ქართული ნაციონალური ტანსაცმელი, გამოთქვით თქვენი აზრი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ნაციონალური ტანსაცმელი, გამოთქვით თქვენი აზრი |
ვეშაპო |
Jun 16 2007, 05:27 PM
პოსტი
#1
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
იძულებითა ჯამბაკურისათა, ამ პოსტებს აქეთ გადმოვიტან, მგალობლის შესამოსელის თემაში ჩავპოსტე და იერთი ჰამბავი მაწია.
იტოგში: გვერდითა ფორუმში იყო ამაზე საუბარი და მინდა რამოდენიმე მნიშვნელოვანი პოსტი გადმოვიტანო. ციტატა Ar-Pharazôn ჩოხა ზოგადად გვიან შუასაუკუნეებში შემოსული სამოსია. ნახატებზე მეთვრამეტე საუკუნიდან გვხვდება მარტო (სოლომონ II-ის პორტრეტი , მაგალითად), მანამდელ პორტრეტებში (მაგ. იმერეთის ბატონიშვილის ალექსანდრეს პორტრეტი, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლო), ჩოხა არ არის გამოყენებული, არამედ სხვა ტიპის, დღემდე არმოღწეული საბრძოლო კოსტუმი, ჩოხის მსგავსი, მაგრამ მნიშვნელოვნად განსხვავებული (მასრების და სხვა აქსესუარების გარეშე)... ჩოხის სიგრძეზე ვერაფერს ვიტყვი... ციტატა Ar-Pharazôn იმერლებს მოკლე ჩოხები ეცვათ მეცხრამეტე საუკუნემდე. გრძელი ჩოხა ჩერქეზეთიდან შემოვიდა, ჯერ სამეგრელოში და აფხაზეთში მოიდგა ფეხი და მეცხრამეტე საუკუნის შუახნისათვის იმერლებმაც გრძელი ჩოხების ტარება დაიწყეს. მანამდელ მინიატურებში იმერლები მოკლე ჩოხებში გვხდებიან. მაგალითად ამ სურათში. ციტატა kardu ვითომ???არ ვიცი მე სხვა ინფორმაცია მაქვს. მოკლე ჩოხა რომ ლეკურია ეგეც სადღაც ამომიკითხავს ციტატა Ar-Pharazôn ზუსტად სად წარმოიშვა მოკლე და გრძელი ჩოხა არავინ იცის. უბრალოდ ფაქტია რომ გრძელი ჩოხა (ისევე როგორც ზოგადად ჩოხა) ჩრდილოკავკასიაში (უფრო ჩერქეზეთსა და ყაბარდოში, ანუ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში) გამოგონებული სამოსია და XVII-XVIII საუკუნეებში შემოვიდა ნელნელა საქართველოში. ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რომ გრძელი ჩოხების ტარება ქართველებს შორის პირველებმა მეგრელებმა დაიწყეს (ყოველ შემთხვევაში XIX საუკუნის დასაწყისისათვის ატარებდნენ), მერე გადაიღეს იმერლებმა. ქართლ-კახეთში გრძელი ჩოხა არასოდეს ყოფილა გავრცელებული. ერთი ძალიან საინტერესო სურათი მაქვს. რუსმა ეთნოგრაფმა ჩაიხატა 1810-იან წლებში დასავლეთ საქართველოს ტიპაჟები. ამ სურათზე ასახულები არიან მეგრელი (გრძელ ჩოხაში), იმერელი (მოკლე ჩოხაში, შარვლით) და გურული (ჩაქურაში). გურული და მეგრული კოსტუმები ამის შემდეგ არც შეცვლილა თითქმის, მაგრამ იმერული ჩაცმულობა XIX საუკუნის ბოლოსათვის აშკარად განსხვავებულია - იმერლები ამ დროს უკვე გრძელ ჩოხებს იცვამდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ სამივე დასავლურქართული ეთნიკური ჯგუფის ტიპაჟს გრძელი თმები აქვს. კიდევ ერთი განსხვავება აღმოსავლეთ ქართველებთან, სადაც მამაკაცები ყოველთვის თმებს იჭრიდნენ - დასავლეთ ქართველი კაცები XIX საუკუნის შუახნებამდე, როგორც წესი თმებს იზრდიდნენ გრძლად.... რაც შეეხება ჩაქურას. აქ საქმე გაცილებით მარტივადაა, ეს ტანსაცმელი აცვიათ, აჭარლებს, გურულებს, მეგრელებს, მესხებს, ანატოლიელ თურქებს, პონტოელ და კვიპროსელ ბერძნებს. არის ორი მოსაზრება. პირველის თანახმად ეს სამოსი იყო ბიზანტიის ძირითადი მოსახლეობის გლეხური ტანსაცმელი. მეორე ვერსიით, რაც უფრო სარწმუნოა (ჩემთვის), ეს ტანსაცმელი თურქებმა შემოიტანეს. აი, ეს არიან ბერძნები. ხოლო ესენი კი, თურქები არიან. შეფასებები თქვენთვის მომინდვია. გამოდის, რომ სუფთა ქართული ტანსაცმელი, რომელიც ქართველების გარდა არავის არ აცვია, ესაა ხევსურული ტანსაცმელი. ხევსურები 1901 ხევსურები 1929 თუშები 1901 სვანები სვანები გელოვანები ქელეხი სვანეთში 1886 რაჭველი ცოლ-ქმარი 1886 მეგრელები მეგრელი ქალი გურული პოლიცისტები ყარაჩოხელები -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
tako_chicho |
Jul 9 2007, 12:33 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 116 რეგისტრ.: 6-July 07 წევრი № 2,396 |
misdevs mela loms
მართალია... უბრალოდ ქვიათ რომ ჩოხოსნები არიან... მეც ვყოფილვარ მაგათ შეკრებებზე რამოდენიმეჯერ... აი თუნდაც მაშინ ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რომ ჩამოასვენეს. ყველა ჩოხოსანი იყო მაშინ იქ, მთაწმინდაზე ვიყავით და მერე ბანკეტი გვქონდა... ბევრი საინტერესო ადამიანია გაწევრიანებული, მაგრამ ბევრიც უბრალოდ, რომ თქვას "ჩოხოსანი" ვარო... არაფერი კეთდება და არც დაფინანსება აქვთ მგონი საკმარისი... |
bato |
Sep 8 2007, 12:55 PM
პოსტი
#22
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 8-September 07 წევრი № 2,700 |
http://bin.ge/file/64652/dato-gugunava--sh...xvavi-.jpg.html
უკაცრავად,სხვანაირად როგორ ავტვირთო არ ვიცი. http://bin.ge/file/64657/teretlebi.jpg.html -------------------- ბევრ ვეცად მაგრამ,ჩემ ხვალ ყოფას,ჩემ ტკბილ თუშეთ, ვერად-ვერ გავჰყარ
|
komisia |
Sep 13 2007, 11:34 AM
პოსტი
#23
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
bato
ციტატა უკაცრავად,სხვანაირად როგორ ავტვირთო არ ვიცი. აი აქ ნახე: http://church.ge/index.php?showtopic=4 პ.ს. ეგ წერეთლები მომღერლები იყვნენ, აკაკის ნათესავები თუ უბრალოდ რახან თავადური გვარია მაგიტომ გადაიღეს? და გადაღების წელიც ხომ არ იცი ბარემ? -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
bato |
Sep 13 2007, 03:27 PM
პოსტი
#24
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 8-September 07 წევრი № 2,700 |
არა,სამწუხაროდ არაფერი ვიცი ისე,ტიპიური იმერელი თავადები არიან
-------------------- ბევრ ვეცად მაგრამ,ჩემ ხვალ ყოფას,ჩემ ტკბილ თუშეთ, ვერად-ვერ გავჰყარ
|
bato |
Sep 15 2007, 02:49 PM
პოსტი
#25
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 8-September 07 წევრი № 2,700 |
-------------------- ბევრ ვეცად მაგრამ,ჩემ ხვალ ყოფას,ჩემ ტკბილ თუშეთ, ვერად-ვერ გავჰყარ
|
გლახა |
Sep 15 2007, 02:55 PM
პოსტი
#26
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
tako_chicho
ციტატა არაფერი კეთდება და არც დაფინანსება აქვთ მგონი საკმარისი... და რა უნდა გააკეთონ ან დაფინანსება რაში სჭირდებათ? ისე მე რაც მინახია უმეტესობა "კაი ბობოლა ბიძები" არიან და დაიფინანსონ თავი |
ზარნაშო |
Sep 20 2007, 10:45 AM
პოსტი
#27
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
მგონი მართალია, ჯერ სამოქმედო გეგმა უნდა ჰქონდეთ. შეიძლება უბრალოდ იყოს ჩოხოსანთა დასი, მაგრამ როცა ორგანიზაციის სახე აქვს და ოფისი აქვთ სამებაში, რაღაცას ხომ უნდა აკეთებდნენ? გუშინ იქ ვიყავით და ისეთი ირონიით საუბრობდნენ ბიჭები ჩოხოსნებზე, რომ გული დამწყდა. არადა მართალია, ბუტაფორული რაღაცა გამოვიდა ეს ჩოხოსანთა დასი. იქნებ იდეები მოგვაწოდოთ, რა უნდა აკეთონ? მერე საჭირო ხალხის ყურამდეც როგორმე მივიტანთ.
-------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
komisia |
Sep 20 2007, 10:53 AM
პოსტი
#28
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
M.M.
ციტატა გუშინ იქ ვიყავით და ისეთი ირონიით საუბრობდნენ ბიჭები ჩოხოსნებზე, რომ გული დამწყდა. რას ვიზამთ, სიმართლე მწარეა ციტატა არადა მართალია, ბუტაფორული რაღაცა გამოვიდა ეს ჩოხოსანთა დასი. მაგ დასის დღევანდელი ფუნქცია შემოიფარგლება დღესასწაულებზე ჩოხით გამოცხადებით. მგონი დიდი სახარბიელო ფუნქცია ეგ არ არის... ციტატა იდეები მოგვაწოდოთ, რა უნდა აკეთონ? საქმის მეტი რა არის... ყანის თოხნიდან დაწყებული ქართული ფოლკლორის განვითარებაში წვლილის შეტანით დამთავრებული. თან ისე ამაყობენ ჩოხოსნობით (წესით კი უნდა იმაყონ, მაგრამ ნამუსიც კაი ძროხაა) რომ გეგონება სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეს აკეთებდნენ... იევიცი... მგონი მუხლებდაკერებული შარვლით და ტელეგრეიკამოსხმული ყანაში მუშაობა ჯობია ჩოხით არაფრის კეთებას... იევიცი.. ანდა ყველანი ერთად შევკრიბოთ და გავუშვათ შალვა ნათელაშვილის მიტინგზე -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
ზარნაშო |
Sep 20 2007, 11:01 AM
პოსტი
#29
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
M.M. საქმის მეტი რა არის... ყანის თოხნიდან დაწყებული ქართული ფოლკლორის განვითარებაში წვლილის შეტანით დამთავრებული. ახლა ყველას ფოლკლორში ხომ ვერ დავასაქმებთ? მაგაზე სხვა ხალხი მუშაობს. ციტატა მგონი მუხლებდაკერებული შარვლით და ტელეგრეიკამოსხმული ყანაში მუშაობა ჯობია ჩოხით არაფრის კეთებას... იევიცი.. ეს მართალია, მაგრამ რახან ხალხი შეკრებილა, იქნება რამით დავასაქმოთ? კი, ლამაზია ჩოხა, "მაგრამ რაც უფრო მშვენიერი ხარ, მით უფრო მეტად მიკვდება გული". -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
komisia |
Sep 20 2007, 11:11 AM
პოსტი
#30
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
M.M.
ციტატა მაგრამ რახან ხალხი შეკრებილა, იქნება რამით დავასაქმოთ? ვენახი მაქვს გამოსათიბი პლანებს შორის... მაგდენი ხალხი არ მინდა მარა 3-4 ჩოხოსანი მაგრა დამხატავდა -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
ართი ვარდი |
Sep 20 2007, 11:25 AM
პოსტი
#31
|
MARIAMI ჯგუფი: Members პოსტები: 2,359 რეგისტრ.: 15-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,658 |
komisia
-------------------- სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)
სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა... ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;) |
ზარნაშო |
Sep 22 2007, 11:41 AM
პოსტი
#32
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
ხალხო, რას დასცინით, ეგენიც ჩვენები არიან! დაცინვას ჯობია, დახმარებაზე ვიფიქროთ, თორემ შეჭამა ჩოხები ჩრჩილმა. დავიჯერო რომელიმე ჩოხოსანი აქ არ იხედება? თქვით რამე
-------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
komisia |
Sep 22 2007, 12:06 PM
პოსტი
#33
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
M.M.
ციტატა დავიჯერო რომელიმე ჩოხოსანი აქ არ იხედება? იხედება ნამდვილად ვიცი ციტატა დაცინვას ჯობია, დახმარებაზე ვიფიქროთ რას ამობ ბიჯო, მაგათ რომ რჩევა მისცე სიცილს დაგაყრიან, როგორ გვკადრე ჩვენ, ჩოხოსნებს, ეგეთი რამეო. -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
ზარნაშო |
Sep 24 2007, 11:30 AM
პოსტი
#34
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
M.M. ვენახი მაქვს გამოსათიბი პლანებს შორის... მაგდენი ხალხი არ მინდა მარა 3-4 ჩოხოსანი მაგრა დამხატავდა გამოუცდელი კაცი ვენახში ცელით არ შეიშვება. მითუმეტეს, თუ ჩემსავით შრომის ექსტაზში შედის ხოლმე. რთველი აღარ გინდა? M.M. იხედება ნამდვილად ვიცი რას ამობ ბიჯო, მაგათ რომ რჩევა მისცე სიცილს დაგაყრიან, როგორ გვკადრე ჩვენ, ჩოხოსნებს, ეგეთი რამეო. ეგრე კი ნუ ვეტყვით, მოიტა გიშველო შე საწყალოო, უბრალოდ იდეები მივაწოდოთ მეგობრული რჩევის სახით. თან აგერ ფორუმელი ჩოხოსანი გვყოლია... -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
komisia |
Sep 24 2007, 11:40 AM
პოსტი
#35
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
M.M.
ციტატა გამოუცდელი კაცი ვენახში ცელით არ შეიშვება. ჩემი პირველი გაცელვა გამახსენა სამი ვაზი დავაინვალიდე ციტატა უბრალოდ იდეები მივაწოდოთ მეგობრული რჩევის სახით. მაინც რა იდეა აბა... რა განხრით... მართლა ვენახში ხომ არ გავამწესებთ... მაგაზე თვითონ უნდა იმტვრიონ თავი, იმდენი და იმხელა ხალხია გაწევრიანებული რომ ეგ არ უნდა ეშლებოდეთ.. -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
ზარნაშო |
Sep 24 2007, 11:45 AM
პოსტი
#36
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
M.M. მაინც რა იდეა აბა... რა განხრით... მართლა ვენახში ხომ არ გავამწესებთ... მაგაზე თვითონ უნდა იმტვრიონ თავი, იმდენი და იმხელა ხალხია გაწევრიანებული რომ ეგ არ უნდა ეშლებოდეთ.. იდეა რომ არ მაქვს, თქვენ იმიტომ მოგიწოდებთ. Одна голова хороша (თუმცა ჩემს შემთხვევაში...), а две лучше. ისე, ჩოხას რომ თვითონ გიკერავდნენ, მეც დიდი სიამოვნებით გავწევრიანდებოდი. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
komisia |
Sep 24 2007, 12:07 PM
პოსტი
#37
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
ახლა ვკითხავ ჩოხოსნებს, მართლა აკეთებენ რაღაცეებს და ჩვენ არ ვიცით მგონი უბრალოდ...
M.M. ციტატა ისე, ჩოხას რომ თვითონ გიკერავდნენ, მეც დიდი სიამოვნებით გავწევრიანდებოდი. -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
catherina_10 |
Sep 25 2007, 05:12 PM
პოსტი
#38
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
მე წარმოგიდგენთ გრაფიკოს ნინო (ბრაილოვსკი) ბრაილაშვილის ნახატებს წიგნიდან "საქართველოს ეთნოგრაფიიდან", სადაც არის მისი ჩანახატები საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხის სამოსელის შესახებ
დასაცლეთ საქართველო 1-2 მეგრელები და გურულები;(მეგრელები ატარებდენენ ნაწილობრივ იმერულ ნაწილობრივ გურულ ტანსაცცმელს) 3-6 იმერლები; 8-9 აჭარლები მაღალმთიანი რაიონები 1-2 თუშები; 3-6 ხევსურები; 7 სვანი; 8-10 რაჭველები აღმოსავლეთ საქართველო 1-ქართლელი გლეხი; 2-მოქალაქე ხელოსანი; 3-მოქალაქე ვაჭარი; 4-7 მაღალი წოდების ქართლელები და კახელები; 8-9 ინგილოები |
komisia |
Sep 25 2007, 05:50 PM
პოსტი
#39
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
catherina_10
რომელი წლების ჩანახატებია ეგენი? -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
catherina_10 |
Sep 25 2007, 06:03 PM
პოსტი
#40
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
ჩანახატები გაკეთებულია უშუალოდ მისი ყოფნის დროს სხვადასხვა კუთხეში ეს არის დაახლოებით 1940-1965 წლები,
kidev maqvs sxva suraTebic da sevecdebi davdo uaxloes momavalSi |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 12:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი