"უდაბნოს ანგელოზი", წმინდა იოანე ნათლისმცემელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"უდაბნოს ანგელოზი", წმინდა იოანე ნათლისმცემელი |
marine |
Feb 15 2017, 02:02 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ყველაფერი იოანე ნათლისმცემლის შესახებ ამ თემაში...
"ნათლისღების დროს წმინდა იოანე ნათლისმცემელს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მხოლოდ ხელით შეეხო იესოს თავს. წმინდა მამათა განმარტებით, ამ შეხებით თვითონ იოანემაც მიიღო ნათლობა ძე ღმერთისგან. შემდეგ ისინი გამოვიდნენ მდინარის ნაპირზე". /არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 15 2017, 11:12 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი განმარტავს, რომ "სულითა... ელიასითა" ასე უნდა გავიგოთ: ელია წინასწარმეტყველის მსგავსად წმინდა იოანეშიც მოქმედებდა მადლი; როგორც ელია იქნება წინამორბედი უფლის მეორედ მოსვლისა, ასევე წმინდა იოანე იყო წინამორბედი მაცხოვრის პირველად მოსვლისა. "ძალითა ელიასითა" კი ნიშნავს, რომ წინასწარმეტყველ ელიას და ნათლისმცემელ იოანეს მოსვლას ერთი და იგივე ძალა აქვს - ადამიანები ქრისტესთან მიჰყავს."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 17 2017, 11:54 AM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სახელი, იოანეც, ზეცამ შეურჩია მომავალ წინასწარმეტყველს"
"ნათლობის მიღების მსურველები იოანეს მდინარე იორდანეში შეჰყავდა, აქ იღებდა მათგან აღსარებას და ღმერთს ევედრებოდა მათი ცოდვების მიტევებას. ამის შემდეგ იგი წარმოთქვამდა: "გნათლავთ მომავალი მესიის სახელით", - გვაუწყებს საეკლესიო გადმოცემა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 18 2017, 10:37 PM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბერის სულიერი ცხოვრების პროგრესი და სრულყოფილებისაკენ ლტოლვა თავის უარყოფით, მარხვით და ვნებებთან ბრძოლით იჩენს თავს, სწორედაც იოანეს წელზე შემორტყმული ტყავის ქამარი სხეულის მოკვდინების სიმბოლოდ იქცა, ხოლო სარტყელი სულიერი შრომისთვის მზადყოფნა.
მისი ცხოვრება მიგვანიშნებს, რომ სამოსი და საჭმელი მეორეხარისხოვანია. წმინდა კლიმენტი რომაელის თქმით, თაფლი, რომელსაც იოანე ჭამდა, მწარე და უამური იყო, ხოლო მხალი, წმინდა ისიდორე პელუროტის განმარტებით, უდაბნოს განსაკუთრებული ბალახის თავები იყო, რითაც, თავისი სულიერი მასწავლებლის მსგავსად, შემდგომ წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი იკვებებოდა". /არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 21 2017, 03:11 PM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჟამთააღმწერლის ცნობით, ოპიზის მონასტერში ინახებოდა წმ. იოანე ნათლისმცემლის ხორხი. გადმოცემით ვიცით, რომ ოპიზის ასაოხრებლად შემოსეულ მონღოლთა ლაშქარს წმ. იოანე ნათლისმცემელმა ქარიშხალი მოუვლინა და ასე იხსნა მონასტერი განადგურებისაგან".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 26 2017, 01:07 PM
პოსტი
#6
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ფსალმუნი 131
17. "მუნ აღმოუცენო რქაი დავითს და განვუმზადო სანთელი ცხებულსა მისსა" - აქ იშვება მარადიული მეუფე და აქ განვუმზადო სანთელი ცხებულსა მისსაო. როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, სანთელში უნდა ვიგულისხმოთ იოანე ნათლისმცემელი, აქ იქნება ანთებული ეს სანთელი, რომელიც გზას განუმზადებს ცხებულს ჩემსა, ანუ განკაცებულ მაცხოვარს - ქრისტესო. /არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 5 2017, 10:10 AM
პოსტი
#7
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ნათლისმცემელი იოანე. უფლის წინამორბედს დიდ პატივს მიაგებდნენ ქართველები. მთაში მას "ბალღების მფარველს" ეძახდნენ. ამიტომაც შვილებს მის სახელს ხშირად არქმევდნენ. წმინდა იონეც დიდად შეეწეოდა ჩვენს წინაპრებს.
ეს ამბავი XIII საუკუნეში მოხდა. თეგუთარს, აბაღა ყაენის მამას, ესმა ოპიზის მონასტრის სიმდიდრე და მისი გაძარცვა მოინდომა. ათასი მხედრით ოპიზისკენ დაიძრა. მაგრამ "არა დაიდუმნა მსჯავრმან ზენამან", წმინდა იოანე ნათლისმცემლის გამო, ვისი სახელობისაცაა მონასტერი და იქ მოღვაწე მტრისგან მოწყვეტილ წმინდა მამათა ლოცვით დაიხსნა წმინდა სავანე. მტერი დადგა იმ მთის ძირას, რომლის თავშიც ოპიზის მონასტერია აშენებული. ამ მთის ძირში, რომელსაც ძეგლს ეძახდნენ, იდგა წმინდა გიორგის ეკლესია. ისეთი ნისლი ჩამოწვა, მტერი წინ ვერ მიიწევდა. მოვარდა წვიმა, სეტყვა, ხორშაკი, მდინარესავით წამოვიდა ნიაღვარი, წაიღო თათარნი ცხენიან-კაციანად. მხოლოდ ერთი ამბის მთხრობელი გადარჩა, რომელიც ეახლა თეგუთარს და უთხრა, - იქ ღვთის სახლია და მისვლას ერიდეო. წმინდა ალექსი შუშანია რამდენიმე წელი სალოსობდა, მერე კი თავის დედასა და დებს სთხოვა, ერთი შვიდეული ემარხულათ და შევედრებოდნენ მაცხოვარს, განეცხადებინა მათთვის თავისი ნება - ამიერიდან როგორ ეცხოვრა. ბოლო ღამეს წმინდა ალექსიმ იხილა: ერთი საჟენის სიმაღლეზე გამოჩნდა ჰაერზე მდგომარე იოანე ნათლისმცემელი, ისე, როგორც ისრაელში იმოსებოდნენ, ხელში ჯვრიანი კვერთხი ეპყრა და ალექსის უთხრა: "რას წუხხარ?" "არ ვიცი, წმინდაო, რა გზას დავადგე", - მიუგო წმინდა ალექსიმ. იოანემ უთხრა: "შენთვის დაუსაბამო ღმერთს ვთხოვეთ და ბრძანა: "თერთმეტამდე არ იქნება და თერთმეტის შემდეგ ნახავო". მხოლოდ ამ ხილვიდან მეთერთმეტე წელს გამჟღავნდა უფლის ნება, როცა წმინდა ალექსიმ ნებართვა მიიღო მწყემსმთავრისგან და ზედა თეკლათში მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი ააშენა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 13 2017, 11:07 AM
პოსტი
#8
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დარიალისკენ, თერგის ნაპირას ნათლისმცემლის ნიშია, სადაც 11 სექტემბერს დიდი ხატობა - "ივანობა" იმართებოდა. აქვეა ნათლისმცემლის კლდეზე აგებული ერთ-ერთი უძველესი ტაძარი. ეს ეკლესია ადრე მოხატული ყოფილა. წინათ აქ მთელი ხევი მოდიოდა. ივანობას ხატობაში "ბერად შეყენებულს" მიიყვანდნენ, ხელში თავის სიგრძე კელაპტარს მისცემდნენ და წმინდა იოანეს შეავედრებდნენ. წმინდა იოანე ნათლისმცემელს ხევში ბავშვების მფარველად მიიჩნევენ. წინათ მოხუცი დედაკაცები ნათლისმცემლის პატივსაცემად თეთრი სამოსით შემოსილნი ფეხშიშველნი მიდიოდნენ სალოცავში. ზოგი ავადმყოფ შვილს ნათლისმცემლის წყაროზე დაბანდა პირს, თანაც წმინდა იოანეს შეავედრებდა პატარას."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 16 2017, 06:17 PM
პოსტი
#9
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეს იოანე ნათლისმცემელია, მონაზონთა მოძღვარი და მასწავლებელი. მასთან ერთობაში ყოფნის მსურველებმა მის ცხოვრებასა და სათნოებებს უნდა მიბაძონ".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 19 2017, 06:02 PM
პოსტი
#10
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იოანე ნათლისცმელის სახე მკაცრია, ასკეტური. იგი უდაბნოს მკვიდრია, ამა სოფლისგან გარიყული. მას წინამორბედს უწოდებენ, რამეთუ იგი წინ უძღვის ქრისტეს გამოჩენას. ყველაფერი, რაც ქრისტეს შეემთხვა, თავდაპირველად წინამორბედს ერგო წილად. იოანეს მშობლებს ხარება ღვთისმშობელზე ადრე ეუწყათ, იგი ქრისტეზე ადრე იშვა და უდაბნოშიც მასზე აზრე წავიდა. ნათლისმცემელი ქრისტეზე ადრე ქადაგებს იმას, რაც შემდეგ მაცხოვარმა იქადაგა: "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა" (მათე, 3,2). იოანე ქრისტეზე ადრე მიეცა სიკვდილს, შეურაცხყოფა და საპყრობილეც მაზე უწინ გამოსცადა; ჯოჯოხეთშიც უფრო ადრე ჩავიდა და იქ მყოფთ ქრისტე უქადაგა".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 3 2017, 11:03 AM
პოსტი
#11
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იოანე ნათლისმცემელი ჩვენი სინდისია, ხმამაღლა რომ გვამხელს ცოდვის ჩადენის დროს. ჩვენ გვეზიზღება სინდისი, გვსურს მიყუჩდეს და არ გვაწამებდეს, ამიტომ მას ვახშობთ, ვთრგუნავთ და თავის გამართლებას ვეძებთ. ეს იოანეს დილეგში ჩამწყვდევას ჰგავს".
/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 14 2017, 10:36 PM
პოსტი
#12
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1204 წლის 13 აპრილს, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, დასავლეთის რაინდებმა ბიზანტიის დედაქალაქი, კონსტანტინოპოლი, აიღეს, დაარბიეს და გაძარცვეს. როგორც ლათინთა გადმოცემა მოწმობს, ვალონ დე სარტონმა, რომელიც პიკინიიდან იყო, ერთ-ერთი სასახლის ნანგრევებში იპოვა ფუტლიარი, რომელშიც ვერცხლის მოზრდილ თეფშზე, შუშის ზარხუფის ქვეშ, იდო ადამიანის თავის ქალას სახის ნაწილი ქვედა ყბის გარეშე. მარცხენა წარბის ზემოთ ღრმული მოჩანდა, სავარაუდოდ, ნახანჯლარი. ვალონმა თეფშზე ბერძნული წარწერა ამოიკითხა, რომელიც ადასტურებდა, რომ ეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის ნაწილი იყო. ამასთან, წარბთან არსებული ღრმული თანხვდებოდა იმ ფაქტს, რომელსაც ნეტარი იერონიმე აღწერდა. მისი მოწმობით, გაცეცხლებულმა ჰეროდიადამ წმინდანის მოჭრილ თავს ხანჯალი ჩასცა."
/"კარიბჭე" N18, 2006, გვ.42/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 1 2017, 09:02 AM
პოსტი
#13
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- ტრადიციულად როგორი სახით გამოისახებოდა უფლის წინამორბედი?
- მაგალითად, სინას მთის ხატზე წმინდა იოანე ნათლისმცემელი გამოსახულია აქლემის ბეწვის შესამოსლით. აქლემი უდაბნოს ცხოველია. ამაში დევს გარკვეულწილად ამქვეყნიური რეალიზმიც და სიმბოლური დატვირთვაც. აქლემი გახლავთ სანახევროდ წმინდა, სანახევროდ უწმინდური ცხოველი და მისი ბეწვით შემოსილობა მინიშნებაა სწორედ იმაზე, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის უდაბნოს მქადაგებელი, "ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა". წმინდა იოანეს გამოსახულებები გვხვდება სხვადასხვა იკონოგრაფიულ ვარიანტში. მათ შორის გამოსახულია ფრთებით, როგორც უდაბნოს ანგელოზი. საგალობლებში მას უწოდებენ ,,თანამზრახველს ანგელოზთა". ფრთები არის მინიშნება მის არაამქვეყნიურ ბუნებაზეც. ძალიან ხშირად წმინდა იოანეს ხელთ უპყრია ჯვრით დაბოლოებული კვერთხი, არის ისეთი ხატებიც, სადაც მას ხელთ აქვს ლანგარი, რომელზეც მისი მოკვეთილი თავია დასვენებული. ხატები მოკვეთილთავიანი გამოსახულებებით შედარებით გვიან, დაახლოებით XIII საუკუნიდან ჩნდება, რაც დაკავშირებულია მისი აღსრულების ისტორიასთან. მოკვეთილი თავის გამოსახულებებს ვხვდებით ასევე სცენებში, რომლებშიც არის სალომეა მოკვეთილთავიანი ლანგრით და იქვე, გვერდზე წარმოდგენილია თავის კვეთის სცენაც. ანუ ასეთ გამოსახულებებში ჩნდება ხატისთვის დამახასიათებელი თვისებები. შესაძლებელია უკვე ერთ ხატში გაერთიანდეს, ერთ სიბრტყეზე წარმოდგეს არაერთდროული მოვლენები და ეპიზოდები." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 1 2017, 10:00 AM
პოსტი
#14
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ოჰ, მსწრაფლგამომასწორებელო კაცთმოყვარე სასჯელო!.. ანგელოზს ხმადაბრკოლებული (იგულისხმება ზაქარია) გონს მოჰყავს და კადნიერ ენას ლაგამს სდებს.
დამუნჯებული დაბადებას მოელის ხმისას, ზაქარია - იოანეს, მოხუცი - შვილს, მღვდელმსახური - წინასწარმეტყველს". /წმ. იოანე ოქროპირი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 2 2017, 10:33 PM
პოსტი
#15
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
-
"- რატომ დააწესა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს ეკლესიამ მძიმე მარხვა? - იოანე ნათლისმცემლის შესახებ თავად უფალი ბრძანებს: "არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაი უფროის იოანე ნათლისმცემლისა..." მის სახელზე დადგენილია ეს ერთდღიანი მარხვა - მარხვა სინანულისა, რომლის დაცვითაც აქედან, ჩვენი დროიდან ვეხმიანებით და გამოვხატავთ ჩვენს შინაგან პროტესტს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის მიმართ. პროტესტს გამოვხატავთ ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვებითაც - ოთხშაბათის მარხვით ვაღიარებთ, რომ არ ვართ იუდას მსგავსნი, პარასკევის მარხვით კი - რომ არ ვდგავართ იმათ გვერდით, რომლებიც გაიძახოდნენ: "ჯვარს აცვი იგი". /მეუფე ანტონი (ბულუხია)/ "ის [წმ. იოანე ნათლისმცემელი] არის ხიდი ძველსა და ახალ აღთქმას შორის - კაცობრიობა ძველი აღთქმიდან ახალში გადაჰყავს, სინანული გარეგნულიდან შინაგანში გადააქვს." /მეუფე ანტონი (ბულუხია)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 3 2017, 01:05 PM
პოსტი
#16
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ძალზე ახალგაზრდა იყო მამა ეფრემი (ერისკაცობაში იანაკისი), როცა მამა იოსებ ათონელის (მღვიმელის) ამბავი შეიტყო და მოესურვა ათონის მთაზე ბერად შედგომა. "ხომალდი წმინდა ანას სკიტის ნავმისადგომს მიაგა, სადაც პატიოსანი მამა ღირსი არსენი (მამა იოსების მეგობარი და თანამოსაგრე) გველოდებოდა, - ჰყვება იგი, - "შენ ხომ არა ხარ ვოლოსელი იანაკისი?" - მკითხა მან. "დიახ, მამაო, მაგრამ საიდან მიცნობთ?" "ეს მამა იოსებმა წმინდა ნათლისმცემლისგან შეიტყო - იგი მას გამოეცხადა გუშინ საღამოს და უთხრა: "ჩემს ერთ კრავს გიგზავნი და შენს ბაკში შეიყვანეო", - მითხრა მამა არსენმა. ფიქრები წმინდა იოანე ნათლისმცემლისკენ გამექცა, ჩემს მფარველთან, რომლის დაბადების დღესაც დავიბადე. უდიდესი მადლიერება ვიგრძენი ჩემდამი ზრუნვის გამო".
იმ საღამოს იანაკისმა მღვიმეში გამოკვეთილ წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში მუხლი მოიდრიკა, რაც ნიშნავდა მორჩილად შედგომას." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 4 2017, 10:19 AM
პოსტი
#17
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თეკლათის დედათა მონასტერშია წმინდა იოანეს ცერა თითის ძვალი, რომელიც დეკანოზ გიორგი ახვლედიანს საბერძნეთში შეუძენია ორას თუმნად. არსებობენ თვითმხილველნი, რომლებიც შესწრებიან თეკლათში დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევას ნათლისღებისას, რომელიც მამა კონსტანტინემ (ქვარაია) შეასრულა. მამა კონსტანტინემ წყალში წმინდა იოანეს ცერი შთაასვენა. ამ ხანგრძლივი ლოცვის განმავლობაში წმინდა იოანეს თითი წყლის ზედაპირზე ვერტიკალურად იდგა და თითქოს უხილავად აკურთხებდა წყალს."
"მამა პაისის ათონზე განმარტოებისთვის ივერიის სკიტის ახლოს ერთი ადგილი მოეწონა. როცა კურთხევისთვის სკიტის უფროს მონაზონთან მივიდა, იქ კალივის აშენების ნება დამრთეთო, მონაზონი აყვირდა - თავი ვინ გგონია? რომელი მოღვაწე შენა ხარო! იმავე ღამეს გამოეცხადა ამ მონაზონს წმინდა იოანე ნათლისმცემელი, ვისი სახელობისაცაა ეს სკიტი, და ცემა დაუწყო. შეშინებულს გამოეღვიძა, გაიქცა ტაძარში. წირვის შემდეგ შეყარა მამები და ყველაფერი უამბო. მათ განსაჯეს და მამა პაისის არა მარტო ამორჩეულ ადგილას დასახლების ნება მისცეს, სამშენებლო მასალით დატვირთული ჯორებიც კი გამოუგზავნეს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 4 2017, 10:31 AM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
-
"ძალიან ძნელია ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოიძებნოს ისეთი უდიდესი დღესასწაული (თუ არ ჩავთვლით ჯვარცმასა და შემდგომ აღდგომას მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი) თავისი ტრაგიზმით და სულიერი გაცისკროვნებით, როგორიც იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთაა." /დეკ. დავით ხაჭაპურიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 4 2017, 10:47 AM
პოსტი
#19
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იოანე ნათლისმცემლის სახელდება "წინამორბედი" მის უდაბნოდან გამოსვლას, ქადაგებას და მაცხოვრამდე ექვსი თვით ადრე შობას გულისხმობს."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 4 2017, 04:20 PM
პოსტი
#20
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მოკვეთილი თავის ბაგემ კიდევ ერთხელ ამხილა ჰეროდე ანტიპა: "ჰეროდე, შენ არ უნდა გესვას ფილიპეს ცოლი".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი