IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

21 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული ხალხური სიმღერების ტექსტები
T.L.
პოსტი Feb 5 2007, 03:41 PM
პოსტი #81


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ცხრა მთა ფეხით მოვიარე შენს საძებნადა
კოკას წყალი შევაგროვე წვეთ-წვეთ ხელადა
ღამე მთვარეს მოვუყვარე, ზღაპარ შენადა,
დილას დღესაც დავუმღერებ, ლექსა გრძელასა.

(მისამღერი)

მიწა ლოგინად გვეყოფა, დასაძინადა
ცასა ზედა დავიხურავთ, დასასაბნადა
ქარი ჩუმად დაგვიმღრებს, გვეტყვის ნანასა
ვარსკვლავ სანთლად აინთოს, შუქურ ნათლადა


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ცოტნე
პოსტი Feb 5 2007, 04:10 PM
პოსტი #82


ცოტნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 320
რეგისტრ.: 1-September 06
წევრი № 132



ციტატა
ხარაბაძის ლექსებია,ალბათ,ხო?

დისკი მაქვს ძალიან მაგარია ...
გადაიწერეთ მოგეწონებათ


არაა ხარაბაძის ლექსები, და შენ თუ შეგიძლია დადე რა გთხოვ smile.gif


--------------------
[size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი Feb 6 2007, 01:22 AM
პოსტი #83


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



ირაკლი.
ლელა წურწუმიას ”სულელი წვიმის” ტექსტი მაქვს გინდა? laugh.gif laugh.gif laugh.gif

და ”შინა მანა ქენა” laugh.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Feb 6 2007, 01:27 AM
პოსტი #84


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



QUOTE(Cotne @ Feb 5 2007, 01:10 PM) *

არაა ხარაბაძის ლექსები, და შენ თუ შეგიძლია დადე რა გთხოვ smile.gif

ავტვირთავდი მაგრამ კომპს უჭირს ძალიანsad.gifდა ვერც ვერაფერს ვიწე და ვერც ვტვირთავsad.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ცოტნე
პოსტი Feb 6 2007, 01:29 AM
პოსტი #85


ცოტნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 320
რეგისტრ.: 1-September 06
წევრი № 132



ციტატა
ავტვირთავდი მაგრამ კომპს უჭირს ძალიანდა ვერც ვერაფერს ვიწე და ვერც ვტვირთავ

შენ იყავი კარგად და tongue.gif tongue.gif


--------------------
[size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი Feb 6 2007, 01:36 AM
პოსტი #86


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



კეთილო ხალხო დამეხმარეთ!!!ხალხური სიმღერების ტექსტები თუ ვინმემ იცით ატვირთეთ. ნებისმიერი სიმღერის. მადლობთ წინასწარ


--------------------
თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე დაგავიწყდა იკ laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Feb 6 2007, 02:39 AM
პოსტი #87


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



QUOTE(Cotne @ Feb 5 2007, 10:29 PM) *

შენ იყავი კარგად და tongue.gif tongue.gif

გაიხარე wink.gif
ადრეც მინდოდა მაგ ლექსების ატვირთვა,მაგრამ ვერ მოვახერხე და ვეცდები მერე მაინც დავდოsmile.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი Feb 6 2007, 02:41 AM
პოსტი #88


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



დავით”დეფი”გოგიბედაშვილის ლექსები თუ გაქვთ გეხვეცებით დამიყარეთ რა smile.gif
წინასწარ მადლობა smile.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kaxelo1986
პოსტი Mar 10 2007, 03:57 AM
პოსტი #89


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 10-March 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,322



ციტატა
***მწყემსური***
მივალ მივყვები თეთრი გზებით მე ჩემს ფარასა
ბატკან ხელში მყვან და ვუმღერი იავნანასა
ი ა ვ-ნ ა ნ ი-ნ ა ნ ა ს ა

მე საქართველოს სიყვარულის წყარო მწყურია
ჩემი საუნჯე ნაბადი და სალამურია
ჩ ე მ ი ს ა ლ ა მ უ რ ი ა

მის:სალამური ლერწმისა
სიყვარული სევდისა
ვმღერი მხოლოდ შენთვისა
ქალავ ქალავ მზექალავ
შენი სახე დამდევს ყველგანა

ჩემი სახლ-კარი მობიბინე მთა და მდელოა
ჩემი სიმღერა თვალხატულა საქართველოა
ჩ ე მ ი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ა

მე საქართველოს სიყვარულის წყარო მწყურია
ჩემი საუნჯე ნაბადი და სალამურია
ჩ ე მ ი ს ა ლ ა მ უ რ ი ა

მის:სალამური ლერწმისა
სიყვარული სევდისა
ვმღერი მხოლოდ შენთვისა
ქალავ ქალავ მზექალავ
შენი სახე დამდევს ყველგანა



ახალი წევრი ვარ smile.gif


ძაან გთხოვთ,ეს სიმღერა და თუშურები თუ თუ გაქვთ ვინმეს დააგდეთ რააა


--------------------
დამისხიი, დამალევინეეეე
ეგ ღვინო, ოხერ-ტიალიი,
იქნება წაღმა ვიფიქრო
სოფლის უკუღმა ტრიალი ! ! !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Mar 14 2007, 03:50 PM
პოსტი #90


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



გამარჯობათ კეთილო ხალხო


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Mar 14 2007, 04:14 PM
პოსტი #91


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



ჯუთელი ხათუთა


ვიყავი ჯუთელი ხათუთა
მიყვარდა არხოტელი თორელი
ბოლოს წმინდა გრძნობა გახუნდა
წლებმა წარიტაცეს ყოველი.

მახსოვს ენძელები იები
მინდიასავით რომ მათოვდა
მახსოვს რომ მაჩუქე იები
დეკით გადაპენტილ ბექობთან.

მახსოვს ჯიხვთ რომ სთხოვე ზავი და
ქისტეთს რომ წავიდა თორელი
ბოლოს დიდი დრო რომ გავიდა
მაგრამ ამაოდ რომ მოველი.

მანდილს რომ შავხსენი მზეები
და დავრჩი სიფითრის მთოველად
ჯიუხვნი ქარაფნი კლდეები
რომ მეჩვენებოდა თორელად.

ცხადში თუ სიზმარში გნატრობდი
მოწმე ხარ ჩემ ჭერხოს ყორენო
ოღონდ დაბრუნდი დაბრუნდი
არხოტში დაგხვდები თორელო.


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qavto
პოსტი Mar 17 2007, 03:54 PM
პოსტი #92


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 79
რეგისტრ.: 12-January 07
წევრი № 848



დაიგვიანეს

გუნდი: დაიგვიანეს ჯერ არსად ჩანან

სოლისტი: დაიგვიანეს ჯერ არსად ჩანან ჰარულალო
მაგრამ სალამურს მოჰკრეს ყური
ანდამატური ძალით ავსებს აქეთკენ მის გულს ხმა უცნაური
ვინ ქვაბულიძემ და ვინ მეცხვარემ
იქ ბარში ყველა ჩემი ტოლები
მტრებში ვეფხვივით დანავარდობენ ჰარულაილო
და მე კი ცხვარში აქ ვიმალები.
მტრებში ვეფხვივით დანავარდობენ
და მე კი ცხვარში აქ ვიმალები.
მერე როგორ დროს, მაშინ როდესაც ჰარულალო
ჩვენ უდიდესი წინ გვიდევს ვალი
მაგრამ ეს მოხდა ჩემს უნებურად
გულთამხილველო მე არ მაქვს ბრალი
კიდევ არ სჩანან ეგებ წავიდნენ
გაიარეს და ვერ მოვკარ თვალი.
ო, ღმერთო ჩემო ჭერუმის ლოცვა ჰარულაილო
დაბნეული მაქვს მე გზა და კვალი.
ო, ღმერთო ჩემო ჭერუმის ლოცვა
დაბნეული მაქვს
გუნდი: მე გზა და კვალი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qavto
პოსტი Mar 17 2007, 04:21 PM
პოსტი #93


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 79
რეგისტრ.: 12-January 07
წევრი № 848



gushin shvidni gurjaanelni

gushin shvidni gurjaanelni
gushin shvidni gurjaanelni

gundi: gushin shvidni gurjaanelni
gushin shvidni gurlaanelni sanadirod wasuliyvnen

iq moeklat tetri taxi
iq moeklat tetri taxi da

gundi: iq moeklat tetri taxi
iq moeklat tetri taxi xorci moemravlebinat

moeklat xorci emravlnat
moeklat xorci emravlnat da

gundi: moeklat xorci emravlnat
moeklat xorvi emravlnat sxva nadirze wasuliyvnen

shvidtav esroles shvid-shvidi
shvidtav esroles shvid-shvidi da

gundi: shvidtav esroles shvid-shvidi
shvidtav esroles shvid-shvidi arcerti a moekida

esrola berma papama, heida
esrola berma papama, esrola berma papama da

gundi: esrola berma papama
esrola berma papama jixvi kldiv gadmoekida.

tu vinmes gaqvt iavnanis teqsti daweret ra

თუ ვინმემ იცით იავნანის ტექსტი ჩემი თხოვნა იქნება რომ დაწეროთ. მადლობა წინასწარ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Mar 20 2007, 06:44 PM
პოსტი #94


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ესეც ფოლკლორში შედის მგონი! ყოველშემთხვევაში მე ამ სიმღერის ტექსტზე ბევრი ვიცინე! მინდა თქვენც გაგამხიარულოთ ფორუმელებო.
კახეთის ერთ პატარა სოფელში მღეროდა ერთი მოხუცი კაცი თავის მეუღლესთან ერთად, დუეტში, ამ შაერებს (ფანდურზე) და ტექსტი ჩავიწერე, მერე თვითონაც ვისწავლე მისი დაკვრა ფანდურზე, ძაან სახალისო ტექსტია. შეიძლება აქ არ უნდა ვდებდე, მაგრამ ... smile.gif smile.gif
რას ვიზავთ კახელები ასეთები ვართ! smile.gif tongue.gif


პ.ს. თუ ამ სიმღერის ტექსტის ადგილი აქ არაა ძალიან ვთხოვ მოდერატორს წაშალოს!



კახური შაირები


- ჰაი დელია დელია, განა შაირი ძნელია
იგრე დაგაყრი ლექსებსა, როგორც საყდარში მღვდელია...

- თუ გინდა შინაც გაგატან, ცხენს მოგიწყვიტო წელია,
ორი ტომარა სავსე მაქ გუდა პირმოუხსნელია ჰეეე.....

- ჩემს მეზობელსა მაროსა, ჩურჩხელა უდევს თაროსა
არც თვითონ ჭამს არც მე მაჭმევს იმან არ გაიხაროსა...

- მიხა პაპას იქვე სძინავს ვინმემ არ მაიპაროსა,
მარუას სასთუმალს უზის ძილში არ გაიპაროსა...

ჰარალალო, ჰარიჰარალალო, ჰარიჰარალი ჰარალო ჰარიჰარალალო ჰეე....
ჰარიჰარალი ჰარალო ჰარიჰარალალო ჰეე....

- პაპას ვირი დაეკარგა საპალნეს ვინღა მოიგდებს
წამამყე და იყროყინე იქნებ ძახილზე მოვიდეს....

- მიხა პაპას ეგრე უთხარ გადაგივარცხნოს ქოჩორი
ვირის ძებნა რაღად უნდა აგერ ეზრდები ჩოჩორი....

- შაირი-შარაგრძელია, განა შაირი ძნელია
აქ დავამთავრე შაირი შაირი შარაგრდზელია....

- მეც დავამთავრე შაირი, შაირი-შარაგრძელია
დანარჩენს მერე გიამბობ გუდა პირმოუხსნელია....

ჰარალალო, ჰარიჰარალალო, ჰარიჰარალი ჰარალო ჰარიჰარალალო ჰეე....
ჰარიჰარალი ჰარალო ჰარიჰარალალო ჰეე...


სასაცილოა ხო? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif




--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Mar 20 2007, 07:41 PM
პოსტი #95


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



კვირკობის თვემ მუაწია, ცოლი გამიუგემურდა,
თურმე იმის მიზეზია, ბახმაროზე წასვლა უნდა.

აჯი-ბაჯად იარება, ვითომ სისუსტე აფერხებს,
წაიქცევა ის წყეული, ზედ შარისკენ გასწევს ფეხებს.

ღამე ძილი არ მაღირსა, ფეხებს ყბაში, რომ გამომდებს,
გავაყენებ პოლზე ბრეხას, იმას ბახმარო აბოდებს.

ავხაბაკდი წასასვლელად, სიღარიბეს ვიღან ჩივა,
ვინ კითხულობს ჩემ ჯიბაში ფულია, თუ თაგვი ჭყივა.

მივალთ ასე განიერად, შიმშილობას ვერვინ გვამჩნევს,
მხოლოდ იმით თუ შეგვამჩნევს, სხვაი რომ ჭამს ჩვენ პირს ვაფჩენთ.

მარა, ცოლის იმედი მაქვს, კერპია და თავს იწონებს,
ევიყვანე ბახმაროზე, გოურიე მდიდრის ცოლებს.

მას ვტოვებ და საოჯახოდ მე ვბრუნდები უკან, სახლში,
ვიღაც კაცი ვიცანიო, იქვე სტკუცა ხელი მკლავში.

ბოლოს წაველ მოსაკითხად, მინდა ვნახო ჩემი ქალი,
დაჯდომოდა იმ კაძახს და . . . გენაცვალოს ჩემი ქმარი.

თვარა, ისე კარგად დამხვდა, როგორც შეეფერებოდა,
მხოლოდ ტყეში დავეციო, ტუჩი დანაღველებოდა.

მაგრამ მაინც მოგებული იმ წელიწადს იმით დავრჩი,
ქალი მეტად გაჯანსაღდა, შიეძინა ტყუპი ბავშვი.

ყველაფერი მოგვარდა და გული მტკივა ერთ რამეში,
ბავშვი მეტად თეთრია და მე სულ არ მგავს სიშავეში.

ვატყობ საქმე ავიტეხე ჩემი თავის საზიანო,
ყველაფერი ვარგებულა ცოლის გარდა საზიარო.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Mar 20 2007, 08:04 PM
პოსტი #96


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



QUOTE(makuna7474 @ Mar 20 2007, 03:44 PM) *

ესეც ფოლკლორში შედის მგონი! ყოველშემთხვევაში მე ამ სიმღერის ტექსტზე ბევრი ვიცინე! მინდა თქვენც გაგამხიარულოთ ფორუმელებო.
კახეთის ერთ პატარა სოფელში მღეროდა ერთი მოხუცი კაცი თავის მეუღლესთან ერთად, დუეტში, ამ შაერებს (ფანდურზე) და ტექსტი ჩავიწერე, მერე თვითონაც ვისწავლე მისი დაკვრა ფანდურზე, ძაან სახალისო ტექსტია. შეიძლება აქ არ უნდა ვდებდე, მაგრამ ... smile.gif smile.gif
რას ვიზავთ კახელები ასეთები ვართ! smile.gif tongue.gif
პ.ს. თუ ამ სიმღერის ტექსტის ადგილი აქ არაა ძალიან ვთხოვ მოდერატორს წაშალოს!
კახური შაირები
- ჰაი დელია დელია, განა შაირი ძნელია
იგრე დაგაყრი ლექსებსა, როგორც საყდარში მღვდელია...

- თუ გინდა შინაც გაგატან, ცხენს მოგიწყვიტო წელია,
ორი ტომარა სავსე მაქ გუდა პირმოუხსნელია ჰეეე.....

- ჩემს მეზობელსა მაროსა, ჩურჩხელა უდევს თაროსა
არც თვითონ ჭამს არც მე მაჭმევს იმან არ გაიხაროსა...

- მიხა პაპას იქვე სძინავს ვინმემ არ მაიპაროსა,
მარუას სასთუმალს უზის ძილში არ გაიპაროსა...

ჰარალალო, ჰარიჰარალალო, ჰარიჰარალი ჰარალო ჰარიჰარალალო ჰეე....
ჰარიჰარალი ჰარალო ჰარიჰარალალო ჰეე....

- პაპას ვირი დაეკარგა საპალნეს ვინღა მოიგდებს
წამამყე და იყროყინე იქნებ ძახილზე მოვიდეს....

- მიხა პაპას ეგრე უთხარ გადაგივარცხნოს ქოჩორი
ვირის ძებნა რაღად უნდა აგერ ეზრდები ჩოჩორი....

- შაირი-შარაგრძელია, განა შაირი ძნელია
აქ დავამთავრე შაირი შაირი შარაგრდზელია....

- მეც დავამთავრე შაირი, შაირი-შარაგრძელია
დანარჩენს მერე გიამბობ გუდა პირმოუხსნელია....

ჰარალალო, ჰარიჰარალალო, ჰარიჰარალი ჰარალო ჰარიჰარალალო ჰეე....
ჰარიჰარალი ჰარალო ჰარიჰარალალო ჰეე...
სასაცილოა ხო? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


სხვათაშორის,ამას ჩემი ერთი ნაცნობი კახელი მღერის
ძალიან ვხალისობ ხოლმე biggrin.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Mar 20 2007, 09:30 PM
პოსტი #97


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(მაეასი @ Mar 20 2007, 08:04 PM) *

სხვათაშორის,ამას ჩემი ერთი ნაცნობი კახელი მღერის
ძალიან ვხალისობ ხოლმე biggrin.gif

უი ეგ ნაცნობი კახელი მე ხო არ ვარ? tongue.gif tongue.gif biggrin.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Mar 21 2007, 08:17 PM
პოსტი #98


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



შავლეგო

შავლეგ, შენი შავი ჩოხა,
შავლეგო.
სისხლში გაგიხამებია,
შავლეგო.
ყაწიმები გიხდებოდა,
შავლეგო.
მტერთან ბრძოლა გიხდებოდა,
შავლეგო.
მაშველი არ გჭირდებოდა,
შავლეგო.



ა.ანდრიაშვილი & ვ.მახრაძე

ვისია ვისია

ვისია, ვისია ქალი და ლამაზი?!
მას უქეს თვალები და ქცევა ნაზი,
დალალ-კავები, წამწამ-არვაზი,
ტუჩი და საღიმოდგამონახაზი.
ვისია, ვისია ქალი და ლამაზი?!
ჩვენია, ჩვენია ქალი და ლამაზი!

გ.კოკელაძე


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Mar 21 2007, 08:37 PM
პოსტი #99


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



აჭარული შაირები

წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა
ალვის წყლის ჩამონათალი;
წყალო დადექ და მიამბე
საყვარლის შემონათვალი!

გოგოვ, გოგოვ, კისკისა,
აქ ჩამოდი, წყლის პირსა,
წყალი მასვი კოკითა,
გამაძღევი კოცნითა.

წუხელი სიზმარში გნახე,
წარბი მაგლა აგეყარა,
ფანჯარაზე გადმომდგარიყავ,
ნაწნავი გადმოგეყარა.

გაღმა ქათამი გავდევნე,
გამოღმა გამოკაკანებს,
ლამაზ გოგოს, რომ დევნახავ,
ზღვასავით გამაკანკალებს.

სათამაშო ვაშლი მქონდა,
შენსკენ გადმომივარდაო,
მე თუ გძულვარ, სხვაი გიყვარს,
ფესვიც ამოგივარდაო.


გ.კოკელაძე


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Mar 21 2007, 09:00 PM
პოსტი #100


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



მოჰკლეს ილია


მოჰკლეს ილია
ქართლის შვილია,
დაობლდა ხალხი
გმირთა გმირია.
ნეტავ რად მოჰკლეს
ჩვენი ილია,
და რად დაგვირთეს
ჩირზე ჩირია.
ქართლი, კახეთი,
და იმერეთი,
გმირი სვანებიც
თან მისტირიან.
ფშავ და ხევსურებს
ძაძა ჩაუცვამთ.
მამულის შვილსა
ზარით სტირიან.
მთიულს შესძახეს:
გამოდი გარეთ!
გულჩათხრობილი
ნუ ხარ მწირია.
ნეტავ ვინ მოჰკლა
ჩვენი ილია'
და ვინ დაგვირთო
ჭირზე ჭირია.


ი.კარგათელი

შენ ბიჭო ანაგურელო


შენ ბიჭო ანაგურელო
შენი ხმა ჩამომდიოდა
შენი თოხისა წკრიალი
წყალს გაღმა გამომდიოდა.

ვ.მახრაძე

იმერული მხედრული


ომში ცასვლა მას უხარის
ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო,
დაბრუნება და შინ მოსვლა
ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო.
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი.

ვ.ცაგარეიშვილი

იმერული მხედრული


ომში ცასვლა მას უხარის
ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო,
დაბრუნება და შინ მოსვლა
ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო.
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი.

ვ.ცაგარეიშვილი


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

21 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 03:59 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი