კიბე(ანუ კლემაქსი), იოანე სინელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კიბე(ანუ კლემაქსი), იოანე სინელი |
დავით ივერიელი |
Nov 21 2006, 12:21 AM
პოსტი
#1
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
იოანე სინელის წიგნი "კიბე" ეს არის ჩEმტვის მეორე სახარება და მეორე მოძღვარი... როგორც საკუთარი მოძღვარსი მამხლეს ცოდვაბში და მარცხვენს უფლის წინაშე იგიევს შვრება ეს წიგნიც... მინდა ნაწყვეტები მოვიყვანო აქ რათა გაგიზიაროთ ამ ჭიგნში გადმოცემული სიბრძნე მამა იონესი...
*მორჩილება არის ნების საფლავი და თავმდაბლობის აღდგომა *როცა მოძღვრის განკიტხვის ფიქრები მოდის, გაექეცი, როგორც სიძვას, და ამ გველს არანაირი ადგილი დაუთმო, არამედ უთხარი ვეშაპს:"ჰოი, მაცდურო! მე კი არა ვარ ჩემი წინამძღვრის მსაჯული, არამედ ის არის ჩემი მსაჯული, რადგან მე კი არ მიტვირთავს მისი ტვირთი, არამედ მან იტვირთა - ჩემი. *სიასნული ნათლისღების განმაახლებელია. სინანული არის ღვთის წინაშე ახალი აღთქმის დადება. მონანული ვაჭარი თავმდაბლობას ყიდულობს. *ვინც საკუთარ თავს გლოვობს, ის სხვას არ განიკითხავს არ არც დაცემის გამო განსჯის. *რამდენადაც ცეცხლი წვავს და ანადგურებს ფიჩხს, იმდენად წმინდა ცრემლები, იმდენად წმინდა ცრემლები უჩინარჰყოფს ყოველგვარ სულიერ შხამსა და ვნებას. *არ ენდო ცრემლებს, სანამ სრულიად არ განგწმენდს. ის ღვინო კი არა არის სანდო, რომელიც ეს-ესაა საწნახელიდან მოედინება, არამედ ის, რომელიც უკვე ზველია და არ არის გაფუჭებული. *როგორც სიბნელე უჩინარდება სინათლის გამოჩენისას, ისე უჩინარდება ყოველგვარი შფოთი და გუილსწყრომა თავმდაბლობის გამოჩენისას. *ერთხელ შევესწარი, მავანნი ვიღაცას რომ აძაგებდნენ გავუწყერი მათ და ვუთხარი, შეეწყვიტათ მსგავსი საუბარი. ამ ბოროტის მოქმედებმა კი მიპასუხეს, რომ ასე იმ პიროვნებისადმი სიყვარულისა და ზრუნვის გამო იქცეოდნენ. მე მივუგე:"თავი დაანებეთ ასეთ სისასტიკესა და ავ სიყვარულს, რათა არ გამტყუნდეს წინასწარმეტყველის სიტყვები:"რომელნი იტყუინ იდუმალ მოყვასისა თუისისა ძუირსა, ესე წარვდევნი"(ფსალმ. 100.5) *თუ ის გიყვარს, ილოცე მისთვის და ნუ აძაგებ, რადგან ლოცვით ღმერთი შეეწევა და შეიწყალებს. *განკითხვა მხოლოდშობილი ზის ღირსების მიტაცებაა და სულის დამღუპველია. *მრავლისმეტყველება ტახტრევანია, რომელზეც ზის თავს იწონებს ამპარტვანება. დანარჩენი მომავალში ... -------------------- მერე რა რომ . . .
|
მნათე |
Nov 21 2006, 12:22 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მაგ წიგნს მათხოვებ იმედია
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დავით ივერიელი |
Nov 21 2006, 12:25 AM
პოსტი
#3
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
mnate
ჯერ რაც გათხოვე ის მომიტანე... -------------------- მერე რა რომ . . .
|
ლილიანა |
Nov 21 2006, 12:27 AM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
ამ წიგნის შეძენა სად შეიძლება ?
-------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
დავით ივერიელი |
Nov 21 2006, 12:33 AM
პოსტი
#5
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
ლილიანა
ყველგანაა... ალილოშიც, ჯვარშიც, სიონშიც.. სხვა და სხვა ყდებითაა უბრალოდ -------------------- მერე რა რომ . . .
|
G_I_O_R_G_I_ |
Nov 21 2006, 12:42 AM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
მე ორივე ტომი წაკითხული მაქვს და შესანიშნავი წიგნია ოღონდ ზოგი რამის გასაგებად რამდენჯერმე წაკითხვაა საჭირო
|
იოანა |
Nov 21 2006, 12:47 AM
პოსტი
#7
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
დავით ივერიელი
გაიხარე მეც ძალიან მიყვარს იოანე სინელის "კიბე" და ზოგიერთ ნაწყვეტს აქ დავწერ. იმედია, დავითი არ მიწყენს * სიმშვიდე არის სულის უცვლელი მდგომარეობა როგორც პატივის, ასევე უპატიობის მიღებისას. *ურისხველობის დასაწყისი ბაგის მდუმარებაა გულის აღშფოთების ჟამს, შუალედი - აზრთა მდუმარება სულის მსუბუქი აღძვრისას და დასასრული - შეურყეველი მდუმარება არაწმინდა ქართა მობერვისასაც კი. *ნეტარი ურისხველობის საწყისი არის უპატიობის მოთმინება, თუნდაც სულის აღშფოთებითა და ტკივილით. საშუალო მდგომარეობაა უპატიობის მწუხარების გარეშე დათმენა, ხოლო დასასრული, თუკი შესაძლებელია, მას დასასრული ჰქონდეს, არის ის, როდესაც ადამიანი შეურაცხყოფას ქებასავით მიიღებს. -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
იოანა |
Nov 21 2006, 02:54 PM
პოსტი
#8
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
*თითოეული ჩვენგანი მაშინ შეიცნობს, რომ არის მასში ძმის სიყვარული და ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისადმი, როდესაც ნახავს, რომ სწუხს ძმის ცოდვებზე და მისი წარმატება და ნიჭები ახარებს.
*ვინც საუბარში დაჟინებით იცავს საკუთარ აზრს, თუნდაც მართალი იყოს, მან უნდა იცოდეს, რომ ეშმაკეული უძლურებითაა შეპყრობილი. თუ ის ამგვარად თანასწორებთან იქცევა, მაშინ უპირატესის მიერ მხილებით შესაძლებელია მისი განკურნება, მაგრამ თუ უფროსებთან და უბრძნეს ადამიანებთან საუბრობს ასე, კაცთაგად მისი აღდგინება არავის ძალუძს. *თუ გსურს, ან ფიქრობ, რომ ძმას თვალიდან ბეწვი ამოაცალო, გაფრთხილდი, რომ საექიმო იარაღის მაგიერ ისარი არ გამოიყენო. ისარი ეს სასტიკი სიტყვა და უხეში მიმართვაა, ხოლო საექიმო იარაღი არის მოკრძალებული დარიგება და დიდ ხნის მოთმინებით მხილება. -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
იოანა |
Nov 21 2006, 03:08 PM
პოსტი
#9
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
*გულითადად შესვი ლანძღვა, როგორც წყალი ცხოვრებისა, მიიღე ის ყოველი ადამიანისაგან, ვინც კი შენს დაწყლულებას ისურვებს ასეთი მკურნალობით, რომელიც სიძვის ვნებისაგან განგწმენდს, რადგან მაშინ შენს სულში უღრმესი სიწმინდე გამობრწყინდება და შენს გულში ღვთაებრივი სინათლე არასოდეს გამოილევა.
*სული, რომელიც აღსარებაზე ფიქრობს, ცოდვას ერიდება და ეს ფიქრი აღვირად გადაექცევა. ხოლოცოდვებს, რომელთაც მოძღვარს არ ვუმხელთ, ისე უშიშრად აღვასრულებთ, როგორც წყვდიადში. *ზოგიერთი უდიდეს ცოდვებში იმყოფებოდა აშკარად, მაგრამ საიდუმლოდ მრავალი სათნოება აღასრულეს და ისინი , ვინც მათ განიკითხავდნენ, იმით შეცდნენ, რომ კვამლის დევნაში მზე ვერ იხილეს. *როცა საკუთარ ცოდვებს გლოვობ, ნუ დაუჯერებ იმ ეშმაკს, რომელიც ჩაგაგონებს, რომ ღმერთი კაცთმოყვარეა და გლოვის გარეშეც შეგინდობს, რადგან ამას იმისთვის გეუბნება, რომ გლოვას და ღვთის შიშს ჩამოგაშოროს. აზრი ღვთის გულმოწყალების შესახებ მხოლოდ მაშინ შეიწყნარე, როცა ხვდები, რომ სასოწარკვეთილების სიღრმეში იძირები. -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
იოანა |
Nov 21 2006, 03:50 PM
პოსტი
#10
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
*ლოცვაზე ძრწოლით იდექი, როგორც მსჯავრდებული ავაზაკი დგას სამსჯავროს წინაშე, რათა შენი შინაგანი თუ გარეგნული შესახედაობით მართალი მსაჯულის რისხვა დააცხრო: რადგან მას არ ძალუძს უგულებელყოს დაქვრივებული სული, რომელიც მწუხარედ დგას მის წინაშე და აწყინებს ლოცვის მოუწყინებელ ღმერთს.
-------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
თამარი |
Nov 22 2006, 05:15 PM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
იოანე სინელის "კიბე", ჩემი აზრით, ყველა ოჯახში უნდა იყოს. ეს არ არის ის წიგნი, რომელსაც ითხოვებ, ერთხელ წაიკითხავ და შემდეგ დააბრუნებ. ეს მუდმივად საჭირო სახელმძღვანელოა.
თუმცა, ამავე დროს, მივესალმები ამ წიგნიდან ჩვენთვის საყვარელი ციტატების განთავსებას ფორუმზე. მეც შემოგიერთდებით, თუ არ მიწყენთ. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
stch |
Jul 4 2007, 01:12 AM
პოსტი
#12
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 448 რეგისტრ.: 3-July 07 მდებარ.: შორს უფლისგან :( წევრი № 2,381 |
კახა ეგ რა შუაში იყო არ ვიცი მარა ალბათ არაა ჩემთვის სასიამოვნო თუ სიმართლეს ვიტყვი
და მაგ წიგნის წაკითხვა მინდა მარა იმდენი წიგნი დამიგროვდა რო რავი მომიწევს კურთხევის აღება ოხრად საქმეში -------------------- და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
|
თამარი |
Jul 6 2007, 04:28 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
დიდხანს ლოცვის შემდეგ თუ ნაყოფს ვერ დაინახავ, ნუ იტყვი, რომ ვერაფერი მოიპოვე, რადგან თვით ლოცვაში მყოფობა უკვე მონაპოვარია; და რა არის ამაზე დიდი მადლი, ვიდრე მიელტვოდე უფალს და განუწყვეტელ კავშირში იყო მასთან.
წმიდა იოანე სინელი კიბისაღმწერელი -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
shota1 |
Jul 6 2007, 04:33 PM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 2-September 06 წევრი № 138 |
ეს წიგნი წავიკითხე მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე,
განსაკუთრებით ვერ ვხვდები კიბის მუღამს, ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ პირველი საფეხურით უნდა დაიწყო და ბოლომდე ახვიდე? მე მგონი არა, მგონია რომ განსხვავებული პიროვნებისათვის არსებობს კიბის უჯრედების განსხვავებული თანმიმდევრობა... თუ ვცდები? |
თამარი |
Jul 6 2007, 04:37 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ეს წიგნი წავიკითხე მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე, განსაკუთრებით ვერ ვხვდები კიბის მუღამს, ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ პირველი საფეხურით უნდა დაიწყო და ბოლომდე ახვიდე? მე მგონი არა, მგონია რომ განსხვავებული პიროვნებისათვის არსებობს კიბის უჯრედების განსხვავებული თანმიმდევრობა... თუ ვცდები? რატომ ვერაფერი? თანმიმდევრობა ვერ გაგიგია. შენ ბოლომდე ადი, და თანმიმდევრობას არავინ შეგედავება. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
stch |
Jul 7 2007, 12:40 AM
პოსტი
#16
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 448 რეგისტრ.: 3-July 07 მდებარ.: შორს უფლისგან :( წევრი № 2,381 |
ხო მარა ბოლომდე რო ახვიდე ამისთვისაა საჭირო თავიდან დაწყება აბა თუ ბოლოში ხარ ახლიდან ხო არ ახვალ
-------------------- და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
|
ilarion90 |
Sep 7 2007, 03:11 PM
პოსტი
#17
|
gu ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 12-November 06 მდებარ.: gjuiygugtuihj წევრი № 456 |
ეს წიგნი მართლაც საოცრებაა. ვისაც მონაზვნობა აქვს გადაწყვეტილი აუცილებლად უნდა წაიკითხოს ეს წიგნი.ამ წიგნიდან ადამიანი ბევრ რამეს გაიგებ.კი ძნელია ზოგი რაღაცის გაგება, მაგრამ ბევრჯერ თუ ცაიკითხავ გაიგებ.
-------------------- |
catherina_10 |
Sep 26 2007, 01:42 PM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
"ავსიტყვაობა სიძულვილის პირმშოა, შეუმჩნეველი და დაფარული სენი, რომელიც საიდუმლოდ შეაღწევს ადამიანში და წურბელას მსგავსად სისხლს წოვს სიყვარულს. ესაა თვალთმაქცური სიყვარული, გულის სიმძიმისა და შებილწვის მიზეზი. სიწმინდის სრული მოსპობა. ზოგიერთი ყრმა ურცხვენელად სცოდავს, სხვები - ფარულად და დარცხვენით, მაგრამ უფრო დიდ ცოდვაში არიან, ვიდრე - პირველნი. იგივე შეიძლება ითქვას უპატიობის ვნებებზეც. ბევრია ფარულად ცბიერი ყრმა: თვალთმაქცობა, ცბიერება, ნაღველი, ავმეხსიერება, გულისმიერი ცილისწამება და ისინი გარეგნულად ერთს წარმოაჩენენ, სინამდვილეში კი სხვას განიცდიან."
"თუ ჭეშმარიტად გიყვარს მოყვასი, როგორც ამბობენ, ცუდს კი ნუ იტყვი მასზედ, არამედ ილოცე საიდუმლოდ; რადგან სიყვარულის ამგვარი გამოვლინება სათნოა ღვთისთვის" "ნურასოდეს შეგრცხვება მისი, ვინც შენი თანდასწრებით განიკითხავს მოყვასს, არამედ მიუგე: - კმარა, ძმაო, მე ყოველდღიურად უსასტიკეს ცოდვებში ვვარდები და როგორღა განვიკითხო იგი? - ამგვარად შენ ორ სიკეთეს მოიმოქმედებ და ერთი სალბუნით საკუთარ თავსაც განკურნავ და მოყვასსაც" "მზის ამოსვლას ცისკრის ნათელი უსწრებს, ხოლო ყოველგვარ სიმდაბლეს "წინ სიმშვიდის სათნოება უძღვის. ამის შესახებ გვეუბნება ნათელი ჭეშმარიტი, მოვუსმინოთ, როგორი თანამიმდევრობით წარმოგვიდგენს ამ სათნოებებს იგი: ისწავლეთ ჩემგან, „რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“ (მათ. 11.29). ამიტომ საჭიროა, ჯერ მზის ნათელმა გაგვანათლოს და შემდეგ შევხედოთ თავად მზეს, რადგან როგორც ნათლის გარეშე მზის ხილვაა შეუძლებელი, ასევე სიმშვიდის გარეშე სიმდაბლეს ვერ მოიპოვებ" |
გლახა |
Sep 27 2007, 05:31 PM
პოსტი
#19
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
ilarion90
ციტატა ეს წიგნი მართლაც საოცრებაა. ვისაც მონაზვნობა აქვს გადაწყვეტილი აუცილებლად უნდა წაიკითხოს ეს წიგნი.ამ წიგნიდან ადამიანი ბევრ რამეს გაიგებ.კი ძნელია ზოგი რაღაცის გაგება, მაგრამ ბევრჯერ თუ ცაიკითხავ გაიგებ. ბიბლია უფრო საოცრებაა თუ "კლემაქსი"? |
ალექსანდრე |
Sep 27 2007, 10:42 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ilarion90 ბიბლია უფრო საოცრებაა თუ "კლემაქსი"? თავს ვერ იკავებ თუ როგოა შენი საქმე -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი