წმინდა მამათა გამონათქვამები თავმდაბლობაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა მამათა გამონათქვამები თავმდაბლობაზე |
იოანა |
Jul 25 2006, 08:06 PM
პოსტი
#1
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ნებისმიერ შემთხვევაში ვიყოთ მდაბალნი, რადგან მდაბალი მიწაზე წევს და მიწაზე მწოლარე როგორღა დაეცემა. ცხადია, რომ სიმაღლეზე მყოფს ხელეწიფება დაცემა.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის. წმ. იოანე სინელი ცოდვილი ანდა ზარმაცი ადამიანი, თავმდაბალი და გულით შემუსვრილი ღვთისათვის უფრო სათნოა, ვიდრე ის, ვინც მრავალ კეთილ საქმეს იქმს და ამით თავმომწონეობს. აბბა დოროთე სიამაყემ და ამპარტავნებამ ეშმაკი ციდან გადმოაგდო, თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს. წმ. ანტონი დიდი სიმდაბლე იმაში მდგომარეობს, რომ მიუტევო ძმას, რომელმაც შენს წინაშე შესცოდა, მანამდე, ვიდრე იგი შენდობას ითხოვდეს. წმ. პიმენი დიდი -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მნათე |
Aug 11 2006, 09:36 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ულამაზესი სიტყვებია, მადლობა უფალს რომ არსებობდნენ ასეთი ადამიანები
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
G_I_O_R_G_I_ |
Aug 16 2006, 09:17 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
მე ძაან მიყვარს სოლომონ ბრძენის ეს სიტყვები ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაოა
ძაან არ მიყვარს ეს სიტყვები ყოფნა არ ყოფნა საკითხავი აი ეს არის :angry: |
მნათე |
Aug 17 2006, 04:02 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
წმინდა ეპისკოპოსი ტიხონ ვორონეჟელი რად გამიუცხოვდი, ადამიანო? მე ვარ ნათელი, თქვენ კი ვერ მხედავთ; მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით; მე ვარ ჭეშმარიტება, თქვენ კი არ გჯერათ ჩემი; მე ვარ სიცოცხლე, თქვენ კი არ მეძებთ; მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ; მე ვარ უფალი, თქვენ კი არ მემორჩილებით; მე ვარ ღმერთი თქვენი, თქვენ კი არ ლოცულობთ ჩემდამო; მე ვარ კეთილი მეგობარი, თქვენ კი არ გიყვარვართ; და თუ თქვენ არ ხართ ბედნიერნი, ნუ დამადანაშაულებთ მე. - რად გამიუცხოვდი, ადამიანო? - რად მაქციე ზურგი მოყვარულს შენსას? - რად იქმენ მონა მტრისა ჩემისა? - მოიგონე, რომ ზეციდან შენთვის გარდამოვჰხედ! - მოიგონე, რომ შენთვის ვიშევ ქალწულისაგან! - მოიგონე, რომ შვილ გექმენ შენ! - მოიგონე, რომ შენთვის დავიმდაბლე თავი! - მოიგონე, რომ შენთვის გლახაკ ვიქმენ! - მოიგონე, რომ მიწაზე შენთვის ვიცხოვრე! - მოიგონე, რომ შენთვის ვიდევნე! - მოიგონე, რომ სიტყვა ბოროტი, დამცირება, შეურაცხყოფა, ყვედრება, წყლულები, ნერწყვა, მუჯლუგუნები, დამამცირებელი ვნებანი შენთვის ვიტვირთე! - მოიგონე, რომ შენთვის უსჯულოთა თანა შევირაცხე! - მოიგონე, რომ შენთვის დავიკრძალე! - სასუფევლიდან გარდამოვჰხედ, რომ შენ აღმეყვანე იქ! - დავმდაბლდი, რომ შენ აღმემაღლებინე! - დავგლახაკდი, რომ შენ გამემდიდრებინე! - თავი დავიწყლულე, რომ შენ განმეკურნე! - მოვკვდი, რომ შენ გამეცოცხლებინე! - შენ სცოდე, ცოდვა კი მე ვიტვირთე; - შენ დააშავე და მე დამსაჯეს; - შენია ვალი, ის კი მეგადავიხადე; - სიკვდილმისჯილი ხარ, მე კი შენს მაგიერ ვიწვნიე სიკვდილი; - ეს სიყვარულმა და გულმოწყალებამ ჩამადენინა! - ვერ მოვითმენდი შენს ესევითარ ტანჯვას; - ნუთუ უარჰყოფ ჩემს ეგეოდენ სიყვარულს? - სიყავრულის წილ სიძულვილს მომაგებ? - ჩემს მაგიერ ცოდვა შეგყვარებია? - ჩემს მაგივრად ვნებებს ემონები? - რა ნახე ჩემში ღირსი სიძულვილისა? - რად არ გსურს ჩემთან მოსვლა? - სიკეთეს ეძიებ? ყოველგვარი სიკეთე მე მაქვს; - ნეტარება გსურს? მე ვარ წყარო ნეტარებისა. - სილამაზე გსურს? ვინაა უფროჲს შვენიერ, ვითარცა მე? - ღირსება გსურს? ვინ არის უფრო ღირსეული, ვიდრე ძე ღვთისა და ძე მარადქალწულისა? - სიმაღლე გსურს? ვინ იქნება უფრო მაღალი, ვითარცა უფალი, რომელიც სასუფეველში მკვიდრობს? - დიდება გსურს? ვინ არის ჩემზე მეტად დიდებული? - იმდიდრეს ეძიებ? მე მაქვს ყოველგვარი სიმდიდრე. - სიბრძნე გსურს? მე ვარ სიბრძნე ღვთისა. - ნამდვილი მეგობრის პოვნა გსურს? ვინ იქნება უფრო გულწრფელი და მოსიყავრულე მეგობარი, ვიდრე ის, ვინც სული თვისი დასდო ყოველთათვის? - დახმარება გჭირდება? ვინ დაგეხმარება, თვინიერ ჩემსა? - მკურნალს ეძებ? ვინ განგკურნავს, თვინიერ ჩემსა? - სიხარულს ეძებ? ვინ მოგანიჭებს სიხარულს, თვინიერ ჩემსა? - მწუხარე ხარ და ნუგეშს ეძიებ? ვინ განუგეშებს, თვინიერ ჩემსა? - სიმშვიდე გინდა? ჩემთან ჰპოვებ სიმშვიდეს სულიერს. - მშვიდობა გსურს? მე ვარ მშივიდობა სულისა. - სიცოცხლეს ეძიებ? მე ვარ წყაროჲ სიცოცხლისა. - ნათელს ეძიებ? მე ვარ ნათელი. - გზას ეძიებ? მე ვარ გზა. - წინამძღოლს ეძიებ? მე ვარ ერთგული წინამძღოლი. - რატომ, რისთვის არ გსურს ჩემთან მოსვლა? - ნუთუ, ვერ ბედავ მოსვლას? მაშ, ვისთანაა უფრო ადვილი მისვლა? - თხოვნა გრცხვენის? ვინ უარვყავი, რწმენით მოსული? - იქნებ ცოდვათა სიმრავლისა გრცხვენია? ჩემი გულმოწყალება გაცილებით დიდია. - „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Irine |
Aug 23 2006, 04:23 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
"იმის გამო, რონ ადამიანია, თითოეულმა უნდა გააკეთოს არჩევანი ღმერთსა და თვითნებობას შორის. სინამდვილეში არჩევანი უკვე გაკეთებულია, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ის, რაც ავირჩიეთ. ამით ჩვენში ვხედავთ, თუ რომელი სამეფოა ჩვენთვის ახლობელი- ღვთის თუ თვითნებობის"
.....როცა ქრისტიანი გავხდი, საკუთარი განსჯა ნებაყიფლობით ვაცლი ჯვარს. მის შემდეგ ნებისმიერი ჯვარი, რომელიც მიტარებია, ჩემთვის მხოლოდ სიხარულის წყარო იყო. მე არაფერი დამიკარგავს, პირიქით, ყველაფერი შევიძინე." მამა სერაფიმე როუზი -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
eka-ekaterine |
Aug 24 2006, 07:59 PM
პოსტი
#6
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 24-August 06 წევრი № 111 |
სიამაყემ და ამპარტავნებამ ეშმაკი ციდან გადმოაგდო, თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს.
წმ. ანტონი დიდი -------------------- |
ninucia |
Aug 29 2006, 11:30 PM
პოსტი
#7
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 40 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 123 |
"თავმდაბალ კაცს არ ახსოვს სხვათა მიერ მისთვის მიყენებული წყენა და იგი არ განიკითხავს შემცოდეს. ამგვარად, იგი სამი საშუალებით მიიღებს ცოდვათა მოტევებას: როგორც სხვათა არაგანმკითხველი- იგი არ განიკითხება. როგორც თავმდაბალი-განმართლდება, და როგორც მიმტევებელი, ცოდვათა მიტევებას მიიღებს."
წმინდა ათანასე ალექსანრული -------------------- ღმერთს ებარებოდეთ!
|
T.L. |
Sep 1 2006, 07:32 PM
პოსტი
#8
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
mnate
თამამად შემიძლია გითხრა, რომ მაგან აშაკარად შემცვალა -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
მნათე |
Sep 1 2006, 08:27 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა mnate თამამად შემიძლია გითხრა, რომ მაგან აშაკარად შემცვალა მიხარია ეს სიტყვები თავის დროზე მეც დამეხმარა -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
თამარი |
Sep 13 2006, 01:24 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
თუკი ყოველგვარი სხვა ვნების გარეშე - მხოლოდ ამპარტავნების გამო ეშმაკი ზეციდან ძირს ჩამოვარდა, წარმოვიდგინოთ: განა შევძლებთ, რომ სიმდაბლის გარდა სხვა სათნოებით მივაღწიოთ ზეცას?
თუკი რაიმე ნიჭი გაგაჩნდა დაბადებამდე, ქვეყნად მოსვლის შემდეგ იმით იამაყე. თუ არა და - შობის შემდეგ ყოველგვარი ნიჭი ხომ ღვთისგან მოგეცა, ისევე, როგორც თვით შობა და არარსობისგან არსად მოყვანა მოემადლა. რომელი სათნოებაც გაონების გარეშე აღასრულე, მხოლოდ ის სათნოებებია შენი და მით აღიმაღლე თავი, ხოლო რისთვისაც გონება მოიხმარე, ისინი შენი არ არის, რადგან გონება ღვთისგან მოგეცა; რა ღვაწლიც შენი ხორცის გარეშე გიტვირთავს, მხოლოდ ისინია შენი გულმოდგინების ნაყოფი, ხოლო რაც შენი ხორცით ქმენ, ის შენი არ არის, არამედ ღვთის მიერ არიან დაბადებულნი. გავიგონე, რომ ერთი მოძღვარი ამბობდა: მე მივხვდი, რომ 12 უწმიდური ვნება არსებობს და თუ მათგან ერთს- ამპარტავნებას მიიღებ, იგი დანარჩენი თერთმეტის ადგილს დაიკავებს. წმ.იოანე სინელი კიბისაღმწერელი -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
თამარი |
Sep 15 2006, 08:27 PM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
სიმდაბლეს თვით სიტყვა ღმერთი გვასწავლის - ყოველთა კაცთა მაცხოვნებელი, ჩვენი ხსნისათვის განკაცებული და დამდაბლებული. რაოდენ დიდებული სათნოებაა სიმდაბლე, რომ იგი, ვის დიდებულებასაც საზღვარი არა აქვს, უკიდურეს დამდაბლებამდე - ჯვარზე სიკვდილამდე მივიდა მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანებისათვის სიმდაბლე ესწავლებინა! როგორც ეშმაკის ამპარტავნება იყო ჩვენი ცოდვის დასაბამი; ასევე აუცილებელია, რომ ჩვენი გამოსყიდვის იარაღი იყოს თავად უფლის სიმდაბლე.
ილია კრიტელი -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
თამარი |
Oct 12 2006, 01:47 PM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
როცა ქარი ზომიერად ქრის და ზღვაზე დიდი ღელვა არ არის, ყოველ მეზღვაურს შეიძლება დიდი წარმოდგენა შეექმნას საკუთარ თავზე და იქადოდეს კიდეც თავისი ხელოვნებით, მაგრამ მხოლოდ ქართა ანაზდეული ცვალებადობის და ამით გამოწვეული დიდი მღელვაარების დროს ვლინდება ხოლმელ ნამდვილად გამოცდილ მესაჭეთა ხელოვნება.
წმიდა ანტონი დიდი ამპარტავნების მიზეზით თავის ზეციურ ხარისხს მოკლებული და დაცემული ეშმაკი განუწყვეტლივ ამძაფრებს ძალისხმევას იმ ადამიანთა დასაღუპად, რომელთაც მთელის არსებით მოსურვებიათ უფალს მიეახლონ, და ამას იმისავე საშუალებით აკეთებს, რითაც თვითონ დაეცა. – ანუ ამპარტავნებითა და ამაო დიდების მოყვარებით. ამითვე გვებრძვიან დემონები, რომლებიც ჩვენს სულებში ამპარტავნების გაღვივებით და სხვა მზაკვარებათა გზით ცდილობენ ღმერთს მოგვაშორონ. გარდა ამისა, სხვა ხერხსაც მიმართავენ ჩვენს წინააღმდეგ: იციან რა, რომ ძმისა და მოყვასის მოყვარულ ადამიანს, უპირველეს ყოვლილსა, ღმერთი უყვარს, ბოროტი სულები ერთმანეთისადმი სიძულვილსშთაგვიდებენ გულში და ხშირად იქამდეც კი მიდიან თავის ამ მზაკვარებაში და იმდენს აღწევენ, რომ ზოგიერთ ჩვენგანს დასანახადაც კი სძაგს თავისი მოყვასი და სულიერი ძმა, ანდა ორიოდ სიტყვის თქმაც არ სურს მის შესაწევნად. მრავალს, ნამდვილად ღირსეულ და დიდ მამას უღვაწია სათნოებისათვის და მრავალნი ღირსეულნივე დამაშვრალან კეთილი საქმეებისათვის, მაგრამ ბოლოს, თავიანთი უგულისხმობით თავი დაუღუპიათ. და სულაც არ იქნება საკვირველი, რომელიმე ჩვენგანსაც რომ დაემართოს იგივე, როცა, ვთქვათ, შრომათაგან დავცხრებით და ვიფიქრებთ, რა ბევრი ქველის საქმე მოგვიმოქმედია სათნოებით აღვსილთო. და აი, თუკი ასეთი საქმე გვეწევა, ვუწყოდეთ, რომ ეშმაკის ამ სნეულებაში ვართ შთავარდნილი – ცუდად განვიდიდებთ თავს და ამპარტავნებას დამონებულნი ვგონებთ, უფალს მივახლებივართ და მის ნათელში ვჰგიებთო. სინამდვილეში კი, თურმე წყვდიადითა ვართ მოცული და განა სხვამ რამ აიძულა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის მოწაფეებთან სერობის დასასრულს აღმდგარიყო, “დაედვა სამოსელი თვისი, ...მოერტყა არდაგი, ...წყალი შთაესხა საბანელსა და ეწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა” (იოანე 13,4). თუ არ იმ განზრახვამ, რომ სიმდაბლის მაგალითი მოეცა ჩვენთვის?! დიახ, სიმდაბლე და მორჩილება გამოგვიხატა უფალმა თავისი ამ მოქმედებით საიდუმლო სერობაზე, და გვითხრა, რომ ვისაც სურს ღვთაებრივ სიმაღლეთ ეწიოს და პირველთა შორის იყოს შერაცხილი ღმრთის მიერ, სხვაგვარად ვერ მიაღწევს საწადელს, თუ არ მხოლოდ სიმდაბლით. აკი თავდაპირველადაც ამპარტავნების გამოისობით გარდამოცვივდნენ ზეცით ანგელოზნი – ნათლის სულებიდან ბნელ, ბოროტ სულებად ქცეული ზეციური არსებანი! ამრიგად, თუკი ადამიანში არ იქნება სრული სიმდაბლე და მორჩილება, სიმდაბლე სრული გულით, სრული გონებით, სრული სულით, სრული სამშვინველით და სრული სხეულით, მაშინ ასეთი ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. წმიდა ანტონი დიდი -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
Georg |
Oct 13 2006, 08:27 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
ციტატა სიმდაბლე და მორჩილება გამოგვიხატა უფალმა თავისი ამ მოქმედებით საიდუმლო სერობაზე Solomonia - უღრმესი მადლობა, თქვენს მიერ განთავსებული მასალები დამატებით კომენტარებს არ საჭიროებენ და დიდ საქმეს, მართლმადიდებლობის და ჩვენი ზნეობის უმთავრესი ფუნდამენტის განმტკიცებას ემსახურებიან! უფალმა გაგაძლიეროთ! -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
თამარი |
Oct 17 2006, 08:46 PM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
Solomonia - უღრმესი მადლობა, თქვენს მიერ განთავსებული მასალები დამატებით კომენტარებს არ საჭიროებენ და დიდ საქმეს, მართლმადიდებლობის და ჩვენი ზნეობის უმთავრესი ფუნდამენტის განმტკიცებას ემსახურებიან! უფალმა გაგაძლიეროთ! მადლობელი ვარ. სხვებიც თუ განათავსებენ მასალებს, ვფიქრობ, უფრო საინტერესო იქნება. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი დამდაბლებით თავისი ღვთაებრიობისა, ადამიანური ბუნებით დაჰფარა თავისი ღმრთეება. ასე რომ, ყველანი მას როგორც ადამიანს, ისე აღიქვამდნენ, სინამდვილეში კი იგი არამხოლოდ ადამიანი იყო, არამედ განკაცებული ღმერთი, როგორადაც წმიდა სახარებაში სწერია: “ და სიტყუაი იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის”-ო (იოანე, 1, 14). მაგრამ ამ განკაცებით უფალი არ მოჰკლებია თავის ღმრთეებას და უამღმრთეებოდ არასდროს არ დარჩენილა თავისი ამქვეყნიური ცხოვრებისა და ვნების ჟამს, რაც აუცილებელი იყო ჩვენი, ცოდვილი და მოკვდავი ადამიანების ხსნისათვის. თუკი თქვენ ყოველივეში მოთმინე იქნებით, მორჩილნი და დამჯერნი თქვენი სულიერი მამებისა, მაშინ უფალი მშვენიერ საზღაურს მოგაგებთ. სიმდაბლე და მორჩილება ის ღვაწლია, რომელიც უპირველეს ყოვლისა იქნება მოხსენიებული უფლის წინაშე, ვინც თავის სულიერ მამას ემორჩილება, იგი ამით უფალს ემორჩილება და მის ნებას აღასრულებს, ხოლო უფლის ყველა მორჩილი ამქვეყნად თავის სულიერ მოძღვარსაც დაემორჩილება. წმიდა ანტონი დიდი უფალი ჩვენი იესო ქრისტე, უდიდესი თანალმობით აღძრული ჩვენი სულებისადმი, ასე გვეუბნება თავის წმიდა სახარებაში:”ვაი თქვენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქვენ კაცნი, რამეთუ ეგრეთვე უყოფდეს ცრუ-წინასწარმეტყველთა მამანი მათნი”-ო (ლუკა 6, 26), და კიდევ: ვითარ უკუე ხელ-გეწიფების თქვენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოისა ღმრთისა არა ეძეიბთ”-ო (იოანე 5, 44). მაშ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ისე ვიღვაწოთ, რომ არ დავემონოთ ცუდად განდიდებას თავისას და მოვიკვეთოთ უბოროტესი განშტოებანი ამპარტავნებისა, რათა მათს გამო არ დავიღუპოთ. განიშორეთ, ძმანო, თავისგან სული ამპარტავნებისა, რადგანაც მისი მიზეზით მრავალნი დაღუპულან! ამპარტავნება, ცუდმედიდობა ხშირად სხვადასხვა ღვაწლისთვისაც კი აღძრავს ადამიანს – მარხვისთვის, ლოცვისთვის, მღვიძარებისთვის, მოწყალებისა და სხვა კეთილი საქმეებისათვის, მაგრამ ყოველივე ეს ადამიანთა დასანახად კეთდება ხოლმე, რათა კაცთაგან განიდიდოს ამპარტავანი სული, და ამით საბოლოოდ სირცხვილიულ და გაციცხულ იქნას ღმერთის მიერ. ნუ ვეცდებით საკუთარ თავში რაიმე დიადი წარმოვაჩინოთ, რაღაც განსაკუთრებული და განსხვავებული სხვათაგან, რათა გამოვირჩეთ და მოძმეთ აღვემატოთ! რადგან თუ ასე მოვიქცევით, შეიძლება დავიღუპოთ ამპარტავნების მრავალრიცხოვან განშტოებაში გახლართულნი – დიდების მოყვარების დემონთა რიცხვი ხომ მეტისმეტად დიდია! მაშ, უფრო დიდის გულმოდგინებით ვისწრაფოთ წმიდანთა დიდების და მათებრი სულიერი სიგლახაკის მოსაპოვებლად, რაც სათნო-ეყოფა ღმერთს, რათა ჩვენზეც იყოს ნათქვამი ის საამური სიტყვები მაცხოვარისა: “ ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი”-ო. (მათ.5,3). წმიდა ანტონი დიდი -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
თამარი |
Oct 18 2006, 10:22 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
სიმდაბლე და ტანჯვა (ხორციელი სივიწროვე) ადამიანს ყოველგვარი ცოდვისაგან ათავისუფლებს, იმიტომ რომ პირველი სულიერ ვნებებს აღკვეთს, მეორე კი – ხორციელს. ასე იღვწოდა ნეტარი დავითი, როგორც მისი ღვთისადმი ლოცვიდან ჩანს: “ იხილე სიმდაბლეი ჩემი და შრომაი ჩემი და მიმიტევე ყოველი შეცოდებანი ჩემნი” (ფს. 24,18).
წმ. მაქსიმე აღმსარებელი “ისწავლეთ ჩემგან, ამბობს უფალი, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა” (მათ. 11,29).სიმშვიდე გულისწყრომას აღშფოთებისაგან იცავს, ხოლო სიმდაბლე გონებას ამპარტავნობისა და პატივმოყვარეობისაგან ათავისუფლებს. წმ.მაქსიმე აღმსარებელი -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
ilarion90 |
Nov 14 2006, 12:42 PM
პოსტი
#16
|
gu ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 12-November 06 მდებარ.: gjuiygugtuihj წევრი № 456 |
ერის დანგრევა და გათახსირება იწყება იქიდამ როცა ერი ივიწყებს საკუთარ ისტორიას
წმ. ილია მარტალი -------------------- |
თამარი |
Nov 14 2006, 09:53 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ამონარიდი მამა თეოდორეს ერთ-ერთი ინტერვიუდან:
"სიმდაბლე - უპირატესი სათნოებაა სათნოებათა შორის. ჩვენ ბევრი რამით ვგავართ უფალს - უკვდავებით, შემოქმედების უნარით და ა.შ. მაგრამ არ ვგავართ მთავარით - სიმდაბლით. მისი მოპოვება ყველაზე რთულია ადამიანისათვის. ღვთისმშობელი კი სწორედ აქ აღწევს გამარჯვებას. სიმდაბლით აჯობა დედა ღვთისამ ყველას. და მისი სიდიადე, სიმდაბლიდან გამომდინარე, იმდენად ბრწყინვალე იყო, რომ გახდა ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაბიმებზე უზესთაესი, აღმატებული თვით ზეციურ ანგელოზებზეც კი. სიმდაბლეა ის უდიდესი გმირობა, რომელიც მან ჩაიდინა." -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
mogzaura |
Nov 20 2006, 03:23 PM
პოსტი
#18
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
"ადამიანი თუკი გამოიძიებს, მიხვდება რომ ამაო და მდაბალია კაცობრივი სიბრძნე" წმ.ბასილი დიდი
" კაცთა შორის ფილოსოფოსობა დიდად ითვლება, მაგრამ მისი სიმაღლე ამაო, არაჭეშმარიტი და არარაობაა, თუკი ადამიანის მიერ არის შეთხზული და საღმრთო სიბრძნეს არ ერთვის." წმ.ბასილი დიდი -------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
თამარი |
Nov 22 2006, 05:21 PM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
სამაგიეროს მიღების მოლოდინით ნურაფერს მოიმოქმედებ და ნურასოდეს იფიქრებ, რომ რაიმე ღირებულს აკეთებ. ღმერთია ყოველივეს მოქმედი და შენგანაც სხვა არაფერი სურს, გარდა მის წინაშე დამდაბლებისა, გარდა იმისა, რომ მხოლოდ მას მიუძღვნა ყოველგვარი მიწიერისგან თავისუფალი სული და გულის სიღრმეში მხოლოდ ერთი სურვილი ცოცხლობდეს - რომ ყველგან და ყოველთვის ღვთის ნება აღესრულებოდეს შენზედ.
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი "უხილავი ბრძოლა" -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
mogzaura |
Nov 25 2006, 05:38 PM
პოსტი
#20
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში.
წმ. იოანე სინელი -------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი