წმინდა მამათა გამონათქვამები, გამონათქვამები, წერილები, ამონარიდები ქადაგებებიდან და ა.შ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა მამათა გამონათქვამები, გამონათქვამები, წერილები, ამონარიდები ქადაგებებიდან და ა.შ |
leqso |
Aug 26 2006, 10:06 AM
პოსტი
#21
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 89 რეგისტრ.: 18-August 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 73 |
ასე შეიყვარე მოყვასი შენი: არ განრისხდე და ბოროტს ნუ ჩაიდებ გულში მის მიმართ; უფლებას ნუ მისცემ თავს, რომ უთხრა მას რაიმე დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და დამცინავი სიტყვა, შეძლებისდაგვარად შეინარჩუნე მასთან მშვიდობა; იყავი მორჩილი მის წინაშე; ნუ იძიებ შურს ნურც პირდაპირ, ნურც ირიბად; ყველაფერში, რაშიც შეიძლება დაუთმო, დაუთმე; გადაეჩვიე გაკიცხვასა და კამათს, უარყავი ისინი, როგორც ნიშანი სიამაყისა და ამპარტავნებისა. ილაპარაკე კარგი იმათზე, ვინც გკიცხავს. მიაგე კეთილი ბოროტის წილ. ილოცე იმათზე, ვინც გაყენებს სხვადასხვა დამცირებას, წყენას, დევნას (მათე 7. 1-12). არასდროს, არცერთი მიზეზით არ განიკითხო ვინმე, ისიც კი არ თქვა ვინმეზე, კარგია იგი თუ ცუდი, ყოველთვის თვალწინ გედგას ის ერთადერთი, ყველაზე უღირსი ადამიანი, რომლისთვისაც პასუხი უნდა აგო უფლის წინაშე - საკუთარი თავი. მოექეცი მოყვასს ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ (მათე 7. 1-12). გულის სიღრმიდან ამოიღე და მიუტევე ადამიანებს შეცოდებანი შენს წინაშე, რათა მამაზეციერმა შენც შეგინდოს შენი უთვალავი შეცოდებანი... და ბოლოს, ნუ დააზიანებ ძმას შენსას მრავალსიტყვაობით, უქმადმეტყველებით, ახლო ნაცნობობით და მის მიმართ თავისუფალი დამოკიდებულებით. მოყვასთან ასეთი საქციელით მოიხვეჭ მის მიმართ უფლის მცნების შესაბამის და უფლის მოსაწონ სიყვარულს; ამ სიყვარულით გაიხსნი კარს უფლის სიყვარულისაკენ.
მამა ლაზარეს წიგნიდან -------------------- დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.
|
leqso |
Aug 26 2006, 10:45 AM
პოსტი
#22
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 89 რეგისტრ.: 18-August 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 73 |
„ადამიანების უმრავლესობა ხომ იმ ბურბუშელას ჰგავს, საკუთარი სიცარიელის ირგვლივ რომაა შემოხვეული“
წმ. მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული -------------------- დაუთმე უფალსა; მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.
|
მარიამი |
Aug 27 2006, 04:28 PM
პოსტი
#23
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
უნდა იცხოვრო არა „იოალად“, არამედ მთელი ძალების, როგორც ფიზიკურის, ისე სულიერის, შესაძლო დაძაბვით. ვხარჯავთ რა მაქსიმალურ ძალებს, ჩვენ როდი „ვითანგავთ“ თავს, არამედ განვამრავლებთ წყაროს ძალებისას.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი) -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ninucia |
Aug 29 2006, 06:30 PM
პოსტი
#24
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 40 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 123 |
"სიმდაბლე არის ქმნილებათა უსათუო სათნოება, რამეთუ მხოლოდ ღმერთს შეჰფერის დიდებულება"
ხერსონის მთავარეპისკოპოსი ინოკენტი "ნუ განიკითხავ მოყვასს: მისი ცოდვა ცნობილია შენთვის, ხოლო სინანული არა." ამბა დოროთე -------------------- ღმერთს ებარებოდეთ!
|
iako |
Aug 29 2006, 07:01 PM
პოსტი
#25
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
''ნუ განიკითხავ მეცნიერებას,- ცოდნა თავისთავად სიკეთეა და ღვთის მიერაა განწესებული,- მაგრამ უპირატესობა ყოველთვის სუფთა სინდისს და მართალ ცხოვრებას მიანიჭე''.
-------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
iako |
Sep 2 2006, 12:53 PM
პოსტი
#26
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
''ტაძრებისა და მონასტრების შენებით ერი სულის წყურვილს იკლავს. ეს საპატიო წყურვილია, რადგან ის არის სათავე წარმატებისა''
წმინდა ილია მართალი. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
T.L. |
Sep 5 2006, 01:24 PM
პოსტი
#27
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
„სიკვდილის წინ შევინანებ“ – ამბობს ზოგი. ასეთი სინანულით ჯოჯოხეშთი შეიძლება მოხვედრა.
ვუფრთხილდეთ, რათა უძლურს სინანულიც უძლური არ ჰქონდეს, მომაკვდავს კი – მკვდარი. თუკი მხოლოდ სიკვდილის წინ შევინანებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ დავუტევებთ ცოდვებს, არამედ ისინი გვტოვებენ. საჭიროა დავუტევოთ სურვილები, სანამ ისინი დაგვტოვებდნენ და დავტოვოთ ამაოება, სანამ თვითონ დაგვტოვებდეს. წმ. ტიხონ ზადონელი -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
T.L. |
Sep 5 2006, 02:00 PM
პოსტი
#28
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი. წმ. ეფრემ ასური -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
დავით ივერიელი |
Sep 6 2006, 02:49 PM
პოსტი
#29
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
ურწმუნოს ვერაფრით დაარწმუნებ. ეს თვითონ კაცის ბუნებაში დევს. იყიდე ფსალმუნი - იქ ყველაფერი წერია, სამი მანეთი ღირს.
ღირსი სერაფიმე საროველი -------------------- მერე რა რომ . . .
|
mr_morrison |
Sep 7 2006, 02:23 PM
პოსტი
#30
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
sofeli kacisaTvis erTgvari carieli wignia, romelsac igi Tvisi saqmeebiT iseve avsebs, rogorc xelnawers marcvlebi, romelTac aqvT dasawyisi, magrma dasaasruli ki ara; rasac dabadebidan sikvdilamde Caidens adamiani, ukuniTi-ukunisamde ar iqneba dakarguli da daviwyebuli, rameTu Sobidan mTEli misi arsebobis manZilze rasac Cawers kaci am wignSi, misi sikvdilis Semdgom yovelive dawvrilebiT, marcval-marcval iqneba garCeuli da yoveli sityva da winadadeba zustad ise wakiTxuli, rogorc adamianma Seadgina da Cawera da TiToeul Canawerze igi Tavis wil sazRaurs da misagebels miiRebs.
nilos mironmdinare aToneli sofeli kacisaTvis erTgvari carieli wignia, romelsac igi Tvisi saqmeebiT iseve avsebs, rogorc xelnawers marcvlebi, romelTac aqvT dasawyisi, magrma dasaasruli ki ara; rasac dabadebidan sikvdilamde Caidens adamiani, ukuniTi-ukunisamde ar iqneba dakarguli da daviwyebuli, rameTu Sobidan mTEli misi arsebobis manZilze rasac Cawers kaci am wignSi, misi sikvdilis Semdgom yovelive dawvrilebiT, marcval-marcval iqneba garCeuli da yoveli sityva da winadadeba zustad ise wakiTxuli, rogorc adamianma Seadgina da Cawera da TiToeul Canawerze igi Tavis wil sazRaurs da misagebels miiRebs. nilos mironmdinare aToneli -------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
მარიამი |
Sep 7 2006, 02:32 PM
პოსტი
#31
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE სოფელი კაცისათვის ერთგვარი ცარიელი წიგნია, რომელსაც იგი თვისი საქმეებით ისევე ავსებს, როგორც ხელნაწერს მარცვლები, რომელთაც აქვთ დასაწყისი, მაგრმა დასაასრული კი არა; რასაც დაბადებიდან სიკვდილამდე ჩაიდენს ადამიანი, უკუნითი-უკუნისამდე არ იქნება დაკარგული და დავიწყებული, რამეთუ შობიდან მთEლი მისი არსებობის მანძილზე რასაც ჩაწერს კაცი ამ წიგნში, მისი სიკვდილის შემდგომ ყოველივე დაწვრილებით, მარცვალ-მარცვალ იქნება გარჩეული და ყოველი სიტყვა და წინადადება ზუსტად ისე წაკითხული, როგორც ადამიანმა შეადგინა და ჩაწერა და თითოეულ ჩანაწერზე იგი თავის წილ საზღაურს და მისაგებელს მიიღებს. ნილოს მირონმდინარე ათონელი გადავთარგმნე -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
თამარი |
Sep 11 2006, 07:09 PM
პოსტი
#32
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ღვთის საჩუქარია უშუალო ცოდნა ღვთისა, მისი მადლია სინდისი, მისწრაფება ზეციური სასუფევლისკენ. ეს სამი რამ ჩვენი ცხოვრების უმთავრეს არსს შეადგენს. შენ, გონებავ, ჩემი არა ხარ. ღმერთმა დამაჯილდოვა შენით. მე არ მეკუთვნის ჩემში არსებული შემოქმდებითი ძალები - ნება თავისი ენერგიით. ჩემი არაა გრძნობა, რომელსაც ძალუძს დატკბეს ცხოვრებით და ყოველივე არსებულით. ჩემი არაა სხეული თავისი მოთხოვნილებებით, რაც ჩვენს ხორციელ კეთილდღეობას განაპირობებს. ყოველივე ეს ღმერთმა მოგვანიჭა. მეც საკუთარ თავს კი არა, უფალს ვეკუთვნი.
წმ.ნიკოდიმოს მთაწმინდელი მოსმენისა და საუბრის შუალედში შეეცადე, გონების თვალი ზეცისკენ აღაპყრო. იფიქრე ღვთის დიდებულებაზე, იმაზე, რომ ის თვალს არ გაცილებს და ხან კეთილისმყოფლურად გიმზერს, ხან არა, იმის შესაბამისად, თუ როგორია შენი გულისსიტყვები, საუბარი, მოძრაობები, საქმე. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
ლილიანა |
Sep 11 2006, 07:35 PM
პოსტი
#33
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
"სენაკიდან გამოსვლისას ძირს ვიყურები , ვიყურები სახურავზე, შევიყნოსავ ხო არ არის დამწვრის სუნი.სხვა საქმეა , თუ შენ ისეთი რწმენა გაქვს , რომ ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ლოცვას დაიწყებ და ხანძარიც ქრება . თუ ასე არ ხდება , მაშინ უნდა იმოქმედო , და იმოქმედო ადამინურად "
მამა პაისი მთაწმინდელი " მოდით ნუღარ დავიცდით , ვიდრე ვინმე სხვა ამოათრევს გველს ხვრელიდან , რათა ჩვენ სიმშვიდეში დავრჩეთ " მამა პაისი მთაწმინდელი -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
T.L. |
Sep 12 2006, 10:54 AM
პოსტი
#34
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
სინანულს ორი სახე აქვს-წარსულშიც იყურება და მომავალშიც.წარსულში,რათა ჩადენილი ცოდვების გამო იგლოვოს და მომავალსი რათა ჩადენილი ცოდვები არ გაიმეოროს (გრიგოლ ღვთისმეტყველი)
-------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
თამარი |
Sep 12 2006, 12:01 PM
პოსტი
#35
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
თუკი სული სხეულზე უმჯობესია და სამყაროზე გაცილებით უკეთესი – მისი შემოქმედი ღმერთი, მაშინ ის, ვინც სულზე უმჯობესად სხეულს მიიჩნევს და ღმერთზე უმჯობესად მის მიერ შექმნილ სამყაროს, არაფრით განსხვავდება კერპთაყვანისმცემელთაგან.
წმ.მაქსიმე აღმსარებელი -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
ზებედე |
Sep 12 2006, 11:26 PM
პოსტი
#36
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
... მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი: ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ისაუბრე მომღიმარი სახით, რომ უხაროდეს შენთან მოსაუბრეს. წმ. ბარსანოფი დიდი -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
თამარი |
Sep 13 2006, 11:54 AM
პოსტი
#37
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ნებისმიერი სამწუხარო მოვლენისას, რაც კი შეგემთხვევა შენ თუ სხვას, გახსოვდეს, რომ ჩვენი ნაღველის, ვნებისა და წუხილის განცდა არაფერია უფლის სულისა და ხორცის იმ მტკივნეულ იარებთან შედარებით, რაც განიცადა მაშინ, როდესაც ჩვენი ცხონებისთვის ევნო.
თუნდაც განსაცდელის მიზეზი ბოროტის მანქანება, ადამიანები ანდა ცოდვა იყოს, მაინც ყოველივე უფალზეა დამოკიდებული, მის მიერ დაიშვება ჩვენს სასიკეთოდ და სხვა უფრო დიდი განსაცდელის თავიდან ასაცილებლად. წმ.ნიკოდიმოს მთაწმინდელი -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
თამარი |
Sep 15 2006, 08:41 PM
პოსტი
#38
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
როდესაც ცას ღრუბელი გადაეყრება, მზე კარგად მაშინ გამოჩნდება, ხოლო სული მაშინ იხილავს საღმრთო ნათელს, როცა ძველი ცოდვებისაგან განიწმიდება.
წმ. იოანე სინელი, კიბისაღმწერელი -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
თამარი |
Sep 20 2006, 01:18 PM
პოსტი
#39
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
თუკი გამხიარულებს ხილვა მეგობრისა, მაშინ რაღას გვიქმს ხილვა ღვთის პირისა, რაჟამს მოვა წმინდა გულში უხილავად.
წმ.იოანე კლემაქსი -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
თამარი |
Sep 25 2006, 08:55 PM
პოსტი
#40
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ადამიანი, რომელიც ცდილობს საკუთარი თვალით იხილოს ღმერთი, ვერსად იპოვის, რამეთუ ღმერთი უხილავია. ხოლო, ვისაც სულიერი თვალი ახელილი აქვს, იმისთვის ღმერთი ყოველგან არს, თანამყოფობს ყოველივეში და იმავდროულად ყველაფრის მიღმა. ღვთისმოსავ ადამიანებთან ახლოსაა უფალი (ფსალმ.84.10).ცოდვილთაგან კი შორს არის სულის ცხოვნება. (ფსალმ.118,155).
სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი