IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> აპოკალიპსის განმარტებისთვის, თემა მათთვის, ვინც იცის, ვინც არ იცის და ვისაც არ ჯერავს.
abo
პოსტი Jul 12 2008, 04:46 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



აქ ფორუმზე ხშირი დავაა აღნიშნული საკითხის თაობაზე. იხსნება ათასგვარი თემები ანტიქრისთეზე, ჩიპებზე, შტრიხკოდებზე, ეშმაკზე და სხვა მრავალ მათგანზე. არანაკლები დისკუსია მიმდინარეობს იოანე მახარებელის გამოცხადების ანუ აპოკალიპსის შესახებ. უზერთა უმეტესობა კამათს ერიდება ნაკლები ცოდნის გამო, რასაც თვითონაც გულახდილად აცხადებენ.
გადავწყვიტე ამ თემაში განვიხილოთ წმინდა წერილის იდუმალებით მოცული და ყველასათვის საინტერესო ნაწილი. წინასწარ მინდა განვაცხადო, რომ მსჯელობა დაყრდნობილი იქნება იოანე ოწროპირის, ანდრია კესარიელის, მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის, მთავარეპისკოპოსი ამბერკი ტაუშევის და სხვა დიდი მამების აზრებზე და ყრდნობით. წიგნი გამოცემულია ეპისკოპოს სერაფიმე ჯოჯუას ლოცვა კურთხევით, რაც იმის დასტურია რომ აქ განხილულ აზრებზე და ეგზეგეზურ გადაწყვეტებზე, საპატრიარქოსაც ანალოგიური აზრი გააჩნია. იმის აღნიშვნა რომ შეუმცდარი არავინაა უფლის გარდა, ჩვენც ვეთანხმებით, მაგრამ აქ მოყვანილი ადამიანების ავტორიტეტი მართლმადიდებლურ სამყაროში იმდენად დიდია, რომ მათი მცდარობის კოეფიციენტი თითქმის ნულის ტოლია. ხოლო ვისაც ამაში ეჭვი ეპარება მისი მცდარობა მეტად დიდი.
პატივისცემით აბო.


სანამ საქმეზე გადავიდოდით მინდა წაუმძვარო :
"დღეს თანამედროვე კაცობრიობა უამრავი სასწაულის მომსწრეა, რაც წინასწარმეტყველების მიხედვით ბოლო ჟამის მომასწავებელია. ასევე ბოლო საუკუნეების წმინდა მამათა განმარტებით, უკანასკნელ ჟამს გამოჩდებიან ადამიანები რომლებიც უამრავ სასწაულს მოახდენენ..."
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა).

ვინაიდან თემა პირდაპირ სდადისკუსიო ნაწილიდან მინდა დავიწყო. ბოდიშს ვიხდი, წინა თავების განხილვაც შეიძლება, ხოლოდ ეს ცოტა მოგვიანებით გავაკეთოთ, თემის მიმდინარეობის მიხედვით.


მეცამეტე თავი
მხეცი-ანტიქრისტე და მისი თანამშემწე ცრუწინასწარმეტყველი.

1-2. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი: და მის რქებზე ათი გვირგვინი, თავებზე კი გმობის ხელნი.
აქ ზღვიდან ამომავალ მხეცში ანტიქრისტე მოიაზრება. ზღვაში ადამიანთა მოდგმა ,ზღვასავით აღელვებული.ხოლო ანტიქრისტე იქნება არა დემონი, არამედ ადამიანთა მოდგმის დამღუპველი ნაშიერი, ქრისტეს ელესიის უკანასკნელი ნაშიერი.იქნება საშინელი ჯიქის მძვინვარების დათვის ფეხების და ლომის ხახის,7 თავი აჭრელებული ღვთის მგმობელი სახელებით და ყოველგვარი სიწმინდის მაგინებელი იქნება. ათი რქა ქღთისმებრძოლობის ნიშანია. იქნება მეფის ძალაუფლებით რომელსაც მიიღებს ეშმაკისაგან, ურჩხულისაგან. რომელიც მას თავის ტახტს გადაცემს. ( დან. 7,2-6) დანიელ წინასწარმეტყველიც საუბრობს ამის შესახებ.

3-4.იმ შვიდი თავიდან მხეცს ერთი თავი დაჭრილი ქონდა " ვიხილე მისი ერთერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული" მხეცმა ეს სასიკვდილო ჭრილობა განიკურნა, რითაც სასწაულიქნა და გააოცა მსოფლიო. ხალხი ამბობდა ვინ არის მხეცის მსგავსი ან ვინ შეებრძოლება მას?ამასვე ეთანხმება ანდრია კესარიელი და თავის აღდგენას ანტიქრისტეს უფლის აღდგომის მიმბაძველობაზე საუბრობს.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 12 2008, 05:02 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



5-6თავებში განხილულია რომ მიეცა პირი მზვაობრივად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება ორმოცდაორი თვის მანძილზე.
რომ მეტი ყოფილიყო მაცხოვრის სიტყვით ვერ გადარჩებოდა ძეხორციელი.(მათე 24,22) რომ ამ გმობას ის წმინდანებს მოუტრიალებს თანაბრად ანგელოზებისა. (წმ.ანდრია) "განიძრახავს მათთვის დროისა და რჯულისშეცვლას, ისინი ხელში მიეცემიან მას ვიდრე არ გავა დრო, ერთი დრო და ნახევარი დრო".
დანიელი 7.23-25


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 12 2008, 05:16 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



7-10.
და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება , რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას.
ის გამორჩეული იქნება ღვთისგმობით, ვინც არ დამორჩილდება მას ძალით გაუსწორდებიან და ისე ძლევენ. ანტიქრისთეს თაყვანს ცემენ ისინი ვინც სიცოცხლის წიგნში არაა ჩაწერილი. წმინდანები მხოლოდ მოთმინებით დაიცავენ თავს. მათი ნუგეში იქნება " ვინც მახვილით ჰკლავს, ის მახვილითვე მოკვდება" (მათე 10,22 ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.)


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 12 2008, 05:50 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



11-13
მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი,რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა როგორც ურჩხული.
ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მის მკვიდრთ თაყვანი სცენ პირველ მხეცს ვისი სასიკვდილო ჭრილობაც განიკურნა,
და ახდენს დიდ სასწაულებს ისე რომ ზეციდან ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე.
აქ საუბრობენ რომ ეს მეორე მხეცი ანტიქრისტეს შემწეა არანაკლები თავისი სისასტიკით ("ფირიონი "- ბერძნულად მხეცი რომელსაც განსაკუთრებით აქვს გამოვლენილი მხეცური ბუნება.), მაგრამ ის მოვლენილია მიწიდან და არა ზღვიდან როგორც პირველი მხეცი. რაც მისი გრძნობადი, მიწიერი ხასიათის მაჩვენებელია მას აქვს ორი კრავის რქა . წმ ანდრია კესარიელი განსაზღვრავს, კრავის რქა ნიშნავს რომ ცხვრის ტყავში გახვეული მგლის მომაკვდინებლობასო. იგი დასაწყისში მოგვაჩვენებს თავს ღვთისმოშიშად და უფლის ერთგულად,. წმ. ირინეი ამბობს, რომ ეს ცრუ წინასწარმეტყველიიაო.მას მიცემული ექნება სასწაულების ძალა, რათა ანტიქრისტეს მოუმზადოს დამღუპველი გზა ანუ ტახტი. ილაპარაკებს როგორც ურჩხული, ილაპარაკებს იმას რაც დამახასიათებელია ბოროტების მთავრისთვის -ეშმაკისათვის.
ის ბაძავს უფალ იესოს და გამოიყენებს ორ ძალას: სიტყვის და სასწაულის ძალას . სიტყვა - უწმინდურება ხოლო სასწაული ზეციდან ცეცხლის ჩამოტანა, და რაც მთავარია მას მიეცემა ძალა მხეცის ხატში ჩადოს სული ე.ი. ანტიქრისტე.
უფლის დაშვებით, სატანის მოქმედებით ზეციდან ცეცხლი ჩამოვარდა და ცხვრის ფარა დაწვა.(იო. 1,16.) მაგრამ ეს იქნება ცრუ სასწაული.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 12 2008, 06:39 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



14-15
და აცდუნებს მიწის მკვიდრთ ცრუ სასწაულებით, მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა.
და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა მხეცს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ხატებას.
გავკადნიერდები და ჩემ აზრს გამოვთქვამ, რომ მხეცი ჯერ გვაიძულებს ჩვენ შევქმნათ მისი ხატება, რომელსაც ის შემდეგ სულს ჩაუდგამს....

" არის ამბად თქული, რომ ეშმაკები ჯადოქრობისას არც თუ იშვიათად ლაპარაკობდნენ გამოსახვის საშუალებით, ქანდაკებების, ხეების, წყლის და სახვა. შესაძლებელია მკვდარი სხელითაც კი. არაფერია შეუსაბამო, რომ საჭურველთმტვირთველმა, ან ანტიქრისტეს წინამორბედმა, რომელიც დემონების დახმარებით მოქმედებს, შექმნას მხეცის გამოსახულება, სიცრუით აჩვენოს იგი მოლაპარაკედ და უბრძანოს მოშორება მათი ვინც თაყვანს არა სცემს"
( წმ. ანდრია)




--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 12 2008, 07:25 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



16-17
და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.
ასე რომ ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი- მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.


"და შეეცდება ყველა შეცდენილს მარჯვენა ხელზე დაადოს განდგომილის დამღუპველი სახელი, მართალი და კეთილისაქმეების ქმნის გადასაკვეთად. აგრეთვე შუბლზე, რათა ასწავლოს ცდუნებულებს იყვნნენ დაბედულნი ცდუნებაში და წყვდიადში. მაგრამ მათ არ მიიღებენ სულიწმიდის მადლის ბეჭდით დაბეჭდილილები. მხეცის ბეჭედს ყველგან გაავრცელებენ,- ყიდვაგაყიდვაშიც კი. ამ ნიშანს ვინც არ მიიღებს ძალადობრივი სიკვდილით მოკვდეს აუცილებლის არ ქონის გამო.
( ანდრია კესარიელი.)

გავკადნიერდები: კესარიელის ბოლო წინადადებაში ნათლად არის ნათქვამი: აუცილებელი რომ არ გექნება სწორედ ასეთი ძალადობრივი სიკვდილით მოკვდებიო.
და ასეთი იძულების წესით მიგვიყვანებენ ნიშნის მისაღებად . და ამას არ ერქმევა სახელად ძალადობა, შეიძლება ჩვენ შევეხვეწოთ გაგვიკეთე ის ნიშანი რისი დახმარებითაც უნდა ვიარსებოთ ამ ქვეყანაზეო. ( შენიშვნა საკუთარი).


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 12 2008, 07:45 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



13-18
აქაა სიბრძნე: ვისაც გაგების თავი აქვს , გამითვალოს მხეცის რიცხვი,რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი-ექვსას სამოცდა ექვსი.

დიდი საიდუმლოა დაკავშირებული ანტიქრისტეს სახელსა და და "მისი სახელის რიცხვთან". ძველი დროიდანვე დიდი ძალისხმევა იყო გამოყენებული ამ რიცხვის მნიშვნელობა და აზრი გამოეცნოთ, მაგრამ ისინი რაიმე დადებითამდე ვერ მივიდნენ.
" ამ რიცხვის საგულდაგულო გამოცდას, აგრეთვე მასზე დაწერილ სხვა დანარჩენისაც, საღად მოაზროვნეებს და მღვიძარებს ცდუნების დრო აჩვენებთ"
წმ. ანდრია კესარიელი.



ამით მთავრდება მე-13 თავი
მე-13 რომ არის საინტერესოა არა? სიცილის სმ.
გავაგრძელოთ თუ გავჩერდეთ თქვით რამე და წავხალისდები.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Jul 12 2008, 08:37 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



13-18 გამოცხადება


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 12 2008, 09:26 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



მეთოთხმეტე თავი
მოსამზადებელი მოვლენებისაყოველთაო აღდგომისა და საშინელი სამსჯავროს წინ: 144000მართალისა და ანგელოსის გალობა, - ამქვეყნიერების ხვედრის მაუწყებელი.
14, 1-5

და ვიხილე აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდა ოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათშუბლზე მისი სახელი და სახელი მისისა მამისა.
და მომესმა ხმა ზეცით როგორც მრავალი წყლის ზათქი.
............................................
და გალობდენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველის და უხუცესთა წინაშე : და არავის შეეძლო ესწავლა ეს საგალობელი ას ორმოცდაოთხი ათასის გარდა, რომელნიცგამოსყიდულ იქნენ ქვეყნით.
ესენი არიან რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან რადგანაც არიან ქალწულნი: ესენი არიან, რომლებიც მისდევენ კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს იგი; ესენი არიან კაცთა შორის გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისა და კრავისათვის.
მათი ბაგენი არ იცნობენ სიცრუეს, რადგანაც უბიწონი არიან.


ამ ხილვაში ასახულია ქრისტეს წმიდა ეკლესია. 144000 ეს ღვთის რჩეული ხალხია დედამიწის ყველა ხალხებიდან (წარმოდგენილნი ისრაელის თორმეტი ტომის სახით. მათ შუბლზე აწერიათ კრავისა და მამის სახელი.
ნიშნავს იმას რომ ეს ხალხი ღვთის მსახურებისათვის მიძღვნილ ცხოვრებას ეწევა. და გალობს ისეთ საგალობელს რომელიც 144 000 გარდა ვერავინ ისწავლა ( ალბათ იგულისხმება უფალსმიძღვნილი ხალხი (ჩემი ვარაუდია)


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 12 2008, 09:42 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



6-7

და ვიხილე შუა ცაში მფრინავი ანგელოზი, რომელსაც ქონდა მარადიული სახარება მიწის მკვიდრთათვის, რათა ეხარებინა ყოველი ტომისა და ხალხებისათვის ენისა და ერისათვის.
და ხმაღლა ამბობდა: გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგანაც მოვიდა მისი სამჯავრო: თაყვანი ეცით მას, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და წყალთა წყარონი.

"გეშინოდეთ ღმერთის და ნუ შეშინდებით ანტიქრისტესი, რომელსაც არ შეუძლია თქვენ სახეულთან ერთად თქვენი სულიც დაღუპოს, შეეწინააღმდეგეთ მის თავხედობას, რამეთუ ახლოსაასამსჯავრო და მისაგებელი, ხოლო მას ძალაუფლება მოკლე დროის განმავლობაში აქვს"
(ანდრია)


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 12 2008, 09:55 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



8
მას მოყვა მეოე ანგელოსი, რომელიც ამბობდა : დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, რომელმაც ასვა ყველა ხალხს ღვინო თავისი სიძვის რისხვისა.

მეორე ანგელოსმა ხალხს ამცნო ბაბილონის დამხობა რომელმაც ხალხს ასვა "ღვინო სიძვისა" (რელიგიის ცრუ მოძღვრება, კერპთაყვანისმცემლობა. blink.gif )რომელსაც წინასწარმეტყველი იერემია ახსენებს 51.7 -ში.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 12 2008, 10:29 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



9-12

მათ მოყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღუბეჭდავს მისი ნიშნით,
ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისშიდა ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმინდა ანგელოზთა და კრავის წინაშე.
კვამლი მათი წამებისა ავა უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით არ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ.
აქ არის წმიდათა მოთმინება, რომელნიც იმარხავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას.



მესამე ანგელოზი მარადიული ტანჯვით ემუქრება მხეცის მსახურთ,( ბეჭდიანებს).
ღვთის რისხვის ღვვინო- სასტიკი სამსჯავროა, რასაც ადამიანები მთვრალების მსგავსად მიყავს გაშმაგებამდე, აქ ღვინო გაუზავებლად არის ნაგულისხმები რისხვის სიძლიერის გადმოსაცემად.
წამების კვამლში , რომელიც ამოდის უკუნისამდეიგულისხმება " რომ ცოდვილთა ტანჯვაც უსასრულოა , როგორც როგორც მართალთა ნეტარებაა მარადიული."
(წმ. ანდრია)


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Jul 12 2008, 10:30 PM
პოსტი #13


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



ძაან საინტერესოა.თუ არის რამე კიდევ საინტერესო ამ თემაზე დადე smile.gif


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 12 2008, 10:31 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



თანდათან გავაგრძელებ და თან აქ ვიმსჯელოთ სხვაგან რომ ხოცავენ ერთმანეთს. biggrin.gif
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Jul 12 2008, 10:43 PM
პოსტი #15


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



მეც მაქვს წიგნი სახლში სადაც წერია ბევრი წმინდანის ხილვების შესახებ მეორედმოსვლასთან დაკავსირებით..
ძალიან საინტერესო წიგნია


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 12 2008, 10:54 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



13
და მომესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, უფალში რომ აღესრულებიან ამიერიდან. დიახ - ამბობს სული- ღათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან და თან წაიტანონ თავიანთი საქმენი.


წმ ანდრიას განსაზღვრით "ხმა ზეცით " ყველას არ შეიწყალებს, არამედ მხოლოდ მათ ვინც მოკვდებიან მშვიდობისათვის უფალში და სხეულში იესოს მოკვდინებას ატარებენ. მათთვის სხეულიდან გასვლა ჭეშმარიტად დასვენებაა. აქ ვპოულობთ ზედმეტ მტკიცებას , თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ცხონებისათვის სიკეთის კეთებას. რასაც პროტესტანტები უარყოფენ.

nino_ni
ციტატა
მეც მაქვს წიგნი სახლში სადაც წერია ბევრი წმინდანის ხილვების შესახებ მეორედმოსვლასთან დაკავსირებით..

მერე წაიკითხე და ეცადე სხვა წმინდანების წიგნებიც მოიძიო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino_ni
პოსტი Jul 12 2008, 10:59 PM
პოსტი #17


nino
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,653
რეგისტრ.: 22-March 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,293



abo
ციტატა
მერე წაიკითხე და ეცადე სხვა წმინდანების წიგნებიც მოიძიო.

წაქვიკითხე უკვე,თან არაერთხელ smile.gif
მართლა საინტერესოა...


--------------------
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 12 2008, 11:06 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



14

გავიხედე და აჰა თეთრი ღრუბელი, ღრუბელზე კი მჯდომარე, კაცის ძის მსგავსი: თავს ედგა ოქროს გვირგვინი და ხელთ ეპყრა მჭრელი ნამგალი.


ღრუბლებში მოიაზრება გრძნობითი ღრუბლები მოციქულთა თვალთაგან დაფარული რაღაც ანგელოზური ძალა მისი სისუფთავისა და სიმსუბუქის გამო ასე წოდებული. მსგავსი კაცისა არის უფალი, თავზე გვირგვინი აღნიშნავს მის მეფურ ძალაუფლებას ხილულსა და უხილავზე; ის ოქროსია მაღალი ფასის აღსანიშნავად ხოლო ნამგალი - ქვეყნის დასასრული, რომელსაც უფალმა თვით უწოდა სამკალი.
წმ ანდრიას მიხედვით.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jul 12 2008, 11:42 PM
პოსტი #19


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



abo
რა თქმა უნდა ვკითხულობ ინტერესით. smile.gif

ციტატა
განიძრახავს მათთვის დროისა და რჯულისშეცვლას, ისინი ხელში მიეცემიან მას ვიდრე არ გავა დრო, ერთი დრო და ნახევარი დრო".
დანიელი 7.23-25

ერთი დრო და ნახევარი დრო. ეს რა პერიოდით განისაზღვრება?


nino_ni
ციტატა
მეც მაქვს წიგნი სახლში სადაც წერია ბევრი წმინდანის ხილვების შესახებ მეორედმოსვლასთან დაკავსირებით..
ძალიან საინტერესო წიგნია

ნინ შეგიძლია ეგ წიგნი თუ ძალიან დიდი არაა დაასკანერო და დადო აქ?
ან რომელიმე ყველაზე მეტად საინტერესო თავები მაინც? smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 12 2008, 11:46 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



15-16

გამოვიდა მეორე ანგელოსი ტაძრიდან და შეღაღადა ღრუბლებზე მჯდომს: მიუშვი შენი ნამგალი და მომკე, რადგანაც მოვიდა მკის ჟამი და მოიწია სამკალი ქვეყნად.
ღრუბლებზე მჯდომმა დაუშვა თავისი ნამგალი ქვეყნად და მომკა ქვეყანა.



"მკაში ქვეყნის დასასრული უნდა მოვიაზროთ(იხ მათე 13.39)." და რომ, რადგანაც მოვიდა მკის ჟამი" ნიშნავს რომ მოვიდა ბოლო ჟამი, როცა მომწიფებული ხობლის მსგავსად ოცდაათჯერ, სამოცჯერ, და ასჯერ ზეციური ბეღელის ღირსი იქნება.
წმ ანდრია.





--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 05:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი