"წმ.იოანე ოქროპირი." |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"წმ.იოანე ოქროპირი." |
saria-giorgi |
Nov 19 2007, 08:24 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირის, კონსტანტინეპოლელ პატრიარქის მიერ თქმული ქრისტიანეთა მიცვალებისათვის[size=3] საყვარელნო! ქრისტიანეთა მიცვალებასა ზედა ანგელოსნი მოივლინებიან ზეცით მეუფისა მიერ, და მოუწოდებენ მონასა მას ღირსსა: ჰოი, ვითარ დიდი საიდუმლო აღესრულების, საშინელი და შესაძრწუნებელი, და ღირსი გალობისა და სახე დიდისა მის სიბრძნისა საღმრთოჲსა! ვითარ განვალს სული ხორცთაგან, ვითარცა სახლისა რაჲსაგანვე, და მივალს მეუფისა თვისისა. ვითარცა ოდეს იგი იშვებოდეს ყრმა, ეგრეთვე მიცვალებაჲცა კაცისა: შობა არს ფრიად უაღრესი მის შობისა, რამეთუ მივალს სული იგი ნათლად ბნელისა ამის სოფლისაგან, - განიხსნების, ვითარცა საკრველისაგან - განვალს დიდებისა ამისგან, განთავისუფლდების ღვაწლისაგან, და მივალს განსვენებად. რამეთუ, ვითარცა მზე ცისკარსა განწმედილსა აღმობრწყინდეს რა, ეგრეთვე სული, განვიდის რა ხორცთაგან, გონებითა წმიდითა ბრწყინავენ, და ვითარცა მეფე შარავანდითა შერავალნ პალატად შემკობილი, ესრეთ არს სული განმავალი ხორცთაგან, და მიმავალი ღმრთისა დიდებასა. ამას უკვე ესე ვითარსა საღმრთოდ განგებულსა ვიხსენებდეთ, საყვარელნო, და ნუ ვიგლოვთ მიცვალებულთა ზედა უწესოდ და უშვერად, არამედ ვიქმოდეთ მათთვის ქველის საქმესა, და საღმრთოსა მსხვერპლისა შეწირვასა, გლახაკთა მიმართ წყალობასა, ქვრივთა და ობოლთა გამოზრდასა, ლოცვასა და ფსალმუნებასა. ესე არს წესი ქრისტიანეთა და სათნო ღმრთისა შესაწირავი, მიცვალებულისა მის ფრიადი შესაძინელი, და თავთა ჩვენთა დიდი სარგებელი. ამას ვიქმოდეთ, ძმანო, რათა მათცა და ჩვენცა სასუფეველი ღმრთისა დავიმკვიდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. [size=4]ღმერთმა აცხოვნოს ყოველი მართლმადიდებლობით არსრულებულნი ქრისტიანენი[size=4] -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
თათარაშვილი |
Nov 19 2007, 08:35 PM
პოსტი
#2
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
"პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო, გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა, უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩვენა ჩვენ, არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმსწავლენ, ეგრეთვე ქრისტესა ღმერთსა ევედრე, მამაო იოანე ოქროპირო, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის."
|
ზვარე |
Mar 19 2008, 03:55 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 |
-------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
*ნინო* |
Apr 16 2008, 03:59 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
ქრისტიანისათვის ყოველი დრო დღესასწაულია მისთვის მიძღვნილი საბოძვარი სიუხვის გამო.
დღესასწაული კეთილი საქმეების, სულის ღვთისმოსავი განწყობილებისა და წესიერი ცხოვრების გამოვლენაა. თუ ეს გაქვს, ყოველთვის შეგიძლია იდღესასწაულო. წმ. იოანე ოქროპირი ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დასტკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დასტკბებიან ცათა შინა. წმ. იოანე ოქროპირი უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის. წმ. იოანე ოქროპირი შეუძლებელია ხომალდის გარეშე ზღვის გადაცურვა. ქრისტეს წმინდა ეკლესია კი იგივეა ამ სოფელში, რაც ხომალდი ზღვაში. უფალი (განმგებელი) ამ სულიერი ხომალდისა მამა ღმერთია, მესაჭე – მხოლოდშობილი ძეჲ მისი, კეთილი ნიავი – სული წმიდა; ღვთისდა დამორჩილებულნი მენიჩბენი – მოციქულნი და მათი მემკვიდრენი, - მწყემსნი ეკლესიისანი და მოძღვარნი. გემბანზე მყოფნი – ყველა მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ფსკერი და სიმაგრე ხომალდისა – ეს წმიდა სამებისადმი მართალი რწმენაა; მისი უკანა და წინა ნაწილები, აგრეთვე, საჭე გამოხატავენ რწმენის ჭეშმარიტ დოგმატებს, საღმრთო მცნებებს, საეკლესიო გადმოცემებს, სამოციქულო და საეკლესიო კრებათა განწესებებს. ანძა ქრისტეს პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარია, რომლითაც ეკლესიაში ყოველივე ერთიანდება და განმტკიცდება; იალქანი სიყვარულია, ღუზა – იმედი. ამ სულიერ ხომალდს, ანუ ეკლესიას, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადაჰყავს ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, ამ სოფლის ზღვის გავლით, ზეციურ სასუფეველში. თუმცა, ღელავს ზღვა და მრისხანე ტალღები აღიძვრიან (რაც დევნასა და წამებას განასახიერებს), მაგრამ ხომალდი არ დაინთქმის. რამდენი მტერი და მდევარიც არ უნდა აღსდგეს წმიდა ეკლესიის წინააღმდეგ, იგი არასოდეს არ დამარცხდება, რამეთუ განმტკიცდება უფლის სიტყვისაებრ: „...აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. წმინდა იოანე ოქროპირი |
მნათე |
Apr 16 2008, 04:51 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
შესანიშნავია, როგორც ნათლად ხედავთ აქ ყოველგვარ საზვერეზე საუბარი ზედმეტია.
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
saria-giorgi |
Apr 21 2008, 10:25 AM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
წმ.იოანე ოქროპირი
აღსარებისათვის ცოდვათასა საყვარელნო!აღიარებდით თვისთა ცოდვათა ყოვლითა გულითა წინაშე სულიერისა მამისა თქვენისა,რამეთუ აღსარებითა წყლულებანი სულისანი განიკურნებიან,ვითარ იგი სალმობანი ხორცთანი განცხადებითა მკურნალისათა განმრთელდებიან.ხოლო დაფარვა ცოდვისა მოძღვრის მიმართ დიდად სავნებელ არს-შემდგომად სიკვდილისა სულთა შესაწუხებელ და ეშმაკთა სახარულევან იქმნების.ამისთვის ფრიად სარგებელ არს აღსარება ცოდვათა,ხოლო დაფარვა სიხარულ სატანისა.რამეთუ იგი ლიქნითა ეტყვის,ვითარმედ დღეს ესე სათნო იყავ და ხვალე შეინანე,არამედ,ჰოი კაცო,უწყია მიწევნა ხვალისა დღე ანუ არა?არამედ ჰნებავს უფროსღა სიღრმესა ქვესკნელისასა შთაგდება შენი,რათამცა უნანელი წარგიტაცოს.უკეთუ მწიგნობარი ვინმე იყოს,ესე შთაუთესავს გონებასა შინა ეშმაკი,ვითარმედ თვით უწყი რაისაცა წერილი იტყვის კანონსა.ეგრეთვე ყავ შენცა და ნუ იტყვი აღსარებასა.არამედ,ჰოი საყვარელო,ნუ უსმენ ეშმაკსა და ნუცა ჰყოვნი(აგვიანებ)აღსარებად ცოდვათა შენთა,რათა შენდობილ იქმნე ამასცა სოფელსა და მერმესა მას საუკუნესა,მადლითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა,რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე,ამენ. მოვიხსენოთ ყოველნი ცოდვანი ჩვენი,საყვარელნო და ვისწრაფოთ აღხოცად მათდა აღსარებითა და სინანულითა.რამეთუ მრავალნი გზანი მოუცემიან ჩვენდა ღმეღთსა აღსარებისათვის,ვითარცა იტყვის:1)"იტყოდე შენ ცოდვათა შენთა პირველ,რათა განმართლდე" და კვალად იტყვის:"უსჯულოება ჩემი გითხრა შენ და შენ მომიტევე უღმრთოება გულისა ჩემისა";რამეთუ არა მცირედ შეგვეწევის ჩვენ აღხოცად ცოდვათა ჩვენთა აღსარება მათი და ხსენება. 2)და კვალად არს სხვაჩა წამალი აღხოცისა მათისა,რათა არავის ჩვენდა მომართ შეცოდებულისა ვიხსენებდეთ ძვირსა,არამედ შეუნდობდეთ.3)გნებავს რათა მესამეცა გითხრა?ისმინე დანიილ წინასწარმეტყველისა რასა იტყვის:"ცოდვანი შენნი მოწყალებითა აღხოცენ და უსჯულოებანი შენნი შეწყნარებითა გლახაკთათა."4)და კვალად არს სხვაცა გზა ცოდვათა აღხოცისა,ესე იგი არს,ლოცვისა სიმრავლე და ვედრება ღმრთისა უწყინოდ მოგვცემს ნუგეშინის-ცემასა შენდობისასა,ხოლო მარხვაცა,რაჟამს სხვათა მოწყალებითა იქმნებოდეს,დაშრეტს მოტყინარეობასა რისხვისა ღმრთისასა,რამეთუ ცეცხლი მოტყინარი დაშრიტის წყალმან და მოწყალებითა განწმდებიან ცოდვანი.ამათ უკვე ყოველთა გზათა ვიდოდეთ,რამეთუ,უკვე ამათ შინა ვჰყოთ სვლაი ჩვენი,არა თუ ოდენ გარდასულნი ცოდვანი განვიბანოთ,არამედ მომავალთათვისცა შევიზღუდნეთ თავნი ჩვენნი.არა ვჰსცეთ ეშმაკსა ადგილი ბრძოლად ჩვენდა და შთაგდებად უდებებასა და ამაოსა მას გამოძიებასა,რამეთუ ესეცა ამისაგან მოიწევის,რაჟამს არა გვაქვნდეს საქმე სათნოებისა,არამედ მოცალებით ვიყვნეთ,ხოლო ჩვენ,საყვაელნო,ვისწრაფოთ სათნო ყოფა ღმრთისა აღსარებითა და სინანულითა,რათა მცირესა ამას ჟამსა დავშრეთ მოღვაწებითა და მერმე უკუნისამდე ვიშვებდეთ მოღვაწებითა კეთილთა მათ შინა ზეცისათა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა,რომლის თანა მამას შვენის დიდება სულით წმიდითურთ,აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ. მოვედით,საყვარელნო ძმანო და აღუაროთ ცოდვანი ჩვენნი სულიერსა მოძღვარსა ჩვენსა და ნუ გვრცხვენის გამოცხადებად ცოდვათა ჩვენთა წინაშე მისაა,არამედ გვეშინოდეს ღმრთისაგან,რამეთუ ღმერთი ყოველსავე ჰხედავს და არა რა დაეფარვის და მუნ სტანჯავს უნანელთა,რამეთუ ჩვენ,რომელსა იგი ეგულვების სჯა,არა გვეშინის მისგან გამოცხადება ცოდვათა ჩვენთა წინაშე ერთისა კაცისა გვრცხვენის და არა უწყით,ვითარმედ,რომელმან არა შეინანოს თვისნი ბოროტებანი,მას დღესა(განკითხვისასა)არა წინაშე ერთისა და ორისა კაცისა,არამედ წინაშე ყოველთა დაბადებულთასა გამოცხადდებიან.რამეთუ მუნ დასჯდების მართლ-მსაჯული იესუ და თვითოეულისა საქმენი,ვითარიცა იყვნიან კეთილნი ანუ ბოროტნი გამოჩნდებიან.გულის-ხმა ჰყავ,ჰოი კაცო,თუ რა გიქმნიეს ბოროტნი ანუ მოგიგონებიეს და ჰფარავ მოძღვრისა წინაშე,გარნა ღმერთსა ვერ დაუფარავ და შენ გრცხვენის და ღმრთისა შიშსა არ მოიგონებ?გულის-ხმა ჰყავ,ვითარმედ ვერცა კაცთა დაეფარო მას დღესა შინა,რამეთუ ყოველნი ბოროტნი ჩვენნი,ვითარცა გამოხატულნი,დასდგენ წინაშე ჩვენსა,რათა თვით დასჯილ ვიყვნეთ,ვითარცა იგი მდიდარი ჰხედვიდა ლაზარეს წინაშე თვალთა მისთა და რომელი იგი საძაგელ უჩნდა,მისსა თითსა ინატრიდა,რათამცა ნუგეშინის-იცა ალსა მას ცეცხლისასა.ამისთვის გევედრები,საყვარელნო ძმანო,შევიდეთ თვითოეულნი გონებასა ჩვენსა და დავსდგათ სამსჯავრო და წარმოვადგინნეთ შორის ცოდვანი ჩვენნი.და იყავნ გონება მსაჯულ და უკეთუ მას დღესა არა გვნებავს განქიქება,აქავე განვიკურნეთ წყლულებანი ჩვენნი აღსარებითა და დავსდგათ მათ ზედა წამალნი სინანულისანი.რამეთუ შესაძლებელ არს აქავე განკურნებად წყლულებათა ჩვენთა ვითარცა იტყვის უფალი:"ვითარმედ უკეთუ მიუტევნეთ,მოგეტევნენ თქვენცა ცოდვანი."ეგრეთ ვიქმნეთ,(ავხოცოთ ცოდვანი ჩვენნი),უკეთუ გვენებოს აღსარებისა და სინანულისა მიერ.ხოლო სინანული ესრეთ იქმნების,რათა პირველდა განვეშოროთ ქმნისაგან ბოროტთასა და მერმე აღმოვიხოცნეთ იგინი სრულიად გონებათა ჩვენთაგან აღსარებითა და ესრეთ ვიწყოთ დადებად წამლისა წყლულებათა ზედა ჩვენთა და უკეთუ მიგიტაცებიეს,განეშორე მისგან და დაიდევ წამალი მისგან მოწყალებისა.და უკეთუ გისიძავს,განეშორე მისგან და დაიდევ წამალი სიწმიდისა.უკეთუ ძვირი გიზრახავს ძმისადა,აჩვენე კვალად სიყვარული და ესრეთ ვიქმოდეთ თვითოეულსა საქმესა და ნუცა თანა წარვხდებით ცოდვათა ჩვენთა,რამეთუ მოახლოებულარს ჟამი სასჯელისა,ვითარცა იტყვის მოციქული:"ვითარმედ უფალი ახლოს არს".ნუ ზრუნავთ,რომელნი მოღვაწებასა და ჭირსა შინა ხართ,ხოლო რომელნი ცოდვასა შინა ხართ თქვენ ესრეთ გეტყვით:"უფალი ახლოს არს,ზრუნევდით,რამეთუ მოახლოებულ არს აღსასრული". და,უკეთუ პირველ სამასისა წლისა,ოდეს პავლე იყო,იტყოდა,ვითარმედ"უფალი ახლოს არს",არა აწ უფროსად ახლოს არსა?უკეთუ მას ჟამსა(დროსა)ჟამთა აღსასრულად უწოდა მოციქულმან,არა უფროსად აწ იყოსა აღსასრული?!არამედ შევიკრძალნეთ თავნი ჩვენნი შიშითა ღმრთისათა და განვიწმიდნეთ გონებანი ჩვენნი აღსარებითა.რამეთუ ოდეს არა ვუწყოდეთ და უზრუნველ ვიყვნეთ,მაშინ მოვიდეს აღსასრული მეყსა შინა,(უცებ,ანაზდეულად),ვითარცა იტყვის უფალი:"ვითარმედ,ვითარცა დღეთა ნოესთა და ლოთისთა,ეგრეთ იყოს,რამეთუ მყისსა(უმსწრაფლეს),შინა მოიწიოს-ვითარცა სალმობა შობადისა უცნაურად მყისსა შინა ეწიოს დედაკაცსა,რაჟამს არა მოელოდეს მრავალგზის.და ამისთვის გლოცავ და გევედრები,ძმანო,ვიყვნეთ მარადის მზა აღსარებითა,რამეთუ მრავალგზის,არა მოგვეცემის ჟამი სინანულისა,ვითარცა წერილ არს,"ვითარმედ ჯოჯოხეთსა შინა ვინ აღგიაროს შენ"?არამედ აქვე შევინანოთ ცოდვანი ჩვენნი,რათა მოწყალე გვექმნას მას დღესა უფალი და ვჰპოვოთ შენდობა მადლითა და წყალობითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა,რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ,აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
saria-giorgi |
Apr 21 2008, 11:22 AM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
შესანიშნავია, როგორც ნათლად ხედავთ აქ ყოველგვარ საზვერეზე საუბარი ზედმეტია. წმ.იოანე ოქროპირის სწავლება არ ეწინააღმდეგება საზვერეების შესახებ მოძღვრებას. წმ.ვასილი ახლის ცხოვრებაში განხილულია საზვერეები,რომელიც ეკლესიის მიერ შეწყნარებულია.რაღა თქმა უნდა არის გამონაკლისებიც,ერთ-ერთი ამერიკელი მთ.ეპისკოპოსი ზღაპრად მიიჩნევს,მაგრამ ეს დიდად არ ვნებს ამ მოძღვრებას,რადგანაც სწავლებას საზვერეების შესახებ ანალოგი ძველ მამებშიც მოეპოვება.საეკლესიო ჰიმნოგრაფიიდან დეა აგიოგრაფიული ნაწარმოებებიდან ვიცით საზვერეების შესახებ,რომელიც სულმა უნდა გაიაროს,ვიცით მის მიერ სამოთხისა და ჯოჯოხეთის ხილვის,ქრისტესადმი ორგზის თაყვანისცემის შესახებ.მე-40 დღეს სულის კერძო სამსჯავრო იმართება და ანგელოზებს იქ მიჰყავთ,სადაც საშინელ სამსჯავრომდე იქნება.ამ ადგილის შეცვლა მხოლოდ ეკლესიის ლოცვას,ასევე დედამიწაზე მცხოვრებთა მოწყალებას და ლოცვას შეუძლია.საეკლესიო წესების ნაწილი გარდამოცემასთან არის დაკავშირებული.სულის სიკვდილის შემდგომი ცხოვრება ამ გარდამოცემასთან არის დაკავშირებული,ეს არის ეკლესიის ძველი გარდამოცემა,რომელიც ლიტურგიკულ ღმრთისმსახურების ნაწილს წარმოადგენს.განსაკუთრებით ახლადშესვენებული მოიხსენიება მე-3,მე-9 და მე-40 დღეს,ასევე საყოველთაო პანაშვიდებზე,რომელიც წლიური ღმრთისმსახურების რიტმში შედის.ცნობისთვის"რელიგიაში სიცრუე დემონიზმის სახეა". ადამიანმა წიგნზე ოფლი კარგად უნდა იდინოს,რადგანაც ნაადრევად,ნაჩქარევად არასწორი დასკვნები არ გამოიტანოს. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
მნათე |
Apr 22 2008, 11:01 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მე-40 დღეს სულის კერძო სამსჯავრო იმართება ტრანსცენდენტალიზმში 40 დღეს როგორ ითვლიან? სად მდებარეობს საზვერეები? ციტატა რომელიც ეკლესიის მიერ შეწყნარებულია კრება, თარიღი. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
death |
Apr 23 2008, 04:46 PM
პოსტი
#9
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
ციტატა სად მდებარეობს საზვერეები? არსად საზვერე დაბკოლებაა, რომელსაც სული აწყდება სიკვდილის შემდეგ. საერთოდ საზვერეების უარყოფა ალბათ ჩვენში დამახინჯებულად გაგებული კოსმოლოგიის ბრალია. სადაც "ზევით" სამოთხეა "ქვევით" კი ჯოჯოხეთი. -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
saria-giorgi |
May 2 2008, 11:10 AM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
ტრანსცენდენტალიზმში 40 დღეს როგორ ითვლიან? სად მდებარეობს საზვერეები? კრება, თარიღი. მგონი კარგად ვერ ან არ კითხულობ იმ პოსტებს,რომელშიც აღნიშნულია საზვერეების არსებობა საიდან შემოინახა ეკლესიამ. ბევრი რამ გარდმოცემით ვიცით,რომელიც ეკლესიამ შეიწყნარა;ვგულისხმობ წმ.მამების უდიდეს ნაწილს თუნდაც წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი.მსოფლიო ეკლესიამ მიიღო მისი ნააზრევი.მამების ერთობლივი აზრი უკვე ეკლესიის კრებსითობას გულისხმობს. რომელ კრებაში წერია,რომ პირჯვრის გამოსახვა აუცილებელია ან სხვა ლიტურგიკული წესები?ვერცერთ კრებაში ვერ ნახავ,აღმოსავლეთით ლოცვა,რომ აუცილებელია ეკლესიაში,რომელ კრებაში წერია?არცერთში. საზვერეების შესახებ სწავლება განხილულია წიგნში:"О тайных недугах души". უბრალოდ მრავალჯერ ვთქვი,რომ შენთან საუბარი არ მსურს,რადგანაც გამოხატავ აზრებს,რომელიც ეკლესიას უპირისპირდება,თან ნაკლებ ინფორმირებული ხარ ამ კუთხით,როგორც ვამჩნევ. რომელ კრებაშია მიღებული,რომ ეკლესიის მსახურებს(მღვდლებს) აუცილებლად უნდა ეცვათ კაბა ან კიდე ეპისკოპოსები ატარებდნენ კვერთხს?არსად. ზემორე მოყვანილ წიგნში განხილულია ყველაფერი,მგონი ამით შეძლებ განიქარვო ეჭვი,რომელიც უკვე 40-წელია მოდერნისტების გარშემო სუფევს. შენი მოძღვარი არ ურჩევს,როდესაც მასთან მიდიან ახლადშესვენებულთა მშობლები ან ნათესავები ილოცონ განსაკუთრებულად 40-დღის განმავლობაში?პანაშვიდები გადაახდევინონ მღვდელს მე-3 და მე-9 დღეს და თუ კი საიდან იცის კითხე.ან თუ არა რის საფუძველზე. -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
death |
May 3 2008, 08:57 PM
პოსტი
#11
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
saria-giorgi
გეთანხმები რასაც ამბობ. მაგრამ საზვერის არსებობა ბილიაშიც აღნიშნულია. უბრალოდ ერთი შეხედვით არ ჩანს -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
მნათე |
May 3 2008, 10:20 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
saria-giorgi
სულ მალე შემოგთავაზებ რომელ კრებაში რა წერია მინდა იმედი გაგიცრუო... კრებებმა იმსჯელეს შენ მიერ ჩამოთვლილ საკითხებზე რა ვუყოთ, როგორც ჩანს საზვერეების განხილვაზე არავის უზრუნია.... მე კი ვიცი რატომ, მაგრამ... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
G_I_O_R_G_I_ |
May 4 2008, 01:30 AM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
თემას არ ეხება მაგრამ შენიშვნის სახით დავწერ:
"სწავლება საზვერეების შესახებ მიღებულია ეკლესიაში გარკვეულ საზღვრებსა და ჩარჩოებში"ედიშერ ჭელიძე |
saria-giorgi |
May 5 2008, 03:34 PM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
saria-giorgi სულ მალე შემოგთავაზებ რომელ კრებაში რა წერია მინდა იმედი გაგიცრუო... კრებებმა იმსჯელეს შენ მიერ ჩამოთვლილ საკითხებზე რა ვუყოთ, როგორც ჩანს საზვერეების განხილვაზე არავის უზრუნია.... მე კი ვიცი რატომ, მაგრამ... ლიტურგიკა დოგმატიკის გამოთქმაა რიტუალური სახით.კრებები დოგმატიკაზე მსჯელობდნენ.ლიტურგიკა ყალიბდებოდა ტრადიციებისა და ადგილობრივი კანონიკური განჩინებების საფუძველზე.შენ თუ წარმოაჩენ წარმოუჩენელ მსჯელობას მსოფლიო კრებისას,ნამდვილად ახალ ინფორმაციას მივიღებ.წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვს აქვს"слово о смерты"-20 გვერდი ეთმობა,არქ.ლაზარეს"О тайных недугах души" და ასევე გამოვიდა ახალი წიგნი,სრული კრებული წმ.მამებზე დაყრდნობით.წიგნს ეწოდება:"წმიდათა თანა განუსვენე"(მიცვალებულთა მოხსენების შესახებ).მგონი სრულიად საკმარისია.ერთი დამისახელე რომელ წმ.მამებს ეყრდნობი საზვერეების შესახებ სწავლებას როდესაც ეხები? "მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით,სული საშინელ საზვერეებს მაშინ გაივლის,როცა სხეული უსულოდ და უსიცოცხლოდ დევს და ამიტომ ეკლესიის შეწევნას ძალზე საჭიროებს.იმისთვის,რომ სულ სხვა ცხოვრებაში გადასვლა გაუადვილდეს,მართლმადიდებელი ქრისტეანის კუბოსთან მისი სიკვდილის შემდეგ მაშინვე იწყება სულის მოსახსენიებელი ლოცვების აღსრულება და პანაშვიდების გალობა." "სრული კრებული"გვ.100 "საზვერეების შესახებ სწავლება,წერს წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი,ეკლესიის სწავლებაა,წმ.პავლე მოციქული უეჭველად მათზე საუბრობს,როცა გვაუწყებს,რომ ქრისტეანებს მოელით ბრძოლა"სულთა მიმართ უკეთურებისათა,რომელნი არიან ცასა ქვეშე"(ეფ.6.11-12)""слово о смерты" საზვერეების დაწვრილებით აღწერილობა და ის თანმიმდევრობა,რომლის მიხედვითაც ისინი განლაგებულნი არიან ჰაერის უბსკრულებში,ღირსი თეოდორას ნაამბობშია გადმოცემული. "გარდა მიცვალებულის მოსახსენებელი საერთო დღეების,უძველესი ქრისტიანული დროიდან დამკვიდრებული ჩვეულების მიხედვით ხდება ყოველი მიცვალებულის ცალკე,საგანგებო მოხსენიება გარდაცვალებიდან მე-3,მე-9 და მე-40 დღეს.""სრული კრებული"გვ.108 მე-3,მე-9,მე-40დღეები,წლისთავი მიცვალებულთა ნეშტი უკვე მიწასაა მიბარებული და იქ დარჩება დრო-ჟამის აღსასრულამდე და საყოველთაო აღდგომამდე.მაგრამ არ ქრება ეკლესიის სიყვარული თავისი ამ ცხოვრებიდან წასული შვილისადმი.როგორც შვილების მოყვარული დედა,ეკლესია გარკვეილ დღეებში ლოცვას აღასრულებს გარდაცვლილი ქრისტეანისთვის და უწმიდეს უსისხლო მსხვერპლს შესწირავს მისი სულის მოსახსენებლად.მიცვალებულის სულისთვის განსაკუთრებული ლოცვების დრღეებია:გარდაცვალებიდან მე-3,მე-9,მე-40 დღეები და წლისთავი(გარდაცვალების დღის ჩათვლით)საეკლესაიო გარდმოცემა გცაუწყებს სხეულიდან ამოსული სულის გამოცდის საიდუმლოს,სარწმუნოებისა დაკეთილმსახურების წმიდა მოღვაწეთა ნაამბობის მიხედვით,რომლებიც ღირსნი გახდნენ ღმრთაებრივი გამოცხადებისა.გადმოცემის მიხედვით,პირველი ორი დღე მიცვალებულის სული ჯერ ისევ მიწაზე იმყოფება და ანგელოზის თანხმლებით დადის იმ ადგილებში,რომლებიც იზიდავენ მას მიწიერი სიხარულით თუ მწუხარების,კეთილი თუ ბოროტი საქმეების მოგონებით.ასე ატარებს სული პირველ ორ დღეს,მე-3 დღეს კი უფალი მსგავსად მესამე დღეს თავისი აღდგომისა,უბრძანებს სულს ზეცად ამაღლდეს მის-ყოველთა ღმერთის თაყვანსაცემად.რაოდენ დროულია ამ დღეს მართლმსაჯულის წინაშე წარმდგარი მიცვალებულის სულის ეკლესიის მიერ მოხსენიება!ამის შემდეგ თითქოსდა ღმრთისაგან უკან დაბრუნებული სული ანგელოზების თანხმლებით შედის სამოთხის სავანეებში და ჭვრეტს მათ გამოუთქმელ მშვენებას.ასეთ მდგომარეობაში იმყოფება სულ ექვსი დღე-მესამედან მეცხრე დღემდე.მე-9 დღეს უფალი უბრძანებს ანგელოზებს კვლავ წარადგინონ იგი მის თაყვანსაცემად.შიშით დაძრწოლით წარსდგება სული უზენაესის ტახტთან.მაგრამ ამ დროს წმ.ეკლესია კვლავ ლოცულობს მიცვალებულის სულისათვის და სთხოვს გულმოწყალებას წმიდათა სულებთან დაამკვიდროს თავისი გარდაცვლილი ძის სული.უფლის მეორეჯერ თაყვანისცემის შემდეგ ანგელოზებს სული ჯოჯოხეთში მიჰყავთ,სადაც იგი ჭვრეტს მოუნანიებელ ცოდვილთა სასტიკ ტანჯვას.სიკვდილიდან მე-40 დღეს სული მესამეჯერ ამაღლდება ყოვლადსახიერ უფლის ტახტთან.ამ დროს წყდება მისი სამკვიდრებელი თუ სად იქნება.ამიტომ ძალზე დროულია ეკლესიის ლოცვები და მოხსენება,რომლითაც აღიხოცება მიცვალებულის ცოდვები და გამოითხოვება მისი სული სამოთხეში წმიდანებთან ერთად დასამკვიდრებლად.ამ დროს აღსრულდება პანაშვიდები და ლიტიები. მიცვალებულთა მოხსენიება ამ დღეებში ქრისტეანული ეკლესიის უძველესი ჩვეულებითაა ნაკურთხი.მიც.გარდაცვალებიდან მე-3 დღეს მოხს.ქრისტეანული ეკლესია იესუ ქრისტეს მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომისა და ყოვლადწმიდა სამების პატივსაცემად აღასრულებს. ეკლესია მე-9 დღეს ახდენს ანგელოზთა ცხრა დასისადმი პატივის მისაგებად,რომლებიც როგორც ზეციური მეუფის მსახურნი და ადამიანთა მეოხნი,მიცვაალებულის შეწყალებისთვის შუამდგომლობენ. მოციქულთა გარდმოცემის მიხედვით ,ახლადშესვენებულია აღსრულებიდან მე-40 დღეს მოხსენიებას საფუძვლად უდევს ებრაელების 40-დღიანი მგლოვა მოსეს გარდაცვალების გამო.ამას გარდა,ეკლესიის ისტორიიდან დაგარდმოცემიდან ცნობილია,რომ ორმოც დღიანი პერიოდი ძალზე მნიშვნელოვანია,როგორც აუცილებელი მოსამზადებელი დრო განსაკუთრებული ღმრთაებრივი ნიჭის,ზეციური მამის მადლიანი შეწევნის მისაღებად.მაგ.მოსე წინასწარმეტყველი სინას მთაზე ღმერთთან საუბრის დამისგან რჯულის ფიქლების მიღების ღირსი მხოლოდ 40-დღიანი მარხვის შემდეგ გახდა.წინასწარმეტყველ ელიამ ქორების მთას 40-დღის შემდეგ მიაღწია.ებრაელებმა აღთქმულ მიწას მხოლოდ უდაბნოში 40-წლიანი ხეტიალის შემდეგ მიაღწიეს.თვით უფალი ჩვენი იესუ ქრისტე აღდგომიდან მე-40 დღესამაღლდა ზეცად.მიიღო რა ყოველივე ეს საფუძველი,ქრისტეანულმა ეკლესიამ ეს საფუძვლები მათი გარდაცვალებიდან მე-40 დღეს დაადგინა,რათა გარდაცვლილიუს სული აღვიდეს ზეციურ სინას მთაზე,ღირსი გახდეს ღმრთის პირის ხილვისდა,მიაღწიოს აღთქმულ ნეტარებას და მართლებთან ერთად დამკვიდრდეს ზეციურ სავანეებში.ეკლესია მიცვალებულთა მოხსენიებას მათი გარდ.1-წლისთავზეც აღასრულებს.საფუძველ;ი ასეთი განჩინებისა ნათელია:ცნობილია,რომ ყველაზე დიდ ლიტურგიკულ ციკლს წლიური წრე წარმოადგენს,რომლის გასვლის შემდეგ კვლავ მეორდება ყველა უძრავი დღესასწაული.მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის ეს ახალი მარადიული ცხოვრებისთვის დაბადების დღეა. მგონი ნათლად დავინახეთ თუ რა საკრალური მნიშვნელობის ყოფილა მე-3,მე-9,მე-40 და წლისთავზე მიცვალებულის სულის მოხსენიება. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად! -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
marine |
Dec 10 2017, 02:22 PM
პოსტი
#15
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა იოანე ოქროპირი ამბობდა: აბრაამს ყველა სათნოება მადლის, ქრისტეს გარეშე ჰქონდა, ჩვენ კი არც ერთი სათნოება არ გაგვაჩნია და არც გვინდაო. სამწუხაროდ, ბევრი მხოლოდ გარეგნულად გაქრისტიანდა, ამიტომ გვიჭირს სათნოებათა მოხვეჭა."
/მამა ზაქარია მარგალიტაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 2 2018, 10:51 AM
პოსტი
#16
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მნიშვნელოვანია იოანე ჩირას ხელით ოშკის ლავრაში გადაწერილი წიგნი - "იოანე ოქროპირის ცხოვრება" და კოზმანის "აღმოყვანებისათვის ნაწილთა წმიდისა... იოვანე ოქროპირისათა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 23 2018, 11:04 AM
პოსტი
#17
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა იოანე ოქროპირს ათენში ცხოვრებისას ფილოსოფოსი ანთიმოზი მტრობდა - შურდა მისი და ლანძღავდა. წმინდა იოანემ ქრისტიანობაზე ამგვარად მოაქცია. ერთხელ წმინდა იოანე ანთიმოზს ეკამათებოდა სარწმუნოებაზე. ანთიმოზმა უფალ იესო ქრისტეს გმობა დაიწყო. უეცრად მას არაწმინდა სული დაეცა და წამება დაუწყო. ყბა და თვალი გვერდზე მოექცა და დუჟი სდიოდა. ეს საშინელი საყურებელი იყო, ბევრმა ვერ გაუძლო და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.
ვინც დარჩა, წმინდა იოანეს შესთხოვა, შეეწყალებინა ანთიმოზი და განეკურნა. წმინდა იოანემ ბრძანა: - თუ არ შეინანებს და არ ირწმუნებს ქრისტე ღმერთს, რომელსაც გმობს, არ განიკურნებაო. ანთიმოზმა წამოიძახა: - აღვიარებ, რომ არც ზეცაში და არც მიწაზე არ არის სხვა ღმერთი, ქრისტიანთა ღმერთის გარდა, რომელიც სწამს ბრძენ იოანესო. ამის თქმისთანავე არაწმინდა სულმა დატოვა იგი, სრულიად ჯანმრთელი წამოდგა ანთიმოზი და ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა. წმინდა იოანემ ის ათენის ეპისკოპოსთან გაგზავნა, რომელმაც ნათელსცა მას და მთელ მის ოჯახს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 17 2018, 09:02 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჭეშმარიტად ოქროპირია ბიზანტიის სინდისი"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 27 2019, 03:39 PM
პოსტი
#19
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აწინდელ, ქვეყნიურ დიდებასა და მომავალ, ზეციურ დიდებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც სიზმარსა და ცხადს შორის".
/წმ. იოანე ოქროპირი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 26 2020, 10:26 PM
პოსტი
#20
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა იოანეს წმინდა ნაწილთა აღმოყვანება მოხდა საქართველოში, სოხუმთან ახლოს, სოფელ კომანში, სადაც გადმოასახლეს წმინდა იოანე ოქროპირი. გარდაცვალების შემდეგ იგი ჩასვენებული იყო ქვის დიდ სარკოფაგში. სარკოფაგი დღესაც იქ არის. პირადად მინახავს და შევხებივარ ამ სარკოფაგს. ეს არის დიდი ქვის ყუთისმაგვარი, დაახლოებით 2 მეტრის სიგრძის განსასვენებელი, რომელსაც დღემდე კეთილსურნელება აქვს, იმიტომ რომ როდესაც ის საბოლოოდ გაიხსნა, წმინდა იოანე ოქროპირის ნაწილები მისი სხეულიდან გამოყოფილ მირონში ცურავდა"
/მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი