ამ საკითხთან დაკავშირებით?


მაინტერესებს, არამართლმადიდებლურ ქვეყანაში პირველჩამოსულ მართლმადიდებელ ეკლესიას რა უპირატესობები აქვს ან აქვს თუ არა საერთოდ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Eliko
პოსტი Dec 7 2007, 11:04 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 228
რეგისტრ.: 31-July 07
წევრი № 2,552



ციტატა(მამა ირაკლი @ Dec 5 2007, 10:45 PM) *

საერთოდ თუ ადგილობრივი მართმადიდებლური ეკლესია არ არსებობს,ის მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ არის! ამიტო მისთან შეთანხმებით ხდება! სხვა შემთხვევაში იქაურ არამართმადიდებლურ ეკლესიესაც აყენებენ ხოლმე საქმის კურსში!



მამაო, ხომ ვერ განმარტავდით, თუ რას ნიშნავს მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ ყოფნა? კონკრეტულად რა უნდა შეუთანხმონ ავტოკეფალურმა საპატრიარქოებმა მსოფლიო საპატრიარქოს, როდესაც არამართლმადიდებლური ქვეყანაში სურთ შესვლა? ან როდესაც უკვე იქ არიან?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 1 2008, 03:24 PM
პოსტი #10


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Eliko
მამა ირაკლის ნაცვლად თუ შეიძლება მე გიპასუხებთ...

ციტატა
რას ნიშნავს მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ ყოფნა?

რომელიმე საპატრიარქოს დაქვემდებარებაში ყოფნა ნიშნავს, რომ ესა თუ ის სამრევლო ასრულებს მის კურთხევას, მოქმედებს მისი იურისდიქციით, ღვთისმსახურებისას იხსენიებს შესაბამის პატრიარქს

ციტატა
კონკრეტულად რა უნდა შეუთანხმონ ავტოკეფალურმა საპატრიარქოებმა მსოფლიო საპატრიარქოს, როდესაც არამართლმადიდებლური ქვეყანაში სურთ შესვლა? ან როდესაც უკვე იქ არიან?

ის, რომ იგეგმება მართლმადიდებლური სამრევლოს გახსნა მოცემულ ტერიტორიაზე


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 01:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი