რა არის თავისუფლება, არქ.რაფაელ კარელინი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა არის თავისუფლება, არქ.რაფაელ კარელინი |
saria-giorgi |
Mar 25 2008, 10:31 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
ეს სრულიად გაუგებარი ცნება როგორ უნდა განისაზღვროს?
თავისუფლება-ეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება და უფლებაა ადამიანისა,გამომდინარე იმ შინაგანი სურვილიდან,რომელიც შესაძლებელია იყოს ინტელექტუალური,მგრძნობელობი ი ან უხეშად ინსტიქტური ანუ საშუალებაა იმისა,რომ ჩვენი სურვილები განვახორციელოთ.მაგრამ ჩვენი ინტელექტუალური ზრახვები მერყევია,რადგან არამდგრად წარმოდგენებსა და შეფასებებს ემყარება. ჩვენს ინსტიქტებს რაც შეეხება,ამაში ოდნავ თუ განვსხვავდებით ამებისაგან,რომელიც ერთ მთლიან მუცელს წარმოადგენს. რისი რეალიზება შეგვიძლია?თავისუფლება რომელ''მხეცს''უნდა მივანიჭოთ? თავისუფლებაზე მოსაუბრეებს ავიწყდებათ,რომ ამისათვის გარკვეული კულტურაა საჭირო:უპირველესად,ადამიანის ადმი პატივისცემის უნარი,ურომლისოდაც შეუძლებელია მისდამი სიყვარული. თავისუფლება-ეს გამარჯვების ტრიუმფია სულიერ ცხოვრებაში.ამის გარეშე თავისუფლება ცინიკოსის დაცინვა ან მოძალადის მხეცური ეშვების ღრჭენა იქნება. კინიკოსებისთვის თავისუფლება ქილიკშია,ადამიანი რასაც საპირფარეშოში აკეთებს,ისინი ქუჩაში აკეთებენ. ქრისტიანობა გვიჩვენებს,თუ რაშია თავისუფლება-ეს იმის საშუალებაა,რომ ადამიანმა თავისი მთავარ მოწოდებას მისდიოს და განახორციელოს მასში ჩადებული პოტენციალი-ხატება და მსგავსება ღმრთისა. თავისუფლება-ეს გულის გათავისუფლებაა ყოველი უცხოსაგან. თავისუფლება-ეს მარადისობიდან გადმოდინებული ნათელია.ადამიანი საკუთარ თავს ღმერთში ჰპოვებს და თავისთავადი ხდება. თავისუფლება-ეს გამოსვლაა ქმნილი,განივთებული,დაკომპლექ სებული,ვნებიანი მდგომარეობიდან,ის ღმრთაებრივ სრულყოფასთან ზიარებაა. ერთადერთი თავისუფლება ქრისტიანობამ განგვიცხადა.ეს ღმერთთან ჰარმონიაში ყოფნის თავისუფლებაა,ეს სულის გათავისუფლებაა ყოველივე უცხოსაგან-ვნებებისაგან,როგორც სულის მტკივნეული კორძებისაგან,მრავალი ფსიქიკური კომპლექსისაგან,რომელიც კრუნჩხვასავით არყევენ და კუმშავენ გონებას.თავისუფლება იხსნება იქ,სადაც მთავრდება დრო,ხოლო მარადისობა მარადიულში გაცხადდება. როგორც ვთქვით,თავისუფლება,ეს არის მხოლოდ შინაგან წინააღმდეგობათა მოხსნა და ადამიანში ტრიმეტრიის ერთიანობის აღდგენაა,ასევე(და მეტადავ)სულის ჩართვაა ღმრთაებრივი ყოფიერების უმაღლეს თავისუფლებაში.წმ.პავლე მოციქული წერს:''დიდი სასყიდლით ხართ გამოსყიდულნი,ნუ იქნებით კაცთა მონანი,''უწინარეს ყოვლისა,საკუთარი ''მე''-ს,შავბნელი ვნებების მონა. ვნებები-ეს ჩვენ არ ვართ,ეს სულში შთავარდნილი აჩრდილია დემონისა,ეს სულის ბნელი ორეულია.თავისუფლება მხოლოდ ღმერთშია.ჭეშმარიტი სინანული სულის დაბადებაა,ზიარება კი-აღდგომა მკვდრეთით. მაცხოვარი ბრძანებს:''სცანთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ.'' -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
marine |
Mar 25 2008, 11:15 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ადამიანი მონაა ცოდვისა და მხოლოდ მას შეიძლება ეწოდოს თავისუფალი, რომელიც ცოდვებისგანაა გათავისუფლებული. ღმერთმა მოგვმადლოს ყველას.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
neo |
Mar 25 2008, 09:26 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
თავისუფლება = თავის უფლება = თავის ფლობა = ნების ყოფა = ნებისყოფა
თავისუფლება სამყაროზე, გარემოს იმპულსებზე არ დამორჩილების უნდარია... თავისუფლება რელიზდება მაშინ როცა მიუხედავად ნებისმიერი სიტუაციისა ადამიანს შეუძლია საკუთარი შინაგანი გადაწყვეტილება მიიღოს... თავისუფალი ის არის ვისაც გული და ხორცი ემორჩილება... განსხვავებით ცხოველებისაგან მე მგონი რა... -------------------- www.cordesign.ge
|
დავით ივერიელი |
Mar 25 2008, 11:16 PM
პოსტი
#4
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
saria-giorgi
კარელინომეტყველება რელიგიურ-ფილოსოფიური მიმართულებაა და დღეს მეტად ფასობს!!! მისი სიტყვა ოქორს ფასია.... "თავისუფლება სულის სხეულზე ბატონობაა!" - წმ. ქსენოფონტე ათონელი... -------------------- მერე რა რომ . . .
|
saria-giorgi |
Mar 26 2008, 05:28 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 407 რეგისტრ.: 4-July 07 მდებარ.: q.walenjixa წევრი № 2,386 |
[quote name='დავით ივერიელი' date='Mar 25 2008, 11:16 PM' post='285389']
[b][/b] კარელინომეტყველება რელიგიურ-ფილოსოფიური მიმართულებაა და დღეს მეტად ფასობს!!! მისი სიტყვა ოქორს ფასია.... ერთი ფილოსოფოსი ამბობს:"მინდა,რომ ჩემი წიგნი არ წაიკითხოს იმან,ვინც მხოლოდ თვალით კითხულობს." ცდები,დღეს მეტად ფასობს მოდერნიზებული აზროვნება და უსწავლელი შურიანებისგან,პირუტყვებისგა გონიერი ადამიანების ლანძღვა,რომლებიც ვერ მიმხვდარან და ვერ შეუცვნიათ თავიანთი გესლიანი გული. ასეთი ადამიანები კბენენ მამა რაფაელს,მაგრამ ჩრდილსაც ვერ მიაყენებენ,რადგანაც წრფელი გული ყოველთვის ქრისტეთია დაცული,ხოლო მლანძღველები ეშმაკის საკვრელით არიან შეკრულნი. "შურმან შეიპყრო ერი უსწავლელი." მიმდინარეობააო საუბრობ ხმამაღლა,რა გაძლევს ამის საფუძველს?პატრიარქს არ ემორჩილება? სწორედ ისეთი ადამიანები იდევნებიან "საზოგადეობისგან,"რომლებიც არ ეძიებენ კაცთაგან დიდებას,ხოლო ვისგანაც იდევნებიან ესეთი ადამიანები პირიქით აკეთებენ. წმ.წერილში წერია:"რომელსა-იგი ქებაი არა კაცთაგან არს,არამედ ღმრთისაგან"(რომ.2.29)ვის ქება?-იმ კაცს,ვინაც შინაგანად გულში სულ ღმრთისათვის იღვწის,ვინაც სინდისის მიხედვით აკეთებს თავის საქმეს და არად დაგიდებს "საზოგადოებრივ" აზრს,კაცთა პატივს.ჩვენ კი ადამიანებისგან ველით დიდებას და ყველას და ყველაფერს ვლანძღავთ ვინ "დიდებულთაგან"გინებულად ითვლება,რათა შეკვეთილი ტაში დავიმსახუროთ და გინება არ მოვიწიოთ;ამისთვის სიცრუეს და ცილისწამებასაც არ ერიდებიან,რადგანაც "საზოგადოებაში"კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრონ.არადა,სწორედ ღმერთი გახლავთ ღმერთი დიდებისა. "მართალნი გამობრწყინდნენ ვითარცა მზე"(მათ.13.43) იცოდე რომ ლანძღვა ქრისტიანის საქმე არ არის.წმ.წერილი გვაფრთხილებს:"რამეთუ გულისა წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის"(იაკ.1.20) -------------------- [indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
|
makiki |
Mar 26 2008, 06:56 PM
პოსტი
#6
|
makiki ჯგუფი: Members პოსტები: 1,779 რეგისტრ.: 29-January 08 მდებარ.: Tbilisiii წევრი № 3,797 |
ერთერთმა მოძღვარმა ასეთი რამ თქვა თავისუფლებაზე: თავისუფლება უდიდესი სათნოებაა,ადამიანის მიმართ ღვთის უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულება.მოგეხსენებათ,უფალმა კაცი შექმნა ხატად და მსგავსად თავისა.სწორედ თავისუფალ არჩევანში მდგომარეობს ადამიანის ღმერთთან მსგავსება.
-------------------- წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.
ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა... |
მარიამი |
Mar 26 2008, 08:52 PM
პოსტი
#7
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ციტატა ბატონ რაფაელს დავით, ეს ადამიანი, მოგწონს თუ არ მოგწონს, მამაა და არა "ბატონი" მანამ, სანამ პატრიარქისგან ხელდასხმულია და მღვდლობიდან არ დაუყენებიათ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველაფერი მეც არ მომწონს, მთლად ასე გადამლაშებაც ზედმეტია. ბევრი მართლაც კარგი და ღირებული ქადაგება აქვს და ყველაფრის წყალში ჩაყრა არ შეიძლება. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
თათარაშვილი |
Mar 26 2008, 09:04 PM
პოსტი
#8
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ციტატა თავისუფლებას ის ვერ მიქადაგებს ვინც მრევლს ტელევიზორის ყურებას უკრძალავს.... გეგულება მოძღვარი რომელიც გეტყვის, დაჯექი და უყურე რამდენიც გინდაო? სათნოებაა ტელევიზორის ყურება? არ არის სწორი როცა მოძღვარი მრევლს ტელევიზორის ეკრანების წინ საათების გაფლანგვის შემცირებაზე ქადაგებს? არ მესმის რა არ მოგწონთ... ნუთუ ცოდვა ცოდვად აღარ ითვლება? თუ ეს უკვე ჰუმანური და უწყინარი ცოდვაა? ციტატა დავით, ეს ადამიანი, მოგწონს თუ არ მოგწონს, მამაა და არა "ბატონი" მანამ, სანამ პატრიარქისგან ხელდასხმულია და მღვდლობიდან არ დაუყენებიათ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველაფერი მეც არ მომწონს, მთლად ასე გადამლაშებაც ზედმეტია. ბევრი მართლაც კარგი და ღირებული ქადაგება აქვს და ყველაფრის წყალში ჩაყრა არ შეიძლება. +1 არსებობს იერარქია ... თუ ვართ მართლმადიდებლები დავემორჩილოთ იერარქიას და პატივი ვცეთ იერარქებს |
sara |
Mar 26 2008, 10:53 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 21-January 08 წევრი № 3,703 |
კი იერარქიასაც უნდა ვცეთ პატივი და ცოდვის მნიშვნელობაც არ უნდა გავაუბრალოოთ,მაგრამ ფაქტია რომ ამ ბოლო დროს ფანატიზმი მომძლავრდა
|
თათარაშვილი |
Mar 26 2008, 11:03 PM
პოსტი
#10
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ციტატა ფაქტია რომ ამ ბოლო დროს ფანატიზმი მომძლავრდა ჩვენ რელიგია კი არ უნდა მოვირგოთ, არამედ ჩვენ მოვერგოთ რელიგიას. ასე რომ "მე ასე მაწყობს და ეხლა ესე მსიამოვნებს, და თან კიდევ ყველა ასე აკეთებს და იმდენად ცოვადაც აღარ ითვლება", აი ასეთი აზროვნებით ჩვენ შორს ვერ წავალთ. |
sara |
Mar 27 2008, 12:04 AM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 21-January 08 წევრი № 3,703 |
კი გეთანხმები მაგრამ ზომიერება ყველაფერში საჭიროა.
|
თათარაშვილი |
Mar 27 2008, 12:26 AM
პოსტი
#12
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
|
G_I_O_R_G_I_ |
Mar 27 2008, 12:28 AM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ციტატა კი გეთანხმები მაგრამ ზომიერება ყველაფერში საჭიროა ყველა ადამიანს თავისი ზომიერების დონე და ზღვარი აქვს და არ არსებობს ზომიერების რაღაც საერთო საზღვრები და ჩარჩო.მაგ რაც ერის კაცისთვის ზომიერია ის არ არის ზომიერი ბერისთვის ასევე ადამიანთა შორის სულიერი მდგომარეობის მიხედვით.ყველამ საკუთარი ზომიერების დონე უნდა დაიცვას მოძღვრის კურთხევის შესაბამისად და არც ადამიანმა უნდა დაასკვნას თუ სხვა თავისი ზომიერების დონიდან გამომდინარე ზღვარგადასულად ეჩვენება და ფანატიკოსად ჩათვალოს.ყველა ადამიანს უფალმა თავისი განსხვავებული სიმძიმის ჯვარი უბოძა სატარებლად.მთავარი ერთია ადამიანი მოქმედებდეს მოძღვრის კურთხევის და მორჩილების მიხედვით. |
sara |
Mar 27 2008, 12:37 AM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 21-January 08 წევრი № 3,703 |
კი მაგრამ პრობლემა ის არის რომ ფანატიზმი არა მარტო ერშია არამედ "ბერშიც" არის და ხშირად ხდება რომ ამა თუ იმ მოძღვრის ფანატიკური კურთხევების გამო ბოლოს მრევლი სასოწარკვეთილებამდეც კი მიდის.მე ვიცი კონკრეტული მაგალითები და იმიტომ ვამბობ.სამწუხაროა მაგრამ ფაქტია
|
G_I_O_R_G_I_ |
Mar 27 2008, 12:51 AM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ასეთ შემთხვევაში გამოსავალია ალბათ რომ ადამიანი ბრმად არ უნდა მიუდგეს და რობოტად გადაიქცეს რასაც ეტყვიან ისე შეასრულოს რომ არც კი დაფიქრდეს და განსაჯოს საკუთარ თავში.უკიდურეს მაგალითს ვიტყვი რომ მოძღვარმა უთხრას თავის მრევლს ამ საკითხში ეკლესია ცდება და სქიზმაში გავიდეთ და დავუპირისპირდეთ (ვაკრიტიკოთ) მას და ასე მოიქცნენ ის ადამიანებიც.
|
ლილიანა |
Mar 27 2008, 08:47 AM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
როგორც მახსოვს კარელიომანიაზე მსჯელობას სხვა თემები მიძღვნა ასე რომ აქ არსებულ ოფებს ვშლი
-------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
მნათე |
Mar 27 2008, 08:14 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
თავისუფლება, ეს უპირველეს ყოვლისა არ არის კარჩაკეტილობა, არ არის უარი იუმორზე, არ არის უარი სიახლეზე, ის თავად არის სიახლე, გახსნილობა და თქვენ წარმოიდგინეთ იუმორიც. თავისუფლება ადამიანს გარდაქმნის არა სევდიან მანქანად, არამედ სიცოცხლით სავსე პიროვნებად, რომელიც აცნობიერებს რეალობას და აქედან გამომდინარე შესაძლებლობების კონცენტრაციით მინდობილია ღვთისადმი.... არ შეიძლება ადამიანებს ცოცხალი ღმერთი წავართვათ და იდეოლოგიით ჩავუნაცვლოთ საუბარი ქრისტესთან...
ციტატა ცდები,დღეს მეტად ფასობს მოდერნიზებული აზროვნება და უსწავლელი შურიანებისგან,პირუტყვებისგა გონიერი ადამიანების ლანძღვა,რომლებიც ვერ მიმხვდარან და ვერ შეუცვნიათ თავიანთი გესლიანი გული. საკუთარ თავს ხშირად ახასიათებთ? სისხლით აპირებთ სისხლი ჩამობანოთ ადამიანებს?! 'მხილების' უფლება სულიწმიდამ მოგცათ თუ მეოთხე ჰიპოსტასი გყავთ ვინმე?! იქნებ გინდათ განგვიცხადოთ; "იცით აქ რაღაც შეცდომაა, ჩვენთვის მთავარი მამა რაფაელია და არა სიყვარული!" ყველაზე სულელური აპოლოგიაა რასაც კი შევხვედრივარ... თითქოს ცდილობთ სიმართლე დაიცვათ, მაგრამ ამ სიმართლეში ისეთ დიდ უსიყვარულობას ავლენთ, შთაბეჭდილებას არა მხოლოდ მორწმუნეს წაუხდენთ, არამედ ურწმუნოსაც... ან იქნებ გინდათ მითხრათ რომ ეს ჩამი პრობლემაა? აი სწორედ აქ არის საქმე, პრობლემებს არასდროს ვეძებთ შიგნით! მის მაღალღირსებას დიდ პატივს ვცემ, თუმც ხშირად მისივე ქადაგება სრულად როდი ეტევა იმ მხედველობის ფარგლებში რაც ქრისტემ მოიტანა... სავალალო ის არის რომ მისი ლანძღვა უკვე მოდაშია და ცხადია ეს ძალზედ ცუდი ტენდენციაა... ელემენტარული ეთიკაა ისაუბრო არქიმანდრიტზე ნორმალურად, ბოლოსდაბოლოს მას მამას მხოლოდ ზრდილობის გამო ხომ არ ვეძახით არა? რახან უფალმა და ადგილობრივმა ეპისკოპოსმა მას უფლება მისცა ხალხი დაემწყემსა, ჩვენ მოვალენი ვართ სულ მცირე მოვუსმინოთ მაინც.. და თუ რამეს ისე ვერ ამბობს როგორც საჭიროა, შვილური ხედვიდან მოვიღოთ ჯეროვანი პასუხი, რომელიც იქნება მხოლოდ-და მხოლოდ დაფუძნებული არგუმენტებზე და არა ტენდენციურ იწილო-ბიწილოზე, რომლის მიზანი როგორც წესი ორად გაყოფილი აზრიდან ერთი რომელიმეს დაცვაა... ეკლესიაში კი განხეთქილების ქვაბი უკვე დუღს და არც ერთი მხარე არ აპირებს კომპრომისზე წასვლას... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მხევალი ნინო |
Mar 28 2008, 04:11 PM
პოსტი
#18
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
თავისუფლება ერთგვარად დამოკიდებულებაა უფალზე, უფრო სწორედ მინდობა უფალზე. შინაგანად თავისუფალი ადამიანი ზედმეტად არ შფოთავს ცხოვრებისეულ სიძნელეებზე, ხვალინდელ დღეზე. არ არის მიჯაჭვული არაფერზე, არც თანამდებობზე, არც სიმდიდრეზე და არც სხვა რამეზე. თავისუფლი ადამიანი ლაღიც არის, ესეც უფალზე მინდობის გამოა.
რაც შეეხება ცოდვებისგან გათავისუფლებას, ეს უფრო მიზანია. ცოდვებისგან ბოლომდე თავისუფალი არასოდეს ხარ, მაგრამ იბრძვი მათგან გასათავისუფლებად. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მნათე |
Mar 28 2008, 05:48 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
გეთანხმები, მაგრამ ჩვენ უკვე ვართ გარკვეულად თავისუფლები...
თავისუფლებისთვის გაგათავისუფლათ ქრისტემ! - ეს პაველს სიტყვებია... ანუ ჩვენ მოგვეცა თავისუფლება მივმართოთ იესოს, "მამით!" -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მხევალი ნინო |
Mar 29 2008, 11:21 AM
პოსტი
#20
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
მნათე
ციტატა გეთანხმები, მაგრამ ჩვენ უკვე ვართ გარკვეულად თავისუფლები... თავისუფლებისთვის გაგათავისუფლათ ქრისტემ! - ეს პაველს სიტყვებია... ანუ ჩვენ მოგვეცა თავისუფლება მივმართოთ იესოს, "მამით!" ლევან, ზუსტად ვერ მივხვდი მე მიპასუხე თუ სხვა ვინეს, რადგან მონიშნული არ გქონდა ციტატა. თუ მე მიპასუხე, მაშინ მეც გიპასუხებ რა თქმა უნდა , ქრისტემ გაგვათავისუფა ჩვენ, მაგრამ ეს ტავისუფლება მე დაახლოებით ასე მესმის ციტატა თავისუფლება ერთგვარად დამოკიდებულებაა უფალზე, უფრო სწორედ მინდობა უფალზე. შინაგანად თავისუფალი ადამიანი ზედმეტად არ შფოთავს ცხოვრებისეულ სიძნელეებზე, ხვალინდელ დღეზე. არ არის მიჯაჭვული არაფერზე, არც თანამდებობზე, არც სიმდიდრეზე და არც სხვა რამეზე. თავისუფლი ადამიანი ლაღიც არის, ესეც უფალზე მინდობის გამოა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 05:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი